ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Posts Tagged ‘ბლოგი’

დილა მშვიდობისა : )

Posted by vekoo on აპრილი 16, 2012

ეხლა ჩემ სახლში ვარ და ”შემოქმედებით სიცოცხლეს” ვგრძნობ. იქ როცა ვარ არც სტატუსის წერა მახსენდება და არც რამე აქტიურობა.
ეხლა კი აქ ჩემს სკამზე, ჩემს მაგიდასთან, ჩემს კომპზე რომ ვზივარ და ჩემ დინამიკებში საყვარელ სიმღერებს ვუსმენ, რომლებიც მხოლოდ ჩემს აქ არსებულ ფოლდერებშია, სიცოცხლის ხასისათზე ვდგები.

არა, სენტიმენტალური ხასიათის პოსტს არ ვწერ ეხლა, პირიქით, ძალიან ძალიან პოზიტიურ ხასიათზე ვარ და თან ვმღერი :))))  შეჩვევა მცოდნია კატასტროფულად და ისე მესიყვარულება სიმღერის ტექსტებიც კი ჩემ ეკრანზე :დ

რა ხდება ჩემ თავს?

მშვენივრად ვარ, მშვე-ნივ-რად!

დათბობასთან ერთად სისხლმაც გაიღვიძა ჩემ სხეულში და ენერგიის არაჩვეულებრივ შემოტევას ვგრძნობ.  ეხლა არაჩვეულებრივი პერიოდია ჩემ ცხოვრებაში, ჩემ სხეულში მეორე სიცოცხლე იფურჩქნება : ))

 3 წელია საყვარელ ადამიანთან ერთად ვარ, 3 წელი  და  2 დღე :)) მე კი ყოველ დღე უფრო მეტად  მიყვარს ვიდრე ოდესმე მყვარებია. 

პ.ს. ეტყობა ეს ბლოგიც მიყვარს თავისებურად, თორე არც ამ პოსტით გავიხსენებდი 😉

Posted in ვეკო და აჩო, პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , | 1 Comment »

რაც ჩემზე არ იცოდით

Posted by vekoo on აპრილი 24, 2011

every interesting thing is hidden

როცა არ იცი რაზე წერო, გაიხსენე გამოშვებული თაგუნიები.

ყველაზე დაფარულს უნდა ავხადო ფარდა ამ პოსტში იდეაში, ყველაფერი უნდა ვთქვა, რაც აქამდე ჩემზე არ იცოდით წესით, – ასეთია თაგ–ის ბუნება. [ აქ ანანოს პოსტის ლინკი,რომელიც ვერაფრით ჩავსვი : | და საღამოს ჩავამატებ.] 

ვერაფრით ვიხსენებ რა შეიძლება იყოს ასეთი?  უკვე რამდენისგან მომისმენია ორი სრულიად საპიროსპირო აზრი:

“ვაიმე, როგორ წერ ამდენს და ასე პირადულს საკუთარ თავზე, მე მასე ვერასოდეს დავწერ.”

“შენ თავზე რატო არაფერს ყვები? დავიჯერო არაფერი გაქვს მოსაყოლი? ასეთი ერთფეროვანი და უინტერესო ცხოვრება გაქვს?”

ორივე ფრაზებს განსხვავებული სოციალური წრის ადამიანები ისვრიან. მაგალითად, პირველს ამბობს ჩემი ბლოგის რეგიონელი მკითხველი, ჩემი ბლოგის უბრალოდ თავშეკავებული მკითხველი.

მეორეს? მეორე ვისგანაც მომისმენია უკვე დავწერე პოსტი – “გოგოშკური”.

ანუ რა ხდება: ერთი და იგივე ფაქტი კონკრეტული პიროვნებებისთვის განსხვავებულად აღიქმება:

ის, რაც ერთის აზრით თეთრია, მეორე თვლის, რომ შავია.

მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ მე ვიცი, რომ ის წითელი ან სულაც, ჩემი ბლოგის ფერია.

უცვლელი აქსიომები ბუნებაშიც აღარ არსებობს, ის კი რა არ გცოდნიათ არასოდეს ჩემზე,  ვინმესთვის უკვე ყელში ამოსული ამბავი აღმოჩნდება, ვინმესთვის კი – ბომბა სენსაცია.

ამიტომ, მე თქვენ გულებს გავუფრთხილდები და რაც იცით იმაზე მეტს არაფერს გაგაგებინებთ :დ

Posted in და–ტაგ–ულ–ებ–ი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , | 7 Comments »

როგორ გავხადოთ ბლოგი პოპულარული?

Posted by vekoo on აპრილი 3, 2011

სოციალური მედია დღითი დღე იზრდება და ამდენ ახალგამოჩენიკლ ბლოგებში თავის დამკვიდრება ბევრს უჭირს. იმისათვის, რომ შემაციროთ ვიზიტორებისა და კომენტარების ნაკლებობის პრობლემა, ჩემი მხრივ, მოგცემთ რჩევებს:

  • გახდით უფრო აქტიური!

აქტიური, როგორც ბლოგერი და როგორც უბრალოდ აქიტური პერსონა.

აქტიური ბლოგერი ნიშნავს:

  1. წერო რეგულარულად.

  2. წერო მკაფიოდ, ნათლად და გარკვევით, ფაქტის შელამაზების გარეშე.

  3. წერო საინტერესო და პიკანტურ თემებზე.

  4. წერო “ზუსტ დროს და ზუსტ ადგილზე”.

  5. წერო და მიიღო მონაწილეობა სხვა და სხვა ბლოგერულ ექთივითებში. {დამატებით იხილეთ პუნქტი # }

აქტიური პერსონა ნიშნავს:

  1. გააფართოვე თქვენი სანაცნობო, – მოარიდო სახე ჩრდილს და გამოხვიდე პატარა ნაჭუჭიდან, ქვეყანა გაცილებით ვრცელია, ვიდრე მაგალითად თქვენი სამეგობრო თუ სამეზობლო.

  2. დააფიქსირე თქვენი აზრი ყველგან და ყოველთვის, მაშინაც კი თუკი ასე მხოლოდ თქვენ ფიქრობთ. სულაც არაა საჭირო შენი შეხედულება მასოვკის აზრს ემთხვეოდეს.

  3. არასოდეს შეგეშინდეს შენი სახის გამოვლენის და გაამყარე საკუთარი ავტორიტეტი. ამაში კი, პირველ რიგში, თვითრწმენის ამაღლება დაგეხმარება.

გახდით მეტად კომუნიკაბელური, social person!

  1. საუკუნის კითხვა: “ვინ არიან ბლოგის მკითხველები?” – ბლოგებს თვითონ ბლოგერებივე კითხულობენ, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გაერთიანდეთ ბლოგერულ “გაერთიანებებში”.

  2. ამის უპირველესი წყარო https://www.facebook.com/ – ია. არავინ მეგულება, ვინც ამ სოციალურ ქსელს არ სტუმრობს, მაგრამ მაინც.

  3. ფბ–ზე ბლოგის ფან–პეიჯის შექმნა სასარგებლო იქნება, მაგრამ ჯერ–ჯერობით, ამაზე უკეთ თავად ბლოგერების დამატება ამართლებს. ამიტომ, დაიმეგობრეთ ცნობილი თუ უცნობი ბლოგერები. თუმცა, გაითვალისწინეთ: არ გახდეთ სპამერი!

  4. ამის შემდგომ, გაწევრიანდით სპეციალურ ჯგუფ “ბლოგერებში” და გაეცანით ყველა სიახლეს თუ წამოწყებას. ეს ჯგუფი ნაკლებად ატარებს შემეცნებით ხასიათს {:დ} , მაგრამ თავის დამკვიდრებისა და გაცნობისათვის შესაფერისია.

  5. დარეგისტრირდით http://twitter.com/– ზე, მართალია საქართველოში ფაქტიურად მკვდარია ეს მომსახურება, უმრავლესობას მხოლოდ სახელისთვის აქვს შექმნილი ექაუნთი, მაგრამ მაინც.  მსოფლიო დონეზე მნიშვნელოვანი ამბები ყველაზე სწრაფად სწორედ აქ ვრცელდება.

  6. ამის შემდეგ, თუ დაიმსახურებთ უკვე სხვა კულუარულ ბლოგერულ ჯგუფებსაც შეუერთდებით… ^_^

  7. აქვე გაითვალისწინეთ: მეტისმეტი არ მოგივიდეთ: არიან ისეთები, რომლებსაც არასოდეს წავიკითხავ თუნდაც მათდამი ჩემი ინდიფერენტულობის ან მათი ტვინისმზილავობის გამო.

გადავიდეთ წმინდა ტექნიკურ მხარეზე:

  • ნუ გექნებათ “ზანგი ბლოგი” – არ წეროთ შავზე თეთრით : |

  • აუცილებლად იქონიეთ საიდბარში ეთ ლისთ სერჩის ფუნქცია, უკანასკნელი პოსტების, კომენტარების ვიჯეტები, არქივი და სხვა საიტების ბეჯები.

  • ვრცელი და სურათებით დახუნძლული პოსტები “გაწყვიტეთ”  read more ღილაკით.

  • შეარჩიეთ შესაფერისი დიზაინი, რომელიც ჩემი რჩევა იქნება, თუ მაქსიმალურად აითვისებს ეკრანის რეზოლუციას.

დასაწყისისთვის ძირითადი სულ ესაა.

იყავით ინდივიდუალურები, არ დაკარგოთ თქვენი ხელწერა. რა არის ეს ბლოგზე? თუნდაც თქვენთვის დამახასიათებელი რაიმე ნიშნულა, მაგ [ ] ; { } ; დაბოლდილი საკვანძო სიტყვები … და ა.შ.

დააყენეთ კალენდარი, ჩემთვის ეს ერთგვარი ალერმ ქლოქივითაა, სულ ტონუსში მამყოფებს როცა პოსტები მიობდება ხოლმე :დ

შესთავაზეთ მკითხველებს რაიმე სიახლე, ახალი თამაში, ერთად ჩაებით რაიმე ახალ წამოწყებაში.

ჰო, კიდევ. დაწერეთ რომელმე ბლოგერზე და გალინკეთ მისი ბლოგი/პოსტი. ეს მის მკითხველსაც დააინტერესბს და თქვენი ყოველდღიუერი ჰიტებიც გაიზრდება.

აგრძნობინეთ მკითხველს, რომ ის არსებობს, კითხეთ ხოლმე რჩევები, მე მაგალითად, მარკეტინგის გამო არა, მართლა ვეკითხები ხოლმე რაღაც–რაღაცებს და ბევრის აზრსაც ვითვალისწინებ. ეხლა რატომღაც ჰაუსის ერთი ცნობილი სერია გამახსენდა – ბლოგერ ქალზე… ჰო, ჩაურთეთ გამოკითხვები.

და რაც ძალიან მიყვარს: მოაწყვეთ ფართი მკითხველისათვის. სიახლოვის შეგრნება მე მაგალითად მაკავშირებს ბლოგის ავტორთან. თუკი ერთად იზეიმებთ მაგალითად, ბლოგის იუბილეს, არაჩვეულებრივი იქნება.

ხო, ფართიზე არ დაგავიწყდეთ საუკეთესო კომენტატორების გამოვლენა/დაჯილდოება. პრინციპში, ეს არც ფართს გარეშეა ურიგო. “მრგვალი თარიღები” ყოველთვის აღნიშნეთ ხოლმე. მაგ. მე–1000 კომენტარის ავტორი დაასაჩუქრეთ და ა.შ.

და ბოლო რჩევა ამ ეტაპზე: აირჩიეთ რამე ბრენდირებული ფრაზა და გახადეთ ის თქვენი სლოგანი. ჩემთვის ასეთია “მიყურე და ისწავლე” .

იმედი მაქვს, ჩემთან ბევრი კარგი რამის დანახვა და სწავლა შეიძლება.

მე ვიქნები თქვენი შუქურა უმთვარო ღამეში ^_^

პ.ს. პოსტი წერა განაპირობა დამწყები ბლოგერის თხოვნამ, დავხმარებოდი ბლოგის გაპიარებაში. მეც, ჩემი მხრივ პატარა ტუტორიალი დავუწერე. იმედია, გამოადგება ვინმეს.

საინტერესო იქნება ჩემთვის თქვენი მოსაზრებებიც ამ საკითხზე.

UPDATE: აზრთა სხვა და სხვაობა რომ არ წარმოიშვას, რეაქციის გამოვლენამდე წაიკითხეთ ჯერ ეს მინი პოსტი:

ბლოგის ყველა მკითხველს!

Posted in ეს უნდა იცოდე, კითხვა–პასუხი | Tagged: , , , | 13 Comments »

ვინ არიან ბლოგერები?

Posted by vekoo on მარტი 1, 2011

ბლოგერები უსაქმური ხალხია, წარუმატებლები ცხოვრებაში და სხვა პრასვეტი რომ არ აქვთ ინტერნეტში:

  1. ბლოგავენ/წუწუნებენ თავიანთ განვლილ/ტანჯულ ცხოვრებაზე ან

  2. ბლოგავენ თავიანთ პროგრესულ აზროვნება/ცხოვრებაზე.

  3. საბედნიეროდ, არის III კატეგორიაც, ძირითადად თემატური ბლოგები, რომლებიც გარდა პირადი ცხოვრებისეული გამოცდილებისა, სხვა მნიშვნელოვან ინფოსაც გვიზიარებენ მკითხველებს.

პირველ დებულებას უსაქმური, ცხოვრებაში წარუმატებელი ბლოგერების შესახებ არასოდეს ვეთანხმებოდი, ყოველთვის ვამტკიცებდი, რომ ბლოგერი სულით ხარ : D

ჩემი მოთხოვნილებაა წერა, ხალხისთვის ჩემი ისტორიის და მერე დასკვნის გაზიარება. ჩემი ცხოვრების წესი გახდა ყოველ დღე იმაზე ფიქრი, დღეს რა დავწერო ბლოგზე და ა.შ.
და ამ ყველაფერს სულაც არ ვაკავშირებდი უსაქმურობასთან.

But

ბოლო ერთი კვირა საშინლად სტრესული მქონდა, უკვე ქრონიკული უძილობა მჭირს (ოღონდ პირიქით, მინდა, მაგრამ დრო არ მაქვს ძილისთვის), ყველა კუნთი მტკივა , სულ დაძაბული ვარ და დასაქმებული, დღის განმავლობაში სულ რაღაცით ვარ დაკავებული, ფაქტიურად, სულ გადარბენაზე ვარ, 2 დღის წინ მეგობრის ქორწილში ვიყავი და ესეც გართობა/განტვირთვასთან ერთად დიდი სტრესი იყო – მაღალ ქუსლიანებზე ცეკვისგან ეხლაც მტკივა ტერფები :დ 

და ამ ერთი კვირის მანძილზე ფაქტიურად ვერ მოვიცალე ბლოგზე საპოსტად.

ყველაფრისგან შედეგად მივიღე ის, რომ იმ დოზით აღარ მაინტერესებს რა ხდება ვირტუალურ სივრცეში,  მე ჩემი თავის რეალიზაციის დონე გავზარდე რეალურ ცხოვრებაში და ვირტუალური უკვე უკანა პლანზე გადავიდა.

გუშინ სახლში რომ მოვდიოდი ამ თემაზე ვფიქრობდი და საბოლოოდ დავასკვენი, რომ ძაანაც შეიძლება გეწყინოთ, მაგრამ ბლოგვა და უსაქმურობა პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან.

ბლოგინგი შეიძლება ჩემი პროფესიული კარიერის ბაზისიც იყოს (ოდესმე), მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, იმას რომ მე ამით დაკავებული ვარ :დ

უბრალოდ …

დასკვნები თქვენთვის მომინდია, თქვენი აზრი კი გამოხატეთ ეთიკის ფარგლებში.

Posted in ეს უნდა იცოდე, ექსკლუზივი, ჩემი ბლადუნი | Tagged: , , , , | 13 Comments »

News-ასორტი ახალ ბლოგზე

Posted by vekoo on იანვარი 16, 2011

გუშინ დავწერე საერთო განწყობაზე, სხვისი პირით ლაპარაკი არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ გამომივიდა .

აი,რა მჭირდებოდა საახალწლო განწყობის შესაქმნელად : ))

შესაფერისი გარემო და მორთულობა, ხალხი , ადგილი და ტანსაცმელი ))

პ.ს. რა საყვარელი საყურე უკეთია ქერათმიან გოგონას საჭესთან …

ეს პირველი პოსტია ამ ბლოგზე. ხო, ანუ ახალ მისამართზე გადმოვედი რიგი მიზეზების გამო ))
უკვე მეორე დღეა დღეში 2 პოსტს ვწერ, ეს აისახა ბლოგის რეიტინგზეც, კომენტარების რაოდენობასა და ახალი მკითხველების შემომატებაზეც. რა ვქნა, ცხელ-ცხელი დღეები მაქვს და რომ არ ვპოსტო, არ შემიძლია :დ

ჰო, წამლებს ვსვავ რაღაცა ვიჭყიპები, 2 დღე კლინიკაში ლამის შემომაღამდა ბიუროკრატიული წესების გადამკიდე. საბოლოო დიაგნოზი იყო : “საკვებზე ალერგია” . ასეა რა, ზომა-წონა უნდა ვისწავლო ყველაფერში :დ

აუ, ლინზებზეც ვწერდი ბლოგზე , Read the rest of this entry »

Posted in ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური | Tagged: , , , , , | 1 Comment »

ჯადოსნური რიცხვები / ეკონომეტრიკა

Posted by vekoo on იანვარი 5, 2010

ისეთი, ისეთი დაღლილი და დაქანცული ვარ ამ ეკონომეტრიკის ამოცანის კეთებისგან, რომ აღარაფრის თავი აღარ მაქვს.

არადა ბლოგის ასე მიგდებაც არ მიყვარს : (((

შემიყვარდა ჩემი ბლოგი , გული დამწყდა ძველი რომ აღარ მაქვს … მაგრამ, შეიძლება ასეც იყო საჭირო ( მოდი, გული ამითი გავიხალისო ცოტა : D )

ახალ წელს ახალი ბლოგით მოვევლინე მსოფლიო ფართო ქსელს :sun:

ჰოდა, უკვე გამოცდებიც დამეწყება და მე ჯერ ჩაბარებული არ მაქვს “ნაშრომები” ლექტორებისთვის, ნერვები დამაწყვიტა ამ ამოცანამ, აი 2 კვირაა ვხსნი ( ნუ, იასნია დროში გაწელილად) , მარა ბოლომდე გასვლას ვინ “ჩივის”, მე2 საკითხს ძლივს გავცდი.

დებილი არ ვარ მათემატიკაში, ერთი შეხედვით ადვილია ესეც, მაგრამ იმდენი წვრილმანებია, იმდენი წვრილმანია დასათვლელი, რომ ხან რომელი ციფრი გამომრჩება კალკულატორზე ასაკრეფად და ხან – რომელი და ასე არ დაილია ეს უბედური რა : (

მერე excel-ში ვცადე ამოხსნა, მონაცემები შევიყვანე და იქ ვაჯამებდი და ვამრავლებდი რაღაცებს, ( მოკლედ რომ აგიხსნათ, 30 განსხვავებული მნიშნველოვნებისა და რაოდენობის რიცხვია, და ათასგვარი (( მართლა ათასგვარი )) კომბინაციები მაქვს მათზე გასაკეთებელი)

ხოდა, სკოლაშიც სულ ელემენტარულ მიმატება-გამოკლებაში ვუშვებდი შეცდომას და აქ როგორი შეცდომები მექნება ხო წარმოგიდგენიათ : D

დღეს იყო ჩაბარების ბოლო ვადა და ხვალამდე გადაწია, აი ეხლა კი მე მივედი დასკვნამდე, რომ 41 ქულას ისედაც ავდივარ ( ალბათ ) და აღარ მინდა დამატებითი ამ ამოცანის ქულა ( ვაშაააააააააააა !!!!! ) თეორიას მაინც ვეღარ მოვასწრებ სწავლას და აზრიც არ აქვს.

ასე რომ, მეც დავისვენე და ბლოგზეც შემოვიჭყიტე 🙂

პ.ს. ამ ახალ ბლოგზე “About Me” გვერდის გაკეთებაც მინდა, მარა როგორც ვხვდები, ჯერ კაი ხანი ვერ ვაღირსებ ჩემ მზრუნველ ხელს მას : D

Posted in Uncategorized | Tagged: , , , , | 4 Comments »

ბლოგებს სალამი, (ჩათებს სიკვდილი :ლოოოლ: )

Posted by vekoo on იანვარი 4, 2010

ხაი ,ძველი წელი ფაფუ, ფაფუ ძველი ბლოგიც.

ჯერ, პირველ რიგში, მოგილოცავთ ახალი 2010 წლის დადგომას, თავიდანვე კარგად დაიწყო ეს წელი ჩემთვის, ნუ დეტალებში მოგვიანებით ჩავღრმავდები (ლოლ)

” Ƹ̴Ӂ̴Ʒ უჭუკლესი ჭუკლი Ƹ̴Ӂ̴Ʒ ” თავიდან დაიბადა

იცი როგორ გამიხარდა blogroll.ge-ზე ბლოგის გვერდზე შეცბუნებული მესიჯები – რატო წაშალე ბლოგიო.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მარტო მე არ მაინტერესებდა ჩემი ბლოგი და სხვასაც დაწყდა გული [ : P ]

ჰოდა, ეს მისასალმებელი პოსტია ჩემი, ცოტა არ იყოს და დაბნეული… მთავარია, ჭუკლი ისევ დაიბადა

აბა, მომწერეთ ეხლა, ვის დაესო გულზე ეკლად ჩემი კვლავ გამოჩენა ან ვის გაუნათდა თვალებში ციცინათელები ჩემი ჭუკლის დანახვაზე? : D

პ.ს. ჯიბლას კი მივწერე, ბლოგის მისამართი ჩამისწორეთქო, მარა ვნახოთ როგორ გამიკეთებს : ( იმედია შეიცვლება იქაც

პ.პ.ს. ერთი უმორჩილესი თხოვნა მექნება თქვენსავით “ტკბილ და მურაბა” ხალხთან : D : თქვენს ბლოგებზე ჩემი ბლოგის ლინკი ჩაასწორეთ თუ ჩამატებული გყავართ და მკითხველებშიც ხელახლა დამიმატეთ.

Posted in Uncategorized | Tagged: , , , , , , | 3 Comments »