ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Archive for the ‘მემორიზ’ Category

2014 წლის შემაჯამებელი პოსტი

Posted by vekoo on თებერვალი 9, 2015

იანვარი – სულ რომ არაფერი გამოვიდეს, ვაპირებ ეს პოსტი მაინც გამოვაქვეყნო.
ჩვენ 2013 წლის პირველ წუთებში

და ესეც იგივე დროს 2014ში.

 

ამ დროს 7-8 თვის ორსული ვიყავი მარიამზე. ღამე ელენიკო ბებიას დავუტოვეთ და მე და აჩო მეგობრებთან გავერთეთ, სანამ პატარა მარიამი დაიბადებოდა თავისუფლების ბოლო დღეებს ვითვლიდით : ))

თებერვალი –

მარტი –  38+ კვირის ორსული 

10 მარტი – მე და ელენიკო მარიამის დაბადებამდე 1 კვირით ადრე:

და ესეც 2014 წლის 17 მარტი, დილით გაგუაში წასვლამდე

17 მარტს დაიბადა პატარა მარიამ ჩხიკვაძეისევ ისე ემოციურად განვიცადე ყველაფერი, როგორც ელენიკოს დაბადებისას, უფრო მეტადაც კი ვინერვიულე ოპერაციის დაწყების წინ. 

ექიმთან შეთანხმებული მქონდა, რომ აჩოს ისევ დაასწრებდა ოპერაციაზე, როგორც ელენიკოს დროს, მაგრამ “კარანტინი” დაემთხვა და მომიწია მარტო შევსულიყავი. წვეთოვანი რომ დამიდგეს სანამ შემიყვანდნენ, ისე ვნერვიულობდი ამაზე, როცა გამომიძახეს “ადექი, წამოდი საოპერაციოშიო”, ისეთი კანკალი ამიტყდა, შეეშინდათ ექიმებს და თვითონ გამოიძახეს აჩო ჩემს დასამშვიდებლად.

ჰოდა, ეხლაც ისევ ისე, როგორც 2012 წლის 21 ივნისს, ისევ თავთან მედგა, ჩემი ხელი ეჭირა და მამშვიდებდა. 

ხოდა, მერე მითხრა, გახსნილ მუცელშიც ჩავიხედეო. ასე რომ, ჩემი გულ-ღვიძლიც და ორგანოებიც ნანახი აქვს ამ ვაჟბატონს : ))

ესეც მარიამი სამშობიაროდან გამოყვანის დღეს 4 დღის.

 

ამაზე დიდი ბედნიერება რა შეიძლება იყოს, ვერ წარმომიდგენია – 2 დაიკო ერთადაა და ერთმანეთს როგორი სიყვარულით ექცევიან ❤


აპრილი – და ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება ამ 2 ქალბატონის გარშემო ტრიალებს : ))


15 აპრილი

და ჩვენ ოთხნი : ))
ელენიკოსთან ვცდილობ ძველებურად გავატარო დრო, თუმცა, სამწუხაროდ, ნაკლებად გამომდის, ამიტომაც ნელ-ნელა მამიკოს გოგო გახდა, რაც ძალიან მახარებს ❤

მაისი – ჩემი თვალებციმციმა გოგონა ❤


6 მაისს მარიამი გაქრისტიანდა – თამთამ და გიორგიმ მონათლეს







და ჩვენი ცხოვრება გრძელდება ასე 2 გოგონას თანხლებით:


პირველი ზიარება 11 მაისი:


და პირველი ბირჟაობაც 😀


21 მაისი – ელენეობა – გილოცავთ ყველა ელენიკოს

ივნისი –
1 ივნისი – ბავშვთა დაცვის დღე მზიურში
ელენიკოს დაბადების დღე მოვიდა – 21 ივნისს, დავპატიჟე პატარა ბავშვები და ვეცადე ჩემი შვილისთვის ეს დღე დღესასწაულს დამსგავსებოდა, გამოცდილება ნამდვილად მივიღე და მომავალ წელს უფრო დავხვეწ : D



ელენიკო და მისი მეგობრები – ბარბარე და ალექსანდრა : ))

ამასობაში მარიამჩიკიც გაიზარდა



არ მკითხოთ როგორ დავაძინე

 

ივლისი –

4 თვის ხდება ქალბატონი




ზაფხული განსაკუთრებულად ასეთი სიამეების გამო გვიყვარს, ზუსტად ვიცი 2015 წელს ბევრად უფრო კარგად შევიგრძნობ ამას 😀 

აგვისტო –

ვიყავით ბორჯომში და მოვინახულეთ რაბათის ციხე, მწვანე მონასტერი, სერაფიმ საროველის სახელობის მონასტერი



5 თვის მარიამჩიკი და ბაბუა

სექტემბერი-

8 სექტემბერი – ელენიკოს პირველი დღე ბაღში



და სექტემბრის ბოლოს მეც გავედი სამსახურში

ოქტომბერი- 

ნოემბერი-
ჩემი თოვლის პრინცესა

დეკემბერი- ელენიკოს პირველი ზეიმი ბაღში

ჩემი პირადი სნეგურაჩკა ❤

გაიზარდნენ გოგოები, უკვე შეიძლება მათი სადმე წაყვანა 29 დეკემბერი 2014

და 2014 წელს ასე ბედნიერად დავასრულებ, მშვენიერი გამოდგა ჩვენთვის : ))

Advertisements

Posted in მემორიზ, პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , , , , | Leave a Comment »

2013-ს რივიუ

Posted by vekoo on იანვარი 15, 2014

ცოტა კი დამიგვიანდა, მაგრამ 2013 წელს შევაჯამებ.

ზამთარი 2013 წელი.

დავდექი თხილამურებზე, თან ისე, რომ სეზონის ბოლოს უკვე საკმაოდ კარგად ვსრიალებდი.  2013 წლის ზამთარში ულამაზესი დღეები მაქვს გატარებული გუდაურში, – თითქმის ყოველ შაბათ-კვირას ელენიკოს დედაჩემს ვუტოვებდი და ჩვენ მივდიოდით თოვლიანი მწვერვალების “დასალაშქრად”.

გაზაფხული 2013 წელი.

ამ დროს უკვე მეტისმეტად შემაწუხა ორსულობიდან შემორჩენილმა ზედმეტმა 18მა კილომ და სინდისმა და დავიწყე კალორიების თვლა, დღეში საშუალოდ 1000-1200 კალორიის მიღების შემდეგ ყოველ კვირა უპრობლემოდ ვიკლებდი 1 კგ-ს. ამ შემართებამ 2 თვე გასტანა  და ამ 2 თვეში 10 კილომდე დავიკელი წონაში.  მერე უკვე ისე მომეწონა -10კილოიანი მე და პლიუს ამას, ახალი ჰობი გამომიჩნდა, რომ მოვდუნდი, თუმცა კი ორგანიზმი მაინც განაგრძობდა კლებას ზომიერად კვების ხარჯზე.

1 წელში “შემოლაგებულ ცხიმებს” რომ მოვერიე, გადავწყვიტე 4 წლის განმავლობაში განუხორციელებელი მიზანი ამესრულებინა და ისევ მივადექი მართვის მოწმობის ტესტებს. დაახლოებით 2-3 კვირაში ყველა ტესტი ჩავიკითხე ბოლომდე , 4 გაკვეთილი პრაქტიკაზეც გავიარე და 6ივე ელემენტი შევისწავლე, მე-5 “კანტროლკაც” დავარტყი გაკვეთილად და საბოლოოდ მაისის ბოლოს სანატრელი მართვის მოწმობაც ჩემი გახდა.

გამოდის, გაზაფხული ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის.

ზაფხული 2013 წელი.

აგვისტოში მე, აჩო, ელენიკო და სანდრო წავედით ზღვაზე თამთასთან. დიდი მადლობა ჩემს უსაყვარლეს მეგობარს თავის სახლში დაპატიჟებისთვის, რომ არა თამთა და მისი ნათესავებ-მეზობლები, ალბათ უფრო კოშმარული “დასვენება” გამოგვივიდოდა.  ჩემი რჩევა იქნება: არასოდეს წახვიდეთ 1 წლის ბავშვთან ერთად დასასვენებლად, თუკი დამხმარე არ გყავთ თან. მე გამიმართლა, რომ თამთასთან ვიყავი და ეზოში ყველა ელენიკოს ეფერებოდა და იტოვებდა და უვლიდა, ამ დროს კი მე დღეში 3 განსხვავებული სახეობის საჭმელს ვუკეთებდი . დასვენება არ გამომივიდა, მაგრამ მაინც კარგი დრო ვატარეთ ერთად.

უფრო დავუახლოვდი თამთას და მოგონებად უუუუამრავი სასიამოვნო ფოტო-მოგონება შემომრჩა.

ა, ხო, ივნისში დავიწყე სამსახური ერთ-ერთ ორგანიზაციაში ბუღალტრად. ამ დროიდან უკვე 2 შპს-ს მთავარი ბუღალტერი ვარ ^_^

შემოდგომა 2013 წელი

შემოქმედებითი ღწვის პერიოდი აღმოჩნდა ჩემთვის, შევისწავლე კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საბუღალტრო პროგრამა და ჩემს თავში დავიჭირე, რომ ოპა, დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია და გონებრივ-გამოცდილებითი რესურსებიც უკვე საკმაოდ დამიგროვებია.

ზამთარი 2013 წელი.

პრინციპში, უკვე იწურება ეს დრო და 2014-ია და მე 2 თვეში ახალ ბაიას ველოდები.

ელენიკოს მალე დაიკო ეყოლება ❤

Posted in მემორიზ, პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , | Leave a Comment »

თავადის ასული

Posted by vekoo on თებერვალი 26, 2012

შინაგანად კუდაბზიკობა მაინც ზის ჩემში, ჩემშიც და თქვენშიც დარწმუნებული ვარ : D

ნუ, ჩემ შემთხვევაში სხვანაირად ვერ იქნება მაშინ, როცა ამ “გაგანია” XXI საუკუნეში ჯერ კიდევ სიამაყით ვიღვსები ჩემი ბაბუის თავადობის ამბების გახსენებისას.

ბავშვობაშიც ზოგი თუ საყვარელ სათამაშოზე ან “ჟივაჩკებზე” ოცნებობდა, მე იმ ,დროზე ვოცნებობდი, როცა ოდესღაც ჩემი წინაპარი თავადი იყო:

წარმოვიდგენდი რომ არა ილია ჭავჭავაძე, ეხლა როგორ სიამოვნებით ვივლიდი საგვარეულო სასახლის გრძელ დერეფნებში, როგორ მედიდურად გადმოვდგებოდი აივანზე, მედიდურადვე გავცემდი ბრძანებებს და ათასი ასეთი კვერცხობა : D

თავის დროზე სინდისიც კი მქენჯნიდა წმინდანი ილია ჭავჭავაძის აუგად მოხსენიების გამო და ამაზე მოძღვარსაც ვესაუბრე- აი, ამ დონეზე გამიტაცა საკითხმა : D

ეხლა ეს ყველაფერი რატო გამახსენდა უკვე ტემიდან გადახვევა გამოვა, მაგრამ იყოს მაინც ჩემი ფიქრები აქ.

მერე ის გლეხებიც მეზიზღებოდა ვინც ბაბუაჩემის მამას სასახლე დაუწვეს. ეხლა ვხვდები რომ ის ისეთი  ვერ იქნებოდა მულწიკებში რომ ვხედავდი ხოლმე, მაგრამ იმ დროისათვის ჩემი საგვარეულო სასახლე უზარმაზარი იყო და თითოეული თავადის ასულისათვის ცამდე აზიდული ბროლის კოშკებით იყო შემკული : ))

ამიტომ ყოველთვის ვამაყობდი ჩემი გვარით და ისიც მეამაყებოდა, რომ აჯანყებისას ცეცხლწაკიდებული “ჩემი სასახლიდან” საბოლოოდ ჩემ დიდ ბაბუას და მის 3 ძმას სათითაოდ სახლები აუშენებიათ – აი, ნახე რამხელა იყო, რომ გადამწვარიდანაც კი 3 ჩვეულებრივი სახლი გამოვიდათქო : D

აი, ასეთი მეოცნებე და ნოსტალგიით გაჯერებული ბავშვობა მქონდა და ცოდვა გამხელილი ჯობია დღემდე მომყვება საკუთარი გვარის სიამაყე : ))

ეხლა კი წავედი, სანამ სიამაყისგან გაფხორილ ინდაურს თუ ფარშევანგს დავმსგავსებივარ : D

Posted in მემორიზ, ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური, ჩემი ბლადუნი | Tagged: , , , , , , , | 9 Comments »

საშობაო საჩუქრები

Posted by vekoo on იანვარი 22, 2012

საახალწლო ეიფორია უკვე გავიდა და მეც ჩვეულ რიტმს დავუბრუნდი. სამწუხაროა, რომ ისეთი შეგრძნება  ამ თარიღთან როგორც ბავშვობაში მქონდა აღარასოდეს განმეორებულა ჩემთვის. სასაცილოა, მაგრამ რომ არ ეთქვათ ისე ვერც შევამჩნევდი სიახლეს სასტუმრო ოთახში – ნათლისღებისთვის  აღებული ნაძვის ხე.

სამაგიეროდ პოზიტივები  მაინც უხვად ხდება საახალწლოდ , – მინდა ეს პოსტიც ღირსეული გამოსათხოვარი იყოს ამ წელიწადში.

მინდა საახალწლო საჩუქრებზე მოგიყვეთ – დაგვიანება კიარადა გამეორება ცოდნის დედააო გამიგია : ))

წელსაც ”მესტუმრა” ჩემი საჩოკლაუსი ,  მახსოვს შარშანაც გამანებივრა საჩუქრით ^_^

წელს ზუსტად იცოდა რაც მინდოდა და  მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, მაინც მაგარი სიურპრიზი გამოუვიდა – უახლესი მოდელი.

Braun 7681 Silk-Epil 7 Xpressive Pro Epilator

ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო ვიცი, მაგრამ  ნეტში ოფიციალურ ვებ–გვერდზე გადავამოწმე და აფსოლიტურად ყველა ნაწილი/ნივთი/წარწერა/”კნოპკა” ადგილზეა :დ – ორიგინალი რომ არ აღმოჩენილიყო მეწყინებოდა :დ  საერთო ბიუჯეტზე ვზრუნავ :დ

მართალია ყველა “თავს”  არ ვიყენებ და მარტო ერთი მჭირდება  “დიდი მადლობა მედი”–ს გამო :დ მაგრამ  მაინც უზომოდ მაბედნიერებს თუნდაც ის მბრჭყვინავი რაღაცეები ზედ რომ აქვს ^_^

მე ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, საბოლოოდ რაზეც ვყალიბდებოდი და ვეკითხებოდი აჩოს არაფერი არ უნდოდა და ყველაფერი სულ ერთი იყო, ამიტომ საბოლოოდ აი ეს შევურჩიე მუზეუმის კოლექციიდან:

Leonardo Da Vinch

ზომებში 67,7/47,7 სმ–ია და მთელი ცერა თითის სისქის. მართალი გითხრათ, აჩოს დანიშნულებისამებრ ჯერ არ გამოუყენებია, მაგრამ დიიიდი იმედი მაქვს ოდესმე ეს დროც მოვა :დ

და ვინჩის ყიდვისას წიგნებს გულგრილად ვერ ჩავუარე და ჩემთვისაც 3 მათგანი შემომეყიდა:

  1. სიდნეი შელდონი.

  2. რაიმონდ ჩანდლერი.

  3. ჰაინერ რანკი.

ყიდვის დროს არ დავკვირვებივარ, მაგრამ სიმბოლური რიცხვები ამირჩევია : საქმე #3, საქმე #13 და საქმე #23.  ძილის წინ ვერთობი ხოლმე , ისე სულ გადავეჩვიე ამ ჟანრის ლიტერატურის კითხვას , 1-2 თავის მერე ეგრევე მეძინება. ან უბრალოდ ბავშვობისგან განსხვავებით ვეღარ მაინტერესებს …

შემდეგი საჩუქარი taa.ge-ს ბლოგიდანაა, რომელიც ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში მოვიგე giveaway-ს საშუალებით, მაგრამ აქამდე ვერ გამოვიტანე და ეხლაც ჩემი და წავიდა სიამოვნებით და ჩამომკიდა ჩემი პირველი მოგებული ნივთი ინტერნეტ–სამყაროში.

და საბოლოოდ ყველაზე ტკბილი ლუკმა შემოვინახე:  მამამთილის საჩუქარი.

თუ გავითვალისწინებ, რომ წინა ტელეფონი დეკემბრის შუა რიცხვებში მაჩუქა ყველაზე დიდი სიურპრიზი ეს იყო.

SAMSUNG B7722

ბრენდი: SAMSUNG

მოდელი: B7722 Duos
გამოშვების წელი: 2010
კორპუსის ტიპი: კლასიკური
კორპუსის ფერი: შავი

ეკრანის ტიპი: TFT- სენსორული
ეკრანის გაფართოება: 240 x 400 პიქსელი 3,2 დიუმი
ფერთა რაოდენობა: 256 ათასი ფერი
სიხშირის დიაპაზონი: Dual SIM GSM 850 / 900 / 1800 / 1900 – SIM 1; GSM 850 / 900 / 1800 / 1900 – SIM 2 ; HSDPA 2100 – მხოლოდ SIM 1- ზე
ზომა: 113.5 x 55.5 x 14.3 მმ
წონა: 112 გრ
საუბრის ხანგრძლივობა: 13 სთ
ლოდინის ხანგრძლივობა: 420 სთ
ელემენტის სტანდარტი: Li-Ion 1200 mAh
შიდა მეხსიერება: 30 მბ მეხსიერების გაზრდა შესაძლებელი დამატებითი მეხსიერების ბარათის microSD საშუალებით
მოდელი აღჭურვილი 5.2 მეგაპიქსელიანი ფოტო კამერით
გამოძახების სიგნალი :
პოლიფონიური ზარები
MP-3 მელოდიების მხარდაჭერა
ვიბრო – ზარი
მობილური ინტერნეტი და კომუნიკაცია
ინტერფეისი : USB v2.0, Bluetooth 2.1 A2DP პროფილის მხარდაჭერით, ინტერნეტთან კავშირი WAP 2.0/xHTML, HTML; HSDPA 3.6 მბ/წმ; EDGE – Class 12, GPRS – Class 12; Wi-Fi 802.11 b/g
პერსონალურ კომპიუტერტან სინქრონიზაცია
შეტყობინება

SMS
MMS
Email – კლიენტი
ეკრანი
ეკრანის ტიპი: TFT – 256 ათასი ფერი (სენსორული)
გამოსახულება: 240 x 400 პიქსელი 3,2 დიუმი
მულტიმედიაფოტო კამერა: 5.2 მპ (2560х1920 პიქსელი)
ვიდეო რგოლის გადაღების საშუალება QVGA@30 კადრი წამში
მეორე კამერა ვიდეო ზარებისთვის
აუდიო
სტანდარტული მუსიკალური პლეერი შემდეგი ფორმატების მხარდაჭერით: MP3/WAV/WMA/eAAC+ ფორმატები
მეხსიერება
შიდა მეხსიერება: 30 მგ
დამატებითი მეხსიერების ბარათი microSD
კვების წყარო
კვების წყარო (ელემენტი):
მოცულობა : Li-Ion 1200 mAh
საუბრის რეჟიმი : 13 სთ
ლოდინის რეჟიმი : 420 სთ
 ორგანაიზერი
კალენდარი
კალკულატორი
დიქტოფონი
დამგეგმავი
მაღვიძარა
P.S. კვების წყაროს (ელემენტი) მუშაობის ხანგძლივობა დამოკიდებული შემდეგ გარემოებებზე :
1. GSM ქსელის კონფიგურაციაზე
2. მანძილზე საბაზო სადგურიდან მობილურ ტელეფონამდე
3. SIM-ბარათის ტიპზე
ადგილმდებარეობის რელიეფზე

Posted in ახალი ოჯახი, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, მემორიზ, პიკანტური რეალობა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , | 16 Comments »

2011 წლის შემაჯამებელი პოსტი

Posted by vekoo on იანვარი 1, 2012

განვლილი წელი მინდა შევაჯამო…

2011 წელი ძალიან, ძალიან  მშვენიერი გამოდგა ჩემთვის, უამრავი სასიამოვნო სიახლე შეემატა ჩემს ცხოვრებას, შეიძლება ითქვას, რომ 2011 წელი სიახლეების წელი იყო, უმთავრესს გამოვყოფ:

  1. ჩემი და აჩოს ქორწილი,

  2. რიგით მეორე უნივერსიტეტის დამთავრებაა

  3. ჩემთვის დიდი მიღწევა იყო ამ წელს მერიის საფინანსოში სტაჟირებაზე აყვანა

  4. შემდეგ ადგილს ბიგ–ბენ სქულის დამთავრებას  მივანიჭებდი

  5. ლოგიკურად შემდეგ ადგილზე  ბაფის ბუღალტერიის დამთვრება უნდა იდგეს :დ

  6. და უკვე შემდეგ მოდის  მუშაობის დამთავრება ლიბერთი ბანკში :დდდდ

  7. და საბოლოო ადგილს იკავებს მუშაობის დაწყება ლიბერთი ბანკში :დ 

    ამ სიაში კიდევ  არის ერთი ადგილი ასევე უმნიშვნელოვანი მოვლენისათვის, მაგრამ ამაზე შემდეგ, ჯობია ჯერ ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვე. 

იანვარი 2011 წ.:

თვე კი არა წლის პირველივე დღე ძალიან სევდიანი იყო ჩემთვის,  სამაგიეროდ ამ თვეში ვისწავლე როგორ ამოვიღო ლინზა თვალიდან, რამდენია მეგობრის ფასი, რა ძნელია გადარჩე მთებში მოტეხილი ფეხით, უმთავრესი მაკროეკონომიკა– ვაზელინი საგანი და კიდევ უფრო უმთავრესი– ჯუნგლის კანონი კაცობა მორყეულ კაცებზე.
კიდე ვისწავლე, რომ  მოტივაცია, როგორც ასეთი, საკმარისი არა, თუკი ჩვენს წინაშეა იდიოტი და ჩვენ მას ვამოტივებთ, ხელში მოტივირებული იდიოტი შეგვრჩება.

იანვარში  მქონდა საშინელი ალერგია და გამიჩნდა დიდი სისხლისფერი გამონაყარი

ამ წელს 11 იანვარს პირველად იყო აჩო ჩემთან სახლში ოფიციალური ვიზიტით და ყველაფერმა როგორც პოსტში ვწერდი 10/10–ზე ჩაიარა ^_^

იანვარშივე დამესიზმრა ვასასი

ამავე თვეს დავწერე ჩემი ყველაზე სასაცილო პოსტი მიმართვა ქ–ნი ეთერისადმი :დ

ხო, ამ დროს დავიწყე გაფრიკვა მეფან ფოქსზე.

პრინციპში, იქამდეც ყურებამდე ვიყავი შეყვარებული:

“დატკბი იმით, რომ ეს მონატრება ორმხრივია”–ო .

მომწერა და რა ჩარა მაქვს, რომ არ დავუჯერო …

საშინლად შენ ხასიათზე ვარ … ”  , – მივწერე მე  .

თებერვალი 2011წ.:

თებერვალში რატომღაც დავკავდი ადამიანების კასტებად დაყოფვით და უნებისყოფო მსუქნებისადმი შეგონებით. ისევ მეფიქრებოდა და მტკიოდა ძველი მეგობრები

ისევ და ისევ სიგიჟემდე მიყვარდა და მენატრებოდა – მებევრება.

თებერვალში  გადავდგი 3 ნაბიჯი წინ, 2 ნაბიჯი უკან და გავაკეთე საკუთარი თაიმქიფერი.

სამაგიეროდ 7 თებერვალს იყო უმნიშვნელოვანესი თარიღი და ამ დღეს  პირველად ინატრა აჩოს მამამ კიდევ ერთი შვილი – ნეტა მარტო 1 არ მყოლოდაო– თეთრი ბინტები… და  ტრადიციულად  საჩუქრები სიყვარულის დღეს.

მარტი 2011წ.:

დავფიქრდი იმაზე თუ რას ვაკეთებ და ვინ არიან  საერთოდ ბლოგერები – დასკვნებს რაც შეეხება ზოგჯერ აფსოლიტურად ვეთანხმები , ზოგსაც კატეგორიულად არა და ეხლა რომ წავიკითხე კარგად დავცინე საკუთარ თავს. მაგრამ ესეც ჩემი ფიქრები იყო 10 თვის წინ.

როგორც ჩანს, მარტის თვე კრიტიკის სურვილის გაღვივების პიკი იყო ჩემ თავში და კიდევ ერთხელ გადავწვდი ამჯერად უკვე მოდას უაზროდ აყოლილ ადამიანებს, თუმცა, არც უნებისყოფობისგან გასიებულები გამომრჩენია : (

როგორც ყოველთვის ისევ ძალიან მენატრებოდა მეგობრები და მათთან გართობა.

თებერვალში დავწერე ჩემი ყველაზე დიდი ზიზღით სავსე პოსტი–ფართოდ გაფარჩხული ფეხები და ეხლა რომ წავიკითხე ჩემი თავის შემრცხვა: ზრდილობიანად რომ ვთქვა, რა ჩემი საქმე იყო … მემგონი მარტის თვე ცუდად მოქმედებდა ჩემზე :დ

ჰო, გაიღვიძა ბუნებამ და მეც ახალი საფიქრალი გამომიჩნდა ბუჩქებში ‘მონარნარე’ წყვილების სახით, ამის მიზეზი კი საქართველოში ასე ფართოდ ფესვგადგმული სტერეოტიპებია :/ .

და ამ თვეში ვიყავი ყველაზე დაკავებული :

9:00 ბუღ.აღრიცხვა ბანკებში – ლექცია
10:00 ბუღ.აღრიცხვა ბანკებში – სემინარი
11:00 რეკლამა და ფინანსები – სემინარი
12:00 მარკეტნგის საფუძვლები – სემინარი
13:00 საჯარო ფინანსები – სემინარი
14:00 მშვიდობით, მაღლივო
15:00 ბასს-ის კურსები წერეთელზე
17:00 i’m a free
20:00 მოსწავლე
22:00 ნანატრი თავისუფლება

აპრილი 2011წ.:

ამ თვით დაიწყო ჩემი “შრომითი აღმაფრენა”, თუმცა იქამდე კი აქტიურად დავიწყე ზრუნვა რიქვესთების შესრულებაზე და რამოდენიმე ბლოგერს დავეხმარე გაეხადათ თავისი ბლოგი პოპულარული.
საკუთარი თავის “გა–პოპულარულებისათვის” ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ვიზუალზე ზრუნვაა და გაზაფხულის დასაწყისში მეც აქტიურად ვსტუმრობდი სოლარიუმს ანანოსთან ერთად. ასე გამიტაცა ჭეშმარიტად გოგოშკურმა ამბებმა და საბოლოოდ ის მივიღე რომ გადავიწვი :დ და ჯგუფიდანაც გამოვვარდი : ))
“ჭეშმარიტი გოგოშკა” კი დღესასწაულების გარეშე წარმოუდგენელია და მეც შესაბამისად აღვნიშნე ჩემი და აჩოს სიყვარულის 2 წელი.

რაც შეეხება საქმიან ნაწილს, აპრილში დამირეკეს ლიბერთი ბანკიდან და გასაუბრებაზე დამაიბარეს, ჰო, დამავიწყდა მეთქვა, რომ ამ ბანკის გამო მერიიდან წამოვედი, სადაც საფინანსო განყოფილებაში ვიყავი სტაჟიორად და საბოლოოდ დარჩენის შანსი მქონდა (თურმე), მაგრამ მაინც წამოვედი და ამას ეხლა ვნანობ :დ

და ყოველთვიური განუყრელი შოპინგი .

მაისი 2011 წ.:

განსაკუთრებული თვეა და ძალიან მიყვარს,  (ალბათ) იმიტომ, რომ 15 მაისს  ჩემი დაბადების დღეა. წლევანდელი 15 მაისი ყველაზე განსაკუთრებული გამოდგა  და  ნიშნობის რეპეტიცია შედგა – აჩო  მამას დაელაპარაკა და ორივე უპრობლემოდ შეთანხმდა უფრო აქტიურ ფაზაში გადასვლაზე …

ჰო, მაისში ვწერდი ყველანაირ პოსტებს: აჯაფსანდლის სურნელდაკრულ ჰამერზე, სველ ლოკოკინაზე, ვწერდი პოსტ(ებ)ს პირდაპირ ლიბ.ბანკის სათაო ოფისიდან, ვწერდი მთაში თოვლიან ნამქერში ჩარჩენილიც და ვულკანიზაციაშიც ცალფეხა მანქანაში.

ივნისი 2011წ.:

სასაცილო დამთხვევაა, მაგრამ ამ თვეში პირველი ორი პოსტი ჩემი ფიქრებია სასურველ სახლზე, სასურველ ტექნიკაზე– ნელ-ნელა ქვეცნობიერად ვემსგავსებოდი ქმრის დამყაჩაღებელ ცოლს :დ
12 ივნისს ოჯახით ვიყავით სტუმრად აჩოსთან და ყველამ ერთად დავთქვით ქორწილის თარიღი.
ამ დღიდან დაიწყო ჩემი საქორწილო ციებ-ცხელება და გამიჩნდა უამრავი საზრუნავირესტორანსა თუ საქორწილო კაბაზე.
როცა ყველაფერმა უკვე ხელშესახები სახე მიიღო, უკვე დავფიქრდი იმაზე, თუ როგორ დაიწყო ჩემსა და აჩოს შორის ყველაფერი


ივლისი 2011წ.:

სადღესასწაული თვეც დადგა :დ მცხუნვარე და სიხარულით გაჯერებული : ))
ამ თვეში სულ 4ჯერ დავპოსტე ბლოგზე, ერთ-ერთი ოძისში ”ვოიაჟი” იყო და მგონი ამ დროს გაგაცანით პირველად ჩემი ძმაც- სანდრო.

31 ივლისს აჩოს და მე გვქონდა ქორწილი ყველაფერი მშვენიერი იყო, ამაზე ვრცლად უკვე შემდეგ თვეებში ვყვებოდი …
აგვისტო, სექტემებრი, ოქტომბერი ფაქტიურად არაფერი დამიწერია ბლოგზე … ჩემი ცხოვრება ამ დროს გიჟურ რიტმში მიმდინარეობდა …

ოქტომბერი 2011წ.:
ოქრომბრის ბოლოს ისევ გამოვჩნდი ბლოგოსფეროში სიმბოლური პოსტით Reborn და ბევრი არაფერი, მაგრამ იმდროინდელი ემოციებიც დავამახსოვრე დროს.

ნოემბერში 3 თვიანი პაუზის მერე ისევ ერთი თვით დავიკარგე და დეკემბერში ისევ აღვადგინე ბლოგზე პოსტვის ტრადიცია.

დეკემბერი 2011წ.:

6 დეკემბერს მეღირსა და წამოვედი ლიბერთი ბანკიდან, ასე ძალიან იქ მუშაობის დაწყება არ გამხარებია, როგორც წამოსვლა გამიხარდა.
მერე უკვე მოვიცალე და ქორწილის შთაბეჭდილებებზე დავიწყე წერა, თუმცა მხოლოდ დავიწყე და გაგრძელება ჯერ კიდევ დასაწერი მაქვს :დ

Posted in განწყობისათვის, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, ივენთ-განხილვა, მემორიზ, პიკანტური რეალობა, პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , , , , | Leave a Comment »

თარიღი – და როგორ მოვედით ქორწილამდე ☀

Posted by vekoo on ივნისი 30, 2011

უჭუკლესი ჭუკლი ბლოგინგის აქტიურ რეჟიმში გადავიდა. ყველაფერი კი ერთმა საინტერესო და მნიშნველოვანმა დღემ გამოაცოცხლა.

ყველა მკითხველს მხოლოდ ერთი რამ აინტერესებს: როდისაა ქორწილის თარიღი.

მოდი, ცოტა შორიდან დავიწყებ:

Daisypath Anniversary tickers

ყველაფერი 2 წლის, 2 თვისა და 2 დღის წინ დაიწყო – ასე ამბობს ჩემი სტიკერი .

ზუსტად მახსოვს სამშაბათი იყო , ისე რა შუაშია, მაგრამ 1990 წლის 15 მაისს მეც სამშაბათ დღეს დავიბადე :დ

2009 წლის 14 აპრილს კი მე და აჩო პირველად შევხვდით ერთმანეთს. როგორც უბრალოდ ნაცნობები ისე არა, უკვე ორივეს მოგვწონად ერთმანეთი , მაგრამ ლაივში არცერთს არ გვყავდა ერთმანეთი ნანახი :დ ტიპიური XXI საუკუნე

აუ, ეხლაც ძალიან მაგრად მახსოვს ყველაფერი იმ დღეს. ლექციაზე ვიყავი და რომ დამიმთავრდა მაღლივში უნდა დამხვედროდა. მე-6 სართულზე დავიბარე :დ  ნუ, მოგვიანებით უკვე თვითონაც მიხვდა რატო მეექვსეზე :დ – იმ პერიოდში მთელ მაღლივში მხოლოდ მეექვსეზე იყო დიდი სარკე, მეც გულმოდგინებით ვიპრანჭებოდი და ვტკბებოდი სარკეში ჩემი თავით :დ სადაც დამპატიჟა არსად არ გავყევი, – რაღაცნაირი კომპლექსები : D

ის ადგილი დღეს რელიქვიაა :დ კიბეებთან მოაჯირზე მელოდებოდა, მეც გამოვკუსკუსდი და კაი ნაცნობივით გადავკოცნე-მოვიკითხე.

მერე დაბლა ჩამოვედით და იქვე შემოგარენში ჩემთვის ე.წ. ‘სადრაკონეთში’ წავედით და იქ ვმასლაათობდით…. ნუ, ძირითადად მე ვაქტიურობდი, ამიტომ იმ დღეს რაღაცნაირი თავშეკავებული მეჩვენა აჩო ქცევებში :დ მეგონა მორიდების მომენტი იყო და სახლამდე რომ მივდიოდით ვუთხარი:

-‘შებოჭილი ნუ ხარ, გაიხსენი-მეთქი’

-‘შებოჭილი არ ვარ, მაგრამ კაი, განახებ გახსნასო’ :დ

და როგორც კი გადმოვედით ტაქსიდან იქვე მებრდღვნა და ჩამეხუტა :დ მეც ნაგლად ვუპასუხე ‘გახსნაში ეგ კი არ მიგულისხმიათქო’ და უცებ
გამიშვა ხელი :დ

აუ,ეხლა ძაან მაგრად ვკაიფობ რომ მახსენდება ყველაფერი :დ

მერე იქვე ნინი დამხვდა, მანქანით იყო და ერთგან მივდიოდით ჯგუფელები.

-‘ხვალაც ხო გნახავო?’ – დამშვიდობებისას ისე ეშმაკურად  მკითხა აჩომ მეთქი ეეეეეეეეეეე :დ საყვარლობა იყო.

იქიდან მე და ნინიმ სხვებსაც გავუარეთ _ მაშინ ნინო თავისი მერსედესით იყო :დ ჯერ კიდევ დაუმტვრეველით :დ და ყველანი მელიქიშვილზე ზვიკისთან წავედით .

ბლა ბლა ბლა გვიან საღამომდე იქ ვიყავით, ნინო ადრე წავიდა და წამოსვლისას ფეხით უნდა ჩამოგვესეირნა გმირთა მოედნამდე.

პირველი კორპუსთან ვარაზისხევზე გადმოსასვლელთან შუქნიშანზე რომ გადავდიოდით თაცამ დაიძახა ე, აჩოვო :დ  პირველი კორპუსის ეზოში სალოთაოდ იყო დარჩენილი ჩელესთან :დ

მერე მეც  უცებ დავინახე აჩოც შუქნიშანზე ჩვენ მხარეს გადმოდიოდა . ხოდა, მაშინ წარმოიშვა პირველად ის ლეგენდარული ტერმინი ‘საყვარლად დაკრუგა’.

როგორც კი შეგვამჩნია აჩომ ‘რეზკად დაკრუგა’ და მაშინ კიდევ ერთხელ ვნახე, უკვე ისე ახლობელი და თბილი იყო ჩემთვის, გაშვება აღარ მინდოდა.  მაგრამ ამდენი ხანიც ვეღარ ვიდგებოდით იქ ისე, თან ბავშვები მელოდებოდნენ, ამიტომ აჩო რუსთაველისკენ გაუყვა გზას და მე ბავშვებს გავყევი ….

მაშინ პოლ ენდ შარკის ლურჯი ფერის კურტკა ეცვა, ძალიან მიმზიდველი მომეჩვენა :დ ამიტომაც ის კურტკა 2 წლის მერე დღემდე მიყვარს და მახსოვს.

აი, ასეთი წვრილმანი დეტალები ახსოვს ჩემ მეხსიერებას.

აქედან დაიწყო ჩვენი გზა და მოვედით დღემდე.

ჩვენი ქორწილი 31 ივლისაა დანიშნული, წლის ყველაზე ცხელ და მხურვალე დღეს :დ

                Daisypath - Personal pictureDaisypath Wedding tickers

დღეს იქამდე ზუსტად 1 თვე და 1 დღეღა დარჩა. ☀

ახლა აჩო ჩემი ნაწილია და  თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, ყველაფრით ჩემია.

Posted in ახალი ოჯახი, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, მემორიზ, ქორწილი, ყველაფერი ჩემზე, წარსულის ქრონიკები | Tagged: , , , , , , , , , | 8 Comments »

ნიშნობა

Posted by vekoo on ივნისი 2, 2011

უკვე ვხედავ, რომ ჩემი ბლოგი პირადულის გარდა ყველანაირ ბლოგს ემსგავსება, ამიტომ ვხსნი ფანჯარას და ვიწყებ წერას.

2 დღის წინ, 28 მაისს ნიშნობა მქონდა  : ))

ამიერიდან ოფიციალური საქმრო მყავს :დ და მეც საცოლედ ვითვლები, – რაღაცა სტრანნი გრძნობაა.

ჩემ ცხოვრებაში ახალი “ერა” იწყება. თავს უჩვეულოდ მშვიდად ვგრძნობდი ამ დღეს, ზედმეტი ემოციების გარეშე, – თითქოს ყველაფერი ისედაც ასე უნდა ყოფილიყო .

ჯერ–ჯერობით ეხლაც ვერ განვიცდი და ალბათ, ბოლომდე ვერ ვიაზრებ რას ნიშნავს სხვა სახლში გადასვლა, სხვა ხალხთან ცხოვრება, მათთან ოჯახის დაკავშირება. ნუ, ეს ვხვდები იმიტომაცაა, რომ ჩემთვის აჩოს ოჯახის წევრები უკვე დიდი ხანია ახლობელი ადამიანები არიან, მათთან თავს აქამდეც შინაურულად და კარგად ვგრძნობდი და მორცხვობის და მორიდების მომენტი არ ყოფილა.

ერთადერთი, ჩემ საკუთარ სახლში ვერ წარმომედგინა ერთად აჩოს მშობლები და ბებია განსაკუთრებით , მაგრამ ესეც წარმომადგენინეს და გამასიგრძეგანებინეს : ))

ისე, თავიდანვე, როცა ურთიერთობას ვიწყებდით მე და აჩო, იმ პერიოდში ყოველ დღე მარტო თბილისში ვნახულობდი ხოლმე, სხვანაირად ვერც წარმომედგინა და ვეუბნებოდი:

–შენ რუსთავში ვერ წარმომიდგენიხართქო.

მაგრამ მერე მალევე ჩამოვიდა და მაშინ პირველად მითხრა:

–აი, ხო წარმოგადგენინეო და კიდე ბევრ რამეს აგიხდენ და წარმოგადგენინებო!

ნუ, სიტყვა რომ შეასრულა ფაქტია, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება ფაქტიურად აი თავდაყირა დააყენა, ოღონდ პოზიტიური გაგებით, მთლიანად სხვა რელსებზე გადამიყვანა.

შაბათის საღამოზე მოვყვები:

დილიდანვე კარგად გამოვიძინე და ნელ–ნელა დავიწყე თავის მოწესრიგება – იმ დღეს საოჯახო საქმეს მე რატომღაც, არავინ მავალებდა.

რაღაცნაირი ტკბილი დღე მქონდა: ჩემ სახლში ველოდებოდი უსაყვარლეს ადამიანს და ამჯერად მარტოს არა, – ნუ, ბანალური ვიქნები და ვიტყვი, რომ გადასარევი ოჯახი ყავს აჩოს. ბანალური იმ კუთხით, რომ მსგავს სიტუაციებში გოგონები ხშირად ასე საუბრობენ საქმროს ოჯახებზე, მაგრამ მე ისინი გუშინ და დღეს არ გამიცნია , უკვე 2 წელია ვიცნობ და ამიტომ ზუსტად ვიცი რასაც ვამბობ, – მართლა კარგი ხალხია, თბილი და მოსიყვარულე ადამიანები. გონიერებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ადამიანში და რაც მთვარია, ეს მათ არ აკლიათ.

რაღაცნაირი გრძნობაა, ძალიან მსიამოვნებს აჩოს ჩემს საქმროს რომ ვეძახი,  რაღაც პონტში მიტყდება კიდეც ეს ე.წ. “ძველმოდური” სიტყვები, მაგრამ ურთიერთობას ალამაზებს – სხვა ფაზაში შევედით.

მინდოდა სურათები დამედო, მაგრამ გადავიფიქრე …

მკითხველებო, საღამოს კაბები გაამზადეთ : ))

Posted in ახალი ოჯახი, განწყობისათვის, ეს უნდა იცოდე, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, ივენთ-განხილვა, მემორიზ, პიკანტური რეალობა, ქორწილი, ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური | Tagged: , , , , , , | 22 Comments »

პირსინგი

Posted by vekoo on თებერვალი 26, 2011

პირსინგის შემოტევები სკოლაში დამეწყო, თან სეზონურად – ერთ ზაფხულს გავიხვრიტე ყურები, II დღიდან უკვე ვიხსნიდი საყურეებს, ვიწმინდავდი და ისევ ვიკეთებდი.

მას მერე ჩაციკლული ვარ საყურეებზე და არასოდეს მყოფნის : D

მეორე ზაფხულს კიდევ ერთი ნახვრეტი დავამატე მარცხენა ყურზე.

კიდე შემდეგ ზაფხულს კიდე ერთი ნახვრეტი : ))

ასე დავდიოდი ცალ ყურზე 3 საყურით და მეორეზე- ერთით.

შემდეგ ზაფხულს ისევ ვაპირებდი ერთის დამატებას, ამჯერად უკვე ზევით, ხრტილზე, მაგრამ რატომღაც, გადავიფიქრე : D (მადლობა ღმერთს)

მქონდა ნაყიდი ფრჩხილის “საყურეები”. არ მახსოვს სად ვიყიდე, მაგრამ კაი რამე კი იყო :დ მთელი ზაფხული კარგად ვერთობოდი ხალხის გაკვირვებულ თვალებზე :დ მითუმეტეს სოფელში ბევრისთვის უცხო იყო გახვრეტილი ფრჩხილი , ზედ საყვარლად რომ კონწიალებდა პაწაწკინტელა რგოლზე ჩამოკიდებული თვალი ❤

 

ისე, ბავშვს როცა უნდა, არ უნდა დაუშალოთ მშობლებმა ყურის გახვრეტა, რადგან ეხლა რომ დამაბან მე ყურის გამხვრეტი აღარ ვარ :დ

თავიდან (რაღაცნაირად) თანამედროვე  და “ქაჯური” საყურეები მეკეთა, რაღაცნაირი მიქსი მქონდა პანკური და კლასიკური აქსესუარისა : (( ერთი დღე სერიოზული იმიჯით და II დღეს სანახევროდ ჩაშავებული თვალებით დავდიოდი : ((
აი ეს ორი სტილი დღემდე მერევა ერთმანეთში :დ
ბოლო იმ სამიდან 2 დავიკიდე და მხოლოდ თითო-თითო საყურე მიკეთია, მაგრამ გუშინ მომინდა და ისევ ავიხუნძლე ყურები ❤

მომენატრა ბავშვობა

ჰოდა, 2 დღის წინ ისევ რომ “ჩავი-ყურე”, აღმოვაჩინე რომ მესამე ნახვრეტი შევიწროვებულია და სამომავლოდ შეიძლება შეხორცდეს : ((

ხოდა, მანდ გავიფიქრე, რა ბედნიერი იქნებოდა პლანეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტი  ყველა ნახვრეტი ასე მარტივად რომ ხორცდებოდეს-თქო : D

პ.ს. ცოტა ხანში მაინც ვგეგმავ ერთი პირსინგის და ტატუს დამტებას, სადღაც ზაფხულისკენ

Posted in მემორიზ, სილამაზის რეცეპტები | 16 Comments »

ძველი მეგობრები

Posted by vekoo on თებერვალი 5, 2011

ხვალ ინტერნეტს გამითიშავენ. რამოდენიმე დღე არ მექნება.

ამიტომ ახლა მინდა ვწერო და წინასწარ გავამზადო პოსტები, მაგრამ დღევანდელისთვისაც რომ ვერაფერს ვიფიქრებ?

რა ვწერო, ყველაფერი თითქოს დაწერილი მაქვს, სათქმელიც აღარაფერია.

სულ 2 წუთი ვასვენებ ვწვები სკამის საზურგეზე, ფეხებს ვითბობ და ვფიქრობ.

არადა, რამდენია სათქმელი, რამდენია სალაპრაკო და გასაზიარებელი.

იცი როგორ მომენატრა მოყოლა?

მახსოვს, ადრე, 6-7 კლასში ყოველ საღამოს ტელეფონზე ვეკიდე და ჩემ კლასელ დაქალს დღის ამბებს ვუყვებოდი, არადა მთელი დღე ერთად ვიჯექით მერხზე .

გაუჩერებლად ვტიტინებდით და სალაპრაკო არასოდეს გველეოდა მაინც.

ჩემი ყველაზე ახლობელი დაქალი იყო. მისი ყველაზე დიდი საიდუმლოებები მე ვიცოდი. ჩემი? ჩემი …

უკვე მივხვდი, რომ გვანცაში შევცდი. რაც იმ სკოლიდან გადმოვედი რაღაცებს დავუკვირდი და ისეთ რაღაცებს მივხვდი, გამაცია 😐 ვიფიქრე, რომ მეგობრობა არ არსებობდა და არც ნდობა არ უნდა არსებულიყო.

რატო? სანამ ერთდ ვიყავით სულ მიკვირდა საიდან ხვდებოდნენ ჩემ შესახებ რაღაცებს . გვიან დავასკვენი. თუ არა ის, სხვა ვინ გამცემდა : ))

მერე ახალ სკოლაში გადავედი მე-10 კლასში. უკვე წინასწარ ვიცოდი, რომ იქ მხოლოდ უნდა მესწავლა, რომ “იმ სკოლაში” ძალიან თავისებული ბავშვები იყვნენ, რომ ყველა გარბოდა მათი კლასიდან, რომ ყველა მასწავლებლის შვილი და “რაღაცნაირი ” იყო. ჩემი  ერთადერთი მიზანი კი  იმ პერიოდში უნივერსიტეტში ჩაბარება იყო. ამიტომაც მისვლისთანავე განვუცხადე გოგოებს როცა “რაღაც ნიტო” შევამჩნიე- ჩემი მიზანი აქ სწავლაა, ამიტომ რაც არ უნდა გააკეთოთ, მაინც მკიდია, მე უნდა ვისწავლო, მეგობრებს მე აქ არ ვეძებთქო!

ვმეგობრობდი ბიჭებთან, განსაკუთრებით სამთან – მერე ერთი ლევანი ავსტრიაში წავიდა და დარჩნენ რეზო და ლექსო.

რაღაც განსაკუთრებული გვაკავშირებდა. ერთმანეთს პოეზიით ვესაუბრებოდით, საღამოოებით მესიჯების მაგივრად საყვარელი პოეტების ლექსებს ვუგზავნიდით,  ერთმანეთს ვეჯიბრებოდით ვინ უკეთესს ლექსს იპოვიდა.

რეზოს საოცარი ხელწერა ქონდა, დღემდე შენახული მაქვს.

ღამის თევები, წრფელი მეგობრობა, მე მათთან არ ვიყავი გოგო და ისინი ჩემთან არ ყოფილან ბიჭები.

ჩვენ სამივე ერთმანეთისთვის ადამიანები ვიყავით. ლექსის მსმელი ადამიანები!

ვუსმენდით დორსს, გვყავდა საკუთარი მორისონი ლექსოს სახით და უკვე ათასჯერ გადაღეჭილ როკ-ოპერასაც მეათიათასჯერ ვნახულობდით.

ღამის თევები

ვარძია, ღამე, კლდის ქიმი, ჩვენ სამნი, რვეული, შავი პასტა, მთვარე და წინ მდინარის ხეობა, პირდაპირ მთვარით განათებული გამოქვაბულები.

ერთადერთ რვეულში სათითაოდ ვწერდით ლექსებს, გვიყვარდა ექსპრომტი. ფლიაშკაც ერთი გვქონდა. ქარი უბერავდა და მთვარეს მოფარებული ღრუბლებიც ხელს გვიშლიდა წერაში. Read the rest of this entry »

Posted in მემორიზ | Tagged: , , , , , , , , , , , | 6 Comments »

ცივი ზამთრის ცხელი საღამოები

Posted by vekoo on დეკემბერი 2, 2010

ალუბალმა დამთაგა .

ძალიან მიყვარს ეს გოგო. ვინც არ იცით, გაიცანით : alluballi.wordpress.com – 19 წლის უკვე დაქალებული გოგოშკას ბლოგია, რომელსაც უსაყვარლესი პატარა სანდრო და ასევე ახალგაზრდა მეუღლე ყავს ))

ჰო, ალუბალმა დამთაგა – ახალი წლის ისტორიები და შეგრნებები უნდა გავიხსენო.

არც მე მქონია არასოდეს ისეთი ახალი წელი, როგორზეც ვოცნებობდი. ამ დღეებში ყოველთვის მაკლდა ის სითბო, რომელიც მჭირდებოდა.

ყველაზე შორეული ახალი წელი 2000წ. მახსოვს –  მაშინ 10 წლის ვიყავი და ეხლაც არ მავიწყდება, როგორი შიშით გაფართოებული თვალებით შევყურებდი ახალ წლამდე წუთებით, წამებით ადრე კედელზე დიდ საათს, – მოსალოდნელი კატაკლიზმების და სამყაროს აღსასრულის მეშინოდა :დ  [ პატარა და შტერი ბავშვი ვიყავი :დ ]

2007-ისთვის უკვე გავიზარდე, და აღარ ვნერვიულობდი რომ ის ბოლო წელი იქნებოდა ჩვენი პლანეტისთვის :დდდდდ

ერთი სევდიანი ახალი წელი მახსოვს კიდე (რატომღაც, ცუდი უფრო კარგად და დიდხანს მამახსოვრდება, ვიდრე კარგი (( ) : ზუსტად ვერ ვიხსენებ რისთვის, მაგრამ რაღაცაზე გამაბრაზეს და ახალ წლამდე წუთები სამზარეულოში კარადასთან იატაკზე ჩაცუცქულმა, მოკუნტულმა ტირილში გავატარე )) მაშინ არ მახარებდა არაფერი და ყველა და ყველაფერი ჩემ წინააღმდეგ ამხედრებული მეგონა…
ვიჯექი და ვტიროდი და ისიც ვიცოდი, რომ არავინ მოვიდოდა და “ვეკო, რა გატირებს, ადექი, წამო სუფრასთან” – ამის თქმის ნაცვლად არავინ ჩამიხუტებდა გულში … ნუ, ძაან სენტიმენტალური ბავშვი ვიყავი და გარდატეხის პერიოდმა ხო ვაფშე დაღი დამადო :დ

კიდე რა მახსოვს იცი? გვერდიგვერდ ბინებში 2 სახლი გვაქვს, ჩემი მშობლები რომ დაქორწინდნენ მამა გვერდით ბინაში გადმოვიდა. ახალ წელს ყველანი ერთად ვხვდებოდით ტრადიციულად, მაგრამ ბაბუა მაინც პირველ სახლში რჩებოდა ხოლმე და მერე ამოდიოდა ჩვენთან – გარდაცვლილი მეუღლის სურათთან სანთელი უნდა დაენთო ))) 70 წლის ასაკშიც არ კარგავდა რომანტიკას, ვინ იცის რაზე ესაუბრებოდა იმ დროს საყვარელ მეუღლეს )) ძალიან, ძალიან მიყვარდა ბაბუა…

ამის შემდეგ ერთი წელი ჩვენთან ამოვიდა და შეხვდა ღამის 12-ს. ის ბოლო წელი იყო და იმის მერე 3 თვეში თვითონაც გარდაიცვალა.

არადა, საახალწლო მხიარული განწყობის შემოტანას ვაპირებდით თქვენში, მაგრამ რაებს ვყვები, მაგრამ რა ვქნა, თუკი ჩემთვის ახალი წელი სევდიან მოგონებებთან და მანდარინთან ასოცირდება? :დ

ბოლო ახალ წელზე მოვყვები,ყველაზე სასაცილო თუ სატირელი მაინც ისაა :  2010 რომ ხდებოდა, უკვე 9 თვის შეყვარებულები ვიყავით მე და აჩო, მაგრამ ჩემებს მაინც არ ვეუბნებოდი, მხოლოდ რაღაც ლაითად იცოდნენ. ხოდა, ახალ წელს ტვალეტში ჩავიკეტე და იქ აჩოსთან ლაპარაკში უნიტაზზე მჯდომი შევხვდი :დ

იდეაში კრეტინიზმია, მაგრამ მაშინ ორივე სიცილით ვკვდებოდით და რაღაცნაირი იყო… თან საიდუმლოებით მოცული :დ [რა ტანჯული ბავშვობა მქონდა, ეხლა ხო გესმით ჩემი :დ ]

მაგრამ იმედს მაინც არ ვკარგავ, რომ ყველაფერი კარგი მაინც წინ მაქვს და ამ წელს არ გამოვა, მაგრამ იქით ახალ წელს უკვე ისეთი დღეებს მოვიწყობ, როგორზეც ყველა, ყველა, არ შემეწინააღმდეგოთ და მართლა ყველა გოგო ისურვებს :დ

მთაში თოვლში განმარტოებით მდგარი ერთსართულიანი სახლი, ცხელი ბუხარი, რბილი ჭრელი ხალიჩები, წითელი ღვინო, ცხელი ჯაკუზი, ცხელი საღამოები …. :დ

ერთხელაც, მეც ვიქცევი ზამთრის სნეგურაჩკად :დდ

====================================================

ზამთრის, ახალი წლის საღამოების გასახსენებლად ვთაგავ თაას-ს , სალოლას, კევანას და ლიტერატორს ))

Posted in და–ტაგ–ულ–ებ–ი, მემორიზ, ყველაფერი ჩემზე, წარსულის ქრონიკები | Tagged: , , , , , , , , , , , | 6 Comments »

რაზე ფიქრობენ და ოცნებობენ 20 წლის გოგონები ))

Posted by vekoo on ნოემბერი 18, 2010

ის – 07:53 – შენ მტერზე უარეს დღეში ვარ, გართობაზე აღარ ვფიქრობ ))
ერთი გასართობი მაქვს ასე >>> ოცნებით ვერთობი … 

მე – 07:55 – გართობაზე თუ არა, აბა რაზე ფიქრობ?
სამუშაობ შენ არ გაქვს და მოკვდები უსაქმურობით 😐

ის – 07:55 – მკვდარი ვარ უკვე ))

მე – 07:58 – მართლა გეკითხები, სერიოზულად მაინტერესებს რას ფიქრობ …

ის – 07:58 – რაზე? შენ ჭედავ ხო იცი :დ

მე- 07:59 – რაზე ვჭედავ, აი, რომ წარმოვიდგენ, რომ უნის გარდა სხვა საქმე არ მაქვს, სახლშიც კი მარტო ვარ ჩემების გარეშე, ომგ…

ის – 07:59 – შენ რას აკეთებდი სანამ შეყვარებული არ გყავდა? ))

მე – 08:00 – მე არაფერს, პრინციპში, იგივეს, მაგრამ სახლში  მარტო მაინც არ ვიყავი … რამდენი ხანია მარტოს გიწევს სულ ცხოვრება …

ის – 08:01 – ხოდა
ხან ნეტში ვარ,
ხან სადღაც გავდივარ,
ხან ვიღაცას ველაპრაკები,
ხან ვალაგებ,
ხან ვჭამ,
ხან ვიძინებ,
ხან ვკითხულობ,

ხან ვმესიჯობ,
ხან ვოცნებობ,
ხან ვფიქრობ,
ხან გეგმებს ვაწყობ,
ხან დედაჩემს ველაპარაკები,
ხან ტუალეტში შევდივარ :დ
ხან ვბანაობ ))
ხოდა, ასე გადის ეს დედააფეთქებული დრო )). 

მე – 08:03 – აუუ, რა კაი პოსტი გამოვა .

ის – 08:03 – ხო, კიდე, სარეცხსაც ვრეცხავ ხოლმე :დ

Posted in განწყობისათვის, მემორიზ | Tagged: , , | 19 Comments »

გიორგი ჭურაძე

Posted by vekoo on სექტემბერი 1, 2010

გიორგი ჭუმბრიძე – სახელი , რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში.

მარიამობის დღეს 20 წლის ბიჭს შიგ გულში ჩარტყმულმა მაკრატელმა მოუსწრაფა სიცოცხლე. მხოლოდ დღეს შევიტყვე ეს ამბავი, კარგა ხანი ტელეფონში გაჩუმებული ვიყავი, სიტყვე ვეღარ დავძარი.

თავიდან, ლაპარაკზევე შევატყვე თამთას, რომ ვერ იყო კარგად, ცუდ ხასიათზე ვარო- მითხრა. თითქმის ჩუმად იყო. მერე კი მიზეზიც გამიმხილა.

ღმერთმა გაანათლოს ცათა სასუფეველში ახლად შესვენებული გიორგის სული .

ვერ ვიჯერებ, რომ ცოცხალი აღარ არის … დედისერთა ბიჭი, 1 წელიც არ გასულა მამა დაეღუპა და ეხლა თვითონ … არადა , ჯერ ეხლა იწყებდა ცხოვრების გემოს გაგებას … დარჩა დედამისი მარტო.

მემგონი არ მაქვს უფლება მის პირადზე ვილაპარაკო…

“ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარიაო” – ნათქვამია, “ჩემი მეგობრის მეგობარი კი არაა აუცილებელი მეგობარი იყოსო” . ჩემ შემთხვევაში კი თამთასგან ერთი მხიარული ქობულეთელი ბიჭი შემოემატა წლების წინ სამეგობროს.

ხვალ დაკრძალავენ.

მკვლელი კი გაქცეულია… რატო იბადებიან არაკაცები?

Posted in მემორიზ | Tagged: | 10 Comments »

უმისამართო წერილი, რომელის ადრესატმა იპოვა

Posted by vekoo on ივლისი 14, 2010

მე არსად წავსულვარ, მე შენში ვარ, შენ ჩემ გარეშე ვერ არსებობ, ვერც ვერასდროს იარსებ.

ის დრო, როცა ჩემ გარეშე იყავი, შენ გეგონა არსებობდი, სინამდვილეში ძალებს იკრებდი და ადამიანობას, კაცობას იმატებდი ჩემთან შესახვედრად, ცოდნას აგროვებდი ჩემს გასაბედნიერებლად.

შენ მე გიყვარვარ და მე და შენ ერთად მარადისობას ვქმნით, ერთმანეთზე გადაჯაჭვული ორი მოხეტიალე სული, ორი მიმზიდველი სხეული.

დრო დააფასებს როცა მარდისობას შევუერთდებით ჩვენ ყოფნას დედამიწაზე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ერთმანეთისთვის, მე შენ ცხოვრებას გილამაზებ, როგორც შენ მე . შენთვის ყველაფერს გავაკეთებ, მეეჭვება შენ რასაც მიკეთებ იმაზე მეტი ვერ გავაკეთო.

ყოველ წუთას შეგვიძლია ვთქვათ, “შეჩერდი წამო, რა მშვენიერი ხარ!”

ეს ყველაფერი არსებობს, ეს ყველაფერი სამარადისოდ იარსებებს.

ამ ყველაფერს ორივე ვასაზრდოვებთ.

ჩვენ ერთად დავტკბებით…

Nov 18 2009, 11:15 PM

ეს წერილი ერთ-ერთ ქალურ Fორუმზე დავწერე “უმისამართო წერილების” თემაში .

თუმცა უმისამართო იყო, მაგრამ მაინც იპოვა ადრესატმა ))

Posted in მემორიზ, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , | 6 Comments »

10 152 საათი და 609 120 წუთი

Posted by vekoo on ივნისი 10, 2010

კარგა ხანია პირადულზე შევეშვი ბლოგვას, კარგა ხანია  ზომბად ვიქეცი . კარგა ხანია ვეღარ ამჩნევთ, რომ მე გული მაქვს .  კარგა ხანია ბლოგიც მივაგდე.

არადა მე მონატრება შემიძლია, სიყვარული და ერთგულება შემიძლია. სიყვარული შემიძლია !

მე ყველაფერი შემიძლია .

მე ყველაფერს შევძლებ.

თუმცა, დაივწყოთ თავიდან :

ხედავ რამდენი დრო გავიდა? აქ ახლა 1 წელს, ერთ თვესა და 27 დღეს აჩვენებს.

მთელი 10 152  საათი და 609 120  წუთი ჩვენ ერთმანეთით ვცხოვრობდით, ერთმანეთით ვსუნთქავდით და საშხაპეშიც ერთმანეთისთვის შევდიოდით.

ეს ერთგვარი რუტინაც შეიძლება  იყოს  ვინმესთვის : შენი ცხოვრებით ემსახურებოდე სხვას.  შენი ფიქრები დაუქვემდებარო სხვას, შენი ქცევას საზღვრავდეს სხვა ,  შენი გრძნობა მოიცვას სხვამ. შენი  გული მიუძღვნა მას .

რუტინაა ვითომ ეს? ეს ფერხულია, რომელშიც  ორივე თავით გადავეშშვით და ეხლა მხოლოდ მისით ვსულდგმულებთ .

ახლა უკვე სხვანაირად ჩვენ აღარ შეგვძლია !

ყველაზე კარგი კი ისაა, რომ აღარც გვინდა, რომ სხვანაირად შევძლოთ.

ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული .

ეს ფერხულიც გაჩერდება ოდესმე? ესაა კითხვა, რომელიც მე ამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად  არ მადარდებს .

მე არ მადარდებს ის, რაც   შეიძლება ან არც შეიძლება იყოს მომავალში. მე ვცხოვრობ შენით და დღევანდელი დღით, რომელსაც  შენ მე მჩუქნი.

შენ მე მარადისობა მაჩუქე. მე შენ მარადისობა  მოგიძღვენი ჩემს გულში, ტვინსა და ფიქრებში და ამ მარადისობას უკვე ვერაფერი შეერკინება .

არავის შეუძლია გააჩეროს დრო, ისევე, როგორც არავის ძალუძს მარადისობის დამონება .

მე და შენ უკვე ჩვენად ვიქეცით და ეს “ჩვენ”  მარადისობის საკუთრებაა .

ნუ შეეხებით მას .

Posted in ექსკლუზივი, მემორიზ, პიკანტური რეალობა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , | 11 Comments »

უკრაინელი ცოლი კაია?

Posted by vekoo on მაისი 25, 2010

აჰაა, მარი, გავხსენი ახალი პოსტის ფანჯარა, მაგრამ არც არაფერი. არც არაფრის წერა მინდა და  მითუმეტეს, არც სურვილი მაქვს.  გამიფრინდნენ მუზები და ვინც დაიჭერს ხელი კარგად მოკიდეთ, თქვენც არ გაგიფრიდნენ :დ

ჰო, დღეს ჩემ ნათესავს ველაპრაკე, გიოს, ეხლა უკრაინაშია, უკრაინელი გოგო მოიყვანა ცოლად და გაბლატავდა ბიჭი.  1წელზე  მეტი სკაიპში ელაპრაკებოდნენ ერთმანეთს და მერე გიომ ჩააკითხა და  2 კვირაში ჩამოვიდა, მერე წავიდა კიდე 1 თვეში და დარჩა იქ 1 წელზე მეტი. ხოდა, ამ ზაფხულს იყვნენ ჩამოსულები და პატარა ქორწილი გადაიხადეს აქ. 2 კვირაში ისევ  კიევში წავიდნენ და დღემდე იქ არიან.

წეღან ველაპრაკე, არასოდეს დამავიწყდება ჩვენი ბავშვობა და ერთად გატარებული თბილი დროვო …  ყველაზე მეტად გიოსთან ვიყავი მაგრად ამდენ ნათესავებში,  ხოდა ცოტა არ იყოს და მიტყდება ეხლა უკრაინელმა გოგომ რომ ითრია :დ ეხლა საუკუნეში ერთხელ ვნახავ ალბათ : (

ნუ, მთავარია, რომ გეგმებს ანხორციელებს და ყველაფერს იღებს რაც უნდა…

ისე, რიგითი ისნელი ბიჭის კვალობაზე, რომელიც მარტო მიზნებითაც კი გამოირჩეოდა გარშემომყოფებისაგან, უკრაინელი ცოლი და იქაური პერსპექტივა ცუდი დასაწყისი არაა : ))

გიო, მიყვარხარ და მალე ჩამოდი :პ

Posted in მემორიზ | Tagged: , , , , | 7 Comments »