ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Archive for the ‘სასურველია იცოდეთ’ Category

დილის რევიუ – იკებანა და კაბა

Posted by vekoo on იანვარი 27, 2011

გამარჯობათ, კიდევ ერთი ახალი პოსტი კიდევ ერთ ახალ ბლოგზე. ყველას გთხოვთ, შემისწორეთ თქვენ ბლოგლისტებში მისამართი- ამის მერე მხოლოდ “.ge”-თი შევიცვლები.რაზე ვაპირებ ახალ ბლოგზე წერას? გამოცდილებას გაგიზიარებთ. რა შეიძლება გააეკეთოთ ე.წ. “ფანჯრების” დროს. 

ვიწყებ ჩემი ისტორიით:

სამშაბათი. დილა 10 საათი.

  • ჩემი საქმე მოვითავე და თავისუფალი ვარ.
  • დილით ზუსტად 9 იყო ავერსის კლინიკაში ვიყავი, ჩემი ანალიზების პასუხებს [1 კვირის დაგვიანებით] როგორც იქნა, მივაკითხე და წამოვიღე. ექიმთანაც შევიარე – შედეგები ჩაიწერა და გამომიშვა.
  • ეხლა სადღაც პეკინსა და კოსტავას შუაში ვარ გაკვეტებული, ვზივარ ხის სკამზე და ვფიქრობ რა ვქნა.
  • ამ ახალ ჩექმებზეც რითი ვერ დაჯდა ეს ბეწვი შიგნიდან, რომ აღარ მომიჭიროს თითებზე. მტკივა. უკვე გაუსაძლისად. ჯერ 4-ედ მაცვია, 1საათზე დიდი ხანი ფეხზე თუ ვდგავარ, მერე უკვე მტკივა : |
  • ხელში დიდი პარკი მიკავია და უზარმაზარი ჩანთა მკიდია კიდე მხარზე – 2 დღის ტანსაცმელები და სხვადასხვა სატენები, გრძელი შნურები.
  • ეხლა ჯერ კიდევ ისეთი დილაა, მეგობრებს ან უეჭველი სძინავთ ან ვისაც არ ძინავს სამსახურშია და ვერ მივადგები. რომც ეღვიძოთ, მიტყდება  : |
  • აჩომ დამირეკა, აღარ წავალ და გამოგივლიო, –  სულ ძალით გავაგდე – არ მინდა ჩემ გამო [უკვე მერამდენედ] აცდენდეს – საკმარისად ვუცვლი ამ ბიჭს ცხოვრების სტილს და ამ ეტაპზე საკმარისია. ჯობია იმან ჯერ თავის საქმე მოითავოს და მერე ვნახავ. – როგორღაც რამოდენიმე საათი გავძლებ.

– მაკდონალდსში შედი, გამოიცვალე და იქ დამელოდეო, – რა ტუპიაკი ვარ, ჩანთაში 10-ჯერ იმაზე მეტი ფული მიდევს, რაც დამჭირდება, რომ  მთელი დღე გადაბმულად ვჭამო, მაგრამ ჩემით ვერ მოვიფიქრებდი. არ მიყვარს მაკდომალდსის მენიუ : |
შევედი, რაღაცები შევუკვეთე, კედლის  II მხარეს მოვკალათდი, დავყარე ნივთები და ეგრევე ტვალეტში გავვარდი პარკით. – ვინც უნდა მოიპაროს ჩემი ჩანთა )) 

ნეტა იცოდეთ, რა ბედნიერი გამოვედი – დაბალი ჩექმები მაცვია და ისეთი რბილია მიწა კიარადა, იატაკი რომ დავდივარ –  ასე მთელ მსოფლიოსაც ფეხით შემოვივლიდი ))

ვიჯექი, კოლას ვსრუტავდი, ვჭამდი, მერე წავედი თმები დავივარცხნე, მოვიწესრიგე, მერე ისევ მაგიდასთან დავჯექი, თან გარეთ ვიყურებოდი თან მაკიაჟის ჩანთა ამოვალაგე. ნელ-ნელა და გემრიელად ვისმევდი სახეზე ყველაფერ საჭიროს. ამდენი ხანი არასოდეს დამიხარჯავს მსუბუქი მაკიაჟისთვის, ნახევარი საათი მარტო სახეზე ფერს ვიჯენდი )) ისეთი საყვარელი პროცესი იყო, ისეთი )) მადლობა ღმერთს, რომ ასეთი დილა იყო და გარშემო ჯერ არავინ იჯდა 1-2 კაცის გარდა ))

მერე საყვარელი დესერტიც დავაგემოვნე , ვგიჟდები შოკოლადიან ნაყინზე ))  და წამოვედი [ აქ ალბათ პერსონალმა მშვიდობით ამოისუნთქა] 

მერე პეკინზე ჩავისეირნე, შევიარე მაღაზიებში, რატომღაც, შავ სამოსზე ჩავიციკლე- 2 მოკლე კაბა და 2იც გრძელი ზედა ამოვარჩიე და მოვიზომე.

კაბები არ მომეწონა, 2ი ზედიდანაც 1 ძალიან გრძელი იყო და 1ც ზედა კი არა, კაბა აღმოჩნდა :დ თან ისეთი მაგარი კაბა, რომ ეგრევე მომნუსხა )) უკვე იდეები მომაწვა სად და როგორ ჩავიცმევდი ამ კაბას, რა ლამაზი ვიქნებოდი. მარა   რა თქმა უნდა, წელზე ფართო მქონდა – ჩემი სენია, იმდენად წვრილი წელი მაქვს, აფსოლიტურად ყველაფერი დიდი მაქვს წელზე.  არაფერია, ვიფიქრე 2 ზომით პატარას ვნახავთქო, მაგრამ სტანდარტულები ყოფილა ((
დავრჩი კაბის გარეშე, არადა სულ არ ღირდა ძვირი : (( გადაკეთებული კიდე არ მინდა.

ამასობაში 1 საათიც მოვიდა და აჩოც თავისუფლდებოდა. რუსთაველზე გავედი, რა ლამაზი იყო დილის ცა ქაშვეთის თავზე )) 

იქვე მიწისქვეშაში ჩემი უსაყვარლესი “იკებანა” ვიყიდე – კროსვორდების გაზეთი – ვგიჟდები იაპონურ ხატვაზე.

რაღაცა ჰაეროვანი დილა გამომდიოდა, მერე ფილარმონიასთან ჩავედი, – რა კარგია იქაურობა ამ დროს – მხოლოდ ბავშვები და მოხუცები,  და მტრედები კიდე ))

იქვე მზიან ადგილას სკამზე ჩამოვჯექი და იაპონური ხატვა დავიწყე. ვერც კი გავიგე როგორ გავიდა ნახევარი საათი .

უცებ თავზე ვიღაც დამადგა, მხრებზე ხელი მომხვია და ყელში მაკოცა – ჩემი აჩო მოვიდა ♥ ♥ ♥

ვისაც გაინტერესებთ რისთვის მინდოდა ტანსაცმელი ან ამხელა ჩანთები, რას ვგეგმავდი საღამოსთვის თუ რა გადამხდა თავს იმ ღამეს, დაელოდეთ შემდეგ პოსტს ბლოგზე

to be continued

Advertisements

Posted in ექსკლუზივი, ივენთ-განხილვა, სასურველია იცოდეთ, ყოველდღიური | Tagged: , , , , , , | 5 Comments »

Exceptional Sucks

Posted by vekoo on ოქტომბერი 3, 2010

მჭერმეტყველება – საძულველი სენი ;

იყო დრო, როცა დიდ პატივს ვცემდი ხალხს, რომლებიც გაუჩერებლად და გადამბულად ლაპრაკობდნენ ზოგადსაკაცობრიობო თუ ღრმად ფილოსოფიურ საკითხებზე და მჭერმეტყველების ზენიტს აღწევდნენ, პირიდან ვისკის სუნი ამოსდიოდათ და თითებში სიგარეტი უხრჩოლავდათ.

ძირითადად ისინი  მუდამ მომცრო ზომის შავი ბლოკნოტებით- უბის წიგნაკებით მოძრაობდნენ, ყოველ შესაძლო შემთხვევაში განმარტოვდებოდნენ და შავი ფანქრით/პასტით ლექსებს თხზავდნენ ან სულაც მოშორებით ფანჯარაზე შემოსკუპდებოდნენ/გადაჭრილ კუნძზე ჩამოჯდებოდნენ, თვალებს სადღაც შორს გააშტერებდნენ და ფიქრებით “ტრანსში” ვარდებოდნენ.

ერთი სიტყვით, არ აითქვიფო ბრბოში და იცოდე შენი ნიშა კარგია, მაგრამ ამგვარი მარაზმად ქცეული განსხვავებულობა უკვე : |  exceptional sucks

ნუ ცდილობთ ჩვენი, ჩვეულებრივი მოკვდავების თვალში ასე ამაღლდეთ, ცაში იფრინოთ და ზეციდან დაგვმოძღვროთ. თორე ბოლო ნათელია ..

სასაცილოა თქვენი დემაგოგია.

გავიდა ის დრო, როცა ცხოვრებაში “თავის გადასარჩენად” და “პალაჟენიის დასაყენებლად” მოსაუბრის დაბოლება უმარტივესი ხერხი იყო .

ნუ ჩამორჩით ცხოვრებას, მარტივი და ლაკონური აზრები/მსჯელობა უფრო აწევს ჩაობებულ სტატუსს მეშვიდე ცაზე ( რისკენაც ესერიგად მიილტვიან მავანნი) .

ნუ ჩამორჩით ცხოვრებას, დრო ფულია და არავინ აპირებს ფული უინტერესო ინვესტიციაში დააბანდოს.

Posted in ამოხეთქა, პიკანტური რეალობა, სასურველია იცოდეთ | Tagged: , , , , , | 9 Comments »

მტერგობარი – Frenemy

Posted by vekoo on ოქტომბერი 1, 2010

არც ისე ცუდია, როცა შენი მეგობარი შენი მტერი აღმოჩნდება, ან სულაც მტერი მეგობრად მოგეპარება.
მეგობარი თუ მტერი ბედის ირონიით ორივე ჩემთან ახლოს მყავს,-
ასე მტერი ამჯერად ჩემი მეგობარია, მე მას ვუერთგულებ და  მისი საყრდენი გავხდები ცხოვრებაში.
მე ის ახლოს მყავს და ყურადღებით ვუთვალთვალებ.

ხოლო როცა რამე შეეშლება, ამ საყრდენს გამოვაცლი.


სამოყვროდ მოსული მტერი ყველა მტერზე უარესია. ზუსტად დავინახე

“ღმერთო, დამიფარე ცუდი მეგობრებისგან, მტერს მე თავად გავუმკლავდები”

Posted in განწყობისათვის, სასურველია იცოდეთ | Tagged: , , , | 10 Comments »

როცა თოხლო კვერცხი ხარ და სხვისიც გაღიზიანებს

Posted by vekoo on სექტემბერი 4, 2010

რატომ მინდება ხოლმე წერა მაშინ, როცა ტკივილამდე მენატრები?

რატომ მინდება ხოლმე გავუზიარო სხვას რას ვგრძნობ მე?

ამ ბოლო დროს გრძნობების გამჟღავნების, უბრალოდ რომ ვთქვა, უკვე მიტყდება : თავის დროზე იმდენი ვწერე, რომ უკვე მგონია თავს ვაბეზრებ ხალხს ჩემი ზედმეტად იდეალური ურთიერთობით.

ასეა მართლა?

მართლა მაინტერესებს: როცა თავად არ გიმართლებს სიყვარულში, ნორმალურად მიგაჩნიათ, რომ შეგშურდეს და შურის გამო თვითონ ადამიანიც ვეღარ აიტანო, ვინც თავის ბედნიერებაზე ყვება?

ან იქნებ, შური არაფერ შუაშია და უბრალოდ მომაბეზრებელია?

საერთოდაც, სად გაგყავთ ზღვარი მოსაბეზრებელს, ასატანსა და მისაღებს შორის?

ამ კითხებზე მაინტერესებს ყველას აზრი : მათი, ვინც შეყვარებულია, ვისაც არავინ უყვარს და ვისაც უყვარს, მაგრამ მარტოა.

  • მე კი, ზოგ-ზოგიერთების ჯინაზე მაინც ვიტყვი, რომ მიყვარს, ვუყვარვარ, ბედნიერი ვარ და ვაბედნიერებ. ის იდეალურია და ურთიერთობაც იდეალური გვაქვს, იმდენად, რომ უკეთესზე უბრალოდ, ოცნებაც კი არ შეიძლება .: D
  • ჰო, და ეს იდილია უკვე 1 წელი, 4 თვე და 22 დღეა გრძელდება.

Posted in ექსკლუზივი, პიკანტური რეალობა, სასურველია იცოდეთ, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , | 13 Comments »

ზარმაცი ვერიკო (სერიიდან "გადმოპარული ბლოგერი")

Posted by vekoo on მაისი 24, 2010

დაკვირვებული თვალი, ან უბრალოდ ამ ბლოგის ნებისმიერი მკითხველი აცილებლად შეამჩნევდა ქალბატონი ვეკოს, იგივე ვერიკოს, იგივე sunwaiting-ის საოცარ გაზარმაცებას. მარტო ამას ვინ დაეძებს. მან უკვე საკუთარ ბლოგსაც ააღო ხელი და კაცმა არ იცის რას უპირებს ამ მრავალტანჯულ საიტს.

ისევ მე! აბა ვინ, თუ არა მე, თვითნებურად, უნებართვოდ და თავხედურად, უკვე მეორედ ვარღვევ ამ ბლოგის მკაცრად შემოღობილ საზრვრებს და ვეკოს ბლოგზე პოსტს ვიწერები. (ვეკო, არც გაბედო ჩასწორება)

ქალბატონი sunwaiting-ის შესახებ ინფორმაციულ ვაკუუმში რომ არ მოექცეთ, რითაც შემეძლება დაგეხმარებით და შეგატყობინებთ მის ასავალ-დასავალს. (ვეკო, დროა შენი პრესცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა შემომთავაზო)

დღეს ვეკო დაფიქსირებულ იქნა უნივერსიტეტის ბაღში, მოკანკალე და ქვაზე მჯდომი. სამწუხაროდ ვერ შევძელი მისი ფოტოზე აღბეჭდვა. თურმე ნუ იტყვით და ჩვენი ვეკო კოლოკვიუმის შედეგის გასასაჩივრებლად ყოფილა იქ მიბრძანებული და მეც ამ დროს დავადექი თავზე. პრინციპში მეც იმავე მიზეზით ვიყავი იქ.

მერე  ჩემი და ვეკოს სახით, ყველა დაბლიველმა ნახა ორი ცოცხალი მაღლიველი, ამის მერე ეჭვი აღარ შეეპარებათ ჩვენს რეალურ არსებობაში და დარწმუნდებიან რომ არც ისეთი საშიშები ვართ, როგორც მითებიდან გაუგონიათ.

ამასობაში დიანიკოს კუთვნილი ადგილიც თავხედირად დავიკავეთ

და ბოლოს ისევ მშობლიურ, მაღალ, გამხდარ და ტანწერწეტა მაღლივში დავბრუნდით.

ვეკო, დროზე დაწერე პოსტი, თორემ დაგკბენ!

Posted in პირადი სურათები, სასურველია იცოდეთ, სურათები, ყველაფერი ჩემზე | 7 Comments »

ანტი–"მთვრალური" სენსორული გასაღები

Posted by vekoo on მარტი 14, 2010

დალევა დროის  ტარების აუცილებელი ატრიბუტია.  რა არის  კარგი მოლხენა სამელის გარეშე? არც არაფერი.

თუმცა, მე ვერ ვიტან მთვრალ მამაკაცებს , მაღიზიანებს, გონს მაკარგვინებს და დანახვაც არ მინდა მათი. :დ

ანუ, აქ ისეთ მთვრალებზე მაქვს ლაპარაკი ყველაფერში დახმარება რომ უნდათ და პირადად სკამის მაგიდაში შედგმაც არ შეუძლიათ.

ასეთი კაცების რიგში აჩო არ შედის, აი, ჭკუის დასაკარგი სიმთვრალე აქვს, საყვარელი და ჩასაყლაპი : ))

თუმცა,  კვრაში ერთხელ მაინც რომ დალიოს ბოლოს მაგაზეც ალერგია მექნება.

ცალკე პრობლემაა მთვრალი საჭსთან, – რასაც ეხება ჩემი პოსტი.

ამაზე უკვე იზრუნა კომპანია “სიმენსმა” და შექმნა სპეციალური გასაღები, რომელშიც ჩამონტაჟებულია პატარა მიკროჩიპი.  მასზე განთავსებული სენსორი ამოწმებს სისხლში ალოჰოლის შემცველობას,  – მძღოლმა მანქანის გახსნამდე უნდა ჩაბეროს  მოწყობილობას და თუკი მიღებული ალკოჰოლის დოზა 0,5 –ზე მეტი იქნება, ავტომატურად დაიბლოკება გასაღები. მე ძალიან მაინტერესებს როგორ დარეგულირდება მანქანის ჩაკეტვა–გაღების საკითხი, რამდენი ხანი მოუწევს ზამთრის ყინვიან ღამეს რესტორანთან აყუდება ღვინით შეჭიკ–ჭიკებულ თუ არყით გახურებულ ღიპიან ტიპიურ მურთაზებს.

თვითონ სენსორული მიკროჩიპის ზომა ბრინჯის მარცვალს არ აღემატება, თუმცა ძალიან პრაქტიკული და ზუსტია და პოლიციის არსენალის სიმთვრალის მზომელსაც არ ჩამოუვარდება შედეგიანობაში.

ბუნებრივია, კონკურენცია ყველგან  პირველ ხარისხოვანია და გერმანელ მეცნიერებს არც კანადელი ინჟინერები ჩამორჩნენ.  მათაც შექმნეს სპეციალური პროგრამა , რომელიც გააკონტროლებს მძღოლებს და თუკი მათი ტელეფონზე ლაპარაკის დროს სპიდომეტრის ისარი გადასცდება წინასწარ გათვლილ ნიშნულს, გასაღებში ჩამონტაჟებული მიკროჩიპი ავტომატურად დაახშობს 1,5 მეტრის რადიუსში შემომავალ ყველა ზარსა და სმს–ს .  მეორე მხარე კი მიიღებს ხმოვან შეტყობინებას, რომ ტელეფონის მფლობელს პასუხის გაცემა არ შეუძლია…

ძნელი განსაჭვრეტი არაა როგორ მოწონებას დაიმსახურებს ასეთი გასაღებები ფართო მასებში და ჩემი ვარაუდით, მასზე მოთხოვნა 15%–ზე მაღალი არ იქნება .

თუმცა კი, ერთი უდავოა, ზოგ–ზოგიერთებისათვის მშვენიერი სანახავი იქნება “გასაღებ–მოწუწნავე” ქერათმიანი გრძელფეხება “ლამაზმანები”  :დდდდდდდ

Posted in ეს უნდა იცოდე, ექსკლუზივი, სასურველია იცოდეთ | Tagged: , , , | 5 Comments »

ჩემი პირმშო…

Posted by vekoo on თებერვალი 22, 2010

ერთ სახალისო საიტს გადავაწყდი.

გაინტერესებთ როგორი იქნება თქვენი შვილი? 😛 მაშინ ეწვიე ამ საიტ

ბავშვებს აქ უსაფრთხოდ აკეთებენ 😛 ყველაფერი წამებში მთავრდება, არაა საჭირო “მძიმე რუტინული შრომა” 😛 და შემდეგ 9 თვე გაღიპული მუცლით სიარული 😛

უბრალოდ შეიყვან მონაცემებს შესაბამის გრაფებში და პატარა უკვე სახეზეა 😀

ეხლა გეტყვით ყველაფერი მე როგორ გავაკეთე და როგორი ბაო გამომივიდა 😆

აქ ავტვირთე ჩემი სურათი. არაა აუცილებელი მარტო ანფასი იყოს გადაღებული, – რომ აიტვირთება მერე თავად შეგიძლიათ ამოჭრათ და მხოლოდ სახე დატოვოთ 😛

ისე, ჩემი, როგორც უკვე გამოცდილი ქალის (ამ საკითხში) რჩევა იქნება, თუ თმები გაძლიანაც გაჩეჩილი ნუ გექნებათ სურათში 😀 თორე შედეგებზე თავად აგებთ პასუხს 😛

შემდეგ ატვირთავთ უკვე სავარაუდო ბავშვის სავარაუდო მამიკოს/დედიკოს 😀

ჰო, კიდევ აირჩევთ სასურველ Frame-ს : )

და ისღა დაგრჩენიათ დაელოდოთ შედეგს 😛 (რომელიც ცხოვრებისგან განსხვავებით, არც ისე აყოვნებს 😛 )აქვე ძალიან მომეწონა მინაწერი :

please hold on while we make your baby… it shouldn’t take more than 9 months ;)..

და მეორე:

If you don’t have your friend/partner’s photo currently, you may like to make babies with celebs

მაი ბოზები მაიიი…

სუროგატი მშობლები 😛 გამოსავალი მარტივია 😛

მაუსის ერთი მარტივი დაწკაპუნებით შევუკვეთე ბიჭი/გოგო და კანის სასურველი ფერი 😉

ჰო, და სახელია კიდე აუცილებელი 🙂

ნუ, სხვას ვის, თუ არა ჩემ ბლოგს, რომ მივცე ექსკლუზიური უფლება ჩემი სავარაუდო შვილის სურათის გამოქვეყნებისა 😀

თავადაც ცადეთ 😉 😛

Posted in განწყობისათვის, სასურველია იცოდეთ, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , | 11 Comments »

მოდის ეპოქის სათავეებთან

Posted by vekoo on თებერვალი 4, 2010

“ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო”


ludoviko IV

უთქვამთ დიად სტანდარტებს … ვგონებ, ყველაზე მეტად ეს მოდაზე ითქმის…


მაგრამ საინტერესოა, როდის ან სად გაჩნდა ეს “ძველიც”?


ამ პოსტში მე მოდის წარმოშობის საზღვრებთან დავბრუნდები:


მოდის არსებობას , რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, “მეფე-მზე” ლუდოვიკო მეთოთხმეტეს მიაწერენ.


იმ დროს საფრანგეთში ოქროს ხანა იყო – გამუდმებული დიდებული ცერემ,ონიები, ყოველდღიური ზეიმები და მეჯლისები, ფუფუნება და ზრუნვა ახალ ტანსაცმელზე.


ლუდოვიკო IV-ს დაწყებული საქმე მარია ანგტუანეტამ განაგრძო, რომელიც საფრანგეთში ავსტრიიდან ჩამოვიდა და გადაწყვიტა, თავისი ჩაცმულობით ყველა გაეკვირვებინა.


დედოფალისთვის ახალ-ახალ კაბებს კარის მკერავი როზა ბერტენი ქმნიდა. მას მოგვიანებით “მოდის მინისტრის” ტიტული მიანიჭეს. Read the rest of this entry »

Posted in ეს უნდა იცოდე, სასურველია იცოდეთ | Tagged: , , , , , , | 2 Comments »

მკერდი – დიდი თუ პატარა?

Posted by vekoo on თებერვალი 3, 2010

მართალია კაცებს მოსწონთ ან დიდ მკერდიანი ქალები, ან ძალიან დიდ მკერდიანი ქალები

28 წლის ამერიკელმა მოდელმა ცხრა პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა იმისათვის, რომ რეკორდი დაემყარებინა და მსოფლიოში ყველაზე დიდი მკერდი ჰქონოდა, – წერს «Topnews.ru». მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა იგი გააფრთხილეს, რომ მისი მკერდი შესაძლოა გამსკდარიყო, მოდელმა ჩანაფიქრი მაინც განახორციელა.

შეილა ჰერშს თავისი დიდი მკერდი ძალიან მოსწონს და ნერვიულობის საბაბს ამაში ვერ ხედავს. ამერიკელიმა ექიმებმა მისთვის ოპერაციის მეცხრედ გაკეთებაზე უარი განაცხადეს, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შეეშინდათ. მაგრამ მოდელმა მიზანს მაინც მიაღწია – გაემგზავრა ბრაზილიაში, სადაც მას სილიკონი დიდი სიამოვნებით ჩაუდგეს.

პირველ ოპერაციებს შეილა ბრიტანელი ბოიფრენდის ხარჯზე იკეთებდა, მაგრამ როცა მან შეყვარებულის ფორმის ცვლილება დაინახა, შეჩერება თხოვა, რის გამოც ქალი მას დაშორდა.

თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც არ მოსწონთ საკუთარი დიდი მკერდი ( რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს:

-ვარ 19 წლის, 55 კილო. ძალიან ვკომლექსდები დიდი მკერდის გამო. თუ არსებობს რაიმე ვარჯიშები იმისთვის, რომ მეტად აღარ გამეზარდოს მკერდი? ან დიეტის დაცვის შემთხვევაში თუ შეიძლება, დაპატარავდეს? გთხოვთ, მირჩიეთ რამე.

პასუხობს კლინიკა ,,მედის” პლასტიკური ქირურგი მიხეილ გურგენიძე

-სარძევე ჯირკვლების ვარჯიშებითა და დიეტით დაპატარავება შეუძლებელია. იმ შემთხვევაში, როდესაც აღინიშნება მკერდის მკვეთრი გადიდება და დაწევა, ვატარებთ ქირურგიულ ოპერაციას – რედუქციული მამოპლასტიკა.


როგორც მივხვდი, “ქვეყანა ჭრელი ყოფილა” …

Posted in სასურველია იცოდეთ | Tagged: , | 14 Comments »

Posted by vekoo on თებერვალი 2, 2010

გუდაური

გუდაური საქართველოს ერთ-ერთი მთიანი რეგიონია, რომელიც ზამთარში უამრავ დამსვენებელს სტუმრობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. იგი თბილისიდან ჩრდილოეთით მდებარეობს, ორი საათის სავალზე, ზღვის დონიდან 2200 მ.

ზამთარში აქ არჩეულებრივი სასრიალო ტრასები და მცხუნვარე მზეა.

მოგზაურობა თბილისიდან გუდაურამდე მანქანით ჩვეულებრივ 2 საათს გრძელდება. კურორტი ცნობილია მაღალი ხარისხის სათხილამურო შესაძლებლობებით.

სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება. კურორტის პოპულარობა ახლომდებარე საქართველოს სამხედრო გზამ განაპირობა. კურორტის პირველი მოთხილამურეები ხელოვნურად შექმნილი საწეველებით სარგებლობდნენ და მთაზე ჩამოსასრიალებლად ავტომობილის ‘ლებიოდკის’ მეშვეობით ადიოდნენ.

პირველი კეთილმოწყობილი სასტუმრო გუდაურში 1988 წელს აშენდა (თავდაპირველად სასტუმრო „მარკო პოლო”, ამჟამად „გუდაური”). ამავე პერიოდში შეიქნა საბაგირო გზა (Dopelmayer), რამაც განაპირობა კურორტის შემდგომი განვითარება. დღესდღეობით მოქმედ სამ და ოთხ ადგილიან საწეველებს მოთხილამურეები 2000 მეტრიდან 3006 მ. სიმაღლეზე აჰყავს (მთა კუდებზე). ამჟამად სულ 4 საწეველა ფუნქციონირებს. სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 16 კმ-ს შეადგენს.

და მთავარი, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ, თუკი დასასვენებლად შეჩერებას “მარკო-პოლოში” გადაწყვეტთ, სულ რამოდენიმე დღის წინ რადიო-სადგურებმა გააჟღერეს ინფორმაცია, რომ სასტუმროში ჟურნალისტი და ტურისტული სააგენტოს მომსახურე პერსონალი არ შეუშვეს, რადგან მათ ვერ გაიარეს Face Control o_0


ასე რომ, თუ გინდათ უკან “გამობუნძულება” ( : D ) და იქვე მდებარე მაგალითად, “მთის ქოხში” ღამის გათევა არ მოგიწიოთ, მიაქციეთ შესაფერისი ყურადღება საკუთარ ვიზუალს.

Posted in ეს უნდა იცოდე, სასურველია იცოდეთ | Tagged: , , , | 4 Comments »