ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Archive for the ‘განწყობისათვის’ Category

2011 წლის შემაჯამებელი პოსტი

Posted by vekoo on იანვარი 1, 2012

განვლილი წელი მინდა შევაჯამო…

2011 წელი ძალიან, ძალიან  მშვენიერი გამოდგა ჩემთვის, უამრავი სასიამოვნო სიახლე შეემატა ჩემს ცხოვრებას, შეიძლება ითქვას, რომ 2011 წელი სიახლეების წელი იყო, უმთავრესს გამოვყოფ:

  1. ჩემი და აჩოს ქორწილი,

  2. რიგით მეორე უნივერსიტეტის დამთავრებაა

  3. ჩემთვის დიდი მიღწევა იყო ამ წელს მერიის საფინანსოში სტაჟირებაზე აყვანა

  4. შემდეგ ადგილს ბიგ–ბენ სქულის დამთავრებას  მივანიჭებდი

  5. ლოგიკურად შემდეგ ადგილზე  ბაფის ბუღალტერიის დამთვრება უნდა იდგეს :დ

  6. და უკვე შემდეგ მოდის  მუშაობის დამთავრება ლიბერთი ბანკში :დდდდ

  7. და საბოლოო ადგილს იკავებს მუშაობის დაწყება ლიბერთი ბანკში :დ 

    ამ სიაში კიდევ  არის ერთი ადგილი ასევე უმნიშვნელოვანი მოვლენისათვის, მაგრამ ამაზე შემდეგ, ჯობია ჯერ ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვე. 

იანვარი 2011 წ.:

თვე კი არა წლის პირველივე დღე ძალიან სევდიანი იყო ჩემთვის,  სამაგიეროდ ამ თვეში ვისწავლე როგორ ამოვიღო ლინზა თვალიდან, რამდენია მეგობრის ფასი, რა ძნელია გადარჩე მთებში მოტეხილი ფეხით, უმთავრესი მაკროეკონომიკა– ვაზელინი საგანი და კიდევ უფრო უმთავრესი– ჯუნგლის კანონი კაცობა მორყეულ კაცებზე.
კიდე ვისწავლე, რომ  მოტივაცია, როგორც ასეთი, საკმარისი არა, თუკი ჩვენს წინაშეა იდიოტი და ჩვენ მას ვამოტივებთ, ხელში მოტივირებული იდიოტი შეგვრჩება.

იანვარში  მქონდა საშინელი ალერგია და გამიჩნდა დიდი სისხლისფერი გამონაყარი

ამ წელს 11 იანვარს პირველად იყო აჩო ჩემთან სახლში ოფიციალური ვიზიტით და ყველაფერმა როგორც პოსტში ვწერდი 10/10–ზე ჩაიარა ^_^

იანვარშივე დამესიზმრა ვასასი

ამავე თვეს დავწერე ჩემი ყველაზე სასაცილო პოსტი მიმართვა ქ–ნი ეთერისადმი :დ

ხო, ამ დროს დავიწყე გაფრიკვა მეფან ფოქსზე.

პრინციპში, იქამდეც ყურებამდე ვიყავი შეყვარებული:

“დატკბი იმით, რომ ეს მონატრება ორმხრივია”–ო .

მომწერა და რა ჩარა მაქვს, რომ არ დავუჯერო …

საშინლად შენ ხასიათზე ვარ … ”  , – მივწერე მე  .

თებერვალი 2011წ.:

თებერვალში რატომღაც დავკავდი ადამიანების კასტებად დაყოფვით და უნებისყოფო მსუქნებისადმი შეგონებით. ისევ მეფიქრებოდა და მტკიოდა ძველი მეგობრები

ისევ და ისევ სიგიჟემდე მიყვარდა და მენატრებოდა – მებევრება.

თებერვალში  გადავდგი 3 ნაბიჯი წინ, 2 ნაბიჯი უკან და გავაკეთე საკუთარი თაიმქიფერი.

სამაგიეროდ 7 თებერვალს იყო უმნიშვნელოვანესი თარიღი და ამ დღეს  პირველად ინატრა აჩოს მამამ კიდევ ერთი შვილი – ნეტა მარტო 1 არ მყოლოდაო– თეთრი ბინტები… და  ტრადიციულად  საჩუქრები სიყვარულის დღეს.

მარტი 2011წ.:

დავფიქრდი იმაზე თუ რას ვაკეთებ და ვინ არიან  საერთოდ ბლოგერები – დასკვნებს რაც შეეხება ზოგჯერ აფსოლიტურად ვეთანხმები , ზოგსაც კატეგორიულად არა და ეხლა რომ წავიკითხე კარგად დავცინე საკუთარ თავს. მაგრამ ესეც ჩემი ფიქრები იყო 10 თვის წინ.

როგორც ჩანს, მარტის თვე კრიტიკის სურვილის გაღვივების პიკი იყო ჩემ თავში და კიდევ ერთხელ გადავწვდი ამჯერად უკვე მოდას უაზროდ აყოლილ ადამიანებს, თუმცა, არც უნებისყოფობისგან გასიებულები გამომრჩენია : (

როგორც ყოველთვის ისევ ძალიან მენატრებოდა მეგობრები და მათთან გართობა.

თებერვალში დავწერე ჩემი ყველაზე დიდი ზიზღით სავსე პოსტი–ფართოდ გაფარჩხული ფეხები და ეხლა რომ წავიკითხე ჩემი თავის შემრცხვა: ზრდილობიანად რომ ვთქვა, რა ჩემი საქმე იყო … მემგონი მარტის თვე ცუდად მოქმედებდა ჩემზე :დ

ჰო, გაიღვიძა ბუნებამ და მეც ახალი საფიქრალი გამომიჩნდა ბუჩქებში ‘მონარნარე’ წყვილების სახით, ამის მიზეზი კი საქართველოში ასე ფართოდ ფესვგადგმული სტერეოტიპებია :/ .

და ამ თვეში ვიყავი ყველაზე დაკავებული :

9:00 ბუღ.აღრიცხვა ბანკებში – ლექცია
10:00 ბუღ.აღრიცხვა ბანკებში – სემინარი
11:00 რეკლამა და ფინანსები – სემინარი
12:00 მარკეტნგის საფუძვლები – სემინარი
13:00 საჯარო ფინანსები – სემინარი
14:00 მშვიდობით, მაღლივო
15:00 ბასს-ის კურსები წერეთელზე
17:00 i’m a free
20:00 მოსწავლე
22:00 ნანატრი თავისუფლება

აპრილი 2011წ.:

ამ თვით დაიწყო ჩემი “შრომითი აღმაფრენა”, თუმცა იქამდე კი აქტიურად დავიწყე ზრუნვა რიქვესთების შესრულებაზე და რამოდენიმე ბლოგერს დავეხმარე გაეხადათ თავისი ბლოგი პოპულარული.
საკუთარი თავის “გა–პოპულარულებისათვის” ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ვიზუალზე ზრუნვაა და გაზაფხულის დასაწყისში მეც აქტიურად ვსტუმრობდი სოლარიუმს ანანოსთან ერთად. ასე გამიტაცა ჭეშმარიტად გოგოშკურმა ამბებმა და საბოლოოდ ის მივიღე რომ გადავიწვი :დ და ჯგუფიდანაც გამოვვარდი : ))
“ჭეშმარიტი გოგოშკა” კი დღესასწაულების გარეშე წარმოუდგენელია და მეც შესაბამისად აღვნიშნე ჩემი და აჩოს სიყვარულის 2 წელი.

რაც შეეხება საქმიან ნაწილს, აპრილში დამირეკეს ლიბერთი ბანკიდან და გასაუბრებაზე დამაიბარეს, ჰო, დამავიწყდა მეთქვა, რომ ამ ბანკის გამო მერიიდან წამოვედი, სადაც საფინანსო განყოფილებაში ვიყავი სტაჟიორად და საბოლოოდ დარჩენის შანსი მქონდა (თურმე), მაგრამ მაინც წამოვედი და ამას ეხლა ვნანობ :დ

და ყოველთვიური განუყრელი შოპინგი .

მაისი 2011 წ.:

განსაკუთრებული თვეა და ძალიან მიყვარს,  (ალბათ) იმიტომ, რომ 15 მაისს  ჩემი დაბადების დღეა. წლევანდელი 15 მაისი ყველაზე განსაკუთრებული გამოდგა  და  ნიშნობის რეპეტიცია შედგა – აჩო  მამას დაელაპარაკა და ორივე უპრობლემოდ შეთანხმდა უფრო აქტიურ ფაზაში გადასვლაზე …

ჰო, მაისში ვწერდი ყველანაირ პოსტებს: აჯაფსანდლის სურნელდაკრულ ჰამერზე, სველ ლოკოკინაზე, ვწერდი პოსტ(ებ)ს პირდაპირ ლიბ.ბანკის სათაო ოფისიდან, ვწერდი მთაში თოვლიან ნამქერში ჩარჩენილიც და ვულკანიზაციაშიც ცალფეხა მანქანაში.

ივნისი 2011წ.:

სასაცილო დამთხვევაა, მაგრამ ამ თვეში პირველი ორი პოსტი ჩემი ფიქრებია სასურველ სახლზე, სასურველ ტექნიკაზე– ნელ-ნელა ქვეცნობიერად ვემსგავსებოდი ქმრის დამყაჩაღებელ ცოლს :დ
12 ივნისს ოჯახით ვიყავით სტუმრად აჩოსთან და ყველამ ერთად დავთქვით ქორწილის თარიღი.
ამ დღიდან დაიწყო ჩემი საქორწილო ციებ-ცხელება და გამიჩნდა უამრავი საზრუნავირესტორანსა თუ საქორწილო კაბაზე.
როცა ყველაფერმა უკვე ხელშესახები სახე მიიღო, უკვე დავფიქრდი იმაზე, თუ როგორ დაიწყო ჩემსა და აჩოს შორის ყველაფერი


ივლისი 2011წ.:

სადღესასწაული თვეც დადგა :დ მცხუნვარე და სიხარულით გაჯერებული : ))
ამ თვეში სულ 4ჯერ დავპოსტე ბლოგზე, ერთ-ერთი ოძისში ”ვოიაჟი” იყო და მგონი ამ დროს გაგაცანით პირველად ჩემი ძმაც- სანდრო.

31 ივლისს აჩოს და მე გვქონდა ქორწილი ყველაფერი მშვენიერი იყო, ამაზე ვრცლად უკვე შემდეგ თვეებში ვყვებოდი …
აგვისტო, სექტემებრი, ოქტომბერი ფაქტიურად არაფერი დამიწერია ბლოგზე … ჩემი ცხოვრება ამ დროს გიჟურ რიტმში მიმდინარეობდა …

ოქტომბერი 2011წ.:
ოქრომბრის ბოლოს ისევ გამოვჩნდი ბლოგოსფეროში სიმბოლური პოსტით Reborn და ბევრი არაფერი, მაგრამ იმდროინდელი ემოციებიც დავამახსოვრე დროს.

ნოემბერში 3 თვიანი პაუზის მერე ისევ ერთი თვით დავიკარგე და დეკემბერში ისევ აღვადგინე ბლოგზე პოსტვის ტრადიცია.

დეკემბერი 2011წ.:

6 დეკემბერს მეღირსა და წამოვედი ლიბერთი ბანკიდან, ასე ძალიან იქ მუშაობის დაწყება არ გამხარებია, როგორც წამოსვლა გამიხარდა.
მერე უკვე მოვიცალე და ქორწილის შთაბეჭდილებებზე დავიწყე წერა, თუმცა მხოლოდ დავიწყე და გაგრძელება ჯერ კიდევ დასაწერი მაქვს :დ

Posted in განწყობისათვის, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, ივენთ-განხილვა, მემორიზ, პიკანტური რეალობა, პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , , , , | Leave a Comment »

ნიშნობა

Posted by vekoo on ივნისი 2, 2011

უკვე ვხედავ, რომ ჩემი ბლოგი პირადულის გარდა ყველანაირ ბლოგს ემსგავსება, ამიტომ ვხსნი ფანჯარას და ვიწყებ წერას.

2 დღის წინ, 28 მაისს ნიშნობა მქონდა  : ))

ამიერიდან ოფიციალური საქმრო მყავს :დ და მეც საცოლედ ვითვლები, – რაღაცა სტრანნი გრძნობაა.

ჩემ ცხოვრებაში ახალი “ერა” იწყება. თავს უჩვეულოდ მშვიდად ვგრძნობდი ამ დღეს, ზედმეტი ემოციების გარეშე, – თითქოს ყველაფერი ისედაც ასე უნდა ყოფილიყო .

ჯერ–ჯერობით ეხლაც ვერ განვიცდი და ალბათ, ბოლომდე ვერ ვიაზრებ რას ნიშნავს სხვა სახლში გადასვლა, სხვა ხალხთან ცხოვრება, მათთან ოჯახის დაკავშირება. ნუ, ეს ვხვდები იმიტომაცაა, რომ ჩემთვის აჩოს ოჯახის წევრები უკვე დიდი ხანია ახლობელი ადამიანები არიან, მათთან თავს აქამდეც შინაურულად და კარგად ვგრძნობდი და მორცხვობის და მორიდების მომენტი არ ყოფილა.

ერთადერთი, ჩემ საკუთარ სახლში ვერ წარმომედგინა ერთად აჩოს მშობლები და ბებია განსაკუთრებით , მაგრამ ესეც წარმომადგენინეს და გამასიგრძეგანებინეს : ))

ისე, თავიდანვე, როცა ურთიერთობას ვიწყებდით მე და აჩო, იმ პერიოდში ყოველ დღე მარტო თბილისში ვნახულობდი ხოლმე, სხვანაირად ვერც წარმომედგინა და ვეუბნებოდი:

–შენ რუსთავში ვერ წარმომიდგენიხართქო.

მაგრამ მერე მალევე ჩამოვიდა და მაშინ პირველად მითხრა:

–აი, ხო წარმოგადგენინეო და კიდე ბევრ რამეს აგიხდენ და წარმოგადგენინებო!

ნუ, სიტყვა რომ შეასრულა ფაქტია, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება ფაქტიურად აი თავდაყირა დააყენა, ოღონდ პოზიტიური გაგებით, მთლიანად სხვა რელსებზე გადამიყვანა.

შაბათის საღამოზე მოვყვები:

დილიდანვე კარგად გამოვიძინე და ნელ–ნელა დავიწყე თავის მოწესრიგება – იმ დღეს საოჯახო საქმეს მე რატომღაც, არავინ მავალებდა.

რაღაცნაირი ტკბილი დღე მქონდა: ჩემ სახლში ველოდებოდი უსაყვარლეს ადამიანს და ამჯერად მარტოს არა, – ნუ, ბანალური ვიქნები და ვიტყვი, რომ გადასარევი ოჯახი ყავს აჩოს. ბანალური იმ კუთხით, რომ მსგავს სიტუაციებში გოგონები ხშირად ასე საუბრობენ საქმროს ოჯახებზე, მაგრამ მე ისინი გუშინ და დღეს არ გამიცნია , უკვე 2 წელია ვიცნობ და ამიტომ ზუსტად ვიცი რასაც ვამბობ, – მართლა კარგი ხალხია, თბილი და მოსიყვარულე ადამიანები. გონიერებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ადამიანში და რაც მთვარია, ეს მათ არ აკლიათ.

რაღაცნაირი გრძნობაა, ძალიან მსიამოვნებს აჩოს ჩემს საქმროს რომ ვეძახი,  რაღაც პონტში მიტყდება კიდეც ეს ე.წ. “ძველმოდური” სიტყვები, მაგრამ ურთიერთობას ალამაზებს – სხვა ფაზაში შევედით.

მინდოდა სურათები დამედო, მაგრამ გადავიფიქრე …

მკითხველებო, საღამოს კაბები გაამზადეთ : ))

Posted in ახალი ოჯახი, განწყობისათვის, ეს უნდა იცოდე, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, ივენთ-განხილვა, მემორიზ, პიკანტური რეალობა, ქორწილი, ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური | Tagged: , , , , , , | 22 Comments »

ვისაც სასმელი ადეგრადირებს

Posted by vekoo on მაისი 26, 2011

ვინ გამოვდივარ მე,  თუკი კარის მეზობლისგან გამოსულ “ვაიმე, მიშველეთ, მოკვდა”–ს განწირულ კივილზე ერთდერთი, რაც იმ წუთას მაფიქრდება არის:

– რა მეშველება, ეხალა როგორღა ჩავრთავ ხმამაღლა მუსიკას.

ადრეც მითხრეს:  – სხვისი გასაჭირი გულთან ახლოს არ მიგაქვს, როგორ შეგიძლია იმხიარულო როცა “ვიღაცას” უჭირსო/მოკვდაო : |

ნუ, საბოლოოდ კი გაირკვა, რომ  არავინ არ მომკვდარა და უბრალოდ, მთვრალი ქმარი ცოლს ახრჩობდა : |

მგონი ისევ ის ჯობდა ვინმე მომკვდარიყო ხო?

ყველაზე მეტად რასაც ვერ ვიტან არის მთვრალი კაცი – საუბარი მაქვს უაზროდ და გონების დაკარგვამდე მთვრალზე, რომელმაც არ იცის რას აკეთებს, შარზეა და მოკლედ რომ ვთქვა გამოლაყებულია : | ასეთი სიტუაციის  ატანა არ მაქვს .

თავიდან ისიც მოსიყვარულე შეყვარებული/საქმრო იქნებოდა, პრინციპში, ქმარიც ესეთვე გარდა იმ შემთხვევებისა, როცა  უზომოდ გალეშილი ასეთ კონცერტს მართავს.

და ამ ყველაფრის მერე ცოლს ის ისევ ისე უაზროდ და უანგარიშოდ უყვარს  ♥

ეხლა ვფიქრობ: იქნებ ესაა ნამდვილი სიყვარული ყველა მინუსის და “გრეხის” მიუხედავად მაინც მასზე რომ ამოგდის მზე და  მთვარე,  მაინც მის გამართლებას და გამხნევებას რომ ცდილობ, მაინც რომ გინდა გააბათილო  მისი დანაშაული, იპოვო მიზეზი და სხვის თვალში გამოიყვანო : ))

ნუ, ეხლა აქ ბევრი იტყვის: ეგ სიყვარული კი არა მონური ბრმა მორჩილებააო, მასეთს პირველივე შემთხვევაზე უნდა დაახვევინოვო და ა.შ…

მაგრამ რა არის იცი? სიყვარული ესე ერთი ხელის მოსმით არ ქრება.

ვიღაცისთვის წლებია საჭირო მის დასავიწყებლად, ვიღაცას კი 1 წუთშიც გამოსდის – ნუ, რამდენად გამოსდის სინამდვილეში ესეც ცალკე საკითხია : ))

მთავარი კი ისაა, რომ შენ ცდილობ საყვარელი ადამიანი ჭობიდან ამოთრევას და ფეხზე წამოყენებას, შენი სიყვარულის და ბედნიერების დაცვას, რომ გაქვს იმედი , რომ ყველაფერი ჯერ კიდევ არ დაგიკარგავთ, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა და ისევ ძველებურად გინდა მის ყელზე ჩამოკიდებულმა ღამეები გაათიო.

რამდენი ხანი გაძლებს ასეთ სიყვარული? ასეთი ერთად ყოფნა?

ყველაფერი ხო ინდივიდუალურია და საკითხი აქაც ინდივიდუალურად წყდება: გააჩნია ვის რამდენი ხანი გაუქაჩავს მოთმინება : (( მთვარი ისაა, რომ “მერე” გული მაინც არ დაგწყდება, რომ რაღაც შეგეძლო და შენ ყველაფერი არ ცადე შენი ბედნიერებისათვის.

Posted in ამოხეთქა, განწყობისათვის, პიკანტური რეალობა, ქალი და მამაკაცი, ყოველდღიური | 8 Comments »

2 წელია ერთად ვართ

Posted by vekoo on აპრილი 15, 2011

საიუბილეო თარიღი გვაქვს, პირადი სიყვარულის დღესასწაული.

ზუსტად 2 წლის წინ 14 აპრილს პირველად ვნახეთ რეალურად ერთმანეთი, პირველად შევხვდი ჩემს ადამიანს, რომელმაც მთელი ცხოვრება შემიცვალა ♥

თბილი და სიყვარულით სავსე დღე მქონდა, დღესაც და 2 წლის წინაც ამ დროს ♥ ეხლაც წამის სიზუსტით მახსოვს ყველაფერი ♥

ამ საიუბილეო თარიღის გრანდიოზულად აღნიშვნა მინდოდა, მაგრამ მერე ისე გამოვიდა, რომ მთელი დღე დაკავებული ვიყავი : (( ამიტომაც, დავიკიდე ყველა და ყველაფერი და მთელი დღე აჩოს დავუთმე ♥

ჩავილაგეთ სასუსნავები და ამჯერად ცოტა  უფრო მოშორებით წავედით ქალაქგარეთ. ვგიჟდები ერთად შორ გზაზე ერთად ბოდიალზე, მითუმეტეს, თუ გარეთ მწვანედ აფეთქებული ხეები მიცინიან და სალონში საყვარელი მელოდიები იღვრება ♥

უგემრიელესი ტორტის ნაჭრები ავარჩიეთ, წვენი, ბევრი მიწის თხილი და 2 ნოყიერი შაურმაც გზისთვის :დ კრემზე გზაში გადაფარებული პარკები მიეკრო და აგვეწიწკნა და დაგვიმახინჯდა, მაგრამ სამაგიეროდ ასეთი გემრიელი  კარგა ხანია არაფერი მიჭამია  ♥

თბილისიდან გასვლისთანავე პატარა წყნარი მოლი შევნიშნეთ 2 ხეს შუა ჩადგმული ხის სკამით, ისე, როგორც ჩვენს ბავშვობაში სოფლის ბირჟებზე : ))  გადმოვედით, მზეზე გავთბით, მოლზე წამოვკოტრიალდი, მიწის თხილი ვაკრატუნეთ,  :დ ერთი სიტყვით, დასაწყისი კარგი იყო : ))

აჩოს ანფასი ნორმალურად ვერცერთ კადრში ვერ დავიჭირე :დ ან სულ სიგარეტს ეწეოდა, ან თვალებში შეჭყიტულ მზეს ემალებოდა : )) პრინციპში, აქაც ამთქნარებს :დ

წასვლამდე მაინც ვეპაპარაცე :დ

რაღაცნაირი ფოტოებიანი პოსტი გამომდის, ამიტომ, ბარემ ექსკლუზივსაც დავდებ ბლოგზე { :დ }  არსად, არცერთ ფორუმსა თუ სოც.ქსელზე არ დევს ჩემი სათვალიანი სურათი, ჰოდა, ესეც დღევანდელი სელფ–შოთი  ♥

სურათებიანი, მაგრამ გარკვეულწილად, მაინც მშრალი პოსტი გამოვიდა :დ თქვენც გრძნობთ ხო ფაქტების სიმცირეს? :დ მაგრამ დღეისათვის ეს იყოს : ))

ბედნიერი და მხიარული ვარ, ყოველი დღე მიხარია და მინდა კიდე დიდხანს გაგრძელდეს : ))

ნუ, ყოველ შემთხვევაში, ასე მპირდება და მე მჯერა შენი, აჩო ♥

14–ში ჩვენ დავიწყეთ და 15–ში სიყვარულის დღეც ჩვენს მერე მოდის : )) ყველაფერი ჩვენით იწყება :დ

Posted in განწყობისათვის, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, ივენთ-განხილვა, პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , | 8 Comments »

მე = დედა

Posted by vekoo on მარტი 8, 2011

რაზე დავწერო?

თითები მექავება საწერად და არაფერი გამომდის თავიდან.

ავუკრძალე ჩემ თავს გარკვეულ თემებზე წერა, რაღაც-რაღაცეებიც თავიდანვე აკრძალული მქონდა და ასე, ამ აკრძალვების ფონზე ვზიარ ბაიყუშივით და უკანასკნელი იდიოტივით ვუსმენ Korgis-Need Your Lovin-ს (რაღა დროსია, მარა მაინც…)

საერთოდაც ვფიქრობ, – ბლოგმა უარყოფითის მეტი არც არაფერი მომიტანა: შემექმნა პრობლემები გარკვეულ ადამიანთა ჯგუფთან, გამიჩინა საფიქრალი, +მომავალი პრობლემები, რომლებსაც ვიცი რომ ადრე თუ გვიან, გადავაწყდები და ა.შ.

დადებითი? პოზიტივი არც არაფერი მახსენდება ამ წუთებში – გარდა იმ წუთისა, როცა ბავშვურად მიამიტურად მიხაროდა ტოპ-პოსტებში მოხვედრა, როცა ვნებას თუ ემოციას აყოლილი ხმამაღლა ვწერდი პირად ნიუსებს…

ეხლა ისეთი არეული საათი მიდგას რა მინდა და რა არა ვერც ამას ვანსხვავებ.

ერთადერთი, რაც მიშველის ალბათ, ცხელი შხაპი იქნება ^_^

ვეთაყვანები ამ პროცესს. აუ, ისე , ერთხელ, ბავშვობაში მეზობლის ბავშვი სიხარულით მიყვებოდა: “იცი, გუშინ მე და ჩემი ძმა დედამ გვაბანავაო” :დ ტიპებს პაპრაზნიკამ ბანდათ დედამისი თურმე :დ

ბლოკნოტი მჭირდება – მაგარ ყდიანი და ლამაზ გვერდებიან მომცრო ბლოკნოტი – იქ ჩავიწერ ყველა აზრს თუ აზრის გაფართხალებას. ხანდახან ისე, ისე მომესურვილება ხოლმე რომ მქონდეს …

დღეს ქალთა დღეა – დედიკოს თვალის ტუში ვუყიდე : )) კარგი შვილი მინდა ვიყო.

ხვალაც პირველ ხელფასს ვიღებ და დედას მობილურის გაბზარულ-ჩაშავებულ-არეულ ეკრანს გავუკეთებ ^_^

იმაზე დიდ სიამოვნებას ლამის არაფერი მანიჭებს სიკეთეს რომ ვაკეთე : ))

რამდენი პოსტი მაქვს დედაზე და ყველგან საზიზღრობები მიწერია არადა (2-ის გარდა).

მეშინია მეც რომ დედა გავხდე….. ეხლახანს ფბ-ზე დავასტატუსე “ორსულადაა, დედა ხდებათქო” და შენო მკითხეს : )) არ მინდა ჯერ დედობა, არ ვარ მზად.

შვილს იქამდე არ გავაჩენ სანამ იმდენს მაინც ვერ შევძლებ რომ ჩემი ხელფასით მარტო ჩემ შვილს მაინც მოვუარო – ჩემს უზღვავ სურვილებზე კი ძვირფასმა ქმარმა იზრუნოს :დ

Posted in ახალი ოჯახი, განწყობისათვის, ვეკო და აჩო | Tagged: , , , , , | 11 Comments »

ძვირფასებო

Posted by vekoo on მარტი 7, 2011

მეგობრებო, მომენატრეთ. შესანიშნავ ხასიათზე დამაყენა “ნიჭიერის” წლევანდელი სეზონის პირველმა გადაცემამ.

 

მენატრებით და თქვენთან მინდა :დ

ვნატრობ როდის გნახავთ საკმარისად, როდის მოგისიყვარულებთ :დ ყველა, ყველა კარგი ხალხი მენატრებით.

მე მიყვარს ჩემი ქართულის მასწავლებელიც :დ

ღამის თავზე დამხობა მომენატრა თქვენთან ერთად. 2 წლიანი უსმელობის ვადაც მინდა გავტეხო და ჩავალბო გამომშრალი სხეული მათრობელა ღვინით/არყით/ვისკით – ყველაფრით გარდა ლუდისა.

ნინო, თამთა, თაცა, ნათია, გვანცა, ნელიკო თქვენთან მინდაა :დ

სიყვარულის ხასიათზე ვარ ♥

პ.ს. პოსტი ექვემდებარება ჩასწორებას ხვალ სურათებითურთ

Posted in განწყობისათვის, ექსკლუზივი, მეგობრები, პირადი სურათები | 4 Comments »

შეაჯანჯღარე

Posted by vekoo on თებერვალი 5, 2011

 

აუ, რა მინდა, ზედმეტი წინდებულებისა და შორისდებულევბის გარეშე შემეძლოს ნეტა წერა.ისე, ისე უაზროდ ვარ. 

აღარ შემიძლია.

უსაქმურობა.

ამავდროულად ათასი საქმე შუა გზამდეც მიუყვანელი.

ვწევარ, ვთამაშობ, ახალი შეგრძნებები.

არაფერი გამოდის,

ისე ვარ, თითქოს შეყვარებულს დავშორდი და ცხოვრებაში აღარაფერი მინდა.

როგორ ვერ ვიტან ამდენ საქმეს.

ერთადერთI, რაც მიშველის ისევ ეს to do list-ბებია.

ამის ჩემოწერადც რო მეზარება.

გადმოდით ჩემთან საცხოვრებლად.

ოთახში Iი საწოლიც მაქვს, იქ დაგაწვენთ.

მხოლოდ შემანჟღრიეთ ასეთ წუთებში.

და როგორ იწელება ეს წუთებიც.

კვირეებიად იქცევიან.

შემაჯანჯღარე.

აღარ მინდა სიცივე. აღარ მინდა ყინული.

მოძრობა მინდა.

დამალაგებნეთ აწეწილი საქმეები

 

Posted in განწყობისათვის, მომავალი გროსმაისტერის ვნებანი, ჩემი ბლადუნი | 2 Comments »

ვაზელინი საგანი

Posted by vekoo on იანვარი 21, 2011

ვსო, მოვრჩი, მეღირსა და გათავდა სანატრელი წამები.

ესე იგი , რა ხდება, შარშან წინ (=2წლის წინ), როცა სულ სულ ახალთახალი, ცინცხალი ლავ-სთორი გვქონდა, სულ 2-3 თვის დაწყებული ურთიერთობა, დამემთხვა ზაფხულის დამამთავრებელი გამოცდები.

ხოდა, რაღატომღაც, მაკროეკნომიკის გამოცდაზე არ შევედი, იმიტომ რომ გარეთ აჩო მეგულებოდა და სულაც არ ვიყავი რამის წერის ხასიათზე, მითუმეტეს, არც თავში მედო დიდად რამე ამ საგანში. ხოდა, ძვირფასად შევიწოვე ეს საგანი, თანაც ისე, რომ გადაბარების უფლებაც კი არ მქონდა. მიმდინარე ქულებიც სულ 0-ები მყავდა

იმის გამო, რომ დილით 9ზე მქნდა სემინარები, მე კი 5 საათამდე რატომღაც სკაიპში ვეგდე და ერთ სულიერს ველარპაკებოდი და ამიტომ დილით სემინარზეც ვერ მივდიოდი.

არა, აჩოს არ ვაბრრალებ არაფერს, დედას ვფიცავარ, ყველაფეფრი ჩემი ნებით მოხდა :დ

ხოდა, ასე შემრჩა ეს საგანიც II კურსზე.

მერე გავარკვიე, რომ ცხრილებში რაღაც არიეს და III კურსზე ამ საგანს მაშინდელ II კურსელებთან ვერ გავივლიდი, რადგანაც მათ III კურსზე გადაუტანეს მაკროეკონომიკა და ამიტომ, ის წელიც ჩამივარდა და ჰაერში აღმოვჩნდი. ანუ მომიწევდა IV კურსზე III კურსელებთან გავლა მაშინდელი II კურსის საგნის.

მერე აღმოვაჩინე, რომ მაკრო ყოფილა 10 კრედიტიანი საგნის წინაპირობა, რომელიც IV კურსზე ისწავლებოდა და  მე თუ IV-ზე ჯერ მაკრო უნდა გამევლო, ე.ი. იმ 10 კრედიტიანს ვეღარ გავივლიდი – წინაპირობა არ მქონდა გავლილი და ასე მემატებოდა მთელი წელი სასწავლად 1 საგნის გამო : ((

აღარ ვიცოდი რა მექნა, ვკაიფობდით, თუ რამე არ შეიცვალა ცოლად მოგიყვან და შენები ვეღარ გაიგებენო :დ

მაგრამ, ამას ორივე გადავრჩით და კვლავაც შეცვალეს ცხრილები და წელს IV კურსზე ორივე საგანი ერთად გავიარე.

ხოდა, დღეს მქონდა გამოცდა ამ საძულველ მაკროეკონომიკაში. საგანი მძულს როგორ იცი? აი, ეგრე რომ არაფერი შემზიზღებია ცხოვრებაში, :დ რაღაცა, ვერ ვიტან ვერც წიგნს და ვერც ლექტორებს :დ

გუშინ მთელი დღე ისე გავწელე, ვერაფერიც  ვერ წავიკითხე მეზარებოდა, ძლივს ვაიძულე თავი 1 თემა მაინც წამეკითხა. ეგ იყო და ეგ ჩემი მეცადინეობა : ((

ვიცოდი, რომ ასე საგნის განმეორებით შეტენვის შანსს კატასტროფულად ვზრდიდი, მაგრამ აი პროსტა ვეერ რა. არ შემეძლო ქსეროქსების გადაშლა და მაგალითად სახელმწიფო ბიუჯეტის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ან ფიქსირებული და მცურავი გაცვლითი კურსების სწავლა-გარკვევა.

ხოდა, დღეს დილითაც ესეთი მოუმზადებელი წავედი გამოცდაზე : (( გზაში გადავიკითხე კიდე 2 თავი და ეგ იყო და ეგ.

ხოდა, მეღირსააააააააააააა, მომილოცეთ, არ მაინტეესებს :დ

ტესტირებული გამოცდა კომპიუტერებთან მქონდად ა სწორ პასუხებს ეგრევე მიწერდა, როგორც კი გამსვლელი 20 ქულა ავიღე, ეგრე ვე დავიკიდე ყველაფერი და გამოცდის დამთავრებას დავაჭირე :დ

მაგათი მე არ მინდა არაფერი, ლიჟბი ეს საგანი მოვიშორე და მეტი ქულა არც მჭირდება.,

ეხლა მე გულიდან დიდი ლოდი გადამიგორდა და დღეიდან თუ ავმჩატდები, არ გაგიკვირედეთ :დ

პ.ს. სორი ბევრი ბოდიალისთვის, პროსტა, ჯერ ისევ მიხარია ამ საგნის ჩაბარება.

Posted in განწყობისათვის, ყოველდღიური | Tagged: , , , , | 6 Comments »

ოფიციალური ვიზიტით

Posted by vekoo on იანვარი 11, 2011

I საკითხი : დღევანდელი პოსტის მერე ბევრი შეწუხებული მესიჯი თუ პმ მივიღე, ზოგმაც FB ჩატში მომწერა და დაინტერესდა ჩემი მდგომარეობით, რისთვისაც ყველას მადლობას გიხდით. – რომ რაღაც დოზით შეგეხოთ ჩემი გასაჭირი.

ეხლა უკვე მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა, სახეზე დასიება დამიცხრა, სიწითლემაც გადამიარა, გამონაყარიც გაუფერულდა და ოდნავაა, მაგრამ ქავილი მაინც დამრჩა და ხვალ წავალ ექიმთან.

დღის მთავარი მოვლენა.

როგორც იქნა, დადგა ეს “ღვთაებრივი დღე” და ოფიციალური ვიზიტი შედგა :დ

2009 წლის შემოდგომის მერე ამაოდ ითხოვდა ბატონი არჩილი სახლში მიმდინარე სტატუსით სტუმრობაზე და მამაჩემის ოფიციალურ გაცნობაზე,

მაგრამ მას შემდეგ ბევრმა წყალმა თუ წელმა/თვემ ჩაიარა, გაილია ის შემოდგომაც, მერე ზამთარი და გაზაფხულის, ბოლოს ზაფხული და მეორე შემოდგომაც მოვიდა და ეხლა უკვე მეორე ზამთარიც მიდის და დღეს მოვაბი თავი და ამჯერად უკვე მაშინ დავაპატიჟე სახლში, როცა მამაც აქვე იყო.

საღამოს შეფასება : იდეალური 10/10-ში.

საერთოდ, ბოლომდე კმაყოფილი თითქმის არაფერში არ ვარ ხოლმე, მაგრამ ამჯერად მართლა ყველაფერი იმაზე უკეთესადაც კი იყო, ვიდრე ოდესმე წამომედგინა.

მეტისმეტად ბევრს ვფიქრობდი თუ განვიცდიდი როგორ ჩაივლიდა ეს ოფიციალური მხარე- ერთმანეთის გაცნობა და სულ ვაჯანჯლებდი. მაგრამ თურმე, სულ ტყუილად.

გუშინ რომ ვუთხარით მე და დედამ აჩოს მოსვლა უნდათქო, ჩემდა გასაკვირად, ყოველგვარი ზედმეტი შეკითხვის თუ ემოციის გარეშე მიიღო ყველაფერი. მარტო მოდისო? მარტო ეს იკითხა :დ ანუ , ეგონა უკვე მშობლებიც და რამე :დ

დღეს დილით მე და დედამ გავამზადეთ საჭმელები, უგელმრიელესი საფირმო ფახლავაც, თითების ჩასკვნეტი აჩმა, გოზინაყიც კი :დ
შევწვით ორიგინალურ სადგამზე გამზადებული ბადექონში გახვეული მწვადი და კიდე რაღაც-რაღაცები :დ

17:43 მოვიდა აჩო.

ჩემდა გასაკვირად, უკვე აჩოს  მანქანა რომ დავინახე ფანჯრის ქვემოთ არ მინერვიულია :დ არადა, სულ მეგონა, რომ ამ დროს გული ნასკებში გამეპარება მეთქი ემოციით, მაგრამ რაღაცნაირად მშვიდად ვიყავი .

ჩემ თავზე მეცინება ეხლა ისეთი ემოციური ვარ ამ საკითხში. ეს ალბათ იმიტომ , რომ ჩემ თავზე რამის მოყოლას ჩემებთან ყოველთვის გავურბოდი, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა მათი არსებობაც უნდა გავითვალისწინო :დ

ვგიჟდები იმ მომენტზე, როცა მას ჩემი სახლის კარებს ვუღებ :დ
შემოსვლისას დედას უზარმაზარი სისხლისფერი ვარდები მიართვა, მეც კი მომეწონა ისეთები იყო :დ ლამის ჩემხელაა ლარნაკში რომ დევს ეხლა იატაკზე )

შამპანიურები და ტკბილეული მოიტანა კიდე და სპეციალურ თუნუქის ყუთში ჩადებული  Jack Deniels. ეგეთი არასოდეს მინახავს, თავისი 2 ჭიქა უდევს გვერდზე და მაგარი რაღაცაა, – მამამ “ამითი მერე მე და აჩიკო ერთად დავლევთ ვისკისო ” :დ

ასე გატყდა პირველი ნავსიც, მერე სუფრას შემოვუსხედით ყველანი და სიტუაციაც დათბა ))

როგორ მინდოდა იმ დროს მაგიდის მოპირდაპირე მხარეს კი არა, აჩოს გვერდით ვმჯდარიყავი მასზე მიხუტებული და ისე მესმინა მამაჩემისთვის,
მიდიოდა სადღეგრძელოები, არატრადიციული და ლაითი, მაგრამ გულით დალოცვები, მათ შორის შინაარსიანი საუბრები და ურთიერთობის აწყობის პირველი ნაბიჯებიც გადაიდგა.

ხო, პრიკოლი :დ

2-ჯერ დალოცა მამამ აჩიკო :დ არ შეშლია, თვითონაც თქვა “მეორეჯერაც დაგლოცავ, კაი კაცი ჩანხარო, ჯერ ჩანხარ და იმედია, მომავალშიც ასე იქნებაო” :დ

ძაან ვმხიარულობდი და მსიამოვნებდა ყველაფერი ასე კარგად რომ დაიწყო.

ხო, კიდე  ერთ მომენტში მეთქი, ეხლა მაგიდის ქვეშიდან ფეხს მივარტყავ აჩიკოსთქო: – ერთს მეც ვიტყვიო და  ჩემი სადღეგრძელო დალია :დ “ძალიან მიყვარხარხარო და რაღაცები” დაიწყო :დ მეთქი, ეხლა ამ ბიჭს პირში ბოლოკს ჩავჩრი, რას ამიჭიკჭიკდათქო :დ

ისეთი, ისეთი საყვარლობა იყო ამ დროს, რომ გამიტყდა რომ ვერ ჩავეხუტე .

ეხლა ყველაფრის დაწვრილებით მოყოლას არ ვაპირებ, მაგრამ რაც მთავარია, მამამ კიდე შეხვედრების დიდი სურვილი გამოთქვა :დ “ჩემთვის შენი სახლის კარი მუდამ ღიააო” და რაღაცები.

რა მიდევს ჯიბეში

რაც მათბობს და მახალისებს. მგონია, თითქოს მას რომ ხელს მოვკიდებ პატრონიც გვერდში მეყოლება :დ

ჯიბეში მანქანის გასაღები მაქვს და ძალიან თუ მომენატრება ის გათახსირებული ბიჭი, ფანჯრიდან გადავიხედავ და 3 მეტრით დაბლა შავ პიპიას დავინახავ

ეხლა ძალიან მეძინება, რაღაცნაირად ბედნიერი და სავსე ვარ.

“ხვალ ხო ისევ უნდა ამოვიდეს სახლშიო მანქანის წასაყვანად რომ მოვაო?” – მშვენიერი კითხვაა და მიმზიდველი წინადადება ჩემთვის :დ

დროებით, შემდეგ პოსტამდე

Posted in ახალი ოჯახი, განწყობისათვის, ექსკლუზივი, პიკანტური რეალობა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , | 6 Comments »

საჩოკლაუს, სიყვარული დაგბედებოდეთ

Posted by vekoo on დეკემბერი 31, 2010

2010 წლის შემაჯამებელი პოსტი. არადა, არაფრის დაწერა არ მინდა, არც ვიცი რა შევაჯამო, რაც არაფერი მახსენდება. მოდი, იმას დავწერ, რისი სურვილიც 2011ში მაქვს, რომ განვახორციელო:
ე.ი. 2011 წლის მიწურულს:

  • პირველ რიგში, დამთავრებული მექნება ჯავახიშვილი
  • ვიქნები ეი-სი-სი-ეი-ს სტუდენტი ^_^

არა, არა, არ მინდა არანაირი გეგმის თუ მიზნის დაწერა 😀
2011-ში ერთი დიდი გეგმა მაქვს და მასზეა ყველაფერი დამოკიდებული 😀
ერთი კი ვიცი,რ ომ დიდი და ლამაზი წელი უნდა მქონდეს, იმაზე 1000 თავით უკეთესი, ვიდრე 2010 იყო/არის.
2010 თავის მხრივ, არაფრით  ყოფილა დასამახსოვრებელი, ერთი ის იყო, რომ დროის გასვლამ საბოლოოდ დამიდასტურა სიყვარული და რა მინდა ცხოვრებაში.

წელს ისე დარწმუნებული ვარ ჩემ თავში, როგორც არასდროს. იმდენად მჯერა “უღუბლო” მომავლის, რომ თანახმა ვარ ახალი წლის ღამეს რაღაც-რაღაც დიდ სიამოვნებებზე უარი ვთქვა.

ყველანი ძალიან ძალიან მიყვარხართ [თუმცა, მაინც იმის შესაბამისად, ვინც როგორ იმსახურებს : D ]

სურვილების ასრულება დაგბედებოდეთ ^_^

საახალწლო საჩუქრები უკვე მივიღე საჩოკლაუსისგან, როგორც გუშინ ვთქვი, ოფთალმოლოგიურ გამოკვლევაზე ვიყავი უსაყვარლეს დეა ექიმთან ^_^ ისეთი საყვარელი გოგოა ბიჭი მაინც ვიყო :დ

ხოდა, დღეს მივედით რონიკოში და გავიკეთე კონტაქტური კორექცია . ჩადგმის პროცესი იყო ძალიან სასაცილო :დ ვიცრემლებოდი და უცხოპლანეტელს ვგავდი :დ მაგრამ პირველივე ცდაზე კარგად ჩავისვი ჩემივე თითებით : D
სულ 5 საათია რაც მიკეთია და ჯერ ეხლა ვეჩვევი კონტაქტურ ლინზებს . ხანდახან მავიწყდება ხოლმე და კომპთან დაჯდომას რომ ვაპირებ, სათვალის ძებნას ვიწყებ ხოლმე :დ

ერთი ცუგრუმელა ციცცქნა ნივთია, მარა ისეთი საყვარლობაა, ამის გარეშე უკვე ვეღარ წარმომიდგენია ცხოვრება :დ

ისეთი , ისეთი გახარებული ვიყავი იქიდან რომ წამოვედი და ამხელა განსხვავებას რომ ვხედავდი, უცებ ვიგრძენი საახალწო განწყობა :დ

იქიდან პასაჟში წავედით – აჩოსთვის ამ ეტაპზე  მნიშვნელოვანი რაღაც ვიყიდეთ :დ ერთი სული მაქვს როდის მოვახერხებ და ჩემი გემოვნებით როგორ მოვარგებ ტანზე ^_^

ძალიან პოზიტიური დღე მქონდა,  მერე საბურთალოზე გავედით და იქ შაურმა ვჭამეთ :დ ისეთი ხახვიანი იყო, მაგრამ სამაგიეროდ მაიონეზი ორმაგი დოზით გავაკეთებინე და იქვე სკვერში ჰაერზე ჩამოვჯექით და მადიანად ვილუკმებოდით : ))

საყვარელი დღე მქონდა, ბედნიერად ვაცილებ ძველ 2010 წელს.

მიყვარხართ, ყველანი მიყვარხართ ეხლა და იქით ახალ 2011-ში შევხვდებით ))

ბედნიერი ახალი წელი

Posted in განწყობისათვის, პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , | 5 Comments »

ჯადოსნური ვარცხნილობა და ოპტიკური ლინზები

Posted by vekoo on დეკემბერი 30, 2010

დღეს თმა შევიჭერი, ლიკას სტილისტთან ვიყავი რუსთავში. ვინც ჯერ არ იცის, მე რუსთაველი ვარ, აქ დაბადებული და გაზრდილი.საერთოდ, უკვე კარგა ხანია რუსთავში არსად აღარ დავდივარ : (( სამწუხაროდ, ისეთი ცხოვრების წესი მაქვს, რომ ჩემ მშობლიურ ქალაქში მხოლოდ დასაძინებლადღა მივდივარ სახლში : D 

მაგრამ, დღეს თმა აქ შევიჭერი და პირდაპირ აღფრთოვანებული ვარ. ძალიან კარგად, ზუსტად ჩამიჯინა ელენემ თითოეული ღერი და +ისე ლამაზად დამივარცხნა, ჯერ ისევ აღფრთოვანებული ვარ

თან გასწორებაც მინდოდა თვითონ შემომთავაზა, რომ ამის მაგივრად  “ბუნებრივად” დაგვარცხნიო.  მე ყველანაირ ექსპერიმენტზე თანახმა ვარ საერთოდ, როცა ვხედავ, რომ პროფესიონალის ხელშია ჩემი თავი :დ

ხოდა, მეთქი, ელენე, როგორც გინდა ისე გამიკეთე შენი ფანტაზიით, გენდობი მეთქი ))

ხოდა, დამვარცხნა სულ 30 წუთში. ხელებში ვუყურებდი და თვალის გაყოლებას ვერ ვასწრებდი ისე ოსტატურად აკეთებდა ყველაფერს ^_^ თან 4 თვის ფეხმძიმეა ^_^ ვგიჟდები ორსულ ღიპუცებზე )))

იქიდან რომ გამოვედი, აჩო კაი ხანი თვალს ვერ მაშორებდა ისე მოეწონა ახალი ვარცხნილობა, ისეთი საყვარელი კომპლიმენტები მითხრა, დავდნი და დავიშაქრე პირდაპირ.

საუკეთესო ნამუშევარია რაც კი ოდესმე თმა დამივარცხნია [ეს ძალიან იშვიათად მომხდარა საერთოდ : D  იმიტომ რომ ძირითადად მარტო ვისწორებ ხოლმე ]

რაღაცა დაახლოებით ასეთი სტილის მინდა. სახეზე ძაან ყვირილს თუ არ დაიწყებს, ვიყიდი ^_^

ხო, იქიდან მერე ავერსის კლინიკაში წავედით. ესეც რუსთავში. იქ კაი 4 საათი  მაინც მომიწია ყოფნა ოფთალმოლოგთან : (( ეს ცალკე საკითხია და არ მინდა ბლოგზე დავწერო :დ

ხო, საახალწლოდ ახალი სათვალე უნდა მაჩუქოს საახალწლო აჩოკლაუსმა. ზომის დასაზუსტებლად შევედი კლინიკაში და საბოლოოდ ლინზები გადავწყვიტე )) ყოველ თვე მომიწევს ცვლა, მაგრამ მიყვარს სიახლე ))))))

ხო, დღეისათვის სულ ეს იყო . მერე სურაებს გადავიღებ და დავდებ თუ ვინმეს აინტერესებს როგორ მაქვს თმადა შემიფასეთ ^_^

უი, ხო და მთავარი, რისთვისაც ეს პოსტი დავწერე. მთელი თმის შეჭრა-დავარცხნა დამიჯდა სულ 10 ლარი. ყველა დამეთანხმებით, ძალიან იაფია სხვა ანალოგიურ სალონებთან შედარებით, მაგრამ ეხლა ელენე მარტო მუშაობს [2 თვეა, რაც ცალკე გავიდა და ცალკე გახსნა თავისთვის ] ამიტომ, ჯერ-ჯერობით ეს ფასებია და იმედია, არ მოუმატებს :დ

მე კი, მისი აქტიური კლიენტი გავხდები )) რუსთაველებს ვისაც გინდათ საკონტაქტო ინფორმაცია ელენასთან, მომწერეთ Fეისბუქზე ან მეილზე .

Posted in განწყობისათვის, ეს უნდა იცოდე, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , | 8 Comments »

მოთქმის კუნწულა

Posted by vekoo on ნოემბერი 29, 2010

ველზე შემხვედრი კალიები, ტერფებს მიკოცნის ცვრიანი ბალახი. ჩაშლილი საფლავის ღობე.
შევაბიჯეთ, უკვე მათ საუფლოში ვართ .
სასაფლაო. შავ მიწაზე დაღვრილი ასობით ცრემლის კუნწულა.
სიმწრის კვნესა.
ტირილი.
ჯერ ჩუმი, მოგუდული, მერე კი ნელ-ნელა ცხარე მოთქმა ..
ვიღაცამ გულის გუდას პირი მოხსნა და დარდი ცრემლებად დააფრქვია .

“ვაიმე, რა ტკბილი იყავი და ეხლა რა მწარე ხარ, შვილო.” – ვიღაცამ დაატირა.
დასტურად, ნაწვიმარზე მზემ გამოანათა.
ისე დააცხუნა, რომ ყველამ გაიხადა თბილის სამოსი. ესეც სიმბოლურია – ყველა ტკბილმა ლაურამ გაათბო, სითბო იქიდანაც გაგვინაწილა.

“ჰე, წამოდით ახლა .” – იმერლებისთვის დამახასიათებელი კილოთი თქვა ქმარმა.

კაცებმა ნაუცბათევად იქვე გაშლილი სუფრიდან ცქრიალა ღვინო დალიეს,  ნახევარი საფლავზე დააქციეს.
ხალხი დაიშალა – ყველას მთავარ სუფრაზე მიეჩქარებოდა (ალბათ) …

იქ კი დარჩა ახალ საფლავზე წითელი ვარდები და საფლავის გარშემო წვრილი ქუსლების ნაკლვალევი.

Posted in განწყობისათვის, წარსულის ქრონიკები | Tagged: , , , , | 3 Comments »

"აჩუჩუნება" ქმართან და ქმრის ბიძაშვილთან – აი, რას გვიშვება ჰორმონები

Posted by vekoo on ნოემბერი 22, 2010

შესავალის მაგიერ :

უბანი მაქვს ისეთი, რომ ყველამ ყველას ისტორია იცის, დაწყებული ვინ რომელი სარეცხი ფხვნილით რეცხავს ჭუჭყიან თეთრეულს დამთავრებული ახალშეძენილი მანქანის ცხენის ძალების რაოდენობით.

ჩემს მეზობლად ახალი ოჯახი გადმოვიდა. 3 ბიჭი ჰყავთ. უმცროსის წინასააბიტურიენტო ციებ-ცხელებას თავად დავესწარი. მთელი სანათესაო ორივე ხელით იმას “ბალეშჩიკობდა”. მამიკო საზღვარგარეთიდან უგზავნიდა წახალისებისთვის მწვანე კუპიურებს, რათა უკეთ ესწავლა…

სიცხე მატულობდა და უფრო და უფრო მატულობდა წინასაგამოცდო ციებ-ცხელებაც. ეტყობა, ტემპერატურის მატება ცუდად აისახა ამ ბიჭზე და ჩააბარა თუ არა, სექტემბერშივე ცოლი მოიყვანა.

ბიჭი 16 წლის. გოგონა 15 წლის. ბიჭის დედა  თმებს იპუტავდა (და არამარტო) სიმწრისგან. სასტიკად არ უნდოდა ის გოგონა რძლად. ალბათ, ჯერ პატარები რომ არიან იმიტომ არ ესიამოვნათქო, ვფიქრობდით დედამისზე, მაგრამ შემდეგ, ჩვენც, რა თქმა უნდა, მთელმა უბანმა ვიცოდით (მისი წყალობით), რომ ეს 15 წლის გოგო გათხოვებამდე ყოფილა მასთან (იმ დროს 14 იყო).
დედააა, დაინგრა ოჯახი, კერა შეიბღალა. : | (აქ ხმებში ყვებიან მეზობელი ქალები ).
ნუ, რაც მართალია, მართალია, 14 ნუ… : D

მე ამოვხსენი ეს მინი-საუმლო და ვიცი რატომ თხოვდებოდნენ/ქორწინდებოდნენ უწინ ადრეულ ასაკში.

უკვე ისიც ვიცი რა მოყვება, როცა შენ სოფელში გასვენებაზე ჩასულებს შენ 15წლის რძალს შენვე საკუთარ ძმიშვილთან წაასწრებ :დ

ისიც ვიცი როგორი საღი თუ ლაყე კვერცხია მერე ამის ქმარი, ამის მერე ისევ თვალებში რომ შესციცინებს ახალგაზრდა პატარძალს :დ

ხო, კიდე ბევრი რამეც ვიცი უკვე: გამანათლა ამ გოგონამ: იცი რა კაია შეყვარებული? რატო არ გყავს? ძალიან მაგარიაო o_O

[ გულის გადაშლა “შემთხვევით გამვლელებთან” მადლობა ღმერთს, არ მიყვარს ხოლმე ]

პოსტის დაწერა სულ სხვამოტივებზე უნდა ამეგო და არა უბრალოდ ჭორაობაზე ((

მაგრამ გამეფანტა აზრები და უბრალოდ, საჯიჯგნად დაგიტოვებთ ამ ამბავს.

ზოგს ხომ ასე გიყვართ სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა და ყველაფრის თქვენ გემოზე მოკალაპოტება

P.S. არა რა, ბლოგოსფერო ხო აჟიტირებულია მსგავსი ამბებით და ვის ვისაში აქვს პოსტებს პოსტებზე აცხობენ, მაგრამ ამაზე ბინძური ბლოგი მე ჯერ არ მინახავს :დ

P.P.S. დამავიწყდა დამემატებინა, იმაზე უკეთესი ალბათ, არაფერია, ცოლი რომ სამგზავრო ფულს წაგართმევს (16წლის კაცს :დ) და უნივერსიტეტში არ გაგიშვებს :დ იმისთვის არა თქვენ რაც იფიქრეთ. ფული უნდა უბრალოდ :დ და ასე გრძელდება კვირები, სანამ საქმეში დედამთილი არ ჩაერთვება :დ

Posted in განწყობისათვის, ექსკლუზივი, პიკანტური რეალობა | Tagged: , , , , , | 9 Comments »

რაზე ფიქრობენ და ოცნებობენ 20 წლის გოგონები ))

Posted by vekoo on ნოემბერი 18, 2010

ის – 07:53 – შენ მტერზე უარეს დღეში ვარ, გართობაზე აღარ ვფიქრობ ))
ერთი გასართობი მაქვს ასე >>> ოცნებით ვერთობი … 

მე – 07:55 – გართობაზე თუ არა, აბა რაზე ფიქრობ?
სამუშაობ შენ არ გაქვს და მოკვდები უსაქმურობით 😐

ის – 07:55 – მკვდარი ვარ უკვე ))

მე – 07:58 – მართლა გეკითხები, სერიოზულად მაინტერესებს რას ფიქრობ …

ის – 07:58 – რაზე? შენ ჭედავ ხო იცი :დ

მე- 07:59 – რაზე ვჭედავ, აი, რომ წარმოვიდგენ, რომ უნის გარდა სხვა საქმე არ მაქვს, სახლშიც კი მარტო ვარ ჩემების გარეშე, ომგ…

ის – 07:59 – შენ რას აკეთებდი სანამ შეყვარებული არ გყავდა? ))

მე – 08:00 – მე არაფერს, პრინციპში, იგივეს, მაგრამ სახლში  მარტო მაინც არ ვიყავი … რამდენი ხანია მარტოს გიწევს სულ ცხოვრება …

ის – 08:01 – ხოდა
ხან ნეტში ვარ,
ხან სადღაც გავდივარ,
ხან ვიღაცას ველაპრაკები,
ხან ვალაგებ,
ხან ვჭამ,
ხან ვიძინებ,
ხან ვკითხულობ,

ხან ვმესიჯობ,
ხან ვოცნებობ,
ხან ვფიქრობ,
ხან გეგმებს ვაწყობ,
ხან დედაჩემს ველაპარაკები,
ხან ტუალეტში შევდივარ :დ
ხან ვბანაობ ))
ხოდა, ასე გადის ეს დედააფეთქებული დრო )). 

მე – 08:03 – აუუ, რა კაი პოსტი გამოვა .

ის – 08:03 – ხო, კიდე, სარეცხსაც ვრეცხავ ხოლმე :დ

Posted in განწყობისათვის, მემორიზ | Tagged: , , | 19 Comments »

ფანტაზია ქაფებში VS შიშველი ზომებები

Posted by vekoo on ოქტომბერი 14, 2010

დავდივარ და საქმე ვერ მიპოვია, ვზივარ და რა ვაკეთო არ ვიცი. უსაქმოდ ვარ და მოწყენილობა მკლავს, უამრავი რამ მაქვს გასაკეთებელი და მაინც უსაქმურობაზე ვწუწუნებ.
რაღაცა დოზანისმაგვარმა შემომიტია მემგონი.

BBC_Chanel-ის გუშინდელი დილის გადაცემას ვუყურე – რაღაც ახალი ვირუსი გავრცელებულა და ადამიანს უბრალოდ მიწასთან ასწორებს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით : ტვინის ნაოჭებს უსწორებს და ჩლუნგდება .


მეც ეგ ვირუსი შემეყარა მემგონი.

ბებიები და ბაბუები ასეთ გამოთაყვანებას სულ სხვა რამეს აბრალებდნენ წლების წინ : “სიყვარულმა შენ კი არა, გადარია ტარიელიო” ღიმილით მიაგებებდნენ შვილიშვილებს.
მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს არაფერ შუაშია.

უბრალდო გა-მ-ოვ-თ-აყ-ვანდი!

წინ და უკან უაზროდ დავბოდიალობ და არაფერს ვაკეთებ, არადა თავში უამრავი გეგმა მაქვს და ეხლავეც რომ დავიწყო ნახევრამდეც ვერ გავალ დღეს.

ბი-ბი-სი-ზე პრევენციულ ზომებზე არაფერი უთქვამთ, ალბათ, გამოიგონებენ რამე წამალს და მეც განვთავსიუფლდები.
ისე, ნეტა საქართველოში მსგავსი ანალოგი კიდეა? თუ მარტო მე ვარ დაავადებული?

რაღაც არა მგონია. ნახევარზე მეტს უსაქმურობისგან მაზოლები აქვს გამოსული სხეულის სხვა და სხვა ადგილებში.

და ამ დროს მობილურის ზარი, რამოდენიმე წუთიანი ტელეფონზე ლაპარაკი: ქალაქს ზომებებმა შეუმოუტიეს : |

“- მერე, შენ რას აკეთებ?”
“- მთელი 3 დღეა მაგათ დავდევ და ვხოცავ”.
“- ბევრი დახოცე?”
“- კი, ძააან ბევრი”.

 

წარმოვიდგინე როგორ დარბის ხმლით ხელში და “ჭახააან ჭახან!” ძვლებში ტეხავს ზომებებს.

“-როგორები არიან?”
“-ჩვეულებრივი შიშველი ადამიანებივით, უბრალოდ მოვარდისფრო კანი აქვთ”.
“- როგორი?”
“- მოვარდისფრო, ცისფერში რომ გადადის” – o_O ვარდისფერი ცისფერში გადადის? : O
“- შენც ზომბი ხომ არ ხარ?”
“- არა, ჩემთვის არ უკბენიათ.”
“-მართლა არ ხარ ზომბი? იქნებ ხარ და მიმალავ და მოხვალ და მერე მეც მიკბენ : | ”
“- არა, ვეკო. ზომბი იმ შემთხვევაში ხდები, თუკი შენ გიკბენენ და მე 3 დღეა სულ ვხოცავ და ჯერ არცერთს არ უკბენია”.
“კაი, მაშინ მალე მოდი სახლში რა. თბილ აბაზანას გაგიმზადებ, ქაფებში გაბანავებ, მასაჟს გაგიკეთებ და მერე ბევრს მოგეფერები”.
“- კაი, უკვე სახლის კიბეებზე ვარ, ამოვდივარ”.

ეძინა და ისე მელაპრაკებოდა .

პ.ს. ბი-ბი-სი-ზე news კი ალბათ, ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო.

Posted in განწყობისათვის, მომავალი გროსმაისტერის ვნებანი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , | 10 Comments »

გვასველებს

Posted by vekoo on ოქტომბერი 12, 2010

♥ ფანჯრებზე წვიმის წვეთები, ერთი… ორი… სამი … სწორი თმები სავარძელზე გადაწოლილა, დაზაგრული მკლავები ერთმანეთში გადახლართულა, იქით ორივე ხელი შავ და სრიალა საჭეზე.

“წვიმა მოგონებებს ასველებს …”

ნაცნობი მელოდია, ნაცნობი სურნელი, ნაცნობი სასურველი სახე …

და ნაცნობი მისტიური მიდამო .

“წვიმის ნაკვალევში შენ სახეს , მე ვეღარ გავარკვევ რა მინდა … “ – იღვრება რომელიღაც FM-იდან ნაცნობი მელოდია . ნელ-ნელა მეც მიჭირს გავარკვიო რა მინდა

იქვე სათავარძელთან სათავსოში გადანახული ვისკი . ერთი, ორი, სამი ყლუპი და სასიამოვნო სითბო სხეულში.

რა ლამაზი ყოფილა ღამის თბილისი, ათასფერი მბჟუტავი წერტილი ჰორიზონტზე. თუ ეს თბილისი არაა? უკვე ფიქრის ძაფი წყდება სასმელისგან,- ეს რომელიღაცა ახლომდებარე ქალაქია.

“წვიმა მოგონებებს ასველებს … “

სიცივემ მოიტანა, სასმელი დავამატე, – გრადუსმა მოიტანა .
სითბო მომინდა, გულში ჩახუტება, ძლიერი მკლავები …

აი პირველი ვარსკვლავიც ცაზე,- უკვე დაღამდა. ერთი მოსახვევიც და მივედით.

რადიო ისევ თავისთვის ხრიალებს . ეხლა უკვე ორნი ვსვავთ ერთი პირიდან .

[Fლიაშკასაც ქონია პირი]

ვსვავთ და ვთბებით, ვხურდებით, აღარ გვემორჩილება აზრები, აღარც თმები – თავისით იშლებიან მხრებზე …

და კვლავ ნაცნობი მელოდია:

“წვიმა მოგონებებს ასველებს … “

Posted in განწყობისათვის, მომავალი გროსმაისტერის ვნებანი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , | 6 Comments »

მტერგობარი – Frenemy

Posted by vekoo on ოქტომბერი 1, 2010

არც ისე ცუდია, როცა შენი მეგობარი შენი მტერი აღმოჩნდება, ან სულაც მტერი მეგობრად მოგეპარება.
მეგობარი თუ მტერი ბედის ირონიით ორივე ჩემთან ახლოს მყავს,-
ასე მტერი ამჯერად ჩემი მეგობარია, მე მას ვუერთგულებ და  მისი საყრდენი გავხდები ცხოვრებაში.
მე ის ახლოს მყავს და ყურადღებით ვუთვალთვალებ.

ხოლო როცა რამე შეეშლება, ამ საყრდენს გამოვაცლი.


სამოყვროდ მოსული მტერი ყველა მტერზე უარესია. ზუსტად დავინახე

“ღმერთო, დამიფარე ცუდი მეგობრებისგან, მტერს მე თავად გავუმკლავდები”

Posted in განწყობისათვის, სასურველია იცოდეთ | Tagged: , , , | 10 Comments »

ქალის როლი კაცის ცხოვრებაში – ანუ ვინ რას იმსახურებს

Posted by vekoo on ივლისი 20, 2010

ყველა კაცს ეტყობა ქალის ხელი, ვინც მის ცხოვრებაში ყოფილა. გინდა არ გინდა ეს სიმათლეა და ამაში “Sweet November”-ის ყურების მერე კიდევ უფრო დავრწმუნდი .

ამ სტატიას მე რომ არ ვწერდე და კრიტიკოსის თვალით ვკითხულობდე, ვიტყოდი : ” რა იცი, ყველა კაცი შენ ხომ არ გაგიცვნიათქო…”

-ჰო, არ გამიცვნია, მაგრამ შეუძლებელია შენ სულში , შენ ტვინსა და გონებაში არ დაილექოს ის, რაც ოდესმე მომხდარა და რასაც სუსტი სქესი ქვია.

აქ ვიცი აჩო შემეკამათება : – ” რა მნიშნველობა აქვს ვინ ან რა იყო, მთავარია მას რა ადგილი ქონდა კაცის ცხოვრებაშიო” . ხო ასეა აჩო, ამ აზრზე ხარ ხო?

მე კი ვთვლი, რომ რა ადგილიც არ უნდა ქონდეს ქალს კაცის ცხოვრებაში, იყოს დედა, და, მამიდა თუ მეზობელი, ჟინის დამცხრობი ქალი, შეყვარებული, საცოლე თუ უბრალოდ ის ქალი, ვისაც საკუთარ ვაჟიშვილობას “ჩააბარებს” კაცი, მაინც ილექება მისი გავლენა ტვინის ხვეულებში, ეს გავლენა ზოგჯერ დიდია, ზოგჯერ პატარა, ზოგჯერ კი – საერთოდ შეუმჩნეველი . და მისგან განთავისუფლება თვითმკურნალობას მოითხოვს. (ელემენტარული მაგალითი : მას, ვინც მხოლოდ როსკიპ დიაცებთან მეგობრობს, მერე პრობლემები აქვს ხოლმე პირად ცხოვრებაში …)

განსხვავება ე.წ. აღზრდის სტილშია, აღზრდა კი ჩვენი, ქალების კისერზეა ))

მაგალითი #1 : რატომ არიან აღიარებული ბრიტანელი მამაკაცები მსოფლიოში ყველაზე ჯენტლმენებად? ალბათ იმიტომ, რომ ბრიტანელი ქალბატონები ამას მიჩვეულები არიან და ეს მოლოდინი თანამედროვე ჯელტმენებს ასტიმულირებს მუდმივად თავაზიანობისაკენ.

მაგალითი #2 : ზოგი კაცი, განსაკუთრებით სოფლებში, სადაც ქალს ჩამორთმეული აქვს ყველანაირი უფლება,მათ ეპყრობა ზუსტადაც რომ ცხოველივით. მაგრამ ზუსტად იგივე კაცები უცხო და რაფინირებულ მანდილოსნებთან უკვე იცავენ ეთიკის ნორმებს.

ასე რომ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული გოგოებო, მომავალო ქალბატონებო და საქალბატონეებო, თუ როგორ მოგვექცევა სასურველი მამაკაციც და უბრალო გამვლელიც ქუჩაში.
ხომ გაგიგიათ ერთი ქართული ხალხური ანდაზა: “ქვევრს რასაც ჩასძახებ, იგივეს ამოგძახებსო”.

ასე რომ, გადახედეთ თქვენს განვლილ თუ ახლანდელ ცხოვრებას და თუკი თვლით, რომ რომელიმე მამაკაცი თქვენს ცხოვრებაში არასათანადოდ გაფასებდათ, არასათანადო ყურადღებას გაქცედათ ან სულაც არასათანადოდ გაკმაყოფილებდათ ( : D ) ამაში თვითონ ყოფილხარ დამნაშავე, იმიტომ რომ ვინც რისი ღირსია იმას იმსახურებს : D

Posted in განწყობისათვის, ეს უნდა იცოდე, ქალი და მამაკაცი, ჩემი ბლადუნი | Tagged: , , , , , , , , | 12 Comments »

ატრაქციონი "მეგა დაცემა"

Posted by vekoo on ივლისი 7, 2010

სულ ცოტა მინდა ხოლმე ბედნიერებისათვის .

სულ ცოტა მინდა უბედურებისათვის.

საშინელი ხასიათი მაქვს, მსუბუქი და მძიმე ერთდროულად .

აი, ახლაც, მშვენიერი დღე მქონდა, მხიარული და ადრენალინით სავსე , მაგრამ ერთმა დეტალმა ყველაფერი წყალში ჩაყარა, – კარგის გახსენებაც აღარ მინდა და ცუდსაც ვერ ვივიწყებ.

გგონია აჩოსთან ვიჩხუბე? არა, აჩო არაფერ შუაშია . დღეს დილიდან ქალაქში დავბოდიალობთ, საღამოს მთაწმინდაზე ვიყავით ასულები ტატოსთან ერთად.

ტატო აჩოს ნათესავია, გუშინ ჩამოვიდა საფრანგეთიდან. რა ლამაზი ენა ყოფილა ფრანგული, პირველად გავიგონე რეალში ასე წყალივით ლაპარაკი . (მეორე მშობლიური ენაა) მეც მინდა სწავლა, მაგრამ ჩავიქნიე ხელი იქ თუ არ წავალ, პრაქტიკას ვერასოდეს გავივლი და ვერ ვერასოდეს ვისაუბრებ .

დღევანდელზე ვწერდი … ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა, ბევრი კარგი. ძალიან კარგი …

მთაწმინდის პარკიდან წამოსვლისას ვერაფრით დამიყოლიეს იმ გასართობზე დაჯდომაზე, დიდი გრძელი სვეტი რომაა აღმართული და

“მეგა დაცემა” ქვია მგონი. იქ დამსვეს. არადა არ ვაპირებდი : | სულ შემთხვევით და ფაქტიურად, უნებურად დავჯექი და რომ მიმამაგრეს უკვე პანიკები დამეწყო : |

უბრალოდ, არ შემიძლია აღვწერო რეაქცია, ემოცია. ასვლის მომენტი მახსოვს . მეგონა , ნელ-ნელა ვუახლოვდებოდი სიკვდილს . ზევიდან რომ გადმოვხედე თბილისს უკვე ის მეგონა, სიკვდილს ვუყურებდი თვალებში . მერე ჭრიალი დაიწყო სვეტმა …

ისევ აჭრიალდა და დაეშვა .

ყველაზე ემოციური 3 წამი იყო ჩემ ცხოვრებაში.

შეიძლება 3 წამი არც ყოფილა და უფრო მალეც დაეშვა, მაგრამ დრო საშინლად გამეწელა.

მეგონა, აღარასოდეს ჩამოაღწევდა დაბლა . მაშინ გავისიგრძეგანე რას ნიშნავს ფრაზა ” გული ნაკებში გამეპარაო”.

მართლა გამეპარა გული. ამიფართხალდა : D

ენით ვერ აღვწერ რა წუთები გამოვიარე …

ჩემთვის გულში რაღაცას კი შევადარე

როგორც იქნა დავეშვით და მივხვდი, რომ ბევრი მიკივლია : D

ყველაზე ბოლოს მე გამომხსნეს სკამიდან . არადა როგორ მიხუთავდა სულს ის სკაფანდრი . მოვკვდებოდი ისევ ზევით რომ გავეშვი : O

გადავრჩი .

თქვენ მჯდარხართ ამაზე? აუცილებლად გასინჯეთ. რომ ჩამოვედი უკვე აღფრთოვანებული ვყვებოდი რა მაგარი იყო. ისე მომეწონა, ცოტა გამბედაობაც რომ მქონოდა ისევ გავრისკავდი.

მაინტერესებს სადამდე გამიქაჩავს გული : D

Posted in ამოხეთქა, განწყობისათვის, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , | 12 Comments »

მკლავების მპარსველ გოგოებს.

Posted by vekoo on ივნისი 30, 2010

მკლავების მპარსველ გოგოებს.

პარსვა : არადა რა ცუდად ჟღერს ეს სიტყვა ხო? ვფიქრობ და სხვა ვერაფერი მიწოდებია : D

არადა, უკვე არაერთხელ ვიგრძენი ამ ავად სახსენები სიტყვისა თუ პროცედურის მმუსვრელი ძალა.

უახლესი ფაქტები: ხელზე მაქვს ღრმა ნაკაწრები, ჩაწითლებული ხაზები და მქრქალი სისხლჩაქცევები, რომლებიც სავარაუდოდ მოკლე და ბასრი იარაღითაა ნამოქმედარი. : D (და ამის ჩამდენი შეიძლებოდა შენც ყოფილიყავი მარშუტკაში ჩემ გვერდით თუ მოხვდებოდი : D )

ამ ყველაფრის “შემოქმედი” კი გაპარსული მკლავებია 😐

სხვა ვერაფერი მიწოდებია ამ ნაეპილაციები ხელებისათვის.

ასეთ ხალხს მინდა მივმართო : თუკი ესთეტიკა თქვენთვის ესოდენ მნიშვნელოვანია და მსუბუქ ღინღლს მკლავებზე გირჩევნიათ პრიალა, გლუვი ზედაპირი, მაშინ კეთილი ინებეთ და ხშირად გაიკეთეთ , პატივი ეცით ელემენტარული თქვენს “მეზობელს” მარშუტკაში, რომელიც იტანჯება თქვენ მკლავზე ყოველი ხელის მიდებისას : D

დაახლოებით აი, ასეთი შეგრძნებაა შეხებისას, თითქოს ყვავ-ყორნები გჩხვლეტნენო : D

ნუ, მე ამითი არავის განწყენება არ მინდა. პროსტა, თუ ზრუნავთ გარეგნობაზე , გულიანად იზრუნეთ და ქრონიკულად პერიოდულის ნაცვლად, თორე ამოვიდა უკვე ყელში ამდენი ჩხვლეტია მკლავები. (თითქოს ფეხები არ გვეყოფოდა : D )

“მაგარი ქალი” რომ იყო, ამისთვის თავის მოვლა აუცილებელია.
მაგრამ

“მხოლოდ წვრთნა რას უზამს,

თუ ბუნებამც არ უშველა” : D

დააააა თქვენი კომენტარი?

Posted in განწყობისათვის, ეს უნდა იცოდე, პიკანტური რეალობა, სილამაზის რეცეპტები | Tagged: , , | 12 Comments »