ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

S.O.S. პრობლემა მაქვს

Posted by vekoo on July 14, 2011

when you have problem,just sing,your favorite,song,problem is,batter than,your voice

არ ვიცოდი რა ცუდი ყოფილა, როცა ვიღაცაზე მთლიანად დამოკიდებული ხარ, როცა შენი ბედ-იღბალი მთლიანად მის ხელშია – ზუსტად გამოვთქვი: ჩემი ბედ-იღბალი მის ხელებშია და მე სერიოზულად მეშინია.

ასეთი აღელვებული და შეშინებული არასოდეს მახსოვს ჩემი თავი, მით უმეტეს, ასე გრძელვადიანად – ვზივარ, ვწევარ თუ დავდივარ ყველგან ის და მისი მოვალეობა მახსენდება და ცუდად ვხდები, მინდა გავიქცე რეალობისგან და არასოდეს ვიფიქრო შედეგზე … თუ რა გამოუვათ …

გუშინდელამდე ამას ასე თუ ისე ვახერხებდი,- ჩემ გარდა არავინ იცოდა ჩემი გასაჭირი, გუშინ კი უკვე ვეღარ მოვითმინე და ‘გავსკდი’.

მგონი უკვე კონკრეტიკის დროა, თორე დარწმუნებული ვარ, ისეთ ვიღაცას მოიაზრებთ ჩემი წერის მუზად, ვინც არაფერ შუაშია არაფერთან და პირიქით, მამშვიდებს და მხარში მიდგას.

ე.ი. საქმე ეხება ჩემ საქორწილო კაბას.

საიდან დავიწყო არც კი ვიცი, უამრავი ხარვეზია, რომელიც დროზე უნდა გამოსწორდეს და არ ვიცი ბოლომდე გამიქაჩავს თუ არა ნერვები. ადამიანს, ვისთანაც შესაკერად მივდიოდი მთლიანად ვენდობოდი და ამ ეტაპზეც იგივე ჭკუაზე ვარ, მაგრამ უკვე ეჭვი მეპარება რამდენად გამიმართლდება იმედები.

რა მაქვს საწუწუნო? რამოდენიმე მიზეზია, რომელიც დროსთან ერთად გაჩნდა და მეტ-ნაკლებად ქრონოლოგიურად აქვე ჩამოვწერ.

  1. თანხა – თავდაპირველთან შედარებით ჯერ ორჯერ გაიზარდა, შემდეგ კი 1/3ედით მოიმატა. ანუ 266% გახდა თავდაპირველთან შედარებით. ეს დიდი პრობლემა არ ყოფილა, იმიტომ რომ ისედაც დაახლოებით ამ ფასად ვაპირებდი, მაგრამ უკვე მორიგებული ‘სტავკა’ ასე რომ იზრდება  უკვე უსიამოვნო მომენტია. მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც დავთანხმდი ამ წინადადებას იმ იმედით, რომ საბოლოოდ ზღაპრული გამოვიდოდა  : ))

  2. ვადები –           1) ე.წ. ‘პრიმერკებისათვის’ შეთანხმების მომენტში ასეთი წინადადება იყო, რომ მინიმუმ 5-6 ჯერ მაინც დამჭირდებოდა  მისვლა. ეხლა დაახლოებით 10ჯერ მაინც ვიყავი უკვე და კაბის ჯერ ნახევარიც კი არაა დამთავრებული.                                                                                                                                                                         2) კვირაში უკვე თავისუფლად ასწრებდნენ შეკერვას – 2 კვირა უკვე გადის და ჯერ შედეგს ვერ ვხედავ.

  3. დამოკიდებულება დიზაინერთან არ მაქვს პრეტენზია, მაგრამ თვითონ მკერავი აგდებულად ეკიდება ჩემ შეკვეთას. მაქვს განცდა, რომ უბრალოდ დროს წელავს და ერთ მონაკვეთზე რომ ძაფს გადაატარებს იმის მოსაზომადაც კი მიბარებს.როცა აკა იქაა და რამეს შევჩივლებ მაქსიმალურად მისმენს და ითვალისწინებს ჩემს სურვილს, მაგრამ ის ქალი … ერთი სული მაქვს იმ კაბას როდის გავიძრობ და იქიდან გამოვვარდები ხოლმე. უსიტყვო და მორცხვი ტიპი არ ვარ რომ არ ვუთხრა უარყოფითი ჩემი აზრი  და დამოკიდებულება ვინეს. მაგრამ უნიკალური ფრაზა: ‘ჯერ ყველაფერი ხო კეთების მომენტშია და ეგ როგორ იქნება ჯერ’ უკვე ნერვებს მიშლის.  და საერთოდ მიკარგავს იმ კაბის ჩაცმის სურვილს.

  4. დეტალები ყველაფერი ისე არაა, როგორც უნდა ყოფილიყო. ორი მნიშნველოვანი დეტალი საერთოდ სხვანაირი მინდოდა. 1) კორსეტი – კორსეტის კაბასთან თანხვედრის ადგილი გადაჭრილია და შემდეგ გადაკერებული, რაც კატეგორიულად არ მინდოდა – სხვანაირად არ გამოვიდოდაო , ამას ყველაფერს ისე გავაფორმებთ, რომ საერთოდ არ გამოჩნდებაო. და ეჭვი მაქვს არ მომეწონება არც ეს ორნამენტებით გაფორმებული და მერე უკვე ძალიან ცუდ რაღაცას ვიზავ. 2) ქვედა ნაწილის სილუეტი – უბრალოდ მოკლედ ვიტყვი, რომ შესაცვლელია.კიდე არის რაღაც რაღაცები, რაზეც არ მინდა თავი კიდე ძალიან დებილად დაგანახოთ და არ დავწერ. მეც არ ვიცი კატეგორიულად რატო არ ვითხოვ რამეს როცა იქ ვარ ხოლმე, მაგრამ ვჩუმდები ერთი უბრალო და ელემენტარული ფრაზის გამო : ჯერ კერვის პროცესია და ყველაფერი ისე იქნება, რომ მოგეწონება, როგორ შენ გინდოდა.თუ ბოლოს მართლა ასე არ იქნება მერე მომიწევს მეც ვიმოქმედო.

ამის წამკითხავ ნებისმიერს გაუჩნდება შთაბეჭდილება ეს სად მივიდაო, მაგრამ ასე არაა, სოლიდურ ადამიანთან მივედი შესაკერად და წინა პოსტში ვახსენე კიდეც. [ https://vekoo.wordpress.com/2011/06/28/palmebis-chrdili-da-saqorwilo-kaba-vol2/ ] ძალიან ცუდია, რომ ჯერ შედეგი სახეზე არაა და უკვე უკმაყოფილო ვარ, ყველაფერი კი ისევ და ისევ დამოკიდებულების ამბავია – აკა რომ როგორც არის ისეთი დამიკიდებულებით არ იყოს ჩემ მიმართ, კარგა ხნის წინ გამოვართმევდი უკან ფულს და სხვასთან მივიდოდი, მაგრამ ეხლა მე მომწონს მისი მუშაობის სტილი, რასაც ვერ ვიტყვი მის ერთ_ერთ მკერავზე.

ძალიან მინდა შემდეგი პოსტი იმედიანი იყოს …

სახელის გატეხვას თავის გატეხვა გერჩივნოსო – ნათქვამია კიარადა, ბლოგერის ყბაში ჩავარდნას თავის გატეხვა გერჩივნოსო და მართლდება : )) სამაგიეროდ, თუ ყველაფერი მართლა ისე გამოვიდა როგორც მაიმედებენ, ამაზე მეტი უფასო რეკლამა რა იქნება :დ

20 Responses to “S.O.S. პრობლემა მაქვს”

  1. მაგიტომ ვერ ვიტამ ვერაფრის შეკერვას. მითუმეტეს საქორწინო კაბა როგორ უნდა შეიკერო როცა არ იცი როგორი გამოვა და მაგ ერთმა დეტალმა შეიძლება ყველაფერი ჩაგიშალოს. ნუ მე არ შემიძლია. როდესაც ტანი გიწყობს ხელს და შეგიძლია იყიდო, მოირგო ზუსტად, ნახო კორსეტიც, დეტალების და ყველაფერი და იყო დარწმუნებული რატომ იკერავთ? კერვის დროს ზუსტად ისეთი რომ გააკეთოს როგორიც გინდა სეიზლება უბრალოდ ტანზე არ დაგადგეს კარგად.

    • vekoo said

      2 დღის განმავლობაში როცა მარჯანიშვილზე ყველა მაღაზია შემოვიარე და უამრავი კაბა მოვიზომე, უამრავი მაღაზიის მფლობელი მეუბნებოდა აფსოლიტურად ჯდები სტანდარტებში , ტანზე ყველა კაბა იდეალურად გექნებაო, მაგრამ მაინც შეკერვა მოვინდომე. ეხლა ვნანობ, არ ვიცი რა იქნება შედეგი.

    • გეთანხმები, მეც ყიდვა მირჩევნია, შეკერილი არასდროს არ გამოდის ისეთი მე როგორც მინდა.

      • vekoo said

        არ ვიცოდი თუ ასეთი კოშმარი იქნებოდა კერვის პროცესი😦

  2. LiLaC said

    აუ, მესმის ეხლა როგორ ნერვიულობ : (((( მაგრამ, ვფიქრობ, რომ დიზაინერის ბრალია, თუ მისი მკერავი ურჩობს, იმიტომ რომ სამკერვალო სალონში დიზაინერი განაგებს ყველაფერს და მისი პრესტიჟის საქმეა, როგორ შეკერავს მისი ხელქვეითი.
    ამდენ წვალებას მზა კაბა რომ გეყიდა, არა ? :დ

    • vekoo said

      ჩემ თვალწინ რასაც ეუბნება ასრულებს და დალშე რას აკეთებს არ ვიცი. ეხლა საზღვარგარეთ წავიდა აკა და პირველი “პრიმერკა” იყო მისი თბილისში არყოფნისას რომ ვიყავი და როგორი აღშფოთებული ვარ მეტყობა, კოშმარია.

      ეხლა უკვე მეც ყიდვა მირჩევნია …..😦

  3. kevana said

    იცი რა? მოსთხოვე მკერავს ჩაგაყენოს საქმის კურსში: როგორ იკერება, რა შეიძლება გაკეთდეს და რა ვერა და ა.შ.

    შენ ხარ კლიენტი, უკვეთავ, ის კი ვალდებულია შეასრულოს შეკვეთა, თუ ვერ შეასრულებდა, უნდა ეთქვა თავის დროზე….🙂 გამიგე?

    და მეორეც, დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება მაინც :* ძალიან არ იღელვო ხოლმე ასეთ რამეზე, ანუ წინასწარ ცუდის მოლოდინში ნუ იქნები, ეს ცუდია. ეცადე ნეიტრალური და იმედიანი განწყობა გქონდეს :*
    წარმატებები :*

    • vekoo said

      საქმის კურსში ჩაყენება რომ ვითხოვე მკერავმა : აქ იმდენი დეტალია ყველაფერს დეტალურად ხო ვერ აგიხსნიო:\ მკერავის საქმეაო :@ აუ, ძაან ვღიზიანდები რომ მახსენდება.

      ჰო, მე კლიენტი ვარ და ააააააააა😀 ბოლო 2 მისვლა ვცდილობ ჩემი უფლებები დავიცვა, ამიტომ წინა მისვლისას დავაბარე ქვედა მხარე საერთოდ მოხსენით და შეცვალეთ სილუეტი, თასმების ადგილიც უნდა შეცვალონ და კიდე რაღაცები დავიბარე. პარასკევს უნდა მივიდე.

      • kevana said

        მიდი აბა, თუ შენი მოთხოვნა არ შეასრულეს, იფრინე როგორც ეკუთვნით ისე🙂
        მკერავის საქმე კია, მაგრამ შენ გინდა იცოდე რატომ არ კეთდება მაგალითად ეს:

        კორსეტის კაბასთან თანხვედრის ადგილი გადაჭრილია და შემდეგ გადაკერებული, რაც კატეგორიულად არ მინდოდა – სხვანაირად არ გამოვიდოდაო

        აი აგიხსნას რატომ არ გამოდის სხვანაირად… შენი უფლებაა იცოდე ეს🙂 ვა…. თავისთვის ხომ არ იკერავს იმ კაბას, შენ გიკერავენ… :დ

  4. fefinio said

    ვფიქრობ, ეხლავე უნდა იმოქმედო…უკვე მზა კაბის გადაკეთება ორმაგ დროს მოგთხოვს, ისევ დაელაპარაკე დიზააინერს…ბოლოს და ბოლოს, შენი კაბაა, შენი ფული და შენ დაკრულზე უნდა იცეკვონ…

    • vekoo said

      ხო, ეხლა წასულია და რომ ჩამოვა უკვე დიზაინერს დაველაპარაკები : )

  5. Di@ said

    ქართველმა მკერავებმა არ იციან კარგად კერვა. ვინც იცის,იმას ჰკიდია… მოკლედ, რა! გაგიმწარეს მზადების პროცესი!

  6. natia121 said

    mshvenieri rchevebi mogces da imasga getyvi rom yvelaferi kargad iqneba da yvelaze lamazi patardzali iqnebi😦 :*

  7. ვეკო,მგონი ჯობს ახლავე იმოქმედო,თორემ მერე რომ არ მოგეწონოს,თან ისე ცოტაა დარჩენილი..
    ერთი მკერავი მყავს ამოჩემებული და ვენდობი მთლიანად,ბედნიერი ვარ რომ ასეთი რამ არ დამმართნია,თორემ შემომაკვდებოდა ხელში=))

  8. taknatuna said

    ui exla wavikiTxe შენი ქორწილის ამბები, ისე გამითბა გული, თითქოს მე მქოდეს ქორწილი, მიხარია ბედნიერებას გისურვებთ, :*

  9. taknatuna said

    ჩემს იდეასაც მოგაწვდი,
    http://www.info-tbilisi.com/ge/elitsabanketo/ ეს რესტორანი ნახე?
    მმმმმ უზომოდ მომწონს
    + აკრგი ფოტოგრაფი არ დაგავიწყდეთ.

  10. kevana said

    მოკლედ, საქართველოში პროფესიონალისა და თავისი საქმის მოყვარულის პოვნა ჭირს, ეს რა უბედურებაა😦
    სტომატოლოგი გინდა, კოსმეტოლოგი თუ მკერავი თუ სხვა..

  11. taknatuna said

    kargi mkeravebi namdvilad chirs, getanxmebit😐

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: