ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

გამარჯობა ვეკო!

Posted by March on August 20, 2014

არასოდეს დამიწერია გესთპოსტი, ნუ ეხლა რომ დავფიქრდი შეიძლება დამიწერია კიდეც, მაგრამ ვერ ვიხსენებ.

herewego

წეღან ჩემს მივიწყებულ ბლოგზე შევიხედე და უცებ აღმოვაჩინე, რომ თურმე ჯერ კიდევ მაქვს შენს ბლოგთან ადმინისტრატორის სტატუსით წვდომა და გადავწყვიტე შემოვპარულიყავი და პოსტი დამეწერა.

დიდი ხანია პოსტიც არ დამიწერია, არც ადრინდელივით გამიტარებია დრო შენთან ერთად მთელი დღე ლაპარაკში და სიარულში, ჰოდა გადავწყვიტე რამე ნოსტალგიური ინტრიგა შემომეგდო ბლოგზე.

 

მაინტერესებს, სად არის ის გოგო, უაზრო პოსტებს რომ ისეთ თეგებს უკეთებდა, რომ ყველა შემოდიოდა წასაკითხად? სად არის ის ინტრიგანი გოგო, რომელიც მეუბნებოდა, რომ ბლოგერმა უნდა წეროს ყველა ლოკაციიდან?

არადა, რატომღაც მგონია, რომ მშვენივრად მოახერხებდი  Xiaxue-ს ქართული ანალოგი შეგექმნა. არ მითხრა რომ დრო არ გაქვს, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი პოსტებს ძალიან სწრაფად წერ და ღრმადფილოსოფიურ სიბრძნეებსაც არავინ ითხოვს შენგან.

 

მახსოვს ერთხელ მითხარი, არ მინდა “სტანდარტული დედა/დიასახლისი” გავხდეო, ჰოდა მე გითხარი ვერ გახდებითქო, ეხლა კი მინდა გითხრა, რომ არ გახდე!

ზუსტად ვიცი, საქმე არც სტანდარტულ დედობაშია და არც ერთფეროვნებაში, ისიც ვიცი, რომ დღის მანძილზე ბევრი რამის კეთებას ასწრებ და სულაც არ გაქვს მოსაწყენი ყოველდღიურობა (ძალიანაც რომ გინდოდეს ვერ გექნება) უბრალოდ გეზარება და მუღამი გჭირდება, რომელსაც ზემოთ რომ დაგილინკე იმ ბლოგერთან იპოვი ^___^

ჰოდა, მგონია, რომ რამენაირად უნდა დაბრუნდე (ფოტოებით, ისტორიებით და რჩევებით)

 

Kind Regards,
March
08/2014

5 Responses to “გამარჯობა ვეკო!”

  1. Mari said

    სტანდარტული დედობა არაფერშუაშია, ახლა დავრწმუნდი. უბრალოდ დაიკიდა წერა. მეც დავიკიდე, მიუხედავად იმისა, რომ ვეკოზე ბევრი დრო მაქვს თავისუფალი. მოტივაციაა საჭირო

    • MrsMarch said

      ჰო, ზუსტად, მოტივაცია :დ
      სტანდარტულ დედობას რაც შეეხება, ეგ xiaxues ანალოგის ამბავში ვუთხარი, ანუ იმაზე რომ წეროს რაც ეხლა ახალისებს და აკეთებს :დ

      • Mari said

        ისე, რომ წერო, უნდა კითხულობდე კიდევაც. დაკვირვებული ვარ, როცა სხვის პოსტებს ვკითხულობ, მეც მინდება წერა. ჰოდა სხვებიც უნდა წერდნენ, რომ შენც მოგინდეს წერა. არადა, არავინ არ წერს, ვისი ნაწერიც მაინტერესებს მგონი

  2. სიმართლეს გეტყვი, სანამ მე თვითონ არ მომინდა პოსტის დაწერა, ამ შენი გესთპოსტის დაკომენტარებისგანაც კი თავს ვიკავებდი, უბრალოდ ვეღარ ვიტანდი ბლოგს და არც კი მინდოდა შემოსვლა: ჩუმად წავიკითხე შენი ნაწერი და გავედი (თუმცა, ძალიან გამიხარდა),

    ბლოგისგან აღარ ველი არაფერს – ადრე მუღამს ვუჭერდი და ეხლა ეს ყველაფერი უკვე დავკარგე, ის კი არ მინდა მოხდეს, რომ მე ჩემი ვწერო და სხვისი ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილო (როცა მე თვითონ არ მანიჭებს სიამოვნებას წერა).

    მგონი სწორად გადმოვეცი რასაც ვგრძნობ😀

    • MrsMarch said

      კი, სწორად გადმოეცი, უბრალოდ მე შენთვის “წერის მუღამის” დაბრუნებაზე ვფიქრობდი ამის დაწერისას, რაც შეეხება ბლოგისგან მოლოდინს, მე მგონია, რომ “გულის გადაშლის” ადგილი არაა ბლოგი, ეგ დღიურია.. :დ წერის მუღამი თუ დაბრუნდება, შენც კარგად იცი რა დადო აქ :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: