ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Archive for ოქტომბერი, 2012

მე და ელენე

Posted by vekoo on ოქტომბერი 23, 2012

ძალიან საინტერესო და სასიამოვნო ამბის მოლოდინში წელი ისე მიიწურა, მე ნიუსები არ დამიდია. როცა მნიშვნელოვანი რამე ხდება კი საწერად ვეღარ ვიცლი. ამიტომ გადავწყვიტე, უბრალოდ ავდგე და დავპოსტო რა ხდება ახლა.

ახლა ელენეს ძინავს, ჭუპი-ჭუპი ვქენით, იქამდე კი არომატული ზეთებით დავუმასაჟე ფუმფულა ფექუცები, მერე ცხელ წყალში ჩავსვი და ვაბანავე. მარტო წევს ხოლმე თავის აბაზანაში – ჩემი ხელის მოკიდების გარეშე და ამ დროს ფანტასტიურად ერთობა : ხან ხელ-ფეხს ადგაფუნებს წყალში და პირი ყურებამდე აქვს გახეული, ხანაც გაიტვრინება და ნაზად ლივლივებს წყალზე.

ფანტასტიური ბავშვია, მარტო ვზრდი და დედა-შვილი მთელ დროს ერთად ვატარებთ. ეხლა ნაბანავებს უცებ ჩაეძინა და გვერდზე მიწევს ქალბატონი.

ძალიან მომეჩვია ელენე, ჩემ გარეშე მგონი ვეღარ ძლებს, მაგრამ 1 არც თუ ისე სასიამოვნო რაღაც ისწავლა: ბოლო 2 ღამეა ჩემ გარეშე აღარ იძინებს, ჩემთან იწვა და ხელის მოკიდების და ჩახუტების გარეშე ეგრევე ფუთფუთს იწყებდა და წრიალებდა საწოლში. მთელი ღამე იძულებული ვიყავი ამასთან ჩახუტებულს დამეძინა , არადა რა სანუკვარი იყო ამ დროს მეორე გვერდზე გადმოტრიალება : D

გუშინ წინ 4 თვის გახდა გოგო. ხვალ-ზეგ განმეორებით აცრაზეც წავიყვან, წინა აცრა ფანტასტიურად გადაიტანა, ველოდებოდი სიცხის მატებას, ჭუჭყუნს და ა.შ. მაგრამ საერთოდ არ ქონდა რეაქცია, ალბათ ფასის დამსახურებაა 150გელა გადავიხადეთ : D

გიჟი მშობლები ვართ მე და აჩო, ძალიან გვიყვარს ჩვენი გოგო, არაფერი ჯობია ელენეს გვერდზე წამოგორებას და ამასთან თამაშს.

ასე თამაშ-თამაშში მინი გადაკოტრიალებაც ისწავლა :დ

ისე საყვარლად ღუღუნებს ხოლმე, ესეც ბონუსად ვიდეო 3 დღის წინ ღამე ძილის წინ გადაღებული .

Posted in ახალი ოჯახი, პირადი სურათები, ყოველდღიური | Tagged: , , , , , | 4 Comments »