ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Archive for the ‘ამოხეთქა’ Category

გამარჯობა ვეკო!

Posted by March on აგვისტო 20, 2014

არასოდეს დამიწერია გესთპოსტი, ნუ ეხლა რომ დავფიქრდი შეიძლება დამიწერია კიდეც, მაგრამ ვერ ვიხსენებ.

herewego

წეღან ჩემს მივიწყებულ ბლოგზე შევიხედე და უცებ აღმოვაჩინე, რომ თურმე ჯერ კიდევ მაქვს შენს ბლოგთან ადმინისტრატორის სტატუსით წვდომა და გადავწყვიტე შემოვპარულიყავი და პოსტი დამეწერა.

დიდი ხანია პოსტიც არ დამიწერია, არც ადრინდელივით გამიტარებია დრო შენთან ერთად მთელი დღე ლაპარაკში და სიარულში, ჰოდა გადავწყვიტე რამე ნოსტალგიური ინტრიგა შემომეგდო ბლოგზე.

 

მაინტერესებს, სად არის ის გოგო, უაზრო პოსტებს რომ ისეთ თეგებს უკეთებდა, რომ ყველა შემოდიოდა წასაკითხად? სად არის ის ინტრიგანი გოგო, რომელიც მეუბნებოდა, რომ ბლოგერმა უნდა წეროს ყველა ლოკაციიდან?

არადა, რატომღაც მგონია, რომ მშვენივრად მოახერხებდი  Xiaxue-ს ქართული ანალოგი შეგექმნა. არ მითხრა რომ დრო არ გაქვს, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი პოსტებს ძალიან სწრაფად წერ და ღრმადფილოსოფიურ სიბრძნეებსაც არავინ ითხოვს შენგან.

 

მახსოვს ერთხელ მითხარი, არ მინდა “სტანდარტული დედა/დიასახლისი” გავხდეო, ჰოდა მე გითხარი ვერ გახდებითქო, ეხლა კი მინდა გითხრა, რომ არ გახდე!

ზუსტად ვიცი, საქმე არც სტანდარტულ დედობაშია და არც ერთფეროვნებაში, ისიც ვიცი, რომ დღის მანძილზე ბევრი რამის კეთებას ასწრებ და სულაც არ გაქვს მოსაწყენი ყოველდღიურობა (ძალიანაც რომ გინდოდეს ვერ გექნება) უბრალოდ გეზარება და მუღამი გჭირდება, რომელსაც ზემოთ რომ დაგილინკე იმ ბლოგერთან იპოვი ^___^

ჰოდა, მგონია, რომ რამენაირად უნდა დაბრუნდე (ფოტოებით, ისტორიებით და რჩევებით)

 

Kind Regards,
March
08/2014

Advertisements

Posted in ამოხეთქა | 5 Comments »

S.O.S. პრობლემა მაქვს

Posted by vekoo on ივლისი 14, 2011

when you have problem,just sing,your favorite,song,problem is,batter than,your voice

არ ვიცოდი რა ცუდი ყოფილა, როცა ვიღაცაზე მთლიანად დამოკიდებული ხარ, როცა შენი ბედ-იღბალი მთლიანად მის ხელშია – ზუსტად გამოვთქვი: ჩემი ბედ-იღბალი მის ხელებშია და მე სერიოზულად მეშინია.

ასეთი აღელვებული და შეშინებული არასოდეს მახსოვს ჩემი თავი, მით უმეტეს, ასე გრძელვადიანად – ვზივარ, ვწევარ თუ დავდივარ ყველგან ის და მისი მოვალეობა მახსენდება და ცუდად ვხდები, მინდა გავიქცე რეალობისგან და არასოდეს ვიფიქრო შედეგზე … თუ რა გამოუვათ …

გუშინდელამდე ამას ასე თუ ისე ვახერხებდი,- ჩემ გარდა არავინ იცოდა ჩემი გასაჭირი, გუშინ კი უკვე ვეღარ მოვითმინე და ‘გავსკდი’.

მგონი უკვე კონკრეტიკის დროა, თორე დარწმუნებული ვარ, ისეთ ვიღაცას მოიაზრებთ ჩემი წერის მუზად, ვინც არაფერ შუაშია არაფერთან და პირიქით, მამშვიდებს და მხარში მიდგას.

ე.ი. საქმე ეხება ჩემ საქორწილო კაბას.

საიდან დავიწყო არც კი ვიცი, უამრავი ხარვეზია, რომელიც დროზე უნდა გამოსწორდეს და არ ვიცი ბოლომდე გამიქაჩავს თუ არა ნერვები. ადამიანს, ვისთანაც შესაკერად მივდიოდი მთლიანად ვენდობოდი და ამ ეტაპზეც იგივე ჭკუაზე ვარ, მაგრამ უკვე ეჭვი მეპარება რამდენად გამიმართლდება იმედები.

რა მაქვს საწუწუნო? რამოდენიმე მიზეზია, რომელიც დროსთან ერთად გაჩნდა და მეტ-ნაკლებად ქრონოლოგიურად აქვე ჩამოვწერ.

  1. თანხა – თავდაპირველთან შედარებით ჯერ ორჯერ გაიზარდა, შემდეგ კი 1/3ედით მოიმატა. ანუ 266% გახდა თავდაპირველთან შედარებით. ეს დიდი პრობლემა არ ყოფილა, იმიტომ რომ ისედაც დაახლოებით ამ ფასად ვაპირებდი, მაგრამ უკვე მორიგებული ‘სტავკა’ ასე რომ იზრდება  უკვე უსიამოვნო მომენტია. მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც დავთანხმდი ამ წინადადებას იმ იმედით, რომ საბოლოოდ ზღაპრული გამოვიდოდა  : ))

  2. ვადები –           1) ე.წ. ‘პრიმერკებისათვის’ შეთანხმების მომენტში ასეთი წინადადება იყო, რომ მინიმუმ 5-6 ჯერ მაინც დამჭირდებოდა  მისვლა. ეხლა დაახლოებით 10ჯერ მაინც ვიყავი უკვე და კაბის ჯერ ნახევარიც კი არაა დამთავრებული.                                                                                                                                                                         2) კვირაში უკვე თავისუფლად ასწრებდნენ შეკერვას – 2 კვირა უკვე გადის და ჯერ შედეგს ვერ ვხედავ.

  3. დამოკიდებულება დიზაინერთან არ მაქვს პრეტენზია, მაგრამ თვითონ მკერავი აგდებულად ეკიდება ჩემ შეკვეთას. მაქვს განცდა, რომ უბრალოდ დროს წელავს და ერთ მონაკვეთზე რომ ძაფს გადაატარებს იმის მოსაზომადაც კი მიბარებს.როცა აკა იქაა და რამეს შევჩივლებ მაქსიმალურად მისმენს და ითვალისწინებს ჩემს სურვილს, მაგრამ ის ქალი … ერთი სული მაქვს იმ კაბას როდის გავიძრობ და იქიდან გამოვვარდები ხოლმე. უსიტყვო და მორცხვი ტიპი არ ვარ რომ არ ვუთხრა უარყოფითი ჩემი აზრი  და დამოკიდებულება ვინეს. მაგრამ უნიკალური ფრაზა: ‘ჯერ ყველაფერი ხო კეთების მომენტშია და ეგ როგორ იქნება ჯერ’ უკვე ნერვებს მიშლის.  და საერთოდ მიკარგავს იმ კაბის ჩაცმის სურვილს.

  4. დეტალები ყველაფერი ისე არაა, როგორც უნდა ყოფილიყო. ორი მნიშნველოვანი დეტალი საერთოდ სხვანაირი მინდოდა. 1) კორსეტი – კორსეტის კაბასთან თანხვედრის ადგილი გადაჭრილია და შემდეგ გადაკერებული, რაც კატეგორიულად არ მინდოდა – სხვანაირად არ გამოვიდოდაო , ამას ყველაფერს ისე გავაფორმებთ, რომ საერთოდ არ გამოჩნდებაო. და ეჭვი მაქვს არ მომეწონება არც ეს ორნამენტებით გაფორმებული და მერე უკვე ძალიან ცუდ რაღაცას ვიზავ. 2) ქვედა ნაწილის სილუეტი – უბრალოდ მოკლედ ვიტყვი, რომ შესაცვლელია.კიდე არის რაღაც რაღაცები, რაზეც არ მინდა თავი კიდე ძალიან დებილად დაგანახოთ და არ დავწერ. მეც არ ვიცი კატეგორიულად რატო არ ვითხოვ რამეს როცა იქ ვარ ხოლმე, მაგრამ ვჩუმდები ერთი უბრალო და ელემენტარული ფრაზის გამო : ჯერ კერვის პროცესია და ყველაფერი ისე იქნება, რომ მოგეწონება, როგორ შენ გინდოდა.თუ ბოლოს მართლა ასე არ იქნება მერე მომიწევს მეც ვიმოქმედო.

ამის წამკითხავ ნებისმიერს გაუჩნდება შთაბეჭდილება ეს სად მივიდაო, მაგრამ ასე არაა, სოლიდურ ადამიანთან მივედი შესაკერად და წინა პოსტში ვახსენე კიდეც. [ https://vekoo.wordpress.com/2011/06/28/palmebis-chrdili-da-saqorwilo-kaba-vol2/ ] ძალიან ცუდია, რომ ჯერ შედეგი სახეზე არაა და უკვე უკმაყოფილო ვარ, ყველაფერი კი ისევ და ისევ დამოკიდებულების ამბავია – აკა რომ როგორც არის ისეთი დამიკიდებულებით არ იყოს ჩემ მიმართ, კარგა ხნის წინ გამოვართმევდი უკან ფულს და სხვასთან მივიდოდი, მაგრამ ეხლა მე მომწონს მისი მუშაობის სტილი, რასაც ვერ ვიტყვი მის ერთ_ერთ მკერავზე.

ძალიან მინდა შემდეგი პოსტი იმედიანი იყოს …

სახელის გატეხვას თავის გატეხვა გერჩივნოსო – ნათქვამია კიარადა, ბლოგერის ყბაში ჩავარდნას თავის გატეხვა გერჩივნოსო და მართლდება : )) სამაგიეროდ, თუ ყველაფერი მართლა ისე გამოვიდა როგორც მაიმედებენ, ამაზე მეტი უფასო რეკლამა რა იქნება :დ

Posted in ამოხეთქა, ივენთ-განხილვა, პიკანტური რეალობა, ქორწილი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , | 20 Comments »

ვისაც სასმელი ადეგრადირებს

Posted by vekoo on მაისი 26, 2011

ვინ გამოვდივარ მე,  თუკი კარის მეზობლისგან გამოსულ “ვაიმე, მიშველეთ, მოკვდა”–ს განწირულ კივილზე ერთდერთი, რაც იმ წუთას მაფიქრდება არის:

– რა მეშველება, ეხალა როგორღა ჩავრთავ ხმამაღლა მუსიკას.

ადრეც მითხრეს:  – სხვისი გასაჭირი გულთან ახლოს არ მიგაქვს, როგორ შეგიძლია იმხიარულო როცა “ვიღაცას” უჭირსო/მოკვდაო : |

ნუ, საბოლოოდ კი გაირკვა, რომ  არავინ არ მომკვდარა და უბრალოდ, მთვრალი ქმარი ცოლს ახრჩობდა : |

მგონი ისევ ის ჯობდა ვინმე მომკვდარიყო ხო?

ყველაზე მეტად რასაც ვერ ვიტან არის მთვრალი კაცი – საუბარი მაქვს უაზროდ და გონების დაკარგვამდე მთვრალზე, რომელმაც არ იცის რას აკეთებს, შარზეა და მოკლედ რომ ვთქვა გამოლაყებულია : | ასეთი სიტუაციის  ატანა არ მაქვს .

თავიდან ისიც მოსიყვარულე შეყვარებული/საქმრო იქნებოდა, პრინციპში, ქმარიც ესეთვე გარდა იმ შემთხვევებისა, როცა  უზომოდ გალეშილი ასეთ კონცერტს მართავს.

და ამ ყველაფრის მერე ცოლს ის ისევ ისე უაზროდ და უანგარიშოდ უყვარს  ♥

ეხლა ვფიქრობ: იქნებ ესაა ნამდვილი სიყვარული ყველა მინუსის და “გრეხის” მიუხედავად მაინც მასზე რომ ამოგდის მზე და  მთვარე,  მაინც მის გამართლებას და გამხნევებას რომ ცდილობ, მაინც რომ გინდა გააბათილო  მისი დანაშაული, იპოვო მიზეზი და სხვის თვალში გამოიყვანო : ))

ნუ, ეხლა აქ ბევრი იტყვის: ეგ სიყვარული კი არა მონური ბრმა მორჩილებააო, მასეთს პირველივე შემთხვევაზე უნდა დაახვევინოვო და ა.შ…

მაგრამ რა არის იცი? სიყვარული ესე ერთი ხელის მოსმით არ ქრება.

ვიღაცისთვის წლებია საჭირო მის დასავიწყებლად, ვიღაცას კი 1 წუთშიც გამოსდის – ნუ, რამდენად გამოსდის სინამდვილეში ესეც ცალკე საკითხია : ))

მთავარი კი ისაა, რომ შენ ცდილობ საყვარელი ადამიანი ჭობიდან ამოთრევას და ფეხზე წამოყენებას, შენი სიყვარულის და ბედნიერების დაცვას, რომ გაქვს იმედი , რომ ყველაფერი ჯერ კიდევ არ დაგიკარგავთ, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა და ისევ ძველებურად გინდა მის ყელზე ჩამოკიდებულმა ღამეები გაათიო.

რამდენი ხანი გაძლებს ასეთ სიყვარული? ასეთი ერთად ყოფნა?

ყველაფერი ხო ინდივიდუალურია და საკითხი აქაც ინდივიდუალურად წყდება: გააჩნია ვის რამდენი ხანი გაუქაჩავს მოთმინება : (( მთვარი ისაა, რომ “მერე” გული მაინც არ დაგწყდება, რომ რაღაც შეგეძლო და შენ ყველაფერი არ ცადე შენი ბედნიერებისათვის.

Posted in ამოხეთქა, განწყობისათვის, პიკანტური რეალობა, ქალი და მამაკაცი, ყოველდღიური | 8 Comments »

მოთქმა ხმითა თავ–ბოლო ერთი

Posted by vekoo on მაისი 10, 2011

როცა ძალიან, ძალიან გაბრაზებული ვარ და უკვე ისტერიკის შემოტევები  მაქვს

1– ვურეკავ აჩოს და მოვთქვავ

2– შევდივარ ფბ–ზე და სურვილი მაქვს ისეთი სტატუსი გამოვაცხო, რომელიც უხვად იქნება გაჯერებული “:@” ამ სიმბოლოთ, სალანძღავი სიტყვებით და ნერვიული აშლილობის ზღვარზე მყოფი ადამიანის გამოძახილებით .

წეღანაც რაღაც ასეთი დამემართა და მომენტალურად  დავაპირე აჩოს დავურეკავ და გავუპროტესტებ ამდენი ხანია რატო არ გავახსენდი, რატო არ დამირეკათქო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სულ 40წუთის წინ ველაპარაკე, გამიტყდა :დ თან კიდეც კაი მოვტვინე, რომ ერთადერთ დადებითად განწყობილი ადამიანიც არ უნდა ჩამოვიშორო, რომელიც მუდამ ყველა სიტუაციაში ჩემ გვერდითაა.

ამიტომ ეგრევე ფბ ჩავრთე და ასაფეთქებლად მოვემზადე.

ნუ, მომენტარლურად თვალი გადავავლე ონლაინ–ფრენდებს და იქ ბანკის თანამშრომელი შემეფეთა, აქ მოდური დივა, იქ აჩოს ნათესავი, აქ ბლოგერების მთელი ” ხროვა”  და გამიტყდა : ))

ერთი მხრივ იმის, რომ ასე ავღელდი და გრძნობების სააშკარაოზე ამ ფორმით გამოხატვა დიდი გოიმობაა და

მეორე მხრივ, არ მინდა ვინმემ ასეთ მდგომარეობაში მნახოს/წამიკითხოს.

ახალ გადაწყვეტილებაში გასამტკიცებლად უცებ შევედი ამ “მოდური დივის” პროფაილზე, მის ფეშენ სურათებს გადავხედე, მერე უცებ თავი ხელში ავიყვანე და ვსო, მე უკვე თავისუფალი ვარ მოწოლილი უარყოფითი ემოციისაგან.

მართლა განვთავისუფლდი, არადა 5 წუთის წინ სულ ცოფებს ვყრიდი ისე ვიყავი.

თურმე, კარგადაც მოქმედებს ჩემზე ფეისბუქი ♥

from the day before today by schedule post .

Posted in ამოხეთქა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , | 4 Comments »

ძიშოვი ქურთები

Posted by vekoo on აპრილი 25, 2011

აღდოგმის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ !

წელს არც მიმარხულია და ეკლესიაშიც არ მივლია , არც ლიტანიობას დავესწარი და საერთოდაც, ყველანაირად ავიშვი, მაგრამ ეს პოსტი ამაზე არაა.

ორშაბათი მიცვალებულთა დღეა, მეც ძალიან მიყვარდა ჩემი ბაბუა <3, ბებია ჩემ დაბადებამდე 8 წლით ადრე გარდაიცვალა და მისი სახელი მქვია,  ამიტომაც ყოველ წელს დავდივარ მათ საფლავზე.

ეხლაც იქიდან დავბრუნდი ფრიად ეგზალტიებული, მაგრამ ყველაფერს თავიდან დავიწყებ:

2009 წელი, რუსთავი, ხედი ბაბუას სასაფლაოსთან.

მივედით, წვიმისგან დასველებული მაგიდა–სკამები გადავასუფთვეთ, გადავაფარეთ და როგორც წესი და რიგია სასუსნავები დავალაგეთ.

რაღაცნაირად ყოველთვის მიყვარს ეს გარემო, გარშემო 20–30 წლის წინანდელი საფლავებია, უმეტესობა მივიწყებული დაბალახმოდებული, რამოდენიმეს უკვე ღობეებიც მოცლილი აქვს… გვერდით მდინარე მტკვარი ჩამოედინება და იქით ლამაზი ხედია, ლამაზი გადასახტომი …

ბევრი, ბევრი მაღალი  ნაძვი თუ ფიჭვი, რაც ქვია. წითელი ღვინო, პასკა და წითელი კვერცხები. და საფლავზე დანთებული 3 სანთელი .

საიდანღაც დამკვრელების ხმა ისმის, მაგრამ მას არ ვაქცევ ყურადღებას და სახეს შემხვედრ ნიავს ვახვედრებ.

2009 წელი, მდინარე მტკვარი. ხედი ბაბუას სასაფლაოდან.

უცებ საიდანღაც 3 ბინძური თათარ–ქურთი ქალი მოდის, ერთს უზარმაზარი ჩანთა კიდია ზურგზე, მერე დავაკვირდი ბავშვი ყოფილა … და ძალიან მიამიტი და საწყალი თვალებით საჭმელს გვთხოვენ.

ისეთი მოკრძალებულები და თავშეკავებულები არიან, სულ ზრდილობად იღვრებიან, ისეთი თვალებით გიყურებენ და ხმით გელაპარაკებიან, რომ გეგონება ძალიან უჭირთ და შენ მათი ერთადერთი იმედი ხარ.

დედას უცებ სიკეთის სხივები ენთება თვალებში და მიეცი ესენიო – მეუბნება, მე კიდე ფეხზე ვდგავარ, მადიანად ვღეჭავ უგემრიელეს შემწვარ ბარკალს, თვალებში ვუყურებ და არ ვინძრევი.

ვიცი, ამ დროს დედაჩემი ფიქრობს, რომ მე უტიფარი ვარ :დ

მაგრამ პროსტა, არ შემიძლია ასეთებს დავეხმარო.

ერთიანად მახსენდაება თუკი ოდესმე მათზე რამე ცუდი გამიგია.

ვისაც გაუხარდება, შეუძლია რასისტად ჩამთვალოს, მაგრამ უჯიშო ხალხს ვერ ვიტან :დ

ხოდა, მადიანად ვილუკმები, ვუყურებ როგორ გვთხოვენ საწყალი თვალებით დახმარებას და თან ერთად მახსენდება ამათი შვილები როგორ აფურთხებენ რუსთაველზე გამვლელებს 1 ნაყინის ან კოკა–კოლასათვის, როგორ ამაგლიჯა თმიდან თმისამაგრი 3–მა რეგვენმა ქურთის ბავშვმა, როგორ ცემეს ქუჩაში ერთი გოგო მარტო იმიტომ ასეთმა ქალებმა, რომ რაღაცის ფასი კითხა და მერე აღარ იყიდა.

რამოდენიმე წლის წინ, როცა აღდგომა დღეს ისევ სასაფლაოზე ვიყავით, გზის პარას მამა ერთ ნაცნობთან გადავიდა და სანამ მოვიდოდა მქონად დრო დავკირვებოდი რას აკეთებდა ხალხი.
ჰოდა, გამოიარა მინი–ვენმა. საჭესთან ოქროსკბილიანი, ოქროსსამაჯურიანი და ოქროს უზარმაზარ ბეჭდიანი ტიპი იჯდა, გვერდითაც ასეთივე ღიპიანი ბიძა ეჯდა, ორივენი არაქართველები იყვნენ, თათრები, აზრბაიჯანელები ან ქურთები. გააჩერეს და უკნიდან 5–მდე თავწაკრული ქალი გადმოვიდა და სასაფლაოებს შეესივნენ.

ამასობაში მამაც მოვიდა და მითხრა: მაგათმა ესე იციან, ქალებს გაუშვებენ საშოვნელად, თვითონ კიდე ზიან და ქეიფობენო.

ვინმეს სადმე უნახავს ქურთი მათხოვარი კაცი? რატომღაც სულ ქალები და ბავშვები დადიან.

ერთობლივად ბევრ პრობლემას შევეხე ამ ერთ პოსტში, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის: კაცი რომ მამობის პასუხისმგებლობას აიღებ თავზე, მერე შვილები ქუჩაში დასაყრელად აღარ უნდა გაიმეტო..

ერთი სიტყვით, აღმოვაჩინე, რომ საშინელი ქსენოფობი გამოვდივარ. (( :

UPDATE: ზურგზე მოკიდებულ ბავშვებს რატომღაც სულ ძინავთ, დღის რომელ მონაკვეთშიც არ უნდა შეხვდეთ სულ ჩუმად არიან თოთო ბავშვებიც კი. არასოდეს დავფიქრებულვარ, რომ ეს არაბუნებრივია. მერე გავიგე, რაღც წამლებს ასმევენ, რომ მოითენთოს ბავშვი და არ იხმაუროს 😐 ადებილებენ თაობებს.

Posted in ამოხეთქა, ექსკლუზივი, ყველაფერი ჩემზე | 6 Comments »

გოგოშკური

Posted by vekoo on აპრილი 14, 2011

“კარგად იყავიო, შენი ერთადერთი კაცი გვერდით გყავდეს და ცხოვრებაში ერთფეროვნებით არ ამოგხდეს სულიო,” – დაახლოებით ასეთი იყო ბოლო სიტყვები (რასაც მე მივუსწარი).

ეხლა რა ხდება, უკვე ბევრმა იცის და რამოდენიმე ბლოგზეც დაიწერა, რომ არსებობს  გოგოშკური ჯგუფი, სადაც იდება “პერსონალური გასხმები”.

ღრმა ბავშვობაში მეც მიყვარდა ყველანაირ პირად თემაზე ნებისმიერთან საუბარი, მეც აღტაცებული ვყვებოდი პირველ აღმაფრენ წამებს და პირველ დაცემასაც.

მერე გავიდა დრო და რაღაც–რაღაცები გადაფასდა ჩემ შეგნებაში:

ეხლა უკვე ვიცი,

  • რომ ყველა, ვინც მომისმენს და თავს დამიქნევს ჩემი ცუდი არ წყინს და არც ჩემი კარგი უხარია,

  • რომ მეგობარი მხოლოდ ის არაა, ვინც გულისყურით მომისმენს და თავის აზრსაც გამიზიარებს,

  • რომ ყველას ნდობა არ შეიძლება, ვინც ნდობას გამომიცხადებს.

მერე გავიაზრე რას ნიშნავს პირადი და რას საჯარო და გარკვეული საზღვარიც გავავლე ჩემსა და მასას შორის.

თავის დროზე ისე მაგრად ვიწვნიე ჩემი ენის სიგრძე, რომ მას მერე ეტაპობრივად გამომუშავდა ჩემში ენაზე კბილის დაჭერის ტენდენცია :დ მერე ნელ–ნელა მეც მივხვდი, რომ ჩემთვის ასე ჯობდა…

“სადაც მიხვალ იქაური ქუდი დაიხურეო” – ანდაზა არასოდეს ჯდებოდა ჩემს პრინციპებში.

მე მაქვს ჩემი შეხედულებები და რეალური/ღირებული მიზეზის გარეშე მათ იშვიათად ვცვლი.

ჰოდა, მეც აღმოვჩნდი 2–3 კვირის წინ “გოგოშკურ” ჯგუფში და ამ დროიდან მოყოლებული მოწმე ვიყავი ბევრი ისეთი ამბის მოყოლისა, რისი მოსმენაც ბევრს და განსაკუთრებით მამრებს ძალიან უნდათ, ვიზიარებდი ბევრის წუხილს, ზოგს ჩემ შეხედულებას ვუზიარებდი, ზოგსაც ინფოს ვუზიარებდი და ყველაზე ნაკლებად ჩემ ინტიმურ დეტალებზე ვამახვილებდი ყურადღებას.

და რა მოყვა ამას შედეგად: შენ ჭორიკანა ხარ, გვალაპარაკებ და შენ თავზე არ ყვები, ჩვენ ამბებს მერე ბლოგზე დაწერ და გააპიარებ, დაგვაშანტაჟებ და ათასი მე მაპატიეთ და სირული აზრი : |

როგორც მივხვდი, არსებობს ხალხის ისეთი კატეგორია,

  • ვინც განსხვავებულ ტიპაჟებს ვერ ეგუება,

  • ვისაც განსხვავებული ცხოვრების წესი ნორმიდან გადახრა ჰგონია და

  • ვისაც თავისუფლება და გართობა პარტნიორთა სიმრავლეში ესახება.

ზოგმა ის ვერ გაიგო რატომ არ ვყვებოდი  პირად დეტალებს და ზოგსაც იმაში შეეპარა ეჭვი, რომ ჩემი ცხოვრება დუნე და მოსაწყენი იყო, რადგანაც შეგნებული 20 წლის მანძილზე მხოლოდ 1 საყვარელი ადამიანი მყავს და არც არაფერს ვყვები არც საწუწუნოს და არც სასიხარულოს მათთან : )) აი, ეხლაც მე თავს ვიშტერებ ვითომ ვერ ვხვდები რა პრობლემა არსებობს თურმე :დ

ნუ, ეს რა პირადი ბლოგია პირადი განცდები თუ არ გადმოვეცი, ამიტომ აქ დავწერ და დავსტოპდები, იმიტომ რომ იქ წერის უფლება შემეზღუდა: “მეტისმეტად პატიოსანი ხარ ჩვენ ბოზებთანო, ჩვენ საათში 100  ლარს გავაკეთებთ და შენ კარგად იყავიო” : )) – თქვენც კარგად ბრძანდებოდეთ,  გმადლობთ ასეთი შეფასებებისათვის :დ

კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი იმაში, რაც ისედაც ვიცოდი, რომ კაცი კაცისთვის  მგელია.

ნიტო შეგრძნებაა, რომ ვერ მოწვეს და თავისებურად გადახარშეს ყველაფერი, მაგრამ ერთი კარგი საქმე მაინც გამიკეთეს: დამარწმუნეს ყველა ზევით გამოთქმულის ჭეშმარიტებებში ♥ ზუსტად ვოცი, რომ ენაზე კბილის დაჭერა უნიკალური თვისებაა : ))

Posted in ამოხეთქა, ეს უნდა იცოდე, ექსკლუზივი, პიკანტური რეალობა | Tagged: , , | 12 Comments »

თსუ – სირცხვილია!

Posted by vekoo on თებერვალი 17, 2011

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ჩემი უნივერსიტეტია და ყოველთვის ვცდილობდი მისი პრესტიჟის დაცვას.თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა უკვე მეც აღარ შემიძლია თვალების დახუჭვა აქ გამეფებულ ანარქიაზე.

  • ვისაუბრებ კონკრეტულად ჩემთვის ასე კარგად ცნობილ “ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე”.

  • გამეფებული სრული ბიუროკრატია არავისთვის არ წარმოადგენს სიახლეს, – სამდივნოში მიდიხარ, კათედრაზე გაგზავნიან, კათედრიდან ისევ სამდივნოში, იქიდან 708-ში, 708-დან 509-ში , იქიდან კანცელარიაში, კანცელარიიდან დეკანთან. დეკანს ვინ დაეძებს, მისი მდივანი რა თქმა უნდა, დაკავებულია და ვერ მიგიღებს. მიდიხარ ისევ სამდივნოში, თავზე ახურავ ფურცლებს და ეუბნები, რომ რადგან მდივანია, მისი პირდაპირი მოვალეობაა თსუ-ს ხარვეზების გამოსწორებაში დაგეხმაროს და შეიძლება რაღაც გამოგივიდეს.

ეს იდეალური წყობაა, გუშინ ვიყავი მაღლივში IV კურსის სამდივნოში და დავრწმუნდი, რომ ზევით აღწერილი სიტუაცია მხოლოდ მოგონებათღა დარჩა და ახლანდელი მდგომარეობა ბევრად უფრო მძიმეა – მდივანი შეიცვალა, ვიღაც ახალი და გამოუცდელი დანიშნეს და სამწუხაროდ, ის იმაშიც კი ვერ ერკვევა თუ რა ხდება, როცა სტუდენტს უნდა წინა სემესტრის საგნის არჩევა.დაახლოებით ასეთი საუბარი გაიმართა:

“- წინა კურსის საგნის არჩევა მინდა და რა უნდა ვქნა, ეგრევე ავირჩიო ბაზაში?
– არ ვიცი ზუსტად, მგონი განცხადება უნდა დაწერო დეკანის სახელზე. ისე კი, ჯობია II კორპუსში ჩახვიდე და იქ გაგარკვევენ ყველაფერში. კი, კი იქ ჩადი. “

შოკი განვიცადე :დ აქამდე არასოდეს დამჭირვებია II კორპუსში მისვლა რამე საგანთან დაკავშირებით. ყველაფერი მარტივად ხდებოდა, თუ ბაზაში ისედაც ჩანს საგანი აირჩევ.
დააბრუნონ ძველი მდივანი, ახალმა მდივანმა new tab-ის გახსნაც კი არ იცის ბრაუზერში : – მე ვთხოვე, კათედრის ნომერი მომეცითქო და ვერ გამოვალ ეხლა აქედან, რაღაცები შემყავსო და აირევაო o_O  სასწრაფოდ გავეცალე, იქნებ გადამდებია გაუნათლებლობა…

საგნების არჩევა – ტუტორები

რაც შეეხება უშუალოდ საგნების არჩვას: დანიშნულნი არიან ე.წ. ტუტორები, რომლეთა პირდაპირი მოვალეობაა სტუდენტების გარკვევა საგნებში და არჩევისას დახმარება.
წინა სემესტრში მეც ვისარგებლე მათი “მომსახურებით” და ძვირფასი განათლებული ტუტორი სულ სხვა ფაკულტეტის ისეთ საგანს მთავაზობდა ასარჩევად, არასოდეს რომ არ დამჭირდებოდა ჩემ ფაკულტეტზე. : |
მადლობა ღმერთს, მე მასზე მეტად ვერკვევი სწავლების ტექნიკურ საკითხებში და მისი რჩევა არ გავიზიარე, თორე ეხლა მექნებოდა დამატებითი სემესტრი გასავლელი.

წელს თავად შევარჩიე რა საგნები უნდა გავიარო და აქაც პრობლემები შემექმნა : |

  1. მიუხედავად იმისა, რომ ახალი სემესტრი უკვე დაწებულია და სემესტრული რეგისტრაციაც დაიწყო, წინა სემესტრის ზოგიერთი საგნის ქულა ჯერ კიდევ შეუტანელია ბაზაში (ნაშრომები ჯერ არ გაუსწორებიათ) , ამის გამო ბაზა არ მაძლევს საფაკულტეტო სავალდებულო საგნების არჩევის უფლებას, – წინაპირობა არ გაქვს გავლილიო.                                                                                                                                  რა ვქნა, ერთადერთი ისღა დამრჩენია, ველოდო როდის ინებებენ ლექტორები ნაშრომების შესწორებას “ეკონომიკურ პოლიტიკაში”, რომ შეიტანონ საბოლოო ქულა. – იქამდე, რა თქმა უნდა, შეივსება სასურველ ლექტორებთან ადგილები და ჩემნაირ დაზარალებულ სტუდენტს საღამოს 5 საათიან ჯგუფებშიღა დაგვრჩება ადგილი 😐

  2. წმინდა პროგრამულ დონეზეც შეცდომებია – ბაზა ვერ/არ აღიქვამს განმეორებით  გავლილ/ჩაბარებულ საგნებს და მათ მაგივრად I-ად გავლის დროს მიღებულ (ჩაჭრილ) შეფასებას ითვალისწინებს. სხვანარიად ვერ ვხსნი რატომ მიწერს ერთ კონკრეტულ საგანზე წინაპირობები არ გაქვს გავლილიო, როცა აშკარად ჩაბარებული მაქვს ორივე წინაპირობა.

  3. კვლავაც პრობლემები – ელექტრონულ ბაზაში ხარვეზებია! სრულად არაა შეყვანილი სავალდებულო საგნების ჩამონათვალი.

    ამის გამო, მე 3 სავალდებულო საგნიდან და 2 მოდულის საგნიდან მხოლოდ 1 საგანი მაქვს არჩეული : |

    რას ვიზავ, ეს რეალობაა და ველი როდის გამოსწორდება პრობლემები.

    ხვალ მაღლივსაც მივაკითხავ, – ჩემ თავს ისევ მე უნდა ვუშველო!

პ.პ.ს. დავამატებ, რომ ვარ “აღრიცხვა, ანგარიშგება- აუდიტის” მოდულზე, უკვე 4 წელია ვსწავლობ “ერთი მწვანე წიგნით”, ისეთი საოცარი წიგნია, რომ შიგნით იტევს სხვადასხვა საგნების მასალებს აგერ უკვე 4 წლის მანძილზე.
და როგორც გავარკვიე, მაგისტრატურაშიც კი გამომადგება.
ნუ, რა არის ეს? დაცინვაა უნივერსიტეტისა და ცოდნისა. როგორ შეიძლება ერთი და იგივე მასალა გადაღეჭო სხვადასხვა საგნებში და პლიუს მაგისტრატურაშიც იგივე წიგნით ასწავლო სტუდენტებს?

თქვენი არ ვიცი და მე კი საბოლოოდ ამიცრუვდა თსუ-ზე გული და ერთი სული მაქვს როდის დავხურავ ბაკალავრიატს. მაგისტრატურის აქ გავლაზე კოშმარულ სიზმრებშიც კი არ ვოცნებობ!

Posted in ამოხეთქა, ექსკლუზივი, ივენთ-განხილვა, პიკანტური რეალობა | Tagged: , , , , , , , | 38 Comments »

Poor Fat Girl

Posted by vekoo on თებერვალი 1, 2011

შემეცოდა,მართლა შემეცოდა. 

არა ისე სწერვულად, ქედმაღლურად თუ ზევიდან გადმოხევის პონტში, არა, მართლა შემეცოდა .

იცი რატო?  რამხელა წარმოდგენა ქონია საკუთარ თავზე და თურმე სინამდვილეში როგორი ყოფილა.

როგორი სხვანაირი ჩანდა ამ ვირტუალური პოსტებიდან.

მერე მე  შელამაზებული სიმართლიდან გამომიყვანეს და ასე თუ ისე, ვიცოდი რა და როგორ თუ როგორი იყო, მაგრამ მთლად ასეთიც არ მეგონა.

ეხლა იცი? მეცოდები “ლამაზთვალება ანგელოზო” ))

რა ვქნათ, ბუნებამ ყველა ერთნაირად არ დააჯილდოვა ტანკენარობით.

კიდე, იცი რატო შემეცოდა?

დავინახე როგორ გამალებით იცავდა თავის წილ ბედნიერებას, როგორ უფრთხოდა ყველაფერ გარეშეს, რომ არ დანგრეოდა ძლივს ახუხულავებული მიწური.

ეკრანს ამოფარებული რა მარტივი ყოფილა ცხოვრება )) არავინ გიცნობს და ვერ გხედავს როგორი ხარ, არც შენი შინაგანი სამყარო ჩანს, ასე მარტივია ადამიანებს თავი მეგან Fოქსადაც კი წარუდგინო.

საქმე მარტო გარეგნობაში არაა, ყველაფერი წარმავალია. უბრალოდ, ძალიან ცუდია, როცა ახალგაზრდობაშივე ამხელა კომპლექსებს წამოიკიდებ.

რაღაც დოზით, ჭკვიანი გოგო ყოფილხარ, შეიგიგნია ჩემი რჩევა: “შეირგე , შეიშნოვე რასაც მიაღწიე როგორც იქნა და უბრალოდ, დაივიწყე წარსული და შეგვეშვი.”

არეული პოსტია

Posted in ამოხეთქა | Tagged: , , | 6 Comments »

კაცობა-მორყეული კაცები

Posted by vekoo on იანვარი 20, 2011

პოსტი შთაგონებულია პირად მოტივებზე კიარადა, პოსტს სარჩულად უდევს პირადი გამოცდილება.

მგონია, რომ ბიჭებმა სულ დაკარგეს ბიჭობა .

აღარაფერს ვამბობ კაცობაზე და უბრალო ადამიანობაზეც კი .

ესე იგი, რა ხდება:

ახლახანს შემემთხვა 2 ისტორია, თანაც ორივე სულ რამდენიმე საათის შუალედით და კიდევ უფრო გამიმყარდა ვარაუდი, რომ ამ ცხოვრებაში ადამიანი ადამიანისთვის მგელია და ყველას თვითგადარჩენის ინსტიქტი ამოძრავებს.

ნაწილი I

დილა, 9 საათი და 25 წუთი, კოსტავას გამზირზე პეკინზე გადასასვლელთან მგზავრობის ლარიანს ვაწვდი მშობლიური რუსთავის სამარშუტო ტაქსის მძღოლს და თან ვფიქრობ ტაქსით ავიდე მაღლივში თუ კვლავაც მარშუტკით?

ჩამოვედი და პირველი თვალებში 2 ნომერი გამეჩხირა, – რადგანაც ვიცი, რომ ტაქსისთვის მიწისქვეშათი გზის მეორე მხარეს ტელევიზიასთან უნდა გადავიდე, მერე როდის დავიჭერ ცარიელ ტაქსს –  ამ დილაადრიან ყველას ხო სამსახურში აგვიანდება და ამიტომ ეგრევე მარშუტკაში ავდივარ და მხოლოდ მერე ვამჩნევ, რომ ის თბილისის სტანდარტებს არ ჩამორჩება (:დ), სადაც მგზავრობისას მარშუტკაში ფეხზე დგომის კულტურა მყარად ფესვგადგმულია და მეც სხვა რაღა დამრჩენია, 13 სანტიმეტრიანი ჩექმებით ისედაც 175 სანტიმეტრიანი გოგო 4ად ვიკეცები და ვცდილობ, წონასწორობა შევინარჩუნო და არ წავიქცე.

რა მოძრაობაა ქალაქში ყველამ კარგად იცით, რამოდენიმეჯერ კინაღამ სერიოზულად წავყირავდი.

და ბიჭებს , რომ კითხო კაი ბიჭებს და რჩეულ ჯელტმენებს ერთი არ უფიქრიათ ადგილი დაეთმო, მითუმეტეს 2მა ეგევე ფული მოიმარჯვა- მალევე ჩადიოდა.

მხარზე ჩამოკიდებული უზარმაზარი ჩანთა ისევ ერთმა გოგონამ გამომართვა ღიმილით და დამიკავა.

ვაჟას დასაწყისში ერთი ადგილი განთავისუფლდა და დავჯექი და მეც დავისვენე, გოგონას ზრდილობიანად მადლობა მოვუხადე და საგამოცდო საკითხების კითხვა დავიწყე.

ესეც ქალური სოლიდარობა და მამაკაცური პატივისცემა.

ნაწილი II

ვინც არ იცის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კოლოქვიუმებსა და გამოცდებს საგამოცდო ცენტრი ატარებს უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ბიბლიოთეკაში, მკაცრი წესრიგია და ჩანთებსაც იქვე დერეფანში სპეციალურ საკიდზე ვაბარებთ პერსონალს და ვიღებთ ჩვენ კუთვნილ ჩანთის ნომრის ბარათს. გამოცდის დასასრულს იქ უშველებელი რიგებია- დაახლოებით 3 000 სტუდენტს თავისი ჩანთა უნდა და არის ჭყლეტვა-წეწვა.

პირველად მოხდა ამ 4 წლის მანძილზე, რომ გამოცდაზე რაც შემხვდა ყველა , 3-ივე საკითხი და ამოცანა ვიცოდი და რასაც ქვია დავქარგე ნაშრომი. ამიტომაც მალე გამოვედი.

ჩავდივარ ჩანთის ასაღებად და ველოდები ჩემ 3კაციან რიგს, ჩემ წინ გოგოებმა აიღეს ჩანთები და მე რომ უნდა მივაწოდო ჩემი ჩანთის ნომერი, ამ დროს ვიღაცა პრიშიკებიანი ქერა მუტრუკი ამეტუზა და უტიფრად მიაჩეჩა თავისი ნომერი.

ოოოოო

ვერ მოვითმინე და ეგრევე ვაჯახე, რომ თუ არ იცის, აქ რიგია და კეთილი ინებოს და დაელოდოს როდის ავიღებ ჩანთას. მითუმეტეს, ჭყლეტვა არაა და ჩემს მერე მხოლოდ ის დგას.

“- მეც ვიდექი რიგშიო”. – არადა, თავიდან სულ 3 კაცი ვიდექით, ბოლო მე ვიყავი და ის ჩემს მერე მოვიდა ბოლოს. იმდენი შეგნება და ზრდილობაც არ ქონდა, რომ არათუ დაეთმო გოგოსთვის – ამითი სულ 5 წამს დაკარგავდა, მეტს მართლა არა- დაჟე გადამახტა და ჩემ წინ წავიდა.

რა არის, 5 წამიანი ჩანთის აღების პროცედურაა და ამის გამო გოგონას შენზე წარმოდგენა არ უნდა დააკარგვინო.

სულ დაკარგეს ამ ბიჭებმა გალანტურობის განცდა. ასე მგონია, ყველამ დაიკიდა ზრდილობა და ის იმის შეგნება, რომ მათ კაცი ქვიათ და კაცს კაცური ქცევა მართებს, და არა ჩემი მეზობელი იზოლდა დეიდასნაირი.

ნუთუ მარტო მაშინ უნდა გამოიჩინო ბიჭმა ზრდილობა, როცა გოგოს კერავ? როცა მისგან რამეს მოელი და გჭირდება, რომ თავი მოაწონო?

დასკვნა:

კაი, არც მე მექნებოდა პრეტენზია თვითონ მამრებს რომ არ ქონდეთ პრეტენზია წინადადებაზე გენდერული თანასწორობის შესახებ. მაგრამ საქართველოში მაცხოვრებელი კაცების პროცენტულად უდიდესი ნაწილი თავს ქალზე სრულფასოვან პიროვნებად მიიჩნევს.

ხოდა, თუ ასეთი სრულფასოვნები არიან, ელემენტარული შეგნებაა ხო რომ ჯუნგლის კანონი არ იყოს შენი ცნობიერების წყარო და გოგონას პრიორიტეტი მიანიჭო რიგ შემთხვევებში.

პ.ს. აჩოსთან რომ დავიჩივლე ვიღაც ბიჭებმა ნერვები მომიშალეს მეთქი, ეგრევე “აიჯაგრა” და ვინები იყვნენ, რა უნდოდათო.  – რა კარგია, რომ მე ვიპოვე მამაკაცი, რომელმაც იცის როგორ მოექცეს საპირისპირო სქესს, როგორ გაანებივროს და დაიცვას ქალი და მე მასთან ბედნიერი ვარ.

Posted in ამოხეთქა, ექსკლუზივი, პიკანტური რეალობა | Tagged: , , , , , , , , , , , | 8 Comments »

Regret

Posted by vekoo on იანვარი 18, 2011

ხოდა,  მომენატრა, ძალიან, ძალიან მომენატრა ეს გოგო.

ეხლა ველაპარაკები და ვხვდები როგორ უღმრთოდ ავიღე ხელი მასზე.

ჰეჰ, შტერი და დებილუკა ბავშვი ვიყავი (თუ ვარ) .

ეხლა ჩემთან რომ იყო და ეგ ნიღაბი მოხსნილი რომ გქონდეს ბევრს, ბევრს ჩაგეხუტებოდი და თვალებში გაკოცებდი.

იმ თვალებში, ერთხელ ცრემლი რომ წაგსკდა ჩვენ გამო.

მიყვარხარ ჩემებურად

Posted in ამოხეთქა, ყველაფერი ჩემზე | 7 Comments »

დაცული: ქალო, თავი დამანებე

Posted by vekoo on იანვარი 14, 2011

ეს კონტენტი დაცულია პაროლით. მის სანახავად გთხოვთ შეიყვანოთ პაროლი ქვემოთ:

Posted in ამოხეთქა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , | მიუთითეთ თქვენი პაროლი კომენტარების სანახავად.

Charlotte Gainsbourg და რუსი ბაბუშკა

Posted by vekoo on დეკემბერი 12, 2010

პოსტის წაკითხვამდე ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, ეს ვიდეო ჩართეთ და თან მოუსმინეთ  ^_^ გმადლობთ ))

არ ვარ, მაგრამ თუნც მომაკარით შოვინისტის, რასისტის, კაცთმოძულისა და ატოლერანტულობის იარლიყი, ჩემ ზიზღს ვერაფერი დაფარავს გადაღრძუებული რუსი ბაბუშკების მიმართ. 

.

შესავლის მაგიერ : საერთოდ, წესრიგის დამცველი ნაკლებად, მაგრამ როცა საქმე ბაცილებსა და ბაქტერიებს ეხება, ჰიგიენის დამცველი ადამიანი ვარ. თუმცა, ეს ხელს არ მიშლის, რომ მოხუც ადამიანს, რომელიც ჰიგიენასთან აშკარად მწყრალადაა ხელი შევაშველო წამოდგომისას, როცა სხვები ზიზღით უვლიან გვერდით თუნცაც მაშინ, როცა ამას თვითნ არ მთხოვს.

BUT

ამას წინ 135 ნომერი სამარშუტო ტაქსით მივდიოდი მაღლივში. ჩემთვის ვიჯექი ფანჯარასთან ერთადგილიან სკამზე , Charlotte Gainsbourg-ს ვუსმენდი და შემოდგომის მწველი მზე, მუსიკა, შარლოტას მშვიდი ხმა და გარეთ შემოძარცვული გარემო ისეთ ჰარმონიაში იყო ერთმანეთთან, მოსიარულე მანქანები და ხალხი უცხოპლანეტელები მეგონა და მათზე დაკვირვებას ვაწარმოებდი. თან სეზონისთვის უჩვეულოდ ისე სასიამოვნოდ თბილოდა, ლამის სიამოვნებისგან კრუტუნი დამეწყო და იქვე ჩამძინებოდა.

ამ იდილიაში ვარ და უცებ სააკაძის მოედანზე გაჩერდა ჩემი კოსმიური ხოლმალდი და ჩემი დასაჯდომი ადგილის გამო გვერდულად ვხედავ ყავისფერებში გამოწყობილ მოხუც ქალს,  რომელიც გაჭირვებით ადგავს [მგონი] ორივე მოტეხილ ფეხს, წვალობს და ძლივს ამოდის თავის გადასარჩენად. 

შინაგანი ემოციების გამო პოზიტივით ვიყავი გაჟღენთილი და მხოლოდ სიკეთის კეთება მინდოდა

გაუაზრებლად მომივიხედე – თავისუფალი ადგილი თუ არ იქნებოდა, მე დავუთმობდი. ამ დროს ვიღაც ღვთისნიერი ამოსვლაში დაეხმარა და ისიც იქვე მძღოლთან პატარა სკამზე მოკალათდა და Fail : |

ისეთი, ისეთი , ისეთი საზიზღარი წიკვინა რუსული ხმით დაიწყო ლაპარაკი, უცებ დამაბრეხვა მე9 ციდან ცოდვილ დედამიწაზე : ((

მე გვერდიდან ყურებაში ვერ დავინახე მისი დაჭმუჭვნული რუსი სახე. არა, რასისტი არ ვარ, მაგრამ მაღიზიანებს, როცა მახსენდება, რომ აი ამ ქალს მთელი თავისი მახინჯი ცხოვრება საქართველოში აქვს გატარებული. ვინ იცის რამდენი ჩვენგანის ბაბუა თუ პაპა ხერხავდა ყოველ დილა-საღამოს.
რამდენთან იყოფდა ბინძურ სარეცელს.
ახალგაზრდობაში როგორი “მოთხოვნა” იქნებოდა მასზე და ერთი სიტყვით, როგორი წარსული ექნებოდა . 

ნუ, მე როლებში შევიჭერი და ვერავინ დამარწმუნებს, რომ ეს ასე არ იქნებოდა!

ხოდა, კეთილი არ ინება და არ ისწავლა ქართულად მეტყველება.

საშინელებაა როცა ვხედავ, რომ უბნის კუთხეში “სემიჩკის” გამყიდველ მოხუც ქალსაც ყველა რუსულად ელაპარაკება, ჩემ ძმას რუსი ექიმი ყავდა – იმასაც რუსულად ვეკონტაქტებოდით და უამრავი ასეთი შემიძლია გავიხსენო. არადა ზუსტად ვიცი, რომ ის გარემოვაჭრე თუ არა, წიოწ თამარა საქართველოშია დაბადებულ/გაზრდილი და უკვე 60 წელზე მეტისაა და ქართული ჯერ ისევ არ იცის სათანადო დონეზე.

რატომ ვართ ქართველები ასეთი მეტიჩრები, რომ ჩვენ საკუთრებებს ვაკნინებთ და ფეხქვეშ იატაკის ტილოსავით ვეგებით მავანთთ.

ჩემს წარმატებულ უფროს მეგობარს, რომელიც უცხოურ ფირმაშიც მუშაობს, ყავს ფრანგი თანამშრომელი, რომელმაც ინგლისურიც იცის. მაგრამ მხოლოდ იმიტომ არ ელაპრაკება ინგლისურად, რომ “თუ ქართველმა ინგლისური ასე კარგად ისწავლა, ფრანგული არაფრითაა მასზე ნაკლები და ფრანგულიც ისწავლოსო”

ნუ, მესმის, მთლად ასეთი მიდგომაც არაჯანსაღია. მაგრამ ჩვენ ხომ ყოველთვის ერთი უკიდურესობიდან II უკიდურესობაში ვვარდებით და ოქროს შუალედს ვერასოდეს ვიცავთ.

აბა, ვინ ჩემი ფეხებია აწ უკვე ბინძური მოხუცი რუსი ბაბუშკა, რომ მარშუტკაში ამოსული პრიკაზებს არ იძლეოდეს და ისიც რუსულად არ წიკვინებდეს გამყინავი ხმით.

დაბერდა და ეხლა აღარაფერი შეუძლია და თავს გვაცოდებს, არადა იყო/იქნებოდა დრო ზევიდან უყურებდა ქართველ გოგოებს და ეხლა მათ შვილებს დახმარებას თხოვს. 

იმ დღეს ნელიკო რაღაც სტატიას განვიხილავდით ფბ-ზე . და გაუკვირდა, რატო ხარ ასეთი სასტიკი, ბავშვმა მაინც რა დაგიშავაო. მაგრამ ასეთი ვარ და მორჩა. :დ

ხო, კიდე მინდა ბევრი კაცი ვიყო – ბევრი ენა ვიცოდე და ამ სიმღერას ვმღეროდე ^_^

P.S. რუსულის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ გააჩნია სად და როდისა, თუმცა, უკვე ქართველები საღამოს წვეულებაზეც კოქტეილის კაბის მაგივრად დაეხეული ჯინსებით დადიან  😐

Posted in ამოხეთქა, პიკანტური რეალობა | Tagged: , , , , , | 6 Comments »

Exceptional Sucks

Posted by vekoo on ოქტომბერი 3, 2010

მჭერმეტყველება – საძულველი სენი ;

იყო დრო, როცა დიდ პატივს ვცემდი ხალხს, რომლებიც გაუჩერებლად და გადამბულად ლაპრაკობდნენ ზოგადსაკაცობრიობო თუ ღრმად ფილოსოფიურ საკითხებზე და მჭერმეტყველების ზენიტს აღწევდნენ, პირიდან ვისკის სუნი ამოსდიოდათ და თითებში სიგარეტი უხრჩოლავდათ.

ძირითადად ისინი  მუდამ მომცრო ზომის შავი ბლოკნოტებით- უბის წიგნაკებით მოძრაობდნენ, ყოველ შესაძლო შემთხვევაში განმარტოვდებოდნენ და შავი ფანქრით/პასტით ლექსებს თხზავდნენ ან სულაც მოშორებით ფანჯარაზე შემოსკუპდებოდნენ/გადაჭრილ კუნძზე ჩამოჯდებოდნენ, თვალებს სადღაც შორს გააშტერებდნენ და ფიქრებით “ტრანსში” ვარდებოდნენ.

ერთი სიტყვით, არ აითქვიფო ბრბოში და იცოდე შენი ნიშა კარგია, მაგრამ ამგვარი მარაზმად ქცეული განსხვავებულობა უკვე : |  exceptional sucks

ნუ ცდილობთ ჩვენი, ჩვეულებრივი მოკვდავების თვალში ასე ამაღლდეთ, ცაში იფრინოთ და ზეციდან დაგვმოძღვროთ. თორე ბოლო ნათელია ..

სასაცილოა თქვენი დემაგოგია.

გავიდა ის დრო, როცა ცხოვრებაში “თავის გადასარჩენად” და “პალაჟენიის დასაყენებლად” მოსაუბრის დაბოლება უმარტივესი ხერხი იყო .

ნუ ჩამორჩით ცხოვრებას, მარტივი და ლაკონური აზრები/მსჯელობა უფრო აწევს ჩაობებულ სტატუსს მეშვიდე ცაზე ( რისკენაც ესერიგად მიილტვიან მავანნი) .

ნუ ჩამორჩით ცხოვრებას, დრო ფულია და არავინ აპირებს ფული უინტერესო ინვესტიციაში დააბანდოს.

Posted in ამოხეთქა, პიკანტური რეალობა, სასურველია იცოდეთ | Tagged: , , , , , | 9 Comments »

მარილიანი მიწის თხილი

Posted by vekoo on ივლისი 22, 2010

რა გემრიელი ყოფილა ჩახუტებული ტირილი.

რა გემრიელია მარილიანი მიწის თხილიც …

მწარეა, მაგრამ ტონუსს ამაღლებსო, – ამბობენ წიწაკაზე .

მწარეა განშორებაც და დასაწყისშივე გაამყარა მოლოდინი …

დღის განმავლობაში გვერდით მყავდა და ვერ ვგრძნობდი მინი-დასასრულს, მაგრამ ბოლოს …

ძნელი იყო , მაგრამ გამოვიგლოვე , გულის ამოჯდომამდე ვიტირე , მერე უკვე გამოვიგლოვე, დამამშვიდა სიტყვებითაც …

საოცარი გამოგონებაა გულში ღრმად ჩახუტება .

დავწყნარდი და ბოლოს თვითონ დაჭირდა დაწყნარება …

მიყვარხარ, აჩო !

პ.ს. ხვალ სოფელში მივდივარ, მშვიდობით, ბლოგო!

პ.პ.ს. გემრიელი ყოფილა მარილიანი ცრემლებიც …

შენი ხელით დამიკრიფე თაიგული )) დიდხანს ვინახავდი ))

Posted in ამოხეთქა, პიკანტური რეალობა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , | 12 Comments »

ატრაქციონი "მეგა დაცემა"

Posted by vekoo on ივლისი 7, 2010

სულ ცოტა მინდა ხოლმე ბედნიერებისათვის .

სულ ცოტა მინდა უბედურებისათვის.

საშინელი ხასიათი მაქვს, მსუბუქი და მძიმე ერთდროულად .

აი, ახლაც, მშვენიერი დღე მქონდა, მხიარული და ადრენალინით სავსე , მაგრამ ერთმა დეტალმა ყველაფერი წყალში ჩაყარა, – კარგის გახსენებაც აღარ მინდა და ცუდსაც ვერ ვივიწყებ.

გგონია აჩოსთან ვიჩხუბე? არა, აჩო არაფერ შუაშია . დღეს დილიდან ქალაქში დავბოდიალობთ, საღამოს მთაწმინდაზე ვიყავით ასულები ტატოსთან ერთად.

ტატო აჩოს ნათესავია, გუშინ ჩამოვიდა საფრანგეთიდან. რა ლამაზი ენა ყოფილა ფრანგული, პირველად გავიგონე რეალში ასე წყალივით ლაპარაკი . (მეორე მშობლიური ენაა) მეც მინდა სწავლა, მაგრამ ჩავიქნიე ხელი იქ თუ არ წავალ, პრაქტიკას ვერასოდეს გავივლი და ვერ ვერასოდეს ვისაუბრებ .

დღევანდელზე ვწერდი … ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა, ბევრი კარგი. ძალიან კარგი …

მთაწმინდის პარკიდან წამოსვლისას ვერაფრით დამიყოლიეს იმ გასართობზე დაჯდომაზე, დიდი გრძელი სვეტი რომაა აღმართული და

“მეგა დაცემა” ქვია მგონი. იქ დამსვეს. არადა არ ვაპირებდი : | სულ შემთხვევით და ფაქტიურად, უნებურად დავჯექი და რომ მიმამაგრეს უკვე პანიკები დამეწყო : |

უბრალოდ, არ შემიძლია აღვწერო რეაქცია, ემოცია. ასვლის მომენტი მახსოვს . მეგონა , ნელ-ნელა ვუახლოვდებოდი სიკვდილს . ზევიდან რომ გადმოვხედე თბილისს უკვე ის მეგონა, სიკვდილს ვუყურებდი თვალებში . მერე ჭრიალი დაიწყო სვეტმა …

ისევ აჭრიალდა და დაეშვა .

ყველაზე ემოციური 3 წამი იყო ჩემ ცხოვრებაში.

შეიძლება 3 წამი არც ყოფილა და უფრო მალეც დაეშვა, მაგრამ დრო საშინლად გამეწელა.

მეგონა, აღარასოდეს ჩამოაღწევდა დაბლა . მაშინ გავისიგრძეგანე რას ნიშნავს ფრაზა ” გული ნაკებში გამეპარაო”.

მართლა გამეპარა გული. ამიფართხალდა : D

ენით ვერ აღვწერ რა წუთები გამოვიარე …

ჩემთვის გულში რაღაცას კი შევადარე

როგორც იქნა დავეშვით და მივხვდი, რომ ბევრი მიკივლია : D

ყველაზე ბოლოს მე გამომხსნეს სკამიდან . არადა როგორ მიხუთავდა სულს ის სკაფანდრი . მოვკვდებოდი ისევ ზევით რომ გავეშვი : O

გადავრჩი .

თქვენ მჯდარხართ ამაზე? აუცილებლად გასინჯეთ. რომ ჩამოვედი უკვე აღფრთოვანებული ვყვებოდი რა მაგარი იყო. ისე მომეწონა, ცოტა გამბედაობაც რომ მქონოდა ისევ გავრისკავდი.

მაინტერესებს სადამდე გამიქაჩავს გული : D

Posted in ამოხეთქა, განწყობისათვის, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , | 12 Comments »

მაგრად ვარ, ჩუვერზ ! :D

Posted by vekoo on ივნისი 28, 2010

კარგად ვარ !

ზოგჯერ საჭიროც ყოფილა სისუელელეების ჩადენა. ზოგჯერ სისულელე ყოფილა “ცხელ გულზე არაფერი მოიმოქმედოვო”.

გუშინ იმნდენად დავიმუხტე უარყოფითად, რომ ცოტაც და გავსკდებოდი, კანიდან გამოვიდოდი. საწოლში ვბორგავდი, ლამის ისტერიკები დამემართა.

საშინელი რამოდენიმე საათი მქონდა .

ლამის ჭკუიდან გადავედი : D

ხოდა, რამოდენიმე “ცხელ გულზე გადადგმული ნაბიჯიც” დავიწერე ანგარიშზე .

მაგრამ , ეს ყველაფერი საჭირო ყოფილა 😉

დღეს დილით უკვე საშინელი მონატრების გრძნობით გავიღვიძე

გაღვიძებისთანავე სული მტკიოდა . გამოძინებამ მიშველა და დამავიწყა ყველა ცუდი, რაც კი რამოდენიმე საათის წინ ვთქვი, გავაკეთე ან ვაგრძნობინე.

ეხლა ?

ეხლა მე ბედნიერი ვარ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნამდვილი ქალი ვარ : P

ქალი ცბიერი უნდა იყოს, მაცდური და ეშმაკი – არაერთხელ გამიგონია .

დღეს კი მწვერვალებს მივაღწიე, კიდევ ერთხელ დავინახე, რომ რასაც მინდა , იმას ყოველთვის მივაწევ.

ჩემი რჩევა იქნება : თუკი იგრძნობთ, რომ მეტის მოთმენა აღარ შეიძლება და ცოტაც და გასკდებით ბოღმისა და ბრაზისგან, გამოუშვით ემოცია.
ნუ შეინახავთ მას ნურანაირი მიზეზით. (მთლად ჩემსავით უტაქობასა და უზრდელობაშიც ნუ გადახვალთ, რა იცით, ჩემსავით შეგხვდებათ კი იდეალური პარტნიორი? )
საბოლოოდ კი, მეორე დღეს ხელახლა იშვებით .
მე დღეს ახლიდან დავიწყე ცხოვრება და უბედნიერესი ვიყავი.

Posted in ამოხეთქა, განწყობისათვის, პიკანტური რეალობა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , | 7 Comments »

tired…

Posted by vekoo on ივნისი 28, 2010

დამღალა ამდენმა ეგოისტობამ, შურისძიებამ და შეურაცხყოფამ : ((( სიამოვნებით დავდებდი სასწორის ერთ პინაზე ჩემ წილ სულს , ყველაფერს, რაც კი გამაჩნდა , გავყიდდი და წავიდოდი. აღარაფერში მჭირდება ის, რაც ჩემი აღარაა.

იმ დღეს ერთი გოგო შემხვდა. ორივე მკლავზე ტატუები ქონდა, ერთხე 2 და მეორეზე- 1 . ერთიც უკან ბეჭზე ბრეტელის მხარეს .

გაკვირვებული უყურებდა ყველა გარშემო. ის კი იდგა თავის არაქართველ შავგრემან მეწყვილესთან ერთად და სულ ცალ ფეხზე ეკიდა სხვების აზრი.

იმ წუთას შემშურდა მისი.

თან ორსულად იყო, ძალიან დიდი მუცელი ქონდა … ბედნიერი ჩანდა .

მეც მინდა შემეძლოს ყველაფრის ცალ წიხლზე დაკიდება, დაკიდება წარსულის, აწმყოსი და მომავლისაც და აქაურობას განშორება.

დავიღალე თქვენგან, ადამიანებო.დამღალა ამდენმა ორპირობამ და გაუტანლობამ! სხვაგან მინდა.

Posted in ამოხეთქა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , | 15 Comments »

ქვა

Posted by vekoo on ივნისი 21, 2010

მინდა 2 წლის შემდეგ ან 2 წლით უკან გადავახვიო დრო.

ბედნიერი და მეოცნებე, ოპტიმისტი და იღბლიანი ვგონივარ ხალხს. ზოგჯერ ფეხებზე მკიდიაც და უგულოც . წყნას ვერც კი მატყობენ, ჩემი გულის ტკივილი უცხოა მათთვის.

არადა, მე ხომ ასეთი სათუთი ვარ ( : D ) , ამიტომ, რომ არ დავიბზარო და რომ არ გავტყდე გულში ქვა ჩავიდე და ისე დავდივარ.

რა მოხდა, ჩემ ერთ მეგობარს , რომელიც გოგოა, მაგრამ ბიჭიცაა შარვალში რეზბაზე თუ აქვს მიბმული, მე ქვის გული მედოს რა მოხდება ?!

ოღონდ ერთი პრობლემაა, ქვა რომ ხურდება სითბოს ძალიან დიდხანს და ძლიერად ინარჩუნებს და მეტისმეტი თუ მოუვიდა, ბოლოს თვითონაც შეეწირება და გასკდება გული, დაიმსხვრევა.

ეგრე მომივა მეც ვიცი .

Posted in ამოხეთქა, მომავალი გროსმაისტერის ვნებანი, პიკანტური რეალობა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , | 8 Comments »

კისერში გადატეხვა 15 წამში

Posted by vekoo on აპრილი 29, 2010

როგორ მაღიზიანებს ეს “ქლესა” ხალხი, როგორ ვერ ვიტან  ღიმილს მაშინ, როცა მისგან მხოლოდ ღრიალია ჩვეული.

ღიმილი / ღრიალი .

მშვენიერი თანწყობაა : |

გაზრდა მინდა და არაფრით გამომდის. ვერაფრით ვახერხებ დავანახო სხვას თავი ისეთი, როგორიც სინამდვილეში ვარ, ხშირად ვერც იმას ვახერხებ მომექცნენ ისე, როგორც მინდა , როგორც ვიმსახურებ და როგორც საჭიროა. ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ კვლავაც ბავშვურად მეოცნებე და ვარდისფერსათვალეაფარებული ვარ. კვლავაც მარტივად ვუყურებ ცუდს და მჯერა გამოსწორების.

ადამიანები კი იშვიათი გამონაკლისების გარდა არ იცვლებიან. ვერ იცვლებიან . არც სურთ შეიცვალონ.

პრინციპში, რატო უნდა გსურდეს შენი “მეს” დაკარგვა? რატო უნდა მოგინდეს, რომ შენი სურვილები და მოთხოვნილებები მოიყვანო თანწყობაში სხვისასთან? ის სხვა ხო შენთვის არაფერს წარმოადგენს, ის სხვა ხომ უბრალოდ მართლა “სხვაა” და დედამიწაც მხოლოდ შენ გარშემო ბრუნავს.

როგორი საშინელებაა ეგოცენტრული, ეგოისტი ადამიანი. ასე მგონია, ისინი ჯერ ვერ მოსცილებიან დედიკოს კალთას და ჯერ ისევ გონიათ, რომ თუკი დედიკო რაც არ უნდა მოხდეს ყველაფერს აპატიებს, ყველაფრის გაკეთების უფლება აქვთ და დედიკო მაინც თავზე თბილად ხელს გადაუსმევს და პირში რძიან შოკოლადს ჩათხრის, გონიათ სხვაც ასე უნდა მოიქცეს.

საშინელებაა რომ ასე გვიცრუებენ ზოგჯერ იმედებს,  როცა გეუბნებიან ერთს , ძალიან ცუდს,  მერე შენც იქცევი ადექვატურად და 2წუთის შემდეგ ის კვლავაც ძველ კალაპოტში დგება. კვლავაც შენი მოსიყვარულე კურსელია, ჯგუფელი, მეგობარი.  ვერავინ შეძლებს ადამიანს დაალევინოს წყალი, რომელშიც მის თვალწინ ჩააფურთხეს.

ჯერ ისევ ბევრი მჭირდება განვითარებისათვის, მაგრამ საშინელებაა, რომ ჩემი არასრულყოფილების მიუხედავად მაინც ამდენ ნაკლს ვხედავ ზოგიერთებში.

ისინი ვერასოდეს გაიზრდებიან . ასე მგონია :  |

მარაზმია ადამიანს ჯერ კისერი მოტეხო და მერე დაუყვავო :ხომ არ გეტკინაო .

ეს გაორებული ხალხი გადამიყოლებს .

Posted in ამოხეთქა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: | 4 Comments »

პასუხის პასუხი "ბეჭედზე დახამებულებს"

Posted by vekoo on აპრილი 11, 2010

იცით ყველამ ხო რას ნიშნავს უსინდისო და მატყუარა ადამიანი? 😀

თუ არა, მაშინ ცქვიტეთ ყურები ,  კარკლეთ თვალები 😀 და ამ პოსტში  მცირე მიმოხილვას ჩაგიტარებთ .

ჩემს ჰოუმ ფორუმზე პირად წიგნაკში ვინიშნავ ათასგვარ ხარახურას  .

სულ ძირში ვნახე წერილი , სრულად არ დავდებ აქ , მგრამ იქ ერთი გოგონა, სახელად–  საკო, ერთ აწ უკვე გათხოვილ გოგონას – თაკოს, რომელიც ცოლად გაყვა საკოს ყოფილ ბოიფრენდს, ლამის 2 წელი უმტკიცებდა, რომ მისი ქმრისგან ყავდა უკანონო შვილი , აჩვენებდა მის ფოტოებს, (რომელიც სინამდვილეში საკოს დიშვილი იყო ) …

თიკო გაურკვევლობაში იყო და ვეღარ გაეგო საკო სად ამბობდა ტყუილს და სად – მართლს…  მერე საკოს ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლებოდა … :დ ბოლოს აუხდა საწადელი და  ერთმა ბიჭმა ცოლად მოიყვანა .

ეს წერილი მე თავად თაკომ  მომცა და მისი გამოქვეყნების უფლებაც სიხარულით გადმომცა . ასე რომ საავტორო უფლებები არა დარღვეული  და არავის არ აქვს სტრასბურგში ჩივილის უფლება ჩემ პირად წერილს რატო აქვეყნებო, რადგანაც წერილი ადრესატის ნებართვით ქვეყნდება :

თაკო,  გილოცავ გაბედნიერებას აქ მხოლოდ ერთი მიზეზით შეოვედი.თვითონაც იცი რომ ძალიან დიდ პატოვს გცემ და პიროვნულად მართლა მიყვარხარ.გულით გამიხარდა შენი ამბავი და არ შემეძლო რაღაც არ მეთქვა..გარკვეული მიზეზების გამო ამერიკაში ვაგრძელებთ სწავლას და საქართველოში ალბათ კარგა ხანს არ ჩამოვალთ და აქ სრული ანალიზების ჩატარებისას ჩემი მეუღლის და გიულკას დნმ ზუსტი დამთხვევა იყო.ანუ გიულკა ***–ს (თაკოს ქმრის)  შვილი არ არის. ეს ამბავი მართლა ძალიან გამეხარდა თქვენს გამოც და ჩვენს გამოც მოკლედ გისურვებთ უდიდეს ბედნიერებას და მარადიულ სიყვარულს.პატარა ***–ებს და თაკოებს აქ არ მგონია რომ შემოვიდე მაგრამ მინდოდა გცოდნოდათ ვიცი რომ ეს ყველასთვის მნიშვნელოვანი იყო. აბა ჰე და აბა ჰო. ბედნიერად მეყოლე სიხარულო

ჰო, თითქოს არაფერი ხო?  წაიკითხავ და დაგრჩება საკოზე ანგელოზის შთაბეჭდილება, როგორი კეთილი, როგორი მოსიყვარულე და მზრუნველია , კეთილისმსურველია თაკოსადმი, რომლის გამოც  ის მიატოვეს   , რომლის ქმარსაც ის კაი ხანი ვერ ივიწყებდა , სხვასთან იყო, მაგრამ მაინც მას მისტიროდა …

საკოს არც არასოდეს ყოლია შვილი, არც თაკოზე ამოსდიოდა არასოდეს მზე და მთვარე, პირიქით,  მთლი ამ დროის განმავლობაში კულტურულად ლანძღავდა და მის ნერვებზე თამაშობდა, რას აღარ აბრალებდა და უწოდებდა, ლეზბიანკადაც კი მონათლა :დდ ისე, მართლაც ასე რომ ყოფილიყო, ისევ საკოს სამეგობროს საყვარლ ფრაზას მოვიშველიებ და მაგას ვინა ტYნავდა???  ( სხვათა შორის, ისტორია შვილზე   არაერთხელ და არა მარტო ***–ს მიმართებაში გამოუყენებია  :დ )

როგორი ფარისეველი უნდა იყო ადამიანი, რომ სახეში ნაცარი შეაყარო სხვას და  დიდი კეთილმყოფელად მოაჩვენო თავი …

და გადის დრო და საკო კვლავ წერს წერილს, ოღონდ ამჯერად უკვე სავარაუდოდ  მისი ერთ–ერთი ადრესატი მე ვარ , ჩემი ბლოგის ერთხულ მკითხველებს თავს ვერ ავატკივებ ამ წერილის ხილვით< თუმცა შეგიძლიათ ესტუმროთ ბმულს. და ნახოთ ჩემი პასუხიც.

ძალიან არ მინდოდა  რამენაირად ერთი აბზაციც კი რომ მიმეძღვნა ამ ადამიანისათვის, მაგრამ დღეს  შემოვიდა და უტიფრად  ჩაგვიტარა ნაცნობი როლი ანგელოზ გოგოზე  …

მეც მაქვს რამოდენიმე სიტყვა შენთვის სათქმელი:

მივხვდი, რომ ჩემ პმ–ებს კითხულობდი, მაგრამ სულ მახატია,   კარგად ვიცი ვინ რას წარმოადგენს  და მე რაზე უნდა ავიშალო ნერვები, თუ არ ვიცი, არაერთ ადამიანს ვიცნობ, ვისაც შემიძლია დაველაპარაკო და გამარკვიოს ვიზე ღირს დროის დაკარგვა. აღარ დავწვრილმანდები, თორე სხვა დეტალებშიც გულუხვად გამარკვევენ … რომ მიღირდეს …

შეირგე ჩემი პმ–ები, აი, თურმე რატომ მხვდებოდა ხან –1 , ხან –2 და ა.შ. პმ. ჩემს მაგივრად სხვა კითხულობდა და როცა როგორც იქნა შენი სახელი  დაინახე,  მაშინ გამოჩნდი.

მე შენ გეკითხები, რატო მაშინ არ გამოჩნდი, როცა არაერთი მეკითხებოდა შენზე  და მე არაფერი მითქვამს რას წარმოადგენდი? დადანაშაულება რომ შეგიძლია რატო  მადლობის მოხდა ვერ ისწავლე  შენ წარსულში რომ არავის ვახედებ(თ) ?

არც ამ პოსტის დაწერა მინდოდა, არადა ე.წ. თაკოს ძალიან უნდოდა დამეწერა . არ მინდოდა, მაგრამ დღევანდელი შენი საქციელი მარაზმია უკვე. ვიღას ატყუებ? ვიღასთან თამაშობ?

გათხოვდი როგორც შენ ამბობ და შეირგე რა, შეირგე  მშვიდი ცხოვრება რომელიც როგორც იქნა გეგირსა და  ნუ თამაშობ მდაბიურ როლებს.   ჩვენ ხო არც გახსენებთ და არც გეხებით? 2 წინადადება ნახე შენზე და იმაზე  ავარდი?

მთელი ტომები გამოვა კიდე  შენზე, მაგრამ ვინმე ლაპარაკობს ამაზე?

შეირგე რაც გაქვს, ქმარი და ოჯახი   და ერთხელ და სამუდამოდ თავი დაგვანებე.

აღარავის ჭირდები, ხო  ხედავ, არაერთმა მიგაგდო და მიგატოვა, ნოსტრადამუმაც კი ბოლოს  ჩვენ მოგვაკითხა და შენზე საზიზღრობები ილაპარაკა… გათხოვილ გოგოს არც ეგ გეკადრებოდა …

მაგრამ ამაზე  არც ხმამაღლა და არც ხმადაბლა არსად გვისაუბრია, უბრალოდ არ გვიღირხარ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეირგე , შეიშნოვე რასაც მიაღწიე როგორც იქნა და უბრალოდ, დაივიწყე წარსული და შეგვეშვი.

Posted in ამოხეთქა, ეს უნდა იცოდე, ექსკლუზივი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , | 5 Comments »