ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ჯადოსნური ღამე

Posted by vekoo on May 13, 2011

ჭეშმარიტ ბლოგერს ევერესტის მწვერვალზეც, მთაში თოვლიან ნამქერში ჩარჩენილსაც უნდა ქონდეს ნოუთებში პოსტი დაწერილი და ვულკანიზაციაშიც, როცა მანქანა ამწეზე შვეულ მდგომარეობაში დგას და შენ წინა სავარძელზე მოკალათებული აღწერ, თუ როგორია დახრილ მდგომარეობაში წერა, როცა პერიოდულად მანქანაც ირყევა – ბორბალს უცვლიან.

2 საათი და 51 წუთი, სადღაც თბილისის გასასვლელში ვართ, უკანა სავარძელი ტიპიურ ამერიკულ ვიდზეა – ყველაფერი არეული და ერთმანეთზე დაყრილი – შოთის პურები, სოსისები, კეჩუპი, კოკა–კოლები, წყაროს წყალი, არაყი (გემოვნებით), მიწის თხილი, შემწვარი ქათამი და სულ სულ ძირში კარგად შეფუთლი ნაყინი, საბარგულში კი – 2 ცალი შამფური.

ვაგრძელებთ გზას, პოსტის გაგრძელებაც შემდეგ გაჩერებაზე დაიწერება.

================================================

აქ დამთავრდა ეს ნოუთიც, რომელსაც სამწუხაროდ, გაგრძელება აღარ ეღირსა დღეს .

თავიდანვე რაღაცნაირი ძალიან პოზიტიური დღე იყო, ჩვენს საყვარელ ადგილას მივედით, გზაში შებრაწულ ქათამს ბარკლებიც დავატეხეთ :დ ძალიან, ძალიან ცისფერი ცის ცქერით დავითხარე თვალები და სავსე ვიყავი ემოციებისაგან.

ის–ის იყო ცეცხლი უნდა აგვენთო შესაწვავად, რომ აჩოს დაურეკეს და უთხრეს – მეგობარი დაეღუპა : (( ავტოავარიაში : (( გაანათლოს ღმერთმა მისი სული : ((

უცებ გაგვიფუჭდა ორივეს განწყობა.

ეგრევე ჩავაბარგეთ ყველაფერი  და გასამხნევებლად და დასაზუსტებლად საერთო მეგობართან წავედით, იმიტომ რომ არცერთს გვჯეროდა, რომ ეს მართალი იყო …

მერე ბიჭები პანაშვიდზე ავიდნენ და იქიდან ცაწყლები, როგორ შემეცოდა სამივე : ( განადგურებულები ჩამოვიდნენ : (( მივხვდი, რომ მარტო ყოფნა ერჩიათ და აჩოს შევთავაზე, მე ანანოსთან წავალთქო, მიმაცილა სახლამდე და იქიდან დაიწყო ჩემი დიდი მოგზაურობა.

ვგიჟდები ამ გოგოზე, ჩემი უკვე რაღა ახალი, მაგრამ მაინც სიახლის სურნელდაკრული მეგობარია, ადამიანი, რომელსაც უსიტყოდ ვენდობი და რომელშიც ძლიერ დასაყრდენს ვხედავ.  ბოლო პერიოდები უკვე ძალიან მაკლდა მეგობრული სითბო და მე ამას Mrs.Mmarch-სგან ვგრძნობ : )) ასე  მგონია ანანო ისაა, ვინც ყოველთვის მაკლდა არსებობისთვის.

ის ეხლა უკვე დედამიწაზე იმ 3 ადამიანში შედის, ვისაც საერთოდ არაფერს ვუმალავ და თუ რამეა და უეცრად დაიბრიდა, იცოდეთ, რომ ჩემი ხელი ურევია :დ

მოგვიანებით აჩოც შემოგვიერთდა და თავი რასაც ქვია, ჩემ სახლში ვიგრძენი  :დ სამწუხაროდ, ხვალისთვის საქმეები მაქვს და ვერ დავრჩი, თორე ეხლა პოსტის წერის მაგივრად ძალიან ბევრს ვიჭორავებდით, პოკერს ვითამაშებდით, დავლევდით, მოვწევდით, ბავშვის ტირილით ყურებს ავიტკივებდით :დ თვალები ბოლით ამეწვებოდა და პირი გამოჯმიშრებოდა :დ ძალიან, ძალიან დამეძინებოდა, მაგრამ ამ ძვირფას დროს ძილისთვის დასახარჯად ვერ გავიმეტებდი.

ღამე? ჯადოსნურ ღამეს ხომ სანუკვარი სურვილებიც რეალობად იქცევა.

7 Responses to “ჯადოსნური ღამე”

  1. […] მზე, პაწკო, სოლარიუმი, ქორწილი, შაურმა როგორც ვეკომ თქვა, ნამდვილი ბლოგერი უნდა წერდეს […]

  2. MrsMarch said

    ის ეხლა უკვე დედამიწაზე იმ 3 ადამიანში შედის, ვისაც საერთოდ არაფერს ვუმალავ და თუ რამეა და უეცრად დაიბრიდა, იცოდეთ, რომ ჩემი ხელი ურევია :დ <—-❤❤

  3. kakha said

    ჩემი აზრით, ასეთი სისულელები არ უნდა წერო კაცმა ბლოგზე.
    და უარესი თუ შენს მეგობარს ძმაკაცი მოუკვდა და ამას მხოლოდ ზედაპირულად ამბობ.
    მე თუ მკითხავ საერთოდაც არ იყო საჭირო ამ ინფორმაციის ჩართვა პოსტში.
    ხო და კიდევ ერთი, რომ სათაურთან მაინცდამიანც ჰარმონიაში ვერაა პოსტი. იმედია, სხვა მკითხველს უფრო მოეწონება!
    ჩემი მოკრძალებული მოსაზრება🙂

    • vekoo said

      ბლოგი ჩემია და როიალს სადაც მინდა , იქ დავდგავ ^_^ არავის შევეკითხები (( :

  4. kevana said

    ჭეშმარიტი ბლოგერი ყველგან ბლოგერია… ეხ, საკუთარი ტყავია, რომელსაც ვერ მოიძრობ : (

    • vekoo said

      ჩემი აზრით კი, ჭეშმარიტი ბლოგერი შეღებილი თმასავითაა, – ეფექტური და ძალიან კარგი, ხარისხიანია. მაგრამ სამარისია 1–2 კვირა თავიდან არ შეღებო – პოსტი არ დაწერო, რომ ხარისხიც იკლებს :დ

  5. […] ჯადოსნური ღამე […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: