ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Posts Tagged ‘გამოცდა’

ფორმალური ანგარიში

Posted by vekoo on აპრილი 27, 2011

ბლოგზე სულ ვწუწუნებ პოსტები მომაკლდა მეთქი, ძირითადად სულ მიმდინარე მოვლენებზე ვწერ, იმიტომ რომ ჩემ ცხოვრებაში ბევრი რამე იცვლება, რაც გრძნობების კუთხესთან არაა დაკავშირებული.

უკვე 2 დღეა გავედი ბანკში სტაჟირებაზე, ხელმძღვანელში გამიმართლა და ძალიან გამოცდილი კადრი შემხვდა– ლაშა. ეს 2 დღე გუშინ და დღეს მთელი ის პერიოდი, რაც იქ ვარ მასწავლის და მიხსნის თითოეულ დეტალს რასაც აკეთებ. შედეგად უკვე გუშინვე შემეძლო რაღაც საკითხებში კლიენტების დამოუკიდებლად მიღება.

უჰუუ , რა კარგი შეგრძნებაა, როცა  შემიძლია მოქალაქეების მატერიალურ დახმარებას ^_^  შეხება მაქვს ყველანაირ ოპერაციასთან, რაც ბანკში ტარდება.

და მე ყველაზე მეტად  სესხების გაცემის პროცესი მომწონს :დ ნუ, ყველას ხო აქვს თავისი კრიტერიუმი :დ

ძირითადად კლიენტებს მეც თანამშრომელი ვგონივარ, ალბათ იმიტომ, რომ წესდებიდან გამომდინარე საერთოდ შევიცვალე ჩაცმულობის სტილი   – ოფიციალური, შავ–თეთრი მკაცრი სამოსი პლიუს სათვალეები რაღაცნაირად უკვე შემიყვარდა :დ

დილის 10–ს ნახევარზე ბანკის გახსნისას მივდივარ, ვესწრები ინკასაციას, მერე ვაკვირდები ყველაფერს, რაც უკვე ვიცი უშუალოდ ვმონაწილეობ იმ ოპერაციებში, რაც არ ვიცი იმას ვსწავლობ და დღის მეორე ნახევარში კი 4 საათისთვის ჭავჭავაძეზე სათაო ოფისში ტრეინინგებზე მივდივარ.

ხვალ საღამოს დამატებით დამიბარეს სალაროს ინსტრუქციებზე, ზოგადად ვიცი რაზეც ისაუბრებენ  – კუპიურებზე და მათ დამცავ, საიდენტიფიკაციო ნიშნებზე.  ამასთან დაკავშირებით  ელ–ვერსია მაქვს და თუ ვინმეს აინტერესებს, შემიძლია გაგიზიაროთ : )) – ეს ინფორმაცია კონფიდენციალური არ არის ; )

დღეს პირველი ტესტირების შედეგები იყო და მე ჩემი თავით ზედმეტად აღფრთოვანებული დავრჩი: 1 საათიან გამოყოფილ დროში ნახევარი საათი რა თქმა უნდა, დავიგვიანე :დ და რადგანაც მეჩქარებოდა სწრაფად–სწრაფად დავწერე ყველაფერი და 15 წუთი კიდე დრო დამრჩა ნაშრომის ჩაბარების მერე. ამიტომ მეგონა, რომ სიჩქარის გამო მაინც ვიწვნევდი დაგვიანების შედეგს. მაგრამ არაა :დ

ჯგუფში საუკეთესო შედეგი იყო 1 შეცდომა, შემდეგ მოდიოდნენ 3 შეცდომიანი ბავშვები და მეც მათ შორის ვიყავი :დ აი, გმადლობ, დედა, მამა, ასეთი რა ნიჭი დამანათლეთ :დ სამივე იდენტური შეცდომები იყო, 1 ტიპის ქეისზე, კერძოდ კონვერტირებაზე – მე დავწერე უკვე მიღებული შედეგი და უნდა დამეწერა მთლიანი ოპერაცია როგორ მივიღე : ((

როგორც პერიოდი, რთული დრო მაქვს ეხლა ეს 1–2 კვირა:   მაღლივშიც 5 გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი და 6 ტესტირება კიდე იქ. და დღეები სულ ერთმანეთს ემთხვევა : (( ხვალაც  2–ივეს წერა მიწევს  და ჯერ არაფერი წამიკითხავს .  ჭეშმარიტი ბლოგერი ვარ :დ ისე მიყვარს ჩემი ბლოგი მნიშვნელოვან დროსაც კი მას ვახარჯავ :დ

ეს ყველაფერი ჩემი მომავლისათვის კარგია, მაგრამ აქვს უარყოფითი მხარეებიც:

  1. აჩო და კიდე აჩო. იმიტომ რომ დრო ფაქტიურად აღარ მრჩება .

  2. “კვალიფიციურ ბუღალტერთა კურსებს”  ვეღარ ვესწრები : ( 1 მაისს უნდა მოვრჩენილიყავი, მაგრამ 1 კვირა გადაიწევაო და მე დასწრებას სავარაუდოდ, ძალიან იშვიათად მოვახერხებ.  კიდეც კაი, საფინანსო განყოფილებაში მაინც მოვრჩი  სტაჟირებას).

ჰო, ნუ დღეისათვის სიახლეები  მარტო ისაა [ თუ არ ჩავთვლით იმას, რომ შენობაში დავიკარგე :დ  რომელიმე პოსტში ამაზეც მოვყვები, მარა ჩემი ბრალი არ ყოფილა, ლიფტია დამნაშავე :დ ]

ხვალ კი, ეჭვიც არ მეპარება, ორივე გამოცდას ფანტასტიურად დავწერ !

ჩემ თავს ასე რომ ვამხნევებ ხოლმე, ყოველთვის გამომდის და ვაღწევ მიზანს.

დღის ბოლოს კი როგორი გვიანიც არ უნდა იყოს, მაინც მაქვს გამოყოფილი დრო განტვირთვისათვის.

Posted in ექსკლუზივი, ივენთ-განხილვა, ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური | Tagged: , , , , , , , , , , , , , , , | 3 Comments »

კარიერისტი მე

Posted by vekoo on აპრილი 18, 2011

ტაქს, ეხლა რა ხდება, დროა დღევანდელი პოსტი დავწერო.

როგორც გუშინ ვწერდი {ერთგულ კითხველებს ეს ეცოდინებათ} , ჩემს ცხოვრებაში სიახლეებია, – ცოტა პირადში და ბეეევრი კარიერაში.

მაქვს 3 წინ გადადგმული ნაბიჯი:

  1. დღეს დილის 11 საათზე მქონდა გამოცდა და ჩავაბარე ❤ როგორ და რანაირად – არ ვიცი,  მაგრამ ნამდვილად ჩავაბარე” – ვწერდი 16–ში, ჰოდა, დღეს შემოვედი ფბ–ზე და Big Ben School-ის ვოლზე დამხვდა ჩაბარებული ბავშვების სია თავისი ქულებით და მე ყველაზე მაღალი შეფასება მქონდა. ვერ აღვწერ ისე გამიხარდა, მითუმეტეს, რომ დილით დამეძინა და გამოცდაზე ნახევარი საათით გვიან მივედი :დ მაინც შევძელი! ოთხშაბათს კიდევ ერთი გამოცდა მელის წინ და საბოლოდ მოვრჩები. – შედეგად გეგმის ნაწილსაც შევასრულებ და ამის სერთიფიკატსაც ავიღებ ^_^ [ უკვე ქვემიზანი ჩამომიყალიბდა – A დონე დამაკმაყოფილებს მხოლოდ, რაც უკვე მაქვს (მგონი) თუ ამ მეორე გამოცდაზე არ გავაკეთებ რამე სისულელეს.]ლონდონი ჩემი საოცნებო ქალაქია და მე ამ ზაფხულს მაქვს შანსი, რომ ვიხილო იგი 😀  Summer School– გაგვიჩალიჩა ეკამ, თან ძვირი სულაც არ ჯდება და აი, მართლა ღირს წასვლა, ყველანაირად კარგია , ყველანაირად და ყველაფრისთვის.                                                                                        პროსტა, ერთი პრობლემაა: მე ზაფხულში ერთი დიდი გეგმა მაქვს და რამდენად მოხერხდება ორივე არ ვიცი.

  2.   II წინ გადადგმული ნაბიჯი: ხო, 1 თვეზე მეტია სტაჟირება დავიწყე მერიის საფინანსო სამსახურში, უკვე მოვიარე სამივე განყოფილება: ბიუჯეტიც, ხაზინაც და ბუღალტერიაც ^_^ რომლის მუშაობა მომეწონა ყველაზე მეტად? რა  თქმა უნდა, ბუღალტერიის : )) ვგიჟდები ციფრებზე, გატარებებზე და ყველანაირ ბუღალტრულ/ეკონომიკურ პროცესზე :დ  იქაურ სიტუაციას უცებ მოვერგე, გავშინაურდი და არც თანამშრომლებთან ერთად მოლხენაზე ვამბობდი უარს  :დ უკვე ვფიქრობდი სტაჟირების გაგრძელებაზე და საერთოდაც, დავიწყე ფიქრი ხო არ დავსულიყავი საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, მაგრამ საბოლოოდ აზრი შევიცვალე და 18 აპრილს შევწყვიტე სტაჟირება. თუ რატომ იხილეთ მე–3 ნაწილში .

  3. სრულიად მოულოდნელად დამირეკეს Liberty Bank–დან და გასაუბრებაზე დამიბარეს ^_^ პასუხი 20–მდე უნდა გამეგო, ხოდა, ძაან გავბლატავდი და იქაც გავედი :დ ზუსტად სიყვარულის დღეს დამირეკეს და წარმატებით გაიარეთ გასაუბრება და მობრძანდით სათაო ოფისშიო : ))  დღეს პირველი ტრეინინგი უკვე მქონდა. მართალია ეს ის პოზიცია არაა რაც მე მინდა ცხოვრებაში რომ გავაგრძელო, მაგრამ დასაწყისისთვის და სამსახურის დაწყებისთვის მისაღებია.  5 მაისს რჩება ტრეინინგები და მერე უკვე ბანკის სრულუფლებიანი თანამშრომელი გავხდები ^_^

Posted in ექსკლუზივი, ივენთ-განხილვა, პიკანტური რეალობა, ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური | Tagged: , , , , , , , , , | 12 Comments »

Big Ben School + სიამოვნება

Posted by vekoo on აპრილი 16, 2011

ეკა

არის, აღსრულდა ოცნება!

დღეს დილის 11 საათზე მქონდა გამოცდა და ჩავაბარე ❤ როგორ და რანაირად – არ ვიცი,  მაგრამ ნამდვილად ჩავაბარე { :დ }

ჩემი დიადი გეგმის ფაქტიურად 1/6 უკვე შესრულებული მაქვს, წინ მივიწევ და ამ გეგმაში გაუთვალისწინებელი  წარმატებებიც უკვე მაქვს, მაგრამ ამაზე შემდეგ პოსტში

ყოველთვის, როცა რაღაც საქმეს ვასრულებ, ჩვემ თავს ვეკითხები: რა მივიღე  მისგან? –  მიყვარს ამ კუთხით ჩაღრმავება და საერთოდაც, საკუთარ თავზე უკეთესს ვის დაველაპრაკები ? :დ

ურთიერთობები

ეს არის ის, რასაც ცხოვრების ბოლომდე პატივს ვცემ. ნებისმიერი კავშირი საინტერესო ადამიანებთან მზრდის და თვითრწმენას მიმაღლებს ^_^

ეკა – ჩემი ლექტორი, რომელზეც უამრავ კარგ რამეს ვიტყოდი ეხლა, მაგრამ დღეს გავიგე, რომ თურმე, ჩემ ბლოგს კითხულობს, ამიტომ აქ დავსტოპდები, – არ მინდა იფიქროს, რომ ამ ყველაფერს სპეციალურად ვწერ :დ

ამიტომ, უბრალოდ საუკეთესო (ჯერ) ადამიანია და (შემდეგ) საუკეთესო ლექტორი ❤

გამოცდილება

მთელი ცხოვრება ხო სხვა არაფერია თუ არა გამოცდილების დაგროვება, ჰოდა, მეც ვემზადები ამისათვის. ყველაფერს არ ვაკეთებ იმისათვის, რომ საუკეთესო გამოცდილებები დავაგროვო, მაგრამ რასაც ვაკეთებ, ესეც დასაფასებელია ^_^

გამოცდიდან სასწრაფოდ პროფესიონალ ბუღალტერთა ასოციაციაში გავვარდი { ამ ტერმინის დასახელებაზე ვგიჟდები :დ } იქიდან გამოსვლისას ახალ სალონს ვესტუმრე, რომელიც სულ შემთხვევით შევნიშნე მგზავრობისას და ექსტერიერმა მიმიზიდა.

ჰოდა, მივედი და მოლოდინი არ გაუცრუებია ^_^ ეხლა უკვე ლამაზი წარბები მაქვს – ისე, კოსმეტოლოგი ისეთი კარგი გოგო იყო, ისე მადიანად მეხუტებოდა კეთების პროცესში, ისეთი საყვარელი დეკოლტე ეცვა, რომ …

იქიდან გამოსვლისას აჩო დამხვდა და შემიფასა შედეგი : ))

ისე, ისე მშიოდა უკვე იმ დროისთვის, რომ ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდაც ძალიან ნოყიერი რამე მეჭამა, ამიტომაც უცებ გლდანში გავსქურეთ და უგემრიელესი შაურმები ვჭამე :დ ჰო, შაურმები, იმიტომ რომ 2 ცალი მარტო ჩემთვის შეუკვეთა აჩომ :დ არ მეგონა თუ გავქაჩავდი, მაგრამ ორივე ბოლომდე ავითვისე და ცოცხალ–მკვდარი მივეგდე სავარძელზე :დ

ნაყოფიერი და ბედნიერი დღე მქონდა, ამაზე ნაკლები არცერთი არ უნდა იყოს მომავალში : ))

Posted in ვეკო და აჩო, კულინარული შედევრები - შიმშილობისას საკითხავი, ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური | Tagged: , , , , , | 6 Comments »

ვაზელინი საგანი

Posted by vekoo on იანვარი 21, 2011

ვსო, მოვრჩი, მეღირსა და გათავდა სანატრელი წამები.

ესე იგი , რა ხდება, შარშან წინ (=2წლის წინ), როცა სულ სულ ახალთახალი, ცინცხალი ლავ-სთორი გვქონდა, სულ 2-3 თვის დაწყებული ურთიერთობა, დამემთხვა ზაფხულის დამამთავრებელი გამოცდები.

ხოდა, რაღატომღაც, მაკროეკნომიკის გამოცდაზე არ შევედი, იმიტომ რომ გარეთ აჩო მეგულებოდა და სულაც არ ვიყავი რამის წერის ხასიათზე, მითუმეტეს, არც თავში მედო დიდად რამე ამ საგანში. ხოდა, ძვირფასად შევიწოვე ეს საგანი, თანაც ისე, რომ გადაბარების უფლებაც კი არ მქონდა. მიმდინარე ქულებიც სულ 0-ები მყავდა

იმის გამო, რომ დილით 9ზე მქნდა სემინარები, მე კი 5 საათამდე რატომღაც სკაიპში ვეგდე და ერთ სულიერს ველარპაკებოდი და ამიტომ დილით სემინარზეც ვერ მივდიოდი.

არა, აჩოს არ ვაბრრალებ არაფერს, დედას ვფიცავარ, ყველაფეფრი ჩემი ნებით მოხდა :დ

ხოდა, ასე შემრჩა ეს საგანიც II კურსზე.

მერე გავარკვიე, რომ ცხრილებში რაღაც არიეს და III კურსზე ამ საგანს მაშინდელ II კურსელებთან ვერ გავივლიდი, რადგანაც მათ III კურსზე გადაუტანეს მაკროეკონომიკა და ამიტომ, ის წელიც ჩამივარდა და ჰაერში აღმოვჩნდი. ანუ მომიწევდა IV კურსზე III კურსელებთან გავლა მაშინდელი II კურსის საგნის.

მერე აღმოვაჩინე, რომ მაკრო ყოფილა 10 კრედიტიანი საგნის წინაპირობა, რომელიც IV კურსზე ისწავლებოდა და  მე თუ IV-ზე ჯერ მაკრო უნდა გამევლო, ე.ი. იმ 10 კრედიტიანს ვეღარ გავივლიდი – წინაპირობა არ მქონდა გავლილი და ასე მემატებოდა მთელი წელი სასწავლად 1 საგნის გამო : ((

აღარ ვიცოდი რა მექნა, ვკაიფობდით, თუ რამე არ შეიცვალა ცოლად მოგიყვან და შენები ვეღარ გაიგებენო :დ

მაგრამ, ამას ორივე გადავრჩით და კვლავაც შეცვალეს ცხრილები და წელს IV კურსზე ორივე საგანი ერთად გავიარე.

ხოდა, დღეს მქონდა გამოცდა ამ საძულველ მაკროეკონომიკაში. საგანი მძულს როგორ იცი? აი, ეგრე რომ არაფერი შემზიზღებია ცხოვრებაში, :დ რაღაცა, ვერ ვიტან ვერც წიგნს და ვერც ლექტორებს :დ

გუშინ მთელი დღე ისე გავწელე, ვერაფერიც  ვერ წავიკითხე მეზარებოდა, ძლივს ვაიძულე თავი 1 თემა მაინც წამეკითხა. ეგ იყო და ეგ ჩემი მეცადინეობა : ((

ვიცოდი, რომ ასე საგნის განმეორებით შეტენვის შანსს კატასტროფულად ვზრდიდი, მაგრამ აი პროსტა ვეერ რა. არ შემეძლო ქსეროქსების გადაშლა და მაგალითად სახელმწიფო ბიუჯეტის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ან ფიქსირებული და მცურავი გაცვლითი კურსების სწავლა-გარკვევა.

ხოდა, დღეს დილითაც ესეთი მოუმზადებელი წავედი გამოცდაზე : (( გზაში გადავიკითხე კიდე 2 თავი და ეგ იყო და ეგ.

ხოდა, მეღირსააააააააააააა, მომილოცეთ, არ მაინტეესებს :დ

ტესტირებული გამოცდა კომპიუტერებთან მქონდად ა სწორ პასუხებს ეგრევე მიწერდა, როგორც კი გამსვლელი 20 ქულა ავიღე, ეგრე ვე დავიკიდე ყველაფერი და გამოცდის დამთავრებას დავაჭირე :დ

მაგათი მე არ მინდა არაფერი, ლიჟბი ეს საგანი მოვიშორე და მეტი ქულა არც მჭირდება.,

ეხლა მე გულიდან დიდი ლოდი გადამიგორდა და დღეიდან თუ ავმჩატდები, არ გაგიკვირედეთ :დ

პ.ს. სორი ბევრი ბოდიალისთვის, პროსტა, ჯერ ისევ მიხარია ამ საგნის ჩაბარება.

Posted in განწყობისათვის, ყოველდღიური | Tagged: , , , , | 6 Comments »

კაცობა-მორყეული კაცები

Posted by vekoo on იანვარი 20, 2011

პოსტი შთაგონებულია პირად მოტივებზე კიარადა, პოსტს სარჩულად უდევს პირადი გამოცდილება.

მგონია, რომ ბიჭებმა სულ დაკარგეს ბიჭობა .

აღარაფერს ვამბობ კაცობაზე და უბრალო ადამიანობაზეც კი .

ესე იგი, რა ხდება:

ახლახანს შემემთხვა 2 ისტორია, თანაც ორივე სულ რამდენიმე საათის შუალედით და კიდევ უფრო გამიმყარდა ვარაუდი, რომ ამ ცხოვრებაში ადამიანი ადამიანისთვის მგელია და ყველას თვითგადარჩენის ინსტიქტი ამოძრავებს.

ნაწილი I

დილა, 9 საათი და 25 წუთი, კოსტავას გამზირზე პეკინზე გადასასვლელთან მგზავრობის ლარიანს ვაწვდი მშობლიური რუსთავის სამარშუტო ტაქსის მძღოლს და თან ვფიქრობ ტაქსით ავიდე მაღლივში თუ კვლავაც მარშუტკით?

ჩამოვედი და პირველი თვალებში 2 ნომერი გამეჩხირა, – რადგანაც ვიცი, რომ ტაქსისთვის მიწისქვეშათი გზის მეორე მხარეს ტელევიზიასთან უნდა გადავიდე, მერე როდის დავიჭერ ცარიელ ტაქსს –  ამ დილაადრიან ყველას ხო სამსახურში აგვიანდება და ამიტომ ეგრევე მარშუტკაში ავდივარ და მხოლოდ მერე ვამჩნევ, რომ ის თბილისის სტანდარტებს არ ჩამორჩება (:დ), სადაც მგზავრობისას მარშუტკაში ფეხზე დგომის კულტურა მყარად ფესვგადგმულია და მეც სხვა რაღა დამრჩენია, 13 სანტიმეტრიანი ჩექმებით ისედაც 175 სანტიმეტრიანი გოგო 4ად ვიკეცები და ვცდილობ, წონასწორობა შევინარჩუნო და არ წავიქცე.

რა მოძრაობაა ქალაქში ყველამ კარგად იცით, რამოდენიმეჯერ კინაღამ სერიოზულად წავყირავდი.

და ბიჭებს , რომ კითხო კაი ბიჭებს და რჩეულ ჯელტმენებს ერთი არ უფიქრიათ ადგილი დაეთმო, მითუმეტეს 2მა ეგევე ფული მოიმარჯვა- მალევე ჩადიოდა.

მხარზე ჩამოკიდებული უზარმაზარი ჩანთა ისევ ერთმა გოგონამ გამომართვა ღიმილით და დამიკავა.

ვაჟას დასაწყისში ერთი ადგილი განთავისუფლდა და დავჯექი და მეც დავისვენე, გოგონას ზრდილობიანად მადლობა მოვუხადე და საგამოცდო საკითხების კითხვა დავიწყე.

ესეც ქალური სოლიდარობა და მამაკაცური პატივისცემა.

ნაწილი II

ვინც არ იცის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კოლოქვიუმებსა და გამოცდებს საგამოცდო ცენტრი ატარებს უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ბიბლიოთეკაში, მკაცრი წესრიგია და ჩანთებსაც იქვე დერეფანში სპეციალურ საკიდზე ვაბარებთ პერსონალს და ვიღებთ ჩვენ კუთვნილ ჩანთის ნომრის ბარათს. გამოცდის დასასრულს იქ უშველებელი რიგებია- დაახლოებით 3 000 სტუდენტს თავისი ჩანთა უნდა და არის ჭყლეტვა-წეწვა.

პირველად მოხდა ამ 4 წლის მანძილზე, რომ გამოცდაზე რაც შემხვდა ყველა , 3-ივე საკითხი და ამოცანა ვიცოდი და რასაც ქვია დავქარგე ნაშრომი. ამიტომაც მალე გამოვედი.

ჩავდივარ ჩანთის ასაღებად და ველოდები ჩემ 3კაციან რიგს, ჩემ წინ გოგოებმა აიღეს ჩანთები და მე რომ უნდა მივაწოდო ჩემი ჩანთის ნომერი, ამ დროს ვიღაცა პრიშიკებიანი ქერა მუტრუკი ამეტუზა და უტიფრად მიაჩეჩა თავისი ნომერი.

ოოოოო

ვერ მოვითმინე და ეგრევე ვაჯახე, რომ თუ არ იცის, აქ რიგია და კეთილი ინებოს და დაელოდოს როდის ავიღებ ჩანთას. მითუმეტეს, ჭყლეტვა არაა და ჩემს მერე მხოლოდ ის დგას.

“- მეც ვიდექი რიგშიო”. – არადა, თავიდან სულ 3 კაცი ვიდექით, ბოლო მე ვიყავი და ის ჩემს მერე მოვიდა ბოლოს. იმდენი შეგნება და ზრდილობაც არ ქონდა, რომ არათუ დაეთმო გოგოსთვის – ამითი სულ 5 წამს დაკარგავდა, მეტს მართლა არა- დაჟე გადამახტა და ჩემ წინ წავიდა.

რა არის, 5 წამიანი ჩანთის აღების პროცედურაა და ამის გამო გოგონას შენზე წარმოდგენა არ უნდა დააკარგვინო.

სულ დაკარგეს ამ ბიჭებმა გალანტურობის განცდა. ასე მგონია, ყველამ დაიკიდა ზრდილობა და ის იმის შეგნება, რომ მათ კაცი ქვიათ და კაცს კაცური ქცევა მართებს, და არა ჩემი მეზობელი იზოლდა დეიდასნაირი.

ნუთუ მარტო მაშინ უნდა გამოიჩინო ბიჭმა ზრდილობა, როცა გოგოს კერავ? როცა მისგან რამეს მოელი და გჭირდება, რომ თავი მოაწონო?

დასკვნა:

კაი, არც მე მექნებოდა პრეტენზია თვითონ მამრებს რომ არ ქონდეთ პრეტენზია წინადადებაზე გენდერული თანასწორობის შესახებ. მაგრამ საქართველოში მაცხოვრებელი კაცების პროცენტულად უდიდესი ნაწილი თავს ქალზე სრულფასოვან პიროვნებად მიიჩნევს.

ხოდა, თუ ასეთი სრულფასოვნები არიან, ელემენტარული შეგნებაა ხო რომ ჯუნგლის კანონი არ იყოს შენი ცნობიერების წყარო და გოგონას პრიორიტეტი მიანიჭო რიგ შემთხვევებში.

პ.ს. აჩოსთან რომ დავიჩივლე ვიღაც ბიჭებმა ნერვები მომიშალეს მეთქი, ეგრევე “აიჯაგრა” და ვინები იყვნენ, რა უნდოდათო.  – რა კარგია, რომ მე ვიპოვე მამაკაცი, რომელმაც იცის როგორ მოექცეს საპირისპირო სქესს, როგორ გაანებივროს და დაიცვას ქალი და მე მასთან ბედნიერი ვარ.

Posted in ამოხეთქა, ექსკლუზივი, პიკანტური რეალობა | Tagged: , , , , , , , , , , , | 8 Comments »

სსიპ – პირველი გამოცდა

Posted by vekoo on ივნისი 17, 2010

ტესტები იყო და ამოცანები. ტესტები გუშინ გავაკეთე, ანუ პასუხები მოვძებნე და ჩავიწერე, მაგრამ მერე დავიღალე და 10 ხდებოდა გარეთ გავედი. მერე ველო გამოვიყავნე და სახლში 12 ხდებოდა რომ ამოვედი. მერე დავიძინე, დილით 8 ხდებოდა ავდექი, უცებ ვიბანავე, უცებ მოვწესრიგდი, უფრო უცებ წავედი მაღლივში, 10ს ნახევარზე მისასვლელი 11ს 28 წუთზე მივედი ( პირადობა დამეკარგა და თან მდივანთან ავიარე და ქსერო წამოვიღე)

მერე ბიბლიოთეკაში ავვარდი, მე-8 სართულზე რესურს-ცენტრის ოთახი მოვძებნე, ჩემი ადგილი გავიგე და დავჯექი.

ტაქს : ჩემი ცოდნა: წინა დღით ამოხსნილი, მაგრამ არნასწავლი ტესტები და აზრზე არ მყოფი ამოცანები.

დავიწყე წერა : გავაკეთე ტესტები, ყველა მეადვილა , 25 ცალი იყო ყველა საკაიფოდ დავწერე.

გადავედი ამოცანებზე. ვიცოდი რომ არ ვიცოდი და წაკითხვაც მეზარებოდა. ამიტომ ვიყურებოდი გარშემო. ვათვალირებდი ხალხს. მერე დავინახე ჩემ წინ გოგო იჯდა ჩემ საგანს წერდა. მივახოხე წინ მაგიდა, მერე სკამიც. მერე ისევ მივახოხე მაგიდა და სმკამნსაც რომ ვახოხებდი დამკვირვებელმა დამინახა და წინ გადმოჯექი I მერხზე 32-ეიო. რატო მეთქი? გადმოჯექიო.

გადავჯექი.

იმენა ცხვირწინ ვუზივარ., თვითონაც ჩემ წინ ზის მაგიდაზე. მე ამოცანების წაკითხვაც მეზარება. მერე დავიწყე ისევ ხალხის თვალიერება. ჩემ გვერდით მაგიდაზე თმაგაჩეჩილი გოგო შევნიშნე. თმაზე ვაკვირდებოდი,. ძალიან მოხრილი იჯდა და ფურცელში ქონდა ჩარგული თავი.,

დავაკვირდი და მივხვდი ჩემ საგანს წერდა. დავაკვირდი და ამოცანაზე იყო.

გადავხედე ჩემ ამოცანას, ბუღალტრული გატარებების მონახაზი გავაკეთე და მერე იმ გოგოსთან შევამოწმე. ზუსტად ისე ეწერა მუხლები . ეხლაც მახსოვს ის ამოცანა.

დავწერე ამოცანა.

მერე მეორეზე გადავედი. რაღაცაზე გავიჭედე და ისევ გადავხედე გვერდით მაგიდაზე. დამინახა წინ მჯდომმა დამკვირვებელმა . გადაჯექი გვერდზეო.

მეთQი, რატო, არაფერი გამიკეთEბიათQო. გადაჯექიო.

გადავჯექი და თან უკვე სიცილი მიტყდებოდა.

ამჯერად უკვე ისე ვიჯექი არავინ იყო გარშემო. სულ წინ ცარიელ ადგილას.

მივაყოლე და შემდეგი 4 ამოცანა ამოვხსენი. მე5 დამეზარა.

მერე ისევ მოვეშვი და დავიწყე ხალხის თვალიერება . უკან ვიყურებოდი.

დამკვირვებელმა რას შვებიო გაგიჟდა, დავამთავრე ნაშრომითქო .

ჩავაბარე და წამოვედი .

ხო,. წამოსვლისას ვუთხარი : თქვენისთანა ლმობიერი დამკვირვებელი ჯერ არ შემხვედრიათქო ; ))))

შენ როგორ დაწერე პირველი გამოცდა?

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , | 3 Comments »

აზღუდი დამკვირვებლებისათვის :ორა:

Posted by vekoo on თებერვალი 15, 2010

გულზე ლოდი მედო და გადამაგორეს.


მაგრამ, ჯერ არ ვიცი მის ადგილას ეხლა როგორ კონსტრუქციას ააშენებენ მავანნი უნივერსიტეტისანი.


მოკლედ: ბოლო გამოცდა დავწერე მრავალტანჯულ ეკონომეტრიკაში და დაველოდები ეხლა მეც შედეგებს, თუ ეს საგანი შემრჩა, მე9 სემესტრი მომიწევს და ცუდია : (


მაგრამ, ეჭვი მაქვს 21 ქულას მაინც დამიწერენ – სიპსა ლოდსა ზედა ჰრტყენი თავი ვეკო, რამეთუ გეტენებაი საგანი იგი საძულველი მაღლივსა შიგან…


მაგრამ, თავს ზემოთ ძალა არ არისო, – როცა თავს ყველაფრით გამოიტენი “ნორმალური გენერალური ერთობლიობის უცნობი საშუალოს ნდობის ინტერვალის განსაზღვრა უცნობი დისპერსიის პირობებში”-ს გარდა ( ლოოოლ : ( ) მერე აღარ უნდა გიკვირდეს გამოცდაზე მოსული ბილეთები.

მაგრამ რა ვქნა, გუშინ საღამოს ვურტყი თავი წიგნს, ბალიშის ქვეშაც დავიდე, მაგრამ რაც ვისწავლე ეგ იყო რაა … საბოლოოდ ერთი თემა მაინც გადავიწერე აი ამ შპარგალკიდან.

პარაააამმმმმ ! ! !წარმოგიდგენთ უნიკალურ დანადგარს სუპერ ბუპერ ხეროხს მაშინას. ის არ იბურძგლება, არ წვავს ზედმეტ ელ ენერგიას და გიმსუბუქებთ შრომას ცოდნისაგან ეულად შთენილ უნივერსიტეტის სტუდენტებს.

ესაა მაგნიFიზენთ მინიმიზენთ ( : D ) ძველებური შპარგალკა, ოღონდ თანამედროვე ინტერპრეტაციით, ე.წ. რიმეიქიკია რააა 😉

მოსახერხებელია, კომპაქტურია, ადვილად თქვენთვის და ძნელად აღქმადია დამკვირვებელთათვის.

აქ მინიმალური (ფურცლის) დანახარჯებით მიღწეულია მაქსიმალური ინფორმაციის გაჯერება საგამოცდო რვეულში.

შპარგალკის ზომები შეგიძლიათ თავადაც შეამოწმოთ მის გვერდით მდებარე პასტის მასშტაბის მაგალითზე. შემდეგ ეგ დაიკეცება 4-ად ან 2-ად, გააჩნია თემის სიგრძეს და დისლოკაციის ნუ შეგეშინდებათ. (პ.ს. აუ, ეს სიტყვა მგონი ლოკაციაში ამერია და თუ არ ჯდება კონტექსტში, მე მომიტევეთ : D 3 ღამის უძილო ვარ 😉 )

თუმცა, აქვს ერთი უკუჩვენებაც, აღმოჩენის შემთხვევაში ავტომატურად ტოვებთ წერას და “სვეშამი” გადიხართ გამოცდიდან.

ჩემი რჩევა იქნება, თუკი არ ხართ (ჩემსავით) სპეცი გადაწერაში, ესეთი დამხმარე ნაწილაკები ( არ ვიხმარ სიტყვა “შპარგალკას” ) ჩადოთ დაჭმუჭნულ სელპაკში და დროდადრო, როცა დამკვირვებელი მოგიახლოვდებათ ნარნარად გადაისვათ ეს სელპაკი საულვაშეზე ცხვირზე მდებარე ღრმულიდან სისველის მოწმენდის ქვე მიზნით. თუმცა, ეს მხოლოდ თქვენი აზღუდი კი არა : D , ფარია, რომ დაგიცვათ მან ჩავარდნისაგან.

ასე რომ, ყველაფერი თქვენთვის მომინდვია. და ერთს დავამატებდი კიდე:

ეს მეთოდი ფართოდ იყო აპრობირებული ჩემს მიერ რამოდენიმე საძულველ გამოცდაზე 1 კურსზე, თუმცა, უკვე მე2 კურსზე, როცა უკვე ეროვნული ცენტრი ატარებს გამოცდებს, ამის გამო განმეორებითაც მოიწია გასვლა … შემდეგ დავგმე ეს მეთოდი

და დადგა ჟამი იგი ნეტარი და მე3 კურსზე მე კვლავ დავბრუნდი ჩემს ახალგაზრდობაში, როცა ყველანი 37 მანეთად მივფრინავდით მოსკოვში და ვგულაობდით … და ერთი თემა აქედან დავწერე.

ჰო, ეს ის საკითხი არაა რაც მე შემხვდა, ის ფურცელი განისვენებს ჩემი პალტოს ჯიბეში.

ღმერთი თქვენკენ .


Posted in განწყობისათვის, ეს უნდა იცოდე, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , | 4 Comments »

მორიგი "თავის მართლება"

Posted by vekoo on იანვარი 26, 2010

სულ დავივიწყე, ვითომ აღარ მახსოვს?…

გგონია “დავიკიდე” შენი სურვილები? დამავიწყდა შენი მომლოდინე თვალები?

ის ინტერესიც კარგად მახსოვს ჩემი ყოველი მომდევნო პოსტის დროს რომ გიპყრობს ხოლმე … : )))

იცი როგორ მიყვარს ეგ გრძნობა? : )

დროდადრო შემოდიხარ ჩემ ბლოგზე, ელოდები ახალ პოსტებს, გაინტერესებს რას ვიტყვი ახალს, საინტერესოს, თუნდაც ძველს … : ))) დაგამშვიდებ 😉

არსად დავკარგულვარ, არც დამვიწყებიხარ, არ მიღალატია შენთვის : ))

მეც შენსავით განვიცდი პოსტების სიმცირეს, ბლოგზე ობის მარცვლებს … : (( რა ვქნა, მეტენება საგნები : ((( რა ვქნა, ვერ ვუმკლავდები მე თვითონ პრობლემებს : (((

რა ვქნა, ვერ ვსწავლობ ასე ერთდროულად ერთ დღეში/ღამეში მთელი სემესტრის მასალას : ((

ვერ ვსწავლობ ეკონომეტრიკის 80 თემას 10 საათში : ((

😐 როგორ არ მიყვარს ეს თავის მართლება😐

არადა აქ შენთან სალაპარაკოდ შემოვედი : )) ხო იცი, ყოველთვის მიხარია შენი დანახვა : ))

შენი, ჩემო მკითხველო ! ! !

სანუგეშოდ ისღა დაგვრჩენია, რაც ბევრს მოვასწრებ ვისწავლო, მით მეტად განვავითარებ ჩემ ტვინის ხვეულებს და ბლოგისთვისაც უფრო კრეატიულ პროექტებს , პოსტებს მოვიფიქრებ : ))

ეხლა დროებით, ხვალ მარკეტინგი2-ის გამოცდა მაქვს, ჩავუჯდები ისევ მას … : ))

პ.ს. გამიხარდა მაინც რომ მოვახერხე შენთან გასაუბრება 😉

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , | 10 Comments »