ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Archive for the ‘ჰიგიენა’ Category

კოღო

Posted by vekoo on მარტი 25, 2010

კოღო მოვკალი მონიტორის წინ დაწუილობდა : |

მოვიდა ვითომ უკვე ზაფხული?

თუ ეს კოღო საიდან მოფრინდა? წეღანაც შევამჩნიე, მაგრამ მეგონა მომეჩვენა :ო

მომრავლდნენ უკვე ეს სისხლისმსმელები რა : |

ან საიდან ჩნდებიან ზამთარში რომ არ ჩანან და მერე რომ მოდიან.

იქამდე სად მიდიან ნეტა.

არ მჯერა რომ გადამფრენები არიან ესენიც  😀

Advertisements

Posted in განწყობისათვის, ჰიგიენა | Tagged: | 9 Comments »

თუთბერიძე-ქართველი მადონა სიცრუის დეტექტორზე !

Posted by vekoo on თებერვალი 24, 2010

საიდან დავიწყო არ ვიცი, ამიტომ, ეგრევე დავიწყებ : ))

გუშინდელ “სიმართლის დროზე” მინდა ვისაუბრო. ვაღიარებ, რომ თავიდანვე განვეწყვე დადებითად ნანკასადმი, რაც იმ ინფორმაციის შედეგი იყო, რაც FB-ზე სტატუსებიდან გავიგე, გადაცემისთვის ტვ-ში არ მიყურებია, ეხლა თან myvideoze ვუყურებ და თან შევეცდები, პოსტი დავწერო.

გადაცემის დაწყებისთანავე გამიქრა ის გრძნობა, რომ მე ვიწონებდი წამყვანის ან სტუმრის ქცევებსა და შეხედულებებს. სხვებისაგან განსხვავებით არც ნანკა გამხდარა გადაცემის შემდეგ მმკ-ს სასურველი სარძლო და ამის გამო საზულველი მისი პირმოთნეობის გამო და არც თუთბერიძისთვის მიმიკერებია ჩემ ქვეცნობიერში ისეთი იარლიყი, რომელიც იქამდე არ ბუდობდა ჩემში. გადავალ უშუალოდ გადაცემაზე:

თვითონ გადაცემის ფორმატი კითხვა-პასუხის რეჟიმზეა აგებული, ეს არაა უბრალო დაქალური წაჭორავება ჭიქა ყავაზე და ვინმეს გაკილვა, აქ მოსული სტუმარი საუბრობს საკუთარ პირადულზე პიკანტურად და სახალხოდ. როდესაც ადამიანს გაქვს პრეტენზია სხვების გაუნათლებლობაზე, ელემენტარული კულტურული განათლების საკითხია ისიც, რომ როცა გელაპარაკებიან უნდა უსმინო. ეს ელემენტარული ეთიკაა და არავისთვისაა უცხო.

როგორც აღვნიშნე, არ ყოფილა ეს შემთხვევითი შეხვედრა, რომ თეა თუთბერიძეს არ სდომოდა ნანკა კალატოზიშვილის საუბრის მოსმენა და ყურს გარეთ გაეტარებინა ნათქვამი. სრულიად ბუნებრივად მომეჩვენა ნანკას რეაქცია მსგავს უკულტურობაზე:

“- იქიდან გამომდინარე, რომ შენ მე არ მისმენ, ბუნებრივია, რომ ეს თანხაც არ გაინტერესებს” .

კომენტარებისა და პოსტების უმრავლესობაში, რაც მე წავიკითხე, ყველა კიცხავდა ნანკას ძალით სწერვობისა და დაყენებული მანერობისათვის, მაგრამ, ვგონებ, რომ ისიც დასაფასებელია, რომ როცა ზუსტადაც გამჯდარი გაქვს კანში ეს ძალად სწერვობა და ამის გამო მაინც ცდილობ დაიცვა ელემენტარული ეტიკეტი ან თუნდაც, წამყვანის მოვალეობები (თუმცა, ნანკა უბრალოდ, ლამაზი მსახიობი ქალია და არა ჟურნალისტი, რომ მას ეს ყველაფერი მოეთხოვებოდეს აუცილებლად ). ის მაინც ცდილობდა დასაწყისში თუთბერიძის კეთილგანწყობის მოპოვებას.

თუნდაც ძალით, მაგრამ მაინც სანდომიანად იღიმებოდა : D

“მომიწონე (იდეაში წამყვანობა) ? როგორი განწყობა გაქვს? “

“განსაკუთრებული არაფერი “.

ვაღიარებ, ვიხალისე ამ დროს ნანკას სარკასტულ გამონათქვამზე : Read the rest of this entry »

Posted in განწყობისათვის, ექსკლუზივი, ჰიგიენა | Tagged: , , , | 17 Comments »