ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Archive for დეკემბერი, 2011

bad mood

Posted by vekoo on დეკემბერი 26, 2011

არანაირი საახალწლო განწყობა, მოწამლული ვარ და პირშიც ‘ლუკმა არ ჩამდის’.

პირველად მაქვს მგონი ასეთი მუდო წინასაახალწლო განწყობა. ეხლა ერთადერთი, რაც მახსენებს რომ საახალწლო დღეებია ის ქალია ეხლა ოთახიდან ოთახში რომ დადის და ‘საპრაზნიკო უბორკას’  გვიკეთებს.

წეღან ტექნო ბუმში გავედი – ჩემთან ახლოსაა და ამიტომ, კარებშივე კალათით ხელში წითლად ჩაცმული გოგო შემომეღიმილა და ყველაზე იაფფასიანი კამფეტები შემომთავაზა–   ტბ–ის მარკეტინგის განყოფილებავ , თუკი მყიდველების განწყობაზე ზრუნავთ იქნებ  უკეთესი ტკბილეული შეგერჩიათ და  ვაშლის ჯემიანი საწუწნი კამფეტების ნაცვლად შოკოლადის კამფეტებით დაგეწყოთ.

ამაზე ეხლა ბებიაჩემი  და მისი ოქროსფოჩებიანი შოკოლადის კამფეტები გამახსენდა– ესეთი ეხლა რატომღაც არსად შემხვედრია– გემო არ მახსოვს მაგრამ ულამაზესი ოქროსფერი ფოჩები ქონდა და ახალი წელი მის გარეშე ვერც წარმომედგინა.

უსაქმურ–მოწყენილობით რომ მოვკვდი გუშინ 8ზე  სასეირნოთ გამოვედით, აღარასოდეს დავუჯერებ რჩევებს– ეხლა უარესად ვარ , ყველაფერი მტკივა, მშია და  არაფერის ჭამა არ  მინდა.

დღეს ჩემ ექიმსაც დავურეკე და მობაილ დიაგნოზი – მოწამვლა დამისვა.

დასაზუსტებლად და სამკურნალოდ მისვლა ეხლა მესიკვდილება, ისედაც ცუდად ვიგრძენი თავი დღეს მანქანაში.

არ ვიცი,  ოდნავ მაინც რაც  გამაჩნდა საახალწლო განწყობილება ისიც გამიქრა.   არაფერი არ მინდა და ამავე დროს ვგრძნობ რომ  ყველაფერი მაკლია.

იმედი მაქვს მალე გადამივლის.

Posted in უმარილო, ყოველდღიური | Tagged: | 2 Comments »

უსათაოუროდ

Posted by vekoo on დეკემბერი 24, 2011

საერთოდ აღარ მინდა(შემიძლია) წერა, მითუმეტეს წეღან ფბ-ზე ისიც ვერ გავარკვიე ონლაინ ფრენდები როგორ გადმომეტანა მარჯვნიდან მარცხნივ. აი, ასე დავ-სოციალ-დეგრადირდი.

როგორც ყველა დასაწყისი ესეც კვერცხობა იქნება – გადავეჩვიე პოსტების წერას, მაგრამ მაინც უნდა დავიწყო.

არც ვიცი რაზე გელაპარაკოთ, ვიცი თვითონ მოვა სათქმელი, – აქამდე თუ ‘უსახლშიწესიერინტერნეტობით’ ვიმართლებდი თავს ეხლა მაინც მაქვს ნორმალური ნეტი და wp-ს მონა-მორჩილსაც მეტი აღარაფერი დარჩენია ბლადუნზე გელაპარაკოთ.

ჰო, სტანდარტულად ახალ წელს მოგილოცავთ, არადა სულაც არ მელოცვინება და და ჯერ ვერ მიხარია აჭრელებული ნათურები, სახლში არც თოვლის ბაბუა დამიდგავს და ჯერ არც საახალწლო საჩუქრები მიყიდია.

ჰო, საახალწლო საჩუქრებზე გამახსენდა- მთლად საჩუქარიც არ არის, მაგრამ საახალწლოდ უმშვენიერი სიურპრიზი მომიწყო კეთილმა ბატონმა ზურაბმა/არჩილმა- ნეტი + Wi-Fi >>> სამსახურიდან წამოხვედი და სახლში ძალიან რომ არ მოიწყინოვო.

სიმართლე გითხრა, უსაქმობის გამო მოწყენასაც არ ვუჩივი, ჯერ არ მომბეზრებია როცა მინდა გაღვიძება/ჭამა/ჩაცმა/დახურვა და 2ს ნახევარზე სამსახურიდან დაბრუნებული ოჯახის წევრების გამასპინძლება.

როგორი დიასახლისი ვარ ? საჭმელების კეთება ჯერაც არ დამიწყია, ჯერ მხოლოდ სტანდარტული როგორც ყველამ იცით კარტოფილი-კვერცხი-შეწვა-მოხრაკვა-სალათებით ვერთობი, ისიც ძალიან რომ მომიდება. არც მაღაზიაში დავდივარ, არც რამე საქმეებზე და არ მოგატყუებ და ცოტაც და გულის სიღრმეში შემომეპარება შიში- ფქვილში ამოსვრილ ცოლად არ ვიქცე. მარა ამის ჯერ 1% შანსიც კი არ არის.

სამაგიეროდ ასეთი უსაქმურობის შედეგი სახეზეა +10 კილოგრამის სახით და დიდი იმედი მაქვს ამ ზაფხულს მთლიანად დავაგდებ წონას და ჩვენ ფორმაში ჩავდგები.

სხვა? ბლოგი მომენატრა, პოსტები მომენატრა და ის შეგრძნება დეშბორდში შემოსულს დაუდასტურებელი კომენტარების ზღვა რომ გხვდება.

ხო, ამ გახსენებაზე ზღვა გვენატრება კიდე მე და აჩოს, მაშინ ვერ ვხვდებოდით რა ბედნიერები ვიყავით…

ეხლა წავედი, დაველოდები იქნებ ვინმეს კიდევ გიგდიათ ჩემი ბლოგის ლინკი სადმე რიდერში, მკითხველებს ველოდები.

Posted in ივენთ-განხილვა, ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური | Tagged: , , , , | 3 Comments »

now i’m free

Posted by vekoo on დეკემბერი 6, 2011

მოკლედ, წამოვედი.
მართლა წამოვედი. 26ში დავწერე განცხადება და სამსახური დავტოვე- ეხლა ჩიტივით თავისუფალი ვარ.

თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ჩემი ეხლანდელი განცდა ბოლოს როდის მქონდა აღარც კი მახსოვს უკვე.

ერთგულ მკითხველებს გეცოდინებათ როგორი სიხარულით დავიწყე თავის დროზე  მუშაობა ლიბერთი ბანკში, მაგრამ ძალებმა მეტი ვეღარ გამიქაჩა.

უამრავი, მართლა უამრავი მიზეზი იყო რის გამოც მე დღეს დროებით უმუშევარი ვარ (სწორად გაიგეთ, დროებით :პ ) და თან უზომოდ ბედნიერიც!

პირველ რიგში სამსახური ჩემში ასოცირდება დახარჯული შრომის პირდაპირპროპორციულ თუ არა ნახევარპროპორციულ ანაზღაურებასთან და სასიამოვნო გარემოსთან, – ეს ის მინიმალური მოთხოვნაა რასაც ნებისმიერ წინადადებას წავუყენებ.
ლიბერთი ბანკმა ეს მინმუმიც ვერ გაქაჩა!

უამრავი მიზეზი მაქვს საკუთარ თავს რომ შევახსენო ხოლმე როცა სახლში ჯდომა მომწყინდება და ჩემი ქცევა გავამართლო.
დღეს თავისუფლების პირველი დღე  მაქვს, დღე, როდესაც აღარ მომიწია დილით უთენია აფხეკა საწოლიდან , არადა ჩემს ეხლანდელ პერიოდში დილის ნებივრობაზე მეტად ცოტა რამე თუ მსიამოვნებს.

პირველი დღეა, როცა დილით თეთრი ფითქინა პერანგი არ მაცვია და უსახურ შავ კლასიკურ შარვალში/კაბაში გამოწყობილი აღარ ვიძირები სავარძელში, რომ წითლად შეღებილ ოთხ კედელში გამოვიკეტო და საღამოს 6ს ნახევრამდე თავაუღებლივ ვიმუშავო. (ალბათ უკვე გესმით როგორ მეზიზღება ჩემი ყოფილი სამუშაო)

ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში მოვიარე ლიბერთი ბანკის 5 სერვის ცენტრი და 1 ფილიალი . ამ ხნის მანძილზე მხოლოდ 1 სამუშაო დღე მქონდა ჩაგდება, განსხვავებით სხვა რეზერვებისა, რომლებსაც თვეობით უწევთ სახლში ჯდომა სასურველ პოზიციაზე გამოძახების ლოდინში. თავიდან მიკვირდა ასე რატომ მტვირთავენთქო, მაგრამ აფსოლიტურად ყველა ს/ც-ში მმართველი თუ მენეჯერი სათითაოდ რომ წერდა წერილს კადრების განყოფილებას ჩემი მათთან დატოვების მოთხოვნით მერე მივხვდი –   ამ ბანკს (გამოცდილს ვერ დავარქმევდი მაშინ თავს) მაგრამ მოთხოვნასთან შესაფერისი კადრი უჭირდა!

ეხლა ნამდვილად არ მაქვს სურვილი ყველა იმ პრობლემაზე ვწერო, რაც ჩემნაირ რიგით თანამშრომლებს აწუხებთ, არ ღირს იმაზე მოვყვე ჩემ გადაწყვეტილებას როგორ შეხვდნენ და რამდენ უსიამოვნებას ავარიდე თავი წამოსვლით. – ჩემს უშუალო კოლეგებს რომ ჩემი ”ბედი შეშურდათქო” ვერ ვიტყვი , ცუდი ტონია, მაგრამ  აფსოლიტურად ყველას სურს თავს დროზე უშველოს სხვა ვარიანტი არ აქვთ, თორე აქ გამჩერებელი არავინაა”. იმავე ანაზღაურებიან სამსახურეც კი ყველა თანახმაა, ოღონდ თავი დააღწიოს ლიბერთის.

ჰოდა, გვეყო უსიამოვნო თემებზე საუბარი, დღეს მე ბედნიერი ვარ და უსაქმრობით ვტკბები, კატასტროფულად მომენატრა თავისუფლება. კოშმარია, როცა თაფლობის თვეს მარტო იმიტომ წყვეტ დროზე ადრე, რომ ბანკს კვალიფიციური კადრები გაურბიან გაუსაძლისი პირობების გამო და ახალი თანამშრომლები უჭირს.

დღეს მე არ მეშინია უმუშევრობის, ზუსტად ვიცი რომ ასე იმდენ ხანს გაგრძელდება რამდენსაც თავად გადავწყვეტ.

ეხლა დრო მოვიდა საკუთარ თავს უფრო მეტად ვუერთგულო და მოვუარო, საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანებს. 9დეკემბერს ჩემი ძმის სანდროს დაბადების დღეა, 10დეკემბერს აჩოსი. მინდა ამ 2 დღისთვის განსაკუთრებულად მოვემზადო და მაქსიმალურად ვასიამოვნო ჩემი საყვარელი ადამიანები.

ეგზოტიკური კონცხი

Posted in ახალი ოჯახი, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, პიკანტური რეალობა, პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე | 6 Comments »

ქორწილი – 31 ივლისი, 2011 წელი

Posted by vekoo on დეკემბერი 4, 2011

დაგვიანებული პოსტია, დიდი ხანია მინდა დავწერო რას ვგრძნობ, რას განვიცდი და რა ხდება ჩემ თავს, მაგრამ ყოველთვის არის რაღაც “მაგრამ” და მე ჩუმად ვარ.

გავთხოვდი- 2011 წლის 31 ივლისს მე და აჩიკო დავქორწინდით.

უბედნიერესი დღე მქონდა, ყველაფერი ისეთი ლამაზი და სასიამოვნო იყო.

შეგრძნება, როცა ბედნიერი ხარ ყველას ქონია, მაგრამ რაღაცნაირად უფრო ამაღლებულად ვიყავი ამ დღეს, ყველაფერი ჩემ სიზმარში ხდებოდა.

სიტყვები მეკარგება როცა ამ დღეზე ვყვები, არადა, მეგონა მჭერმეტყველი ვიქნებოდი. ამიტომ, რადგანაც “მხატვრულად ვერ ვაფორმებ” განვლილ მოვლენებს, ფაქტებს მივყვები, რომ ეს დღეები ჩემს ისტორიას შემოვუნახო.

31 ივლისს დილაადრიან გამეღვიძა, სალონში როგორც ყოველთვის დავიგვიანე მთელი 35 წუთით. ვარცხნილობა? აზრზე არ ვიყავი კონკრეტულად როგორი მინდოდა, თავში უამრავი ვარიანტები დაფუთფუთებდნენ და “იმ ერთადერთს” ვერაფრთით ვარჩევდი.  ბაზისი ვიცოდი როგორიც მინდოდა, ეს გაითვალისწინეს და საბოლოოდ ისეთი ვარცხილობა გამომივიდა მეც არ მოველოდი.

1 საათზე უკვე აჩო უნდა მოსულიყო ჩემთან, მე კი მაკიაჟი ჯერ კიდევ გასაკეთებელი მქონდა 12სთვის. დრო გადავწიეთ და ყველაფერი მოვასწარი. თან აჩო მირეკავდა მაჩქარებდა და თან სახლიდან მირეკავდნენ ამდენი ხანი რატო ვიგვიანებდი.

სანამ მე საბოლოოდ მოვწესრიგდი, მაყრიონმაც გაალამაზა მანქანები და ჩემი სახლისაკენ ერთდროულად დავიძარით.

ნუ, რა თქმა უნდა, მე მივასწარი აჩიკოს, საქორწილო თეთრი კაბა ჩავიცვი და სასტუმრო ოთახში ტრადიციულად  ველოდებოდი, თან კი მეგობრებთან გრეით-ფოტოსესიას ვმართავდი.

მანქანის საყვრების ხმა რომ გაისმა და აჩო სახლში შემოვიდა ყველაფერი ილუზიური მეგონა, ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებდი, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავზე და რეალურად ხდებოდა.

“- ძალიან ლამაზი წყვილი, როგორ უხდებით ერთმანეთს, როგორ გიყვართ ერთმანეთი, გაიხარეთ, გამრავლდით, იბედნიერეთ….”  ყველა გვლოცავდა.

ოთახიდან მელოდიური ჰანგები იღვრებოდა და შამპანურის ქაფის ფონზე ჩვენ ვცეკვავდით.

მიყვარს, მიყვარს, ძალიან მიყვარს!

საქორწილო ბეჭდების გაცვლა, მენდელსონის ვალსი და წამოვედით ჩემი სახლიდან, ვსო, უკვე ეზოში ვარ და მეზობლების მილოცვასაც ვიღებ, თავი სიზმარში მგონია და აჩოს ვეხუგტები, არ მინდა ხელი გამიშვას ამ დროს.


საყვირები, საყვირები, დავიძარით.

გზაში  სიარულისას მეგობრები ფანჯრიდან შუშხუნა სასმელს გვაწოდებდნენ, მანქანიდან გოგოების კივილი და ბოლო ხმაზე სიმღერა, აჩო ართმევს და ბოლომდე ცლის – დღეს არაფერი მათრობსო. ისევ უკან გადავაწოდეთ ცარიელი ჭიქა და არ ვაკოცნინეთ მანქანებს ერთმანეთისთვის.

სიონში 2 საათის მაგივრად 4 ხდებოდა რომ მივედით. იქაც იმდენი ხალხი დაგვხვდა. ტაძრის ეზოში ყველაფერმა უფრო სერიოზული სახე მიიღო.

ეხლა რომ ვიხსენებ, სელებრითი წყვილი ვართ უამრავი პაპარაცით :დ  უამრავი ფოტოაპარატმომარჯვებული ადამიანი და მე ძალიან ბედნიერი ვარ.

ჯვრისწერა დაიწყო, თავზე გვირგვინები დაგვადგეს – მეფე-დედოფალი ვართ.

მერე ბეჭდებიც მოვირგეთ ხელზე, ნაკურთხი ღვინო დავლიეთ და ჩვენი ერთობა უკვე ღვთისგან იკურთხა და ცოლ-ქმარნი ვართ.

მილოცვების მერე ისევ მსვლელობა, კიდევ უფრო მეტი ადამიანი და გზა ხელის მოწერამდე, უკვე ყველგან გვაგვიანდება და ამიტომ სხვაგან აღარ გაგვისეირნია და პირდაპირ ქორწინების სახლში მივედით.

ჩვენი დროც მოვიდა და რიტუალი დაიწყო.


ხელს ვინც გვაწერინებდა ის გოგონა რაღაცას საინტერესოდ მოგვითხრობდა, სიამოვნებით ვუსმენ და თან ვცდილობ მუსიკიდან სიტყვები დავიჭირო, – ფრენკ სინატრა რაღაცას სიყვარულზე მღერის, ძალიან ტკბილია, სიმბოლურად აქაც ბეჭდები, აუცილებელი რიტუალი – ხელის მოწერა დასტურის ნიშნად და პირველსაქორწილო ცეკვა.

ჩვენ უკვე კანონიერი ცოლ-ქმარნი ვართ!

არ მახსოვს რას ვცეკვავდით, ვინძრეოდით კი საერთოდ? იმ დღის ყველა დეტალი ბუნდოვანია და ნელ-ნელა ვიხსენებ.

ტრიალისას  სარკეში ვხედავ ხალხს: დედაჩემს, მამაჩემს, ჩემს და-ძმას, ნათესავებს, მეგობრებს, ჩემს მომავლ კიარადა უკვე ახალ ოჯახს და სიამოვნებისგან უფრო მეტად ვეკვრი აჩოს.

მელოდია დასრულდა და ჩემი უტოპიური მდგომარეობა კიდევ უფრო გაღრმავდა, აჩომ ამიყვანა და ამაფრიალა, უკვე ხალხიც გავიდა და მე კიდევ ჰაერში ვარ, მის ხელებში…

მერე საყვარელი ადამიანებისგან საგანგებოდ შექმნილი დერეფანი და ჰაერზე გამოვდივართ.

ისტორიული აკორდეონი- ამ დღეს ასეთ ნიუანსებსაც თავისებური ხიბლი აქვს.

მკოცნიან და მილოცავენ – ღმერთო ჩემო, ჩემი მაკიაჟი? :დ

to be continued…

Posted in ახალი ოჯახი, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, ივენთ-განხილვა, პირადი სურათები, ქორწილი, ყველაფერი ჩემზე | 12 Comments »