ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Archive for the ‘მომავალი გროსმაისტერის ვნებანი’ Category

შეაჯანჯღარე

Posted by vekoo on თებერვალი 5, 2011

 

აუ, რა მინდა, ზედმეტი წინდებულებისა და შორისდებულევბის გარეშე შემეძლოს ნეტა წერა.ისე, ისე უაზროდ ვარ. 

აღარ შემიძლია.

უსაქმურობა.

ამავდროულად ათასი საქმე შუა გზამდეც მიუყვანელი.

ვწევარ, ვთამაშობ, ახალი შეგრძნებები.

არაფერი გამოდის,

ისე ვარ, თითქოს შეყვარებულს დავშორდი და ცხოვრებაში აღარაფერი მინდა.

როგორ ვერ ვიტან ამდენ საქმეს.

ერთადერთI, რაც მიშველის ისევ ეს to do list-ბებია.

ამის ჩემოწერადც რო მეზარება.

გადმოდით ჩემთან საცხოვრებლად.

ოთახში Iი საწოლიც მაქვს, იქ დაგაწვენთ.

მხოლოდ შემანჟღრიეთ ასეთ წუთებში.

და როგორ იწელება ეს წუთებიც.

კვირეებიად იქცევიან.

შემაჯანჯღარე.

აღარ მინდა სიცივე. აღარ მინდა ყინული.

მოძრობა მინდა.

დამალაგებნეთ აწეწილი საქმეები

 

Posted in განწყობისათვის, მომავალი გროსმაისტერის ვნებანი, ჩემი ბლადუნი | 2 Comments »

მებევრება

Posted by vekoo on თებერვალი 2, 2011

ყოველთვის, როცა არ ხარ, უსიამოვნო შეგრძნებები მაწვება. უსიამოვნო სურვილები შემომივლის და თავიც უაზრობებით მებერება.

როგორ მებევრება დრო უშენოდ.

დაყარე კარტები, ჩემთან წამოდი.

გელოდები !თუმცა, არა, შენ ისევ თამაშობ და მე მარტოს მიწევს ბოდიალი. 

უშენობით უსაქმური ვხდები.

ჩემი საქმე ხარ, ჩემი სურვილი.

ჩემი სუნთქვა და ჩემი წყურვილი.

მომენატრე, მენატრები, მენატრებოდი.

დაყარე კარტები, დაჭკნა ვარდებიც.

კვლავ მიყვარდები.

შენ გეზიზღება , მე კი – მიყვარს.

მე ვცხოვრობ ინტერნეტში, შენ – გაცხოვრებ.

თამაში გირჩევნია? ჰოდა, თამაშობ.

უბრალოდ, მარტოს ნუ მტოვებ

ძალიან მებევრები

________________________________________

ნახავ და მეტყვი: “როგორ მოგნატრებივარ, რა გეშველება უჩემოდო”.

არც არაფერი.

ჩემთან წამოდი.

2009

Posted in მომავალი გროსმაისტერის ვნებანი, პიკანტური რეალობა, პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , | 9 Comments »

ფანტაზია ქაფებში VS შიშველი ზომებები

Posted by vekoo on ოქტომბერი 14, 2010

დავდივარ და საქმე ვერ მიპოვია, ვზივარ და რა ვაკეთო არ ვიცი. უსაქმოდ ვარ და მოწყენილობა მკლავს, უამრავი რამ მაქვს გასაკეთებელი და მაინც უსაქმურობაზე ვწუწუნებ.
რაღაცა დოზანისმაგვარმა შემომიტია მემგონი.

BBC_Chanel-ის გუშინდელი დილის გადაცემას ვუყურე – რაღაც ახალი ვირუსი გავრცელებულა და ადამიანს უბრალოდ მიწასთან ასწორებს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით : ტვინის ნაოჭებს უსწორებს და ჩლუნგდება .


მეც ეგ ვირუსი შემეყარა მემგონი.

ბებიები და ბაბუები ასეთ გამოთაყვანებას სულ სხვა რამეს აბრალებდნენ წლების წინ : “სიყვარულმა შენ კი არა, გადარია ტარიელიო” ღიმილით მიაგებებდნენ შვილიშვილებს.
მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს არაფერ შუაშია.

უბრალდო გა-მ-ოვ-თ-აყ-ვანდი!

წინ და უკან უაზროდ დავბოდიალობ და არაფერს ვაკეთებ, არადა თავში უამრავი გეგმა მაქვს და ეხლავეც რომ დავიწყო ნახევრამდეც ვერ გავალ დღეს.

ბი-ბი-სი-ზე პრევენციულ ზომებზე არაფერი უთქვამთ, ალბათ, გამოიგონებენ რამე წამალს და მეც განვთავსიუფლდები.
ისე, ნეტა საქართველოში მსგავსი ანალოგი კიდეა? თუ მარტო მე ვარ დაავადებული?

რაღაც არა მგონია. ნახევარზე მეტს უსაქმურობისგან მაზოლები აქვს გამოსული სხეულის სხვა და სხვა ადგილებში.

და ამ დროს მობილურის ზარი, რამოდენიმე წუთიანი ტელეფონზე ლაპარაკი: ქალაქს ზომებებმა შეუმოუტიეს : |

“- მერე, შენ რას აკეთებ?”
“- მთელი 3 დღეა მაგათ დავდევ და ვხოცავ”.
“- ბევრი დახოცე?”
“- კი, ძააან ბევრი”.

 

წარმოვიდგინე როგორ დარბის ხმლით ხელში და “ჭახააან ჭახან!” ძვლებში ტეხავს ზომებებს.

“-როგორები არიან?”
“-ჩვეულებრივი შიშველი ადამიანებივით, უბრალოდ მოვარდისფრო კანი აქვთ”.
“- როგორი?”
“- მოვარდისფრო, ცისფერში რომ გადადის” – o_O ვარდისფერი ცისფერში გადადის? : O
“- შენც ზომბი ხომ არ ხარ?”
“- არა, ჩემთვის არ უკბენიათ.”
“-მართლა არ ხარ ზომბი? იქნებ ხარ და მიმალავ და მოხვალ და მერე მეც მიკბენ : | ”
“- არა, ვეკო. ზომბი იმ შემთხვევაში ხდები, თუკი შენ გიკბენენ და მე 3 დღეა სულ ვხოცავ და ჯერ არცერთს არ უკბენია”.
“კაი, მაშინ მალე მოდი სახლში რა. თბილ აბაზანას გაგიმზადებ, ქაფებში გაბანავებ, მასაჟს გაგიკეთებ და მერე ბევრს მოგეფერები”.
“- კაი, უკვე სახლის კიბეებზე ვარ, ამოვდივარ”.

ეძინა და ისე მელაპრაკებოდა .

პ.ს. ბი-ბი-სი-ზე news კი ალბათ, ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო.

Posted in განწყობისათვის, მომავალი გროსმაისტერის ვნებანი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , | 10 Comments »

გვასველებს

Posted by vekoo on ოქტომბერი 12, 2010

♥ ფანჯრებზე წვიმის წვეთები, ერთი… ორი… სამი … სწორი თმები სავარძელზე გადაწოლილა, დაზაგრული მკლავები ერთმანეთში გადახლართულა, იქით ორივე ხელი შავ და სრიალა საჭეზე.

“წვიმა მოგონებებს ასველებს …”

ნაცნობი მელოდია, ნაცნობი სურნელი, ნაცნობი სასურველი სახე …

და ნაცნობი მისტიური მიდამო .

“წვიმის ნაკვალევში შენ სახეს , მე ვეღარ გავარკვევ რა მინდა … “ – იღვრება რომელიღაც FM-იდან ნაცნობი მელოდია . ნელ-ნელა მეც მიჭირს გავარკვიო რა მინდა

იქვე სათავარძელთან სათავსოში გადანახული ვისკი . ერთი, ორი, სამი ყლუპი და სასიამოვნო სითბო სხეულში.

რა ლამაზი ყოფილა ღამის თბილისი, ათასფერი მბჟუტავი წერტილი ჰორიზონტზე. თუ ეს თბილისი არაა? უკვე ფიქრის ძაფი წყდება სასმელისგან,- ეს რომელიღაცა ახლომდებარე ქალაქია.

“წვიმა მოგონებებს ასველებს … “

სიცივემ მოიტანა, სასმელი დავამატე, – გრადუსმა მოიტანა .
სითბო მომინდა, გულში ჩახუტება, ძლიერი მკლავები …

აი პირველი ვარსკვლავიც ცაზე,- უკვე დაღამდა. ერთი მოსახვევიც და მივედით.

რადიო ისევ თავისთვის ხრიალებს . ეხლა უკვე ორნი ვსვავთ ერთი პირიდან .

[Fლიაშკასაც ქონია პირი]

ვსვავთ და ვთბებით, ვხურდებით, აღარ გვემორჩილება აზრები, აღარც თმები – თავისით იშლებიან მხრებზე …

და კვლავ ნაცნობი მელოდია:

“წვიმა მოგონებებს ასველებს … “

Posted in განწყობისათვის, მომავალი გროსმაისტერის ვნებანი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , | 6 Comments »

მე თუ შენ ცხვირიდან ძმარი არ გადინო

Posted by vekoo on სექტემბერი 27, 2010

გახსნაც არ მინდა პოსტის ფანჯრის, მაგრამ ეგოისტი შემომიჩნდა.

მომავალში ამისთვის ან მადლობას ვეტყვი ან …

არც კი ვიცი რა დავწერო, არ მინდა იმაზე საუბარი, რასაც ვგრძნობ ან რასაც განვიცდი.

რომ ვთქვა მერე მე ვეღარ ვიგრძნობ, ჩემი სატკივარი უკვე თქვენიც გახდება და მე შემიმსუბუქდება. ეს კი არ მინდა .

მირჩევნია ისევ მე ვიყო ტრავიალურ განწყობაზე.

[ თუ ვინმემ იცით რას ნიშნავს ტრავიალური ნუ დაიზარებთ, მითხარით. უბრალოდ წინადადებას მოუხდა და დავწერე.]

ეგოისტო, ამ პოსტს შენ გიძღვნი, უბრალოდ არ შეიძლება სხვას მივუძღვნა.

ოდესღაც ერთი კარგი ბლოგი აღმოვაჩინე , ესტუმრეთ: “მე თუ შენ ცხვირიდან ძმარი არ გადინო”.

პ.ს. ვიცი საბოლოოდ ისევ ბლოგი მიშველის. თუმცა, ამის იმედი არის, შანსი – არა.

ასეთი არეულია ჩემში ყველაფერი, თუმცა, ამ ოთახში ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. მეც ზუსტად ვიცი როგორ დავალაგო

Posted in მომავალი გროსმაისტერის ვნებანი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: | 6 Comments »

Night-club "A-go-go" და სატაცურები უელსურად – ღრუბლების ზღვაში ტერფებს ვისველებთ

Posted by vekoo on სექტემბერი 22, 2010

1 წელი, 5 თვე და 7 დღე. ტრადიციასავით მექცა ყოველი პოსტის წინ ამის გახსენება .

პოსტს სტინგის “the best-ebit” ვწერ. ეხლა seven day-ა პლეილისტში შოუ ონ-ზე. რა საჭიროა ამდენი ქართულ-ინგლისურ-ამერიკულ-ანგლიკანური სიტყვები?!

უბრალოდ, გაორებას აქვს ადგილი. ენა კი ერთი მაქვს, აზროვნებაც ერთ გონებაშია თავმოყრილი, ხელები ორი მაქვს, მაგრამ შეთანხმებულად მუშაობენ და ყველაფერი ერთის მიუხედავად ამდენი გაორებული აზრი სეტყვასავით აწყდება ტვინის ხვეულებს და ვერაფრით აღწევს სტატუს მე-მდე.

ბავშვობაში ვგიჟდებოდი ამ სიტყვაზე : Status-Q . მეგონა მარტო მე ვიცოდი და მხოლოდ ზედმეტად განათლებულმა ადამიანებმა , არადა ერთ ჩვეულებრივ ბროშურაში მქონდა ამოკითხული : დებატების ხელოვნებას ვეუფლებოდი მაშინ . ეს დაახლოებით იმის მსგავსია, ადამიანს როგორ უთხრა სლე ხარო ისე, რომ არგუმენტების ზღვაში ჩაძირო და უკან დასაბრუნებელი არაფერი ქონდეს, იმიტომ რომ ყველაფერი ცასავით ნათელია.

Gordon Matthew Sumner

I’m an Englishman in New York დაიწყო უკვე.

არადა, კარგი კაცი იყო, ადრე ადრე, სულ ადრე, სანამ ჯერ ისევ ნიუქასთლის ახლობლად ცხოვრობდა პატარა ქალაქში და ღამ-ღამობით კლუბ “A-go-go”-ში Jimი Hendrix-სს უსმენდა და ჭიქა ვისკის წრუპავდა …

მე კი ჯერ ღამის კლუბშიც არ ვყოფილვარ ნორმალურად. ინგლისი და სანუკვარი ლივერპული ჩემგან ძალიან შორსაა, არც უელსის საგრაფოში შემიძლია გადავიპარო ბატების მწყემსავ გლეხის ბიჭებთან ერთად და იქაური კარალიოკი ვიგემო.  (იცნობთ ალბათ, ან და სერჟ გალონების გავლენაა ანჟელიკადან)

მე ვერც სახლიდან გავიპარები ღამის კლუბში და ვერ მოვიწამლები ჯიმი ჰენდრიქსის გიტარით.

ვერ ვაწვალებ ვისკის ჭიქას და ვერ გავაპრიალებ მის კიდეებს ტუჩებით.

ვერც გამთენიისას მივალ სახლში მუსიკისგან გაბრუებული.

ალბათ, არც არასდროს შევჭამ იქაურ სატაცურებს…

მე ჯერ მხოლოდ ის შემიძლია ღამის open air-ზე წავიდე, ცხვარიჭამიაში მიტოვებულ პიონერთა ბანაკში 2კიჯას, ობრის და ყვავას მოვუსმინო და ფსიქოდელიურ ტრანსში ჩავიძირო, – ეს მოჩვენებითად, თორე რეალურად არც ეს შემიძლია : მაინც არაა ჩემი ეს , მე მაინც მორისონი მიტაცებს და ალბათ, ვერც ვერასდროს გავსინჯავ უელსის საგრაფოში კარალიოკებს…

პ.ს. უელსში მოყვანილ კარალიოკზე ვოცნებობდი – ერთხელ ძალიან ვთხოვე და 300 კმ-ის მოშორებით, საქართველოს მეორე ბოლოდან ჩამომიტანა ერთი ცალი დიდი მწიფე კარალიოკი აჩომ. მე მასთან ერთად ზღვის დონიდან 3000 კილომეტრზე პარაშუტიდან ფეხებგამოყოფილებს ღრუბლების ზღვაშიც დამისველებია ტერფები, ერთად ყველაფერი კარგად გამოგვდის : )

Posted in მომავალი გროსმაისტერის ვნებანი, ყველაფერი ჩემზე, ჩემი დიაზეპამი | Tagged: , , , , , , , , | 6 Comments »

მოშიშვლებულ ფეხებზე მონადირენი

Posted by vekoo on სექტემბერი 6, 2010

პოსტი ეძღვნება ყველა დახამებულ ბიჭს

გრძელი, სწორი და შოკოლადისფრად დაზაგრული ფეხები ლამპიონის შუქზე მაცდურად ელავენ, შოკოლადისფერივე მოკლე შორტი კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ასევე შოკოლადისფერ ღია სანდლებს.

ქუჩა ცარიელია და მხოლოდ ლამპიონები ანათებს, ერთ მხარეს მთელ ჩაყოლებაზე თეატრის შენობაა მეორე მხარეს კი – ლამაზი სკვერი.

სულ 50 მეტრში ქალაქის ხმაური იწყება, – ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი. გოგონაც იქით მიიჩქარის.

სიჩქარეში თმა მთლად გაეწეწა და მხრებზე შავ აღელვებულ ტალღებად ჩამოეყარა, ფეხს აუჩქარა – ერთი სული აქვს სანამ საყვარელ თვალებს შეეგებება და ნაოცნებარ მხრებში ჩარგავს თავს, გაიტრუნება.

იმ წუთას არ გრძნობს არაფერს ამ ქვეყნიურს, ჰაეროვან გრძნობას ჰაერივივით დაჰყავს გადახურებულ ასფალტზე.

უკნიდან შავი მერსედესი დაინახა და ფეხს აუჩქარა- უნდა გადაასწროს ქუჩაზე . მანქანაში ბოლომდე ჩამოწეული ქონდათ შუშები, ამ დროს ერთი ბიჭი წელამდე ამოიმართა ფანჯრიდან და
“- გოგონა, გამარჯობაააა”, – დაუძახა.

არადა, როგორი ამაღლებული გრძნობით მიდიოდა გოგო, რაღაც ჩაწყდა შიგნით.

ძნელია როცა მხოლოდ სპეტაკზე ფიქრობ და ამ დროს სირები ბინძურ რეალობას განახებენ.

მოშიშვლებულ გრძელ ფეხებზე მონადირენი კი კვლავაც ხამებივით დადიან და თუკი მათთვის ძმაკაცის უბნელის მამიდაშვილის მანქანაში ადგილი მოიძებნა ბედნიერები არიან და თავი უკვე კაცები გონიათ.

Posted in ექსკლუზივი, მომავალი გროსმაისტერის ვნებანი | Tagged: , , , , , , , | 15 Comments »

მეუსაქმურე

Posted by vekoo on ივლისი 17, 2010

Alanis%20Morisette%20-%20One.mp3

კიდე რისი დროა? მმმ , ნეტა, რას იტყოდნენ ამ დროს უსაქმური კაცები …
კაცები : ) ფართო მცნებაა : D
დიდი ხანია კაცები ორად გავყავი : შენ და ისინი ; ) გირჩევ შენ და ვუარყოფ მათ. [ მე კი ვისაც ვუარყოფ არასოდეს, არასოდეს ვუბრუნდები ]
შეგეშინდა? მოიცა, დავფიქრდები … მეც მეშინია .
დავფიქრდი . ა, თურმე ფიქრისც შემძლებია , – მიკბენს შურიანი ))
ფიქრი კი, სხვა რამე- არა . რა სხვა რამე? ყველაფერი, რაც უნდა შემეძლოს.
ხოდა, მე ჟანეტი მიყვარს, ჩემი ჟანეტი, ჩემი ფრანგი გოგო ♥
კიდე რა მიყვარს? კიდე ცაში ღრუბლებზე სირბილი და ტბაში ბანაობა მიყვარს. : ))
გაგიკვირდა? მეც მიკვირს ამას რომ ვწერ .
ჩემი დილის მეგზური კბილის ჯაგრისი და ეპილატორია . და მერე მთელი დღე რა კარგია ოთახებში ფეხშიშველა ტანტალი … ♥
მიყვარს ფეხშიშველა, შენ მიყვარხარ .
თუმცა, ეხლა სიყვარულის დრო არაა. უსაქმურობის დროა !

პირადი ბლოგები, ბლა ბლა ბლა, არადა სხვა რამეზე წერაც არ შეიძლება …

  • “და მე სიყვარულს დავეძებ ყველგან,
    გაზაფხულიდან გაზაფხულამდე,
    როს აფეთქდება მთრთოლვარე ყლორტი
    და სუსხავ ძალას დაკარგავს მთვარე!”

ვწერდი 15 წლისა. ხოდა, ვიპოვე ეს სიყვარული და ერთი თხოვნა მაქვს :
მეუსაქმურე , აჩო …

Posted in მომავალი გროსმაისტერის ვნებანი, პიკანტური რეალობა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , | 2 Comments »

და ორღობეში გასრიალდა სადღაცა გველი

Posted by vekoo on ივლისი 11, 2010

მძიმე აღმოვჩნდი, ვერ გამიძლო მე სუსტმა მხარმა,
აუტანელად იძრცვებოდა სული ვნებებით,
აღარ მაქვს ძალა შევერკინო გრძნობების ნაკადს
და დასაბამი ჩემს წიაღში მივცე სვენებით.
იღლება გული, ვეღარ უძლებს მოწოლილ დარდებს
ჩემ სასთუმალთან ძველი ჩიტი საკმეველს აკმევს.
არ შეიცვლები! წარსულს გაყვა ზმანება ავის?!
მოიცა, შესდექ, არ ჩააგო ნაწრთობი ხმალი!
შენ აღარ მოხვალ, არც მე დავრჩი ხელით უხლები
და სათითაოდ ცრუ ცხოვრებამ დამრია ხელი,
ჩვენი ბრალია, ყველა ცოდვა ჩვენ მხრებზე გვაწევს
ჩვენვე მოვკალით ის, თუ რასაც უმღერდნენ ასე.
უკვე გათენდა, აღარა ჩანს ვარსკვლავი ერთი
და ორღობეში გასრიალდა სადღაცა გველი .
სიოს ნიავი ძველი კაკლის კენწეროს არხევს
თუ მოხვალ, მოდი, მე აღგადგენ, ამისი გწამდეს!

Posted in მომავალი გროსმაისტერის ვნებანი | 6 Comments »

ქვა

Posted by vekoo on ივნისი 21, 2010

მინდა 2 წლის შემდეგ ან 2 წლით უკან გადავახვიო დრო.

ბედნიერი და მეოცნებე, ოპტიმისტი და იღბლიანი ვგონივარ ხალხს. ზოგჯერ ფეხებზე მკიდიაც და უგულოც . წყნას ვერც კი მატყობენ, ჩემი გულის ტკივილი უცხოა მათთვის.

არადა, მე ხომ ასეთი სათუთი ვარ ( : D ) , ამიტომ, რომ არ დავიბზარო და რომ არ გავტყდე გულში ქვა ჩავიდე და ისე დავდივარ.

რა მოხდა, ჩემ ერთ მეგობარს , რომელიც გოგოა, მაგრამ ბიჭიცაა შარვალში რეზბაზე თუ აქვს მიბმული, მე ქვის გული მედოს რა მოხდება ?!

ოღონდ ერთი პრობლემაა, ქვა რომ ხურდება სითბოს ძალიან დიდხანს და ძლიერად ინარჩუნებს და მეტისმეტი თუ მოუვიდა, ბოლოს თვითონაც შეეწირება და გასკდება გული, დაიმსხვრევა.

ეგრე მომივა მეც ვიცი .

Posted in ამოხეთქა, მომავალი გროსმაისტერის ვნებანი, პიკანტური რეალობა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , | 8 Comments »

ოპტიმისტი და რისკიანი – მახასიათებენ

Posted by vekoo on ივნისი 12, 2010

– ზედმეტად ამყოლი ხარ – აი, მაგალითად, მე – ძალიან ამყევი .

– ჰო, ვიცი, ადრეც ხო მითხარი. ძალიან მენდე მაშინ, როცა ჯერ არ მქონდა ამის უფლება მოპოვებულიო.

– ჰო, კიდე  2 – ძალიან ოპტიმისტი ხარ, ყოველთვის გაქვს იმედი. ძალიან რისკავ და ისეთ საქმეებზე რისკავ, რომ რომ არ გაგიმართლდეს მაგრად დაგერხევა …

– ცუდია ოპტიმისტობა? და გაიხესნე აბა მერე როდის არ გამიმართლდა ?

– ეხლა ვერ ვიხსენებ, ჯერ ისეთი არაფერი დაგმართვნია ,  მაგრამ ხშირად რისკავ, თუნდაც ელემენტარული გამოცდებზე, თუნდაც ურთიერთობებში. თუნდაც ჩემთან , – რამოდენიმეჯერ ვიგრძენი, რომ ჩემ დაკარგვასაც რისკავდი .  ყოველთვის გაქვს იმედი, რომ მაინც შენთან მოვალ, რომ არ დაგტოვებ .

– ეს იმედი არაა. მე ეს ვიცი და ჯერ მოლოდინი არ გამცრუებია არც შენთან და არც სხვა რამეში . ისე კი , მართალი ხარ.  იყო დრო მართლა ისე ვიქცეოდი უკან დასახევ გზას არ ვიტოვებდი …  არც შენთან . მაინც ყოველთვის ვიცი, რომ მე ვერასოდეს დამტოვებ .  თუმცა, ახლა ამას აღარ გავრიკავ.

– ამას ახლა ამბობ, თორე საქმეს–საქმეზე რომ მიდგება აღარ გახსოვს ეს და ძველებურად მაწვები .  კიდე, ბავშვურად ცელქი და ონავარი ხარ. ხანდახან ასე მგონია, რომ მომავლაზე არ ზრუნავ, არადა ზუსტად ვიცი, რომ ხშირად ფიქრობ მაგაზე.

– არც ისეთი მოსაწყენი ცხოვრება მაქვს, რომ თითოეული ქმედება ზუსტად გავთვალო და  მერე ამ ნაბიჯებით ვიარო წინ. კუს ნაბიჯებით.  კიდე რას იტყვი ჩემზე?

– კიდე? კიდე ის, რომ გარშემო ყველა დებილი გგონია, არადა არ არის ეგრე. მეც დებილი გგონივარ, მაგრამ ოოო რა იცი რა ჭკვიანი ვარ :  პ

– :დ მართლა დებილი მგონია  ბევრი . ეს ცუდია, კონცენტრაციის უნარს მაკარგვინებს მერე .., შენ კი დებილი არ მგონიხარ. ჩემზე მეტად ჭკვიანი ხარ, მაგრამ ამ ჭკუას ხშირად ვერ იყენებ : დ

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მეტი აღრ მახსოვს, არადა საინტერესო დახასიათება გამოვიდა ჩემი უარყოფითი მხარეების.

ისე კი, ვინ იცის რომელია უარყოფითი და რომელი დადებითი.

ყველაფერი შეფარდებითაო ამ ქვეყნიერებაზე .

ფარდობითია ყველა და ყველაფერი .  ხოდა, მოდი და შეეწყვე ეხლა ყველაფერს.

ამიტომაც ვარ ის, რაც ვარ და არ ვცდილობ მოვერგო სიტუაციებს, მე ის ვარ რაც ვარ შინაგანად და  მართლა არ მინდა ხელ–ფეხში თოკები გამიყარონ და ცხოვრებას მარიონეტად ვექცე .

ბლოგის იმ მკითხველებს მივმართავ, რომელთაც ჯერ ა ქ არ დაუკომენტარებიათ, მაგრამ ვიცი  მკითხულობთ  :

ჩემი თავი ამ რისკიან კაცს მაგონებს, მსოფლიოს რომ აოცებს არაორდინალური საქციელით, გამბედაობითა და შემართებით, ბეწვის ხიდზე რომ დადის … მაგრამ მას ფეხქვეშ ყოველთვის წითელი ხალიჩა კიარადა ფუმფულა ბალიში ეგულება 😉

დაამატეთ ჩემი უარყოფითი თვისება, თუნდაც დადებითი,  ის მაინც თქვით კარგია თუ ცუდი ოპტიმისტობა და რისკიანობა ?

ერთგულმა მკითხველებმა  კი ისედაც იცით რა უნდა გააკეთოთ : )))

Posted in მომავალი გროსმაისტერის ვნებანი, პიკანტური რეალობა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , | 5 Comments »

ჰუმანიდების დეგრადაცია თუ თხუნელების რეგრადაცია (?!)

Posted by vekoo on ივნისი 3, 2010

მე ჩემით შემიძლია მივიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.  საკუთარი სურვილის მიხედვით შემიძლია შევცვალო ჩემი ცხოვრება, სხვისი ცხოვრება.

დღეს ვუყურებდი როგორ იქცევიან “სხვები” გარკვეულ სიტუაციებში და  ერთადერთი აზრი ამ დროს იყო : რა  მხდალები არიან ხშირად ადამიანები …

მე მიხარია, რომ თუნდაც სხვების სისუსტის დანახვის ხარჯზე საკუთარი სიძლიერე აღმოვაჩინე. აღმოვაჩინე ის, რაც ყოველთვის იყო ჩემში.

ჩემს წარმოსახვაში აი, ზუსტად ასეთ ჩონჩხები არიან ისინი, ზუსტად ასეთი ცოცხალ–მკვდარები ხართ თქვენც , რომლებსაც არ შეგწევთ ძალა გაუმკლავდეთ სიძნელეებს, რომლებსაც არ შეგიძლიათ ცხოვრებას ჩახედოთ თვალებში და პირობლებემს პირისპირ შეეჩეხოთ . ამიტომ იმალებით და თქვენი სამოსელიც , შექმნილი მზის საჭვრეტად,  მიწისქვეშა სარდაფებში შიშით დამალული დაობებულა და თხუნელებს დამსგავსებულხართ.

მე კი მიხარია რომ შემიძლია ამაყად ვატარო ადამიანის  სახელი . მე შემიძლია განვითარება.

Posted in მომავალი გროსმაისტერის ვნებანი, ჩემი ბლადუნი | Tagged: , , , , , | 5 Comments »