ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Archive for the ‘Uncategorized’ Category

უნივერსიტეტის თვითმმართველობა

Posted by vekoo on აპრილი 12, 2011

დრო ფულია – თქვა ბენჟამენ ფრანკლინმა დაახლოებით 300 წელზე ადრე და მას მერე მე ყოველ წუთას ვგრძნობ ამ გამონათქვამის ფრთიანობას ♥

ზოგი როგორ შოულობს ამ ფულს და ზოგი– როგორ.

ზოგი როგორ ფლანგავს ამ ფულს და ზოგიც– როგორ.

ეხლა რა ხდება: გუშინ, 11 აპრილს კიდევ ერთი “ფრთიანი ფრაზა” მოვისმინე:

“ტიპი აბარებს გეპეიში, მამამისი უხდის 240 ლარს და ის იღებს ბაკალავრიატის დიპლომს.

ტიპი აბარებს ჯავახიშვილში, აგროვებს 240 კრედიტს და იღებს ბაკალავრიატის დიპლომს.

ტიპი შედის ჯავახიშვილის თვითმმართველობაში და მას უკვე აქვს 240 კრედიტი და ბაკალავრიატის დიპლომი.”

ეს ხუმრობა “მხიარულთა და საზრიანთა გუნდის” უნივერსიტეტის სანახევარფინალო შერკინებაზე მოვისმინე, მაგრამ ყველა ხუმრობაშიც ხომ არის სიმართლის ნაწილი? : ))

იხილე მსგავსი პოსტი: თსუ – სირცხვილია!

Advertisements

Posted in Uncategorized | 6 Comments »

სილამაზის ეტალონი და გაღორებული ღიპები

Posted by vekoo on მარტი 3, 2011

სილამაზის ცნება სხვა და სხვა საუკუნეებში განსხვავებული იყო და ვიზუალური მშვენებაც შესაბამისად განსხვავებულად აღიქმებოდა.

“რამოდენიმე საუკუნის წინ ქალის სილამაზის კრიტერიუმი რადიკალურად განსხვავდებოდა ახლანდელისაგან. აღორძინების ეპოქის ქალები ფერ-ხორცით გამოირჩეოდნენ. მამაკაცებსაც ძალიან მოსწონდათ.

ახლა რა გემოვნება შეეცვალათ? არა მგონია. უბრალოდ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან გვარწმუნებენ და თავს გვახვევენ სილამაზის ეტალონს გამოშვერილი ძვლებით და წვეტიანი მუხლებით. მკერდი და ….. ვარაუდით უნდა მიხვდე სად არის.

არა და სილამაზის და სექსუალურობის ეტალონი მერლინ მონრო საკმაოდ ჩაპუტკუნებული იყო და ახლოსაც არ იდგა პარამეტრებთან 90-60-90. დიდი მკერდით და განიერი თეძოებით გამორჩეოდა. სოფი ლორენი? კლაუდია კარდინალე? ვივიენ ლი? რომელი ჰოლივუდელი ვითომ „ლამაზმანი“ შეედრება ამ ლეგენდარულ ქალბატონებს?
როცა ფერ-ხორციან ქალზე ვლაპარაკობ მხედველობაში არა მყავს სიმახინჯე-ავადმყოფობაში გადასული სიმსუქნე.
ისე ჩვენში დარჩეს არც „პლეიბოიში“ მინახავს გამხდარი ქალები რას იტყვით?” – წერენ თბილისის ფორუმზე.

გამხდარი და “ძვალზე ტყავდგადაკრული” ქალები [ალბათ] არავიში აღძრავენ ვნებას, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. განსხვავებული აზრი ძალიან მაინტერესებს, ასე რომ, არ დაიზაროთ კომენტარებში დაფიქსირება. 

ქვემოთ მოცემულია სამი გოგონა და ესაა ზოგადად ტიპიური სურათი “სიგამხდრე-სიმსუქნისა”. და შემდეგ არის 90+ (კგ)

ჩვენი ბებიების დროს იყო +10 სტანდარტი ანუ: სიმაღლეს +10კგ = იდეალურ წონას.

დღეს-დღეისობით შეიცვალა მდგომარეობა: სიმაღლე – 10კგ=იდეალურ წონას.

წონის ამგვარი გამოთვლაც, რა თქმა უნდა, ფარდობითია და დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე, მაგალითად, მე ამჟამად ვარ 175სმ და 65 კილო ჩემთვის უკვე გამხდრობად არ ითვლება : ))

თუმცა, ჟურნალ ვოგის გარეკანზე დაბეჭდეს ამერიკელი გოგონა, ნიშნად იმისა, რომ სილამაზე მხოლოდ იდეალურ პროპორციებში/ფორმებში არაა და ესთეტიურად შეიძლება ჭარბწონიანიც გამოიყურებოდეს.

მუცელზე ქონები : | არასოდეს მექნება ამის მსგავსიც კი : ))

და მივედი მთავარ საკითხზე, რამაც პოსტის წერა გადამაწყვეტინა: რა ხდება საქართველოში ამ კუთხით.

უცნაური და საოცრად უაზრო ერი ვართ, პატარა გოგონებს დახმარების ნაცვლად საშინელ მაგალითს (ვ)აძლევთ: პოსტის წერაც ქვემოთ გოგონას სურათმა გადამაწყვეტინა.

ჯანსაღი კვებას პოპულაციას ერთეულები თუ უწევენ, არადა სილამაზის ესთეტიურად აღქმისთვის ეს პირდაპირი გზაა.

 

სამაგიეროდ სოციალური ქსელები სავსეა ტუჩებგამობზეკილი ძააან ძერსკეეე სურათებით .

არაერთი ამგვარი პროფილი დარეფორთებულა, მაგრამ “ასეთების” რიცხვი კატასტროფულად მატულობს. უკვე ტუჩებმობზუკვამოყვარულთა რიცხვი კოლოსალურს უახლოვდება

ჩვენში (სამწუხაროდ) ბევრი თვლის, რომ თუკი Aiii, aSee daWeRs, aMiTi IqnEba YveLazE gAmoRchEuLi da Nu JaaN CHKKK ( : | )

ამ დროს ნაკლებად ფიქრობენ გაუფრთხილდნენ ბუნებრივ ფორმებს და არ დაიმახინჯონ სხეული ზედმეტი ქონებით.

ეს პოსტი ფაქტიურად ყველას ეხება, ვინც მუცელს მაპატიეთ და საჭმლით იღორებენ და მერე კაცებივით ღიპები ამშვენებთ.

მე ბედნიერი ვარ, რომ არასოდეს შემრცხვება ბიკინებით აუზზე გავლის.

Posted in Uncategorized | 18 Comments »

AN NA

Posted by vekoo on თებერვალი 6, 2011

მინი გესთ პოსტი

მაღალი, არისტოკრატულად გამხდარი, ისეთი, რომელსაც ბევრი არ იცნობს, მაგრამ მაინც თითქმის ყველა ამ ბევრიდან მასზე ლაპარაკობს.
 

ვინც [თითქმის] ყოველთვის იჩენს ინიციატივას ისეთ თემებზე სასაუბროდ, რომელსაც მე უბრალოდ გვერდს ვუვლი და

ის, ვინც ერთი შეხედვით დღევანდელი დღით ცხოვრობს, მაგრამ [მხოლოდ იმ ერთეულებისათვის, ვისაც ეს ქალბატონი გულთან ახლოს უშვებს,] ძალიან მიზანდასახული პიროვნებაა.

რა ვთქვა, რა ვილაპრაკო, არ ვიცნობ და კიდე კარგა ხანი ვერ გავიცნობ ალბათ.

ანა ისაა, ვინც ყოველთვის იცის, რომ ჭიქა ნახევრად ცარიელი კი არა, ჭიქა ნახევრად სავსეა!

ვინც იცის როგორ უნდა გაიხადოს ზამთრის თოვლში ისე, რომ მამაკაცს მისი გათბობის სურვილი აღუძრას . ♥ ♥ ♥

written by ვეკო Ƹ̴Ӂ̴Ʒ უჭუკლესი ჭუკლი

Posted in Uncategorized | 4 Comments »

Jennifer’s Body

Posted by vekoo on იანვარი 30, 2011

დღეს ერთი პოსტი უკვე დავწერე, მაგრამ არ შემიძლია კიდე არ დავწერო. 

Jennifer’s body-ს ვუყურე.  Megan Fox-ზე ვა-ფანატებ : დ მხოლოდ მისი ხათრით გადმოვწერე.

ყოველთვის, როცა მეგობრებთან იქნებით, ღამეს გაათევთ ეს ფილმი არ გამოტოვოთ.

ერთ რამედ ღირს მარტო მისი მშვენიერი სხეული. ამ ცისფერთვალება შავგრემანზე ვიციკლები.

+თუ იზვრაშენკას როლშია ))

ფილმი ქალწულზეა, რომელიც როკერმა შერყეულებმა სატანურ რიტუალში გამოიყენეს და მიაგდეს.

ამის მერე მოვლენები ელვისებურად ვითარდება.  ასეთ ლამაზმანს ცოტა ბიჭი თუ ეტყვის უარს.

 

ხო, ნუ როგორც მიხვდით, ამ ბოლო დროს ბევრ ფილმს ვუყურებ და მერე ამ ფილმებში რამე ცხოვრებისეულს ვიჭერ ხოლმე. აქაც მთავარი მომენტი მეგობრობაა. ესეც ჯენიფერის მეგობარი -Amanda Seyfried:

ერთი წიგნის ჭია, მორცხვი და მოკრძალებული გოგონა, დაქალისგან სრულიად განსხვავებული. მაგრამ მათ ბავშვობის მეგობრობა აკავშირებთ, ამიტომაც მუდამ ერთად არიან. ზუსტად ასეთი განსხვავებულობის გამო, ბევრს ისინი ლესბოებიც კი გონია.
წინა პოსტში ვწერდი : “ჩვენ ვირჩევთ მეგობრებს, მშობლების არჩევა კი არ შეგვიძლიათქო”. ისინიც მეგობრები იყვნენ და სწორედ ამიტომ ცდილობდა ეს ქერათმიანი ლამაზმანი “დაავადებული” დაქალის გონზე მოყვანას. ერთ მხარეს დაქალი და მეორე მხარეს – შეყვარებული.
სამწუხაროდ, ეს დაქალი – ჯენიფერი – საბოლოოდ ჩაითრია გრძნეულებამ და აი, ზუსტად მანდ დაერხა.
ის ყველაზე წმინდას შეეხო – მეგობრის სიყვარულს.

გადმოსაწერი ლინკი :FILM

Posted in ფილმოგრაფია, Uncategorized | Tagged: , , , , , | 21 Comments »

მოტივირებული იდიოტი

Posted by vekoo on იანვარი 24, 2011

როგორც კი დავალებების გაკეთება დავიწყე, ეგრევე მოვედი ხასიათზე და მივხვდი (კიდევ ერთხელ) რა ჭკვიანიც ვარ :დ ხოდა, რა სასაცილო მოდეპრესიო სტატუსები/სურათები გაქვთ :დ

რაღაცა, ენერგიით დავიტვირთე,  კარგად ვარ, რამდენი ხანია არაფერი მიმეცადინია, მითუმეტეს ინგლისურისთვის არ გადამიხედავს.
აუ, ეხლა მივხვდი როგორ მყვარებია ეს ენა და ამ ენაზე მეტყველება :დ

ხალხნო, ვინც სწავლას იკიდებთ და გგონიათ, რომ რაც ხართ იმითიც კარგად გახვალთ ფონს, ჩამორჩენილობა დაგღუპავთ :დ გაანძრიეთ ტაკოები და ისწავლეთ რამე.
როგორც ეკა მეუბნება ხოლმე “-ინგლისური ტვინით კი არა, ტრაკით ისწავლებაო” :დ

ერთი შეხედგვით უცნაურია ხო? :დ მარა ასეა ))

უნდა იჯდე და იკითხო, უყურო ფილმებს და გქონდეს კონტაქტი საჭირო ხალხთან.

ეს პოსტი პირველ რიგში მე მეხება, არაფერი პირადული ვინმესთან, მინდა ეს მოტივაცია დიდხანს შევინარჩუნო, არაფერია მოტივირებულ ადამიანზე ძლიერი და არაფერია მონდომებული ადამიანისთვის შეუძლებელი.

არასოდეს დაივიწყოთ მიზნის დასახვა და მერე დასახეთ გზები ამ  მიზნის მისაღწევად. მე რატომღაც დავივიწყე ეს დებულება და იქ გავიყინე სადაც უნივერსიტეტში ჩავაბარე გამიზნულ ფაკულტეტზე და გამიზნული 100%იანი გრანტით.

  • მიზანი – ესაა სურვილს+ კონკრეტულობა, რომელიც მოქცეულია დროის სასურველ ჩარჩოში და გამოსახულია ფურცელზე.

ამიტომ კარგად მუშაობს to do list-ების ჩამოწერა და ყველაფრის საფეხურებრივად შესრულება. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც, აი ეს. ყველაზე მარტივი მაგალითი.

  • მოტივაცია კი სხვა არაფერია, თუ არა მიზნების მისაღწევად საკუთარი ან სხვათა მოქმედებების წახალისება.

ამიტომ, არ დაგავიწყდეთ თქვენი თავის წახალისება, როცა რამე მნიშვნელოვანს მიაღწევთ ან გააკეთებთ დაასაჩუქრეთ ის.

აი, მე მგალითად, ეხლა უკვე შემილია სუფთა სინდისით წავიდე, თმები კეფასთან ზევით ავიწიო, აბაზანა პირამდე გავავსო და ბედნიერი ჩავიძირო სურნელოვან ქაფებში და საყვარელი მელოდიის თანხლებით საყვარელი შოკლოლადი დავაგემოვნო ))

პ.ს. თუმცა, არც ის დაივიწყოთ, რომ მოტივაცია, როგორც ასეთი, საკმარისი არა, თუკი ჩვენს წინაშეა იდიოტი და ჩვენ მას ვამოტივებთ, ხელში მოტივირებული იდიოტი შეგვრჩება. (ც) ჯიმ რონი.

Posted in Uncategorized | 5 Comments »

ღამე ვასასისთან

Posted by vekoo on იანვარი 20, 2011

აუ, სიზმარში ვასასი ვნახე o_O

იდგა და ვიდეო-პოსტს წერდა o_O

დიდი შავი თვალები მახსოვს, შიგადაშიგ აფახულებდა წამწამებს. რა ჯანდაბამ დამასიზმრა ნეტა :დ

არადა, სინამდვილეში არ ვიცნობ და ეხლა სახესაც ვერ ვიხსენებ, მაგრამ რატომღაც ზუსტად ვიცოდი, რომ ის იყო :დ

ნეტა რას ამბობდა პოსტში? :დ აუ, რა უნდა ვასასის ჩემ სიზმრებში? :დ

ფრაგმენტები მახსენდება , ჩონჩხი, მაგრამ ბოლომდე ვერა : ((

ვასასი, გოგო, გამეცი პასუხი, რას დაეხეტები ღამე ჩემთან?!

 

ყოველ ღამე რაღაც-რაღაცები მესიზმრება, განსაკუთრებით დილისკენ, როცა უკვე უნდა გავიღვიძო და ავდგე. ამ დროს ტვინი რაღაცა ორ განზომილებაში მუშაობს- თან ვფიქრობ და თან  მძინავს.

Posted in Uncategorized | Tagged: , , | 8 Comments »

Hello world!

Posted by vekoo on იანვარი 16, 2011

Welcome to WordPress.com. This is your first post. Edit or delete it and start blogging!

Posted in Uncategorized | 1 Comment »

მონადირე ქალი თუ კაცი? და მხეცი? = D

Posted by vekoo on იანვარი 8, 2010

თვრამეტი წლის ქალიშვილმა უნდა იცოდეს მარტივი ჭეშმარიტება – მამაკაცები უნდა დასდევდნენ ქალს და არა  – პირიქით.

არც ერთი ჭეშმარიტად თავმოყვარე ქალი უფლებას არ მისცემს საკუთარ თავს, უკან აედევნოს მამაკაცს და საშუალება მისცეს მმისი გრძნობებით ითამაშოს. მაგრამ, ჭეშმარიტმა ქალმა ისიც იცის, რომ ამის გაკეთება აშკარად არ შეიძლება, თუკი ქალი ოსტატურად შენიღბავს ზრახვებს და საწადელს ისე მიაღწევს, მამაკაცი დარწმუნებული იქნება, რომ მან მოინადირა ქალი და არა პირიქით.

პრინციპი  ”მამაკაცი მონადირეა, ქალი კი მისი ნადავლი”, არ უნდა დაირღვეს. მამაკაცს მოსწონს როცა ნადირობს, მიეცით მას ამის საშუალება. მოიქეცით ისე, როგორც იქცევა ველური მხეცი, რომელსაც კვალში მონადირე ჩასდგომია. დაიმალეთ, გაიქეცით, იეშმაკეთ, მაგრამ ძალიანაც ნუ მოინდომებთ, ისე არ დაიმალოთ, რომ მან ვეღარ გიპოვოთ.

ახლა ფილოსოფიურ ჭრილში გადავიტან მსჯელობას:

ამბობენ კაცი მონადირეოა, თუ ასეა მაშინ ნადირობის ობიექტი ძირიტადად ქალი უნდა იყოს, და თუ ასეა თვალების ცეცება თუ თვალფთურის skill- ორივეს თანაბრად უნდა ჰქონდეს განვითარებული, მონადირეს იმისთვის რომ სასურველი მოინადიროს, მოსანადირებელს იმისთვის რომ მონადირე შეარჩიოს და ვიღაც დაუბანელმა არ ამოიდოს იღლიაში (არ ვიტყვი როგორში).

ქალი თითქოს იპარავს როცა ასე იყურება, რადგან სხვისი თვალიერება მაინც არაა მისი ბუნებრივი პოზა, უფრო საკუტარი თავის სარკის წინ თვალიერებისთვის შეუქმნა შემქნელს. კაცი კი იტაცებს და არ იპარავს ასეთი მზერის დროს (თუ არ ჩავთვლით მორცხვ კაცებს, რომელიც ცივილიზაციის ნაყოფია, კაცის პირველსაწყისთან მორცხვობას ცოტა აქვს საერთო).

ალბათ, საინტერესო იქნება თუ გეტყვით, რომ ჯერ კიდევ ძველი ბერძნებიდან მოდის მამაკაცის, როგორც ნადავლის სახე. თურმე, მაშინაც ყოფილან ფრიად ემანსიპირებული მანდილოსნები. საინტერესოა “ნადირობის სცენები” და მისი ახსნა – მონადირე მისდევს კურდღელს, სადაც კურდღელი ახალგაზრდა ჭაბუკის სიმბოლოა, რომელსაც არა აქვს “უფლება” დაუმორჩილებლობის – აი, თურმე საიდან “გამოიქცა “ფლეი ბოის” კურდღელი. ქალებიც ყოფილან მონადირეები 😀

ფილოსოფიური ტრაქტატივია რა…

ერთგვარი სტერეოტიპიცაა, რომ კაცი უნდა იცავდეს ქალს. მრავალი სტერეოტიპი აადვილებს ცხოვრებას, მაგრამ დროდადრო ვხვდები ( ჩემს გარშემომყოფთა მაგალითებიდან), რომ ეს სტერეოტიპები იმსხვრევა.

ამ მხრივ ძალიან საინტერესოა ფილმი “გაიქეცი ლოლა გაიქეცი”. ფილმში კაი ტიპი ებმება შარში, სრულიად უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდება და მისი შეყვარებული ძვალმსხვილი ლოლა შუასაუკუნეების რაინდივით შეუპოვრად იღწვის მის დასახსნელად პრობლემებიდან.თუმცა ტენდენცია სრულიად ასეთიც არაა.

აშკარაა რომ მოდაში სულ უფრო და უფრო შემოდის ქალები ვიწრო თეძოებით და მოკრძალებული მკერდით: კიარა ნაითლი, ნიკოლ კიდმანი, ჰილარი სვონკი, ქეით ბლანშეტი. ეს ალბატ ცხოვრების ტემპის დაჩქარებით არის გამოწვეული და ნათელია, რომ ქალმა როგორც იქნა გააღწია სამზარეულოდან და საქარგსაქსოვ საკერავიც გააგდო ხელიდან. მაგრამ ამასთან სულ უფრო აშკარად გამორჩეული ადგილი რჩებათ ქალებს ქალური გარეგნობით: სკარლეტ იოჰანსონი, ქეით ვინსლეტი.

ყველა თეორია და რჩევა გასათვალისწინებელი და მისაღებია, სანამ ნამდვილად არ შეგიყვარდებათ. როცა სიყვარული მოდის, გონება გულის ტყვეობაში ექცევა და ძნელია სიტუაცია შენს სასარგებლოდ მართო. არავინ გეუბნებათ, რომ საერთოდ არ უნდა შეიყვაროთ, მაგრამ ეცადეთ ამ სიყვარულში თავით არ გადაეშვათ, თორემ შესაძლოა კისერიც მოიტეხოთ.

ურთიერთობის დაწყებისას ყველა მამაკაცი თეთრ ცხენზე ამხედრებული უფლისწულია, მაგრამ ხშირად ეს მხოლოდ მირაჟია, რომელიც მალევე  ქრება. იმედგაცრუებიდან სასოწარკვეთამდე კი ნახევარი ნაბიჯია. შეიყვარეთ _ ამას ვერავინ აგიკრძალავთ, მაგრამ მოახერხეთ ისე, რომ ბედნიერებისაკენ სავალი გზა ეკლებით მოფენილი არ იყოს. რათქმა უნდა მამაკაცმა თქვენგან სითბოც უნდა იგრძნოს, მაგრამ თქვენი დაკარგვის შიშიც უნდა ქონდეს. ცოტას თუ აეჭვიანებთ, ეს თქვენს ურთიერთობას მხოლოდ წაადგება.

და ბოლო, რამაც ამ პოსტის წერა გადამაწყვეტინა: რაც არ უნდა იყოს, რამდენიც არ უნდა იწუწუნოთ კაცებმა თქვენზე დაკისრებული მოვალეობების გამო, სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვერასოდეს გაიგებთ იმ ტკივილს, რასაც სერიოზულ შეხვედრაზე მიმავალს “კოლგოტზე” თვალის წასვლა ქვია ( 😉 )

ჰო, პ.პ.ს. სულ ცხელ-ცხელი ინFო მაქვს გოგოებისთვის, გავიგე დახეული კალგოტკები შემოდის გაზაფხულიდან მოდაში, ასე რომ, არ ჩაყაროთ მათში ხახვი, ნიორი კაკალი, თხილი da ნუ გადაყრით მათ 😀

და ბოლოს, მცირე გადახვევა მათთვის, ვისაც შეუძლებლად მიაჩნია მონადირის ამპლუის მორგება:

შეუძლებელია – ეს მხოლოდ და მხოლოდ ხმამაღალი სიტყვაა, რომლის უკანაც იმალებიან ”პატარა” ადამიანები. მათთვის უფრო ადვილია იცხოვრონ და შეეგუონ, ვიდრე მოძებნონ საკუთარ თავში ძალა, რომ რაიმე შეცვალონ.

შეუძლებლობა – ეს არ არის ფაქტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ მოსაზრებაა.

შეუძლებლობა – ეს არ არის განაჩენი. ეს გამოწვევაა.

შეუძლებლობა – ეს არის შანსი გამოავლინოთ საკუთარი თავი.

შეუძლებლობა – ეს არ არის მარადიული.

შეუძლებელი – შესაძლებელია!

მოინადირე, რათა დატკბე მიღწეულით 😉



Posted in Uncategorized | Tagged: , , , | 5 Comments »

ჯადოსნური რიცხვები / ეკონომეტრიკა

Posted by vekoo on იანვარი 5, 2010

ისეთი, ისეთი დაღლილი და დაქანცული ვარ ამ ეკონომეტრიკის ამოცანის კეთებისგან, რომ აღარაფრის თავი აღარ მაქვს.

არადა ბლოგის ასე მიგდებაც არ მიყვარს : (((

შემიყვარდა ჩემი ბლოგი , გული დამწყდა ძველი რომ აღარ მაქვს … მაგრამ, შეიძლება ასეც იყო საჭირო ( მოდი, გული ამითი გავიხალისო ცოტა : D )

ახალ წელს ახალი ბლოგით მოვევლინე მსოფლიო ფართო ქსელს :sun:

ჰოდა, უკვე გამოცდებიც დამეწყება და მე ჯერ ჩაბარებული არ მაქვს “ნაშრომები” ლექტორებისთვის, ნერვები დამაწყვიტა ამ ამოცანამ, აი 2 კვირაა ვხსნი ( ნუ, იასნია დროში გაწელილად) , მარა ბოლომდე გასვლას ვინ “ჩივის”, მე2 საკითხს ძლივს გავცდი.

დებილი არ ვარ მათემატიკაში, ერთი შეხედვით ადვილია ესეც, მაგრამ იმდენი წვრილმანებია, იმდენი წვრილმანია დასათვლელი, რომ ხან რომელი ციფრი გამომრჩება კალკულატორზე ასაკრეფად და ხან – რომელი და ასე არ დაილია ეს უბედური რა : (

მერე excel-ში ვცადე ამოხსნა, მონაცემები შევიყვანე და იქ ვაჯამებდი და ვამრავლებდი რაღაცებს, ( მოკლედ რომ აგიხსნათ, 30 განსხვავებული მნიშნველოვნებისა და რაოდენობის რიცხვია, და ათასგვარი (( მართლა ათასგვარი )) კომბინაციები მაქვს მათზე გასაკეთებელი)

ხოდა, სკოლაშიც სულ ელემენტარულ მიმატება-გამოკლებაში ვუშვებდი შეცდომას და აქ როგორი შეცდომები მექნება ხო წარმოგიდგენიათ : D

დღეს იყო ჩაბარების ბოლო ვადა და ხვალამდე გადაწია, აი ეხლა კი მე მივედი დასკვნამდე, რომ 41 ქულას ისედაც ავდივარ ( ალბათ ) და აღარ მინდა დამატებითი ამ ამოცანის ქულა ( ვაშაააააააააააა !!!!! ) თეორიას მაინც ვეღარ მოვასწრებ სწავლას და აზრიც არ აქვს.

ასე რომ, მეც დავისვენე და ბლოგზეც შემოვიჭყიტე 🙂

პ.ს. ამ ახალ ბლოგზე “About Me” გვერდის გაკეთებაც მინდა, მარა როგორც ვხვდები, ჯერ კაი ხანი ვერ ვაღირსებ ჩემ მზრუნველ ხელს მას : D

Posted in Uncategorized | Tagged: , , , , | 4 Comments »

ბლოგებს სალამი, (ჩათებს სიკვდილი :ლოოოლ: )

Posted by vekoo on იანვარი 4, 2010

ხაი ,ძველი წელი ფაფუ, ფაფუ ძველი ბლოგიც.

ჯერ, პირველ რიგში, მოგილოცავთ ახალი 2010 წლის დადგომას, თავიდანვე კარგად დაიწყო ეს წელი ჩემთვის, ნუ დეტალებში მოგვიანებით ჩავღრმავდები (ლოლ)

” Ƹ̴Ӂ̴Ʒ უჭუკლესი ჭუკლი Ƹ̴Ӂ̴Ʒ ” თავიდან დაიბადა

იცი როგორ გამიხარდა blogroll.ge-ზე ბლოგის გვერდზე შეცბუნებული მესიჯები – რატო წაშალე ბლოგიო.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მარტო მე არ მაინტერესებდა ჩემი ბლოგი და სხვასაც დაწყდა გული [ : P ]

ჰოდა, ეს მისასალმებელი პოსტია ჩემი, ცოტა არ იყოს და დაბნეული… მთავარია, ჭუკლი ისევ დაიბადა

აბა, მომწერეთ ეხლა, ვის დაესო გულზე ეკლად ჩემი კვლავ გამოჩენა ან ვის გაუნათდა თვალებში ციცინათელები ჩემი ჭუკლის დანახვაზე? : D

პ.ს. ჯიბლას კი მივწერე, ბლოგის მისამართი ჩამისწორეთქო, მარა ვნახოთ როგორ გამიკეთებს : ( იმედია შეიცვლება იქაც

პ.პ.ს. ერთი უმორჩილესი თხოვნა მექნება თქვენსავით “ტკბილ და მურაბა” ხალხთან : D : თქვენს ბლოგებზე ჩემი ბლოგის ლინკი ჩაასწორეთ თუ ჩამატებული გყავართ და მკითხველებშიც ხელახლა დამიმატეთ.

Posted in Uncategorized | Tagged: , , , , , , | 3 Comments »

Hello world!

Posted by vekoo on იანვარი 4, 2010

Welcome to WordPress.com. This is your first post. Edit or delete it and start blogging!

Posted in Uncategorized | 1 Comment »