ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Archive for the ‘კულინარული შედევრები – შიმშილობისას საკითხავი’ Category

Big Ben School + სიამოვნება

Posted by vekoo on აპრილი 16, 2011

ეკა

არის, აღსრულდა ოცნება!

დღეს დილის 11 საათზე მქონდა გამოცდა და ჩავაბარე ❤ როგორ და რანაირად – არ ვიცი,  მაგრამ ნამდვილად ჩავაბარე { :დ }

ჩემი დიადი გეგმის ფაქტიურად 1/6 უკვე შესრულებული მაქვს, წინ მივიწევ და ამ გეგმაში გაუთვალისწინებელი  წარმატებებიც უკვე მაქვს, მაგრამ ამაზე შემდეგ პოსტში

ყოველთვის, როცა რაღაც საქმეს ვასრულებ, ჩვემ თავს ვეკითხები: რა მივიღე  მისგან? –  მიყვარს ამ კუთხით ჩაღრმავება და საერთოდაც, საკუთარ თავზე უკეთესს ვის დაველაპრაკები ? :დ

ურთიერთობები

ეს არის ის, რასაც ცხოვრების ბოლომდე პატივს ვცემ. ნებისმიერი კავშირი საინტერესო ადამიანებთან მზრდის და თვითრწმენას მიმაღლებს ^_^

ეკა – ჩემი ლექტორი, რომელზეც უამრავ კარგ რამეს ვიტყოდი ეხლა, მაგრამ დღეს გავიგე, რომ თურმე, ჩემ ბლოგს კითხულობს, ამიტომ აქ დავსტოპდები, – არ მინდა იფიქროს, რომ ამ ყველაფერს სპეციალურად ვწერ :დ

ამიტომ, უბრალოდ საუკეთესო (ჯერ) ადამიანია და (შემდეგ) საუკეთესო ლექტორი ❤

გამოცდილება

მთელი ცხოვრება ხო სხვა არაფერია თუ არა გამოცდილების დაგროვება, ჰოდა, მეც ვემზადები ამისათვის. ყველაფერს არ ვაკეთებ იმისათვის, რომ საუკეთესო გამოცდილებები დავაგროვო, მაგრამ რასაც ვაკეთებ, ესეც დასაფასებელია ^_^

გამოცდიდან სასწრაფოდ პროფესიონალ ბუღალტერთა ასოციაციაში გავვარდი { ამ ტერმინის დასახელებაზე ვგიჟდები :დ } იქიდან გამოსვლისას ახალ სალონს ვესტუმრე, რომელიც სულ შემთხვევით შევნიშნე მგზავრობისას და ექსტერიერმა მიმიზიდა.

ჰოდა, მივედი და მოლოდინი არ გაუცრუებია ^_^ ეხლა უკვე ლამაზი წარბები მაქვს – ისე, კოსმეტოლოგი ისეთი კარგი გოგო იყო, ისე მადიანად მეხუტებოდა კეთების პროცესში, ისეთი საყვარელი დეკოლტე ეცვა, რომ …

იქიდან გამოსვლისას აჩო დამხვდა და შემიფასა შედეგი : ))

ისე, ისე მშიოდა უკვე იმ დროისთვის, რომ ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდაც ძალიან ნოყიერი რამე მეჭამა, ამიტომაც უცებ გლდანში გავსქურეთ და უგემრიელესი შაურმები ვჭამე :დ ჰო, შაურმები, იმიტომ რომ 2 ცალი მარტო ჩემთვის შეუკვეთა აჩომ :დ არ მეგონა თუ გავქაჩავდი, მაგრამ ორივე ბოლომდე ავითვისე და ცოცხალ–მკვდარი მივეგდე სავარძელზე :დ

ნაყოფიერი და ბედნიერი დღე მქონდა, ამაზე ნაკლები არცერთი არ უნდა იყოს მომავალში : ))

Posted in ვეკო და აჩო, კულინარული შედევრები - შიმშილობისას საკითხავი, ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური | Tagged: , , , , , | 6 Comments »

ყელის ჩასაკოკლოზინებელი შიმშილობისას

Posted by vekoo on ივლისი 13, 2010

ხანდახან მუზა მეწვევა ხოლმე და დელიკატესის რა ვთქვა, მაგრამ ელემენტარული ბოსტნეულისგან უგემრიელეს რაღაცებს ვამზადებ .

შემადგენლობა : კარტოფილი, 5 ყაბაყი, 10 პამიდორი, 3 სტაფილო, 3-4 ხახვი, 5 ნივრის კბილი, ზეთი და მარილი , თითო კონა ქინძი და ოხრახუში .

  • კარტოფილი დავჭერი გრძელ ნაჭრებად, როგორც შეწვის დროს, ჩავყარე პატარა ქვაბში და დავფარე წყლით. შემოვდგი მოსახარშად.

  • ნელ-ნელა სანამ ის ადუღდებოდა ტაფაზე დავყარე დაჭრილი და მარილმოყრილი ყაბაყი და კარგად მოვშუშე. (ზეთი ! : D ) .

  • ცოტა რომ მოიშუშა გრძლად დაჭრილი, “მოსრესილი” ხახვი და კუბიკებად დაჭრილი სტაფილო მოვაყარე. (შემდეგისთვის სტაფილოს გავხეხავ, უკეთესი გამოვა).

  • მერე 10ივე რბილი პამიდორი გავხეხე სახეხზე , კანები გადავყარე და ესე ცოცხლად მოვასხი ტაფაზე. დავუმატე გახეხილი ნიორი.

  • ამასობაში ქვაბში კარტოფილი კარგად მოიხარშა და ზევიდან დავასხი ტაფის მასა ყაბაყიან-პამიდვრიანად , ზევიდან მოვაყარე დაჭრილი მწვანილი და 3 წუთში გამოვრთე.

ხელები მიკანკალებდა უკვე ისე მშიოდა და შედეგი : უმაღლესი .

ძალიან გემრიელია ❤

მე თვითონაც გაკვირვებული ვარ ისეთი მაგარი გამოვიდა : D

ამ რეცეპტს კი აქ იმიტომ ვწერ, რომ ოდესმე, როცა ძალიან მომშივდება ამ პოსტს ვნახავ და ჯერ სურათებით და ამ გემოს გახსენებით დავტკბები, მერე კიდე ავწევ ჩემს ძვირფას ფუმფულა უკანალს და მოვიმზადებ რამეს ))

ამ სურათზე არც ისე მიმზიდველი ჩანს, მაგრამ სამაგიეროთ გემოთი მიზიდავს : D

Posted in ექსკლუზივი, კულინარული შედევრები - შიმშილობისას საკითხავი | Tagged: , , , , , , , | 12 Comments »