ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Archive for ივლისი, 2011

ვეკოს ბლოგზე შემოპარული MrsMarch

Posted by March on ივლისი 27, 2011

მოგესალმებით ყველას, ვინც მიცნობთ და არ მიცნობთ, ყოველი შემთხვევისთვის დასაწყისშივე გეტყვით, რომ მე MrsMarch  ვარ, ვეკოს მეგობარი. ჩემს შესახებ რამდენიმეჯერ ახსენა კიდეც პოსტებში და ალბათ თქვენ, ვინც მე არ მიცნობთ, შეძლებთ ჩემს გახსენებას. ეს ისე, შესავლის მაგივრად. 

  ჩემი თვალით დანახული სამზადისი რა თქმა უნდა ვერ იქნება სრულყოფილი, მაგრამ ბლოგის ავტორი და თვით ქორწინების ეპიცენტრი ვეკო მოგიყვებათ. ეს პოსტი კი მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოიწყინოთ.

ყოველ დღე რამდენიმე საათის მანძილზე ვეკონტაქტები ვეკოს და ისიც მთელი მონდომებითა და სისწრაფით ცდილობს მოასწროს ყოველი წვრილმანის მოყოლა. მოკლედ, სიტუაცია ასეთია: მოდის ვეკო, მიყვება, ვმსჯელობთ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავდივართ (მაგ. მე: – აჩომ ჩაკვრები უნდა გააკეთოს ცეკვის დროს? ვეკო: – კი. მაგას გასმები ქვია ოღონდ. ქართულ ცეკვაში ჩაკვრები არაა.) და ბოლოს გვიხარია, გვიხარია! ვეკოს უხარია, რომ აჩოსთან ერთად იცხოვრებს, მე მიხარია რომ ახლოს იქნება, ვეკოსაც უხარია ეს და მოკლედ ვრჩებით გაღიმებულები!

ამჟამად ვეკო ნერვიულობის სტადიაშია, აჩო ამშვიდებს. =]

დარბის, დარბის, დარბის! 

კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, რადგან არ მინდა ვეკოს თავის ბლოგზე ექსკლუზივის უფლება წავართვა. მეც ერთი სული მაქვს როდის დადგება ეს ნანატრი დღე!

ვეკო! იმედია არ გაბრაზდები როცა შენს ბლოგზე შემოსული ამ პოსტს წაიკითხავ, ეს ჩემი პირველი გესთპოსტია, რომელიც  შემოპარვით დაგიწერე :* დილამშვიდობისა ვეკო! მიყვარხარ!

Advertisements

Posted in ახალი ოჯახი, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, ქორწილი | Tagged: , , , , , , , | 6 Comments »

ადრენალინი

Posted by vekoo on ივლისი 18, 2011

დღეს ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ

მემგონი მორჩა და დასრულდა ჩემი კვირაზე დიდხნიანი გლოვის  ეპოქა : D

დღეს ანანომ დამირეკა და უუუუძალიანმაგრესი რაღაცა მითხრა : ))

მომენტალურად მომეხსნა ყველა დაძაბულობა და მგონი მართლა პირველად გავიღიმე მთელი ამ დროის მანძილზე. ხვალ საღამოსთვის უკვე დაზუსტებით მეცოდინება ყველაფერი და აქაც მერე დავწერ რა ხდება და როგორ …

და კიდევ ერთი პოზიტივი ^_^

დღეს ვიგრძენი რა არის “ექშენი” და “მოუვმენთი” ნაზავში : D

პირველად ვიჯექი სკუტერზე და აი ძაააააააააააან მაგარი იყო!

აი, ხო არც ისე დიდ პერიფერიაზე ვატარებდი,- კოსტავაზე გეპეიდან მაკდონალდსამდე და უკან წრეზე – მაგრამ ააააააააააააააააააააა ვიგრძენი ძააან  ბევრი ადრენალინი.

ამდენი მანქანითაც არ მიგრძვნია ვიწრო ქუჩაში ადგილიდან მომენტალურად ძალიან სწრაფად რომ ვძრავ ან უცებ გაზს რომ დავადგავ და გამაფრენს ხოლმე.

აი, დღევანდელი საერთოდ საერთოდ სხვა შეგრძნება იყო. სახელურებზე ხელს ვატრიალებდი – ანუ გაზს ვაძლევდი და წამიერად მივფრინავდი. ძალიან მაგრად გამისწორდა, მითუმეტეს რომ პირველად ვატარებდი.

ხოდა, აჩოს რაც ვიცნობ სულ უნდა მოტოს ყიდვა და მე მეშინოდა რომ არ დამტვრეულიყო, ამიტომ თავს იკავებდა, მაგრამ ეხლა უკვე ვიცი რა სასიამოვნოა ქალაქში ორბორბალზე სიარული, ამიტომ თანახმა ვარ : D

სახლში რომ მოვედი ინეტში დავსერჩე და ისეთი წყლის სკუტერი ვიპოვე, ზღაპრული ქალთევზები და სირინოზები მონაგონია : D


ძააან მაგარია, თან ძალიან ძვირიც არ ღირს. ამიტომ ვისაც უნდა შეუძლია ეხლავე გამოიწეროს და ამ სეზონზე უკვე მოასწრებს ამითი ტალღებში ნებივრობას : ))

ამჯერად ველოსიპედები უკვე აღარ გვყოფნის და ოდესმე- სულ მალე მოვა დრო როცა ასე მოვივლით საქართველოს :  D

Posted in ვეკო და აჩო, ივენთ-განხილვა, ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური | Tagged: , , , , | Leave a Comment »

S.O.S. პრობლემა მაქვს

Posted by vekoo on ივლისი 14, 2011

when you have problem,just sing,your favorite,song,problem is,batter than,your voice

არ ვიცოდი რა ცუდი ყოფილა, როცა ვიღაცაზე მთლიანად დამოკიდებული ხარ, როცა შენი ბედ-იღბალი მთლიანად მის ხელშია – ზუსტად გამოვთქვი: ჩემი ბედ-იღბალი მის ხელებშია და მე სერიოზულად მეშინია.

ასეთი აღელვებული და შეშინებული არასოდეს მახსოვს ჩემი თავი, მით უმეტეს, ასე გრძელვადიანად – ვზივარ, ვწევარ თუ დავდივარ ყველგან ის და მისი მოვალეობა მახსენდება და ცუდად ვხდები, მინდა გავიქცე რეალობისგან და არასოდეს ვიფიქრო შედეგზე … თუ რა გამოუვათ …

გუშინდელამდე ამას ასე თუ ისე ვახერხებდი,- ჩემ გარდა არავინ იცოდა ჩემი გასაჭირი, გუშინ კი უკვე ვეღარ მოვითმინე და ‘გავსკდი’.

მგონი უკვე კონკრეტიკის დროა, თორე დარწმუნებული ვარ, ისეთ ვიღაცას მოიაზრებთ ჩემი წერის მუზად, ვინც არაფერ შუაშია არაფერთან და პირიქით, მამშვიდებს და მხარში მიდგას.

ე.ი. საქმე ეხება ჩემ საქორწილო კაბას.

საიდან დავიწყო არც კი ვიცი, უამრავი ხარვეზია, რომელიც დროზე უნდა გამოსწორდეს და არ ვიცი ბოლომდე გამიქაჩავს თუ არა ნერვები. ადამიანს, ვისთანაც შესაკერად მივდიოდი მთლიანად ვენდობოდი და ამ ეტაპზეც იგივე ჭკუაზე ვარ, მაგრამ უკვე ეჭვი მეპარება რამდენად გამიმართლდება იმედები.

რა მაქვს საწუწუნო? რამოდენიმე მიზეზია, რომელიც დროსთან ერთად გაჩნდა და მეტ-ნაკლებად ქრონოლოგიურად აქვე ჩამოვწერ.

  1. თანხა – თავდაპირველთან შედარებით ჯერ ორჯერ გაიზარდა, შემდეგ კი 1/3ედით მოიმატა. ანუ 266% გახდა თავდაპირველთან შედარებით. ეს დიდი პრობლემა არ ყოფილა, იმიტომ რომ ისედაც დაახლოებით ამ ფასად ვაპირებდი, მაგრამ უკვე მორიგებული ‘სტავკა’ ასე რომ იზრდება  უკვე უსიამოვნო მომენტია. მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც დავთანხმდი ამ წინადადებას იმ იმედით, რომ საბოლოოდ ზღაპრული გამოვიდოდა  : ))

  2. ვადები –           1) ე.წ. ‘პრიმერკებისათვის’ შეთანხმების მომენტში ასეთი წინადადება იყო, რომ მინიმუმ 5-6 ჯერ მაინც დამჭირდებოდა  მისვლა. ეხლა დაახლოებით 10ჯერ მაინც ვიყავი უკვე და კაბის ჯერ ნახევარიც კი არაა დამთავრებული.                                                                                                                                                                         2) კვირაში უკვე თავისუფლად ასწრებდნენ შეკერვას – 2 კვირა უკვე გადის და ჯერ შედეგს ვერ ვხედავ.

  3. დამოკიდებულება დიზაინერთან არ მაქვს პრეტენზია, მაგრამ თვითონ მკერავი აგდებულად ეკიდება ჩემ შეკვეთას. მაქვს განცდა, რომ უბრალოდ დროს წელავს და ერთ მონაკვეთზე რომ ძაფს გადაატარებს იმის მოსაზომადაც კი მიბარებს.როცა აკა იქაა და რამეს შევჩივლებ მაქსიმალურად მისმენს და ითვალისწინებს ჩემს სურვილს, მაგრამ ის ქალი … ერთი სული მაქვს იმ კაბას როდის გავიძრობ და იქიდან გამოვვარდები ხოლმე. უსიტყვო და მორცხვი ტიპი არ ვარ რომ არ ვუთხრა უარყოფითი ჩემი აზრი  და დამოკიდებულება ვინეს. მაგრამ უნიკალური ფრაზა: ‘ჯერ ყველაფერი ხო კეთების მომენტშია და ეგ როგორ იქნება ჯერ’ უკვე ნერვებს მიშლის.  და საერთოდ მიკარგავს იმ კაბის ჩაცმის სურვილს.

  4. დეტალები ყველაფერი ისე არაა, როგორც უნდა ყოფილიყო. ორი მნიშნველოვანი დეტალი საერთოდ სხვანაირი მინდოდა. 1) კორსეტი – კორსეტის კაბასთან თანხვედრის ადგილი გადაჭრილია და შემდეგ გადაკერებული, რაც კატეგორიულად არ მინდოდა – სხვანაირად არ გამოვიდოდაო , ამას ყველაფერს ისე გავაფორმებთ, რომ საერთოდ არ გამოჩნდებაო. და ეჭვი მაქვს არ მომეწონება არც ეს ორნამენტებით გაფორმებული და მერე უკვე ძალიან ცუდ რაღაცას ვიზავ. 2) ქვედა ნაწილის სილუეტი – უბრალოდ მოკლედ ვიტყვი, რომ შესაცვლელია.კიდე არის რაღაც რაღაცები, რაზეც არ მინდა თავი კიდე ძალიან დებილად დაგანახოთ და არ დავწერ. მეც არ ვიცი კატეგორიულად რატო არ ვითხოვ რამეს როცა იქ ვარ ხოლმე, მაგრამ ვჩუმდები ერთი უბრალო და ელემენტარული ფრაზის გამო : ჯერ კერვის პროცესია და ყველაფერი ისე იქნება, რომ მოგეწონება, როგორ შენ გინდოდა.თუ ბოლოს მართლა ასე არ იქნება მერე მომიწევს მეც ვიმოქმედო.

ამის წამკითხავ ნებისმიერს გაუჩნდება შთაბეჭდილება ეს სად მივიდაო, მაგრამ ასე არაა, სოლიდურ ადამიანთან მივედი შესაკერად და წინა პოსტში ვახსენე კიდეც. [ https://vekoo.wordpress.com/2011/06/28/palmebis-chrdili-da-saqorwilo-kaba-vol2/ ] ძალიან ცუდია, რომ ჯერ შედეგი სახეზე არაა და უკვე უკმაყოფილო ვარ, ყველაფერი კი ისევ და ისევ დამოკიდებულების ამბავია – აკა რომ როგორც არის ისეთი დამიკიდებულებით არ იყოს ჩემ მიმართ, კარგა ხნის წინ გამოვართმევდი უკან ფულს და სხვასთან მივიდოდი, მაგრამ ეხლა მე მომწონს მისი მუშაობის სტილი, რასაც ვერ ვიტყვი მის ერთ_ერთ მკერავზე.

ძალიან მინდა შემდეგი პოსტი იმედიანი იყოს …

სახელის გატეხვას თავის გატეხვა გერჩივნოსო – ნათქვამია კიარადა, ბლოგერის ყბაში ჩავარდნას თავის გატეხვა გერჩივნოსო და მართლდება : )) სამაგიეროდ, თუ ყველაფერი მართლა ისე გამოვიდა როგორც მაიმედებენ, ამაზე მეტი უფასო რეკლამა რა იქნება :დ

Posted in ამოხეთქა, ივენთ-განხილვა, პიკანტური რეალობა, ქორწილი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , | 20 Comments »

ოძისი

Posted by vekoo on ივლისი 10, 2011

როგორ დავიწყო არ ვიცი, ნოუთებში წერა არ გამომდის ხოლმე, მაგრამ სახლში კომპი არ მაქვს : (( სამაგიეროდ მაქვს ინტერნეტი, რომელსაც ვერაფერში ვიყენებ : ((
ამიტომ ეხლა ავტობანიდან ერთ-ერთ გადასახვევში დიდი ალვის ხის ძირში ვწერ ამ პოსტს ნოუთში.

დილით მე, აჩო, სალო და სანდრო სოფელში წავედით. სოფელს ქვია ოძისი და თბილისიდან ძალიან ახლოს– ახალგორის რაიონში მდებარეობს, – სულ 5 წუთის სავალია ჩემი ჭიშკრიდან იქამდე.

ახალგორში ეხლა ქართველებს აღარ დაგვედგომება,- რუსის “ცუდი ბიძიები” ბატონობენ. ამიტომ იმ ადგილებში, სადაც სულ რაღაც 3-4 წლის წინ ყოველ ღამე დავსეირნობდით ხოლმე ბირჟიდან წამოშლილი ბავშვები, სადაც ზაფხულის ყოველ მცხუნვარე დღეს არხის სათავეზე ვაღამებდით ხოლმე გოგო-ბიჭები, სადაც ტბაზე სათევზაოდ დავდიოდით, მთაში სოკოს ან მაყვლის მოსაკრეფად, დღეს რუსის ჯარი დგას და მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ პიროვნებებს უშვებს იმ ტერიტორიაზე. :პატრიოტი:

ამიტომ ბავშვობის მოგონებები კარგად უნდა შევინახო, სანამ ჩვენი პრეზიდენტი რამეს  მოახერხებს და დაუბრუნებს ჩემ საყვარელ ადგილებს საქართველოს ტერიტორიას.

ოძისზე ადრეც ვწერდი ხოლმე ბლოგზე, აჩოც უკვე კარგად იცნობს – მე-3 ზაფხულია ხშირად უწევს ჩამოსვლა….

ჰოდა, მშვენიერ განწყობაზე მივიოდით და მივიმღეროდით

,

გზად ველოსიპედისტების ჯგუფს გადავეყარეთ, იქვე გზის პირად წყაროც აღმოვაჩინეთ და ერთად განვაგრძეთ გზა, ოღონდ ამჯერად უკვე მე ვიჯექი საჭესთან. ასე მივაღწიეთ სახლამდე.

ჩვენი ერთად ნახვა ყველას გაუხარდა, აჩოს შიშველი უცხოელივით უყურებდნენ მეზობლები :დ სმა-ჭამა დიდად შესარიგის შემდეგ წავედით ეკლესიაში – რაც იყო მიზანი ჩვენი ვოიაჟისა: ჯერ კიდევ შარშან ზაფხულს, როცა პირველად დაველაპარკე მოძღვარს აჩოზე, მაშინ მთხოვა გამაცანიო და მას მერე მხოლოდ ეხლა მოვახერხეთ ერთად ჩასვლა.

აღსარება ჩავაბარე მამა დავითს და ისეთი, ისეთი ჰაეროვანი და რაღაცნაირი ამაღლებული განწყობით ვიყავი რომ გამოვედი , რომ მეგონა დავფრინავდი. ბევრ რამეზე ვესაუბრე მამაოს, რჩევაც ვკითხე ერთი  გადაუწყვეტელი საკითხის შესახებ – ჯვრისწერა – და დამეხმარა : )) ისეთი საყვარელი და სათნო მამაოა მამა დავითი…

მერე აჩოც გავაცანი და გაესაუბრა და ზოგადად მღვდლებისადმი აჩოს სკეპტიკური განწყობის მიუხედავად აჩოც დადებითად განწყობილი გამოვიდა კელიიდან: მომეწონა შენი მოძღვარიო ….
მალე აჩოც ჩემი სულიერი ძმა გახდება : ))

ძალიან “სავსე” გამოვედით ეკლესიიდან, ემოციურად სასიამოვნოდ დამუხტულები : ))

იქიდან წყაროზე ჩავისეირნეთ და ცოტა დავუბრუნდით რეალობას:

 მე და ფონზე აჩო და სანდრო ;  მე და აჩო ჩახუტებულები

ესეც ჩემი ძმაა, ჩემი საყვარელი სანდრო : ))

 სანდრო,  მე და სანდრო .

სალო – ჩემი და

ესეც ჩემი ბოდი გარდი ყველგან და ყველა სიტუაციაში.

საღამოობით აქ ჩამოსვლა ყველაზე მეტად გვიყვარს ხოლმე, ადრე აქ გზის პირას ლამაზი სკამები იყო და ყველაზე მიმზიდველი ადგილიც საბირჟაოდ ^_^  ეხლა? ეხლა გზა მოასწორეს და ბირჟაც დაიშალა :დ


ერთმანეთს ღიპებს უსინჯავენ

და ბოლოს როგორც იქნა დავბრუნდით სახლში, სადაც კიდევ ერთხელ გაშლილი სუფრა დაგვახვედრეს :დ მაგრამ ამჯერად მხოლოდ სალოს გაკეთებული ტორტით დავნაყრდი, და უნდა ვთქვა, რომ უგემრიელესი იყო. საალ, გაღიარებ :*

მერე უფროსებმა აჩოს მცირე ექსკურსი ჩაუტარეს მინი ადგილ-მამულების ამბავში :დ მეც გამოვიცვალე სამოსი და “ახალგაზრდობა გავიხსენე” : ))

ესეც სამი ჩემი უსაყვარლესი ადამიანი – შუაში ალექსანდრე : )) ჩემი პაპა (მე მყავს პაპა და მყავდა ბაბუაც- სახელებს ორივეს კუთხის მიხედვით ვეძახი/ვეძახდი)

და ბოლოს, რა იქნებოდა პოსტი თივის ზვინთან გადაღებული სურათიც რომ არ დამედო დესერტად :დ

სალო და სანდრო სოფელში დარჩნენ, ჩვენ კი წამოვედით, გზა ფანტასტიური იყო ერთად, თან ცოტა შემოგვაღამდა და საყვარელი მუსიჯის თანლებით მგზავრობა ორივეს მაგრად გვისწორდებოდა, მითუმეტეს, რომ სუუულ სულ ცოტა წვიმამაც დაცხო მეტი რომანტიკის შესამატებლად :დ

Posted in ვეკო და აჩო, ივენთ-განხილვა, პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური | Tagged: , , , , , , , , , , | 6 Comments »