ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Posts Tagged ‘ბედნიერი’

ბედნიერი და სუპერ ლექტორი

Posted by vekoo on დეკემბერი 28, 2010

უნივერსიტეტის რესურს-ცენტრიტან ვბლოგავ. 

ეხლა მოვდივარ “მმართველობითი აღრიცხვიდან”. უმაგრესი ლექტორი მასწავლის – ელგუჯა აკობია. მემგონი არ უნდა დამეწერა, სერჩ თერმები გამეზრდება დღეიდან, მაგრამ ღირს მისთვის ))

უჯიგრესი ლექტორია, თავიდანვე ეტყობა, მაგრად დავევასე და ყოველთვის გამორჩეულად მექცევა. ფაქტია, რომ გენიალური კაცია, უმაგრესი ეკონომისტი და ბუღალტერი, იმიტომ რომ დაინახა ჩემში ასე დასაფასებელი ფარული რეზერვები და მას მერე ყოველთვის ვგრძნობ მის კეთილგანწყობას.

ეხლაც მაქსიმალური შეფასება დამიწერა სემინარებში, დასწრებასა და აქტიურობაში, არადა 9საათზე მაქვს და ვიგვიანებდი I-ზე სულ და ბოლოს 11საათიან ჯგუფში მივდიოდი  და იქაც II სემინარზე მივასწრებდი ხოლმე. ანუ მაქსიმალურად ვახალტურებდი : (((

მაგრამ რა ვქნა, ჩემი ბრალი არაა, ვერ ვასწრებ უბრალოდ დილით მაღლივში დროზე ამოსვლას. ყოველთვის მაგვიანდება. ხოდა, რა ჯობია ჯიგარ ლექტორებს.

+ჩაბარებებიც რაღაც არ მახსენდება, თავიდან ერთი-ორჯერ გამომკითხა და ვსო. ნუ, მე კი ვიცოდი  ხოლმე თითქმის ყოველთვის 98%-ში, მაგრამ მაინც. მაქსიმალური მაინც არ მეკუთვნოდა, მაგრამ დამიწერა ))

++ კიდე ჩემი კოლოქვიუმის ქულა არ იყო შეტანილი ბაზაში : ( 0ქულა მეწერა. არადა, კოლოქვიუმზე 22 ავიღე და 25ად გადამიკეთა. მაგრამ ეგეც არ შეუტანიათ და საერთოდ  არ მეწერა არაფერი.

ხოდა, დღეს იმდენი ირბინა ჩემი ქულის გამო სართულიდან სართულზე, რომ მეთქი, ვაიმე, გმადლობთ და ბოდიშით, ასე რომ შეგაწუხეთთქო, – მასაც შეეხო ეს წყეული ბიუროკრატია : |

ეხლა ველოდები 1 როდის გახდება, რომ “ეკონომიკურ ანალიზზე” ავიდეთ მე და ნელიკო.

ნელიკო, ნუ იჭყიტები ჩემ ფანჯარაში :დ

ზის ეხლა აკაკი წერეთელივით ხელშემოდებული და მე მიყურებს რას ვწერ :დ

აი, ასეთი თაფლი უსვია ჩემ ბლოგს ))

მიყვარს სასიამოვნოდ რომ იწყება დღე. თან ვიცი, რომ გაგრძელებაც კარგი იქნება – 1 საათში აჩო გამომივლის და გავსქურავთ. ჯერ არ ვიცი სად, მაგრამ როგორც ყოველთვის, სასიამოვნო იქნება ვიცი :დ

მიყვარხართ ერთგულო მკითხველებო

Posted in ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური | Tagged: , , , , , , | 7 Comments »

პირადი პოსტი – обожаю тебя

Posted by vekoo on ნოემბერი 24, 2010

რამდენი ხანია პირადი პოსტი არ დამიწერია.

ჰოდა, ვეცდები.ეხლახანს დავბრუნდი სახლში –  ხელში უზარმაზარი ყვავილებით და ყურზე ახალი საყურით – ბლოგის ერთგულმა მკითხველებმა იციან, რომ საყურეები ჩემი სისუსტეა.  )) რამდენიც არ უნდა მქონდეს, მაინც ვერასოდეს ჩავუვლი გულგრილად ამ სრულყოფილ ქმნილებებს :დ

დადებითი განწყობის პარალელურად სიხარულისგან მეკუმშებოდა გულიც და ფეხის კუნთებიც :დ – ბლოგზე მხოლოდ პოზიტიურზე ხო არ ვილაპარკებ – თუმცა მხოლოდ სახლიდან მარშუტკამდე (40 მეტრი) მარშუტკიდან მანქანამდე (5 მეტრი), მანქანიდან სახლში სკამამდე (30 მეტრი) ვიარე და ამ დედააფეთქებულ გულთან ერთად ფეხის თითებიც პროპორციულად იკუმშებოდა ზეწოლისგან :დ 

ნუ, რაც მთავარია, დღეს გამოვიყურებოდი ისე, როგორც არასდროს ბოლო 5წლის მანძილზე ))

წამოსვლისას FM103.4 ვუსმენდით და ხატია სიჭინავამ თქვა: “ჩვენ ამბავს 3 წელი ვმალავდით, რადგან ხალხს სხვისი ბედნიერება შურს და იბოღმება, ამიტომ ათას სისაძაგლეს იგონებს, რომ ისიც გააუბედუროსო”. მკიდია სიჭინავაც და ყველა სხვის თავზეც გავიარე :დ მე დღეს კარგად ვარ და ხვალ რა იქნება ეს დღევანდელზე მნიშვნელოვანი არაა ))

  • ბედნიერი ვარ, რომ არ დამჭირდა სახლში ტყუილები სად მივდიოდი.

  • ბედნიერი ვარ, რომ სადაც მივდივარ, იქ მელიან და უხარიათ ჩემი დანახვა.

  • ბედნიერი ვარ, რომ საიდანაც მივდივარ იქაც მელიან და უხარიათ სადაც ვიყავი.

  • ბედნიერი ვარ, რომ ახალ საყურეს მჩუქნიან :დ

  • ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთი ახალი საყურე მექნება :დ

  • ბედნიერი ვარ, რომ სულ ცალ წიხლზე მკიდია ეხლა რაც გაიფიქრეთ :დ :დ

საერთოდაც, ბედნიერი ვარ და ბუმ დე ალააჰ ))

ვჭამე უგემრიელესი პიცა და ნამცხვრები  )) რა თქმა უნდა, ჩაიში ჩავიყარე ბეევრი შაქარი და რა თქმა უნდა, წამოვიღე კარალიოკი ))

ვისაუბრეთ თითქმის ყველაფერზე, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან დაწყებული 1წლის შემდეგ ჩემი CAC-ს გამოცდების ჩაბარებით დამთავრებული )) დაახლოებით ამ დიაპაზონში …

обожаю ету девочку –
ეს მე არ მომისმენია, ამ დროს გვერდზე ოთახში სარკეში საკუთარი გამოსახულებით ვტკბებოდი და აქცენტი ყურზე მქონდა … :დ მაგრამ , მეც აბაჟაიუ წებია ბაბუშკა

Posted in ახალი ოჯახი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , | 10 Comments »