ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Archive for the ‘ჩემი დიაზეპამი’ Category

მომავალი

Posted by vekoo on თებერვალი 17, 2012

ადამიანის ცხოვრება მთელი თავისი არსით სისულელეა თუ სადღაც, გულის ყველაზე ბნელ ან ტვინის ყველაზე ღრმა კუნჭულში მაინც არ არის ჩამალული მისი ცხოვრების კრედო და ის მიზანი რისკენაც ცნობით თუ გაუაზრებლად მიიწევს.

ამ ქვეყნად ყველაზე პოხუისტი ადამიანიც კი მარტო დარჩენისას ისვენებს, იძინებს ან საყვარელ მუსიკას უსმენს – ამ შინაარსის იქნება სრული უმრავლესობის პასუხი კითხვაზე “თუ რას აკეთებს მარტო დარჩენისას ან თავისუფალ დროს?”

ბევრი თავს დღევანდელი დღით მეცხოვრედაც ასაღებს და მისთვის სულ ერთია რა იქნება ხვალ და მითუმეტეს თუ რა შედეგი მოყვება მათ დღევანდელობას.

ასეა ეს მართლა?

ვერ დავიჯერებ, რომ გრძელი, ყველაზე გრძელი და შორს მიმავალი ფიქრის ძაფი ყველა ადამიანის ეგოში არ არსებობდეს.

ერთ დროს ჩემთვისაც “სულ ერთი” იყო რა იქნებოდა ხვალ,

ერთ დროს ჩემთვისაც “სულ ერთი” იყო რა შედეგი მოყვებოდა ჩემს დღევანდელ საქციელს.

ერთ დროს ჩემთვისაც სულ ერთი იყო მომავალი, იმიტომ რომ მე თავი დავაჯერე აწმყოს სრულყოფილებაში.

მაგრამ ახლა, როცა მთლიანად გავიაზრე თუ როგორი მნიშვნელოვანია ჩემთვის მომავალი და რა მიმზიდველია ის დრო, რომელიც ჯერ არ დამდგარა, მე მინდა ნებით თუ უნებურად ხელი არ შემეშალოს დროის დინებისათვის და კლდიდან უცაბედად დაგორებული ლოდივით, რომელმაც ნაკადულს გზა გადაუკეტა და სხვა კალაპოტში გადააგდო, არ შევცვალო ის.

მე კონფორმისტი არ ვარ, არც წარსულს ვაიდეალებ და არც ვარდისფერი სათვალე მიკეთია და არც მომავალი მესახება ერთადერთ ბედნიერებად, რომელზე ფიქრის გარეშეც დღევანდელობა არარაობაა.

მე უბრალოდ ვიგრძენი რომ თითოეული ადამიანის შიგნით მისსივე მომავალი ცხოვრობს, მომავალი, რომლის გარეშეც ეს ადამიანი სულ სხვა იქნება.

ამიტომ, მე მინდა ჩემში გაგრძელებულ მომავალს შლამისგან გაწმენდილი კალაპოტი დავახვედრო გზად და იმ მძიმე ლოდებისგანაც დავიცვა, რომელსაც ცხოვრება ყველას გვიმზადებს.

Posted in ჩემი დიაზეპამი | Tagged: | 8 Comments »

Jim Morrison – თეთრი ორქიდეით პერ-ლაშელში

Posted by vekoo on ნოემბერი 19, 2010

თურმე, როგორ მომნატრებია. ჩემი ძველისძველი გატაცება.

ჩემი იდ სკაიპზე და ჩემი კუმირი იასამნისფერ ზღვაში.

ჯგუფი, რომელსაც საფუძველი ლოს-ანჟელესის ერთ-ერთ სკოლაში ჩაეყარა მასწავლებლებისგან თავმობეზრებული მორისონის გენიალურ ტვინში : “I was taking notes at a fantastic rock-n-roll concert going on in my head”

უთხრა რეის და დაიბადა ლეგენდა, ჯგუფი სახელად “The Doors” – კარები აღქმასა და რეალობას შორის : “When the doors of perception are cleansed, things will appear to man as they truly are…infinite.”

ჩემთვის კი საერთოდ პირიქითაა, როცა მას ვუსმენ, მე უბრალოდ მეკეტება ყველა კარი რეალობასთან , მებინდება აღქმა და ღრმად  გონებაში ვიძირები. არ მაღელვებს არაფერი და გარემოსაც არაადექვატურად აღვიქვავ.

უბრალოდ, მიყვარს, მიყვარს უანგაროდ და მიყვარს თავდავიწყებით. იმდენად, რომ ზოგჯერ თვითონაც მავიწყდება : D

დავიწყება და თავდავიწყებაც ალბათ, მისი სიკვდილითაა გამოწვეული – “რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები” …
სექსის გზით კეთრი მისი ბედი ყოფილა )) მეც მინდა ჩემმა სიკვდილმა მთელი პარიზი ააფორიაქოს, მეც მინდა ჩემი გარდაცვალებით ყველამ შეიგრძნოს იგივე …
მეც მინდა შევიარო პერ ლაშელის გალავნის შიგნით : თუმცა პარიზი ეჯავრებოდა, მორისონის სამუდამო სავანე მაინც ის გახდა . 

დღეს ბევრს გონია, რომ ის იყო როკ-მომღერალი, მე კი მჯერა, რომ ის პოეტი იყო და თან მწერალი, სულ მემახსოვრება მისი საუბარი იმქვეყნიური კარიბჭის მცველზე- უზარმაზარ ურჩულზე, გველზე .

ალბათ, მეც მოვალ ოდესმე პერ-ლაშელში, სადაც გალავნის კარებზე ანბანის მიხედვით მიცვალებულთა გვარებია ჩამოწერილი . ასო “M”-ზე კი მხოლოდ ერთი გვარია – Morrisson ))

ოდესმე მეც მოგიტან თეთრ ორქიდეებს ))

 

Posted in ჩემი დიაზეპამი | Tagged: , , , , | Leave a Comment »

Night-club "A-go-go" და სატაცურები უელსურად – ღრუბლების ზღვაში ტერფებს ვისველებთ

Posted by vekoo on სექტემბერი 22, 2010

1 წელი, 5 თვე და 7 დღე. ტრადიციასავით მექცა ყოველი პოსტის წინ ამის გახსენება .

პოსტს სტინგის “the best-ebit” ვწერ. ეხლა seven day-ა პლეილისტში შოუ ონ-ზე. რა საჭიროა ამდენი ქართულ-ინგლისურ-ამერიკულ-ანგლიკანური სიტყვები?!

უბრალოდ, გაორებას აქვს ადგილი. ენა კი ერთი მაქვს, აზროვნებაც ერთ გონებაშია თავმოყრილი, ხელები ორი მაქვს, მაგრამ შეთანხმებულად მუშაობენ და ყველაფერი ერთის მიუხედავად ამდენი გაორებული აზრი სეტყვასავით აწყდება ტვინის ხვეულებს და ვერაფრით აღწევს სტატუს მე-მდე.

ბავშვობაში ვგიჟდებოდი ამ სიტყვაზე : Status-Q . მეგონა მარტო მე ვიცოდი და მხოლოდ ზედმეტად განათლებულმა ადამიანებმა , არადა ერთ ჩვეულებრივ ბროშურაში მქონდა ამოკითხული : დებატების ხელოვნებას ვეუფლებოდი მაშინ . ეს დაახლოებით იმის მსგავსია, ადამიანს როგორ უთხრა სლე ხარო ისე, რომ არგუმენტების ზღვაში ჩაძირო და უკან დასაბრუნებელი არაფერი ქონდეს, იმიტომ რომ ყველაფერი ცასავით ნათელია.

Gordon Matthew Sumner

I’m an Englishman in New York დაიწყო უკვე.

არადა, კარგი კაცი იყო, ადრე ადრე, სულ ადრე, სანამ ჯერ ისევ ნიუქასთლის ახლობლად ცხოვრობდა პატარა ქალაქში და ღამ-ღამობით კლუბ “A-go-go”-ში Jimი Hendrix-სს უსმენდა და ჭიქა ვისკის წრუპავდა …

მე კი ჯერ ღამის კლუბშიც არ ვყოფილვარ ნორმალურად. ინგლისი და სანუკვარი ლივერპული ჩემგან ძალიან შორსაა, არც უელსის საგრაფოში შემიძლია გადავიპარო ბატების მწყემსავ გლეხის ბიჭებთან ერთად და იქაური კარალიოკი ვიგემო.  (იცნობთ ალბათ, ან და სერჟ გალონების გავლენაა ანჟელიკადან)

მე ვერც სახლიდან გავიპარები ღამის კლუბში და ვერ მოვიწამლები ჯიმი ჰენდრიქსის გიტარით.

ვერ ვაწვალებ ვისკის ჭიქას და ვერ გავაპრიალებ მის კიდეებს ტუჩებით.

ვერც გამთენიისას მივალ სახლში მუსიკისგან გაბრუებული.

ალბათ, არც არასდროს შევჭამ იქაურ სატაცურებს…

მე ჯერ მხოლოდ ის შემიძლია ღამის open air-ზე წავიდე, ცხვარიჭამიაში მიტოვებულ პიონერთა ბანაკში 2კიჯას, ობრის და ყვავას მოვუსმინო და ფსიქოდელიურ ტრანსში ჩავიძირო, – ეს მოჩვენებითად, თორე რეალურად არც ეს შემიძლია : მაინც არაა ჩემი ეს , მე მაინც მორისონი მიტაცებს და ალბათ, ვერც ვერასდროს გავსინჯავ უელსის საგრაფოში კარალიოკებს…

პ.ს. უელსში მოყვანილ კარალიოკზე ვოცნებობდი – ერთხელ ძალიან ვთხოვე და 300 კმ-ის მოშორებით, საქართველოს მეორე ბოლოდან ჩამომიტანა ერთი ცალი დიდი მწიფე კარალიოკი აჩომ. მე მასთან ერთად ზღვის დონიდან 3000 კილომეტრზე პარაშუტიდან ფეხებგამოყოფილებს ღრუბლების ზღვაშიც დამისველებია ტერფები, ერთად ყველაფერი კარგად გამოგვდის : )

Posted in მომავალი გროსმაისტერის ვნებანი, ყველაფერი ჩემზე, ჩემი დიაზეპამი | Tagged: , , , , , , , , | 6 Comments »

ხარკი აკრეფილია : D

Posted by vekoo on ივნისი 25, 2010

აჩომ გამაბრაზა, მერე 1 სთ ლექცია მქონდა და რომ გამოვედი აი, რითი დამხვდა 😀 არადა ჩვეულებრივი სნიკერსი და 2იანი ბაუნტი ვუთხარი 😀 დამპალმა თავისთვის გათვალა ალბათ და 3იანი და სუპერი იყიდა 😀  : )))

აი, როგორ მირიგებს ხოლმე ეს ბიჭი რაა : D მაგრამ ეჭვი მაქვს თავის თავისთვის უფრო ზრუნავს, იმიტომ რომ ბუზღუნა ვეკო საშინელებაა და მითუმეტეს, იცის თვითონაც გავა წილში : )))

მაგრამ მე შოკოლადები კი არა, მისი გამოხედვა მიყვარს, საწყალი თვალებით რომ მიყურებს ხოლმე ამ დროს . თავს მაცოდებს : D აჩო, დაგჭრიიი : D

Posted in განწყობისათვის, პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე, ჩემი დიაზეპამი | Tagged: , , , , , | 7 Comments »

რთულია სექსი ძაღლებთან … ანუ ჩემი დიაზეპამი .

Posted by vekoo on აპრილი 8, 2010

ყველანი ვართ რაღაც დოზით ფსიქოდელიურები … ყველას გვყავს გულში პატარა ეშმაკები –ზოგს დიდი, ზოგსაც პატარა … ყველა ვართ მეამბოხენი, ყველას გვიხარია სიცოცხლე, მაგრამ ყველა არის დრო, ყველა ვნატრობთ სიკვდილს.

ხშირად გვინდა ის, რაც არ გვაქვს და უფრო ხშირად დაუფიქრებლად უარს ვამბობთ იმაზე, რაც ჩვენია.

ანამ…
(ფსიქოლოგიური პოეზია)
————————————————
ანამ დახურა ფანჯრები..
ანამ დახურა კარი…
ანამ გადადო ყურმილი..
აიღო კალმისტარი..
ანამ დაწერა წერილი..
ანამ ჩაიცვა შავი..
მერე გატენა ნაგანი..
ანამ მოიკლა თავი…

ტვინში დაიწყო შემოსევა..
ტანკებმა ლულები მიმართეს მისკენ..
ტაქტიკური გათვლებით ტვინი ორ დღეში ჩაბარდება..
გალავანი მორყეულია
საკვები გამოილია
წყალი დაბინძურდა..
მეციხოვნეები წუხანდელი ბობოქარი ღამის შემდეგ თვლემენ..
რთულია სექსი ძაღლებთან..
ქალები სასოწარკვეთას მიეცნენ და მკერდი დაიხოკეს..
რთულია სექსი ცხენებთან..
თუმცაღა ალყაშემორტყმულ ტვინში ჯერ კიდევ შერჩათ ღირსება
და ნამუსი,
და პატივისცემა,
რომ ერთმანეთთან არ იჟიმაონ…

ანამ გახედა სივრცეებს..
ანამ დალია წამალი..
ანამ იპოვა სიგიჟე..
ვიღაცის გადანამალი..
ანამ დაკარგა სურვილი..
ანამ დაკარგა ოცნება..
ანამ იცის რომ ეს ხალხიც
ამ ღამით დაიხოცება…

მეორე იერიში გალავნის დანგრევით დასრულდა..
ტანკებმა აიღეს ტვინი..
იგი იმდენად პრიალა აღმოჩნდა შიგნიდან,
რომ ტანკებსაც კი გაუჭირდათ შეღწევა..
ორდღიანი ალყის შემდეგ ტვინში დახვდათ:
ორი შიშველი მეციხოვნე..
მათთან ახლოს ორი მკვდარი ძაღლი..
და სამი ნახმარი პრეზერვატივი…
სამი თეთრი ცხენი…
მათთან ახლოს სამი მკვდარი ქალი..
და რეზინის ორი გაუხსნელი პაკეტი…
კიდევ ტვინში დახვდათ
ძველებურ სკივრში კარგად შეფუთული
და კარგად შემონახული
ბიბლია….
და ტანკებს გაახსენდათ ბიბლია…
და ბიბლიას გაახსენდა ტანკები…

ანამ დახურა ფანჯრები..
ანამ ჩაიცვა შავი..
მერე გატენა ნაგანი..
ანამ მოიკლა თავი…

======================

მიყვარს ეს ლექსი …

Posted in ამოხეთქა, ჩემი დიაზეპამი | Tagged: , , , , , , , , | 13 Comments »