ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

მომავალი

Posted by vekoo on February 17, 2012

ადამიანის ცხოვრება მთელი თავისი არსით სისულელეა თუ სადღაც, გულის ყველაზე ბნელ ან ტვინის ყველაზე ღრმა კუნჭულში მაინც არ არის ჩამალული მისი ცხოვრების კრედო და ის მიზანი რისკენაც ცნობით თუ გაუაზრებლად მიიწევს.

ამ ქვეყნად ყველაზე პოხუისტი ადამიანიც კი მარტო დარჩენისას ისვენებს, იძინებს ან საყვარელ მუსიკას უსმენს – ამ შინაარსის იქნება სრული უმრავლესობის პასუხი კითხვაზე “თუ რას აკეთებს მარტო დარჩენისას ან თავისუფალ დროს?”

ბევრი თავს დღევანდელი დღით მეცხოვრედაც ასაღებს და მისთვის სულ ერთია რა იქნება ხვალ და მითუმეტეს თუ რა შედეგი მოყვება მათ დღევანდელობას.

ასეა ეს მართლა?

ვერ დავიჯერებ, რომ გრძელი, ყველაზე გრძელი და შორს მიმავალი ფიქრის ძაფი ყველა ადამიანის ეგოში არ არსებობდეს.

ერთ დროს ჩემთვისაც “სულ ერთი” იყო რა იქნებოდა ხვალ,

ერთ დროს ჩემთვისაც “სულ ერთი” იყო რა შედეგი მოყვებოდა ჩემს დღევანდელ საქციელს.

ერთ დროს ჩემთვისაც სულ ერთი იყო მომავალი, იმიტომ რომ მე თავი დავაჯერე აწმყოს სრულყოფილებაში.

მაგრამ ახლა, როცა მთლიანად გავიაზრე თუ როგორი მნიშვნელოვანია ჩემთვის მომავალი და რა მიმზიდველია ის დრო, რომელიც ჯერ არ დამდგარა, მე მინდა ნებით თუ უნებურად ხელი არ შემეშალოს დროის დინებისათვის და კლდიდან უცაბედად დაგორებული ლოდივით, რომელმაც ნაკადულს გზა გადაუკეტა და სხვა კალაპოტში გადააგდო, არ შევცვალო ის.

მე კონფორმისტი არ ვარ, არც წარსულს ვაიდეალებ და არც ვარდისფერი სათვალე მიკეთია და არც მომავალი მესახება ერთადერთ ბედნიერებად, რომელზე ფიქრის გარეშეც დღევანდელობა არარაობაა.

მე უბრალოდ ვიგრძენი რომ თითოეული ადამიანის შიგნით მისსივე მომავალი ცხოვრობს, მომავალი, რომლის გარეშეც ეს ადამიანი სულ სხვა იქნება.

ამიტომ, მე მინდა ჩემში გაგრძელებულ მომავალს შლამისგან გაწმენდილი კალაპოტი დავახვედრო გზად და იმ მძიმე ლოდებისგანაც დავიცვა, რომელსაც ცხოვრება ყველას გვიმზადებს.

8 Responses to “მომავალი”

  1. ნამდვილი მომავალი დედიკოს პოსტია :)))
    იგივე გრძნობები და ემოციები მაქვს ზუსტად :)))
    ხვდები ნელ-ნელა როგორ იცვლები და სულ სხვანაირი თვალით უყურებ ყველაფერს. ადრე ასეთ რამეებს რომ ვისმენდი,მეცინებოდა მაგრამ ახლა სულ სხვა შეგრძნებები მაქვს :)))

    • vekoo said

      არადა იდეაში, წერის დროს მომავალ დედიკოობაზე არ ვფიქრობდი, მაგრამ ეტყობა ეს შეგრძნება უკვე ძვალ-რბილში მაქვს გამჯდარი😀

      ბაოს ელოდები?🙂 გოგოა ტუ ბიჭი? როდის?

      • აშკარად იგრძნობოდა პოსტიდან დედიკოს ემოციები🙂
        კი მეც ველოდები ბაო-ბაოს🙂 ივლისის ბოლოს პატარა სანდრო მეყოლება🙂
        მშვიდ ორსულობას გისურვებ🙂 :2kiss:

  2. Acho said

    Chemi gipuca:*momavali dediko:)):* kide ra ver warmogidgenia mitxari aba:p

  3. Mari said

    მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში რაც გამიკეთებია და რასაც ვაკეთებ, ყველაფერი დიდი ხნის წინ მქონდა გეგმით გაწერილი, რეალურად სულ რამდენიმე კვირაა რაც მომავალზე დავიწყე ფიქრი.

  4. MrsMarch said

    ვეკო არ შეწყვიტო წერა! შემოვდივარ ყოველდღე, იმედი მაქვს ახალი პოსტი დამხვდება და ათასში ერთხელ თუ გამიმართლებს ხოლმე: ( ქმონ… არ გამოგივა შენ მხოლოდ დედიკოობა, შენში დევს ბლოგერობაც : )) და არამგონია შენს შვილს ბლოგერი დედიკო არ მოეწონოს : ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: