ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Archive for the ‘სილამაზის რეცეპტები’ Category

პირსინგი

Posted by vekoo on თებერვალი 26, 2011

პირსინგის შემოტევები სკოლაში დამეწყო, თან სეზონურად – ერთ ზაფხულს გავიხვრიტე ყურები, II დღიდან უკვე ვიხსნიდი საყურეებს, ვიწმინდავდი და ისევ ვიკეთებდი.

მას მერე ჩაციკლული ვარ საყურეებზე და არასოდეს მყოფნის : D

მეორე ზაფხულს კიდევ ერთი ნახვრეტი დავამატე მარცხენა ყურზე.

კიდე შემდეგ ზაფხულს კიდე ერთი ნახვრეტი : ))

ასე დავდიოდი ცალ ყურზე 3 საყურით და მეორეზე- ერთით.

შემდეგ ზაფხულს ისევ ვაპირებდი ერთის დამატებას, ამჯერად უკვე ზევით, ხრტილზე, მაგრამ რატომღაც, გადავიფიქრე : D (მადლობა ღმერთს)

მქონდა ნაყიდი ფრჩხილის “საყურეები”. არ მახსოვს სად ვიყიდე, მაგრამ კაი რამე კი იყო :დ მთელი ზაფხული კარგად ვერთობოდი ხალხის გაკვირვებულ თვალებზე :დ მითუმეტეს სოფელში ბევრისთვის უცხო იყო გახვრეტილი ფრჩხილი , ზედ საყვარლად რომ კონწიალებდა პაწაწკინტელა რგოლზე ჩამოკიდებული თვალი ❤

 

ისე, ბავშვს როცა უნდა, არ უნდა დაუშალოთ მშობლებმა ყურის გახვრეტა, რადგან ეხლა რომ დამაბან მე ყურის გამხვრეტი აღარ ვარ :დ

თავიდან (რაღაცნაირად) თანამედროვე  და “ქაჯური” საყურეები მეკეთა, რაღაცნაირი მიქსი მქონდა პანკური და კლასიკური აქსესუარისა : (( ერთი დღე სერიოზული იმიჯით და II დღეს სანახევროდ ჩაშავებული თვალებით დავდიოდი : ((
აი ეს ორი სტილი დღემდე მერევა ერთმანეთში :დ
ბოლო იმ სამიდან 2 დავიკიდე და მხოლოდ თითო-თითო საყურე მიკეთია, მაგრამ გუშინ მომინდა და ისევ ავიხუნძლე ყურები ❤

მომენატრა ბავშვობა

ჰოდა, 2 დღის წინ ისევ რომ “ჩავი-ყურე”, აღმოვაჩინე რომ მესამე ნახვრეტი შევიწროვებულია და სამომავლოდ შეიძლება შეხორცდეს : ((

ხოდა, მანდ გავიფიქრე, რა ბედნიერი იქნებოდა პლანეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტი  ყველა ნახვრეტი ასე მარტივად რომ ხორცდებოდეს-თქო : D

პ.ს. ცოტა ხანში მაინც ვგეგმავ ერთი პირსინგის და ტატუს დამტებას, სადღაც ზაფხულისკენ

Advertisements

Posted in მემორიზ, სილამაზის რეცეპტები | 16 Comments »

მკლავების მპარსველ გოგოებს.

Posted by vekoo on ივნისი 30, 2010

მკლავების მპარსველ გოგოებს.

პარსვა : არადა რა ცუდად ჟღერს ეს სიტყვა ხო? ვფიქრობ და სხვა ვერაფერი მიწოდებია : D

არადა, უკვე არაერთხელ ვიგრძენი ამ ავად სახსენები სიტყვისა თუ პროცედურის მმუსვრელი ძალა.

უახლესი ფაქტები: ხელზე მაქვს ღრმა ნაკაწრები, ჩაწითლებული ხაზები და მქრქალი სისხლჩაქცევები, რომლებიც სავარაუდოდ მოკლე და ბასრი იარაღითაა ნამოქმედარი. : D (და ამის ჩამდენი შეიძლებოდა შენც ყოფილიყავი მარშუტკაში ჩემ გვერდით თუ მოხვდებოდი : D )

ამ ყველაფრის “შემოქმედი” კი გაპარსული მკლავებია 😐

სხვა ვერაფერი მიწოდებია ამ ნაეპილაციები ხელებისათვის.

ასეთ ხალხს მინდა მივმართო : თუკი ესთეტიკა თქვენთვის ესოდენ მნიშვნელოვანია და მსუბუქ ღინღლს მკლავებზე გირჩევნიათ პრიალა, გლუვი ზედაპირი, მაშინ კეთილი ინებეთ და ხშირად გაიკეთეთ , პატივი ეცით ელემენტარული თქვენს “მეზობელს” მარშუტკაში, რომელიც იტანჯება თქვენ მკლავზე ყოველი ხელის მიდებისას : D

დაახლოებით აი, ასეთი შეგრძნებაა შეხებისას, თითქოს ყვავ-ყორნები გჩხვლეტნენო : D

ნუ, მე ამითი არავის განწყენება არ მინდა. პროსტა, თუ ზრუნავთ გარეგნობაზე , გულიანად იზრუნეთ და ქრონიკულად პერიოდულის ნაცვლად, თორე ამოვიდა უკვე ყელში ამდენი ჩხვლეტია მკლავები. (თითქოს ფეხები არ გვეყოფოდა : D )

“მაგარი ქალი” რომ იყო, ამისთვის თავის მოვლა აუცილებელია.
მაგრამ

“მხოლოდ წვრთნა რას უზამს,

თუ ბუნებამც არ უშველა” : D

დააააა თქვენი კომენტარი?

Posted in განწყობისათვის, ეს უნდა იცოდე, პიკანტური რეალობა, სილამაზის რეცეპტები | Tagged: , , | 12 Comments »

Nail-Art – მხატვრობა ფრჩხილებზე

Posted by vekoo on იანვარი 27, 2010

ნეილ-არტი, ანუ ფრჩხილების დიზაინი, ჯერ კიდევ ფარაონების დროს არსებობდა.

იმ პერიოდში ფრჩხილების მოხატულობა სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს განასხვავებდა.

ფრჩხილების თანამედროვე დიზაინი ძალიან მრავალფეროვანია და ყველსთვის ხელმისაწვდომი. ]

ფრჩხილების დიზაინი იქმნება სხვადასხვა ტექნოლოგიებით: მხატვრული მოხატვა, მოცულობითი დიზაინი და აკვარიუმის მსგავსი დიზაინი.

ყველაზე გავრცელებული ტექნოლოგიაა ფრჩხილების მხატვრულად მოხატვა. სპეციალისტი აკრილის საღებავებით ხატავს ნახატს წინასწარ ლაქწასმულ ფრჩხილებზე, რისთვისაც მას სჭირდება ფუნჯი, ნემსები, ჩხირები და სხვა პროფესიონალური ინსტრუმენტები.

თქვენ შეგიძლიათ ფრჩხილებზე ნებისმიერი ნახატის დახატვა, ასევე მისი გაფორმება ფოლგით, მაქმანით, პატარა ბრჭყვიალებით, ქვიშით.

ზოგიერთი გამჭვირვალე ლაქის ქვეშ ათავსებს გამხმარი ყვავილების ფურცლებს, პატარა მწერებს, მაგ. ობობას.

მხატვრული მოხატვის მთავარი ღირსებაა, რომ ნახატი გლუვი და პრიალა გამოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრჩხილის ამობურცული ნაწილები ხელს არ შეგიშლით

დღევანდელი სამყარო ქმნის საქმიანი ქალბატონებისთვის უამრავ შესაძლებლობებს რასაც ვერც კი წარმოვიდგენდით 50 წლის უკან.

ქალის თავისუფალი არჩევანი, კარიერა, თვითრეალიზაცია უკვე არავის არ უკვირს.

ქალი იბრძვის თავისი უფლებებისთვის, ავიწროვებს მამაკაცს, არის ერთდროულად ცოლიც, დედაც და მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტიც კი. ერთად-ერთი ფაქტორი რომელიც თამაშობს ამის საწინააღმდეგოდ არის დრო, რის სვლას ვერ აჩერებს ყველაზე თანამედროვე გამოგონებებიც. Read the rest of this entry »

Posted in სილამაზის რეცეპტები | Tagged: , , , | 11 Comments »

ფრჩხილი ჩვენი არსობისა : D

Posted by vekoo on იანვარი 19, 2010

1

მოამზადეთ თითები მანიკურისათვის: პატარა ფილაში  ჩაასხით თბილი  წყალი, შეურიეთ ცოტაოდენი “დუშ-  გელი” და რამდნეიმე წვეთი ლიმონის  წვენი  ( ფრჩხილების გასათეთრებლად) , ჩყავით თIთები და  გააჩერეთ 15  წუთი.

2

სეციალური ქლიბით (სასურველია,რომ ის არ იყოს  ლითონის) მივცეთ ფრჩხილებს სასურველი ფორმა,  რომელიც ჩვენ მოგვეწონება და რომელიც უხდება  ნებისმიერი სიგრძისა და კონფიგურაციის თითებს:  სუფთა ოვალი და უნივერსალური სიგრძე- ესაა სამი  მილიმეტრით გადაცილებული ფრჩილი თითის  დაბოლოებასთან.

3

თუ კანი ფრჩილების გვერდებში გაქვთ გაუხეშებული, კარგად გალესილი სპეციალური პატარა მაკრატლით ფრთხილად მოიჭერით, თუ შემთხვევით გაგეჭრათ, მაშIნვე დაიმუშავეთ წყალბადის ზეჟანგით ( “პერეკისით” ). ნუნებს ნუ შეეხებით. Read the rest of this entry »

Posted in სილამაზის რეცეპტები | 5 Comments »