ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Archive for ივნისი, 2011

თარიღი – და როგორ მოვედით ქორწილამდე ☀

Posted by vekoo on ივნისი 30, 2011

უჭუკლესი ჭუკლი ბლოგინგის აქტიურ რეჟიმში გადავიდა. ყველაფერი კი ერთმა საინტერესო და მნიშნველოვანმა დღემ გამოაცოცხლა.

ყველა მკითხველს მხოლოდ ერთი რამ აინტერესებს: როდისაა ქორწილის თარიღი.

მოდი, ცოტა შორიდან დავიწყებ:

Daisypath Anniversary tickers

ყველაფერი 2 წლის, 2 თვისა და 2 დღის წინ დაიწყო – ასე ამბობს ჩემი სტიკერი .

ზუსტად მახსოვს სამშაბათი იყო , ისე რა შუაშია, მაგრამ 1990 წლის 15 მაისს მეც სამშაბათ დღეს დავიბადე :დ

2009 წლის 14 აპრილს კი მე და აჩო პირველად შევხვდით ერთმანეთს. როგორც უბრალოდ ნაცნობები ისე არა, უკვე ორივეს მოგვწონად ერთმანეთი , მაგრამ ლაივში არცერთს არ გვყავდა ერთმანეთი ნანახი :დ ტიპიური XXI საუკუნე

აუ, ეხლაც ძალიან მაგრად მახსოვს ყველაფერი იმ დღეს. ლექციაზე ვიყავი და რომ დამიმთავრდა მაღლივში უნდა დამხვედროდა. მე-6 სართულზე დავიბარე :დ  ნუ, მოგვიანებით უკვე თვითონაც მიხვდა რატო მეექვსეზე :დ – იმ პერიოდში მთელ მაღლივში მხოლოდ მეექვსეზე იყო დიდი სარკე, მეც გულმოდგინებით ვიპრანჭებოდი და ვტკბებოდი სარკეში ჩემი თავით :დ სადაც დამპატიჟა არსად არ გავყევი, – რაღაცნაირი კომპლექსები : D

ის ადგილი დღეს რელიქვიაა :დ კიბეებთან მოაჯირზე მელოდებოდა, მეც გამოვკუსკუსდი და კაი ნაცნობივით გადავკოცნე-მოვიკითხე.

მერე დაბლა ჩამოვედით და იქვე შემოგარენში ჩემთვის ე.წ. ‘სადრაკონეთში’ წავედით და იქ ვმასლაათობდით…. ნუ, ძირითადად მე ვაქტიურობდი, ამიტომ იმ დღეს რაღაცნაირი თავშეკავებული მეჩვენა აჩო ქცევებში :დ მეგონა მორიდების მომენტი იყო და სახლამდე რომ მივდიოდით ვუთხარი:

-‘შებოჭილი ნუ ხარ, გაიხსენი-მეთქი’

-‘შებოჭილი არ ვარ, მაგრამ კაი, განახებ გახსნასო’ :დ

და როგორც კი გადმოვედით ტაქსიდან იქვე მებრდღვნა და ჩამეხუტა :დ მეც ნაგლად ვუპასუხე ‘გახსნაში ეგ კი არ მიგულისხმიათქო’ და უცებ
გამიშვა ხელი :დ

აუ,ეხლა ძაან მაგრად ვკაიფობ რომ მახსენდება ყველაფერი :დ

მერე იქვე ნინი დამხვდა, მანქანით იყო და ერთგან მივდიოდით ჯგუფელები.

-‘ხვალაც ხო გნახავო?’ – დამშვიდობებისას ისე ეშმაკურად  მკითხა აჩომ მეთქი ეეეეეეეეეეე :დ საყვარლობა იყო.

იქიდან მე და ნინიმ სხვებსაც გავუარეთ _ მაშინ ნინო თავისი მერსედესით იყო :დ ჯერ კიდევ დაუმტვრეველით :დ და ყველანი მელიქიშვილზე ზვიკისთან წავედით .

ბლა ბლა ბლა გვიან საღამომდე იქ ვიყავით, ნინო ადრე წავიდა და წამოსვლისას ფეხით უნდა ჩამოგვესეირნა გმირთა მოედნამდე.

პირველი კორპუსთან ვარაზისხევზე გადმოსასვლელთან შუქნიშანზე რომ გადავდიოდით თაცამ დაიძახა ე, აჩოვო :დ  პირველი კორპუსის ეზოში სალოთაოდ იყო დარჩენილი ჩელესთან :დ

მერე მეც  უცებ დავინახე აჩოც შუქნიშანზე ჩვენ მხარეს გადმოდიოდა . ხოდა, მაშინ წარმოიშვა პირველად ის ლეგენდარული ტერმინი ‘საყვარლად დაკრუგა’.

როგორც კი შეგვამჩნია აჩომ ‘რეზკად დაკრუგა’ და მაშინ კიდევ ერთხელ ვნახე, უკვე ისე ახლობელი და თბილი იყო ჩემთვის, გაშვება აღარ მინდოდა.  მაგრამ ამდენი ხანიც ვეღარ ვიდგებოდით იქ ისე, თან ბავშვები მელოდებოდნენ, ამიტომ აჩო რუსთაველისკენ გაუყვა გზას და მე ბავშვებს გავყევი ….

მაშინ პოლ ენდ შარკის ლურჯი ფერის კურტკა ეცვა, ძალიან მიმზიდველი მომეჩვენა :დ ამიტომაც ის კურტკა 2 წლის მერე დღემდე მიყვარს და მახსოვს.

აი, ასეთი წვრილმანი დეტალები ახსოვს ჩემ მეხსიერებას.

აქედან დაიწყო ჩვენი გზა და მოვედით დღემდე.

ჩვენი ქორწილი 31 ივლისაა დანიშნული, წლის ყველაზე ცხელ და მხურვალე დღეს :დ

                Daisypath - Personal pictureDaisypath Wedding tickers

დღეს იქამდე ზუსტად 1 თვე და 1 დღეღა დარჩა. ☀

ახლა აჩო ჩემი ნაწილია და  თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, ყველაფრით ჩემია.

Posted in ახალი ოჯახი, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, მემორიზ, ქორწილი, ყველაფერი ჩემზე, წარსულის ქრონიკები | Tagged: , , , , , , , , , | 8 Comments »

პალმების ჩრდილი და საქორწილო კაბა vol2

Posted by vekoo on ივნისი 28, 2011

ცეცხლი დანთებულია და რბოლის სიჩქარე მის გარშემო უფრო და უფრო მატულობს 😀

წინა პოსტში რესტორანზე ვწუწუნებდი და ეხლა ერთი ნაბიჯით წინ ვართ: ეს საკითხი გადაჭრილია : ))

მშობლიური პალემების ჩრდილში, წყლის შხეფების ფონზე და ბრიზის თანხლებით გაიმართება ჩვენი ქორწილი : ))

ეხლა ეს ყველაფერი ისე აღვწერე, დიდი იმედი მაქვს რამე ნიუანსი არ გამოგვრჩა და ყველაფერი მართლა ასე კარგად ჩაივლის.

დარბაზის დიზაინიც შერჩეულია, მაგრამ მემგონი მე მომიწევს მისვლა და საბოლოო დირექტივების შეტანა.

ეხლა რაც შეეხება კაბას, რასაც წინა პოსტში დაგპირდით.

2 დღე დავუთმე მარჯანიშვილზე სრულიად მაღაზიების შემოვლას და რაც მომეწონა ყველა კაბა მოვისინჯე, უამრავი სილუეტი დავტესტე და რაც ამ ეტაპზე ბაზარზეა ყველანაირი კაბა ვნახე ჩემ ტანზე.

პირველ დღეს აჩი და ნინი მყავდა წაყვანილი , თამთაც იქვე MacDonalds-თან შეგვხვდა სრულიად შემთხვევით და ყველანი ერთად ერთობლივი ძალებით შევუდექით დალაშქვრის ოპერაციას : D

იმ დღეს სულ 3 მაღაზიაში ვიყავი, იმიტომ რომ უკვე გვიანი იყო, კვირა დღის საღამოს 8 საათი და უმრავლესობა უკვე დაკეტილი დაგვხვდა. ამ დღეს მოვიზომე სულ 4 კაბა, და იქიდან სულ სულ პირველად მოზომებული ყველაზე მეტად მომეწონა.

დიზაინერის შერჩევაში ანანო დამეხმარა და დამაკავშირა აკა ნანიტაშვილთან, მას თავის სადიზაინერო სალონში (თუ როგორც ქვია) ვესტუმრეთ, ვესაუბრე რა მინდოდა და როგორ, იქამდე facebook-ზე დავუკავშირდი და ვანახე სურათები თუ როგორი მინდოდა და მაღაზიებში გავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საერთოდ სხვა ტიპის და სირთულის კაბა მომწონდა. ამიტომ აკამ შემომთავაზა, რომ კიდევ ერთხელ გამევლო და ამომერჩია რა მინდოდა, შემდეგ კი ისეთს შემიკერავდა.

შემდეგ წასვლაზე უკვე დედა წავიყვანე, – სამოსის არჩევისას არასოდეს ვითვალისწინებ მის აზრს რომელი ვიყიდო, მაგრამ ამ საქმე ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას ეხება და მომინდა მისი აზრიც მომეწმინა. მე, აჩო და დედა წავედით და ამჯერად უკვე ყველა მაღაზია შემოვიარეთ, იმ დღეს მართლა უამრავი კაბა ვნახე და საბოლოო ვარიანტზეც ჩამოვყალიბდი.

სხვათა შორის, საბოლოო ვარიანტი ისეთ მაღაზიაში ვიპოვე, ძალიან რომ ვერ წარმოვიდგენდი 😀

მეორე დღეს შევხვდი და ვანახე ამორჩეული 2 ვარიანტი, საიდანაც ერთის გულ-მკერდის ფორმა ავარჩიე და მეორის- წელს ქვემოთ გაშლილობა და დიზაინი.

გუშინ უკვე ვიყავი და ზომებიც ამიღეს, ამ დღეებში ნაჭრის ამოსარჩევადაც ერთად წავალთ და უკვე დაიწყებენ კერვას.

ძაან კი ვნერვიულობდი, მაგრამ კაბაც ფაქტიურად მაქვს უკვე.   ძალიან საყვარელი გოგოა აკა, აფსოლიტურად ვენდობი და ვაიმე, დიდი იმედიც მაქვს, რომ ეს ნდობა ცუდად არ შემომიტრიალდება : D

ერთი ისაა, რომ გამყიდველებისთვის ძალიან პრობლემატური მყიდველი ვარ და ეჭვი მაქვს ასევე ვიქნები შეკერვის პროცესშიც და თითოეულ დეტალს ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევ და არ მინდა ამ მხრივ რამე ნიტო იყოს 😀 ამ ეტაპზე აფსოლიტურად ყველაფრით საჭიროზე მეტად კმაყოფილიც კი ვარ კაბის თემას რაც შეეხება და მინდა ბოლომდე ასე გაგრძელდეს : ))

წინა დღეებში ვიყავით ქორწინების სახლში, გავარკვიეთ პირობები , რა საბუთები თუ თანხა იყო საჭირო და აღმოჩნდა, რომ პირადობის მოწმობის და 150 ლარიანი სალაროს შემოსავლის ორდერის გარდა (ეს ჩემთვის, თქვენთვის 150 ლარიანი ქვითარი უბრალოდ : D ) არაფერი ყოფილა საჭირო.

რადგანაც რესტორანი და დღე უკვე ვიცი, უკვე შემიძლია როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავ გავუაროთ და ხელის მოწერის კონკრეტულ დროზეც შევთანხმდეთ, თორე არ მინდა დამაგვიანდეს და მერე ვინმე ჩაჯდეს ჩემ შერჩეულ დროში :  ))

ბონუსად მინდოდა ფლეშ-მობის ვიდეო დამედო, თუ როგორ ვაწერთ მე და აჩო ხელს , მერე კი გენერალურ საქორწილო ვალსს ვასრულებთ და ბოლოს გამგელებული მკოცნის 😀 მაგრამ რაღაც ჭედავს ჩემ ინეტი და არაფრით იტვირთება იუთუბზე.

Posted in ახალი ოჯახი, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, ივენთ-განხილვა, ქორწილი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , | 12 Comments »

საქორწილო ციებ-ცხელება – vol1. რესტორანი

Posted by vekoo on ივნისი 26, 2011

წინა-საქორწილო ციებ-ცხელება ნელ-ნელა გადადის პიკის სტადიაში.

ნელ-ნელა იმიტომ, რომ ლამის ყოველ საღამოს 12 საათამდე გამწარებულები დავრბივართ და ყველაფერს ვნახულობთ, ყველაფერს ვაფასებთ, ყველა შესაძლო შემთხვევებს განვიხილავთ … ვხვდებით საჭირო ადამიანებს, ვათვალიერებთ საჭირო ნივთებს. ერთი სიტყვით სრული აურ-ზაური იწყება ჩემთან და აჩოსთან საღამოს 4-5 საათის მერე.

მაგრამ ჯერ-ჯერობით შედეგი ნული : /

ჯერ რესტორანიც კი ვერ შევარჩიეთ რა გვინდა, სად გვინდა და როგორ გვინდა.

პარალელურ რეჟიმში არჩევს აჩოს მამაც, 2-3 დღის მერე ვხვდებით და ჩვენ-ჩვენ ვარიანტებს ვცვლით ხოლმე. მერე შემდეგ საღამოს მივდივართ და ერთმანეთის არჩეულ რესტორნებს დავივლით.

საბოლოოდ სულ ხდება, რომ როგორც ყოველთვის, ჩვენ რაღაც გვაკლდება, რაღაც დაგვრჩენია გასათვალისიწნებელი, მის არჩევანსაც ძირითადად ინტერიერ-ექსტერიერის გამო ვიწუნებთ და ბოლოს ყველაფრის თავიდან დაწყება გვიწევს.

ძალიან რთული და საპასუხისმგებლო ყოფილა საბანკეტო დარბაზის არჩევა. არ მეგონა ამდენი დეტალის გათვალისწინება თუ მოგვიწევდა, მაგალითად


  • ზოგან სკამის საზურგეებს ვიწუნებთ

  • ზოგან სკამზე გადასაფარებლებს და

  • ზოგგან საერთოდ ზოგადად სუფრის გადასაფარებლებს.

  • ზოგან ჭურჭელი არ მოგვწონს

  • ზოგან მაგიდის შესაძლო განლაგებები

  • ზოგან საერთოდაც რესტორნის ფართია შეუსაბამო

  • ზოგან პარკირების ფართი აქვთ ნული.

  • ზოგან , ახლა უკვე ხო თბილისსა და მცხეთაში ლამის უკვე ყველა რესტორანი შემოვიარეთ და ყველაფრის თვითღირებულებაში უკვე მაგრად ვერკვევით, ხოდა ყველაფერი მისაღებია – დარბაზი არც ისეთი ლამაზი და ფართოა, მაგრამ ჯანდაბას, სცენის მდებარეობაც, მუსიკოსები საკაიფოდ უკრავენ, საჭმელების გაფორმება მისაღებია, პარკირებაც, დიზაინერიც ნორმალური ყავთ, მაგრამ ერთი ისაა, რომ ყველაფერი მაინც არაა იმ დონეზე, როგორიც გვინდა, რომ ჩვენ ქორწილში იყოს, ანუ უფრო დაბალი ხარისხისაა ერთი შეხედვით, მაგრამ არა უშავს, ამაზეც თანახმა ვართ, ოღონდაც რამე გადავწყვიტოთ, მაგრამ იმხელა ფასს ითხოვენ, რომ აი პროსტა სისულელეა ბაზარზე არსებულ ფასებთა შედარებით. ამ კონკრეტულ რესტორნებს არ დავასახელებთ, ასეთი რამოდენიმე შეგვხვდა თბილისსში არაფრით რომ არ ბრწყინავენ და გამოირჩევიან სხვებისგან, მაგრამ აი ფასები აქვთ, გულიანად მეცინება ხოლმე.

ეტალონად მყავს ‘კრუიზი’ და მის ფასებსაც კი აჭარბებენ, რაც სრული სისულელეა, აი, ძაან მარაზმი, კაკ მინიმუმ ‘კრუიზზე’ 1/3-ედით ნაკლები მაინც უნდა ღირდეს წესით. ამიტომ აქამც ვსტოპდებით.

რაც შეეხება კრუიზს, ჩვენ რიცხვში უკვე დაგეგმილია ქორწილი, ოღონდ მათაც ბე ჯერ არ მიუტანიათ, ამიტომ საბოლოოდ პასუხი ჯერ არ იციან, მაგრამ მათთვის პრიორიტეტი ის კლიენტები არიან, რადგანაც პირველად მათთან შეთანხმდნენ. რამოდენიმე დღე დარჩა სანამ მათთან საბოლოოდ გაარკვევენ სიტუაციას.

ამიტომ მაინც ვარჩევთ სხვა ვარიანტებს და რა ცუდია, რომ აი პროსტა გიჟს ვგავარ რა, ყველფრით მისაღები ვერ შევარჩიეთ. გუშინ საერთოდ ვფიქრობდი, დავიკიდოთ ქორწილითქო 😀 არც ამაზე ვარ უარზე უკვე 😀

დღეს ვრჩები კაბის პირველ ეტაპს, ამაზე მომდევნო პოსტში ვისაუბრებ ^_^

Posted in ახალი ოჯახი, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, ივენთ-განხილვა, პიკანტური რეალობა, ქორწილი, ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური | Tagged: , , , , , , | 12 Comments »

ნინო ჟიჟავაძე

Posted by vekoo on ივნისი 23, 2011

ნინო ჟიჟავაძე

კიდევ ერთი რეალითი შოუ ქართულ ტელე-სივრცეში.

ამჯერად, ტელეკომპანია მზემ შექმნა ‘მზის სახლი’ და სახალისო შოუ-პროექტი შემოგვთავაზა.

1 კვირის წინ ‘მზის სახლს’ 2 ახალი მონაწილე შემოემატა, რომელთაგანაც ერთ-ერთი – ნინო ჟიჟავაძე – განსაკუთრებულად დამამახსოვრდა.

ძაან მაგარი ტიპშაა, ის ყველა მონაწილისგან გამოირჩევა გარეგნობით, ხალისიანი ღიმილითა და ულამაზესი გამოხედვით.

მხარი დაუჭირეთ ნინოს ნომერზე : 91 434 და დაა-like-თ ყოველ დღე გვერდზე:  http://mze.ge/applicants_in.php?id=27

Posted in ივენთ-განხილვა, შეკვეთილი | Tagged: , | 6 Comments »

ქორწილის თარიღი

Posted by vekoo on ივნისი 14, 2011

წესით ეხლა ყველაზე მეტს უნდა ვბლოგავდე, ისეთ პერიოდი მაქვს ცხელ–ცხელი და მნიშვნელოვანი ნიუსები ხდება ჩემთან.

ჩემ მომავალს ფრთები შეესხა ^_^ როგორ ვთქვა არ ვიცი, არც ის მინდა ასე სახალხოდ გამოჭენებით და განხილვით ჩემი რაცაა სხვასაც გავუყო ^_^ მაგრამ სანთელს ხომ ბრწყინვალება ამით არ დააკლდება ?..

ბედნიერი დღეები მაქვს, ბოლო პერიოდი სრულყოფილი ცხოვრებით ვცხოვრობ : )) ყველაფერი საჭიროზე კარგადაც მაქვს პირადშიც და საქმეშიც .

გუშინ (12 ივნისს) მთელი ოჯახით აჩოსთან ვიყავით სახლში, _ კიდევ ერთი თბილი ოჯახური საღამო გვქონდა : )) სმა–ჭამა დიდად შესარგი და გულახდილი საუბრები ამ საღამოს ძალიან მოუხდა.

ჩემ სახლში მისი ოჯახის ყოფნა რას ნიშნავდა ხო განვიცადე და ორმაგად მაგარი გრძნობა ყოფილა მასთან რომ ჩემი ოჯახით ვიყავი :დ თავი საკუთარ სახლში მეგონა  ყველა საყვარელი და უახლოესი ადამიანით გარშემორტყმული : ))

აჩოს ფანტასტიურ ჯდომას არ მივაქცევთ ყურადღებას :დ და მე ჭის წყალი ძალიან მეგემრიელა, ყინულივით ცივი იყო ^_^ პროსტა, მაინც თბილისია და "ისეთი" ვერ იყო.

კონკრეტიკას მოითხოვთ ვიცი, ამიტომაც მეც შეძლებისდაგვარად ვეცდები. მხოლოდ 3 ყველაზე მემორეიბლ ფაქტს გამოვარჩევ:

  •  ნუ, მართალია ეს ბოლოს იყო, მაგრამ პირველი და აუცილებლად აღსანიშნავია, რომ როგორც იქნა 2 წლიანი “მოყოლის” მერე ვიგემე როგორია აჩოს ხელით შემწვარი უგემრიელესი მწვადის გემო. ბავშვობაში პაპაჩემს წყალს რომ მივუტანდი დასალევად მეტყოდა ხოლმე : შენი მოტანილი რა გემრიელიაო. დაახლოებით ასე იყო ამ შემთხვევაში :დ აჩოს შემწვარი რომ იყო იმიტომაც მეგემრიელა ასე :დ

  • კიდე ძაან ბევრი ვიცინე ქუთაისური სთორი თბილისშიც რომ განმეორდა – სალომე, სანდრო და აჩიკო ცარიელ ბასეინში თავით გადახტნენ და ცურაობდნენ :დ ვიდეოც გადავუღე , მაგრამ მათი  თხოვნით არ დავდებ :დ შეჯიბრი მოაწყვეს ვინ უფრო მაგრად და სწრაფად გაცურავდა და სტარტთან დაბრუნდებოდა.  ძაან სახალისო იყო და სანამ  ცეცხლისგან ნაკვერჩხალი გაჩნდებოდა დრო მხიარულად გავიყვანეთ.

  • ხო, კიდე აჩომ გამომაშტერა ისეთ ტრიუკებს აკეთებდა ველოთი: მეგონა მარტო წვრილი და მოცუცქნული ტიპი ახერხებდნენ ველოსიპედის ცალ ბორბალზე ტრიალს, მაგრამ ლამის ყბა ჩამომივარდა რომ ვუყურებდი აჩოს ჯერ როგორ იდგა გაჩერებულ ველიკზე და მერე როგორ დადიოდა ხან მარტო წინა და ხან მარტო უკანა ბორბლით, კიდე რაღაცნაირად უცნაურად დახტუნაობდა . ბოლოს ისეთი აკრიფა და ჩემკენ გამოქანდა მეთქი, ან მე შემასკდება ან კედელსთქო და სულ ბოლო წუთს მანქანა რომ სრიალდება ისე მოასრიალა უკანა ბორბლით და ჩემ წინ ზუსტად ნახევარ ნაბიჯში გვერდულად დააყენა. აჩო, გაღიარებ : დ

  •  და მესამე ფაქტი ეხლა ვფიქრობ რა გამოვყო, იმიტომ რომ აღსანიშნავი მართლა ძალიან ბევრი რაღაც იყო.  თან ისეთი უნდა ვთქვა ბლოგის თემატიკიდანაც რომ არ ამოვარდეს.  ამიტომ უბრალოდ ყველაზე მნიშვნელოვანს ამოვარჩევ და მოკლედ ვიტყვი :

დავნიშნეთ ქორწილის თარიღი.

ეხლა უკვე კონკრეტული ამოცანებია ჩემს წინაშე, რაც დარჩენილ დროში აუცილებლად უნდა მოვაგვარო, თუ მინდა, რომ ეს დღე ყველაზე ლამაზი გამოვიდეს. სერიოზულად ვაპირებ წინა–საცერემონიო ორომტრიალში თავით გადაშვებას და მთავარი დიზაინერ–დამგეგმავიც მე ვიქნები.

წარმატებები მისურვეთ და სიამოვნებით მივიღებ თქვენგან რჩევებს რესტორნის, კაბის, ვარცხნილობის თუ სხვა ნიუანსის საკითხში.

მე კი ჩემთვის უკვე შერჩეული მაქვს თითოეული მათგანი და დროგამოშვებით ბლოგზეც შემოგთავაზებთ ^_^

პ.ს. ფოტოები განწყობისთვის:

Posted in ახალი ოჯახი, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, ივენთ-განხილვა, პირადი სურათები, ქორწილი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , , , | 22 Comments »

ლეპტოპი

Posted by vekoo on ივნისი 8, 2011

სასწრაფოდ მჭირდება ლეპტოპი. უკვე სუნთქვაც მიჭირს მის გარეშე.

ამიტომ მზად ვარ თავაუღებლივ დავიწყო მუშაობა მის მოსაპოვებლად.

წარმოვიდგენ ხოლმე რა სიამოვნებით ჩავიგორებ ლოგინში და იქიდან ვესტუმრები საყვარელ საიტებს:

  • სიამოვნებით მოვივლი ონლაინ–შოპებს.

  • უაზროდ ბევრს დავწერ ბლოგზე თითოეულ შეგრძნებებსა და ფაქტებზე.

  • დაღლილი და დაქანცული წამოვგორდები და ვუყურებ ფილმს.

  • წავაკუსკუსებ სადაც წავალ და “ფანჯრებში” შევძვები ხოლმე შიგნით ^_^

  • ქალაქგარეთ გასვლისას მოწყენის საშუალება აღარ მექნება.

  • სურათებს რასაც გადავიღებ უცებ შევყრი და იქვე ვნახავ.

ლეპტოპის გარეშე უკვე ძალიან მიჭირს.

ნუ, მართალია ყველა მნიშვნელოვან ადგილას აჩო იჩენს გულისხმიერებას და თავისი მიგვაქვს ხოლმე, მაგრამ  მე ჩემი მჭირდება, თანაც სასწრაფოდ.

აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ქონდეს ძალიან, ძალიან დიდი მეხსიერება : ))

ხო, და თუ ოდესმე მართლა საკუთარი გამომუშავებით მოვახერხე და ყიდვა დავაპირე, საქართველოში არ ვიყიდი : ))

აუცილებლად ჩამოვატანინებ უცხოეთიდან _ ამას აქვს თავისი უზარმაზარი პლიუსი:

საქართველოში ე.წ. “ჩაწოლილი” საქონელის ყიდვას მირჩევნია უახლესი შესაძლებობით აღჭურვილი შევისყიდო, თანაც ბევრად მისაღებ ფასად. ამის რამოდენიმე პრეცენდენტი ჩემ თვალწინაც მომხდარა, ტაკ შტო, ვენდობი  : ))

წარმატებები მისურვეთ.

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , | 12 Comments »

ჩემი ოცნების სახლი

Posted by vekoo on ივნისი 6, 2011

ჩემი ოცნების სახლი დიდი და ფართოა!

ფართო თუ ფართე?  არ ვიცი.

ყველა თვალშისაცემ ადგილზე უზარმაზარი სარკეებით, ზოგგანაც პატარ–პატარა საყვარელი ორნამენტული სარკეთი. ვგიჟდები ისე მიყვარს ადამიანის ეს ქმნილება, მის გარეშე უბრალოდ დღე საგიჟეთია.

არის მომენტები, როცა ჩემი თავი ძალიან ლამაზი მეჩვენება, ამ დროს თმა აუცილებლად საკაიფოდ მაქვს დალაგებული, სახეც ასე თუ ისე წესრიგში, თვალები შეღებილი და ტუჩებზე გემრიელი პომადა. ზოგჯერ კი მათხოჯს ვგავარ : (( ამ დროს ვერ ვიტან ხოლმე ჩემ თავს :დ

ამიტომ, ბევრი სარკე გამიადვილებს სიცოცხლეს:

  • ყველა ჩახედვისას ჩემი ლამაზი ორეული თუ შემომეფეთა , გამიღიმა და დღე მშვიდობისა მისურვა, მერე სიცოცხლეც უფრო ხალისიანი გამოვა.

  • ხოლო თუ კრუელამ შემომცინა ანარეკლიდან დაგრუზვის მაგივრად სასწრაფოდ აბაზანაში გავქანდები და კარგად და დიდხანს ვიბანავებ. ასე მგონია, რომ წყალი უარყოფით ენერგიას ჩამომრეცხავს და შედეგად მეც გავლამაზდები :დ იდიოტური აზრებია, მაგრამ ჩემზე მოქმედებს.

  • ნუ, ეს პუნქტი ჩემთვის დიდად პრობლემატური არ არის, მაგრამ პრევენციისათვის გამომადგება: ნებისმიერ მომენტში ჩემი ანარეკლის ნახვა რომ შემეძლოს ავტომატურად გავაკონტროლებდი წონას ^_^  უფრო და უფრო შემიყვარდებოდა ჩემი თავი და უფრო მეტად ვეცდებოდი სხეულის სრულყოფას .

ნუ, ეს რაც შეეხება აუცილებელ ატრიბუტს სარკეებს.  ყველა დანარჩენი, რაზეც შეიძლება იზრუნო ადამიანმა, მოგვარებულია და ამ პუნქტის გამოსწორებაზე აუცილებლად ვიზრუნებ :დ

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , | 10 Comments »

ნიშნობა

Posted by vekoo on ივნისი 2, 2011

უკვე ვხედავ, რომ ჩემი ბლოგი პირადულის გარდა ყველანაირ ბლოგს ემსგავსება, ამიტომ ვხსნი ფანჯარას და ვიწყებ წერას.

2 დღის წინ, 28 მაისს ნიშნობა მქონდა  : ))

ამიერიდან ოფიციალური საქმრო მყავს :დ და მეც საცოლედ ვითვლები, – რაღაცა სტრანნი გრძნობაა.

ჩემ ცხოვრებაში ახალი “ერა” იწყება. თავს უჩვეულოდ მშვიდად ვგრძნობდი ამ დღეს, ზედმეტი ემოციების გარეშე, – თითქოს ყველაფერი ისედაც ასე უნდა ყოფილიყო .

ჯერ–ჯერობით ეხლაც ვერ განვიცდი და ალბათ, ბოლომდე ვერ ვიაზრებ რას ნიშნავს სხვა სახლში გადასვლა, სხვა ხალხთან ცხოვრება, მათთან ოჯახის დაკავშირება. ნუ, ეს ვხვდები იმიტომაცაა, რომ ჩემთვის აჩოს ოჯახის წევრები უკვე დიდი ხანია ახლობელი ადამიანები არიან, მათთან თავს აქამდეც შინაურულად და კარგად ვგრძნობდი და მორცხვობის და მორიდების მომენტი არ ყოფილა.

ერთადერთი, ჩემ საკუთარ სახლში ვერ წარმომედგინა ერთად აჩოს მშობლები და ბებია განსაკუთრებით , მაგრამ ესეც წარმომადგენინეს და გამასიგრძეგანებინეს : ))

ისე, თავიდანვე, როცა ურთიერთობას ვიწყებდით მე და აჩო, იმ პერიოდში ყოველ დღე მარტო თბილისში ვნახულობდი ხოლმე, სხვანაირად ვერც წარმომედგინა და ვეუბნებოდი:

–შენ რუსთავში ვერ წარმომიდგენიხართქო.

მაგრამ მერე მალევე ჩამოვიდა და მაშინ პირველად მითხრა:

–აი, ხო წარმოგადგენინეო და კიდე ბევრ რამეს აგიხდენ და წარმოგადგენინებო!

ნუ, სიტყვა რომ შეასრულა ფაქტია, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება ფაქტიურად აი თავდაყირა დააყენა, ოღონდ პოზიტიური გაგებით, მთლიანად სხვა რელსებზე გადამიყვანა.

შაბათის საღამოზე მოვყვები:

დილიდანვე კარგად გამოვიძინე და ნელ–ნელა დავიწყე თავის მოწესრიგება – იმ დღეს საოჯახო საქმეს მე რატომღაც, არავინ მავალებდა.

რაღაცნაირი ტკბილი დღე მქონდა: ჩემ სახლში ველოდებოდი უსაყვარლეს ადამიანს და ამჯერად მარტოს არა, – ნუ, ბანალური ვიქნები და ვიტყვი, რომ გადასარევი ოჯახი ყავს აჩოს. ბანალური იმ კუთხით, რომ მსგავს სიტუაციებში გოგონები ხშირად ასე საუბრობენ საქმროს ოჯახებზე, მაგრამ მე ისინი გუშინ და დღეს არ გამიცნია , უკვე 2 წელია ვიცნობ და ამიტომ ზუსტად ვიცი რასაც ვამბობ, – მართლა კარგი ხალხია, თბილი და მოსიყვარულე ადამიანები. გონიერებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ადამიანში და რაც მთვარია, ეს მათ არ აკლიათ.

რაღაცნაირი გრძნობაა, ძალიან მსიამოვნებს აჩოს ჩემს საქმროს რომ ვეძახი,  რაღაც პონტში მიტყდება კიდეც ეს ე.წ. “ძველმოდური” სიტყვები, მაგრამ ურთიერთობას ალამაზებს – სხვა ფაზაში შევედით.

მინდოდა სურათები დამედო, მაგრამ გადავიფიქრე …

მკითხველებო, საღამოს კაბები გაამზადეთ : ))

Posted in ახალი ოჯახი, განწყობისათვის, ეს უნდა იცოდე, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, ივენთ-განხილვა, მემორიზ, პიკანტური რეალობა, ქორწილი, ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური | Tagged: , , , , , , | 22 Comments »