ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Archive for მაისი, 2011

ვისაც სასმელი ადეგრადირებს

Posted by vekoo on მაისი 26, 2011

ვინ გამოვდივარ მე,  თუკი კარის მეზობლისგან გამოსულ “ვაიმე, მიშველეთ, მოკვდა”–ს განწირულ კივილზე ერთდერთი, რაც იმ წუთას მაფიქრდება არის:

– რა მეშველება, ეხალა როგორღა ჩავრთავ ხმამაღლა მუსიკას.

ადრეც მითხრეს:  – სხვისი გასაჭირი გულთან ახლოს არ მიგაქვს, როგორ შეგიძლია იმხიარულო როცა “ვიღაცას” უჭირსო/მოკვდაო : |

ნუ, საბოლოოდ კი გაირკვა, რომ  არავინ არ მომკვდარა და უბრალოდ, მთვრალი ქმარი ცოლს ახრჩობდა : |

მგონი ისევ ის ჯობდა ვინმე მომკვდარიყო ხო?

ყველაზე მეტად რასაც ვერ ვიტან არის მთვრალი კაცი – საუბარი მაქვს უაზროდ და გონების დაკარგვამდე მთვრალზე, რომელმაც არ იცის რას აკეთებს, შარზეა და მოკლედ რომ ვთქვა გამოლაყებულია : | ასეთი სიტუაციის  ატანა არ მაქვს .

თავიდან ისიც მოსიყვარულე შეყვარებული/საქმრო იქნებოდა, პრინციპში, ქმარიც ესეთვე გარდა იმ შემთხვევებისა, როცა  უზომოდ გალეშილი ასეთ კონცერტს მართავს.

და ამ ყველაფრის მერე ცოლს ის ისევ ისე უაზროდ და უანგარიშოდ უყვარს  ♥

ეხლა ვფიქრობ: იქნებ ესაა ნამდვილი სიყვარული ყველა მინუსის და “გრეხის” მიუხედავად მაინც მასზე რომ ამოგდის მზე და  მთვარე,  მაინც მის გამართლებას და გამხნევებას რომ ცდილობ, მაინც რომ გინდა გააბათილო  მისი დანაშაული, იპოვო მიზეზი და სხვის თვალში გამოიყვანო : ))

ნუ, ეხლა აქ ბევრი იტყვის: ეგ სიყვარული კი არა მონური ბრმა მორჩილებააო, მასეთს პირველივე შემთხვევაზე უნდა დაახვევინოვო და ა.შ…

მაგრამ რა არის იცი? სიყვარული ესე ერთი ხელის მოსმით არ ქრება.

ვიღაცისთვის წლებია საჭირო მის დასავიწყებლად, ვიღაცას კი 1 წუთშიც გამოსდის – ნუ, რამდენად გამოსდის სინამდვილეში ესეც ცალკე საკითხია : ))

მთავარი კი ისაა, რომ შენ ცდილობ საყვარელი ადამიანი ჭობიდან ამოთრევას და ფეხზე წამოყენებას, შენი სიყვარულის და ბედნიერების დაცვას, რომ გაქვს იმედი , რომ ყველაფერი ჯერ კიდევ არ დაგიკარგავთ, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა და ისევ ძველებურად გინდა მის ყელზე ჩამოკიდებულმა ღამეები გაათიო.

რამდენი ხანი გაძლებს ასეთ სიყვარული? ასეთი ერთად ყოფნა?

ყველაფერი ხო ინდივიდუალურია და საკითხი აქაც ინდივიდუალურად წყდება: გააჩნია ვის რამდენი ხანი გაუქაჩავს მოთმინება : (( მთვარი ისაა, რომ “მერე” გული მაინც არ დაგწყდება, რომ რაღაც შეგეძლო და შენ ყველაფერი არ ცადე შენი ბედნიერებისათვის.

Advertisements

Posted in ამოხეთქა, განწყობისათვის, პიკანტური რეალობა, ქალი და მამაკაცი, ყოველდღიური | 8 Comments »

თსუ–ს თვითმმართველობას მაგისტრებისთვის ბანკეტის ფული არ აქვს ?

Posted by vekoo on მაისი 23, 2011

პოსტი აგებულია უნივერსიტეტის თვითთმმართველობის წევრთან პირად საუბარაზე, რომელმაც ვინაობის გამჟღავნებისგან თავი შეიკავა!

ერთადერთი ნათელი წერტილი მე–4 კურსელი სტუდენტებისთვის წლის ბოლოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი წვეულებაა, სადაც ძირითადად რედისონში იკრიბებიან სტუდენტები და ერთად ზეიმობენ ბაკალავრიატის დახურვას.

2011 წელს კი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს დიდი შანსია, რომ ამის საშუალება აღარ მიეცეთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ

  • ფაკულტეტის თვითმმართველობას ბანკეტისათვის სახსრები არ აქვს/ არ ემეტება.

  • ბანკეტზე დასადები 100 ლარი ყველას არ აქვს , ამიტომ ყველა არ წამოვა.

ნუ, ჯერ კიდევ გასარკვევია ამ ე.წ. “100 ლარის” ამბავი, რადგანაც პოსტის წერის მომენტში მე არ ვფლობ უტყუარ  ინფორმაციას რეალურად ნამდვილად იკრიბება თუ არა სტუდენტებისგან ფულადი სახსრები და კონკრეტულად რამდენი, და სამწუხაროდ, არც სტატისტიკური მონაცემები დადებულა სადმე თუ რამდენი კურსდამთავრებული ესწრებოდა გასული წლების დამამთავრებელ წვეულებებს.

ფაქტი კი ფაქტად რჩება და მწარე რეალობაა, რომ დიდი შანსია 2011 წლის ჯავახიშვილის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  კურსდამთავერებულებზე უნივერსიტეტმა არ იზრუნოს.

ბუნებრივია, 750 კაცი წვეულებაზე ვერ/არ წამოვიდოდა, მაგრამ ის კონტიგენტი, რომელიც ელოდებოდა ამ დღეს, მოწოდებული ინფორმაციით გაოგნებულია.

შემეხო თუ არა ეს პრობლემა მე?

ჯავახიშვილის მმართველმა წრეებმა ერთი ვითომ “კეთილი” საქმე გაუკეთეს სტუდენტებს: ჯგუფები დაშალეს და ყოველ სემესტრში მინიმუმ     180 (6*30) ახალ ჯგუფელთან აქვთ სტუდენტებს შეხება, რაც “ძველებურად” დაახლოების შანსს კატასტროფულად ამცირებს. მაგრამ მე მაინც მოვახერხე და შევინარჩუნე ძველი ჯგუფელები და ჩვენ ერთობლივად ვაპირებთ ვიქირაოთ კერძო ბინა თბილისის შორიახლოს და აუცილებელი მოთხოვნაც გვაქვს: ის აუცილებლად აუზით უნდა იყოს!

ასე რომ პოსტი გამოწვეულია არა პირადი დისკომფორტით, არამედ მაღელვებს ყველა თანაკურსელის ბედი.

იმედია, თვითმმართველობის წარმომადგენლები გამოეპასუხებიან მიმართვას და ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ მიმდინარე საკითხზე,  იქამდე კი მე იმედს ვიტოვებ, რომ თუკი ელემენტარული ქუჩის კალათბურთის დღეების ჩასატარებლად თვითმმართველობას შეუძლია გამოყოს 5000 ლარამდე,  არც ბაკალავრებთან შეირცხვენს პირს.

მე კი მოგმართავთ თითოეულ მკითხველს:

თუკი ვინმეს გაქვთ ინფორმაცია სად შეიძლება ჯავახიშვილის თვითმმართველობის ბიუჯეტისა და ხარჯთაღრიცხვის გაცნობა, მომაწოდეთ ეს ინფორმაცია.

ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით უკეთესი პოსტის გამოცხობა შეიძლება.

Posted in ეს უნდა იცოდე, ექსკლუზივი, პიკანტური რეალობა, უნივერსიტეტი {მაღლივი}, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , | 1 Comment »

პოპულის ვირთხა

Posted by vekoo on მაისი 22, 2011

ჰიპერმარკეტების რიცხვი დღითი დღე იზრდება.

ჩემ თვალში ისინი ელემენტარული იმითი განსხვავდებიან სხვა რიგითი მაღაზიებისაგან,  რომ წესით, მაღალ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდნენ.

მაღალ სტანდარტებში ვგულისხმობ ელემენტარულ ჰიგიენურ ნორმებს,  ვარგისიან პროდუქციას და მომსახურე პერსონალს.

პოპულიც ერთ–ერთი ასეთი მარკეტი მეგონა, სანამ ეს ვიდეო არ ვნახე.

ფქვილის თაროებზე მონებივრე უზარმაზარი ვირთხა ამ დროშიც თუ სადმე არსებობდა ელემენტარულ ე.წ. ბუტკებშიც კი, არ მეგონა.

ნანახმა ვიდეომ მოლოდინს გადააჭარბა.

ვიდეო myvideo-ზე დადეს და ეგრევე წაშალეს/წააშლევინეს. მე შემოვინახე და მინდა თქვენც გაგიზიაროთ ^_^

Posted in ექსკლუზივი | Tagged: , | 7 Comments »

15 მაისი ♥ ♥ ♥

Posted by vekoo on მაისი 18, 2011

შესავლის მაგიერ:

უკვე 3 დღეა მინდა დავწერო ძალიან, ძალიან ბევრი ბლოგზე, მაგრამ ვიზღუდები, რადგან ჩემმა მეზობლებმა უკვე იმაზე მეტი იციან ჩემზე, ვიდრე თვითონ მე ვიცი :დ

ამიტომაც ვამკაცრებ ცენზურას და ზოგადი დეტალებით შემოვიფარგლები.

15 მაისი ჩემი უსაყვარლესი დღეა, – დაბადების დღე მაქვს, და წელს ის იმაზე მაგარი გამოვიდა, ვიდრე ველოდი.

მყავდნენ  უახლოესი მეგობრები, ოჯახის წევრები, 1–2 ნათესავი და აჩო.

ნუ, მთავარი რაზეც ყურადღების გამახვილებას ვაპირებ არის ის, რომ არ დავნიშნულვარ.  :დ

ტაკ შტო, სიცრუეა მოარული ხმები :დ

უბრალოდ, ლამაზი საღამო მქონდა,  სადაც ჩემი რამოდენიმე საყვარელი ადამიანი ერთად შევკრიბე და ამ დღით სიამოვნება მივიღე. ვისიამოვნე თვითონ იმ ურთიერთობებით, ჩემ ოჯახსა და სტუმრებს შორის იყო…

საჩუქრები ბევრს აინტერესებს წინა წლის პოსტების გამოცდილებიდან ვიცი :დ  მაგრამ არ ვიცი რამდენად ეთიკურია ამაზე საუბარი, ამიტომ პირადად ვანახებ ვინც მკითხავს :დ უბრალოდ, აჩომ ამ დღეს ჩემი განცვიფრება შეძლო :დ გაოგნება და სულში ჩაძრომა :დ თან არა ერთმაგად და ორმაგად,დაჟე ხუთმაგად :დ რომ გავყიდო ყველაფერი  კუკუშკა მანქანა მომივა :დ ჩემთვის უკვე რელიქვიად იქცა ყველაფერი ! აქედანაც მადლობა შენ და შენ ოჯახს : ))

დანარჩენი, ძალიან გამაბედნიერა ძველი მეგობრების ერთად დანახვამ, იმ სითმობ, რაც მათგან მოდიოდა და გამიღვივდა რწმენა, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა და მე ყველაფრის გამოსწორებას შევძლებ!

რამოდენიმე სურათი ფბ–ზე  ალბომში მიდევს და შეგიძლიათ იხილოთ.

დღის ბოლოზეც მინდა დავწერო, მაგრამ ისევ და ისევ თავში ნათქვამი მიზეზის გამო მომიწევს თავი შევიკავო , მაგრამ ერთს მაინც ვიტყვი, რომ ყველაფერმა ზეფანტასტიურად ჩაიარა და ასევე ფანტასტიური იყო 14 მაისიც.

14–ში ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული დღე მქონდა, რაც გარკვეულწილად განაპირობებდა 15–ში როგორ იქნებოდა ყველაფერი იმას…

ნუ, პოპულარული ბლოგი არც ისე კარგი ყოფილა, რადგან ერთგულ მკითხველებს ინფორმაციულ ვაკუუმში ვსვავ, მაგრამ არ გამინაწყენდეთ, მთავარია, რომ მე ძალიან ბედნიერი ვარ და ეს ბედნიერება მე სიცოცხლის ხალისს მაძლევს!


Posted in ახალი ოჯახი, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, ივენთ-განხილვა, მეგობრები, პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , | 8 Comments »

ჯადოსნური ღამე

Posted by vekoo on მაისი 13, 2011

ჭეშმარიტ ბლოგერს ევერესტის მწვერვალზეც, მთაში თოვლიან ნამქერში ჩარჩენილსაც უნდა ქონდეს ნოუთებში პოსტი დაწერილი და ვულკანიზაციაშიც, როცა მანქანა ამწეზე შვეულ მდგომარეობაში დგას და შენ წინა სავარძელზე მოკალათებული აღწერ, თუ როგორია დახრილ მდგომარეობაში წერა, როცა პერიოდულად მანქანაც ირყევა – ბორბალს უცვლიან.

2 საათი და 51 წუთი, სადღაც თბილისის გასასვლელში ვართ, უკანა სავარძელი ტიპიურ ამერიკულ ვიდზეა – ყველაფერი არეული და ერთმანეთზე დაყრილი – შოთის პურები, სოსისები, კეჩუპი, კოკა–კოლები, წყაროს წყალი, არაყი (გემოვნებით), მიწის თხილი, შემწვარი ქათამი და სულ სულ ძირში კარგად შეფუთლი ნაყინი, საბარგულში კი – 2 ცალი შამფური.

ვაგრძელებთ გზას, პოსტის გაგრძელებაც შემდეგ გაჩერებაზე დაიწერება.

================================================

აქ დამთავრდა ეს ნოუთიც, რომელსაც სამწუხაროდ, გაგრძელება აღარ ეღირსა დღეს .

თავიდანვე რაღაცნაირი ძალიან პოზიტიური დღე იყო, ჩვენს საყვარელ ადგილას მივედით, გზაში შებრაწულ ქათამს ბარკლებიც დავატეხეთ :დ ძალიან, ძალიან ცისფერი ცის ცქერით დავითხარე თვალები და სავსე ვიყავი ემოციებისაგან.

ის–ის იყო ცეცხლი უნდა აგვენთო შესაწვავად, რომ აჩოს დაურეკეს და უთხრეს – მეგობარი დაეღუპა : (( ავტოავარიაში : (( გაანათლოს ღმერთმა მისი სული : ((

უცებ გაგვიფუჭდა ორივეს განწყობა.

ეგრევე ჩავაბარგეთ ყველაფერი  და გასამხნევებლად და დასაზუსტებლად საერთო მეგობართან წავედით, იმიტომ რომ არცერთს გვჯეროდა, რომ ეს მართალი იყო …

მერე ბიჭები პანაშვიდზე ავიდნენ და იქიდან ცაწყლები, როგორ შემეცოდა სამივე : ( განადგურებულები ჩამოვიდნენ : (( მივხვდი, რომ მარტო ყოფნა ერჩიათ და აჩოს შევთავაზე, მე ანანოსთან წავალთქო, მიმაცილა სახლამდე და იქიდან დაიწყო ჩემი დიდი მოგზაურობა.

ვგიჟდები ამ გოგოზე, ჩემი უკვე რაღა ახალი, მაგრამ მაინც სიახლის სურნელდაკრული მეგობარია, ადამიანი, რომელსაც უსიტყოდ ვენდობი და რომელშიც ძლიერ დასაყრდენს ვხედავ.  ბოლო პერიოდები უკვე ძალიან მაკლდა მეგობრული სითბო და მე ამას Mrs.Mmarch-სგან ვგრძნობ : )) ასე  მგონია ანანო ისაა, ვინც ყოველთვის მაკლდა არსებობისთვის.

ის ეხლა უკვე დედამიწაზე იმ 3 ადამიანში შედის, ვისაც საერთოდ არაფერს ვუმალავ და თუ რამეა და უეცრად დაიბრიდა, იცოდეთ, რომ ჩემი ხელი ურევია :დ

მოგვიანებით აჩოც შემოგვიერთდა და თავი რასაც ქვია, ჩემ სახლში ვიგრძენი  :დ სამწუხაროდ, ხვალისთვის საქმეები მაქვს და ვერ დავრჩი, თორე ეხლა პოსტის წერის მაგივრად ძალიან ბევრს ვიჭორავებდით, პოკერს ვითამაშებდით, დავლევდით, მოვწევდით, ბავშვის ტირილით ყურებს ავიტკივებდით :დ თვალები ბოლით ამეწვებოდა და პირი გამოჯმიშრებოდა :დ ძალიან, ძალიან დამეძინებოდა, მაგრამ ამ ძვირფას დროს ძილისთვის დასახარჯად ვერ გავიმეტებდი.

ღამე? ჯადოსნურ ღამეს ხომ სანუკვარი სურვილებიც რეალობად იქცევა.

Posted in ვეკო და აჩო, ივენთ-განხილვა, ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური | Tagged: , , , , , , , | 7 Comments »

თავისუფლების ტკბილი მუღამი

Posted by vekoo on მაისი 11, 2011

თავისუფლებას მაშინ აქვს მუღამი, როცა მისი გემო გესმის.

ყველაფერი ხომ აღქმაზე და გემოზეა დამკიდებული – ძალიან, ძალიან მაგარია მხარ–თეძოზე წამოწოლა და spare time–ით ტკბობა ნებისმიერ შემთხვევაშიც კი, როცა არც არასდროს გიგრძვნია დაძაბული რეჟიმით დაღლა.

მაგრამ, ვერაფერი შეედრება იმას, სახლში მოსული ტანსაცმელს ერთიანად რომ მოისვრი, ნება–ნება მასაჟორ წყალს შეეყუდები,  მინიმალური სამოსით კომპთან ფეხებს მოიკეცავ და საყვარელ საიტზე შეხვალ.

როცა დაღლილ ტერფებს მაგიდაზე შემოწყობილი ასვენებ, თმებს ბოლომდე გაიშლი და თავის ნებაზე მიუშვებ– ან ბოლომდე აიკეცავ და სახეს გაინთავისუფლებ.

და ამ დროს იცი, რომ 1 საათში შესვენება არ მთავრდება და შენ შეგიძლია ნეტში გულს რომ იჯერებ, საღამოს საყვარელი სამოსი ჩაიცვა და გარეთ გასართობად გახვიდე.

მითუმეტეს, თუ გარეთ საყვარელი ადამიანი გელოდება, თუ ერთად ლამაზი გეგმა გაქვთ საღამოს გატარებისა, თუ სახლში არც არავინ გელოდება…

თქვენი არ ვიცი და ამ ყველაფრის წარმოდგენისას უკვე კბილები ამიკაწკაწდა ^_^

ვსო, ვიცვამ და გავედი : ))

Posted in ვეკო და აჩო, ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური | Tagged: , , , , , , , | 10 Comments »

მოთქმა ხმითა თავ–ბოლო ერთი

Posted by vekoo on მაისი 10, 2011

როცა ძალიან, ძალიან გაბრაზებული ვარ და უკვე ისტერიკის შემოტევები  მაქვს

1– ვურეკავ აჩოს და მოვთქვავ

2– შევდივარ ფბ–ზე და სურვილი მაქვს ისეთი სტატუსი გამოვაცხო, რომელიც უხვად იქნება გაჯერებული “:@” ამ სიმბოლოთ, სალანძღავი სიტყვებით და ნერვიული აშლილობის ზღვარზე მყოფი ადამიანის გამოძახილებით .

წეღანაც რაღაც ასეთი დამემართა და მომენტალურად  დავაპირე აჩოს დავურეკავ და გავუპროტესტებ ამდენი ხანია რატო არ გავახსენდი, რატო არ დამირეკათქო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სულ 40წუთის წინ ველაპარაკე, გამიტყდა :დ თან კიდეც კაი მოვტვინე, რომ ერთადერთ დადებითად განწყობილი ადამიანიც არ უნდა ჩამოვიშორო, რომელიც მუდამ ყველა სიტუაციაში ჩემ გვერდითაა.

ამიტომ ეგრევე ფბ ჩავრთე და ასაფეთქებლად მოვემზადე.

ნუ, მომენტარლურად თვალი გადავავლე ონლაინ–ფრენდებს და იქ ბანკის თანამშრომელი შემეფეთა, აქ მოდური დივა, იქ აჩოს ნათესავი, აქ ბლოგერების მთელი ” ხროვა”  და გამიტყდა : ))

ერთი მხრივ იმის, რომ ასე ავღელდი და გრძნობების სააშკარაოზე ამ ფორმით გამოხატვა დიდი გოიმობაა და

მეორე მხრივ, არ მინდა ვინმემ ასეთ მდგომარეობაში მნახოს/წამიკითხოს.

ახალ გადაწყვეტილებაში გასამტკიცებლად უცებ შევედი ამ “მოდური დივის” პროფაილზე, მის ფეშენ სურათებს გადავხედე, მერე უცებ თავი ხელში ავიყვანე და ვსო, მე უკვე თავისუფალი ვარ მოწოლილი უარყოფითი ემოციისაგან.

მართლა განვთავისუფლდი, არადა 5 წუთის წინ სულ ცოფებს ვყრიდი ისე ვიყავი.

თურმე, კარგადაც მოქმედებს ჩემზე ფეისბუქი ♥

from the day before today by schedule post .

Posted in ამოხეთქა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , | 4 Comments »

შეჯამება

Posted by vekoo on მაისი 9, 2011

"გადმოყუდება" ყველგან მეტ–ნაკლებად გამომდის. მე–11 სართული.

აღარ გამომდის პოსტების წერა :@ რა ვქნა აღარ ვიცი, მომიწევს ბლოგი დროებით დავხურო. და ეს მაშინ, როცა ჩემ ცხოვრებაში სვით ნიუსების ტალღებია.
იმდენი სიახლეა , იმდენი სასიხარულო ამბავი, ისეთი წინსვლები და მე ამ დროს უბრალოდ ვერ ვწერ.
თუ–დუ–ლისტების წერა ჩემზე კარგად აისახება ხოლმე, ცხოვრებაშიც რაც ჩავიფიქრე აფსოლიტურად ყველაფერს მივაღწიე, ყველაფერს!
ფბ–ზე მეგობრული ჯგუფი გვაქვს “ყავა გინდა” 2 აპრილს ჩემი გეგმები ჩამოვწერე და ეხლა რომ ვუყურებ რისი დროც დადგა ყველაფერი ვადაზე ადრე მაქვს შესრულებული კომუნისტურად :დ

  1. 1 კვირაში “ბიგ–ბენის” გამოცდას დავწერ ზეპიზდეცუალურად. აი, დავწერ! მექნება ახალი სერთიფიკატი ^_^
  2. მაისის დასაწყისში ბუღლტრულ კურსებსაც მოვრჩები და ტესტირებაზე ავიღებ ძალიან, ძალიან მაღალ შედეგს. 95%–ზე ნაკლები არ მექნება! იშო აძინ სერთიფიკატ :დ
  3. ეს ტანჯული ჯავახიშვილი უნდა დავამთავრო. 7–ივე საგანს ჩავაბარებ, 40–ივე კრედიტს დედას მოვუდგნავ :დ მაღლივო, მშვიდობით :დ ამ დროისთვის უკვე მექნება ჯავახიშვილის ბაკალავრიატის დიპლომი ^_^
  4. აგვისტოში ავიღებ მართვის მოწმობას.  ამისთვის ივლისიდან უნდა დავიწყო ტესტების გადახედვა.
  5. აქ ერთი პუნქტი ცარიელი დარჩება :დ
  6. ჩავაბარებ უმაღლესი დონის, უუუსაჭიროეს “ACCA-ში” , ანუ ეს გულიხმობს, რომ ვიშოვი სპონსორს, რომ დამაფინანსოს :დ არადა, არც ისე ბევრი უნდა.

1– მართლა ჩავაბარე A-ზე.

2– ამ შაბათს მქონდა ბოლო სემინარი და სამშაბათს მივდივარ ფორმალური მხარის მოსაგვარებლად და საბუთის ასაღებად.

3– ნუ, გამომდინარე იქიდან, რომ სწავლა ივლისში მთავრდება, ამ პუნქტის შესრულება ჯერ ადრეა. სამაგიეროდ, შუალედურ გამოცდებზე შემეძლო max შედეგების აღება, მაგრამ რაღატომღაც კითხვა მეზარება ხოლმე :დ ამიტომ ჩემი მოფიქრებული და ამ 4 წლის განმავლობაში შეძენილი ცოდნით დავწერე ეს კოლოქვიუმები. და როგორც გავიგე, არც ისე ურიგოდ – 80%–ს ყველაში ავცდი.

4– ნუ, არც აგვისტო მოსულა ჯერ, მაგრამ ეხლა ვაპირებ ცოტა ხანი, 1–2 კვირა მაინც დავისვენო და მერე მივხედავ ამ ამბავსაც.

5– ყველაზე მნიშვენლოვანი პუნქტია ამ ლისტში და 15 მაისს ჩემ დაბადების დღეს ამ პუნქტსაც შეესხმება ხორცი ….

6– აუცილებლად ჩავაბარებ და ავიღებ იმ წიგნებსაც : )) რაღაცნაირად ჩემ თავს ვუყურებ და საბუთებზე დახამებული სვავივით ვარ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ არც საჭირო ნაცნობობას ვფლობ და არც ჩემიანებს შეუძლიათ კარიერაში დამეხმარონ, ერთადერთ გამოსავლად გაბერილ სივის და შესაბამისად ცოდნას ვხედავ.

ამიტომ თავს არ ვზოგავ და ყველგან ვძვრები, რაც მორალის ფარგლებშია და ვიცი, რომ ცხოვრებაში წამადგება!

ამ სიაში ცვლილებებიცაა, ანუ დაემატა პუნქტები ( საფინანსოში სტაჟირება და ბანკში სამსახური), რასაც უბრალოდ ვერ მოვიფიქრებდი შექმნის პროცესში: ერთგულმა მკითხველებმა იციან ამის შესახებ და აღარ მინდა დავწვრილმანება …

პოსტის წერისგან ამდენი ხანი იმიტომაც ვიკავებდი თავს, რომ ძალიან, ძალიან პრაგმატული გავხდი. კარიერის მეტს ვერაფერს ვხედავ ასე მგონია, რაც ძალიან მაღიზიანებს და ვიცი, რომ მოსაბეზრებელია გარე თვალისათვის საყურებლად. ამიტომ აღარაფერს ვწერდი მიმდინარე მოვლენებზე.

ეს პოსტი კი არ მინდოდა, მაგრამ მაინც გამეპარა.  პერსონალურ გრძნობებზე წერა აღარ გამომდის, რაც პირადში ხდება, იმაზე “ძალიან ჩემი” პოსტებიც ბევრი დამიწერია აქ, მაგრამ ეხლა რაღაცნაირად ვიზღუდები ისევ და ისევ ჩემი თავის გამო.

15 მაისს ჩემი დაბადების დღეა და წინასწარ შინაგანად ვემზადები უკვე.

ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება ჩემ ცხოვრებაში, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება.

Posted in ივენთ-განხილვა, მომავლის პროექტი, პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური | Tagged: , , , | 13 Comments »

აჯაფსანდალის სურნელდაკრული ჰამერი

Posted by vekoo on მაისი 2, 2011

საიდან დავიწყო არ ვიცი.

ერთობლივი აჯაფსანდალის სურნელდაკრული პოსტი მექნება ^_^

გუშინ კრეტინული ღამე მქონდა, 7 საათამდე მეღვიძა – awww უთენია ადგომასაც ქონია თავისი მუღამი, ისე ჭიკჭიკებდნენ გარეთ ჩიტები.

რაღაცა პოხუისტურ ხასიათზე ვიდექი ღამიდან მოყოლებული. 12–ის ნახევარზე გამეღვიძა, ვიბანავე და დიდგორის ომში საომრად წავედი ❤

ყველაფერი ასოციაციურად მახსოვს ეხლა მეხსიერებაში, პუნქტების მიხედვით:

რა განვიცადე:

გზა

უკვე ტრადიციად ქცეული 2 შაურმა, – არ მაქვს სანერვიულო წონა.

წვიმა

და

ჰამერი ❤ თან რამხელა. დღეს 3–ჯერ ჩავუარე გვერდზე, შუადღის 3 საათიდან 8 საათამდე სულ იქ იდგა . მინდა, მინდა, მინდა ასეთი.

დღეს დღე მქონდა რაღაცა ფანტასტიური, აი, ისეთი, მერე მთელი ცხოვრება სიამოვნების ჟრუანტელით  რომ გავიხსენებ.

და განწყობისთვის, დღის ბოლოს სახლში ასვლისას გადაღებული ფოტო სახელად : “გვებრძვიან” :s არადა,ისეთ ადგილასაც არსად გავჩერებულვართ, რომ ესეთები აგვყოლოდა (( :

Posted in ვეკო და აჩო, ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური | Tagged: , , , | 6 Comments »

სკულპტურა

Posted by vekoo on მაისი 1, 2011

ვეღარ ვიტან, ვეღარ ვუძლებ, რომ მე სულ მიწევს ვითამაშო.

ვეღარ ვუძლებ, რომ მიწევს ვიყო რობოტი.

ვეღარ ვუძლებ, რომ სულ ვიცინოდე, როცა შიგნით სრული ბულშითი მაქვს.

მომბეზრდა მოჩვენებითობა, თამაში, სიყალბე.

მომბეზრდა ვიყო ვეკო, როცა ვარ ვერიკო .

მომბეზრდა ერთი და იგივეს ლაპარაკი, ერთი და იგივეს მტკიცება, სულ რაღაცის მტკიცება, ვიღაცისთვის მტკიცება …

და–ვი–ღა–ლე!

ვეღარ ვიქნები ფაიფურის სკულპტურა, დაყენებული მანერებით და მიხატული სიფათით, თან უმაღლესი ხარისხის საღებავებით, რომლებიც ექსტრემალურ სიტუაციებშიც კი არასდროს კარგავენ ფერების სიხასხასეს.

ყველაფერთან ერთად ვერც ასეთ პოსტებს ვიტან.

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , | Leave a Comment »