ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Archive for the ‘წარსულის ქრონიკები’ Category

თარიღი – და როგორ მოვედით ქორწილამდე ☀

Posted by vekoo on ივნისი 30, 2011

უჭუკლესი ჭუკლი ბლოგინგის აქტიურ რეჟიმში გადავიდა. ყველაფერი კი ერთმა საინტერესო და მნიშნველოვანმა დღემ გამოაცოცხლა.

ყველა მკითხველს მხოლოდ ერთი რამ აინტერესებს: როდისაა ქორწილის თარიღი.

მოდი, ცოტა შორიდან დავიწყებ:

Daisypath Anniversary tickers

ყველაფერი 2 წლის, 2 თვისა და 2 დღის წინ დაიწყო – ასე ამბობს ჩემი სტიკერი .

ზუსტად მახსოვს სამშაბათი იყო , ისე რა შუაშია, მაგრამ 1990 წლის 15 მაისს მეც სამშაბათ დღეს დავიბადე :დ

2009 წლის 14 აპრილს კი მე და აჩო პირველად შევხვდით ერთმანეთს. როგორც უბრალოდ ნაცნობები ისე არა, უკვე ორივეს მოგვწონად ერთმანეთი , მაგრამ ლაივში არცერთს არ გვყავდა ერთმანეთი ნანახი :დ ტიპიური XXI საუკუნე

აუ, ეხლაც ძალიან მაგრად მახსოვს ყველაფერი იმ დღეს. ლექციაზე ვიყავი და რომ დამიმთავრდა მაღლივში უნდა დამხვედროდა. მე-6 სართულზე დავიბარე :დ  ნუ, მოგვიანებით უკვე თვითონაც მიხვდა რატო მეექვსეზე :დ – იმ პერიოდში მთელ მაღლივში მხოლოდ მეექვსეზე იყო დიდი სარკე, მეც გულმოდგინებით ვიპრანჭებოდი და ვტკბებოდი სარკეში ჩემი თავით :დ სადაც დამპატიჟა არსად არ გავყევი, – რაღაცნაირი კომპლექსები : D

ის ადგილი დღეს რელიქვიაა :დ კიბეებთან მოაჯირზე მელოდებოდა, მეც გამოვკუსკუსდი და კაი ნაცნობივით გადავკოცნე-მოვიკითხე.

მერე დაბლა ჩამოვედით და იქვე შემოგარენში ჩემთვის ე.წ. ‘სადრაკონეთში’ წავედით და იქ ვმასლაათობდით…. ნუ, ძირითადად მე ვაქტიურობდი, ამიტომ იმ დღეს რაღაცნაირი თავშეკავებული მეჩვენა აჩო ქცევებში :დ მეგონა მორიდების მომენტი იყო და სახლამდე რომ მივდიოდით ვუთხარი:

-‘შებოჭილი ნუ ხარ, გაიხსენი-მეთქი’

-‘შებოჭილი არ ვარ, მაგრამ კაი, განახებ გახსნასო’ :დ

და როგორც კი გადმოვედით ტაქსიდან იქვე მებრდღვნა და ჩამეხუტა :დ მეც ნაგლად ვუპასუხე ‘გახსნაში ეგ კი არ მიგულისხმიათქო’ და უცებ
გამიშვა ხელი :დ

აუ,ეხლა ძაან მაგრად ვკაიფობ რომ მახსენდება ყველაფერი :დ

მერე იქვე ნინი დამხვდა, მანქანით იყო და ერთგან მივდიოდით ჯგუფელები.

-‘ხვალაც ხო გნახავო?’ – დამშვიდობებისას ისე ეშმაკურად  მკითხა აჩომ მეთქი ეეეეეეეეეეე :დ საყვარლობა იყო.

იქიდან მე და ნინიმ სხვებსაც გავუარეთ _ მაშინ ნინო თავისი მერსედესით იყო :დ ჯერ კიდევ დაუმტვრეველით :დ და ყველანი მელიქიშვილზე ზვიკისთან წავედით .

ბლა ბლა ბლა გვიან საღამომდე იქ ვიყავით, ნინო ადრე წავიდა და წამოსვლისას ფეხით უნდა ჩამოგვესეირნა გმირთა მოედნამდე.

პირველი კორპუსთან ვარაზისხევზე გადმოსასვლელთან შუქნიშანზე რომ გადავდიოდით თაცამ დაიძახა ე, აჩოვო :დ  პირველი კორპუსის ეზოში სალოთაოდ იყო დარჩენილი ჩელესთან :დ

მერე მეც  უცებ დავინახე აჩოც შუქნიშანზე ჩვენ მხარეს გადმოდიოდა . ხოდა, მაშინ წარმოიშვა პირველად ის ლეგენდარული ტერმინი ‘საყვარლად დაკრუგა’.

როგორც კი შეგვამჩნია აჩომ ‘რეზკად დაკრუგა’ და მაშინ კიდევ ერთხელ ვნახე, უკვე ისე ახლობელი და თბილი იყო ჩემთვის, გაშვება აღარ მინდოდა.  მაგრამ ამდენი ხანიც ვეღარ ვიდგებოდით იქ ისე, თან ბავშვები მელოდებოდნენ, ამიტომ აჩო რუსთაველისკენ გაუყვა გზას და მე ბავშვებს გავყევი ….

მაშინ პოლ ენდ შარკის ლურჯი ფერის კურტკა ეცვა, ძალიან მიმზიდველი მომეჩვენა :დ ამიტომაც ის კურტკა 2 წლის მერე დღემდე მიყვარს და მახსოვს.

აი, ასეთი წვრილმანი დეტალები ახსოვს ჩემ მეხსიერებას.

აქედან დაიწყო ჩვენი გზა და მოვედით დღემდე.

ჩვენი ქორწილი 31 ივლისაა დანიშნული, წლის ყველაზე ცხელ და მხურვალე დღეს :დ

                Daisypath - Personal pictureDaisypath Wedding tickers

დღეს იქამდე ზუსტად 1 თვე და 1 დღეღა დარჩა. ☀

ახლა აჩო ჩემი ნაწილია და  თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, ყველაფრით ჩემია.

Advertisements

Posted in ახალი ოჯახი, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, მემორიზ, ქორწილი, ყველაფერი ჩემზე, წარსულის ქრონიკები | Tagged: , , , , , , , , , | 8 Comments »

მარტის კატები

Posted by vekoo on მარტი 29, 2011

ეძღვნება ყველას, ვისაც უზასავია

შენი უფლება, ხელები იქნიო, მთავრდება ჩემ ცხვირთან (ც) ჭკვიანი კაცი.

მიუხადავად ამისა,  ძალიან ბევრჯერ იძულებული ვხდები, რომ სხვისი ქცევიდან გამომდინარე ვაკეთო რაღაცა .

განმარტებისთვის მცირე შესავალი:

მწვანე ამენთო თვალებში, ჩემი ოთახის ფანჯრიდან აყვავებული ატმის და გარგრის ხე მიცინის, ვარდისფერი ტოტები ლამის ოთახში შემომივარდნენ, ხელებგაწვდენილნი მოიწევენ ჩემკენ და არ შემიძლია გულგრილად ვუყურო.

აივნიდან კვირტებად აფეთქებულ ალუბალს ვხედავ, ცა ცაზე ცისფერია, ამ დროს სახურავზე ასვლა და ვერცხლისფერ საგებზე წამოწოლაზე მეტად არაფერი მინდა. ფანჯარაც სულ ღია მაქვს და გაზაფხულის სუნთქვას ვგრძნობ, ღამ–ღამობით კი უკვე მართლა მესმის რომელიღაცა ჩიტის გალობა.

სად ვცხოვრობ ამ სამოთხეში? უცნაური უბანია, ქალაქის ცენტრისგან სულ 10 წუთით დაშორებული, მაგრამ განაპირას, მტკვრის სანაპიროსკენ, სკვერებთან ახლოს.

რა გამაჩერებს სახლში ასეთ ამინდში, მინდა გარეთ გავიდე და ფეხით მოვიარო ყველა ლამაზი ადგილი, ძალიან მიყვარს ნარიყალა, მეტეხი, კუს ტბა,  და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ჩემი რუსთავის პარკიც კი.

მმმმ, მინდა ველოთი გასეირნება.

შესავლის შემდეგ:

მაგრამ არის ერთი პრობლემა: ვისთან ერთად წავალ მე ბუნების წიაღში?

– რა თქმა უნდა, მეგობრებთან და საყვარელ ადამიანთან ერთად.

პრობლემაც ამაშია: ვინაიდან და რადგანაც მეგობრები სამსახურის გამო ვერ ახერხებენ დღის განმავლობაში ჩემთან ხეტიალს, ვრჩებით მე და აჩო.

და აქაა დამარხული ძაღლის თავიც.

არ მინდა და აღარც შემიძლია მასთან ერთად ავიდე თუნდაც ვაკის პარკის თავზე “ქალთან”, სულ ზევითა კიბიდან გადმოვკიდოთ ფეხები და დავტკბე სიცარიელითა და სისავსევით. ან ვისეირნო აყვავებულ/ამწვანებული ხეების ქვეშ, ან ელემენტარული, დავსხდეთ სადმე სკვერში და მიწის თხილი ვაკნატუნო.

! არ მინდა კარის მეზობელმა, მამაჩემის თანამშრომელმა, დედაჩემის ნათლიისშვილმა, ჩემი ძმის ძმაკაცებმა, ყვავი ჩხიკვის მამიდამ ამ დროს ჩვენს დანახვისას ბინძური აზრები ააფუთფუთოს ტვინში.  : |

! არ მინდა იპოდრომზე შევხვდეთ ფორუმელ “მეგობრებს” და ჩამოყალიბებული სტერეოტიპის გამო, რომ წყვილები ასეთ ადგილებში მხოლოდ საზასაოდ [და არა მარტო საზასაოდ] დადიან, მე გამიტყდეს რომ ისინი იქ შემხვდნენ.

! არ მინდა ნარიყალაზე ასული მეც იმ წყვილების რიგში მოვექცე ჩამოსვლისას შემხვედრი ხალხი ამრეზით რომ უყურებენ – წმინდა ადგილს ბილწავენო.

ხალხის აზრი დაიკიდეო, რაში გაინტერესებს შენზე რას იფიქრებენო –  ბევრი მეტყვით, ვიცი.

მაგრამ ეს დაკიდებაც მამძიმებს და არ შემიძლია ავიდე იმ მთის წვერზე და იქ საათობით გაუნძრევლად ვიჯდე, რომლის ქვეშაც ბუჩქებში შეყუჟულები გოგოები ბიჭებს ლოკავენ და ბიჭები ბორცვებს უზილავენ …

რაღაც რეპორტაჟი იყო ადრე: “გაღიზიანებთ თუ არა წყვილი, რომელიც ქუჩაში კოცნის ერთმანეთსო?” . ჩემი პასუხი იყო – არა!

მაგრამ ეხლა დავფიქრდი და რაღაც სტანდარტების შემოღება და თუნდაც, იძულების წესით მათდამი დამორჩილებაც აუცილებელია, თორე პოსტის დაწერის შემდგომ პარკში ვაპირებ ველოთი გასეირნებას და ნამდვილად არ გამიხარდება რომელიმე მოხვეულ ორღობეში მარტის კატებივით ერთმანეთში შეზრდილ წყვილს რომ გადავაწყდები.

  1. პარკი და ველოსიპედი

  2. მწვანე პოსტი პარკზე, ჰორიზონტალური წყვილები და ჩემი ველოსიპედი + ვიდეო/სურათები

  3. ქუჩაში რომ მიცნოთ …

  4. ვიდეოპოსტი რუსთავის პარკში

  5. 127 hours

Posted in ვეკო და აჩო, ივენთ-განხილვა, პიკანტური რეალობა, წარსულის ქრონიკები | Tagged: , , , , , , , , , , , , , | 15 Comments »

ცივი ზამთრის ცხელი საღამოები

Posted by vekoo on დეკემბერი 2, 2010

ალუბალმა დამთაგა .

ძალიან მიყვარს ეს გოგო. ვინც არ იცით, გაიცანით : alluballi.wordpress.com – 19 წლის უკვე დაქალებული გოგოშკას ბლოგია, რომელსაც უსაყვარლესი პატარა სანდრო და ასევე ახალგაზრდა მეუღლე ყავს ))

ჰო, ალუბალმა დამთაგა – ახალი წლის ისტორიები და შეგრნებები უნდა გავიხსენო.

არც მე მქონია არასოდეს ისეთი ახალი წელი, როგორზეც ვოცნებობდი. ამ დღეებში ყოველთვის მაკლდა ის სითბო, რომელიც მჭირდებოდა.

ყველაზე შორეული ახალი წელი 2000წ. მახსოვს –  მაშინ 10 წლის ვიყავი და ეხლაც არ მავიწყდება, როგორი შიშით გაფართოებული თვალებით შევყურებდი ახალ წლამდე წუთებით, წამებით ადრე კედელზე დიდ საათს, – მოსალოდნელი კატაკლიზმების და სამყაროს აღსასრულის მეშინოდა :დ  [ პატარა და შტერი ბავშვი ვიყავი :დ ]

2007-ისთვის უკვე გავიზარდე, და აღარ ვნერვიულობდი რომ ის ბოლო წელი იქნებოდა ჩვენი პლანეტისთვის :დდდდდ

ერთი სევდიანი ახალი წელი მახსოვს კიდე (რატომღაც, ცუდი უფრო კარგად და დიდხანს მამახსოვრდება, ვიდრე კარგი (( ) : ზუსტად ვერ ვიხსენებ რისთვის, მაგრამ რაღაცაზე გამაბრაზეს და ახალ წლამდე წუთები სამზარეულოში კარადასთან იატაკზე ჩაცუცქულმა, მოკუნტულმა ტირილში გავატარე )) მაშინ არ მახარებდა არაფერი და ყველა და ყველაფერი ჩემ წინააღმდეგ ამხედრებული მეგონა…
ვიჯექი და ვტიროდი და ისიც ვიცოდი, რომ არავინ მოვიდოდა და “ვეკო, რა გატირებს, ადექი, წამო სუფრასთან” – ამის თქმის ნაცვლად არავინ ჩამიხუტებდა გულში … ნუ, ძაან სენტიმენტალური ბავშვი ვიყავი და გარდატეხის პერიოდმა ხო ვაფშე დაღი დამადო :დ

კიდე რა მახსოვს იცი? გვერდიგვერდ ბინებში 2 სახლი გვაქვს, ჩემი მშობლები რომ დაქორწინდნენ მამა გვერდით ბინაში გადმოვიდა. ახალ წელს ყველანი ერთად ვხვდებოდით ტრადიციულად, მაგრამ ბაბუა მაინც პირველ სახლში რჩებოდა ხოლმე და მერე ამოდიოდა ჩვენთან – გარდაცვლილი მეუღლის სურათთან სანთელი უნდა დაენთო ))) 70 წლის ასაკშიც არ კარგავდა რომანტიკას, ვინ იცის რაზე ესაუბრებოდა იმ დროს საყვარელ მეუღლეს )) ძალიან, ძალიან მიყვარდა ბაბუა…

ამის შემდეგ ერთი წელი ჩვენთან ამოვიდა და შეხვდა ღამის 12-ს. ის ბოლო წელი იყო და იმის მერე 3 თვეში თვითონაც გარდაიცვალა.

არადა, საახალწლო მხიარული განწყობის შემოტანას ვაპირებდით თქვენში, მაგრამ რაებს ვყვები, მაგრამ რა ვქნა, თუკი ჩემთვის ახალი წელი სევდიან მოგონებებთან და მანდარინთან ასოცირდება? :დ

ბოლო ახალ წელზე მოვყვები,ყველაზე სასაცილო თუ სატირელი მაინც ისაა :  2010 რომ ხდებოდა, უკვე 9 თვის შეყვარებულები ვიყავით მე და აჩო, მაგრამ ჩემებს მაინც არ ვეუბნებოდი, მხოლოდ რაღაც ლაითად იცოდნენ. ხოდა, ახალ წელს ტვალეტში ჩავიკეტე და იქ აჩოსთან ლაპარაკში უნიტაზზე მჯდომი შევხვდი :დ

იდეაში კრეტინიზმია, მაგრამ მაშინ ორივე სიცილით ვკვდებოდით და რაღაცნაირი იყო… თან საიდუმლოებით მოცული :დ [რა ტანჯული ბავშვობა მქონდა, ეხლა ხო გესმით ჩემი :დ ]

მაგრამ იმედს მაინც არ ვკარგავ, რომ ყველაფერი კარგი მაინც წინ მაქვს და ამ წელს არ გამოვა, მაგრამ იქით ახალ წელს უკვე ისეთი დღეებს მოვიწყობ, როგორზეც ყველა, ყველა, არ შემეწინააღმდეგოთ და მართლა ყველა გოგო ისურვებს :დ

მთაში თოვლში განმარტოებით მდგარი ერთსართულიანი სახლი, ცხელი ბუხარი, რბილი ჭრელი ხალიჩები, წითელი ღვინო, ცხელი ჯაკუზი, ცხელი საღამოები …. :დ

ერთხელაც, მეც ვიქცევი ზამთრის სნეგურაჩკად :დდ

====================================================

ზამთრის, ახალი წლის საღამოების გასახსენებლად ვთაგავ თაას-ს , სალოლას, კევანას და ლიტერატორს ))

Posted in და–ტაგ–ულ–ებ–ი, მემორიზ, ყველაფერი ჩემზე, წარსულის ქრონიკები | Tagged: , , , , , , , , , , , | 6 Comments »

მოთქმის კუნწულა

Posted by vekoo on ნოემბერი 29, 2010

ველზე შემხვედრი კალიები, ტერფებს მიკოცნის ცვრიანი ბალახი. ჩაშლილი საფლავის ღობე.
შევაბიჯეთ, უკვე მათ საუფლოში ვართ .
სასაფლაო. შავ მიწაზე დაღვრილი ასობით ცრემლის კუნწულა.
სიმწრის კვნესა.
ტირილი.
ჯერ ჩუმი, მოგუდული, მერე კი ნელ-ნელა ცხარე მოთქმა ..
ვიღაცამ გულის გუდას პირი მოხსნა და დარდი ცრემლებად დააფრქვია .

“ვაიმე, რა ტკბილი იყავი და ეხლა რა მწარე ხარ, შვილო.” – ვიღაცამ დაატირა.
დასტურად, ნაწვიმარზე მზემ გამოანათა.
ისე დააცხუნა, რომ ყველამ გაიხადა თბილის სამოსი. ესეც სიმბოლურია – ყველა ტკბილმა ლაურამ გაათბო, სითბო იქიდანაც გაგვინაწილა.

“ჰე, წამოდით ახლა .” – იმერლებისთვის დამახასიათებელი კილოთი თქვა ქმარმა.

კაცებმა ნაუცბათევად იქვე გაშლილი სუფრიდან ცქრიალა ღვინო დალიეს,  ნახევარი საფლავზე დააქციეს.
ხალხი დაიშალა – ყველას მთავარ სუფრაზე მიეჩქარებოდა (ალბათ) …

იქ კი დარჩა ახალ საფლავზე წითელი ვარდები და საფლავის გარშემო წვრილი ქუსლების ნაკლვალევი.

Posted in განწყობისათვის, წარსულის ქრონიკები | Tagged: , , , , | 3 Comments »

საფლავები და ახალი სიცოცხლე

Posted by vekoo on თებერვალი 28, 2010

მეტისმეტად დავიღალე, დასვენება 2 კვირა დასვენებას სულ არ გავდა , ამიტომ ბოლო 2 დღე სოფელში გადავწყვიტე გავრიდებოდი ამ არანორმალურ რიტმს … პრობლემებს ხომ ვერაფერი გამოლევს … ხოდა წავედი, წავედი და წავედი …

თბილისიდან გასული არ ვიყავი, რომ სულ 40 წუთში სოფელში ამოვყავი თავი , – ისე ვერ ვახერხებდი ტვინის დასვენებას და იქნებ, იქ მაინც მომეხერხებინა რამე, მითუმეტეს, რომ ივლისამდე თავისუფალი დღეები აღარ მეღირსებოდა.

… რა კარგი იყო ცხელი ღუმელი, რა სასიამოვნოდ ტკაცუნობდა შეშა , ისვროდა ნაპერწკლებს …

წასვლისას მეგონა, თბილი სვიტრები დამჭირდებოდა, არადა იმ საღამოს გადავჩიჩქნე ძველი გარდერობი, ზაფხულის ბრიჯი ვიპოვე , თხელი მაიკა და ისე ვიყავი…

შემიყვარდა წითლად დაშაშხული ნაკვერჩხლების ყურება … მსიამოვნებს მოსმენა, თუ როგორ იწვის შეშა …

ამ დროს საფიქრალი არაფერი მაქვს, სრულიად არაფერი … გარდა ერთისა …

ის ერთიც მრავალ ასპექტში , მრავალგვარი ინტერპრეტაციით წარმოდგება ჩემში….

ჩემ ტვინში, რომელიც ამ დროს ისვენებს , –

მე ვნებივრობ იქვე , ვწევარ და ვფიქრობ, ვფიქრობ ყველაფერზე, ვფიქრობ არაფერზე.

მთავარი კი ისაა, რომ არაფერი მაწუხებს სერიოზული, – რაც მინდოდა მივიღე, გავერიდე და განვთავისუფლდი.

რა კარგი იქნებოდა ეს სიმღერა გუშინ რომ მცოდნოდა, როცა იქ ვიყავი …

მართლა უხდება იმ მელოდიას …

მეტყობა ხოო როგორ ხასითზეც ვარ, Read the rest of this entry »

Posted in ყველაფერი ჩემზე, წარსულის ქრონიკები | Tagged: , , , , , | 12 Comments »