ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Archive for the ‘უმარილო’ Category

bad mood

Posted by vekoo on დეკემბერი 26, 2011

არანაირი საახალწლო განწყობა, მოწამლული ვარ და პირშიც ‘ლუკმა არ ჩამდის’.

პირველად მაქვს მგონი ასეთი მუდო წინასაახალწლო განწყობა. ეხლა ერთადერთი, რაც მახსენებს რომ საახალწლო დღეებია ის ქალია ეხლა ოთახიდან ოთახში რომ დადის და ‘საპრაზნიკო უბორკას’  გვიკეთებს.

წეღან ტექნო ბუმში გავედი – ჩემთან ახლოსაა და ამიტომ, კარებშივე კალათით ხელში წითლად ჩაცმული გოგო შემომეღიმილა და ყველაზე იაფფასიანი კამფეტები შემომთავაზა–   ტბ–ის მარკეტინგის განყოფილებავ , თუკი მყიდველების განწყობაზე ზრუნავთ იქნებ  უკეთესი ტკბილეული შეგერჩიათ და  ვაშლის ჯემიანი საწუწნი კამფეტების ნაცვლად შოკოლადის კამფეტებით დაგეწყოთ.

ამაზე ეხლა ბებიაჩემი  და მისი ოქროსფოჩებიანი შოკოლადის კამფეტები გამახსენდა– ესეთი ეხლა რატომღაც არსად შემხვედრია– გემო არ მახსოვს მაგრამ ულამაზესი ოქროსფერი ფოჩები ქონდა და ახალი წელი მის გარეშე ვერც წარმომედგინა.

უსაქმურ–მოწყენილობით რომ მოვკვდი გუშინ 8ზე  სასეირნოთ გამოვედით, აღარასოდეს დავუჯერებ რჩევებს– ეხლა უარესად ვარ , ყველაფერი მტკივა, მშია და  არაფერის ჭამა არ  მინდა.

დღეს ჩემ ექიმსაც დავურეკე და მობაილ დიაგნოზი – მოწამვლა დამისვა.

დასაზუსტებლად და სამკურნალოდ მისვლა ეხლა მესიკვდილება, ისედაც ცუდად ვიგრძენი თავი დღეს მანქანაში.

არ ვიცი,  ოდნავ მაინც რაც  გამაჩნდა საახალწლო განწყობილება ისიც გამიქრა.   არაფერი არ მინდა და ამავე დროს ვგრძნობ რომ  ყველაფერი მაკლია.

იმედი მაქვს მალე გადამივლის.

Posted in უმარილო, ყოველდღიური | Tagged: | 2 Comments »

იცი მე როგორი მქონდა?

Posted by vekoo on იანვარი 15, 2011

გავაკეტებ ამ ახალი წლების მოკლე მიმოხილვას : D

საერთო საახალწლო განწყობა უჟასი იყო. ეს საერთო ფონი გარკვეულწილად თითოეულ ჩვენგანზეც აისახებოდა, იმიტომ რომ თვითონ ვქმნიდით ამ ფონს,

მარადისობის კანონის არსიც ხომ ესაა:

“ბუნებააში არაფერი არ იკარგება, უბრალოდ სახეს იცვლის”

ხოდა, ბევრი დალაქავებული განწყობით , სკეპტიკურადაც კი ხვდებოდა ახალ წელს.

და ჩემი საახალწო განწყობა იცით როგორი იყო? აი, ასეთი

უყურეთ 1 წუთIან ვიდეოს პლლზ

Posted in უმარილო, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , | 3 Comments »

არეული პოსტი

Posted by vekoo on აპრილი 17, 2010

თითქოს ჩემი აღარ არის,  თითქოს საეთოდ დავივიწყე .

არადა , უბრალოდ ვეღარ ვწერ.

არ ვიცი, ან ძალიან ბევრი ცუდი და ან ძალიან ბევრი კარგი ხდება ჩემ ცხოვრებაში, რომ ბლოგზე გადმოტანას და ბლოგზე გახსნას ვეღარ ვახერხებ.

ძალიან  ზარმაცი გავხდი . ჩემ სიზარმაცეს ჯერ მარიმ და მერე ნათიამაც შეუწყვეს ხელი :  ჭუკლის ბლოგზე ავტორებად დავნიშნე და ღობე გადმომინგრიეს, გადმოალაჯეს ალქაჯებმა და შემოპარული პოსტები დამიწერეს, ჯერ ერთმა და მერე მეორემ .

ძალიან გამიხარდა, ძალიან ძალიან, ჩემი თბილი დახასიათება იყო, ისეთი,  ნამდვილად რომ არ მოველოდი …

რა  მშვენიერი გოგო ვყოფილვარ და თურმე სხვებსაც ცოდნიათ  : )))

სხვებს რააა, მარი და ნათია უცხოები არ არიან, მაგრამ ბლოგროლზე კი აშკარად მტრები გავიჩინე, ჩემზე თემა გახსნეს და ყველა მინუსს მე მაბრალებენ. ჯერ–ჯერობით ვახერხებ გატარებას, არ მინდა რამე დავწერო, სისულელეა უბრალდო ქარის წისქვილებთან ბრძოლა, ისეთ ნიკითაა დარეგისტრირებული,  ძალიანაც რომ მოინდომო ვერაფერს გახდები, ისე გადაიკარგება დედამისი ვეღარც იპოვის. უკვე არაერთხელ  გვქონდა ასეთი შემთხვევა: ინტერნეტის მოძველბიჭო ელემენტები ნეტში იჭიმებოდნენ და მერე  ლაივში შესახვედრად ხორცი აღარ ეყოთ. ისე აორთქლდნენ, როგორც მომაკვდავ მოხუცს ეპარება გაზები … არადა ცოცხლად შეხვედრას და დასამარებას იპირებოდნენ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა მერე  კუდამოძებულები გაქრნენ და გზა და კვალი აღარ დატოვეს.

ამიტომ ამასაც მაქსიმალურად თავს ვარიდებ, როცა ის ტიპები შეძლებენ ჩემთან საკუთარი სახელით დაპირისპირებას და ჩორტების ჩაგდებას, – როცა აღარ შექმნიან “ლევ” ნიკებს და საკუთრი ნიკებით დამდებენ ბრალს, მერე იქნებ პასუხის ღირსებიც ჩავთვალო.

სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა …

ვერ მოგატყუებთ ყველანი მიყვარხართქო, სხვებივით ვერ გაგიკეთებთ  ვარდისფერ სათვალეს, მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ  კარგზე ცუდს არავის ვუბრუნებ და თუ ამის ღირსად არ ჩავთვალე ადამიანი, ცუდზეც კი არ დავუბრუნებ ვინმეს ცუდს.

სულ ეს იყო … დროებით : )))

მელოდია განწყობისთვის

Posted in უმარილო | Tagged: | 10 Comments »