ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ვისაც სასმელი ადეგრადირებს

Posted by vekoo on May 26, 2011

ვინ გამოვდივარ მე,  თუკი კარის მეზობლისგან გამოსულ “ვაიმე, მიშველეთ, მოკვდა”–ს განწირულ კივილზე ერთდერთი, რაც იმ წუთას მაფიქრდება არის:

– რა მეშველება, ეხალა როგორღა ჩავრთავ ხმამაღლა მუსიკას.

ადრეც მითხრეს:  – სხვისი გასაჭირი გულთან ახლოს არ მიგაქვს, როგორ შეგიძლია იმხიარულო როცა “ვიღაცას” უჭირსო/მოკვდაო : |

ნუ, საბოლოოდ კი გაირკვა, რომ  არავინ არ მომკვდარა და უბრალოდ, მთვრალი ქმარი ცოლს ახრჩობდა : |

მგონი ისევ ის ჯობდა ვინმე მომკვდარიყო ხო?

ყველაზე მეტად რასაც ვერ ვიტან არის მთვრალი კაცი – საუბარი მაქვს უაზროდ და გონების დაკარგვამდე მთვრალზე, რომელმაც არ იცის რას აკეთებს, შარზეა და მოკლედ რომ ვთქვა გამოლაყებულია : | ასეთი სიტუაციის  ატანა არ მაქვს .

თავიდან ისიც მოსიყვარულე შეყვარებული/საქმრო იქნებოდა, პრინციპში, ქმარიც ესეთვე გარდა იმ შემთხვევებისა, როცა  უზომოდ გალეშილი ასეთ კონცერტს მართავს.

და ამ ყველაფრის მერე ცოლს ის ისევ ისე უაზროდ და უანგარიშოდ უყვარს  ♥

ეხლა ვფიქრობ: იქნებ ესაა ნამდვილი სიყვარული ყველა მინუსის და “გრეხის” მიუხედავად მაინც მასზე რომ ამოგდის მზე და  მთვარე,  მაინც მის გამართლებას და გამხნევებას რომ ცდილობ, მაინც რომ გინდა გააბათილო  მისი დანაშაული, იპოვო მიზეზი და სხვის თვალში გამოიყვანო : ))

ნუ, ეხლა აქ ბევრი იტყვის: ეგ სიყვარული კი არა მონური ბრმა მორჩილებააო, მასეთს პირველივე შემთხვევაზე უნდა დაახვევინოვო და ა.შ…

მაგრამ რა არის იცი? სიყვარული ესე ერთი ხელის მოსმით არ ქრება.

ვიღაცისთვის წლებია საჭირო მის დასავიწყებლად, ვიღაცას კი 1 წუთშიც გამოსდის – ნუ, რამდენად გამოსდის სინამდვილეში ესეც ცალკე საკითხია : ))

მთავარი კი ისაა, რომ შენ ცდილობ საყვარელი ადამიანი ჭობიდან ამოთრევას და ფეხზე წამოყენებას, შენი სიყვარულის და ბედნიერების დაცვას, რომ გაქვს იმედი , რომ ყველაფერი ჯერ კიდევ არ დაგიკარგავთ, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა და ისევ ძველებურად გინდა მის ყელზე ჩამოკიდებულმა ღამეები გაათიო.

რამდენი ხანი გაძლებს ასეთ სიყვარული? ასეთი ერთად ყოფნა?

ყველაფერი ხო ინდივიდუალურია და საკითხი აქაც ინდივიდუალურად წყდება: გააჩნია ვის რამდენი ხანი გაუქაჩავს მოთმინება : (( მთვარი ისაა, რომ “მერე” გული მაინც არ დაგწყდება, რომ რაღაც შეგეძლო და შენ ყველაფერი არ ცადე შენი ბედნიერებისათვის.

8 Responses to “ვისაც სასმელი ადეგრადირებს”

  1. საყოველთაო პრობლემა.
    გიერთდები, ვეკ.

  2. MrsMarch said

    ძალიან რეალური პოსტია ვეკო.
    ყველაზე მეტად იცი რა გამიკვირდა?

    “სხვისი გასაჭირი გულთან ახლოს არ მიგაქვს” და ესეთი პოსტი როგორ გამოგივიდა?))

  3. მდაჰ:/ რა არის იცი? არ მგონია როცა ვირაც დახრჩობას დაგიპირებს ის გიყვარდეს:/ უბრალოდ გიწევს აიტანო მისი ყველა კარგი და ცუდი მხოლოდ იმიტომ რომ ოჯახი არ დაანგრიო.

    • vekoo said

      ჰო, ესეა, – ბავშვების გამო რას არ იტანს ხალხი … მაგრამ ისინი ამჟამად ერთად აღარ ცხოვრობენ, თუმცა დროებით (ალბათ )

  4. Mari said

    კიდევ კაი ასეთ პრობლემებთან არასოდეს მქონია შეხება. აი, როგორ უძლებენ ვერ ვხვდები😦

  5. Taa said

    vaimeeeeeeeeee, me mkavs zeda sartulze chedila mezoblebi
    is erti tu datvreba mteli gamishvi gamatare aqvt xolme😀😀

  6. rame said

    “ვინ გამოვდივარ მე, თუკი კარის მეზობლისგან გამოსულ “ვაიმე, მიშველეთ, მოკვდა”–ს განწირულ კივილზე ერთდერთი, რაც იმ წუთას მაფიქრდება არის:

    – რა მეშველება, ეხალა როგორღა ჩავრთავ ხმამაღლა მუსიკას.”

    ara raaa 🙂 xmamagla musikis chartvis dedac ……..pirveli is unda gagixardes ro wvniani xarchos chaxrupva ar agcdeba if if if

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: