ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Archive for თებერვალი, 2012

თავადის ასული

Posted by vekoo on თებერვალი 26, 2012

შინაგანად კუდაბზიკობა მაინც ზის ჩემში, ჩემშიც და თქვენშიც დარწმუნებული ვარ : D

ნუ, ჩემ შემთხვევაში სხვანაირად ვერ იქნება მაშინ, როცა ამ “გაგანია” XXI საუკუნეში ჯერ კიდევ სიამაყით ვიღვსები ჩემი ბაბუის თავადობის ამბების გახსენებისას.

ბავშვობაშიც ზოგი თუ საყვარელ სათამაშოზე ან “ჟივაჩკებზე” ოცნებობდა, მე იმ ,დროზე ვოცნებობდი, როცა ოდესღაც ჩემი წინაპარი თავადი იყო:

წარმოვიდგენდი რომ არა ილია ჭავჭავაძე, ეხლა როგორ სიამოვნებით ვივლიდი საგვარეულო სასახლის გრძელ დერეფნებში, როგორ მედიდურად გადმოვდგებოდი აივანზე, მედიდურადვე გავცემდი ბრძანებებს და ათასი ასეთი კვერცხობა : D

თავის დროზე სინდისიც კი მქენჯნიდა წმინდანი ილია ჭავჭავაძის აუგად მოხსენიების გამო და ამაზე მოძღვარსაც ვესაუბრე- აი, ამ დონეზე გამიტაცა საკითხმა : D

ეხლა ეს ყველაფერი რატო გამახსენდა უკვე ტემიდან გადახვევა გამოვა, მაგრამ იყოს მაინც ჩემი ფიქრები აქ.

მერე ის გლეხებიც მეზიზღებოდა ვინც ბაბუაჩემის მამას სასახლე დაუწვეს. ეხლა ვხვდები რომ ის ისეთი  ვერ იქნებოდა მულწიკებში რომ ვხედავდი ხოლმე, მაგრამ იმ დროისათვის ჩემი საგვარეულო სასახლე უზარმაზარი იყო და თითოეული თავადის ასულისათვის ცამდე აზიდული ბროლის კოშკებით იყო შემკული : ))

ამიტომ ყოველთვის ვამაყობდი ჩემი გვარით და ისიც მეამაყებოდა, რომ აჯანყებისას ცეცხლწაკიდებული “ჩემი სასახლიდან” საბოლოოდ ჩემ დიდ ბაბუას და მის 3 ძმას სათითაოდ სახლები აუშენებიათ – აი, ნახე რამხელა იყო, რომ გადამწვარიდანაც კი 3 ჩვეულებრივი სახლი გამოვიდათქო : D

აი, ასეთი მეოცნებე და ნოსტალგიით გაჯერებული ბავშვობა მქონდა და ცოდვა გამხელილი ჯობია დღემდე მომყვება საკუთარი გვარის სიამაყე : ))

ეხლა კი წავედი, სანამ სიამაყისგან გაფხორილ ინდაურს თუ ფარშევანგს დავმსგავსებივარ : D

Posted in მემორიზ, ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური, ჩემი ბლადუნი | Tagged: , , , , , , , | 9 Comments »

მომავალი

Posted by vekoo on თებერვალი 17, 2012

ადამიანის ცხოვრება მთელი თავისი არსით სისულელეა თუ სადღაც, გულის ყველაზე ბნელ ან ტვინის ყველაზე ღრმა კუნჭულში მაინც არ არის ჩამალული მისი ცხოვრების კრედო და ის მიზანი რისკენაც ცნობით თუ გაუაზრებლად მიიწევს.

ამ ქვეყნად ყველაზე პოხუისტი ადამიანიც კი მარტო დარჩენისას ისვენებს, იძინებს ან საყვარელ მუსიკას უსმენს – ამ შინაარსის იქნება სრული უმრავლესობის პასუხი კითხვაზე “თუ რას აკეთებს მარტო დარჩენისას ან თავისუფალ დროს?”

ბევრი თავს დღევანდელი დღით მეცხოვრედაც ასაღებს და მისთვის სულ ერთია რა იქნება ხვალ და მითუმეტეს თუ რა შედეგი მოყვება მათ დღევანდელობას.

ასეა ეს მართლა?

ვერ დავიჯერებ, რომ გრძელი, ყველაზე გრძელი და შორს მიმავალი ფიქრის ძაფი ყველა ადამიანის ეგოში არ არსებობდეს.

ერთ დროს ჩემთვისაც “სულ ერთი” იყო რა იქნებოდა ხვალ,

ერთ დროს ჩემთვისაც “სულ ერთი” იყო რა შედეგი მოყვებოდა ჩემს დღევანდელ საქციელს.

ერთ დროს ჩემთვისაც სულ ერთი იყო მომავალი, იმიტომ რომ მე თავი დავაჯერე აწმყოს სრულყოფილებაში.

მაგრამ ახლა, როცა მთლიანად გავიაზრე თუ როგორი მნიშვნელოვანია ჩემთვის მომავალი და რა მიმზიდველია ის დრო, რომელიც ჯერ არ დამდგარა, მე მინდა ნებით თუ უნებურად ხელი არ შემეშალოს დროის დინებისათვის და კლდიდან უცაბედად დაგორებული ლოდივით, რომელმაც ნაკადულს გზა გადაუკეტა და სხვა კალაპოტში გადააგდო, არ შევცვალო ის.

მე კონფორმისტი არ ვარ, არც წარსულს ვაიდეალებ და არც ვარდისფერი სათვალე მიკეთია და არც მომავალი მესახება ერთადერთ ბედნიერებად, რომელზე ფიქრის გარეშეც დღევანდელობა არარაობაა.

მე უბრალოდ ვიგრძენი რომ თითოეული ადამიანის შიგნით მისსივე მომავალი ცხოვრობს, მომავალი, რომლის გარეშეც ეს ადამიანი სულ სხვა იქნება.

ამიტომ, მე მინდა ჩემში გაგრძელებულ მომავალს შლამისგან გაწმენდილი კალაპოტი დავახვედრო გზად და იმ მძიმე ლოდებისგანაც დავიცვა, რომელსაც ცხოვრება ყველას გვიმზადებს.

Posted in ჩემი დიაზეპამი | Tagged: | 8 Comments »