ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

პალმების ჩრდილი და საქორწილო კაბა vol2

Posted by vekoo on June 28, 2011

ცეცხლი დანთებულია და რბოლის სიჩქარე მის გარშემო უფრო და უფრო მატულობს😀

წინა პოსტში რესტორანზე ვწუწუნებდი და ეხლა ერთი ნაბიჯით წინ ვართ: ეს საკითხი გადაჭრილია : ))

მშობლიური პალემების ჩრდილში, წყლის შხეფების ფონზე და ბრიზის თანხლებით გაიმართება ჩვენი ქორწილი : ))

ეხლა ეს ყველაფერი ისე აღვწერე, დიდი იმედი მაქვს რამე ნიუანსი არ გამოგვრჩა და ყველაფერი მართლა ასე კარგად ჩაივლის.

დარბაზის დიზაინიც შერჩეულია, მაგრამ მემგონი მე მომიწევს მისვლა და საბოლოო დირექტივების შეტანა.

ეხლა რაც შეეხება კაბას, რასაც წინა პოსტში დაგპირდით.

2 დღე დავუთმე მარჯანიშვილზე სრულიად მაღაზიების შემოვლას და რაც მომეწონა ყველა კაბა მოვისინჯე, უამრავი სილუეტი დავტესტე და რაც ამ ეტაპზე ბაზარზეა ყველანაირი კაბა ვნახე ჩემ ტანზე.

პირველ დღეს აჩი და ნინი მყავდა წაყვანილი , თამთაც იქვე MacDonalds-თან შეგვხვდა სრულიად შემთხვევით და ყველანი ერთად ერთობლივი ძალებით შევუდექით დალაშქვრის ოპერაციას : D

იმ დღეს სულ 3 მაღაზიაში ვიყავი, იმიტომ რომ უკვე გვიანი იყო, კვირა დღის საღამოს 8 საათი და უმრავლესობა უკვე დაკეტილი დაგვხვდა. ამ დღეს მოვიზომე სულ 4 კაბა, და იქიდან სულ სულ პირველად მოზომებული ყველაზე მეტად მომეწონა.

დიზაინერის შერჩევაში ანანო დამეხმარა და დამაკავშირა აკა ნანიტაშვილთან, მას თავის სადიზაინერო სალონში (თუ როგორც ქვია) ვესტუმრეთ, ვესაუბრე რა მინდოდა და როგორ, იქამდე facebook-ზე დავუკავშირდი და ვანახე სურათები თუ როგორი მინდოდა და მაღაზიებში გავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საერთოდ სხვა ტიპის და სირთულის კაბა მომწონდა. ამიტომ აკამ შემომთავაზა, რომ კიდევ ერთხელ გამევლო და ამომერჩია რა მინდოდა, შემდეგ კი ისეთს შემიკერავდა.

შემდეგ წასვლაზე უკვე დედა წავიყვანე, – სამოსის არჩევისას არასოდეს ვითვალისწინებ მის აზრს რომელი ვიყიდო, მაგრამ ამ საქმე ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას ეხება და მომინდა მისი აზრიც მომეწმინა. მე, აჩო და დედა წავედით და ამჯერად უკვე ყველა მაღაზია შემოვიარეთ, იმ დღეს მართლა უამრავი კაბა ვნახე და საბოლოო ვარიანტზეც ჩამოვყალიბდი.

სხვათა შორის, საბოლოო ვარიანტი ისეთ მაღაზიაში ვიპოვე, ძალიან რომ ვერ წარმოვიდგენდი😀

მეორე დღეს შევხვდი და ვანახე ამორჩეული 2 ვარიანტი, საიდანაც ერთის გულ-მკერდის ფორმა ავარჩიე და მეორის- წელს ქვემოთ გაშლილობა და დიზაინი.

გუშინ უკვე ვიყავი და ზომებიც ამიღეს, ამ დღეებში ნაჭრის ამოსარჩევადაც ერთად წავალთ და უკვე დაიწყებენ კერვას.

ძაან კი ვნერვიულობდი, მაგრამ კაბაც ფაქტიურად მაქვს უკვე.   ძალიან საყვარელი გოგოა აკა, აფსოლიტურად ვენდობი და ვაიმე, დიდი იმედიც მაქვს, რომ ეს ნდობა ცუდად არ შემომიტრიალდება : D

ერთი ისაა, რომ გამყიდველებისთვის ძალიან პრობლემატური მყიდველი ვარ და ეჭვი მაქვს ასევე ვიქნები შეკერვის პროცესშიც და თითოეულ დეტალს ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევ და არ მინდა ამ მხრივ რამე ნიტო იყოს😀 ამ ეტაპზე აფსოლიტურად ყველაფრით საჭიროზე მეტად კმაყოფილიც კი ვარ კაბის თემას რაც შეეხება და მინდა ბოლომდე ასე გაგრძელდეს : ))

წინა დღეებში ვიყავით ქორწინების სახლში, გავარკვიეთ პირობები , რა საბუთები თუ თანხა იყო საჭირო და აღმოჩნდა, რომ პირადობის მოწმობის და 150 ლარიანი სალაროს შემოსავლის ორდერის გარდა (ეს ჩემთვის, თქვენთვის 150 ლარიანი ქვითარი უბრალოდ : D ) არაფერი ყოფილა საჭირო.

რადგანაც რესტორანი და დღე უკვე ვიცი, უკვე შემიძლია როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავ გავუაროთ და ხელის მოწერის კონკრეტულ დროზეც შევთანხმდეთ, თორე არ მინდა დამაგვიანდეს და მერე ვინმე ჩაჯდეს ჩემ შერჩეულ დროში :  ))

ბონუსად მინდოდა ფლეშ-მობის ვიდეო დამედო, თუ როგორ ვაწერთ მე და აჩო ხელს , მერე კი გენერალურ საქორწილო ვალსს ვასრულებთ და ბოლოს გამგელებული მკოცნის😀 მაგრამ რაღაც ჭედავს ჩემ ინეტი და არაფრით იტვირთება იუთუბზე.

12 Responses to “პალმების ჩრდილი და საქორწილო კაბა vol2”

  1. vekoo said

    ეს პოსტიც წინას მსგავსად ტოპეულში მოხვდა და რამეს რატო არავინ წერთ?😀

  2. natia121 said

    gilocav problemebis mogvarebas, ra kargia<3❤ dzalian momewona restornis idea:) velodebi kabas:) da rodis apireb? (gamomrcha sadme magis wakitxva?:)

  3. LiLaC said

    სადაა ანუ რესტორანი?
    კაბა როგორია, დაახლოებით მაინც აღწერე, რაა.
    ქორწილი როდისააა.
    თამადა ვინაა?
    :დ
    უი ძაან შევიჭერი როლებში

    • vekoo said

      ჰა ჰაააჰ😀 თამადას რომ გავიცნობ გაგაცნობ მერე აუცილებლად😀

      ნუ ხარ სულსწრაფი, თამთა😀 ეტაპობრივად ყველაფერს დავწერ😀

    • tamada =))

  4. Jessie said

    გილოცაააააააავ ..ძალიან მიხარია.. რა თრიღია აქვთა რჩეული?

  5. 1. აკა ბიჭი მეგონა სახელიდან გამომდინარე :ო
    2. აჩო როგორ დაგყავს კაბის ასარცევად? :ს არ გინდა რომ ქორწილის დღეს გნახოს პირველად კაბაში?:/

    • vekoo said

      1) არა, გოგოა😀 თან რა გოგო😀
      2) მინდა ისეთი შევიკერო,როგორიც აჩოს უნდა. რატომღაც დაემთხვა ჩვენი მოსაზრებები და მე და აჩოს ერთი მოგვეწონა და თამთას და ნინოს – მეორე,
      აჩო რომ არ ყოფილიყო შეიძლებოდა გოგოებს რაც მოეწონათ ისეთისკენ გადავხრილიყავი, რაც აჩოს უკვე ვიცი, რომ არ მოსწონს.
      ჩემ ტანზე შეკერილი სულ სხვანაირი იქნება, ამიტომ მოსაზომად როცა წავალ გარეთ დამელოდება ხოლმე😀 ტაკ შტო არ ექნება ნანახი

  6. cinikosi said

    tarigi tqvii ra vekooo mainteresebs :)))

  7. მომანდომა შენმა პოსტმა გათხოვება : ))

  8. […] პალმების ჩრდილი და საქორწილო კაბა vol… […]

  9. […] პალმების ჩრდილი და საქორწილო კაბა vol… […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: