ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ქორწილი – 31 ივლისი, 2011 წელი

Posted by vekoo on December 4, 2011

დაგვიანებული პოსტია, დიდი ხანია მინდა დავწერო რას ვგრძნობ, რას განვიცდი და რა ხდება ჩემ თავს, მაგრამ ყოველთვის არის რაღაც “მაგრამ” და მე ჩუმად ვარ.

გავთხოვდი- 2011 წლის 31 ივლისს მე და აჩიკო დავქორწინდით.

უბედნიერესი დღე მქონდა, ყველაფერი ისეთი ლამაზი და სასიამოვნო იყო.

შეგრძნება, როცა ბედნიერი ხარ ყველას ქონია, მაგრამ რაღაცნაირად უფრო ამაღლებულად ვიყავი ამ დღეს, ყველაფერი ჩემ სიზმარში ხდებოდა.

სიტყვები მეკარგება როცა ამ დღეზე ვყვები, არადა, მეგონა მჭერმეტყველი ვიქნებოდი. ამიტომ, რადგანაც “მხატვრულად ვერ ვაფორმებ” განვლილ მოვლენებს, ფაქტებს მივყვები, რომ ეს დღეები ჩემს ისტორიას შემოვუნახო.

31 ივლისს დილაადრიან გამეღვიძა, სალონში როგორც ყოველთვის დავიგვიანე მთელი 35 წუთით. ვარცხნილობა? აზრზე არ ვიყავი კონკრეტულად როგორი მინდოდა, თავში უამრავი ვარიანტები დაფუთფუთებდნენ და “იმ ერთადერთს” ვერაფრთით ვარჩევდი.  ბაზისი ვიცოდი როგორიც მინდოდა, ეს გაითვალისწინეს და საბოლოოდ ისეთი ვარცხილობა გამომივიდა მეც არ მოველოდი.

1 საათზე უკვე აჩო უნდა მოსულიყო ჩემთან, მე კი მაკიაჟი ჯერ კიდევ გასაკეთებელი მქონდა 12სთვის. დრო გადავწიეთ და ყველაფერი მოვასწარი. თან აჩო მირეკავდა მაჩქარებდა და თან სახლიდან მირეკავდნენ ამდენი ხანი რატო ვიგვიანებდი.

სანამ მე საბოლოოდ მოვწესრიგდი, მაყრიონმაც გაალამაზა მანქანები და ჩემი სახლისაკენ ერთდროულად დავიძარით.

ნუ, რა თქმა უნდა, მე მივასწარი აჩიკოს, საქორწილო თეთრი კაბა ჩავიცვი და სასტუმრო ოთახში ტრადიციულად  ველოდებოდი, თან კი მეგობრებთან გრეით-ფოტოსესიას ვმართავდი.

მანქანის საყვრების ხმა რომ გაისმა და აჩო სახლში შემოვიდა ყველაფერი ილუზიური მეგონა, ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებდი, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავზე და რეალურად ხდებოდა.

“- ძალიან ლამაზი წყვილი, როგორ უხდებით ერთმანეთს, როგორ გიყვართ ერთმანეთი, გაიხარეთ, გამრავლდით, იბედნიერეთ….”  ყველა გვლოცავდა.

ოთახიდან მელოდიური ჰანგები იღვრებოდა და შამპანურის ქაფის ფონზე ჩვენ ვცეკვავდით.

მიყვარს, მიყვარს, ძალიან მიყვარს!

საქორწილო ბეჭდების გაცვლა, მენდელსონის ვალსი და წამოვედით ჩემი სახლიდან, ვსო, უკვე ეზოში ვარ და მეზობლების მილოცვასაც ვიღებ, თავი სიზმარში მგონია და აჩოს ვეხუგტები, არ მინდა ხელი გამიშვას ამ დროს.


საყვირები, საყვირები, დავიძარით.

გზაში  სიარულისას მეგობრები ფანჯრიდან შუშხუნა სასმელს გვაწოდებდნენ, მანქანიდან გოგოების კივილი და ბოლო ხმაზე სიმღერა, აჩო ართმევს და ბოლომდე ცლის – დღეს არაფერი მათრობსო. ისევ უკან გადავაწოდეთ ცარიელი ჭიქა და არ ვაკოცნინეთ მანქანებს ერთმანეთისთვის.

სიონში 2 საათის მაგივრად 4 ხდებოდა რომ მივედით. იქაც იმდენი ხალხი დაგვხვდა. ტაძრის ეზოში ყველაფერმა უფრო სერიოზული სახე მიიღო.

ეხლა რომ ვიხსენებ, სელებრითი წყვილი ვართ უამრავი პაპარაცით :დ  უამრავი ფოტოაპარატმომარჯვებული ადამიანი და მე ძალიან ბედნიერი ვარ.

ჯვრისწერა დაიწყო, თავზე გვირგვინები დაგვადგეს – მეფე-დედოფალი ვართ.

მერე ბეჭდებიც მოვირგეთ ხელზე, ნაკურთხი ღვინო დავლიეთ და ჩვენი ერთობა უკვე ღვთისგან იკურთხა და ცოლ-ქმარნი ვართ.

მილოცვების მერე ისევ მსვლელობა, კიდევ უფრო მეტი ადამიანი და გზა ხელის მოწერამდე, უკვე ყველგან გვაგვიანდება და ამიტომ სხვაგან აღარ გაგვისეირნია და პირდაპირ ქორწინების სახლში მივედით.

ჩვენი დროც მოვიდა და რიტუალი დაიწყო.


ხელს ვინც გვაწერინებდა ის გოგონა რაღაცას საინტერესოდ მოგვითხრობდა, სიამოვნებით ვუსმენ და თან ვცდილობ მუსიკიდან სიტყვები დავიჭირო, – ფრენკ სინატრა რაღაცას სიყვარულზე მღერის, ძალიან ტკბილია, სიმბოლურად აქაც ბეჭდები, აუცილებელი რიტუალი – ხელის მოწერა დასტურის ნიშნად და პირველსაქორწილო ცეკვა.

ჩვენ უკვე კანონიერი ცოლ-ქმარნი ვართ!

არ მახსოვს რას ვცეკვავდით, ვინძრეოდით კი საერთოდ? იმ დღის ყველა დეტალი ბუნდოვანია და ნელ-ნელა ვიხსენებ.

ტრიალისას  სარკეში ვხედავ ხალხს: დედაჩემს, მამაჩემს, ჩემს და-ძმას, ნათესავებს, მეგობრებს, ჩემს მომავლ კიარადა უკვე ახალ ოჯახს და სიამოვნებისგან უფრო მეტად ვეკვრი აჩოს.

მელოდია დასრულდა და ჩემი უტოპიური მდგომარეობა კიდევ უფრო გაღრმავდა, აჩომ ამიყვანა და ამაფრიალა, უკვე ხალხიც გავიდა და მე კიდევ ჰაერში ვარ, მის ხელებში…

მერე საყვარელი ადამიანებისგან საგანგებოდ შექმნილი დერეფანი და ჰაერზე გამოვდივართ.

ისტორიული აკორდეონი- ამ დღეს ასეთ ნიუანსებსაც თავისებური ხიბლი აქვს.

მკოცნიან და მილოცავენ – ღმერთო ჩემო, ჩემი მაკიაჟი? :დ

to be continued…

12 Responses to “ქორწილი – 31 ივლისი, 2011 წელი”

  1. litterator said

    დაგვიანებით, მაგრამ გილოცავთ, ბედნიერებას გისურვებთ🙂❤❤❤

  2. tamta jap. said

    ოჰ, რამდენ ხანს ველოდით ამ პოსტს და აი, ისიც…<3 იმედია გაგრძელებაც მალ იქნება და კიდევ 5 თვე არ მოგვიწევს ლოდინი ))

  3. mari said

    როგორ მიკვირს, როგორ გახსოვს მოლოცვები, მაკიაჟის კეთებები და ეგეთი რამეები… არა, განა არ უნდა გახსოვდეს, უბრალოდ ეგეთ მომენტში, მასეთ რამეებზე როგორ ამახვილებდი ყურადღებას, ეგ მიკვირს😀
    ჰოდა, ნუ იკარგები ხოლმე, ვაჰ! სულ წაგვართვა აჩომ შენი თავი. წაგიყვანა სადღაც, კოშკში გამოგამწყვდია და არც მინახიხარ, რაც გათხოვდი.

  4. ra xania shens postebs veli🙂

  5. ekrine said

    ვეკო მეც მოუთმენლად ველი გაგრძელებას :)))

  6. leluka said

    ვეკო, აჩო, გილოცავთ! მოგვიანებით, მაგრამ მთელი გულით გილოცავთ, გაიხარეთ და გამრავლდით, უფლის წყალობა არ მოგკლებოდეს თქვენს ლამაზ ოჯახს! :*

    აგატირათ იმ გოგომ ქორწინების სახლში? ჩემს ხელის მოწერაზეც ეგ იყო და სულ ღაპა-ღუპით მადინა ცრემლები🙂
    მერე ბევრ ქორწილში ვიყავი და ყველას არ ხვდა წილად ეგ ბედნიერება, მოაწერინეს ხელი, შამპანურისჭიქები მიაჩეჩეს და გამოაპინტრიშეს გარეთ :

  7. […] ქორწილი – 31 ივლისი, 2011 წელი […]

  8. Satevari said

    vwere vwere da wameshala… back-ze gadamagdo
    imdeni vwere da imdeni glocet😀😀😀
    back-ze gadamagdo… zurgze aravis davugdivar aman kide am kai dros sad gadamagdo…
    mokled tanamshromelma gamomigzavna exla es blogi xo da ro daginaxet chemi reaqcia: “vaax shen gaixar…. vaax.. eseni…. uxxx” da damtba…
    Dziebo genacvalet. igre yofiliyavit ca kepkada gqonodet da dedamiwa botasebado.. dzveli natqvamia😀 martla dzalian gamixarda. martla da kidev ertxel martla
    me am standartuli frazebit ver daglocavt isedac bevrs moismendit (me da chemi meughle weliwadze meti xani vismendit 😀 ) xo da ertia rac tqven guls unda is GANGEBXORCIELEBINOT!!!!
    sakutar tavs rom usurveb imaze uketess sxva ver gisurvebs da aba tqven icit!

    Genacalot Satevara dzia🙂

    • vekoo said

      რატი😀

      როგორ გამიხარდა შენი გამოჩენა რომ იცოდეე😀 ამ მხიარულ კომენტარს ყურებამდე გაცინებული ვკითხულობდი😀😀
      დიდი მადლობა მოლოცვისთვის, დალოცვისთვის, გახსენებისთვის😀
      განმეორებით, მაგრამ სხვანაირად როგორ იქნება ჩემს ბლოგზეც რომ არ მოგილოცო შე-უღლება და გა-მეორე ნახევრობა😀
      მეც ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ და ბედნიერები იყავით : ))
      და კიდევ, ძიობა, სატევარი ძიობა არ დაგკარგვოდეს არასოდეს, მეგობარო😀 : ))

  9. Giga Edzgveradze said

    dzalian dzalian lamazebi da kargebi xart,gmertma gabednierot da gamravlot……

  10. meee said

    ulamazesi kaabaaaaa❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: