ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Posts Tagged ‘ანანო’

ვეკოს ბლოგზე შემოპარული MrsMarch

Posted by March on ივლისი 27, 2011

მოგესალმებით ყველას, ვინც მიცნობთ და არ მიცნობთ, ყოველი შემთხვევისთვის დასაწყისშივე გეტყვით, რომ მე MrsMarch  ვარ, ვეკოს მეგობარი. ჩემს შესახებ რამდენიმეჯერ ახსენა კიდეც პოსტებში და ალბათ თქვენ, ვინც მე არ მიცნობთ, შეძლებთ ჩემს გახსენებას. ეს ისე, შესავლის მაგივრად. 

  ჩემი თვალით დანახული სამზადისი რა თქმა უნდა ვერ იქნება სრულყოფილი, მაგრამ ბლოგის ავტორი და თვით ქორწინების ეპიცენტრი ვეკო მოგიყვებათ. ეს პოსტი კი მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოიწყინოთ.

ყოველ დღე რამდენიმე საათის მანძილზე ვეკონტაქტები ვეკოს და ისიც მთელი მონდომებითა და სისწრაფით ცდილობს მოასწროს ყოველი წვრილმანის მოყოლა. მოკლედ, სიტუაცია ასეთია: მოდის ვეკო, მიყვება, ვმსჯელობთ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავდივართ (მაგ. მე: – აჩომ ჩაკვრები უნდა გააკეთოს ცეკვის დროს? ვეკო: – კი. მაგას გასმები ქვია ოღონდ. ქართულ ცეკვაში ჩაკვრები არაა.) და ბოლოს გვიხარია, გვიხარია! ვეკოს უხარია, რომ აჩოსთან ერთად იცხოვრებს, მე მიხარია რომ ახლოს იქნება, ვეკოსაც უხარია ეს და მოკლედ ვრჩებით გაღიმებულები!

ამჟამად ვეკო ნერვიულობის სტადიაშია, აჩო ამშვიდებს. =]

დარბის, დარბის, დარბის! 

კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, რადგან არ მინდა ვეკოს თავის ბლოგზე ექსკლუზივის უფლება წავართვა. მეც ერთი სული მაქვს როდის დადგება ეს ნანატრი დღე!

ვეკო! იმედია არ გაბრაზდები როცა შენს ბლოგზე შემოსული ამ პოსტს წაიკითხავ, ეს ჩემი პირველი გესთპოსტია, რომელიც  შემოპარვით დაგიწერე :* დილამშვიდობისა ვეკო! მიყვარხარ!

Posted in ახალი ოჯახი, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, ქორწილი | Tagged: , , , , , , , | 6 Comments »

ჯადოსნური ღამე

Posted by vekoo on მაისი 13, 2011

ჭეშმარიტ ბლოგერს ევერესტის მწვერვალზეც, მთაში თოვლიან ნამქერში ჩარჩენილსაც უნდა ქონდეს ნოუთებში პოსტი დაწერილი და ვულკანიზაციაშიც, როცა მანქანა ამწეზე შვეულ მდგომარეობაში დგას და შენ წინა სავარძელზე მოკალათებული აღწერ, თუ როგორია დახრილ მდგომარეობაში წერა, როცა პერიოდულად მანქანაც ირყევა – ბორბალს უცვლიან.

2 საათი და 51 წუთი, სადღაც თბილისის გასასვლელში ვართ, უკანა სავარძელი ტიპიურ ამერიკულ ვიდზეა – ყველაფერი არეული და ერთმანეთზე დაყრილი – შოთის პურები, სოსისები, კეჩუპი, კოკა–კოლები, წყაროს წყალი, არაყი (გემოვნებით), მიწის თხილი, შემწვარი ქათამი და სულ სულ ძირში კარგად შეფუთლი ნაყინი, საბარგულში კი – 2 ცალი შამფური.

ვაგრძელებთ გზას, პოსტის გაგრძელებაც შემდეგ გაჩერებაზე დაიწერება.

================================================

აქ დამთავრდა ეს ნოუთიც, რომელსაც სამწუხაროდ, გაგრძელება აღარ ეღირსა დღეს .

თავიდანვე რაღაცნაირი ძალიან პოზიტიური დღე იყო, ჩვენს საყვარელ ადგილას მივედით, გზაში შებრაწულ ქათამს ბარკლებიც დავატეხეთ :დ ძალიან, ძალიან ცისფერი ცის ცქერით დავითხარე თვალები და სავსე ვიყავი ემოციებისაგან.

ის–ის იყო ცეცხლი უნდა აგვენთო შესაწვავად, რომ აჩოს დაურეკეს და უთხრეს – მეგობარი დაეღუპა : (( ავტოავარიაში : (( გაანათლოს ღმერთმა მისი სული : ((

უცებ გაგვიფუჭდა ორივეს განწყობა.

ეგრევე ჩავაბარგეთ ყველაფერი  და გასამხნევებლად და დასაზუსტებლად საერთო მეგობართან წავედით, იმიტომ რომ არცერთს გვჯეროდა, რომ ეს მართალი იყო …

მერე ბიჭები პანაშვიდზე ავიდნენ და იქიდან ცაწყლები, როგორ შემეცოდა სამივე : ( განადგურებულები ჩამოვიდნენ : (( მივხვდი, რომ მარტო ყოფნა ერჩიათ და აჩოს შევთავაზე, მე ანანოსთან წავალთქო, მიმაცილა სახლამდე და იქიდან დაიწყო ჩემი დიდი მოგზაურობა.

ვგიჟდები ამ გოგოზე, ჩემი უკვე რაღა ახალი, მაგრამ მაინც სიახლის სურნელდაკრული მეგობარია, ადამიანი, რომელსაც უსიტყოდ ვენდობი და რომელშიც ძლიერ დასაყრდენს ვხედავ.  ბოლო პერიოდები უკვე ძალიან მაკლდა მეგობრული სითბო და მე ამას Mrs.Mmarch-სგან ვგრძნობ : )) ასე  მგონია ანანო ისაა, ვინც ყოველთვის მაკლდა არსებობისთვის.

ის ეხლა უკვე დედამიწაზე იმ 3 ადამიანში შედის, ვისაც საერთოდ არაფერს ვუმალავ და თუ რამეა და უეცრად დაიბრიდა, იცოდეთ, რომ ჩემი ხელი ურევია :დ

მოგვიანებით აჩოც შემოგვიერთდა და თავი რასაც ქვია, ჩემ სახლში ვიგრძენი  :დ სამწუხაროდ, ხვალისთვის საქმეები მაქვს და ვერ დავრჩი, თორე ეხლა პოსტის წერის მაგივრად ძალიან ბევრს ვიჭორავებდით, პოკერს ვითამაშებდით, დავლევდით, მოვწევდით, ბავშვის ტირილით ყურებს ავიტკივებდით :დ თვალები ბოლით ამეწვებოდა და პირი გამოჯმიშრებოდა :დ ძალიან, ძალიან დამეძინებოდა, მაგრამ ამ ძვირფას დროს ძილისთვის დასახარჯად ვერ გავიმეტებდი.

ღამე? ჯადოსნურ ღამეს ხომ სანუკვარი სურვილებიც რეალობად იქცევა.

Posted in ვეკო და აჩო, ივენთ-განხილვა, ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური | Tagged: , , , , , , , | 7 Comments »

just another funny day

Posted by vekoo on აპრილი 9, 2011

კიდევ ერთი გოგოშკური და მხიარული დღე მქონდა.

დილით 12საათამდე გემრიელად გამოვიძინე, რატომღაც სიზმარში  ზღვაზე ვიყავი ❤ მომენატრა შეზლონგზე წოლა, ტალღები და ყველაფერი ცხელი ^_^

დილის ინეტის მოვლისას ანანოს მოწვევა მომივიდა : – სოლარიუმში გეპატიჟებიო.

ჯერ იყო და გუშინდელი პოსტით გამახარა: ჩემი ასეთი დახასიათება არასოდეს მომისმენია, ადრე მარიმ და  ნათამ დამიწერეს გესთ პოსტი, მაგრამ მას მერე დიდი დრო გავიდა და დღეს დილით დახვედრილი პმ: ვეკო, შენზე პოსტი დავწერე, შემოიხედეო – ჩემზე ენდორფინების ზღვა გადმოაფრქვია ^_^

გმადლობ, ანანო :*

მერე სოლარიუმში დამპატიჟა ^_^ მისმა მკითხველებმა კარგად იციან რას  ნიშნავს სოლარიუმი ანანოსთვის :დ ნამდვილი გიჟია :დ

ჰოდა, ერთი სიტყვით, ცოტა მორცხვობისა და ფიქრის მერე წავედი .

ვგიჟდეი ნამზეურზე და შოკოლადისფერ ბოდიზე .

ერთმანეთს ჭავჭავაძეზე შევხვდით და შევედით…

საერთოდ, კლაუსტროფობიის მსგავსი რაღაც მჭირს და მეშინოდა არ გამოვვარდნილიყავი დროზე ადრე :დ

არ ვიცი სხვაგან როგორ ხდება, მაგრამ იქ პატარა ოთახში შევედით და ჩავიკეტეთ და იქვე იდგა ის დიდებული სოლარიუმის აპარატი.

იქვე ვინანე ციფრული რომ არ წავიღე :დ რა ფოტოები გაიმაზა :დ შემდეგისთვის გავითვალისწინებ ^_^

ჯერ ანანო შევიდა, უუუ, რა ქალია :დ

ნერვიულობის დასაფარად ცეკვა დავიწყე :დ  თან ჩემთვის დიდი დრო იყო აღებული და მეთქო, არ დავიწვათო :დ

რომ შევედი ისე მომეწონა ❤

ძალიან, ძალიან ვისიამოვნე, სასიამოვნო მუსიკა და მწველი სხივები ^_^

იქიდან ეისიდში გადავინაცვლეთ, გახურებული სხეული შოკოლადიანი ნაყინითა და წვენით გავიგრილეთ და გოგოშკურად ვიჭორავეთ.

ანანოოო, შენ ჩემი სანტა კლაუსი ხარ, საჩუქრების გუდით სავსე წითლი სანტა :დ აწითლებული ლოყებით :დ

ეხლა? ეხლა მასთან ვარ. მინდოდა და პამიდორი დამახვედრა.

მმმ, რამდენი ხანია მინდა პამიდვრის სალათა :დ

ჰოდა, შევიკრიბეთ აქ ჭკუამხიარული ხალხი . უი, ხო, ანანო და მიშკა აჩოს დაბლა სართულზე ცხოვრობენ.

ჰოოოდაა, აქ ისეთი სიტუაციაა ეხლა მერევა აზრები :დ ჯობია აქ დაგემშვიდობოთ და დანარჩენი შემდეგ პოსტში იხილეთ.

Posted in ექსკლუზივი, ივენთ-განხილვა, მეგობრები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , | 9 Comments »