ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

თავადის ასული

Posted by vekoo on February 26, 2012

შინაგანად კუდაბზიკობა მაინც ზის ჩემში, ჩემშიც და თქვენშიც დარწმუნებული ვარ : D

ნუ, ჩემ შემთხვევაში სხვანაირად ვერ იქნება მაშინ, როცა ამ “გაგანია” XXI საუკუნეში ჯერ კიდევ სიამაყით ვიღვსები ჩემი ბაბუის თავადობის ამბების გახსენებისას.

ბავშვობაშიც ზოგი თუ საყვარელ სათამაშოზე ან “ჟივაჩკებზე” ოცნებობდა, მე იმ ,დროზე ვოცნებობდი, როცა ოდესღაც ჩემი წინაპარი თავადი იყო:

წარმოვიდგენდი რომ არა ილია ჭავჭავაძე, ეხლა როგორ სიამოვნებით ვივლიდი საგვარეულო სასახლის გრძელ დერეფნებში, როგორ მედიდურად გადმოვდგებოდი აივანზე, მედიდურადვე გავცემდი ბრძანებებს და ათასი ასეთი კვერცხობა : D

თავის დროზე სინდისიც კი მქენჯნიდა წმინდანი ილია ჭავჭავაძის აუგად მოხსენიების გამო და ამაზე მოძღვარსაც ვესაუბრე- აი, ამ დონეზე გამიტაცა საკითხმა : D

ეხლა ეს ყველაფერი რატო გამახსენდა უკვე ტემიდან გადახვევა გამოვა, მაგრამ იყოს მაინც ჩემი ფიქრები აქ.

მერე ის გლეხებიც მეზიზღებოდა ვინც ბაბუაჩემის მამას სასახლე დაუწვეს. ეხლა ვხვდები რომ ის ისეთი  ვერ იქნებოდა მულწიკებში რომ ვხედავდი ხოლმე, მაგრამ იმ დროისათვის ჩემი საგვარეულო სასახლე უზარმაზარი იყო და თითოეული თავადის ასულისათვის ცამდე აზიდული ბროლის კოშკებით იყო შემკული : ))

ამიტომ ყოველთვის ვამაყობდი ჩემი გვარით და ისიც მეამაყებოდა, რომ აჯანყებისას ცეცხლწაკიდებული “ჩემი სასახლიდან” საბოლოოდ ჩემ დიდ ბაბუას და მის 3 ძმას სათითაოდ სახლები აუშენებიათ – აი, ნახე რამხელა იყო, რომ გადამწვარიდანაც კი 3 ჩვეულებრივი სახლი გამოვიდათქო : D

აი, ასეთი მეოცნებე და ნოსტალგიით გაჯერებული ბავშვობა მქონდა და ცოდვა გამხელილი ჯობია დღემდე მომყვება საკუთარი გვარის სიამაყე : ))

ეხლა კი წავედი, სანამ სიამაყისგან გაფხორილ ინდაურს თუ ფარშევანგს დავმსგავსებივარ : D

9 Responses to “თავადის ასული”

  1. MrsMarch said

    სულ გაგაგიჟა ორსულობამ : )))

  2. :)) bevri vicine, yochag veko🙂

  3. I am regular visitor, how are you everybody? This article posted at this web site is really pleasant.

  4. LACOSTE said

    ნწ ნწ ნწ :)))

  5. anna said

    ლოლ მე დღემდე მეამაყება ბაბუაჩემის შექმნილ ქანდაკებებს რომ ვხედავ ქუჩებში და ახლახანს ელგუჯა ამაშუკელის სახელობის ქუჩა აღმოვაჩინე და ძალიან გამეხარდა ^_^

    • Mari said

      ელგუჯა ამაშუკელი ბაბუაშენი იყო? :O ნამდვილი ბაბუა თუ ისე? თან სიტყვაც რომ არ წამოგცდენია არასოდეს.. ჰმ..

      ვეკო, შენ კარგად ერთობი, ხო? დაიცა, ცოტა ხანიც და..😀

  6. :)) said

    facepalm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: