ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

მოთქმა ხმითა თავ–ბოლო ერთი

Posted by vekoo on May 10, 2011

როცა ძალიან, ძალიან გაბრაზებული ვარ და უკვე ისტერიკის შემოტევები  მაქვს

1– ვურეკავ აჩოს და მოვთქვავ

2– შევდივარ ფბ–ზე და სურვილი მაქვს ისეთი სტატუსი გამოვაცხო, რომელიც უხვად იქნება გაჯერებული “:@” ამ სიმბოლოთ, სალანძღავი სიტყვებით და ნერვიული აშლილობის ზღვარზე მყოფი ადამიანის გამოძახილებით .

წეღანაც რაღაც ასეთი დამემართა და მომენტალურად  დავაპირე აჩოს დავურეკავ და გავუპროტესტებ ამდენი ხანია რატო არ გავახსენდი, რატო არ დამირეკათქო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სულ 40წუთის წინ ველაპარაკე, გამიტყდა :დ თან კიდეც კაი მოვტვინე, რომ ერთადერთ დადებითად განწყობილი ადამიანიც არ უნდა ჩამოვიშორო, რომელიც მუდამ ყველა სიტუაციაში ჩემ გვერდითაა.

ამიტომ ეგრევე ფბ ჩავრთე და ასაფეთქებლად მოვემზადე.

ნუ, მომენტარლურად თვალი გადავავლე ონლაინ–ფრენდებს და იქ ბანკის თანამშრომელი შემეფეთა, აქ მოდური დივა, იქ აჩოს ნათესავი, აქ ბლოგერების მთელი ” ხროვა”  და გამიტყდა : ))

ერთი მხრივ იმის, რომ ასე ავღელდი და გრძნობების სააშკარაოზე ამ ფორმით გამოხატვა დიდი გოიმობაა და

მეორე მხრივ, არ მინდა ვინმემ ასეთ მდგომარეობაში მნახოს/წამიკითხოს.

ახალ გადაწყვეტილებაში გასამტკიცებლად უცებ შევედი ამ “მოდური დივის” პროფაილზე, მის ფეშენ სურათებს გადავხედე, მერე უცებ თავი ხელში ავიყვანე და ვსო, მე უკვე თავისუფალი ვარ მოწოლილი უარყოფითი ემოციისაგან.

მართლა განვთავისუფლდი, არადა 5 წუთის წინ სულ ცოფებს ვყრიდი ისე ვიყავი.

თურმე, კარგადაც მოქმედებს ჩემზე ფეისბუქი ♥

from the day before today by schedule post .

4 Responses to “მოთქმა ხმითა თავ–ბოლო ერთი”

  1. niksologi said

    და მაინც ”მოთქმა ხმითა თავ–ბოლო ერთი”, ოღონდ მშვიდი და დაწყნარებული მოთქმა🙂

  2. Di@ said

    კარგია, ეგეთი ადამიანი რომ გყავს გვერდით და გაუფრთხილდი! :*

    და პოსტის მეორე ნაწილზე განსაკუთრებით ვიხალისე…🙂😀 მე მსგავსი არ მშველის… დივა და რამე კი არა, იმის ფბ-ზე რომ შევიდე, ვის მიმართადაც უარყოფითად ვარ განწყობილი, ალბათ უფრო მომეშლება ნერვები.

    • vekoo said

      საქართველოშიც ხო არის რაღაც ადგილები, სადაც ეტიკეტის დაცვა მკაცრად აუცილებელია? სადაც რეგლამენტი მოქმედებს და მას არ უნდა გადააჭარბო?

      ჩემთვის რაღაც ეტიკეტის დარღვევის ტოლფასი იყო იმ მომენტში აფეთქება :დ ტი შტოო, მოდურ ჩვენებაზე ეს როგორ შეიძლება :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: