ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ქორწილის თარიღი

Posted by vekoo on June 14, 2011

წესით ეხლა ყველაზე მეტს უნდა ვბლოგავდე, ისეთ პერიოდი მაქვს ცხელ–ცხელი და მნიშვნელოვანი ნიუსები ხდება ჩემთან.

ჩემ მომავალს ფრთები შეესხა ^_^ როგორ ვთქვა არ ვიცი, არც ის მინდა ასე სახალხოდ გამოჭენებით და განხილვით ჩემი რაცაა სხვასაც გავუყო ^_^ მაგრამ სანთელს ხომ ბრწყინვალება ამით არ დააკლდება ?..

ბედნიერი დღეები მაქვს, ბოლო პერიოდი სრულყოფილი ცხოვრებით ვცხოვრობ : )) ყველაფერი საჭიროზე კარგადაც მაქვს პირადშიც და საქმეშიც .

გუშინ (12 ივნისს) მთელი ოჯახით აჩოსთან ვიყავით სახლში, _ კიდევ ერთი თბილი ოჯახური საღამო გვქონდა : )) სმა–ჭამა დიდად შესარგი და გულახდილი საუბრები ამ საღამოს ძალიან მოუხდა.

ჩემ სახლში მისი ოჯახის ყოფნა რას ნიშნავდა ხო განვიცადე და ორმაგად მაგარი გრძნობა ყოფილა მასთან რომ ჩემი ოჯახით ვიყავი :დ თავი საკუთარ სახლში მეგონა  ყველა საყვარელი და უახლოესი ადამიანით გარშემორტყმული : ))

აჩოს ფანტასტიურ ჯდომას არ მივაქცევთ ყურადღებას :დ და მე ჭის წყალი ძალიან მეგემრიელა, ყინულივით ცივი იყო ^_^ პროსტა, მაინც თბილისია და "ისეთი" ვერ იყო.

კონკრეტიკას მოითხოვთ ვიცი, ამიტომაც მეც შეძლებისდაგვარად ვეცდები. მხოლოდ 3 ყველაზე მემორეიბლ ფაქტს გამოვარჩევ:

  •  ნუ, მართალია ეს ბოლოს იყო, მაგრამ პირველი და აუცილებლად აღსანიშნავია, რომ როგორც იქნა 2 წლიანი “მოყოლის” მერე ვიგემე როგორია აჩოს ხელით შემწვარი უგემრიელესი მწვადის გემო. ბავშვობაში პაპაჩემს წყალს რომ მივუტანდი დასალევად მეტყოდა ხოლმე : შენი მოტანილი რა გემრიელიაო. დაახლოებით ასე იყო ამ შემთხვევაში :დ აჩოს შემწვარი რომ იყო იმიტომაც მეგემრიელა ასე :დ

  • კიდე ძაან ბევრი ვიცინე ქუთაისური სთორი თბილისშიც რომ განმეორდა – სალომე, სანდრო და აჩიკო ცარიელ ბასეინში თავით გადახტნენ და ცურაობდნენ :დ ვიდეოც გადავუღე , მაგრამ მათი  თხოვნით არ დავდებ :დ შეჯიბრი მოაწყვეს ვინ უფრო მაგრად და სწრაფად გაცურავდა და სტარტთან დაბრუნდებოდა.  ძაან სახალისო იყო და სანამ  ცეცხლისგან ნაკვერჩხალი გაჩნდებოდა დრო მხიარულად გავიყვანეთ.

  • ხო, კიდე აჩომ გამომაშტერა ისეთ ტრიუკებს აკეთებდა ველოთი: მეგონა მარტო წვრილი და მოცუცქნული ტიპი ახერხებდნენ ველოსიპედის ცალ ბორბალზე ტრიალს, მაგრამ ლამის ყბა ჩამომივარდა რომ ვუყურებდი აჩოს ჯერ როგორ იდგა გაჩერებულ ველიკზე და მერე როგორ დადიოდა ხან მარტო წინა და ხან მარტო უკანა ბორბლით, კიდე რაღაცნაირად უცნაურად დახტუნაობდა . ბოლოს ისეთი აკრიფა და ჩემკენ გამოქანდა მეთქი, ან მე შემასკდება ან კედელსთქო და სულ ბოლო წუთს მანქანა რომ სრიალდება ისე მოასრიალა უკანა ბორბლით და ჩემ წინ ზუსტად ნახევარ ნაბიჯში გვერდულად დააყენა. აჩო, გაღიარებ : დ

  •  და მესამე ფაქტი ეხლა ვფიქრობ რა გამოვყო, იმიტომ რომ აღსანიშნავი მართლა ძალიან ბევრი რაღაც იყო.  თან ისეთი უნდა ვთქვა ბლოგის თემატიკიდანაც რომ არ ამოვარდეს.  ამიტომ უბრალოდ ყველაზე მნიშვნელოვანს ამოვარჩევ და მოკლედ ვიტყვი :

დავნიშნეთ ქორწილის თარიღი.

ეხლა უკვე კონკრეტული ამოცანებია ჩემს წინაშე, რაც დარჩენილ დროში აუცილებლად უნდა მოვაგვარო, თუ მინდა, რომ ეს დღე ყველაზე ლამაზი გამოვიდეს. სერიოზულად ვაპირებ წინა–საცერემონიო ორომტრიალში თავით გადაშვებას და მთავარი დიზაინერ–დამგეგმავიც მე ვიქნები.

წარმატებები მისურვეთ და სიამოვნებით მივიღებ თქვენგან რჩევებს რესტორნის, კაბის, ვარცხნილობის თუ სხვა ნიუანსის საკითხში.

მე კი ჩემთვის უკვე შერჩეული მაქვს თითოეული მათგანი და დროგამოშვებით ბლოგზეც შემოგთავაზებთ ^_^

პ.ს. ფოტოები განწყობისთვის:

22 Responses to “ქორწილის თარიღი”

  1. კიდევ ერთხელ გილოცავთ :)) ველოდები ცხელ-ცხელ პოსტებს🙂

  2. სულ სულ პირველ სურათში რა კარგად ხარ :ო გამხდარხარ ხო ?
    და ბოლო ფოტოში ცა რა ლამაზია❤ ვარიდსფერია :დ თუ შენ გააკეთე ეგრე? :დ
    და ისა, გასწორებულ თმას ისევ დახვეული სჯობს იმჰო
    ეს სახლი აჩოსია?:/ რა მააგრი ეზო აქვს😐

    და თარიღს არ დადებ? :დ

    • vekoo said

      ჰო, მგონი გავხდი სიყვარულოვნა :დ ყველაფერი დიდი და ჩამოწელილი მაქვს ტანზე :დ არადა შუაღამესაც გემრიელად გეახლები ხოლმე.

      ცაა? ცაზე მეც გამოვშტერდი, მე არ გამიკეთებია, თავისით გამოვიდა ასეთი ფერი. ძაან ლამაზი ცაა ^_^

      თმა აჩოსაც დახვეული უფრო მოსწონს, ანუ გასწორებული მომბეზრდებაო და ბუნებრივად ტალღოვანი არაო :რავი: სულ გასწორება მეც მეზარება ^_^

      აჩოსია ხო… თარიღს და წვრილმან დეტალებს პერიოდულად დავდებ ბლოგზე :დ

  3. ვერ ვიტან ჩემი კომენტარი მოდერაციას რომ ელოდება ხოლმე😐

  4. MrsMarch said

    გილოცავთ აქაც❤❤

  5. LiLaC said

    გილოცავთ. მიხარია, ჰომ იცი, თქვენი ამბები ^_^
    საქორწინო სამზადისი, ალბათ, ერთერთი ყველაზე სასიამოვნო პროცესია, არადა ზოგი ისე იღლება ამისგან, ზოგი კი საერთოდაც უარს ამბობს.
    ჩემი თქმა რად გინდა, მაგრამ მაინც გირჩევ, რომ ყველაფერი ზუსტად ისე გააკეთო, როგორც წარმოგიდგენია შენი ოცნების ქორწილი (შესაძლებლობების ფარგლებში, რა თქმა უნდა : )))

    • vekoo said

      ჰო, სასიამოვნო პროცესია, დღეს მთელი დღე ვზივარ და ონლაინ ფლენებს ვსერჩავ :დ ჯერ არ მღლის და მერე ვნახოთ ^_^

      ხო, ჯერ–ჯერობით ყველაფერი ისეა, როგორც მინდა. სამამამთლომ ასე გვითხრა: მე მზადების პროცესში არ ჩავერევი, ყველაფერი თქვენ აარჩიეთ რაც მოგეწონებათ და ,მე დაგაფინანსებთო. ასე რომ წინ დიდი სამუშაოები მელის :დ

      • LiLaC said

        ხვალ მივდივარ ქორწილში, თბილისის ზღვის კლუბში. როგორც ვიცი, ძაან კაი გარემოა: ღია ცის ქვეშ პონტიც არის და დახურულიც. შეგითვალიერებ თუ გინდა ^_^

      • vekoo said

        როგორი დრო ატარე?
        აუ, თამთ, როგორი იყო შთაბეჭდილებები გამიზიარე აბა.
        რა პლიუსები და რა მინუსები ქონდა, რა ჯობდა რომ ყოფილიყო და რა აკლდა .
        მანდაც უნდა გავიაროთ, მაგრამ სხვისი თვალით დანახული უკეთესია :დ

  6. irina said

    erti is vici rom lig studio daiqirave fotografad, zaaaaaaalian magar fotoebs igeben, fantastikurs!!! tan dzviric ar girs mgoni ,chemma daqalma daiqirava da saocari fotoebi gadaugo! facebookze naxe😉

    gilocavvv!!!

    • ჰოო, ვნახე ფბ-ზე მათ ფეიჯი, ძალიან ცოტა სურათები უდევებთ, სულ 2 ქორწილის . იქნებ შენ გამილინკო იმ ქორწილის ფოტოები : ))

      • irinka said

        როგორც კი დადებს ფოტოებს, დაგიგდებ ეგრევე😉 როდის გაქვთ ქორწილი ისე? :პ

  7. tamri said

    ვეკოოო, ძალიან მაგარიაა, და გილოცავ სულითა და გულით!!!!!!!!!!🙂

  8. Archilly said

    vgulaobt chukli? :*******

  9. LiLaC said

    ე.ი. ”თბილისის ზღვის კლუბის” ავ-კარგი:
    + კარგი გარემო, რაც გულისხმობს იმას, რომ ირგვლივ არის სილამაზე, ბუნება, სიგრილე (რაც ზაფხულში გადახდილ ქორწილში ერთობ მნიშვნელოვანია)…
    + პარკინგი. არის საკმაოდ დიდი ტერიტორია გამოყოფილი მანქანებისათვის, რაც ზოგ რესტორანთან პრობლემას წარმოადგენს ხოლმე.
    + ლამაზი დარბაზი. და თან საკმაოდ დიდია. გუშინდელ ქორწილში მაგალითად 450 კაცი იყო, მაგრამ ეგ ცუდი იმითაა, რომ მერე ზოგი მაგიდა ძაან შორსააა სადღაც, მაგრამ ნუ მაინც +ია, იქიდან გამომდინარე, რომ თუ დიდი ქორწილის გადახდა გინდა, საკმაო ფართია და სივიწროვე არაა.
    + არის ისიც, რომ თუ იქ გააკეთებ ხელისმოწერის ცერემონიალს, ძალიან ლამაზია. ზღვაში არის დიიდი ტივი, რომელზეც ხალიჩაა დაგებული და ხალიჩის ბოლოში დგას ეს ხელისმოსაწერი მაგიდა, იქამდე კი მარშის ფონზე მიდიხარ და წინ ბავშვებს შეუძლიათ ყვავილებიანი კალათებით გაგიძღვნენ და ა.შ. მოკლედ, ე.წ. კონკის ცერემონიაზე მეტად ეფექტური გამოდის (გუშინ კიდევ იყო თვითმფრინავები და მთელი ფინწიკლიუშკები : ))) ზემოდან აყრიდნენ ფერად ქაღალდებს და გამობმული ქონდათ წარწერა მარიკა+გიორგი და დაფრინავდნენ გარშემო.

    პრინციპში, შენს ნებასურვილზეა ალბათ გაფორმება როგორი იქნება. მე არ მომეწონა მუსიკა, მაგრამ არ ვიცი ეს მუსიკოსები რესტორნის იყვნენ თუ ამათმა მოიყვანეს. იყო კიდევ რამდენიემ საცეკვაო ნომერი, რომელიღაც ანსამბლი ასრულებდა. ნუ, მუსიკალურ გაფორმებას ალბათ თავად შეარჩევ. მერე უკვე კი მოვიდა დიჯეი, მაგრამ მალევე წამოვედი…

    უარყოფითი შეიძლება მხოლოდ ის იყოს, რომ ვისაც მანქანა არ ყავს, იმისთვის ცოტა ძნელი იქნება გადაადგილება. მე მაგალითად წამოსვლა მინდოდა ესე 10-11 საათისთვის, მაგრამ სხვებზე ვიყავი დამოკიდებული. ნუ, ტაქსი შეილება გამოიძახო, მაგრამ, ალბათ, ძალიან ძვირს მოგთხოვს და თან ბევრი ვერც აგნებს…

    მე პირადად ახლა რომ მქონდეს ქორწილი მანდ გადავიხდიდი. მაინც სხვა გარემოა, რა…

    • vekoo said

      ძაან მაგარია. ამ ქორწილის სურათები სად შეიძლება ვნახო?

  10. qristi said

    ვაიმე რაღაცნაირად გადმომედო უცებ შენი განწყობა, რამოდენიმეჯერ შემოვიხედე სენთან მაგრამ პოსტების სიმრავლის გამო არ წამიკითხავს და ეხლა დავერიე:) ხო მართლა გილოცავ ულამაზესი წყვილი ხართ და სულ ასეთი ბედნიერები გამყოფოდ ღმერთმა, ძალიან მომეწონა შენთან, თანაც მგონი ორივეს საყვარელი ფერია გაქვს არჩეული, წარმატებები პირად ცხოვრებაში

    • vekoo said

      შენც იასამნისფერი ხარ? ^_^ დიდი მადლობა : ))

      … არადა, მე ვფიქრობ, რომ პოსტებს ხშირად არ ვწერ😀

  11. sheila said

    vin xar ar vici da ra azri akvs, bednierebas gisurvebt. ar var xolme egeti ketili, magram martla iisperi posti iko

  12. […] ქორწილის თარიღი […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: