ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ჩემი ოცნების სახლი

Posted by vekoo on June 6, 2011

ჩემი ოცნების სახლი დიდი და ფართოა!

ფართო თუ ფართე?  არ ვიცი.

ყველა თვალშისაცემ ადგილზე უზარმაზარი სარკეებით, ზოგგანაც პატარ–პატარა საყვარელი ორნამენტული სარკეთი. ვგიჟდები ისე მიყვარს ადამიანის ეს ქმნილება, მის გარეშე უბრალოდ დღე საგიჟეთია.

არის მომენტები, როცა ჩემი თავი ძალიან ლამაზი მეჩვენება, ამ დროს თმა აუცილებლად საკაიფოდ მაქვს დალაგებული, სახეც ასე თუ ისე წესრიგში, თვალები შეღებილი და ტუჩებზე გემრიელი პომადა. ზოგჯერ კი მათხოჯს ვგავარ : (( ამ დროს ვერ ვიტან ხოლმე ჩემ თავს :დ

ამიტომ, ბევრი სარკე გამიადვილებს სიცოცხლეს:

  • ყველა ჩახედვისას ჩემი ლამაზი ორეული თუ შემომეფეთა , გამიღიმა და დღე მშვიდობისა მისურვა, მერე სიცოცხლეც უფრო ხალისიანი გამოვა.

  • ხოლო თუ კრუელამ შემომცინა ანარეკლიდან დაგრუზვის მაგივრად სასწრაფოდ აბაზანაში გავქანდები და კარგად და დიდხანს ვიბანავებ. ასე მგონია, რომ წყალი უარყოფით ენერგიას ჩამომრეცხავს და შედეგად მეც გავლამაზდები :დ იდიოტური აზრებია, მაგრამ ჩემზე მოქმედებს.

  • ნუ, ეს პუნქტი ჩემთვის დიდად პრობლემატური არ არის, მაგრამ პრევენციისათვის გამომადგება: ნებისმიერ მომენტში ჩემი ანარეკლის ნახვა რომ შემეძლოს ავტომატურად გავაკონტროლებდი წონას ^_^  უფრო და უფრო შემიყვარდებოდა ჩემი თავი და უფრო მეტად ვეცდებოდი სხეულის სრულყოფას .

ნუ, ეს რაც შეეხება აუცილებელ ატრიბუტს სარკეებს.  ყველა დანარჩენი, რაზეც შეიძლება იზრუნო ადამიანმა, მოგვარებულია და ამ პუნქტის გამოსწორებაზე აუცილებლად ვიზრუნებ :დ

10 Responses to “ჩემი ოცნების სახლი”

  1. მეც მაქვს ოცნების სახლზე თუ რაღაც ამდაგვარზე პოსტი… გეტყობა რომ თხოვდები🙂

    • vekoo said

      მახსოვს შენი ეგ პოსტი, დასურათებული იყო და სამზარეულოზე ცალკე იყო აქცენტი გაკეთებული თუ სწორად მახსოვს, ხო? : ))

      ჰო, მეტყობა :დ

  2. კი ეგ იყო🙂

  3. LiLaC said

    მეც მაქვს ოცნების სახლი წარმოდგენილი, თუმცა პოსტი, მგონი, არ დამიწერია :)) ჯერჯერობით ნაქირავებ ბინაზე ვიქაჩები მხოლოდ :დ

  4. alluballi said

    momwooons …. mec unda davweroooo…. imedia ar gewyinebaa :))) vici rom ar :*

    • vekoo said

      ვაიმე, რა უნდა მეწყინოს , გოგო :* დაწერე, საინტერესო იქნება და ჩემი სახელობის ტეგ–თამაშად ვაქციოთ :დ

  5. Mari said

    მე ხის სახლი მინდა. მწვანე ფარდებით და რაღაცნაირი.. მყუდრო და თბილი..

    უი, ახალი კომენტარების სისტემა? წავედი, ვნახო ჩემთანაც🙂

    • vekoo said

      მწვანე სახლში დიდი ხანი ვერ ვიცხოვრებ : ))

      ძალიან მიმზიდველი, – კომპაქტური და მოსახერხებელი სისტემა დაყენდა.

  6. […] ჩემი ოცნების სახლი […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: