ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

დუმილს ვარღვევ

Posted by vekoo on August 23, 2016

წერა ხშირად მომდომებია, მაგრამ ქრონოლოგიის დარღვევის გარეშე წერა არ მიყვარს, ცუდ ამბებზე წერა კი კიდევ უფრო შემზიზღდა.

ასე და ამგვარად, არც ცუდზე ვყვები და ბლოგიც დარჩა მიტოვებული. 

თუმცა, ახლა ვეცდები ლაითად ვთქვა და  გადავლახო ეს ეტაპიც, მითუმეტეს, რომ უკვე 1 წელი გადის 1 კვირაში . 

გახსოვთ ალბთ, ვმუშაობდი, გულს ვერ ვუდებდი, ფეხებზე მეკიდა, სამსახურში გარემო გულს მირევდა, ადამიანი არ მყავდა გვერდით დამლაპარაკებელი, გულს მირევდა ორპირობაც, ტყუილიც. მითუმეტეს, გულის ამრევია ეს ტყუილი მაშინ, როცა სიმართლე წინასწარ იცი და მაინც იძულებული ხარ გაიღიმო და ამ ტყუილს მოუსმინო. 

დილით ვიგვიანებდი, წამოსვლისას ადრე მოვდიოდი, იქ ყოფნისას უჩვეულოდ ბევრ მზესუმზირას ვჭამდი, სხვა ჩემი საქმე მე იქ არ მქონდა და სხვისი გაფუჭებულის გაკეთების სურვილი კი არ მქონდა. 

მაღიზიანებდა დამოკიდებულება ზემდგომისადმი – ჩემიც და მისიც – რა ვქნა, არ ვარ მიჩვეული არც ფამილიარობას და არც უზრდელობას. 

მოკლედ, ზუსტად ის დრო იყო, როცა უარი უნდა მეთქვა იქ მუშაობაზე კიდევ და კიდევ ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ,  ჯიუტად ვდუმდი, – ჩემს  ხელფასს ჩემს გარდა კიდევ ერთი ადამიანი ელოდა, ვისაც მე თავად ვუხდიდი თანხას ჩემი ხელფასიდან, ჩემს გარეშე ის უსამსახუროდ დარჩებოდა და ეს მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო დააკლდებოდა . 

ამიტომაც ვიკიდებდი ყველაფერს და მაინც ჯიუტად დავდიოდი იქ, სადაც არც არავინ მელოდა და მეც ერთი სული მქონდა დროზე მოსულიყო 4 სთ, რომ სახლში წამოვსულიყავი. 

ხოდა, ღვთის ნებით, როგორც იქნა ჩამომშორდა ეს ტვირთი აგვისტოს ბოლოს და ჩემს ადგილას მეპატრონის დაქალი მოიყვანეს – ჩემი გამოშვების მიზეზი ისეთი უსუსური იყო, მხოლოდ ირონია მომგვარა მოსმენისას, მაგრამ რას დავეძებდი – მთვარია, განვთავისუფლდი. 

აღარ მომიწევდა ყოველ დღე მჟავე ჰაერის სუნთქვა…

და მე თავისუფალი ვარ, განვთავისუფლდი. 

მას მერე 1 წელი ხდება და  გამიზნულად არ დავიწყე სხვაგან მუშაობა, მთელი ეს დრო ჩემს თავს მოვახმარე, ნერვები დავიმშვიდე… 

მარტო ამ 1 ზაფხულისთვის ღირდა ეს 1 წელი უსამსახუროდ ყოფნა. 

ამ ზაფხულს მოვიარე მთა და ბარი, ზღვა და  თავი სრულფასოვან ადამიანად ვიგრძენი. ეს 1 ზაფხული ღირდა ყველაფრად და ნამდვილად სწორად მოვიქეცი  ახალ სამსახურში რომ არ გავედი – არავინ მომცემდა მთელი 3 თვე შვებულებას. 

და მე დღეს ბედნიერი ვარ, ვწევარ ჰამაკში და თავისუფლებით ვტკბები. 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: