ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Archive for the ‘ეს უნდა იცოდე’ Category

ნიშნობა

Posted by vekoo on ივნისი 2, 2011

უკვე ვხედავ, რომ ჩემი ბლოგი პირადულის გარდა ყველანაირ ბლოგს ემსგავსება, ამიტომ ვხსნი ფანჯარას და ვიწყებ წერას.

2 დღის წინ, 28 მაისს ნიშნობა მქონდა  : ))

ამიერიდან ოფიციალური საქმრო მყავს :დ და მეც საცოლედ ვითვლები, – რაღაცა სტრანნი გრძნობაა.

ჩემ ცხოვრებაში ახალი “ერა” იწყება. თავს უჩვეულოდ მშვიდად ვგრძნობდი ამ დღეს, ზედმეტი ემოციების გარეშე, – თითქოს ყველაფერი ისედაც ასე უნდა ყოფილიყო .

ჯერ–ჯერობით ეხლაც ვერ განვიცდი და ალბათ, ბოლომდე ვერ ვიაზრებ რას ნიშნავს სხვა სახლში გადასვლა, სხვა ხალხთან ცხოვრება, მათთან ოჯახის დაკავშირება. ნუ, ეს ვხვდები იმიტომაცაა, რომ ჩემთვის აჩოს ოჯახის წევრები უკვე დიდი ხანია ახლობელი ადამიანები არიან, მათთან თავს აქამდეც შინაურულად და კარგად ვგრძნობდი და მორცხვობის და მორიდების მომენტი არ ყოფილა.

ერთადერთი, ჩემ საკუთარ სახლში ვერ წარმომედგინა ერთად აჩოს მშობლები და ბებია განსაკუთრებით , მაგრამ ესეც წარმომადგენინეს და გამასიგრძეგანებინეს : ))

ისე, თავიდანვე, როცა ურთიერთობას ვიწყებდით მე და აჩო, იმ პერიოდში ყოველ დღე მარტო თბილისში ვნახულობდი ხოლმე, სხვანაირად ვერც წარმომედგინა და ვეუბნებოდი:

–შენ რუსთავში ვერ წარმომიდგენიხართქო.

მაგრამ მერე მალევე ჩამოვიდა და მაშინ პირველად მითხრა:

–აი, ხო წარმოგადგენინეო და კიდე ბევრ რამეს აგიხდენ და წარმოგადგენინებო!

ნუ, სიტყვა რომ შეასრულა ფაქტია, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება ფაქტიურად აი თავდაყირა დააყენა, ოღონდ პოზიტიური გაგებით, მთლიანად სხვა რელსებზე გადამიყვანა.

შაბათის საღამოზე მოვყვები:

დილიდანვე კარგად გამოვიძინე და ნელ–ნელა დავიწყე თავის მოწესრიგება – იმ დღეს საოჯახო საქმეს მე რატომღაც, არავინ მავალებდა.

რაღაცნაირი ტკბილი დღე მქონდა: ჩემ სახლში ველოდებოდი უსაყვარლეს ადამიანს და ამჯერად მარტოს არა, – ნუ, ბანალური ვიქნები და ვიტყვი, რომ გადასარევი ოჯახი ყავს აჩოს. ბანალური იმ კუთხით, რომ მსგავს სიტუაციებში გოგონები ხშირად ასე საუბრობენ საქმროს ოჯახებზე, მაგრამ მე ისინი გუშინ და დღეს არ გამიცნია , უკვე 2 წელია ვიცნობ და ამიტომ ზუსტად ვიცი რასაც ვამბობ, – მართლა კარგი ხალხია, თბილი და მოსიყვარულე ადამიანები. გონიერებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ადამიანში და რაც მთვარია, ეს მათ არ აკლიათ.

რაღაცნაირი გრძნობაა, ძალიან მსიამოვნებს აჩოს ჩემს საქმროს რომ ვეძახი,  რაღაც პონტში მიტყდება კიდეც ეს ე.წ. “ძველმოდური” სიტყვები, მაგრამ ურთიერთობას ალამაზებს – სხვა ფაზაში შევედით.

მინდოდა სურათები დამედო, მაგრამ გადავიფიქრე …

მკითხველებო, საღამოს კაბები გაამზადეთ : ))

Advertisements

Posted in ახალი ოჯახი, განწყობისათვის, ეს უნდა იცოდე, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, ივენთ-განხილვა, მემორიზ, პიკანტური რეალობა, ქორწილი, ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური | Tagged: , , , , , , | 22 Comments »

თსუ–ს თვითმმართველობას მაგისტრებისთვის ბანკეტის ფული არ აქვს ?

Posted by vekoo on მაისი 23, 2011

პოსტი აგებულია უნივერსიტეტის თვითთმმართველობის წევრთან პირად საუბარაზე, რომელმაც ვინაობის გამჟღავნებისგან თავი შეიკავა!

ერთადერთი ნათელი წერტილი მე–4 კურსელი სტუდენტებისთვის წლის ბოლოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი წვეულებაა, სადაც ძირითადად რედისონში იკრიბებიან სტუდენტები და ერთად ზეიმობენ ბაკალავრიატის დახურვას.

2011 წელს კი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს დიდი შანსია, რომ ამის საშუალება აღარ მიეცეთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ

  • ფაკულტეტის თვითმმართველობას ბანკეტისათვის სახსრები არ აქვს/ არ ემეტება.

  • ბანკეტზე დასადები 100 ლარი ყველას არ აქვს , ამიტომ ყველა არ წამოვა.

ნუ, ჯერ კიდევ გასარკვევია ამ ე.წ. “100 ლარის” ამბავი, რადგანაც პოსტის წერის მომენტში მე არ ვფლობ უტყუარ  ინფორმაციას რეალურად ნამდვილად იკრიბება თუ არა სტუდენტებისგან ფულადი სახსრები და კონკრეტულად რამდენი, და სამწუხაროდ, არც სტატისტიკური მონაცემები დადებულა სადმე თუ რამდენი კურსდამთავრებული ესწრებოდა გასული წლების დამამთავრებელ წვეულებებს.

ფაქტი კი ფაქტად რჩება და მწარე რეალობაა, რომ დიდი შანსია 2011 წლის ჯავახიშვილის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  კურსდამთავერებულებზე უნივერსიტეტმა არ იზრუნოს.

ბუნებრივია, 750 კაცი წვეულებაზე ვერ/არ წამოვიდოდა, მაგრამ ის კონტიგენტი, რომელიც ელოდებოდა ამ დღეს, მოწოდებული ინფორმაციით გაოგნებულია.

შემეხო თუ არა ეს პრობლემა მე?

ჯავახიშვილის მმართველმა წრეებმა ერთი ვითომ “კეთილი” საქმე გაუკეთეს სტუდენტებს: ჯგუფები დაშალეს და ყოველ სემესტრში მინიმუმ     180 (6*30) ახალ ჯგუფელთან აქვთ სტუდენტებს შეხება, რაც “ძველებურად” დაახლოების შანსს კატასტროფულად ამცირებს. მაგრამ მე მაინც მოვახერხე და შევინარჩუნე ძველი ჯგუფელები და ჩვენ ერთობლივად ვაპირებთ ვიქირაოთ კერძო ბინა თბილისის შორიახლოს და აუცილებელი მოთხოვნაც გვაქვს: ის აუცილებლად აუზით უნდა იყოს!

ასე რომ პოსტი გამოწვეულია არა პირადი დისკომფორტით, არამედ მაღელვებს ყველა თანაკურსელის ბედი.

იმედია, თვითმმართველობის წარმომადგენლები გამოეპასუხებიან მიმართვას და ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ მიმდინარე საკითხზე,  იქამდე კი მე იმედს ვიტოვებ, რომ თუკი ელემენტარული ქუჩის კალათბურთის დღეების ჩასატარებლად თვითმმართველობას შეუძლია გამოყოს 5000 ლარამდე,  არც ბაკალავრებთან შეირცხვენს პირს.

მე კი მოგმართავთ თითოეულ მკითხველს:

თუკი ვინმეს გაქვთ ინფორმაცია სად შეიძლება ჯავახიშვილის თვითმმართველობის ბიუჯეტისა და ხარჯთაღრიცხვის გაცნობა, მომაწოდეთ ეს ინფორმაცია.

ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით უკეთესი პოსტის გამოცხობა შეიძლება.

Posted in ეს უნდა იცოდე, ექსკლუზივი, პიკანტური რეალობა, უნივერსიტეტი {მაღლივი}, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , | 1 Comment »

გოგოშკური

Posted by vekoo on აპრილი 14, 2011

“კარგად იყავიო, შენი ერთადერთი კაცი გვერდით გყავდეს და ცხოვრებაში ერთფეროვნებით არ ამოგხდეს სულიო,” – დაახლოებით ასეთი იყო ბოლო სიტყვები (რასაც მე მივუსწარი).

ეხლა რა ხდება, უკვე ბევრმა იცის და რამოდენიმე ბლოგზეც დაიწერა, რომ არსებობს  გოგოშკური ჯგუფი, სადაც იდება “პერსონალური გასხმები”.

ღრმა ბავშვობაში მეც მიყვარდა ყველანაირ პირად თემაზე ნებისმიერთან საუბარი, მეც აღტაცებული ვყვებოდი პირველ აღმაფრენ წამებს და პირველ დაცემასაც.

მერე გავიდა დრო და რაღაც–რაღაცები გადაფასდა ჩემ შეგნებაში:

ეხლა უკვე ვიცი,

  • რომ ყველა, ვინც მომისმენს და თავს დამიქნევს ჩემი ცუდი არ წყინს და არც ჩემი კარგი უხარია,

  • რომ მეგობარი მხოლოდ ის არაა, ვინც გულისყურით მომისმენს და თავის აზრსაც გამიზიარებს,

  • რომ ყველას ნდობა არ შეიძლება, ვინც ნდობას გამომიცხადებს.

მერე გავიაზრე რას ნიშნავს პირადი და რას საჯარო და გარკვეული საზღვარიც გავავლე ჩემსა და მასას შორის.

თავის დროზე ისე მაგრად ვიწვნიე ჩემი ენის სიგრძე, რომ მას მერე ეტაპობრივად გამომუშავდა ჩემში ენაზე კბილის დაჭერის ტენდენცია :დ მერე ნელ–ნელა მეც მივხვდი, რომ ჩემთვის ასე ჯობდა…

“სადაც მიხვალ იქაური ქუდი დაიხურეო” – ანდაზა არასოდეს ჯდებოდა ჩემს პრინციპებში.

მე მაქვს ჩემი შეხედულებები და რეალური/ღირებული მიზეზის გარეშე მათ იშვიათად ვცვლი.

ჰოდა, მეც აღმოვჩნდი 2–3 კვირის წინ “გოგოშკურ” ჯგუფში და ამ დროიდან მოყოლებული მოწმე ვიყავი ბევრი ისეთი ამბის მოყოლისა, რისი მოსმენაც ბევრს და განსაკუთრებით მამრებს ძალიან უნდათ, ვიზიარებდი ბევრის წუხილს, ზოგს ჩემ შეხედულებას ვუზიარებდი, ზოგსაც ინფოს ვუზიარებდი და ყველაზე ნაკლებად ჩემ ინტიმურ დეტალებზე ვამახვილებდი ყურადღებას.

და რა მოყვა ამას შედეგად: შენ ჭორიკანა ხარ, გვალაპარაკებ და შენ თავზე არ ყვები, ჩვენ ამბებს მერე ბლოგზე დაწერ და გააპიარებ, დაგვაშანტაჟებ და ათასი მე მაპატიეთ და სირული აზრი : |

როგორც მივხვდი, არსებობს ხალხის ისეთი კატეგორია,

  • ვინც განსხვავებულ ტიპაჟებს ვერ ეგუება,

  • ვისაც განსხვავებული ცხოვრების წესი ნორმიდან გადახრა ჰგონია და

  • ვისაც თავისუფლება და გართობა პარტნიორთა სიმრავლეში ესახება.

ზოგმა ის ვერ გაიგო რატომ არ ვყვებოდი  პირად დეტალებს და ზოგსაც იმაში შეეპარა ეჭვი, რომ ჩემი ცხოვრება დუნე და მოსაწყენი იყო, რადგანაც შეგნებული 20 წლის მანძილზე მხოლოდ 1 საყვარელი ადამიანი მყავს და არც არაფერს ვყვები არც საწუწუნოს და არც სასიხარულოს მათთან : )) აი, ეხლაც მე თავს ვიშტერებ ვითომ ვერ ვხვდები რა პრობლემა არსებობს თურმე :დ

ნუ, ეს რა პირადი ბლოგია პირადი განცდები თუ არ გადმოვეცი, ამიტომ აქ დავწერ და დავსტოპდები, იმიტომ რომ იქ წერის უფლება შემეზღუდა: “მეტისმეტად პატიოსანი ხარ ჩვენ ბოზებთანო, ჩვენ საათში 100  ლარს გავაკეთებთ და შენ კარგად იყავიო” : )) – თქვენც კარგად ბრძანდებოდეთ,  გმადლობთ ასეთი შეფასებებისათვის :დ

კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი იმაში, რაც ისედაც ვიცოდი, რომ კაცი კაცისთვის  მგელია.

ნიტო შეგრძნებაა, რომ ვერ მოწვეს და თავისებურად გადახარშეს ყველაფერი, მაგრამ ერთი კარგი საქმე მაინც გამიკეთეს: დამარწმუნეს ყველა ზევით გამოთქმულის ჭეშმარიტებებში ♥ ზუსტად ვოცი, რომ ენაზე კბილის დაჭერა უნიკალური თვისებაა : ))

Posted in ამოხეთქა, ეს უნდა იცოდე, ექსკლუზივი, პიკანტური რეალობა | Tagged: , , | 12 Comments »

როგორ გავხადოთ ბლოგი პოპულარული?

Posted by vekoo on აპრილი 3, 2011

სოციალური მედია დღითი დღე იზრდება და ამდენ ახალგამოჩენიკლ ბლოგებში თავის დამკვიდრება ბევრს უჭირს. იმისათვის, რომ შემაციროთ ვიზიტორებისა და კომენტარების ნაკლებობის პრობლემა, ჩემი მხრივ, მოგცემთ რჩევებს:

  • გახდით უფრო აქტიური!

აქტიური, როგორც ბლოგერი და როგორც უბრალოდ აქიტური პერსონა.

აქტიური ბლოგერი ნიშნავს:

  1. წერო რეგულარულად.

  2. წერო მკაფიოდ, ნათლად და გარკვევით, ფაქტის შელამაზების გარეშე.

  3. წერო საინტერესო და პიკანტურ თემებზე.

  4. წერო “ზუსტ დროს და ზუსტ ადგილზე”.

  5. წერო და მიიღო მონაწილეობა სხვა და სხვა ბლოგერულ ექთივითებში. {დამატებით იხილეთ პუნქტი # }

აქტიური პერსონა ნიშნავს:

  1. გააფართოვე თქვენი სანაცნობო, – მოარიდო სახე ჩრდილს და გამოხვიდე პატარა ნაჭუჭიდან, ქვეყანა გაცილებით ვრცელია, ვიდრე მაგალითად თქვენი სამეგობრო თუ სამეზობლო.

  2. დააფიქსირე თქვენი აზრი ყველგან და ყოველთვის, მაშინაც კი თუკი ასე მხოლოდ თქვენ ფიქრობთ. სულაც არაა საჭირო შენი შეხედულება მასოვკის აზრს ემთხვეოდეს.

  3. არასოდეს შეგეშინდეს შენი სახის გამოვლენის და გაამყარე საკუთარი ავტორიტეტი. ამაში კი, პირველ რიგში, თვითრწმენის ამაღლება დაგეხმარება.

გახდით მეტად კომუნიკაბელური, social person!

  1. საუკუნის კითხვა: “ვინ არიან ბლოგის მკითხველები?” – ბლოგებს თვითონ ბლოგერებივე კითხულობენ, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გაერთიანდეთ ბლოგერულ “გაერთიანებებში”.

  2. ამის უპირველესი წყარო https://www.facebook.com/ – ია. არავინ მეგულება, ვინც ამ სოციალურ ქსელს არ სტუმრობს, მაგრამ მაინც.

  3. ფბ–ზე ბლოგის ფან–პეიჯის შექმნა სასარგებლო იქნება, მაგრამ ჯერ–ჯერობით, ამაზე უკეთ თავად ბლოგერების დამატება ამართლებს. ამიტომ, დაიმეგობრეთ ცნობილი თუ უცნობი ბლოგერები. თუმცა, გაითვალისწინეთ: არ გახდეთ სპამერი!

  4. ამის შემდგომ, გაწევრიანდით სპეციალურ ჯგუფ “ბლოგერებში” და გაეცანით ყველა სიახლეს თუ წამოწყებას. ეს ჯგუფი ნაკლებად ატარებს შემეცნებით ხასიათს {:დ} , მაგრამ თავის დამკვიდრებისა და გაცნობისათვის შესაფერისია.

  5. დარეგისტრირდით http://twitter.com/– ზე, მართალია საქართველოში ფაქტიურად მკვდარია ეს მომსახურება, უმრავლესობას მხოლოდ სახელისთვის აქვს შექმნილი ექაუნთი, მაგრამ მაინც.  მსოფლიო დონეზე მნიშვნელოვანი ამბები ყველაზე სწრაფად სწორედ აქ ვრცელდება.

  6. ამის შემდეგ, თუ დაიმსახურებთ უკვე სხვა კულუარულ ბლოგერულ ჯგუფებსაც შეუერთდებით… ^_^

  7. აქვე გაითვალისწინეთ: მეტისმეტი არ მოგივიდეთ: არიან ისეთები, რომლებსაც არასოდეს წავიკითხავ თუნდაც მათდამი ჩემი ინდიფერენტულობის ან მათი ტვინისმზილავობის გამო.

გადავიდეთ წმინდა ტექნიკურ მხარეზე:

  • ნუ გექნებათ “ზანგი ბლოგი” – არ წეროთ შავზე თეთრით : |

  • აუცილებლად იქონიეთ საიდბარში ეთ ლისთ სერჩის ფუნქცია, უკანასკნელი პოსტების, კომენტარების ვიჯეტები, არქივი და სხვა საიტების ბეჯები.

  • ვრცელი და სურათებით დახუნძლული პოსტები “გაწყვიტეთ”  read more ღილაკით.

  • შეარჩიეთ შესაფერისი დიზაინი, რომელიც ჩემი რჩევა იქნება, თუ მაქსიმალურად აითვისებს ეკრანის რეზოლუციას.

დასაწყისისთვის ძირითადი სულ ესაა.

იყავით ინდივიდუალურები, არ დაკარგოთ თქვენი ხელწერა. რა არის ეს ბლოგზე? თუნდაც თქვენთვის დამახასიათებელი რაიმე ნიშნულა, მაგ [ ] ; { } ; დაბოლდილი საკვანძო სიტყვები … და ა.შ.

დააყენეთ კალენდარი, ჩემთვის ეს ერთგვარი ალერმ ქლოქივითაა, სულ ტონუსში მამყოფებს როცა პოსტები მიობდება ხოლმე :დ

შესთავაზეთ მკითხველებს რაიმე სიახლე, ახალი თამაში, ერთად ჩაებით რაიმე ახალ წამოწყებაში.

ჰო, კიდევ. დაწერეთ რომელმე ბლოგერზე და გალინკეთ მისი ბლოგი/პოსტი. ეს მის მკითხველსაც დააინტერესბს და თქვენი ყოველდღიუერი ჰიტებიც გაიზრდება.

აგრძნობინეთ მკითხველს, რომ ის არსებობს, კითხეთ ხოლმე რჩევები, მე მაგალითად, მარკეტინგის გამო არა, მართლა ვეკითხები ხოლმე რაღაც–რაღაცებს და ბევრის აზრსაც ვითვალისწინებ. ეხლა რატომღაც ჰაუსის ერთი ცნობილი სერია გამახსენდა – ბლოგერ ქალზე… ჰო, ჩაურთეთ გამოკითხვები.

და რაც ძალიან მიყვარს: მოაწყვეთ ფართი მკითხველისათვის. სიახლოვის შეგრნება მე მაგალითად მაკავშირებს ბლოგის ავტორთან. თუკი ერთად იზეიმებთ მაგალითად, ბლოგის იუბილეს, არაჩვეულებრივი იქნება.

ხო, ფართიზე არ დაგავიწყდეთ საუკეთესო კომენტატორების გამოვლენა/დაჯილდოება. პრინციპში, ეს არც ფართს გარეშეა ურიგო. “მრგვალი თარიღები” ყოველთვის აღნიშნეთ ხოლმე. მაგ. მე–1000 კომენტარის ავტორი დაასაჩუქრეთ და ა.შ.

და ბოლო რჩევა ამ ეტაპზე: აირჩიეთ რამე ბრენდირებული ფრაზა და გახადეთ ის თქვენი სლოგანი. ჩემთვის ასეთია “მიყურე და ისწავლე” .

იმედი მაქვს, ჩემთან ბევრი კარგი რამის დანახვა და სწავლა შეიძლება.

მე ვიქნები თქვენი შუქურა უმთვარო ღამეში ^_^

პ.ს. პოსტი წერა განაპირობა დამწყები ბლოგერის თხოვნამ, დავხმარებოდი ბლოგის გაპიარებაში. მეც, ჩემი მხრივ პატარა ტუტორიალი დავუწერე. იმედია, გამოადგება ვინმეს.

საინტერესო იქნება ჩემთვის თქვენი მოსაზრებებიც ამ საკითხზე.

UPDATE: აზრთა სხვა და სხვაობა რომ არ წარმოიშვას, რეაქციის გამოვლენამდე წაიკითხეთ ჯერ ეს მინი პოსტი:

ბლოგის ყველა მკითხველს!

Posted in ეს უნდა იცოდე, კითხვა–პასუხი | Tagged: , , , | 13 Comments »

ფართოდ გაფარჩხული ფეხები

Posted by vekoo on მარტი 19, 2011

20წლამდე ამბორიც არ იცოდა, 20 წლისა პირველად ეზასავა და ვოლზე ნიუ-არტ სურათი დადო.

ქმარს გაშორდა და სექსუალური თავისუფლების ქადაგება დაიწყო. 

ქორწინებაში ბავშვი არ უჩნდებოდა და განქორწინებულმა ის ვეღარ გაარკვია საკვერცხემდე გზები რითი დაუხშოს რიგითი მამრის სპერმატოზოიდებს.

ქორწინებამდე სიწმინდეს პირწმინდად იცავდა და განქორწინების მერე პიროვნული სიწმინდა პირწმინდად შებღალა.

ქორწინებამდე სიტყვა “ქორწინებამდე”  ნიშნავდა დეფლორაციამდელ პროცესს, ქორწინების მერე კი “ქორწინება” საცხოვრებლად პარტნიორთან გადასვლასთან გააიგივა.

ზუსტად ამ “ქორწინებამდე” [a.k.a. დეფლორაციამდე p.s. ქალიშვილომდე რა] მეოცნებე გოგონა იყო და მხოლოდ თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცსს თუ აჩუქებდა კოცნას, ისიც მხოლოდ ქუჩის ბნელ კუთხეში და მხოლოდ მაშინ, როცა უზარმაზარი თაიგულით ულამაზეს ყვავილებს მიართმევდა სიყვარულის დღეს. 

[ქუჩის ბნელ კუთხეში ან სკვერის მიგდებულ ნაწილში]

ყველაფრის დაკარგვის შემდეგ კი კოცნას როსკიპი ქალივით არიგებს.

და მე როცა ვამბობ ყველაფერს, ვგულისხმობ მართლა ყველაფერს.

ლიბერალობა, ევროპელობა, თავისუფლება! პიროვნული განვითარება…

ერთადერთი მიზანი, ფქტიური საფუძველი მათი ქცევისა ეს გახდა.

ჰო, და გახდა კიდე..

ყველაფერზე ხმამაღლა და საჯაროდ საუბარი, ყველაფერში დაინტერესება და ნებისმიერი ტიპის ინტიმური კითხვა მოსაუბრესთან, – აი, როგორია გზა “განვითარებამდე”.

და კვლავაც, მე როცა ვამბობ ყველაფერს, ვგულისხმობ მართლა ყველაფერს.

ტი შტოო, “აზიატები ხომ არ ვართ, გლეხი რეგიონელები, ჩვენთან ევროპაშიი…” და ამას მოყვება ჭექა და ჭექა-ქუხილი. და ვაი იმას, ვისაც კბილს დაადგავენ.

მსოფლიოს განვითარების მანძილზე ყოველთვის იყო “კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდას” პრობლემა.

თუკი ასე საყვარელი უცხოეთში გელფრენდ/ბოიფრენდის “ინსტიტუტი” აკრედიტირებულ-ლიცენზირებულია, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ქართველებს ხომ ყოველთვის გვიყვარდა ყველაფრის ჩვენ გემოზე გადმოხარშვა ამიტომ ამ ფაქტის კონსტანტაციაც მოხდა და ე.წ. ინსტიტუტები ეხლა უკვე ერთდღიან “პროფ-სასწავლებლებად” იქცა, – სექსუალურ პარტნიორებსაც 1-დან 1 კვირის ვადით ირჩევენ.

არადამ კაცობრიობის განვითარების ყველა ეტაპზე პროფში სწავლა ნი ტო პონტად ითვლებოდა, უნივერსიტეტი კი მაღალი ღირებულების მატარებლად ითვლებოდა და ბევრისთვის სანუკვარი ოცნება იყო.

არ გაეკაროთ პროფ-სასწავლებლებს, ჩააბარეთ უმაღლესებში :დ

ეხლა მე ამ ერთ პოსტში იმდენ თემას შევეხე, იმდენ პიროვნებას მივედ-მოვედე, ბოლოში გასვლა მიჭირს, ავირიე და რითი გავაგრძელო თუ დავასრულო ვეღარ ვხვდები.

მერე რა, მე მარტო არ ვარ, ბევრიც ასეა: ცხოვრების ერთ ეტაპზე პრობლემიდან გამოსავალს რომ ვერ ხედავენ უფრო და უფრო ღრმად ეფლობიან. ერთ შეცდომას მეორეს ამატებენ და ა.შ.

და ვერც ვერაფერს ვიზავთ, ასეთები ვართ ადამიანები. და გოგოები ხო განსაკუთრებით.

წერა სულ სხვაგვარ მოტივებზე დავიწყე, მეც სხვა შემართებით ვიყავი, მაგრამ ეხლა სწორედ ის კულმინაციური მომენტია, მთვარე და დედამიწა ყველაზე ახლოდან რომ ხახუნობენ მიზიდულობის ძალით.

ტკბილი ძილი მისურვეთ.

პ.ს. ერთმა ახალგაზრდამ თქვა: “რა მარტივია ბებიაჩემო დაგვძრახო გართობისთვის, როცა თვითონ  მარტო წნევის გაზომვის თავიღა გაქვსო”.
ნურავის მოახვევთ თავზე თქვენს გამოცდილებას თუ მსოფლმხედველობას, გვაცალეთ მოვიდეთ თქვენამდე.

საერთოდ,ეს წინადადება პოსტის თქმულისგან საპირისპიროდ იხმარება, მაგრამ ამ შემთხვევაში იმათ წინააღმდეგაა გამოყენებული, ვინც ე.წ. სექსუალურ თავისუფლებას ქადაგებს.

Posted in ეს უნდა იცოდე, ექსკლუზივი, ივენთ-განხილვა, პიკანტური რეალობა, ჩემი ბლადუნი | Tagged: , , , , , | 10 Comments »

ვინ არიან ბლოგერები?

Posted by vekoo on მარტი 1, 2011

ბლოგერები უსაქმური ხალხია, წარუმატებლები ცხოვრებაში და სხვა პრასვეტი რომ არ აქვთ ინტერნეტში:

  1. ბლოგავენ/წუწუნებენ თავიანთ განვლილ/ტანჯულ ცხოვრებაზე ან

  2. ბლოგავენ თავიანთ პროგრესულ აზროვნება/ცხოვრებაზე.

  3. საბედნიეროდ, არის III კატეგორიაც, ძირითადად თემატური ბლოგები, რომლებიც გარდა პირადი ცხოვრებისეული გამოცდილებისა, სხვა მნიშვნელოვან ინფოსაც გვიზიარებენ მკითხველებს.

პირველ დებულებას უსაქმური, ცხოვრებაში წარუმატებელი ბლოგერების შესახებ არასოდეს ვეთანხმებოდი, ყოველთვის ვამტკიცებდი, რომ ბლოგერი სულით ხარ : D

ჩემი მოთხოვნილებაა წერა, ხალხისთვის ჩემი ისტორიის და მერე დასკვნის გაზიარება. ჩემი ცხოვრების წესი გახდა ყოველ დღე იმაზე ფიქრი, დღეს რა დავწერო ბლოგზე და ა.შ.
და ამ ყველაფერს სულაც არ ვაკავშირებდი უსაქმურობასთან.

But

ბოლო ერთი კვირა საშინლად სტრესული მქონდა, უკვე ქრონიკული უძილობა მჭირს (ოღონდ პირიქით, მინდა, მაგრამ დრო არ მაქვს ძილისთვის), ყველა კუნთი მტკივა , სულ დაძაბული ვარ და დასაქმებული, დღის განმავლობაში სულ რაღაცით ვარ დაკავებული, ფაქტიურად, სულ გადარბენაზე ვარ, 2 დღის წინ მეგობრის ქორწილში ვიყავი და ესეც გართობა/განტვირთვასთან ერთად დიდი სტრესი იყო – მაღალ ქუსლიანებზე ცეკვისგან ეხლაც მტკივა ტერფები :დ 

და ამ ერთი კვირის მანძილზე ფაქტიურად ვერ მოვიცალე ბლოგზე საპოსტად.

ყველაფრისგან შედეგად მივიღე ის, რომ იმ დოზით აღარ მაინტერესებს რა ხდება ვირტუალურ სივრცეში,  მე ჩემი თავის რეალიზაციის დონე გავზარდე რეალურ ცხოვრებაში და ვირტუალური უკვე უკანა პლანზე გადავიდა.

გუშინ სახლში რომ მოვდიოდი ამ თემაზე ვფიქრობდი და საბოლოოდ დავასკვენი, რომ ძაანაც შეიძლება გეწყინოთ, მაგრამ ბლოგვა და უსაქმურობა პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან.

ბლოგინგი შეიძლება ჩემი პროფესიული კარიერის ბაზისიც იყოს (ოდესმე), მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, იმას რომ მე ამით დაკავებული ვარ :დ

უბრალოდ …

დასკვნები თქვენთვის მომინდია, თქვენი აზრი კი გამოხატეთ ეთიკის ფარგლებში.

Posted in ეს უნდა იცოდე, ექსკლუზივი, ჩემი ბლადუნი | Tagged: , , , , | 13 Comments »

რა ღირს სასურველი ფორმები საქართველოში?

Posted by vekoo on თებერვალი 20, 2011

წინა პოსტმა “თსუ, სირცხვილია” უკვე 3 დღეა ტოპ-პოსტია, ამან რომ არ გამაზარმაცოს, კიდევ ერთ პრობლემატურ საკითხს შევეხები – პლასტიკური ქირურგია საქართველოში.

საინტერესოა რა ღირს ან რამდენი უჯდებათ პოპულარულ ქართველ (და არ მარტო) “ფეისებს” სხეულის სხვა და სხვა ნაწილების ესთეტიკურად სრულყოფა.

XX საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, სილამაზის ცნება საგრძნობლად შეიცვალა, იდეალური გარეგნობის სტანდარტი არაერთხელ გადაფასდა. როგორც ჩანს, მსოფლიოს მობეზრდა ერთ ყალიბში ჩამოსხმული ლამაზმანების ცქერა. ახლა არავინ დაგიწუნებთ, თუ ზომაზე დიდი პირი ან ასიმეტრიული თვალები გაქვთ. ის კი არა, შესაძლოა, უცნაურმა გარეგნობამ პოპულარულიც გაგხადოთ.
მიუხედავად იმისა, რომ პაჭუა ცხვირი დღეს მოდაში არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მომხიბლავი ინდივიდუალიზმია, პლასტიკურ ოპერაციას მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი იკეთებს, თუმცა ცოტა თუ მიმართავს ესთეტიკური ქირურგიის ცენტრს იმის სურვილით, რომ ჯულია რობერტსის ცხვირით ან ანჯელინა ჯოლის ტუჩებით დაამშვენონ. ყველა ქალბატონს (და, თქვენ წარმოიდგინეთ, ბატონსაც) სილამაზის საკუთარი რეცეპტი აქვს, რომლის მიხედვითაც პლასტიკურმა ქირურგმა ახალი იმიჯი უნდა გამოუძერწოს.

სკალპელი მეორეხარისხოვანია?!

ზიგმუნდ ფროიდს ერთი უცნაური არისტოკრატი სტუმრობდა, რომელიც ღრმად გახლდათ დარწმუნებული, რომ მის თავში მტრედებს დაედოთ ბინა. ფროიდი რის ფროიდი იყო, მტრედებისთვის ბუდე არ დაენგრია: იყიდა რამდენიმე მტრედი და ერთ-ერთი სეანსის დროს პაციენტის ზურგს უკან აუშვა, თითქოს თავიდან ამოაფრინაო. ასე განიკურნა ცისფერსისხლიანი პაციენტი.
ალბათ, ხვდებით, რომ ეს მაგალითი ტყუილად არ მომიყვანია. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ იმ ადამიანთა უმეტესობა, ვინც პლასტიკური (თუ გნებავთ, ესთეტიკური) ქირურგიის ცენტრს აკითხავს, კომპლექსით არის შეპყრობილი და ყველაზე ნაკლებად ქირურგის დახმარება სჭირდება. არ ვიცი ვარღვევ თუ არა კონკრეტული ესთეტიკური კლინიკის უფლებებს თუ მათ  პრეისკურანტს (ფასების ჩამონათვალს) სახალხოდ გამოვამზეურებ, მაგრამ ის დამალული არც არავისთვის არის.

რა თანხებია საჭირო სასურველი ფორმების მისაღებად?

კერძოდ, ვისაუბრებ რა ხდება საქართველოში (ჩემი აზრით) ყველაზე მაღალხარისხიან ესთეტიკური მედიცინის კლინიკაში – გვარამიაში.

ინფორმაცია, რომლის გამხელასაც ეხლა ვაპირებ, კლინიკის ყველა ვიზიტორისათვის ღიაა, ამიტომ ვფიქრობ, მაქვს უფლება თქვენც გაგიმხილოთ. Read the rest of this entry »

Posted in ეს უნდა იცოდე, ექსკლუზივი, ივენთ-განხილვა | Tagged: , , , , | 7 Comments »

ჯადოსნური ვარცხნილობა და ოპტიკური ლინზები

Posted by vekoo on დეკემბერი 30, 2010

დღეს თმა შევიჭერი, ლიკას სტილისტთან ვიყავი რუსთავში. ვინც ჯერ არ იცის, მე რუსთაველი ვარ, აქ დაბადებული და გაზრდილი.საერთოდ, უკვე კარგა ხანია რუსთავში არსად აღარ დავდივარ : (( სამწუხაროდ, ისეთი ცხოვრების წესი მაქვს, რომ ჩემ მშობლიურ ქალაქში მხოლოდ დასაძინებლადღა მივდივარ სახლში : D 

მაგრამ, დღეს თმა აქ შევიჭერი და პირდაპირ აღფრთოვანებული ვარ. ძალიან კარგად, ზუსტად ჩამიჯინა ელენემ თითოეული ღერი და +ისე ლამაზად დამივარცხნა, ჯერ ისევ აღფრთოვანებული ვარ

თან გასწორებაც მინდოდა თვითონ შემომთავაზა, რომ ამის მაგივრად  “ბუნებრივად” დაგვარცხნიო.  მე ყველანაირ ექსპერიმენტზე თანახმა ვარ საერთოდ, როცა ვხედავ, რომ პროფესიონალის ხელშია ჩემი თავი :დ

ხოდა, მეთქი, ელენე, როგორც გინდა ისე გამიკეთე შენი ფანტაზიით, გენდობი მეთქი ))

ხოდა, დამვარცხნა სულ 30 წუთში. ხელებში ვუყურებდი და თვალის გაყოლებას ვერ ვასწრებდი ისე ოსტატურად აკეთებდა ყველაფერს ^_^ თან 4 თვის ფეხმძიმეა ^_^ ვგიჟდები ორსულ ღიპუცებზე )))

იქიდან რომ გამოვედი, აჩო კაი ხანი თვალს ვერ მაშორებდა ისე მოეწონა ახალი ვარცხნილობა, ისეთი საყვარელი კომპლიმენტები მითხრა, დავდნი და დავიშაქრე პირდაპირ.

საუკეთესო ნამუშევარია რაც კი ოდესმე თმა დამივარცხნია [ეს ძალიან იშვიათად მომხდარა საერთოდ : D  იმიტომ რომ ძირითადად მარტო ვისწორებ ხოლმე ]

რაღაცა დაახლოებით ასეთი სტილის მინდა. სახეზე ძაან ყვირილს თუ არ დაიწყებს, ვიყიდი ^_^

ხო, იქიდან მერე ავერსის კლინიკაში წავედით. ესეც რუსთავში. იქ კაი 4 საათი  მაინც მომიწია ყოფნა ოფთალმოლოგთან : (( ეს ცალკე საკითხია და არ მინდა ბლოგზე დავწერო :დ

ხო, საახალწლოდ ახალი სათვალე უნდა მაჩუქოს საახალწლო აჩოკლაუსმა. ზომის დასაზუსტებლად შევედი კლინიკაში და საბოლოოდ ლინზები გადავწყვიტე )) ყოველ თვე მომიწევს ცვლა, მაგრამ მიყვარს სიახლე ))))))

ხო, დღეისათვის სულ ეს იყო . მერე სურაებს გადავიღებ და დავდებ თუ ვინმეს აინტერესებს როგორ მაქვს თმადა შემიფასეთ ^_^

უი, ხო და მთავარი, რისთვისაც ეს პოსტი დავწერე. მთელი თმის შეჭრა-დავარცხნა დამიჯდა სულ 10 ლარი. ყველა დამეთანხმებით, ძალიან იაფია სხვა ანალოგიურ სალონებთან შედარებით, მაგრამ ეხლა ელენე მარტო მუშაობს [2 თვეა, რაც ცალკე გავიდა და ცალკე გახსნა თავისთვის ] ამიტომ, ჯერ-ჯერობით ეს ფასებია და იმედია, არ მოუმატებს :დ

მე კი, მისი აქტიური კლიენტი გავხდები )) რუსთაველებს ვისაც გინდათ საკონტაქტო ინფორმაცია ელენასთან, მომწერეთ Fეისბუქზე ან მეილზე .

Posted in განწყობისათვის, ეს უნდა იცოდე, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , | 8 Comments »

ქალის როლი კაცის ცხოვრებაში – ანუ ვინ რას იმსახურებს

Posted by vekoo on ივლისი 20, 2010

ყველა კაცს ეტყობა ქალის ხელი, ვინც მის ცხოვრებაში ყოფილა. გინდა არ გინდა ეს სიმათლეა და ამაში “Sweet November”-ის ყურების მერე კიდევ უფრო დავრწმუნდი .

ამ სტატიას მე რომ არ ვწერდე და კრიტიკოსის თვალით ვკითხულობდე, ვიტყოდი : ” რა იცი, ყველა კაცი შენ ხომ არ გაგიცვნიათქო…”

-ჰო, არ გამიცვნია, მაგრამ შეუძლებელია შენ სულში , შენ ტვინსა და გონებაში არ დაილექოს ის, რაც ოდესმე მომხდარა და რასაც სუსტი სქესი ქვია.

აქ ვიცი აჩო შემეკამათება : – ” რა მნიშნველობა აქვს ვინ ან რა იყო, მთავარია მას რა ადგილი ქონდა კაცის ცხოვრებაშიო” . ხო ასეა აჩო, ამ აზრზე ხარ ხო?

მე კი ვთვლი, რომ რა ადგილიც არ უნდა ქონდეს ქალს კაცის ცხოვრებაში, იყოს დედა, და, მამიდა თუ მეზობელი, ჟინის დამცხრობი ქალი, შეყვარებული, საცოლე თუ უბრალოდ ის ქალი, ვისაც საკუთარ ვაჟიშვილობას “ჩააბარებს” კაცი, მაინც ილექება მისი გავლენა ტვინის ხვეულებში, ეს გავლენა ზოგჯერ დიდია, ზოგჯერ პატარა, ზოგჯერ კი – საერთოდ შეუმჩნეველი . და მისგან განთავისუფლება თვითმკურნალობას მოითხოვს. (ელემენტარული მაგალითი : მას, ვინც მხოლოდ როსკიპ დიაცებთან მეგობრობს, მერე პრობლემები აქვს ხოლმე პირად ცხოვრებაში …)

განსხვავება ე.წ. აღზრდის სტილშია, აღზრდა კი ჩვენი, ქალების კისერზეა ))

მაგალითი #1 : რატომ არიან აღიარებული ბრიტანელი მამაკაცები მსოფლიოში ყველაზე ჯენტლმენებად? ალბათ იმიტომ, რომ ბრიტანელი ქალბატონები ამას მიჩვეულები არიან და ეს მოლოდინი თანამედროვე ჯელტმენებს ასტიმულირებს მუდმივად თავაზიანობისაკენ.

მაგალითი #2 : ზოგი კაცი, განსაკუთრებით სოფლებში, სადაც ქალს ჩამორთმეული აქვს ყველანაირი უფლება,მათ ეპყრობა ზუსტადაც რომ ცხოველივით. მაგრამ ზუსტად იგივე კაცები უცხო და რაფინირებულ მანდილოსნებთან უკვე იცავენ ეთიკის ნორმებს.

ასე რომ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული გოგოებო, მომავალო ქალბატონებო და საქალბატონეებო, თუ როგორ მოგვექცევა სასურველი მამაკაციც და უბრალო გამვლელიც ქუჩაში.
ხომ გაგიგიათ ერთი ქართული ხალხური ანდაზა: “ქვევრს რასაც ჩასძახებ, იგივეს ამოგძახებსო”.

ასე რომ, გადახედეთ თქვენს განვლილ თუ ახლანდელ ცხოვრებას და თუკი თვლით, რომ რომელიმე მამაკაცი თქვენს ცხოვრებაში არასათანადოდ გაფასებდათ, არასათანადო ყურადღებას გაქცედათ ან სულაც არასათანადოდ გაკმაყოფილებდათ ( : D ) ამაში თვითონ ყოფილხარ დამნაშავე, იმიტომ რომ ვინც რისი ღირსია იმას იმსახურებს : D

Posted in განწყობისათვის, ეს უნდა იცოდე, ქალი და მამაკაცი, ჩემი ბლადუნი | Tagged: , , , , , , , , | 12 Comments »

ეროვნული ციებ-ცხელება კოტრიალი მდელოზე

Posted by vekoo on ივლისი 3, 2010

ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი

ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელება დაიწყო .

ლიტარატორმა უკვე გაგვაცნო როგორია ჰამაკში ნებივრობა სასოფლო უნივერსიტეტში და ძველი წინაპრების კვალზე დამდგარი გოგო-ბიჭების ხეებზე ცხოვრება .

მე კი განახებთ რა სარგებლობა მოაქვს მაღლივის წინ მწვანედ აბიბინებულ ბალახზე ფეხშიშველა კოტრიალს ან თუნდაც, როგორ ხდება გამოცდის დამთავრების მოლოდინში ნაჩხუბარი მშობლების შერიგება. Read the rest of this entry »

Posted in ეს უნდა იცოდე, ექსკლუზივი | Tagged: , , , | 19 Comments »

სოც. მედიის დღე+პიანკა

Posted by vekoo on ივლისი 1, 2010

დაიწყო !

კიარადა დასრულდა “სოციალური მედიის საერთაშორისო დღე”, რომელიც მსოფლიო მასშტაბით Mashable.com-ის ინიციატივით და “სინგულარ ჯგუფის” მხარდაჭერით აღვნიშნეთ მინი თუ მეგა სოც.მედიის წარმომადგენლებმა.

30 ივნისი. 2010 წელი. შუადღე, 16 საათი.

გამომიარა აჩომ და წავედით 2კიჯასთან შესახვედრად, მერე თაკოც შემოგვიერთდა და რადგანაც ჯერ ადრე იყო და აჩოს ძალიან შიოდა, იქვე McDonald’s-ში შევედით. მერე სხვა ბლოგერებიც შეიკრიბნენ რუსთაველის მეტროსთან.

პირველი, ვინც ვნახე/გავიცანი ქეით ალუკარდი იყო : “ვეკოოო” შეჰკივლა ჩემ დანახვისას და თბილ გულში ჩამიხუტა , – არ მეგონა ასე თუ გაუხარდებოდა ჩემი დანახვა : D საყვარელი , კონტაქტური გოგონაა საფირმო სიცილით .

იქვე იყვნენ შეკრებილები სრულიად ბლოგოსფეროს face-ები : D სიყვარულოვნა, სალო და მარი მათთან ერთად გავამგზავრე ავტობუსით მთაწმინდის მიხვეულ-მოხვეულ გზაზე და ჩვენ კი ტაქსით ავედით

ამფითეატრის ხედი ზემოდან - კადრში ანარქისტი აჩო : D

დანიშნულების ადგილი : მთაწმინდის ამფითეატრი

შეიკრიბნენ ბლოგერები და პრეზენტაციებიც დაიწყო [ ნაცნიონალური ტრადიცია აქაც არ დარღვეულა და ] 6:00-ის მაგივრად 7:00-ზე შეკრება Pete Cashmore-ს ვიდეო მისალმებამ გახსნა . ვერ ვიტყვი უინტერესო იყოთქო, იმიტომ, რომ ვერც ვერაფერი გავიგე ხმაურში.

კარგი იქნებოდა სუბტიტრები მაინც დაეყოლებინათ : P მაგრამ მისი მისალმება მხოლოდ ერთგვარი ფორმალობა იყო აუდიენსიის “გასახურებლად”.

პირველი მომხსენებელი გოჩა გაბოძე იყო და მან “ადრელი სოციალური ქსელები” მიმოიხილა . ზოგიერთი ბავშვობაში დააბრუნა და ზოგიც უბრალოდ ექსტრა-ინფორმაციით მოამარაგა .

გამოსვლა სხარტი და ლაკონური იყო . ყოჩაღ, გაბო !

Gabo.ge

შემდეგ ლადო ლომიძემ/ლანდიშამ ისაუბრა RSS აუცილებლობაზე სახელწოდებით “დაზოგე დრო, გამოიწერე RSS!”

აქ ერთი პრობლემა იყო . პროექტორი შორს იდგა და დაფაზე გარკვევით ვერ ვხედავდი რას გვაჩვენებდა. უკეთესი იქნებოდა უფრო დაკონკრეტებულიყო Google Reader-ზე და ინფორმაციული წიაღსველები განეხორციელებინა RSS გამოწერის ამბავში.

მთლიანობაში, good work !

მესამე მომხსენებელი გიორგი გიორგაშვილი იყო და მან გაგვაცნო თუ რას წარმოადგენს “კორპორატიული ბლოგინგი” და რა შედეგების მოტანა შეუძლია სწორად დაგეგმილ კორპორატიულ პოარ-კამპანიას ბლოგინგით. სამწუხაროდ, თანამედროვე ქართულ რეალობაში ერთეულები თუ აწარმოებენ კორპორატიულ ბლოგს, არადა მკითხველებთან კონტაქტი მომხმარებლების გაზრდის უებარი საშუალებაა.

biblusi.blogspot.com

მარი გვპირდებოდა ტვიტერის “საიდუმლოებებს” გაგაცნობთო და ასე თუ ისე, დღეს უფრო ნათლად ვიცი რას წარმოადგენს სოციალური ქსელის ეს სახესხვაობა.

კერძოდ, მთავარი რაც გავიგე არის, ის, რომ ის ღია ქსელია დაკავშირება მოთხოვნის გაუგზავნელად ხერხდება.

მთავარი ნიუსიც სწორედ ეს იყო ჩემთვის.

კითხვა : თუკი არავინ “დაგიმეგობრა” ე.ი. არავის ეყოლები “მეგობრებში” თუ ორმხრივია “დამეგობრება”? ანუ შეიძლება ჩემთან იმის ტვიტებიც გამოჩნდეს, ვისიც არ მინდა?

ნუ, ჯერ-ჯერობით პირადი მოსაზრებების გამო ტვიტერი არ მაქვს.

sweet.ge

ყველაზე მეტად მაინც საბა ლეკვეიშვილის “მედია ბანკის პრეზენტაციამ” მომხიბლა .

მეც ვაპირებ ჩავერთო ამ “სუპერ-აქციაში” და გავხდე დონორი – ვაპირებ contributor-ად დამატებას მათ საიტზე და დავწერ სტატიებს რამოდენიმე ქალაქსა თუ სოფელზე . [ცხელი სეზონი მოახლოვდა და მინი-მოგზაურობის და სურათების გადაღების მეტი საქმე ფაქტიურად,აღარ მაქვს]

პრეზენტაციები დახურა დავით ჯიშკარიანის “Social Media ROI”-მ, მაგრამ უკვე გარეთ ვიყავი და მასზე არაფრის თქმა არ შემიძლია.

რა შემიძლია ვთქვა ამ დღეზე?

მიხარია, რომ პირველ ბლოგერულ შეკრებას დავესწარი ჩემს ისტორიაში : ))) [იქამდე პატარ-პატარები და კულუალურები არ ითველება : P ]

ვნახე დიდები და ცნობილები და ჯერ პატარები და ძალიან საყვარელი ქართველი ბლოგერები : P სხვა თუ არაფერი, მათ მოსმენა მაინც შეუძლიათ და იმდენი ელემენტარული კულტურა მაინც გააჩნიათ, რომ სიტყვით გამოსულ მომხსენებელს უტაქტო რეპლიკებით არ ჩაეჭრან ლაპარაკისას და ელემენტარული ეთიკის კანონები დაიცვან.

ვამაყობ თქვენით ბავშვებო ! : )))

დღე სასიამოვნოდ დავასრულეთ ჭიქა არყის თანხლებით და სრულიად საქართველოსა და ბლოგოსფეროს მოკლე მიმოხილვით ოჯახურ სიტუაციაში, სადაც გვყავდა 2 წყვილი : მურმან ნაკაწაძე და მაგული, ელგუჯა და ელვირა და სინგლ წევრები მანონი დეიდა და სალოლას მამიდა .

Pizza

2kija & Acho

Posted in ეს უნდა იცოდე, ივენთ-განხილვა, პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , , | 17 Comments »

მკლავების მპარსველ გოგოებს.

Posted by vekoo on ივნისი 30, 2010

მკლავების მპარსველ გოგოებს.

პარსვა : არადა რა ცუდად ჟღერს ეს სიტყვა ხო? ვფიქრობ და სხვა ვერაფერი მიწოდებია : D

არადა, უკვე არაერთხელ ვიგრძენი ამ ავად სახსენები სიტყვისა თუ პროცედურის მმუსვრელი ძალა.

უახლესი ფაქტები: ხელზე მაქვს ღრმა ნაკაწრები, ჩაწითლებული ხაზები და მქრქალი სისხლჩაქცევები, რომლებიც სავარაუდოდ მოკლე და ბასრი იარაღითაა ნამოქმედარი. : D (და ამის ჩამდენი შეიძლებოდა შენც ყოფილიყავი მარშუტკაში ჩემ გვერდით თუ მოხვდებოდი : D )

ამ ყველაფრის “შემოქმედი” კი გაპარსული მკლავებია 😐

სხვა ვერაფერი მიწოდებია ამ ნაეპილაციები ხელებისათვის.

ასეთ ხალხს მინდა მივმართო : თუკი ესთეტიკა თქვენთვის ესოდენ მნიშვნელოვანია და მსუბუქ ღინღლს მკლავებზე გირჩევნიათ პრიალა, გლუვი ზედაპირი, მაშინ კეთილი ინებეთ და ხშირად გაიკეთეთ , პატივი ეცით ელემენტარული თქვენს “მეზობელს” მარშუტკაში, რომელიც იტანჯება თქვენ მკლავზე ყოველი ხელის მიდებისას : D

დაახლოებით აი, ასეთი შეგრძნებაა შეხებისას, თითქოს ყვავ-ყორნები გჩხვლეტნენო : D

ნუ, მე ამითი არავის განწყენება არ მინდა. პროსტა, თუ ზრუნავთ გარეგნობაზე , გულიანად იზრუნეთ და ქრონიკულად პერიოდულის ნაცვლად, თორე ამოვიდა უკვე ყელში ამდენი ჩხვლეტია მკლავები. (თითქოს ფეხები არ გვეყოფოდა : D )

“მაგარი ქალი” რომ იყო, ამისთვის თავის მოვლა აუცილებელია.
მაგრამ

“მხოლოდ წვრთნა რას უზამს,

თუ ბუნებამც არ უშველა” : D

დააააა თქვენი კომენტარი?

Posted in განწყობისათვის, ეს უნდა იცოდე, პიკანტური რეალობა, სილამაზის რეცეპტები | Tagged: , , | 12 Comments »

50 კაცი და 1 ქალი ანუ რა არის ინტერპრეტირება

Posted by vekoo on ივნისი 19, 2010

სეXზე, ლეზბიანკებზე და თავაშვებულ ღრეობებზე არასდროს ვწერ, თუმცა პროვოკაციულად მაინც მიყვარს ხოლმე მსგავსი ტაგების ჩართვა. მარტივი მაგალითი : “ხელმარჯვე ვარ” , “ხელის განძრევა საქმეს უშელის” და რამოდენიმე მსგავსი პოსტი . ამიტომ ჩემ ბლოგზე ისეთი ფრაზებით ხვდებიან გაგიჟდება კაცი. უამრავი მსგავსი და უარესი თერმია, მაგრამ მხოლოდ რამოდენიმეზე დავწერ.

როგორც იტყვიან, მოვუ-კალ ინტუიციაო : D

natia gogo natia – არააა, მე თამუნაზე ვიცი ეს სიმღერა : D

 

ჭუკლი ჭუკლი პატარა გოგო – შენ გენაცვალეეეე, შენი ჭირიმეეეე, მოგეფერებიიიიი .

 

gartoba minda – მეგობრებთან ერთად? და სიმღერა და ცეკვაზე რა აზრის ხარ? : D

 

ქალი 100 ლარად – ესაა ამათი გართობა რა : D

 

გოგოების ნDZრევა – ა , ისევ წინა გართობის ფორმა ჯობდა .

 

სიმართლის დრო ვიდეო სეXსო – როგორ გვიყვარს ქართველებს სხვის პირადულში ქექვა : D

 

ქალური სტატისტიკა – რა პროფილით?

 

სეXსი ლექსები – ეგეთი ლექსები ჩემ მეგობარ ბლოგზე ნახეთ : P

 

ქართული სეXსი ვიდეო – და ევროპული როგორია?

 

სეXსი სამ ქალში – სამივეში ერთად? : D ეს ალბათ არც ქართულია და არც ევროპული : D

 

roca adamianebi shenze choraoben – შენი გართობის სტილი რომ გაიგონ იჭორავებენ აბა რას იზავენ : D

 

peti lika – ბატონო?

 

sunwaiting.wordpress.com – გადავედით გენაცვალე ამ ბლოგიდან ეხლა უკვე sunwaited-ზე ვარ : ))))

 

რა არის ინტერპრიტირება – აი წინა თერმია ინტერპრეტირების სახე : D

 

pirovnuli zrda – პიროვნული ზრდა განვიცადე და sun_waiting-იდან გავხდი sun_waited

 

დიახ დიაღ – სწორია “დიახ” .

 

50 კაცი და 1 ქალი – ოოოო, ისევ დაიწყეთ?

 

braziliuri seriali amerika – : D ჩემთან მაგ არხს არ აჩვენებს .

acho chankotadze – სხვაგან მოხვდით. ჩემთან მხოლოდ აჩო ჩხიკვაძეა : ))))

 

ქორწილის სურათები – მაინც გამიბაზრდა ხოო ქორწილი? სურათებს მერე დავდებ : ))))

ბევრი წერთ ამ თემაზე, მაგრამ მაინც საინტერესო იქნება და ვთაგავ siyvarulovnas – და LiLac-ს : ))))

(http://siyvarulovna.wordpress.com/) ,

( http://iasamnisferi.wordpress.com/)

 

Update: ჩავასწორე სიტყვები ლათინური ასოებით, არ მომწონს მათი ექვივალენტებით რომ სერჩავენ და ჩემ ბლოგზე ხვდებიან.

Posted in განწყობისათვის, ეს უნდა იცოდე, ექსკლუზივი, ჩემი ბლადუნი | Tagged: , , | 5 Comments »

როგორ იბადებიან "ზვიანგები"

Posted by vekoo on მაისი 26, 2010

გოგო იდეაში ქალია. ქალი მრავალგვარია. არსებობენ ქალების ასეთი კატეგორიებიც :  პანტერები და ქალი ვეფხვები .  ეს დაყოფა ახლა მოვიფიქრე, კიდე მრავალ კატეგორიაში შეიძლება გავაერთიანოთ მშვენიერი სქესი, მაგრამ ჯერ მხოლოდ პანტერები და ვეფხვები მჭირდება.

პირობითად “ქალი პანტერა” მისაღებია და სასურველი  ნებისმიერი გოგოსთვის, რომ საჭირო მომენტებში იყოს ხოლმე.

ეს საჭირო მომენტები კი რაც უფრო ხშირად იქნება მის ცხოვრებაში ისევ მისთვისვეა უკეთესი : დ .

ქალი პანტერა ერთნაირად იპყრობს საპირისპირო სქესის გულსა და … ა, უკაცრავად, ტვინს და ამასთანავე,  არც მისივე სქესისთვის რჩება შეუმჩნეველი : ალბათ, ხშირად შეგინიშნავთ გოგოების შურით სავსე მზერები “მაგარ გოგოს” რომ დაინახავენ ხოლმე …

ესე იგი შევთანხმდით, რომ ქალების ეს კატეგორია მისაღებია და მწვანე შუქი უნთია ყველა კუთხით .

ეხლა მინდა გადავიდე ქალ ვეფხვებზე, ზვიგენებზე თუ რაც გინდათ დაარქვით. ისე, ამის წერისას ერთი ძველი ისტორია გამახსენდა, მაშინაც ვწერდი “ზვიანგებზე” და ამის ნახვა შეგიძლიათ აქ.

რამ გადამაწვეტინა პოსტის წერა? გუშინ დილით ერთი მაგარი ვიდეო დააშეარა 2კიჯამ ფბ–ზე, სულ 6 საათის დადებული იყო,  10წუთიანი იყო და ბოლომდე ვუყურე : |   გოგოების რაზბორკა იყო და ვის სად ება და ვინ ვის რაში უდებდა ვერ გაიგებდით. საღამოს რომ მოვედი მინდოდა მეგობრისთვის მეჩვენებინა, მაგრამ აღბული იყო უკვე. ეტყობა, თვითონვე მიხვდნენ, რომ ამის გამოჩენა არცერთი მხარისთვის იყო ლამაზი და მოაშორეს ან მოაშორებინეს.  იმ დილასვე დაიბადა ამ პოსტის იდეაც, მაგრამ ეხლა უკვე რაზე დავწერო აღარ ვიცი, ფაქტები აღარ მაქვს : ((

სამაგიეროდ, დავსერჩე და უფრო ლაით ფორმებში

1) გოგოების ბანძი ჩხუბი და უფრო დაბალი დონე ლოლ

2) აქ გოგოების ჩხუბი განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე ადის და წინ უსწრებს ე.წ. “კაჩაობა”

3) აქ გოგოები მასვკაში წააყრიან ერთმანეთს და ამაზე სასაცილო სანახავი არაფერია : დ

ძირითადად, რამოდენიმე მიზეზი შემიძლია გამოვყო, რის მისაღწევადაც ზოგიერთს ჭირდება, რომ “იტიპოს” :

Why girls bully

Young women tease one another, spread rumors, and pick fights to be mean. Why? For most people, bullying is a way to feel better about themselves, feel important, and control other people. Young women also think they will be popular if they make fun of others and spread gossip. What they don’t know is that bullying is not cool!

რატომ ხდებიან თინეიჯერი გოგოები ჩხუბისთავები:

1 –  ყურადღების მისაქცევად – ბავშვობაში ხომ მათ ჩაგრავდნენ და “აჩმორებნენ”  მშობლებიც და თანატოლებიც, ხოდა გაიზარდნენ უკვე და თავის თავში იპოვეს იმდენი ძალა, რომ თვითონ შეიქმნან პერსონა და ამისათვის ყველანაირი ხერხებით იქცევენ ყურადღებას.

2 – რათა მიიღონ ის, რაც უნდათ –  ჩემი აზრით, ეს უფრო დაბალი “კასტაა” , როდესაც გქვია მშვენიერი სქესი, სუსტი სქესი, მუსკულებს არ უნდა ამარიაჟებდე და პირიდან სიმყრალე არ უნდა ამოგდიოდეს სიტყვების თუ ჰაერის სახით .

3 – რათა მოიხვეჭონ დაფასება – ასეც ხდება, ამ დონის განვითარების მიუხედავად, დღემდე არსებობენ ისეთებიც, ვისთვისაც “შიში შეიქმს სიყვარულს” და ძალის დემონსტრირება მათზე უფროსობისა და მათ პატივისცემის მოპოვების ერთ–ერთ საშუალებაა.

4– რათა გახდნენ პოპულარულები – სამწუხაროდ,  ვინც ბევრს ყვირის, მართალიც  ისაა : |  ჯერ კიდევ ძველ რომში (თუ არ ვცდები) იყო მსგავსი სასამართლო, სადაც განსასჯელი იმის მიხედვით სამართლდებოდა, მისი მომხრეები უფრო ხმამაღლა იყვირებდნენ თუ მისი მოწინააღმდეგეები .

5– რათა დასაჯოს ის, ვისიც შურთ – მდაბიოთა ხვედრია ასეთი საქციელი .

6– ზოგიც სასაცილოდ თვლის სხვის გულის ტკენას და ჩაგვრას, მათთვის ეს სიამოვნებისა და გართობის წყაროა.

7– ხოლო ზოგიც სხვების მიმბაძველობით ათასგვარ სისაძაგლეს აკეთებს …

Posted in ეს უნდა იცოდე, პიკანტური რეალობა | Tagged: , , , | 8 Comments »

პასუხის პასუხი "ბეჭედზე დახამებულებს"

Posted by vekoo on აპრილი 11, 2010

იცით ყველამ ხო რას ნიშნავს უსინდისო და მატყუარა ადამიანი? 😀

თუ არა, მაშინ ცქვიტეთ ყურები ,  კარკლეთ თვალები 😀 და ამ პოსტში  მცირე მიმოხილვას ჩაგიტარებთ .

ჩემს ჰოუმ ფორუმზე პირად წიგნაკში ვინიშნავ ათასგვარ ხარახურას  .

სულ ძირში ვნახე წერილი , სრულად არ დავდებ აქ , მგრამ იქ ერთი გოგონა, სახელად–  საკო, ერთ აწ უკვე გათხოვილ გოგონას – თაკოს, რომელიც ცოლად გაყვა საკოს ყოფილ ბოიფრენდს, ლამის 2 წელი უმტკიცებდა, რომ მისი ქმრისგან ყავდა უკანონო შვილი , აჩვენებდა მის ფოტოებს, (რომელიც სინამდვილეში საკოს დიშვილი იყო ) …

თიკო გაურკვევლობაში იყო და ვეღარ გაეგო საკო სად ამბობდა ტყუილს და სად – მართლს…  მერე საკოს ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლებოდა … :დ ბოლოს აუხდა საწადელი და  ერთმა ბიჭმა ცოლად მოიყვანა .

ეს წერილი მე თავად თაკომ  მომცა და მისი გამოქვეყნების უფლებაც სიხარულით გადმომცა . ასე რომ საავტორო უფლებები არა დარღვეული  და არავის არ აქვს სტრასბურგში ჩივილის უფლება ჩემ პირად წერილს რატო აქვეყნებო, რადგანაც წერილი ადრესატის ნებართვით ქვეყნდება :

თაკო,  გილოცავ გაბედნიერებას აქ მხოლოდ ერთი მიზეზით შეოვედი.თვითონაც იცი რომ ძალიან დიდ პატოვს გცემ და პიროვნულად მართლა მიყვარხარ.გულით გამიხარდა შენი ამბავი და არ შემეძლო რაღაც არ მეთქვა..გარკვეული მიზეზების გამო ამერიკაში ვაგრძელებთ სწავლას და საქართველოში ალბათ კარგა ხანს არ ჩამოვალთ და აქ სრული ანალიზების ჩატარებისას ჩემი მეუღლის და გიულკას დნმ ზუსტი დამთხვევა იყო.ანუ გიულკა ***–ს (თაკოს ქმრის)  შვილი არ არის. ეს ამბავი მართლა ძალიან გამეხარდა თქვენს გამოც და ჩვენს გამოც მოკლედ გისურვებთ უდიდეს ბედნიერებას და მარადიულ სიყვარულს.პატარა ***–ებს და თაკოებს აქ არ მგონია რომ შემოვიდე მაგრამ მინდოდა გცოდნოდათ ვიცი რომ ეს ყველასთვის მნიშვნელოვანი იყო. აბა ჰე და აბა ჰო. ბედნიერად მეყოლე სიხარულო

ჰო, თითქოს არაფერი ხო?  წაიკითხავ და დაგრჩება საკოზე ანგელოზის შთაბეჭდილება, როგორი კეთილი, როგორი მოსიყვარულე და მზრუნველია , კეთილისმსურველია თაკოსადმი, რომლის გამოც  ის მიატოვეს   , რომლის ქმარსაც ის კაი ხანი ვერ ივიწყებდა , სხვასთან იყო, მაგრამ მაინც მას მისტიროდა …

საკოს არც არასოდეს ყოლია შვილი, არც თაკოზე ამოსდიოდა არასოდეს მზე და მთვარე, პირიქით,  მთლი ამ დროის განმავლობაში კულტურულად ლანძღავდა და მის ნერვებზე თამაშობდა, რას აღარ აბრალებდა და უწოდებდა, ლეზბიანკადაც კი მონათლა :დდ ისე, მართლაც ასე რომ ყოფილიყო, ისევ საკოს სამეგობროს საყვარლ ფრაზას მოვიშველიებ და მაგას ვინა ტYნავდა???  ( სხვათა შორის, ისტორია შვილზე   არაერთხელ და არა მარტო ***–ს მიმართებაში გამოუყენებია  :დ )

როგორი ფარისეველი უნდა იყო ადამიანი, რომ სახეში ნაცარი შეაყარო სხვას და  დიდი კეთილმყოფელად მოაჩვენო თავი …

და გადის დრო და საკო კვლავ წერს წერილს, ოღონდ ამჯერად უკვე სავარაუდოდ  მისი ერთ–ერთი ადრესატი მე ვარ , ჩემი ბლოგის ერთხულ მკითხველებს თავს ვერ ავატკივებ ამ წერილის ხილვით< თუმცა შეგიძლიათ ესტუმროთ ბმულს. და ნახოთ ჩემი პასუხიც.

ძალიან არ მინდოდა  რამენაირად ერთი აბზაციც კი რომ მიმეძღვნა ამ ადამიანისათვის, მაგრამ დღეს  შემოვიდა და უტიფრად  ჩაგვიტარა ნაცნობი როლი ანგელოზ გოგოზე  …

მეც მაქვს რამოდენიმე სიტყვა შენთვის სათქმელი:

მივხვდი, რომ ჩემ პმ–ებს კითხულობდი, მაგრამ სულ მახატია,   კარგად ვიცი ვინ რას წარმოადგენს  და მე რაზე უნდა ავიშალო ნერვები, თუ არ ვიცი, არაერთ ადამიანს ვიცნობ, ვისაც შემიძლია დაველაპარაკო და გამარკვიოს ვიზე ღირს დროის დაკარგვა. აღარ დავწვრილმანდები, თორე სხვა დეტალებშიც გულუხვად გამარკვევენ … რომ მიღირდეს …

შეირგე ჩემი პმ–ები, აი, თურმე რატომ მხვდებოდა ხან –1 , ხან –2 და ა.შ. პმ. ჩემს მაგივრად სხვა კითხულობდა და როცა როგორც იქნა შენი სახელი  დაინახე,  მაშინ გამოჩნდი.

მე შენ გეკითხები, რატო მაშინ არ გამოჩნდი, როცა არაერთი მეკითხებოდა შენზე  და მე არაფერი მითქვამს რას წარმოადგენდი? დადანაშაულება რომ შეგიძლია რატო  მადლობის მოხდა ვერ ისწავლე  შენ წარსულში რომ არავის ვახედებ(თ) ?

არც ამ პოსტის დაწერა მინდოდა, არადა ე.წ. თაკოს ძალიან უნდოდა დამეწერა . არ მინდოდა, მაგრამ დღევანდელი შენი საქციელი მარაზმია უკვე. ვიღას ატყუებ? ვიღასთან თამაშობ?

გათხოვდი როგორც შენ ამბობ და შეირგე რა, შეირგე  მშვიდი ცხოვრება რომელიც როგორც იქნა გეგირსა და  ნუ თამაშობ მდაბიურ როლებს.   ჩვენ ხო არც გახსენებთ და არც გეხებით? 2 წინადადება ნახე შენზე და იმაზე  ავარდი?

მთელი ტომები გამოვა კიდე  შენზე, მაგრამ ვინმე ლაპარაკობს ამაზე?

შეირგე რაც გაქვს, ქმარი და ოჯახი   და ერთხელ და სამუდამოდ თავი დაგვანებე.

აღარავის ჭირდები, ხო  ხედავ, არაერთმა მიგაგდო და მიგატოვა, ნოსტრადამუმაც კი ბოლოს  ჩვენ მოგვაკითხა და შენზე საზიზღრობები ილაპარაკა… გათხოვილ გოგოს არც ეგ გეკადრებოდა …

მაგრამ ამაზე  არც ხმამაღლა და არც ხმადაბლა არსად გვისაუბრია, უბრალოდ არ გვიღირხარ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეირგე , შეიშნოვე რასაც მიაღწიე როგორც იქნა და უბრალოდ, დაივიწყე წარსული და შეგვეშვი.

Posted in ამოხეთქა, ეს უნდა იცოდე, ექსკლუზივი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , | 5 Comments »

ინტელექტუალური წიაღსვლა

Posted by vekoo on მარტი 18, 2010

იცით როგორია თქვენი ინტელექტუალური წიაღისეული?

მზად ხართ თქვენი ინტელექტუალური წიაღისეულის გასაღრმავებლად?

მაშინ შემოგვიერთდით.

“რაც გავიზარდე”, მას შემდეგ ყველაზე დიდი ზეგავლენა ჩემზე წლების წინ წაკითხულმა დოჩანაშვილის “სამოსელმა პირველმა” და სტენდალის “წითელმა და შავმა” მოახინა.  დრო  გადიოდა, მე უფრო და უფრო მეტს ვკითხულობდი , მაგრამ მათი ზეგავლენა უცვლელი იყო ჩემზე.

მინდა ის ემოცია, რაც ჩემთვის ასე ნაცნობია, იმასაც გადავდო, ვისთვისაც ეს უცხოა.

მინდა  მსურველები ჩემს ირგვლივ გაერთიანდეთ, შევარჩიოთ ლიტერატურა და 1 გარკევული პერიოდის შემდეგ შევიკრიბოთ და  ამ წიგნზე  ვილაპარაკოთ :  ))

ლიტერატურული შეკრება მინდა გავმართოთ.

პირველად წიგნს მე შემოგთავაზებთ და შემდეგ უკვე მსურველები თავად აირჩევთ . დეტალებზე შევთანხმდებით …

ახლა კი, ვისაც სურვილი აქვს  სტენდალის “წითელი და შავს” წავიკითხავთ. ეჭვიც არ მეპარება, ბევრისთვის უკვე ნაცნობი იქნება, მაგრამ  ჩემთვის ისეთი საყვარელია ეს ნაწარმოები,  უკეთესი არაფერი მაფიქრდება …

ვისაც მონიტორთან წაკითხვა უფრო ეადვილება, წიგნის  პირველი და მეორე ნაწილების ლინკებს დავდებ და  დანარჩენი უკვე დროის საკითხია .

http://www.link.ge/file/247376/Red—Black-01.pdf.html
http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/00…%20Black-02.pdf

ნაწარმოების პირველი და მეორე ნაწილების ელ–ვერსიები. უკეთეს ლინკებს თუ იპოვით, გამოვცვლი ამათ .

ვინ იქნება პირველი?

Posted in ეს უნდა იცოდე, ექსკლუზივი, მომავლის პროექტი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , | 5 Comments »

ანტი–"მთვრალური" სენსორული გასაღები

Posted by vekoo on მარტი 14, 2010

დალევა დროის  ტარების აუცილებელი ატრიბუტია.  რა არის  კარგი მოლხენა სამელის გარეშე? არც არაფერი.

თუმცა, მე ვერ ვიტან მთვრალ მამაკაცებს , მაღიზიანებს, გონს მაკარგვინებს და დანახვაც არ მინდა მათი. :დ

ანუ, აქ ისეთ მთვრალებზე მაქვს ლაპარაკი ყველაფერში დახმარება რომ უნდათ და პირადად სკამის მაგიდაში შედგმაც არ შეუძლიათ.

ასეთი კაცების რიგში აჩო არ შედის, აი, ჭკუის დასაკარგი სიმთვრალე აქვს, საყვარელი და ჩასაყლაპი : ))

თუმცა,  კვრაში ერთხელ მაინც რომ დალიოს ბოლოს მაგაზეც ალერგია მექნება.

ცალკე პრობლემაა მთვრალი საჭსთან, – რასაც ეხება ჩემი პოსტი.

ამაზე უკვე იზრუნა კომპანია “სიმენსმა” და შექმნა სპეციალური გასაღები, რომელშიც ჩამონტაჟებულია პატარა მიკროჩიპი.  მასზე განთავსებული სენსორი ამოწმებს სისხლში ალოჰოლის შემცველობას,  – მძღოლმა მანქანის გახსნამდე უნდა ჩაბეროს  მოწყობილობას და თუკი მიღებული ალკოჰოლის დოზა 0,5 –ზე მეტი იქნება, ავტომატურად დაიბლოკება გასაღები. მე ძალიან მაინტერესებს როგორ დარეგულირდება მანქანის ჩაკეტვა–გაღების საკითხი, რამდენი ხანი მოუწევს ზამთრის ყინვიან ღამეს რესტორანთან აყუდება ღვინით შეჭიკ–ჭიკებულ თუ არყით გახურებულ ღიპიან ტიპიურ მურთაზებს.

თვითონ სენსორული მიკროჩიპის ზომა ბრინჯის მარცვალს არ აღემატება, თუმცა ძალიან პრაქტიკული და ზუსტია და პოლიციის არსენალის სიმთვრალის მზომელსაც არ ჩამოუვარდება შედეგიანობაში.

ბუნებრივია, კონკურენცია ყველგან  პირველ ხარისხოვანია და გერმანელ მეცნიერებს არც კანადელი ინჟინერები ჩამორჩნენ.  მათაც შექმნეს სპეციალური პროგრამა , რომელიც გააკონტროლებს მძღოლებს და თუკი მათი ტელეფონზე ლაპარაკის დროს სპიდომეტრის ისარი გადასცდება წინასწარ გათვლილ ნიშნულს, გასაღებში ჩამონტაჟებული მიკროჩიპი ავტომატურად დაახშობს 1,5 მეტრის რადიუსში შემომავალ ყველა ზარსა და სმს–ს .  მეორე მხარე კი მიიღებს ხმოვან შეტყობინებას, რომ ტელეფონის მფლობელს პასუხის გაცემა არ შეუძლია…

ძნელი განსაჭვრეტი არაა როგორ მოწონებას დაიმსახურებს ასეთი გასაღებები ფართო მასებში და ჩემი ვარაუდით, მასზე მოთხოვნა 15%–ზე მაღალი არ იქნება .

თუმცა კი, ერთი უდავოა, ზოგ–ზოგიერთებისათვის მშვენიერი სანახავი იქნება “გასაღებ–მოწუწნავე” ქერათმიანი გრძელფეხება “ლამაზმანები”  :დდდდდდდ

Posted in ეს უნდა იცოდე, ექსკლუზივი, სასურველია იცოდეთ | Tagged: , , , | 5 Comments »

ნუ დავკარგავთ "იმედს" .

Posted by vekoo on მარტი 13, 2010

ხალხი პანიკამ მოიცვა : რუსებმა შემოგვიტიეს, ცხინვალში, გორსა და ახალგორში რუსი ტანჯები საბრძოლველ მზადყოფნას აცხადებენ, მედვედევმა გასცა რუსული ინტერვენციის ბრძანება, თბილის–რუსთავის გზატკეცილი დაიბომბა, იბომბება დედაქალაქის შემოსასვლელებიც, პრეზიდენტი სააკაშვილი ევაკუირებულია, ქვეყანაში გადაუღებლად წვიმს და მობილური ქსელები გათიშულია, ხალხი ვერ ახერხებს ახლობლებთან დაკავშირებას , პანიკა  და განუკითხაობა უფრო და უფრო იკრებს ძალებს …

და უცებ ირკვევა, რომ ეს ყოველივე ტელეკომპანია იმედის “საპროგნოზო ილუზიები” ყოფილა და რეალობასთან არაფერი ქონია საერთო.

ამის შემდეგ სხვადასხვა ფორუმებსა და ბლოგებზე წამოვიდა ანტი–”იმედისეული” ტალღა, – მასა გმობდა იმედის ქმედებას და მას მოსახლეობისადმი მიყენებულ მძლავრ სტრესულ მანქანად  რაცხავდა.

სულ მცირე 7 პოსტს მაინც დავასახელებ ბლოგზე, რომელიც ამ თემაზე წერდა, არადა სულ ნახევარი საათია რაც სახლში მოვედი და რაც ეს ამბავი მოხდა.

რატომღაც, ყველა იმედს გმობს  ( მამაჩემის ჩათვლით , რომელიც თვლის, რომ “დასახურია მაგათი  ….”  :  დ )

რეპორტაჟის დასაწყისში გარკვევით ითქვა, რომ ეს ყველაფერი იქნებოდა სავარაუდო ამბავი, თუ როგორ ვთქვა არ ვიცი.
ყოველ შემთხვევაში, სანამ გადაცემა გავიდოდა ეთერში, ნათია კობერიძემ გვაუწყა, რომ რასაც ვნახავდით, არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და იყო მხოლოდ დადგმული.
ასე რომ …

მაგრამ , მიუხედავად ყველაფრისა, სუბტიტრი მაინც უნდა ყოფილიყო ამხელა პანიკა რომ არ გამოეწვიათ.


ანუ, სანამ როცა ტელეკომპანიას ვაკრიტიკებთ დაუდევრობის გამო,  ისიც გავითვალისწინოთ, რომ ყველაფერზე წინასწარ გაგვაფრთხილეს , სხვა საქმეა როდის დავიწყეთ გადაცემის ყურება .

ისე, რა თქმა უნდა, საშინელი ფაქტია, როცა ის, ვისაც ქვია “იმედი” , უკანასკნელ “იმედსაც” უქრობს ქართველ ერს  .

არ ვარ ოპოზიციონერი, უბრალოდ ყველაფერს აქვს 2 მხარე და ცუდია, როცა მარტო ერთი მხრიდან უყურებს მავანი რეალობას …

Posted in ეს უნდა იცოდე, ექსკლუზივი, პიკანტური რეალობა | Tagged: , , , , , , | 4 Comments »

ქართული უნიკოდი

Posted by vekoo on მარტი 11, 2010

ახდა, ასრულდა სიზმარი ! ! !

როგორც იქნა, ვაღირსე ჩემ თავს და გამახსენდა, რომ ქართული უნიკოდი გადმომეწერა.

აქამდე ფორუმზე ვწერდი ან სადმე პროფაილში და მერე ვაკოპირებდი, – ახალი ვინდოუსის დაყენებასთან ერთად სულ მავიწყდებოდა უნიკალური უნიკოდის არსებობა.

ჰოდა, დავიტანჯე , ვიგვემე, ვიწვალე და გამინათდა თავში იდეა: ვეკო, ვგონებ დროა საქმეს ტვინიც დააყოლო და გადმოწერო : დ .

ალბათ, ისეთებიც არიან, ვინც არც ისე კარგად ერკვევიან რა არის უნიკოდი და რისთვის გამოიყენება იგი:

ქართული უნიკოდი საჭიროა ინტერნეტში ინფორმაციის ქართულად მოსაძიებლად, ფოლდერებისთვის სახელის ქართულად დასარქმევად და სხვა მრავალი, ამისთვის კი საჭიროა, რომ ჩვენი კომპიუტერი მომართლი იყოს უნიკოდის ქართული კლავიატურის სტანდარტის შესაბამისად.

ქართული კლავიატურის დასაყენებლად გადმოწერეთ ამ ბმულიდან ქართული უნიკოდი, შემდეგ დაარქივეთ და დააინსტალირეთ & press “Close”.

შემდეგ შეგდივართ “სტარტ” მენიუში და მივყვებით ამ სქემას :  Start => Control Panel => Regional and Language Options

ავირჩევთ ყველაფერში ქართულ ენას და დიადი მიზანი მიღწეულია : ))

პ.ს. ვიცი, რომ ძალიან ბუნდოვნად ავხსენი ყველაფერი, ამიტომ, შეკითხვებზე არ მოგერიდოთ :პ

Posted in ეს უნდა იცოდე | Tagged: | 11 Comments »

საზამთრო ნუგბარი: საზამთრო თუ გოზინაყი?

Posted by vekoo on თებერვალი 17, 2010

ზამთარიც გავიდა და ახალი წელიც, მაგრამ ნათქვამია, “არ ვიქნები 100 წლისაც ბებერი, გული იყოს მხოლოდ უბერებელი”-ო : )

ჰოდა, არ მომენატრა საზამთროც და “საზამთრო” ტკბილეულებიც.

ნუ, საზამთრო ჯერ შორს არის და ამიტომ, ისევ “საზამთრო” ტკბილეულით დავაპირე პირის ჩაკოკლოზინება : ))

ეს კი სასარგებლო ბმული, თუ

როგორ ავარჩიოთ მწიფე საზამთრო?

დავტეხე თხილი, მოვხალე პატარა ტაფაზე, გავარჩიე ნაფრცქვენებისაგან და შუებში გადავჭერი, მერე ზემოდან ჩემი სოფლის უგემრიელესი ტაფლი მოვასხი და ავურიე,

რა გამოვიდა ვინ ვერ მიხვდება? რა და უგემრიელესი გოზინაყი : ))

ამ სურათზე ჩანს გასუფთავებული (ნუ, რამოდენიმე დამწვარი) თხილი .

ჯერ არ არის არეული თაფლში და არ შეუძენია ის სასიამოვნო თვისებები, რაც ასე რიგად მიზიდავს გოზინაყში : D

ეხლა ვფიქრობ , ნეტა, რომელი უფრო ჯობია, ჩაშაქრული, კარგი მწიფე ჩაციებული საზამთროს უგემრიელესი ნაჭერი თუ გემრიელი საზამთრო ნუგბარი- გოზინაყი.

ნეტა, თქვენ რომელი გირჩევნიათ ძვირფასო მკითხველებო?

აი, ამ წუთას, როცა გოზინაყი უკვე ვიგემე, მე საზამთროს ავირჩევ, მაგრამ ზაფხულში, დარწმუნებული ვარ, გოზინაყი უფრო მომენატრება 😛

მითუმტეს, რომ ცხელ თაფლში არევის მერე უგემრიელესი გამოვიდა და ბევრად უკეთესიც ვიზუალურადაც.

თუ არ გჯერათ, თავად დარწმუნდით 😉

ხომ ვამბობდი, მიყურე და ისწავლე მეთქი 😛

Posted in ეს უნდა იცოდე, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , | 2 Comments »