ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Posts Tagged ‘ახალი ოჯახი’

Reborn

Posted by vekoo on ოქტომბერი 30, 2011

იოჩემი ბლოგი, როგორ მომნატრებია.
ეხლა ჩემს ოთახში ვზივარ, ჩემს კომპიუტერთან და ჩემს დასვრილ კლავიატურაზე ვბლოგავ. ჩემი, ჩემი ყველაფერი ჩემია.

ასე მგონია კარგა ხანი გავიდა აქ ბოლო პოსტის დაწერიდან. მას მერე? მას მერე ბევრი რამ შეიცვალა.

ბევრი ჩემს ახალ ჩანაწერებს ელოდებოდა, ვიცი .
დავწერ, მართლა დავწერ და ყველაფერს ასე თუ ისე დეტალურად გავიხსენებ. ეხლა? ეხლა სავსე ვარ, ყველა ასპექტში…

ჩემს თაროს და უჯრებს ჯერ კიდევ ჩემი ნივთების სუნი ასდის, – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც : D ზოგჯერ რაღაცებს ვტრუსავდი ან გვერდებს ვუწვავდი და ისე ვინახავდი, რაც საბოლოოდ სპეციპიკურ სურნელს აყენებდა ჩაკეტილ უჯრაში.

ბლოგის ფერი აღარ მომწონს, სავარაუდოდ შევცვლი.

სხვა სიახლეები? ყველაფერი ახალია, განსაკუთრებული-  სიახლეებს მარტივად ვეგუები …

როგორია 3 თვის მერე ჩემი ცხოვრება ამაზე ოდესმე აუცილებლად დავწერ პოსტს, იქამდე  კი მინდა ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვე, სანამ სრულად დამავიწყდება კლავიატურაზე დაუხედავად ელმავალივით სწრაფი წერა.

ბოლო პერიოდი ყველაფერი მეზარებოდა ნეტს რაც ეხებოდა, სურვილიც არ მქონდა ფბ-ზე შესვლის,  აქ პოსტის წერის, ვინმეს კითხვის.

მერე ნელ-ნელა საყვარელი ბლოგების კითხვას მოვუხშირე : ასეთებისთვის ხელის თითებიც ზედმეტია ჩამოსათვლელად, ფაქტიურად რამოდენიმესაც კი არ ვკითხულობ.

მერე ნელ-ნელა ბლოგლავინსაც შევეპარე და ყველა ძველი ნაწერები გადავიკითხე, კიდევ და კიდევ ვკითხულობდი ახლებს, ფბ-სთანაც აღვადგინე კონტაქტი : D  აქ რთი პოსტიც გამოვაცხვე, მაგრამ ვანილი მაქვს მოსაყრელი, ამიტომაც ჯერ არ ვდებ და საბოლოოდ რეაბილიტაციის კურსიც მგონი, რომ დამთავრებულია.

დღეს დილით ერთი სასაცილო ვიდეო ვიპოვე, უყურეთ და დილას ხალისიანად დაიწყებთ.

პ.ს. აუცილებლად დავწერ გაგრძელებას. ვგრძნობ, რომ ჩემ ცხოვრებაზე წერა მომენატრა. ასე რომ შემდეგი პოსტი უკვე საინტერესო და დატვირთული იქნება. და რაც მთავარია, აუცილებლად იქნება.

Posted in ახალი ოჯახი, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , | 11 Comments »

ნიშნობა

Posted by vekoo on ივნისი 2, 2011

უკვე ვხედავ, რომ ჩემი ბლოგი პირადულის გარდა ყველანაირ ბლოგს ემსგავსება, ამიტომ ვხსნი ფანჯარას და ვიწყებ წერას.

2 დღის წინ, 28 მაისს ნიშნობა მქონდა  : ))

ამიერიდან ოფიციალური საქმრო მყავს :დ და მეც საცოლედ ვითვლები, – რაღაცა სტრანნი გრძნობაა.

ჩემ ცხოვრებაში ახალი “ერა” იწყება. თავს უჩვეულოდ მშვიდად ვგრძნობდი ამ დღეს, ზედმეტი ემოციების გარეშე, – თითქოს ყველაფერი ისედაც ასე უნდა ყოფილიყო .

ჯერ–ჯერობით ეხლაც ვერ განვიცდი და ალბათ, ბოლომდე ვერ ვიაზრებ რას ნიშნავს სხვა სახლში გადასვლა, სხვა ხალხთან ცხოვრება, მათთან ოჯახის დაკავშირება. ნუ, ეს ვხვდები იმიტომაცაა, რომ ჩემთვის აჩოს ოჯახის წევრები უკვე დიდი ხანია ახლობელი ადამიანები არიან, მათთან თავს აქამდეც შინაურულად და კარგად ვგრძნობდი და მორცხვობის და მორიდების მომენტი არ ყოფილა.

ერთადერთი, ჩემ საკუთარ სახლში ვერ წარმომედგინა ერთად აჩოს მშობლები და ბებია განსაკუთრებით , მაგრამ ესეც წარმომადგენინეს და გამასიგრძეგანებინეს : ))

ისე, თავიდანვე, როცა ურთიერთობას ვიწყებდით მე და აჩო, იმ პერიოდში ყოველ დღე მარტო თბილისში ვნახულობდი ხოლმე, სხვანაირად ვერც წარმომედგინა და ვეუბნებოდი:

–შენ რუსთავში ვერ წარმომიდგენიხართქო.

მაგრამ მერე მალევე ჩამოვიდა და მაშინ პირველად მითხრა:

–აი, ხო წარმოგადგენინეო და კიდე ბევრ რამეს აგიხდენ და წარმოგადგენინებო!

ნუ, სიტყვა რომ შეასრულა ფაქტია, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება ფაქტიურად აი თავდაყირა დააყენა, ოღონდ პოზიტიური გაგებით, მთლიანად სხვა რელსებზე გადამიყვანა.

შაბათის საღამოზე მოვყვები:

დილიდანვე კარგად გამოვიძინე და ნელ–ნელა დავიწყე თავის მოწესრიგება – იმ დღეს საოჯახო საქმეს მე რატომღაც, არავინ მავალებდა.

რაღაცნაირი ტკბილი დღე მქონდა: ჩემ სახლში ველოდებოდი უსაყვარლეს ადამიანს და ამჯერად მარტოს არა, – ნუ, ბანალური ვიქნები და ვიტყვი, რომ გადასარევი ოჯახი ყავს აჩოს. ბანალური იმ კუთხით, რომ მსგავს სიტუაციებში გოგონები ხშირად ასე საუბრობენ საქმროს ოჯახებზე, მაგრამ მე ისინი გუშინ და დღეს არ გამიცნია , უკვე 2 წელია ვიცნობ და ამიტომ ზუსტად ვიცი რასაც ვამბობ, – მართლა კარგი ხალხია, თბილი და მოსიყვარულე ადამიანები. გონიერებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ადამიანში და რაც მთვარია, ეს მათ არ აკლიათ.

რაღაცნაირი გრძნობაა, ძალიან მსიამოვნებს აჩოს ჩემს საქმროს რომ ვეძახი,  რაღაც პონტში მიტყდება კიდეც ეს ე.წ. “ძველმოდური” სიტყვები, მაგრამ ურთიერთობას ალამაზებს – სხვა ფაზაში შევედით.

მინდოდა სურათები დამედო, მაგრამ გადავიფიქრე …

მკითხველებო, საღამოს კაბები გაამზადეთ : ))

Posted in ახალი ოჯახი, განწყობისათვის, ეს უნდა იცოდე, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, ივენთ-განხილვა, მემორიზ, პიკანტური რეალობა, ქორწილი, ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური | Tagged: , , , , , , | 22 Comments »

Beloved Granny ;)

Posted by vekoo on მარტი 20, 2010

არადა, თითქოს, არაფერი იყო  ჩემთვის :  არც ნათესავი, მეზობელი, ოჯახის მეგობარი …

უბრალოდ ნაცნობიც კი არაა …

არ ქონდა არანაირი მიზეზი, რომ მოვწონებოდი,  არ ქონდა არანაირი მიზეზი დადებითი დამოკიდებულებისა … ეს იმიტომ, რომ  თვალიც კი არ მქონდა მოკრული .

ზოგადად თუ ვიმსჯელებთ, რომ არა “რაღაც და რაღაც”    არც  არასდროს თუ ვერასდროს შევხვდებოდით ერთმანეთს და ისე მიებარებოდა გამჩენს, თვალსაც ვერ მოვკრავდით.

მაგრამ, ქვეყანაზე ის “რაღაც” , უფრო სწორად კი “ვიღაც”  არსებობს და ორი სრულიად უცხო ადამიანიც დაკავშირდა ერთმანეთთან.

ბევრს გაგიცრუებთ იმედებს და ვიტყვი, რომ ეს პოსტი ბიჭს არ ეძღვნება, აქ უბრალოდ ლაპარაკია ერთ ~75 წლის ქალბატონზე, რომლის ზოგად კრიტერიუმებს  სრულებითაც არ ვაკმაყოფილებ: არ ვარ ცისფერთვალება, ქერა და არ ვარ მეგრელი. და მთავარი: არ ვარ პროფესიით მომავალი ექიმი მასავით და მთელი მისი გრძელი სანათესაოსავით.

ოოოო, ეს ბოლო აღარ იყო საჭირო ხო? მაგრამ, 75 წლის ქალბატონისთვის სასურველი სარძლო ასეთ “პარამეტრებში ჯდებოდა” ,  მაგრამ მოვევლინე მე ქვეყანას , შევიჭერი მის  წიაღში და მისი პარამეტრული გარსიც ჩემი მწიფე მაყვალივით გიშრისფერი შავი აშოლტილი წამწამებით დავჩხვლიტე . ( : დდდდდდდდდ )


შევუცვალე წარმოდგენები და ყველა დილა ეხლა ჩვენზე, ჩვენ დაქორწინებაზე  ოცნებით იწყება …

მისი აქტიურობა, მე ცოტა არ იყოს და მაბნევს, მისი მიპატიჟებები  მაწითლებს, მისი ყურადღება მსიამოვნებს და პოზიტიურად განმაწყობს.

არ ეტყობა ასაკი, არის ჩემზე ძლიერიც კი და ჩემზე მოვლილი o_0

დღესაც სასიამოვნოდ გამაოცა : ულამაზესი კოლიე მაჩუქა , ძალიან ლამაზი და დახვეწილი .

ისეთი, მისგან რომ შემეფერებოდა და თანამედროვეც რომაა.

დღესვე გავიკეთე და ისე მომწონდა მთელი დღე მგონი ხელი სულ ზედ მეკიდა და ვეფერებოდი. მსიამოვნებს ხელით რომ შევიგრძნობ.

მშვენიერი ჟესტია შვილიშვილის გულის სწორის – ახალგაზრდა გოგოს გულის მოსანადირებლად . აი, ხო ვიცოდი რომ არაფერი “ბუა” არ იყო, მაგრამ მაინც რაღაცა თავდაჭერილი, ფრთხილი თუ თავშეკავებული, ერთი სიტყვით, რესერვედ გირლ ვიყავი მასთან, მაგრამ ეხლა უფრო მოვეშვი და იმედია, შემდეგში რომ ვესტუმრები რამე უბედურება არ დამემართება და წყლის დალევის დროს  არ დავიხრჩობი : D

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , | 5 Comments »