ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Reborn

Posted by vekoo on October 30, 2011

იოჩემი ბლოგი, როგორ მომნატრებია.
ეხლა ჩემს ოთახში ვზივარ, ჩემს კომპიუტერთან და ჩემს დასვრილ კლავიატურაზე ვბლოგავ. ჩემი, ჩემი ყველაფერი ჩემია.

ასე მგონია კარგა ხანი გავიდა აქ ბოლო პოსტის დაწერიდან. მას მერე? მას მერე ბევრი რამ შეიცვალა.

ბევრი ჩემს ახალ ჩანაწერებს ელოდებოდა, ვიცი .
დავწერ, მართლა დავწერ და ყველაფერს ასე თუ ისე დეტალურად გავიხსენებ. ეხლა? ეხლა სავსე ვარ, ყველა ასპექტში…

ჩემს თაროს და უჯრებს ჯერ კიდევ ჩემი ნივთების სუნი ასდის, – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც : D ზოგჯერ რაღაცებს ვტრუსავდი ან გვერდებს ვუწვავდი და ისე ვინახავდი, რაც საბოლოოდ სპეციპიკურ სურნელს აყენებდა ჩაკეტილ უჯრაში.

ბლოგის ფერი აღარ მომწონს, სავარაუდოდ შევცვლი.

სხვა სიახლეები? ყველაფერი ახალია, განსაკუთრებული-  სიახლეებს მარტივად ვეგუები …

როგორია 3 თვის მერე ჩემი ცხოვრება ამაზე ოდესმე აუცილებლად დავწერ პოსტს, იქამდე  კი მინდა ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვე, სანამ სრულად დამავიწყდება კლავიატურაზე დაუხედავად ელმავალივით სწრაფი წერა.

ბოლო პერიოდი ყველაფერი მეზარებოდა ნეტს რაც ეხებოდა, სურვილიც არ მქონდა ფბ-ზე შესვლის,  აქ პოსტის წერის, ვინმეს კითხვის.

მერე ნელ-ნელა საყვარელი ბლოგების კითხვას მოვუხშირე : ასეთებისთვის ხელის თითებიც ზედმეტია ჩამოსათვლელად, ფაქტიურად რამოდენიმესაც კი არ ვკითხულობ.

მერე ნელ-ნელა ბლოგლავინსაც შევეპარე და ყველა ძველი ნაწერები გადავიკითხე, კიდევ და კიდევ ვკითხულობდი ახლებს, ფბ-სთანაც აღვადგინე კონტაქტი : D  აქ რთი პოსტიც გამოვაცხვე, მაგრამ ვანილი მაქვს მოსაყრელი, ამიტომაც ჯერ არ ვდებ და საბოლოოდ რეაბილიტაციის კურსიც მგონი, რომ დამთავრებულია.

დღეს დილით ერთი სასაცილო ვიდეო ვიპოვე, უყურეთ და დილას ხალისიანად დაიწყებთ.

პ.ს. აუცილებლად დავწერ გაგრძელებას. ვგრძნობ, რომ ჩემ ცხოვრებაზე წერა მომენატრა. ასე რომ შემდეგი პოსტი უკვე საინტერესო და დატვირთული იქნება. და რაც მთავარია, აუცილებლად იქნება.

11 Responses to “Reborn”

  1. netochka3 said

    “ჩემს თაროს და უჯრებს ჯერ კიდევ ჩემი ნივთების სუნი ასდის, – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც : D ზოგჯერ რაღაცებს ვტრუსავდი ან გვერდებს ვუწვავდი და ისე ვინახავდი, რაც საბოლოოდ სპეციპიკურ სურნელს აყენებდა ჩაკეტილ უჯრაში.”-ამაზე გამეღიმა…ჩემი ქალიშვილიც ასე ინახავდა თავის ნაწერებს…რათა თავის ცნობისმოყვარე დედას არ წაეკითხა…

    • vekoo said

      და ცნობისმოყვარე დედა მაინც კითხულობდა ხო? : )) ნეტა ჩემ შემთხვევაში როგორ იყო? : D

  2. Mari said

    დიდება შენს გამოჩენას! იმედია მალე აღდგება აქაურობა🙂 ხომ იცი, როგორ ველოდები🙂
    უი, მეც მოვუწვავ ხოლმე ზოფჯერ ფურცლებს კუთხეებს😀 უფრო სწორად, ადრე ვუწვავდი, როცა ფურცლებზე ვწერდი.

    • vekoo said

      +1, გვერდებმომწვარ ფურცლებს განსაკუთრებულ შარმი ქონდა : D

      ფენიქსივით განახლდება, იმედი მაქვს : D

  3. MrsMarch said

    არ მჯერა შენს პოსტს რომ ვხედავ!! Welcome Back babe❤ მიხარია რომ დაბრუნდი! იმედია არ დაიკარგები!

  4. tatusi said

    aqa მშვიდობა,, ახალ ამპლუით დაბრუნებას გილოცავ

  5. ყვითელი ფერი რაღაც არ მომწონს :შ
    თვალს ჭრის ძააან:/

    ჰოდა ისა, ეხლა ისევ 3 თვით უნდა დაიაკრგო?

    • MrsMarch said

      მეც ეს ყვითელი ფერი მაღიზიანებს;( ვეკო ნუ გაგვაქცევ ბლოგიდან რა, მაინც არ წავალთ :დ

  6. თოვლი said

    გულის ფანცქალით გელოდი მე, პირადად😀

  7. Vanessa said

    “ჩემს თაროს და უჯრებს ჯერ კიდევ ჩემი ნივთების სუნი ასდის, – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც : D ზოგჯერ რაღაცებს ვტრუსავდი ან გვერდებს ვუწვავდი და ისე ვინახავდი, რაც საბოლოოდ სპეციპიკურ სურნელს აყენებდა ჩაკეტილ უჯრაში.”-ამაზე გამეღიმა…ჩემი ქალიშვილიც ასე ინახავდა თავის ნაწერებს…რათა თავის ცნობისმოყვარე დედას არ წაეკითხა…
    +1

  8. […] Reborn […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: