ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ნიშნობა

Posted by vekoo on June 2, 2011

უკვე ვხედავ, რომ ჩემი ბლოგი პირადულის გარდა ყველანაირ ბლოგს ემსგავსება, ამიტომ ვხსნი ფანჯარას და ვიწყებ წერას.

2 დღის წინ, 28 მაისს ნიშნობა მქონდა  : ))

ამიერიდან ოფიციალური საქმრო მყავს :დ და მეც საცოლედ ვითვლები, – რაღაცა სტრანნი გრძნობაა.

ჩემ ცხოვრებაში ახალი “ერა” იწყება. თავს უჩვეულოდ მშვიდად ვგრძნობდი ამ დღეს, ზედმეტი ემოციების გარეშე, – თითქოს ყველაფერი ისედაც ასე უნდა ყოფილიყო .

ჯერ–ჯერობით ეხლაც ვერ განვიცდი და ალბათ, ბოლომდე ვერ ვიაზრებ რას ნიშნავს სხვა სახლში გადასვლა, სხვა ხალხთან ცხოვრება, მათთან ოჯახის დაკავშირება. ნუ, ეს ვხვდები იმიტომაცაა, რომ ჩემთვის აჩოს ოჯახის წევრები უკვე დიდი ხანია ახლობელი ადამიანები არიან, მათთან თავს აქამდეც შინაურულად და კარგად ვგრძნობდი და მორცხვობის და მორიდების მომენტი არ ყოფილა.

ერთადერთი, ჩემ საკუთარ სახლში ვერ წარმომედგინა ერთად აჩოს მშობლები და ბებია განსაკუთრებით , მაგრამ ესეც წარმომადგენინეს და გამასიგრძეგანებინეს : ))

ისე, თავიდანვე, როცა ურთიერთობას ვიწყებდით მე და აჩო, იმ პერიოდში ყოველ დღე მარტო თბილისში ვნახულობდი ხოლმე, სხვანაირად ვერც წარმომედგინა და ვეუბნებოდი:

–შენ რუსთავში ვერ წარმომიდგენიხართქო.

მაგრამ მერე მალევე ჩამოვიდა და მაშინ პირველად მითხრა:

–აი, ხო წარმოგადგენინეო და კიდე ბევრ რამეს აგიხდენ და წარმოგადგენინებო!

ნუ, სიტყვა რომ შეასრულა ფაქტია, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება ფაქტიურად აი თავდაყირა დააყენა, ოღონდ პოზიტიური გაგებით, მთლიანად სხვა რელსებზე გადამიყვანა.

შაბათის საღამოზე მოვყვები:

დილიდანვე კარგად გამოვიძინე და ნელ–ნელა დავიწყე თავის მოწესრიგება – იმ დღეს საოჯახო საქმეს მე რატომღაც, არავინ მავალებდა.

რაღაცნაირი ტკბილი დღე მქონდა: ჩემ სახლში ველოდებოდი უსაყვარლეს ადამიანს და ამჯერად მარტოს არა, – ნუ, ბანალური ვიქნები და ვიტყვი, რომ გადასარევი ოჯახი ყავს აჩოს. ბანალური იმ კუთხით, რომ მსგავს სიტუაციებში გოგონები ხშირად ასე საუბრობენ საქმროს ოჯახებზე, მაგრამ მე ისინი გუშინ და დღეს არ გამიცნია , უკვე 2 წელია ვიცნობ და ამიტომ ზუსტად ვიცი რასაც ვამბობ, – მართლა კარგი ხალხია, თბილი და მოსიყვარულე ადამიანები. გონიერებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ადამიანში და რაც მთვარია, ეს მათ არ აკლიათ.

რაღაცნაირი გრძნობაა, ძალიან მსიამოვნებს აჩოს ჩემს საქმროს რომ ვეძახი,  რაღაც პონტში მიტყდება კიდეც ეს ე.წ. “ძველმოდური” სიტყვები, მაგრამ ურთიერთობას ალამაზებს – სხვა ფაზაში შევედით.

მინდოდა სურათები დამედო, მაგრამ გადავიფიქრე …

მკითხველებო, საღამოს კაბები გაამზადეთ : ))

22 Responses to “ნიშნობა”

  1. natia121 said

    gilocv, martla lamazi wyvili xart❤ bednierebas gisurveb da sxva bevr karg rames kido😀

  2. LiLaC said

    უჰ, რა წინათგრძნობა მაქვს, რააა ^_^_^_^_^
    გილოცავთ, აი, მართლა ძალიან გამიხარდა❤
    ბედნიერები იყავით :*:*:*:*

  3. :X:X Vaime rogor amifanckalda guli..

  4. Mari said

    ვეკოოო, გილოცავ :* :* :* მიყვარხართ❤

  5. გილოცავ🙂 მე და შენ დაახლოებით ერთი ტემპით მივდივართ🙂 :დ

  6. Jessie said

    ვაააააააახ :)რა მაგარია… გილოცავთ გილოცავთ :0 სულ ბედნიერებას და მასეთ ტკბილ ცხოვრებას გისურვებთ :)))))))

  7. გილოცავ ვეკო🙂 სულ ბედნიერი იყავი :*

  8. awww❤ გილოცავთ, ბედნიერებას გისურვებთ :* ისე, ნიშნობა ერთ-ერთი ყველაზე უხერხული რიტუალი მგონია, არა? ნიშნობის გარეშე მინდა გათხოვება :))

    • vekoo said

      ნუ, ადრე მეც ყველაფერი უხერხული მეგონა , რაც ამ “კუთხეს” უკავშირდება :დ
      მაგრამ ბოლოს უკვე ისეთი “ქვა და რკინა” გავხდი, ვაფშემ არ მინერვიულია :დ :*
      შენ ანუ “გაიპარები”? :დ არაა, მაგას ტრადიციულად მირჩევნია :დ

  9. cinikosi said

    veko gaxsovs rom gkitxe rodis sheertdebittqo?
    da ai es dgec dadga:))
    mixaria dzalian, tqveni bedniereba:)
    gilocav chemo kargo da ravi gisurvebt yovelive sauketesos❤❤

  10. ვეკო გილოცავ,იმსახურებთ ორივე ბედნიერებას..
    გიყვარდეთ ერთმანეთი აწ და მარადის

  11. vekoo said

    გოგოებო, დიდი მადლობა ყველას ჩემი ბედნიერების გაზიარებისათვის :*

    თქვენით ცოცხლობს ჩემი ბლოგი და ამიტომაც ყველა ძალიან მიყვარხართ ♥ ♥ ♥ ♥

    “წინასაქორწილოდ” რა თემაზე გაინტერესებთ წერა მითხარით და გამოვაცხობ ცხელ–ცხელ პოსტებს :დ

  12. Taa said

    Honeyyyyyyyyyyyyyy

    გილოცაააააააააავ
    უტკბილეს და უსაყვარლეს თანაცხოვრებას გისურვებთ🙂

  13. alluballi said

    nu i nuuuuu :))) gilocav sayvareloooo.did bednierebas gisurveb da ufali faravdes tqven siyvaruls…gkooocniiiiiiiii

  14. MrsMarch said

    ❤❤❤

  15. ბედნიერები იყავით🙂 კარგები ხართ ..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: