ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ძიშოვი ქურთები

Posted by vekoo on April 25, 2011

აღდოგმის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ !

წელს არც მიმარხულია და ეკლესიაშიც არ მივლია , არც ლიტანიობას დავესწარი და საერთოდაც, ყველანაირად ავიშვი, მაგრამ ეს პოსტი ამაზე არაა.

ორშაბათი მიცვალებულთა დღეა, მეც ძალიან მიყვარდა ჩემი ბაბუა <3, ბებია ჩემ დაბადებამდე 8 წლით ადრე გარდაიცვალა და მისი სახელი მქვია,  ამიტომაც ყოველ წელს დავდივარ მათ საფლავზე.

ეხლაც იქიდან დავბრუნდი ფრიად ეგზალტიებული, მაგრამ ყველაფერს თავიდან დავიწყებ:

2009 წელი, რუსთავი, ხედი ბაბუას სასაფლაოსთან.

მივედით, წვიმისგან დასველებული მაგიდა–სკამები გადავასუფთვეთ, გადავაფარეთ და როგორც წესი და რიგია სასუსნავები დავალაგეთ.

რაღაცნაირად ყოველთვის მიყვარს ეს გარემო, გარშემო 20–30 წლის წინანდელი საფლავებია, უმეტესობა მივიწყებული დაბალახმოდებული, რამოდენიმეს უკვე ღობეებიც მოცლილი აქვს… გვერდით მდინარე მტკვარი ჩამოედინება და იქით ლამაზი ხედია, ლამაზი გადასახტომი …

ბევრი, ბევრი მაღალი  ნაძვი თუ ფიჭვი, რაც ქვია. წითელი ღვინო, პასკა და წითელი კვერცხები. და საფლავზე დანთებული 3 სანთელი .

საიდანღაც დამკვრელების ხმა ისმის, მაგრამ მას არ ვაქცევ ყურადღებას და სახეს შემხვედრ ნიავს ვახვედრებ.

2009 წელი, მდინარე მტკვარი. ხედი ბაბუას სასაფლაოდან.

უცებ საიდანღაც 3 ბინძური თათარ–ქურთი ქალი მოდის, ერთს უზარმაზარი ჩანთა კიდია ზურგზე, მერე დავაკვირდი ბავშვი ყოფილა … და ძალიან მიამიტი და საწყალი თვალებით საჭმელს გვთხოვენ.

ისეთი მოკრძალებულები და თავშეკავებულები არიან, სულ ზრდილობად იღვრებიან, ისეთი თვალებით გიყურებენ და ხმით გელაპარაკებიან, რომ გეგონება ძალიან უჭირთ და შენ მათი ერთადერთი იმედი ხარ.

დედას უცებ სიკეთის სხივები ენთება თვალებში და მიეცი ესენიო – მეუბნება, მე კიდე ფეხზე ვდგავარ, მადიანად ვღეჭავ უგემრიელეს შემწვარ ბარკალს, თვალებში ვუყურებ და არ ვინძრევი.

ვიცი, ამ დროს დედაჩემი ფიქრობს, რომ მე უტიფარი ვარ :დ

მაგრამ პროსტა, არ შემიძლია ასეთებს დავეხმარო.

ერთიანად მახსენდაება თუკი ოდესმე მათზე რამე ცუდი გამიგია.

ვისაც გაუხარდება, შეუძლია რასისტად ჩამთვალოს, მაგრამ უჯიშო ხალხს ვერ ვიტან :დ

ხოდა, მადიანად ვილუკმები, ვუყურებ როგორ გვთხოვენ საწყალი თვალებით დახმარებას და თან ერთად მახსენდება ამათი შვილები როგორ აფურთხებენ რუსთაველზე გამვლელებს 1 ნაყინის ან კოკა–კოლასათვის, როგორ ამაგლიჯა თმიდან თმისამაგრი 3–მა რეგვენმა ქურთის ბავშვმა, როგორ ცემეს ქუჩაში ერთი გოგო მარტო იმიტომ ასეთმა ქალებმა, რომ რაღაცის ფასი კითხა და მერე აღარ იყიდა.

რამოდენიმე წლის წინ, როცა აღდგომა დღეს ისევ სასაფლაოზე ვიყავით, გზის პარას მამა ერთ ნაცნობთან გადავიდა და სანამ მოვიდოდა მქონად დრო დავკირვებოდი რას აკეთებდა ხალხი.
ჰოდა, გამოიარა მინი–ვენმა. საჭესთან ოქროსკბილიანი, ოქროსსამაჯურიანი და ოქროს უზარმაზარ ბეჭდიანი ტიპი იჯდა, გვერდითაც ასეთივე ღიპიანი ბიძა ეჯდა, ორივენი არაქართველები იყვნენ, თათრები, აზრბაიჯანელები ან ქურთები. გააჩერეს და უკნიდან 5–მდე თავწაკრული ქალი გადმოვიდა და სასაფლაოებს შეესივნენ.

ამასობაში მამაც მოვიდა და მითხრა: მაგათმა ესე იციან, ქალებს გაუშვებენ საშოვნელად, თვითონ კიდე ზიან და ქეიფობენო.

ვინმეს სადმე უნახავს ქურთი მათხოვარი კაცი? რატომღაც სულ ქალები და ბავშვები დადიან.

ერთობლივად ბევრ პრობლემას შევეხე ამ ერთ პოსტში, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის: კაცი რომ მამობის პასუხისმგებლობას აიღებ თავზე, მერე შვილები ქუჩაში დასაყრელად აღარ უნდა გაიმეტო..

ერთი სიტყვით, აღმოვაჩინე, რომ საშინელი ქსენოფობი გამოვდივარ. (( :

UPDATE: ზურგზე მოკიდებულ ბავშვებს რატომღაც სულ ძინავთ, დღის რომელ მონაკვეთშიც არ უნდა შეხვდეთ სულ ჩუმად არიან თოთო ბავშვებიც კი. არასოდეს დავფიქრებულვარ, რომ ეს არაბუნებრივია. მერე გავიგე, რაღც წამლებს ასმევენ, რომ მოითენთოს ბავშვი და არ იხმაუროს😐 ადებილებენ თაობებს.

6 Responses to “ძიშოვი ქურთები”

  1. ვეკო,
    1. ქურთები იგივე იეზიდები არიან და ბოშებში ნუ აურევ თუ შეიძლება, მათხოვრობით ბოშები მათხოვრობენ.
    2. იმჰო, ადამიანი საჭმელს თუ გთხოვს, უნდა მიცე, მითუმეტეს, თუ ზედმეტი გაქვს და საფლავზე დასატოვებლად გემეტება, ბარემ მადლი დადე ქვაზე, რაიცი სად დგხვდება…
    3. რუსთაველის ბოშებს ვერც მე ვიტან, თუმცა, გაიხსენე, რამდენჯერ გაულანძღიხარ ბაზრობაზე ქართველ გამყიდველს😀
    4. ოქროსკბილებიან ე.წ. თათრებზე მეც ალერგია მაქვს😦 თანაც ყარან :(\

    დაბოლოს, შენ ჯიშიანი ხარ? კიარადა ჯიშიანი, საჯიშე ცხოველი ხარ?😀😀

    პ.ს. მეც რასისტი ვარ, აქაურობას შემოსეული ჩინელები და ინდოელები არ მომწონან, არც აზერები, არც მეგრელების ყატყატი მომწონს ; )))))

    • vekoo said

      1– მათხოვრობით ქართველებიც მათხოვრობენ, მერე რა.

      ჯიშს რაც შეეხება, ხო :დ მე გადასარევი ჯიშის ცხოველი ვარ :დ

  2. Mari said

    ვეკო, უჯიშო ქართველიც ბევრი მინახავს მე. იცი რა, ძალიან ცუდი განწყობა გაქვს ზოგადად “სხვა” ადამიანებზე. ჯერ ერთი, ისინი ქურთები არ არიან, ვიზეც შენ ლაპარაკობ, მოკლედ, სულ ერთია შენთვის ყველა მათგანი. თუმცა, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, არ შეიძება ასე ხელარებით გძულდნენ. მათი ბრალი არ არის, რომ ასეთი ცხოვრება აქვთ😦 რაღაც მომენტში, მესმის შენი, მაგრამ აშკარად ზედმეტი მოგდის.

    • vekoo said

      მარ, თვალთმაქცობას ვერ ვიტან თორე სხვა რააა.

      პროსტა, ის თხოვნის მანერაც ძალიან ისეთი ქონდათ, აი ვაზელინური რა და მაგან ამწია :დ

  3. MrsMarch said

    თათარი და აზერბაიჯანელი ერთიდაიგივეა.
    შენი საქციელი ჩემი აზრით საამაყო კიარა სამარცხვინო.
    და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ამათ კაცები ამუშავებენ, ამათაც შიათ ისევე როგორც ჩვენ, სამწუხაროდ ღმერთმა ბოშებად გააჩინა და არ დაუფინანსებიათ მშობლებს უნივერსიტეტის ფულით:|
    ძალიან არ მესიამოვნა ეს პოსტი ვეკო:( ბანძი პოსტია:(

    • vekoo said

      თათარი და აზერბაიჯანელი ერთი და იგივე არაა🙂 ეგ ზუსტად ვიცი.

      ზოგ აზერბაიჯანელს რომ უთხრა თათარი ხარო, ეწყინება …

      და მე არ ვამაყობ ჩემი საქციელით, ჩემი შეხედულებით, საიდან მოიტანე?🙂

      25 წლის ჯანღონე ქალი რომ მათხოვრობას დაიწყებს ჯერესერთი რომ გასაკიცხია, ბოლო–ბოლო ტვალეტების მრეცხავად დადგება და ფულს ისე იშოვის. ა, თუ მათხოვრობა მარტივი გამოსავალია? :დ

      ვხედავ, ვერ გაიგე, რომ მე აი იმ ზეშემეტენე საქციელმა დამაფიქრა, თორე მათხოვრობა ვის უკვირს? პროსტა, შენი თვალით უნდა გენახა თორე ნათქვამით ვერ მიხვდები .

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: