ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Posts Tagged ‘დედა’

ფორმალური ანგარიში

Posted by vekoo on აპრილი 27, 2011

ბლოგზე სულ ვწუწუნებ პოსტები მომაკლდა მეთქი, ძირითადად სულ მიმდინარე მოვლენებზე ვწერ, იმიტომ რომ ჩემ ცხოვრებაში ბევრი რამე იცვლება, რაც გრძნობების კუთხესთან არაა დაკავშირებული.

უკვე 2 დღეა გავედი ბანკში სტაჟირებაზე, ხელმძღვანელში გამიმართლა და ძალიან გამოცდილი კადრი შემხვდა– ლაშა. ეს 2 დღე გუშინ და დღეს მთელი ის პერიოდი, რაც იქ ვარ მასწავლის და მიხსნის თითოეულ დეტალს რასაც აკეთებ. შედეგად უკვე გუშინვე შემეძლო რაღაც საკითხებში კლიენტების დამოუკიდებლად მიღება.

უჰუუ , რა კარგი შეგრძნებაა, როცა  შემიძლია მოქალაქეების მატერიალურ დახმარებას ^_^  შეხება მაქვს ყველანაირ ოპერაციასთან, რაც ბანკში ტარდება.

და მე ყველაზე მეტად  სესხების გაცემის პროცესი მომწონს :დ ნუ, ყველას ხო აქვს თავისი კრიტერიუმი :დ

ძირითადად კლიენტებს მეც თანამშრომელი ვგონივარ, ალბათ იმიტომ, რომ წესდებიდან გამომდინარე საერთოდ შევიცვალე ჩაცმულობის სტილი   – ოფიციალური, შავ–თეთრი მკაცრი სამოსი პლიუს სათვალეები რაღაცნაირად უკვე შემიყვარდა :დ

დილის 10–ს ნახევარზე ბანკის გახსნისას მივდივარ, ვესწრები ინკასაციას, მერე ვაკვირდები ყველაფერს, რაც უკვე ვიცი უშუალოდ ვმონაწილეობ იმ ოპერაციებში, რაც არ ვიცი იმას ვსწავლობ და დღის მეორე ნახევარში კი 4 საათისთვის ჭავჭავაძეზე სათაო ოფისში ტრეინინგებზე მივდივარ.

ხვალ საღამოს დამატებით დამიბარეს სალაროს ინსტრუქციებზე, ზოგადად ვიცი რაზეც ისაუბრებენ  – კუპიურებზე და მათ დამცავ, საიდენტიფიკაციო ნიშნებზე.  ამასთან დაკავშირებით  ელ–ვერსია მაქვს და თუ ვინმეს აინტერესებს, შემიძლია გაგიზიაროთ : )) – ეს ინფორმაცია კონფიდენციალური არ არის ; )

დღეს პირველი ტესტირების შედეგები იყო და მე ჩემი თავით ზედმეტად აღფრთოვანებული დავრჩი: 1 საათიან გამოყოფილ დროში ნახევარი საათი რა თქმა უნდა, დავიგვიანე :დ და რადგანაც მეჩქარებოდა სწრაფად–სწრაფად დავწერე ყველაფერი და 15 წუთი კიდე დრო დამრჩა ნაშრომის ჩაბარების მერე. ამიტომ მეგონა, რომ სიჩქარის გამო მაინც ვიწვნევდი დაგვიანების შედეგს. მაგრამ არაა :დ

ჯგუფში საუკეთესო შედეგი იყო 1 შეცდომა, შემდეგ მოდიოდნენ 3 შეცდომიანი ბავშვები და მეც მათ შორის ვიყავი :დ აი, გმადლობ, დედა, მამა, ასეთი რა ნიჭი დამანათლეთ :დ სამივე იდენტური შეცდომები იყო, 1 ტიპის ქეისზე, კერძოდ კონვერტირებაზე – მე დავწერე უკვე მიღებული შედეგი და უნდა დამეწერა მთლიანი ოპერაცია როგორ მივიღე : ((

როგორც პერიოდი, რთული დრო მაქვს ეხლა ეს 1–2 კვირა:   მაღლივშიც 5 გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი და 6 ტესტირება კიდე იქ. და დღეები სულ ერთმანეთს ემთხვევა : (( ხვალაც  2–ივეს წერა მიწევს  და ჯერ არაფერი წამიკითხავს .  ჭეშმარიტი ბლოგერი ვარ :დ ისე მიყვარს ჩემი ბლოგი მნიშვნელოვან დროსაც კი მას ვახარჯავ :დ

ეს ყველაფერი ჩემი მომავლისათვის კარგია, მაგრამ აქვს უარყოფითი მხარეებიც:

  1. აჩო და კიდე აჩო. იმიტომ რომ დრო ფაქტიურად აღარ მრჩება .

  2. “კვალიფიციურ ბუღალტერთა კურსებს”  ვეღარ ვესწრები : ( 1 მაისს უნდა მოვრჩენილიყავი, მაგრამ 1 კვირა გადაიწევაო და მე დასწრებას სავარაუდოდ, ძალიან იშვიათად მოვახერხებ.  კიდეც კაი, საფინანსო განყოფილებაში მაინც მოვრჩი  სტაჟირებას).

ჰო, ნუ დღეისათვის სიახლეები  მარტო ისაა [ თუ არ ჩავთვლით იმას, რომ შენობაში დავიკარგე :დ  რომელიმე პოსტში ამაზეც მოვყვები, მარა ჩემი ბრალი არ ყოფილა, ლიფტია დამნაშავე :დ ]

ხვალ კი, ეჭვიც არ მეპარება, ორივე გამოცდას ფანტასტიურად დავწერ !

ჩემ თავს ასე რომ ვამხნევებ ხოლმე, ყოველთვის გამომდის და ვაღწევ მიზანს.

დღის ბოლოს კი როგორი გვიანიც არ უნდა იყოს, მაინც მაქვს გამოყოფილი დრო განტვირთვისათვის.

Advertisements

Posted in ექსკლუზივი, ივენთ-განხილვა, ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური | Tagged: , , , , , , , , , , , , , , , | 3 Comments »

მე = დედა

Posted by vekoo on მარტი 8, 2011

რაზე დავწერო?

თითები მექავება საწერად და არაფერი გამომდის თავიდან.

ავუკრძალე ჩემ თავს გარკვეულ თემებზე წერა, რაღაც-რაღაცეებიც თავიდანვე აკრძალული მქონდა და ასე, ამ აკრძალვების ფონზე ვზიარ ბაიყუშივით და უკანასკნელი იდიოტივით ვუსმენ Korgis-Need Your Lovin-ს (რაღა დროსია, მარა მაინც…)

საერთოდაც ვფიქრობ, – ბლოგმა უარყოფითის მეტი არც არაფერი მომიტანა: შემექმნა პრობლემები გარკვეულ ადამიანთა ჯგუფთან, გამიჩინა საფიქრალი, +მომავალი პრობლემები, რომლებსაც ვიცი რომ ადრე თუ გვიან, გადავაწყდები და ა.შ.

დადებითი? პოზიტივი არც არაფერი მახსენდება ამ წუთებში – გარდა იმ წუთისა, როცა ბავშვურად მიამიტურად მიხაროდა ტოპ-პოსტებში მოხვედრა, როცა ვნებას თუ ემოციას აყოლილი ხმამაღლა ვწერდი პირად ნიუსებს…

ეხლა ისეთი არეული საათი მიდგას რა მინდა და რა არა ვერც ამას ვანსხვავებ.

ერთადერთი, რაც მიშველის ალბათ, ცხელი შხაპი იქნება ^_^

ვეთაყვანები ამ პროცესს. აუ, ისე , ერთხელ, ბავშვობაში მეზობლის ბავშვი სიხარულით მიყვებოდა: “იცი, გუშინ მე და ჩემი ძმა დედამ გვაბანავაო” :დ ტიპებს პაპრაზნიკამ ბანდათ დედამისი თურმე :დ

ბლოკნოტი მჭირდება – მაგარ ყდიანი და ლამაზ გვერდებიან მომცრო ბლოკნოტი – იქ ჩავიწერ ყველა აზრს თუ აზრის გაფართხალებას. ხანდახან ისე, ისე მომესურვილება ხოლმე რომ მქონდეს …

დღეს ქალთა დღეა – დედიკოს თვალის ტუში ვუყიდე : )) კარგი შვილი მინდა ვიყო.

ხვალაც პირველ ხელფასს ვიღებ და დედას მობილურის გაბზარულ-ჩაშავებულ-არეულ ეკრანს გავუკეთებ ^_^

იმაზე დიდ სიამოვნებას ლამის არაფერი მანიჭებს სიკეთეს რომ ვაკეთე : ))

რამდენი პოსტი მაქვს დედაზე და ყველგან საზიზღრობები მიწერია არადა (2-ის გარდა).

მეშინია მეც რომ დედა გავხდე….. ეხლახანს ფბ-ზე დავასტატუსე “ორსულადაა, დედა ხდებათქო” და შენო მკითხეს : )) არ მინდა ჯერ დედობა, არ ვარ მზად.

შვილს იქამდე არ გავაჩენ სანამ იმდენს მაინც ვერ შევძლებ რომ ჩემი ხელფასით მარტო ჩემ შვილს მაინც მოვუარო – ჩემს უზღვავ სურვილებზე კი ძვირფასმა ქმარმა იზრუნოს :დ

Posted in ახალი ოჯახი, განწყობისათვის, ვეკო და აჩო | Tagged: , , , , , | 11 Comments »

დედაზე – GRACE

Posted by vekoo on იანვარი 29, 2011

ჩემს ცხოვრებაში ერთი ამერიკელი რეჟისორის  პაულ სოლეტის როლზე მინდა დავწერო, ვინ ვინ და სწორედ მან დამაფიქრა დედის რაობაზე.

“გრეისს” ვუყურე, მოკლედ, ლაკონურად და ძალიან მარტივად დამანახა რას ნიშნავს იყო დედა და რას ნიშნავს  თხემით ტერფამდე გრძნობდე თავს დედად – სოცოცხლის მშობლად.

“წლების მანძილზე უნდოდა მედელაინს ბავშვის გაჩენა და როგორც იქნა დაფეხმძიმდა… მაგრამ როდესაც შვიდნახევარი თვის იყო უბედური შემთხვევა მოხდა, რომელმაც მისი მეუღლე და მუცელში ბავშვი შეიწირა. მედელაინი მაინც გადაწყვიტავს გააჩინოს, თუნდაც მკვდარი ბავშვი! ორ კვირაში მშობიარობს, მაგრამ ბავშვი არც ისე მკვდარია… მედელაინს პატარა გრეისი სახლში მიყავს, ბავშვს კი მოულოდნელად თმა სცვივა და კანი ეჭმუჭნება. დედა ცდილობს ბავშვს ძუძუ მოაწოვოს, მაგრამ გრეისი რძეს არ წოვს… მას სისხლი სჭირდება…”

წავიკითხე ანოტაცია და რიგითი “საშინელებათა” ფილმი მეგონა, ამიტომაც გადმოვწერე. მაგრამ შევცდი.

პატარა აუზში მედლაინი ბავშვს გააჩენს, პატარა მკვდარია და არ სუნთქავს, ჯოჯოხეთური ტკივილების განცდის მიუხედავად დედას  უნდა იყოს დედა . ბავშვს ექიმის უარის მიუხედავად მაინც აიყვანს ხელში, გულში ჩაიხუტებს და ის ამ დროს უბედნიერესია – არაფერი ყოფილა დედობაზე მშვენიერი.


მისი ცხოვრების გზა:

  • ცდილობს დაფეხმძიმდეს

  • საშინელი ავარია

  • და განაჩენი – The baby is dead

  • აუტანელი ტკივილები

  • მშობიარობა, მკვდარი ბავშვი ..

  • გრესი!

  • დედის სითბო თუ აუხსნელი ანომალია – გრეისი დედის ძუძუს პირში იდებს და წოვს.

  • სახლი

  • ბუზები, ბუზები, ბევრი ბუზები ბავშვის საწოლთან

  • She needs special food!

  • გამოწურული ხორცი, სისხლი საწოვარაში – დედას უკვე აღარ გამოდის ძუძუზე ნაკბენებისგან სისხლი.

სიყვარული უკვდავია , განსაკუთრებით კი დედობრივი გრძნობა. 

მედლაინი ყველაფერზე თანახმაა – ოღონდ ბავშვს არ მოაკლოს არაფერი – ცოცხალი სისხლი. ის თავს სწირავს ბავშვს.

დედობრივი მზრუნველობის  გამო კაცსაც კი კლავს, – მას ხომ გრეისის წაყვანა უნდოდა.

ერთი სიტყვით, როგორც ხედავთ, ძაან ჩამაფიქრა ამ ერთი შეხედვით უბრალო ფილმმა – როცა ხარ დედა და თავს გრძნობ მშობლად, არაფერია ამაზე ძლიერი.

იცვლი ცხოვრების წესს, აკეთებ გაუგონარ ამბებს, თავსაც კი სწირავ პატარას.

და ვინ იცის, დაუფასებს კი შვილი დედას ამაგს?

მე ხომ ასე არასოდეს მოვქცეულვარ.

ვინ იცის დედაჩემსაც რამდენი რამე გადაუტანია ჩემ გამო. ეხლაც რამდენ რამეზე ამბობს უარს ბავშვებისთვის.
მას ჩვენ ცხოვრებას ვურჩევნივართ. კი, ზოგჯერ ვჩხუბობთ, ყოველთვის ვაბრაზებ და ვეწინაღმდეგები, მაგრამ ის მაინც დედაა და ჩვენ მისი შვილები ვართ.

ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ მეგობრები, ცხოვრების მეგზურები, მაგრამ მშობლებს ვერ ავირჩევთ.

ისინი არიან და ყოველთვის იასებებენ ჩვენთან ერთად, ჩვენში.

“ხელის გულზე კვერცხი ვის შეუწვავსო” – როგორი მართალი ყოფილა.

დედაჩემი ჩვენი კარგად ყოფნისთვის ყველაფერს გააკეთებს და მე ამას ვერ ვ აფიქსირებ, მგონია, რომ ეს ისდაც ასე უნდაიყოს, რადგანაც ის მშობელია და პირდაპირი მოვალეობა აკისრია.

მაპატიე დედა, მაპატიე ყველაფერი, მაპატიე ასეთი პოსტები.
ისიც მაპატიე შენი ამაგის დასანახად, იმის დასანახად, თუ რა შეიძLება გააკეთოს დედამ შვილისთვის ეს ფილმი რომ დამჭირდა

UPDATE : გადმოსაწერი ლინკი

Posted in ფილმოგრაფია, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , , , , , | 7 Comments »

დაცული: ქალო, თავი დამანებე

Posted by vekoo on იანვარი 14, 2011

ეს კონტენტი დაცულია პაროლით. მის სანახავად გთხოვთ შეიყვანოთ პაროლი ქვემოთ:

Posted in ამოხეთქა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , | მიუთითეთ თქვენი პაროლი კომენტარების სანახავად.

♥ ავჟიტირდი ♥

Posted by vekoo on დეკემბერი 29, 2010

ვაიმეეეეეეეეეე :დ მმოვიდესო როცა უნდაო მამამ :დ ვაიმეეეეეეე :დ ნეტა ვინ უნდა ილაპარაკოს :დ ავჟიტირდი :დ

ჩემი fb სტატუსი რამოდენიმე წუთის წინ

ბნედა დამეცა :დ როგორც ძველები იტყოდნენ :დ 

მიყვარს რა, ჩემი პირადი ბლოგია და პირად განცდებს გადმოვცემ როცა მინდა და როგორც მისწორდება.

ხოდა, დღეს როგორც იქნა, უთხრა დედამ მამას და მეღირსა :დ

ყოველთვის ვიცოდი ასეთი მშვიდი და ტოლერანტი კიარადა, ნოთაზიატი მამა რომ მყავს, მაგრამ რავიცი რავიცი, მაინც 1 წელია ვწელავ უკვე შარშანდელი შემოდგომიდან და ძლივს მოვაბი თავი, რომ სახლში მამას გავაცნო აჩო ))

ხოდა, ამ ახალ წლების მერე, შობისთვის +1/2 დღე, გვესტუმრება სახლში და აი მერე დამერხევა საბოლოოდ :დ

ცუდი იცი რა არი? დედამ ხო უთხრა, მარა მამა მე მაინც არაფერს არც მეკითება და არც მეუბნება და რაღაცნაირად მაინც შებოჭილი ვარ.

“ნავსის გატეხვა” აკლია ამ საქმეს, ვიღაცამ უნდა წამოიწყოს ლაპარაკი, თორე როდემდე იქნება დედა შუამავლის როლში?

ყველლაზე მეტად მაშინ დამერხევა აჩო რომ დაბბლა სადარბაზოსთან მოვა ად სახლში ამოსვლამდე წამები რომ დარჩება,

ვაიმეეეეე, ერთად მიტირეთ ყველამ რა :დ
ავჟიტირდი )))

მიყვარს, მიყვარს ეს ბიჭი ♥ ♥ ♥

Posted in ახალი ოჯახი, ექსკლუზივი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , | 7 Comments »

მაპატიე დე

Posted by vekoo on დეკემბერი 3, 2010

ზოგჯერ ისეთი სასტიკი ვარ ხოლმე, წეღან დედას ძალიან ვატკინე გული. ასე საზიზღრად კარგა ხანია, თავი არ მიგრძვნია.
ისეთი რაღაც ვუთხარი, რაც უბრალოდ, არ შეიძლებოდა, – უცხო ხო არაა?.. მაგრამ უბრალოდ, გაჩერებაც არ შეიძლებოდა.
ეხლა ვწუხვარ და მეც გული მკივა მას რომ ვატკინე, მაგრამ ისიც კი არ შემიძლია, რომ მივიდე და გულში ჩავეხუტო.

მიყვარხარ და მჭირდები, დე. და მწყინს რომ ასე აგანერვიულე.  

მაპატიე, რომ ამ ყველაფერს პირში ვერ გეტყვი *_*

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , | 5 Comments »

კანის სურნელი

Posted by vekoo on ივლისი 7, 2010

სუნი მიყვარს, კანის სუნი . ყველა ადამიანს თავისი აქვს …

დედის სუნი მომენატრაო- მოხუცები ამბობენ, ღრმადაა გამჯდარი დედის სურნელი . ეხლა რატო ვერ ვგრძნობთ? ჯერ არ მოვხუცებულვართ, ჯერ არ მოგვნატრებია .

მართლა ყველა ადამიანს თავისი სურნელი აქვს, გინდაც სუნი დაარქვი .

სურნელი უფრო ხელოვნურად მეჩვენება, ქიმიური სუნამოების შექმნილად … სუნი კი ორიგინალია …

ჩემი სუნი მიყვარს, მისი სუნი მიყვარს !

ჩემი უფრო მიყვარს. ჩემი უფრო გვიყვარს .

გვიყვარს !

ეხლა სუფთა და გაბწკრიალებული ვზივარ კომპტან, ჯერ ისევ სველი თმით , მაგრამ მაინც ვგრნობ . არადა აქამდე არასოდეს ვაკვირდებოდი .

ხალხნო, შეისწავლეთ თქვენი თავი. აღმოსაჩენი ვინ იცის რამდენია ))

Posted in ჩემი ბლადუნი | Tagged: , , , , | 12 Comments »

როცა შვილზე მხოლოდ 15 წლით ხარ დიდი…

Posted by vekoo on მარტი 31, 2010

“თქვენი ნომრიდან ზარია შემოსული და რომელი ხარ? “

აღარ მეგონა ასე თუ კიდე ვინმე ვინმეს იცნობდა : დ

წეღან ჩემ დას დაურეკეს ასეთი ტექსტით  და უმტკიცებდა თქვენგან დამირეკესო. სალომ გავარკვევ კარგითო.   ამას ეგრევე მესიჯიც მოყვა :

“ara, nu shewuxdebi genacvale ubralod damainteresa da shemidzlia gavigo tqven romeli xar tu tavxedobashi ar chamomartmev aa ”

ნუ, მეტს არც მოველოდი, ზუსტად  ძველი და მრავალნაცადი, კარგად გახუნებული სტილია გოგოს გაცნობისა,   მითუმეტს, რომ ჩემი დის და იმ ვიღაცის ნომრებს შორის მხოლოდ ერთი ციფრია განსხვავება .

ამ ყველაფერმა  ჩემი ყოფილი კლასელი გამახსენა : ძველ სკოლაში რომ დავდიოდი, მერვე კლასში  სამგორიდან ერთი გოგო გადმოიყვანეს, როგორც თვითონ მოგვიყვა, ობოლი იყო და მეზობლები ზრდიდნენ სამადლოდ, შვილად აღიარეს და თავიანთ ბიჭებთან ერთად საკუთარ გოგონად მიიღეს.

ჰოდა,  ეს გოგო  ჯერ კიდევ მაშინ არ იყო  მთლად დალაგებული , ორიოდე თვეში გადავიდა ჩვენგან და მას  მერე  თვალიც აღარ მოგვიკრავს.

მოგვიანებით  ერთი გოგო გავიცანი, მისი სოფლელი იყო და იმან მოგვიყვა : თურმე, ტელეფონზე ასე 1 ციფრით განსხვავებულ ნომერზე ვიღაც ბიჭი გაუცნია, ( ნეტა, ზარებს თვითონ უშვებდა თუ იმ ბიჭმა იპოვა? : დ ) , ის ბიჭი პატიმარი ყოფილა, ეს დებილიც იქ აკითხავდა და დაორსულდა : დ ეს რომ გაიგეს, სახლიდან გამოუშვეს ამ დედობილ–მამობილმაც , ამ დროს 7–8 თვის ორსული იყო უკვე  …

მერე სულ დაიკარგა და მისი აღარც კარგი და აღარც ცუდი აღარ გაგვიგია.

ნეტა, სად არის ეხლა, რას აკეთებს, წესით,  უკვე 5–6 წლის შვილი უნდა ყავდეს , ნეტა როგორაა და რა ცხოვრებით ცხოვრობს, ან იმ ბავშვს როგორ ზრდის  თუ საერთოდ არ გაუშვილებია.

წარმოვიდგინე ეხლა, რომ თავად მესამე კურსელს  I-II კლასელი შვილი მყავს მოსავლელი და ოოოო  … არ მინდა, გმადლობთ, თან რა სიტუაციაში .

რა სამწუხაროა, რომ ადამიანების ბედი ბოლოს ასე წარიმართება ხოლმე. არადა მშვენიერი გოგო იყო, მეგობრული და თბილი ,  ალბათ, ასაკის ბრალი იყო რომ თავში ტვინი ჯერ არ ქონდა და  ასეთ კაცთან დაიჭირა საქმე …

პ.ს. აქ ბოლოს წესით, უნდა მიმეწერა :  თუკი ვინმეს გეცნობათ ეს ისტორია და იცით ამ გოგონას შესახებ რამე, გამომეხმარურეთთქო :  ))

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , | 8 Comments »