ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

საქორწილო ციებ-ცხელება – vol1. რესტორანი

Posted by vekoo on June 26, 2011

წინა-საქორწილო ციებ-ცხელება ნელ-ნელა გადადის პიკის სტადიაში.

ნელ-ნელა იმიტომ, რომ ლამის ყოველ საღამოს 12 საათამდე გამწარებულები დავრბივართ და ყველაფერს ვნახულობთ, ყველაფერს ვაფასებთ, ყველა შესაძლო შემთხვევებს განვიხილავთ … ვხვდებით საჭირო ადამიანებს, ვათვალიერებთ საჭირო ნივთებს. ერთი სიტყვით სრული აურ-ზაური იწყება ჩემთან და აჩოსთან საღამოს 4-5 საათის მერე.

მაგრამ ჯერ-ჯერობით შედეგი ნული : /

ჯერ რესტორანიც კი ვერ შევარჩიეთ რა გვინდა, სად გვინდა და როგორ გვინდა.

პარალელურ რეჟიმში არჩევს აჩოს მამაც, 2-3 დღის მერე ვხვდებით და ჩვენ-ჩვენ ვარიანტებს ვცვლით ხოლმე. მერე შემდეგ საღამოს მივდივართ და ერთმანეთის არჩეულ რესტორნებს დავივლით.

საბოლოოდ სულ ხდება, რომ როგორც ყოველთვის, ჩვენ რაღაც გვაკლდება, რაღაც დაგვრჩენია გასათვალისიწნებელი, მის არჩევანსაც ძირითადად ინტერიერ-ექსტერიერის გამო ვიწუნებთ და ბოლოს ყველაფრის თავიდან დაწყება გვიწევს.

ძალიან რთული და საპასუხისმგებლო ყოფილა საბანკეტო დარბაზის არჩევა. არ მეგონა ამდენი დეტალის გათვალისწინება თუ მოგვიწევდა, მაგალითად


  • ზოგან სკამის საზურგეებს ვიწუნებთ

  • ზოგან სკამზე გადასაფარებლებს და

  • ზოგგან საერთოდ ზოგადად სუფრის გადასაფარებლებს.

  • ზოგან ჭურჭელი არ მოგვწონს

  • ზოგან მაგიდის შესაძლო განლაგებები

  • ზოგან საერთოდაც რესტორნის ფართია შეუსაბამო

  • ზოგან პარკირების ფართი აქვთ ნული.

  • ზოგან , ახლა უკვე ხო თბილისსა და მცხეთაში ლამის უკვე ყველა რესტორანი შემოვიარეთ და ყველაფრის თვითღირებულებაში უკვე მაგრად ვერკვევით, ხოდა ყველაფერი მისაღებია – დარბაზი არც ისეთი ლამაზი და ფართოა, მაგრამ ჯანდაბას, სცენის მდებარეობაც, მუსიკოსები საკაიფოდ უკრავენ, საჭმელების გაფორმება მისაღებია, პარკირებაც, დიზაინერიც ნორმალური ყავთ, მაგრამ ერთი ისაა, რომ ყველაფერი მაინც არაა იმ დონეზე, როგორიც გვინდა, რომ ჩვენ ქორწილში იყოს, ანუ უფრო დაბალი ხარისხისაა ერთი შეხედვით, მაგრამ არა უშავს, ამაზეც თანახმა ვართ, ოღონდაც რამე გადავწყვიტოთ, მაგრამ იმხელა ფასს ითხოვენ, რომ აი პროსტა სისულელეა ბაზარზე არსებულ ფასებთა შედარებით. ამ კონკრეტულ რესტორნებს არ დავასახელებთ, ასეთი რამოდენიმე შეგვხვდა თბილისსში არაფრით რომ არ ბრწყინავენ და გამოირჩევიან სხვებისგან, მაგრამ აი ფასები აქვთ, გულიანად მეცინება ხოლმე.

ეტალონად მყავს ‘კრუიზი’ და მის ფასებსაც კი აჭარბებენ, რაც სრული სისულელეა, აი, ძაან მარაზმი, კაკ მინიმუმ ‘კრუიზზე’ 1/3-ედით ნაკლები მაინც უნდა ღირდეს წესით. ამიტომ აქამც ვსტოპდებით.

რაც შეეხება კრუიზს, ჩვენ რიცხვში უკვე დაგეგმილია ქორწილი, ოღონდ მათაც ბე ჯერ არ მიუტანიათ, ამიტომ საბოლოოდ პასუხი ჯერ არ იციან, მაგრამ მათთვის პრიორიტეტი ის კლიენტები არიან, რადგანაც პირველად მათთან შეთანხმდნენ. რამოდენიმე დღე დარჩა სანამ მათთან საბოლოოდ გაარკვევენ სიტუაციას.

ამიტომ მაინც ვარჩევთ სხვა ვარიანტებს და რა ცუდია, რომ აი პროსტა გიჟს ვგავარ რა, ყველფრით მისაღები ვერ შევარჩიეთ. გუშინ საერთოდ ვფიქრობდი, დავიკიდოთ ქორწილითქო😀 არც ამაზე ვარ უარზე უკვე😀

დღეს ვრჩები კაბის პირველ ეტაპს, ამაზე მომდევნო პოსტში ვისაუბრებ ^_^

12 Responses to “საქორწილო ციებ-ცხელება – vol1. რესტორანი”

  1. ჰმ:/
    არ მეგონა ესეთი საჯახირო თუ იქნებოდა რესტორნის არჩევა

    • vekoo said

      კი, წინასწარ გეტყვი, რომ ძალიან ბევრი საქმე გელოდება. ძალიან ძალიან ბევრი.

      ნუ, ეს იმ შემთხვევაში, თუ გინდა, რომ ყველაფერი უნაკლოდ იყოს : ))

      მე მოთხოვნები მაქვს ძაან ისეთი, მკვლელი და მაღალი😀 +აჩოს მოთხოვნებიც გასათვალისწინებელია და …

  2. LiLaC said

    გოგო, იქ იყავი? თბილისის ზღვაზე?
    ისე, კრუიზის რჩევა მეც მინდოდა, მანდაც კაი გარემო ჩანდა ჩემი ძმის ბანკეტზე რაც ვნახე…
    ფასები ხო ვაბშე ქართული ბაზრის პრობლემაა😐

    • vekoo said

      არ ვყოფილვარ მანდ ერთი უუუუუზარმაზარი მიზეზის გამო და ამ მიზეზმა მე–2 დღეა მომიშთო სიცოცხლე ად მოსვენება :დ
      ისე, კრუიზს რაც შეეხება, მართლა ყველაზე უკეთესი სიტუაცია ფასების მხრივ მანდ იყო – ანუ ყველაფერი ამართლებდა ფასს – ნუ, რა თქმა უნდა, გამონაკლისები იქაც იყო, მაგალითად, ერთი ქორწილი ვნახეთ იმ დღესვე იყო და მოვხვდით, გაფორმება ქონდათ 2200 ლარის, აზრზე ხარ რა იქნებოდა? ხო ძალიან მაგარი გგონია, ლურჯი ვარდებით არის გაფორმებულიო და რომ მივედით და დავათვალიერეთ დაგვხვდა კოშმარი :დ თითოეულ მაგიდაზე იყო სტანდარტული თეთრი ვარდები და მათ ფონზე 5სმ–ით მაღლა იყო ამოწეული შუაში ერთი ცალი ლურჯი ფერის ვარდი. ეგ იყო და ეგ მთელი 2200 ლარი :დ
      ნუ, იასნია ლურჯი ვარდების იდეა ეგრევე წაიშალა :დ

  3. მგონი, ბოლო წინადადება ყველაზე რაციონალური იყო. ძალიან, ძალიან ვიწრო წრეში ჯობია აღნიშვნა და მერე სადმე დაგაზვა, მოგზაურობა და ფულის იქ დახარჯვა : ) უნდა მიათხლიშო ათასობით ლარი რესტორანს, რომელიც გულის სიღრმეში მაინც არ მოგეწონება:/

    • vekoo said

      ხო, ამ ეტაპზე რა ვარიანტიცაა ნამდვილად არ მომწონს:/

      ბანალური წიკი მაქვს – თეთრი კაბა, თორე საერთოდ არ ღირს ქორწილის გამართვა. მაგრამ მე ვინ მეკითხება :დ ვინც იხდის, ის უკვეთავს– ხო გაგიგია : )) ამიტომაც, ისღა დამრჩენია ისე მაინც მოვაწყო ყველაფერი, რომ მერე უკმაყოფილო არავინ დარჩეს : )) პირველ რიგში კი მე :დ

  4. natia121 said

    მე პირადად ისე ვგიჯდები მოდურ, გაფორმებულ, მარტლა ლამაზ ქორწილებზე, რომ პირიქიტ გირცჰევ მტელი ენერგია მოიკრობა და ბოლომდე დაიხარჯო.რესტორანს რაც სჰეეხება, ბანკეტი მქონდა და აბსოლუტურად მემსის სჰენი, ოგონდაც ვერ ვხვდები, რატომ კრუიზი, გაიტვალისწინე, რომ სურატებსჰი სასინლად ცჰანს ეგ რესტორანი, ტუ გენდომება განახებ კიდეც სხვისი ბანკეტის ფოტოებს, მე პირადად “გაგრასჰი” მქონდა და რა სისულელეა იმას არ გირცჰევ(მუსიკოსებიი:@@@@), ხოდა სჰენი არ იყოს და მეც დზაან ბევრი რესტორანი ვნახე და დზალიან მომწნს ორტაცჰალი, რაგაცნაირი ტბილი ფერებია http://www.info-tbilisi.com/ge/ortachala/gallery/ da vgijdei “bermuxaze”, ulamazesia http://www.info-tbilisi.com/ge/bermukha/gallery/ ოგონდ ეს დზალიან დზვირია მგონი:( მონოპოლი http://www.info-tbilisi.com/ge/monopol/gallery/ მაგრამ როგორც მახსოვს ეზო არ აქვს:) მოკლედ არავიტარ შHმეტხვევასჰი არ დაიკიდ:D მოგზაურობა და სხვა რამეები მერეც იქნება, მაგრამ ქორწილი?:)

    • vekoo said

      მოდურ და ლამაზად გაფორმებულ ქორწილს არავინ დაიწუნებს😀 ენერგიას რაც შეეხება, უკვე ვსო, გავანიავე😀
      ეხლა შენ კომენტარს რაც შეეხება :
      1) კრუიზის ფოტოები მეც ნანახი მაქვს ნეტში, მაგრამ იმ კუთხით, როგორც მე ვხედავ იქ ინტერიერ-ექსტერიერს, – არა. თვითონ რესტორნის დასათვალიერებლად როცა მივედი, სულ ახალ ახალი კადრები მიცოცხლდებოდა გონებაში😀 ტაკ შტო, მაინც მგონია, რომ ცუდი არ უნდა გამოვიდეს ….
      მანახე აბა სურათები, მაინტერესებს🙂

      2) გაგრას რაც შეეხება, მანდ დაბ დღეზე ვარ ნამყოფი და ვიცი რა სიტუაციაა, დარბაზი კი მოსაწონია, ეზოც და ადგილმდებარეობაც, მაგრამ საჭმელებზე არ მიმდის გული, იმიტომ რომ სულგუნში გამოხვეულ ნადუღში 2 უგრძესი თმა აღმოვაჩინე😦 და კიდეც კაი, რომ გადმოღების მომენტშივე დავინახე და ეგრევე დავაგდე😦 თორე გავრეკავდი :@ იქ მე ამბავს ავტეხდი მაგაზე პირში რომ აღმომეჩინა, რომ ჩავუშლიდი დაბადების დღეს😀 მუსიკოსები ის ერთი გამხდარი გოგო , კაცების გუნდა და ის მიმტანი ტიპი ყავთ მე რაც ვიცი , მაქედან მარტო მომღერალი კაცების ჯგუფს დავტოვებდი – არ მინდა ჩემი ქორწილი სოფლის დისკოტეკას დაემსგავსოს ^_^ ნუ, ისედაც დანიშნულია მანდ იმ რიცხვში ქორწილი.

      3) ორთაჭალამდე არ ჩამოვსულვართ, ძირითადად მტკვრის სანაპიროები (ორთაჭალამდე), დიღმის ტრასებიდა მცხეთი იმენა სულ შემოვიარეთ.

  5. MrsMarch said

    : ))ეს ყველაფერი უკვე ზეპირად ვიცი და მაინც შემოვდივარ და ვკითხულობ !
    მეშველება?

  6. cinikosi said

    au kruizi dzaaalian magariaa🙂

  7. […] საქორწილო ციებ-ცხელება – vol1. რესტორ… […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: