ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Posts Tagged ‘ეკლესია’

ოძისი

Posted by vekoo on ივლისი 10, 2011

როგორ დავიწყო არ ვიცი, ნოუთებში წერა არ გამომდის ხოლმე, მაგრამ სახლში კომპი არ მაქვს : (( სამაგიეროდ მაქვს ინტერნეტი, რომელსაც ვერაფერში ვიყენებ : ((
ამიტომ ეხლა ავტობანიდან ერთ-ერთ გადასახვევში დიდი ალვის ხის ძირში ვწერ ამ პოსტს ნოუთში.

დილით მე, აჩო, სალო და სანდრო სოფელში წავედით. სოფელს ქვია ოძისი და თბილისიდან ძალიან ახლოს– ახალგორის რაიონში მდებარეობს, – სულ 5 წუთის სავალია ჩემი ჭიშკრიდან იქამდე.

ახალგორში ეხლა ქართველებს აღარ დაგვედგომება,- რუსის “ცუდი ბიძიები” ბატონობენ. ამიტომ იმ ადგილებში, სადაც სულ რაღაც 3-4 წლის წინ ყოველ ღამე დავსეირნობდით ხოლმე ბირჟიდან წამოშლილი ბავშვები, სადაც ზაფხულის ყოველ მცხუნვარე დღეს არხის სათავეზე ვაღამებდით ხოლმე გოგო-ბიჭები, სადაც ტბაზე სათევზაოდ დავდიოდით, მთაში სოკოს ან მაყვლის მოსაკრეფად, დღეს რუსის ჯარი დგას და მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ პიროვნებებს უშვებს იმ ტერიტორიაზე. :პატრიოტი:

ამიტომ ბავშვობის მოგონებები კარგად უნდა შევინახო, სანამ ჩვენი პრეზიდენტი რამეს  მოახერხებს და დაუბრუნებს ჩემ საყვარელ ადგილებს საქართველოს ტერიტორიას.

ოძისზე ადრეც ვწერდი ხოლმე ბლოგზე, აჩოც უკვე კარგად იცნობს – მე-3 ზაფხულია ხშირად უწევს ჩამოსვლა….

ჰოდა, მშვენიერ განწყობაზე მივიოდით და მივიმღეროდით

,

გზად ველოსიპედისტების ჯგუფს გადავეყარეთ, იქვე გზის პირად წყაროც აღმოვაჩინეთ და ერთად განვაგრძეთ გზა, ოღონდ ამჯერად უკვე მე ვიჯექი საჭესთან. ასე მივაღწიეთ სახლამდე.

ჩვენი ერთად ნახვა ყველას გაუხარდა, აჩოს შიშველი უცხოელივით უყურებდნენ მეზობლები :დ სმა-ჭამა დიდად შესარიგის შემდეგ წავედით ეკლესიაში – რაც იყო მიზანი ჩვენი ვოიაჟისა: ჯერ კიდევ შარშან ზაფხულს, როცა პირველად დაველაპარკე მოძღვარს აჩოზე, მაშინ მთხოვა გამაცანიო და მას მერე მხოლოდ ეხლა მოვახერხეთ ერთად ჩასვლა.

აღსარება ჩავაბარე მამა დავითს და ისეთი, ისეთი ჰაეროვანი და რაღაცნაირი ამაღლებული განწყობით ვიყავი რომ გამოვედი , რომ მეგონა დავფრინავდი. ბევრ რამეზე ვესაუბრე მამაოს, რჩევაც ვკითხე ერთი  გადაუწყვეტელი საკითხის შესახებ – ჯვრისწერა – და დამეხმარა : )) ისეთი საყვარელი და სათნო მამაოა მამა დავითი…

მერე აჩოც გავაცანი და გაესაუბრა და ზოგადად მღვდლებისადმი აჩოს სკეპტიკური განწყობის მიუხედავად აჩოც დადებითად განწყობილი გამოვიდა კელიიდან: მომეწონა შენი მოძღვარიო ….
მალე აჩოც ჩემი სულიერი ძმა გახდება : ))

ძალიან “სავსე” გამოვედით ეკლესიიდან, ემოციურად სასიამოვნოდ დამუხტულები : ))

იქიდან წყაროზე ჩავისეირნეთ და ცოტა დავუბრუნდით რეალობას:

 მე და ფონზე აჩო და სანდრო ;  მე და აჩო ჩახუტებულები

ესეც ჩემი ძმაა, ჩემი საყვარელი სანდრო : ))

 სანდრო,  მე და სანდრო .

სალო – ჩემი და

ესეც ჩემი ბოდი გარდი ყველგან და ყველა სიტუაციაში.

საღამოობით აქ ჩამოსვლა ყველაზე მეტად გვიყვარს ხოლმე, ადრე აქ გზის პირას ლამაზი სკამები იყო და ყველაზე მიმზიდველი ადგილიც საბირჟაოდ ^_^  ეხლა? ეხლა გზა მოასწორეს და ბირჟაც დაიშალა :დ


ერთმანეთს ღიპებს უსინჯავენ

და ბოლოს როგორც იქნა დავბრუნდით სახლში, სადაც კიდევ ერთხელ გაშლილი სუფრა დაგვახვედრეს :დ მაგრამ ამჯერად მხოლოდ სალოს გაკეთებული ტორტით დავნაყრდი, და უნდა ვთქვა, რომ უგემრიელესი იყო. საალ, გაღიარებ :*

მერე უფროსებმა აჩოს მცირე ექსკურსი ჩაუტარეს მინი ადგილ-მამულების ამბავში :დ მეც გამოვიცვალე სამოსი და “ახალგაზრდობა გავიხსენე” : ))

ესეც სამი ჩემი უსაყვარლესი ადამიანი – შუაში ალექსანდრე : )) ჩემი პაპა (მე მყავს პაპა და მყავდა ბაბუაც- სახელებს ორივეს კუთხის მიხედვით ვეძახი/ვეძახდი)

და ბოლოს, რა იქნებოდა პოსტი თივის ზვინთან გადაღებული სურათიც რომ არ დამედო დესერტად :დ

სალო და სანდრო სოფელში დარჩნენ, ჩვენ კი წამოვედით, გზა ფანტასტიური იყო ერთად, თან ცოტა შემოგვაღამდა და საყვარელი მუსიჯის თანლებით მგზავრობა ორივეს მაგრად გვისწორდებოდა, მითუმეტეს, რომ სუუულ სულ ცოტა წვიმამაც დაცხო მეტი რომანტიკის შესამატებლად :დ

Posted in ვეკო და აჩო, ივენთ-განხილვა, პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური | Tagged: , , , , , , , , , , | 6 Comments »

დაცული: ქალო, თავი დამანებე

Posted by vekoo on იანვარი 14, 2011

ეს კონტენტი დაცულია პაროლით. მის სანახავად გთხოვთ შეიყვანოთ პაროლი ქვემოთ:

Posted in ამოხეთქა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , | მიუთითეთ თქვენი პაროლი კომენტარების სანახავად.

შემთხვევა, როცა ფეხებიც ფეხებზე გკიდია .

Posted by vekoo on აპრილი 3, 2010

დილა უთენია თავგასიებულ ხასიათზე გავიღვიძე თავად თავგასიებულმა, თვალები გუშინდელი თვალის ფანქრით მაქვს ჩათხუპნული, – ეს ის შემთხვევაა, როცა დაწოლის წინ სულ ფეხებზე გკიდია მაკიაჟიც   და  კანის სუნთქვა, სილამაზეც.

აი, როგორ არ მინდა ეხლა აქ წუწუნი დავიწყო , როგორ არ მინდა ჩემ “უბედურებაზე” მოვყვე, როგორ არ მინდა კიდე უარესი  უბედურება მოვახდინო, მაგრამ ის სუნი,  სამზარეულოდან რომ აღწევს   ჩემ ოთახამდე ტვინში მიღუტუნებს და ისედაც მოჟამულ გუნებაზე მყოფს უფრო  “პრიკაზულს” და  მომაბეზრებელს მხდის.

როგორ არ  მინდოდა გუშინ გვიანობამდე ყოფნა და როგორ მინდოდა დროზე დაძინება  .

როგორ მინდოდა კარგად გამოძინება, მაგრამ ვის აინტერესებს საერთოდ მე რა მინდა ან არ მინდა? გუშინდელ ნერვებმოშლილზე ეს დავწერე , მერე თითქოს ცოტა დავწყნარდი, მაგრამ ამ დილით, როცა ისევ 8 საათზე გამეღვიძა გამოუძინებელს, სულ 3–4 საათის ნაძინებს, მეშლება ნერვები, რომ არავინ ზრუნავს ჩემზე.

ეგოისტი და ჭირვეული დებილი პატარა გოგოსავით ვიქცევი, მარა მეც მომბეზრდა ეს თავდაჯერებული და “დიდი გოგოს” როლის თამაში. პრინციპში, თამაში არც იყო, თავს მართლა ასე ვგრძნობდი, მაგრამ ეხლა ვიცი რომ დღეს ღამე დამეძინება  და აღდგომის ღამეს ეკლესიაში თავისუფლად გათნების მაგივრად ნახევრად ჩამოძინებული ვიდგები და არაფრის თავი არ მექნება, კიდევ უფრო მიპყრობს ბრაზი : (( და კითხვა :

რატოომ ? ? ?

შენ მაინც დროზე გაიღვიძე , აჩო, რა იყო რა  :  ((

Posted in ამოხეთქა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , | 6 Comments »

ჩემი სულის ნავსაყუდელი

Posted by vekoo on იანვარი 6, 2010

სოფელი- ჩემთვის 2 დღიანი სულის დასასვენებელია ეს ადგილი

თუ ბავშვობაში კვირაობით შემეძლო იქ ყოფნა, დღეს უკვე 2-3 დღეში სახლში მინდა დაბრუნება.ის ორი დღეც “გამოყრუებული ვზივარ, შენ გგონია ეს გამოყრუება არ მომწონს?საჭიროც კია გადატვირთული დღეების მერე სხეულის მოდუნება, ბუნების სიმშვენიერით დატკბობა , ყველაფერს გარიდება, ასფალტისა და გამონაბოლქვიდან, ინტერნეტიდან დასვენება.მე ძალიან დავიღალე უკვე, გამოვიფიტე რასაც ქვია, ამიტომ, ამ შაბათ-კვირას სოფელში წავედი. ზუსტად ვიცოდი იქ აღვიდგენდი დაცლილ ენერგიას .ვერ მოგატყუებ მსოფლიოში ულამაზესი ადგილიათქო , იმიტომ რომ მასზე თვალწარმტაც ადგილებშიც ხშირად ვყოფილვარ მაგრამ რაც არის არს , თავის ხიბლს ვერ დავუკარგავ დუშეთის რაიონს.იცი რა მიყვარს ყველაზე მეტად? უსაქმურობა.ჩემთვის მარტო წავალ ხოლმე სადმე შორიახლოს ( ან თუნდაც შორს) შემაღლებულ მდელოზე, იქიდან რომ ხელის გულივით გადაშლილი მოჩანდეს გარემო და ასე ბუნების სიმშვენიერით ვტკბები.არ მჭირდება ამ დროს არანაირი მუსიკა თუ რამე გასართობი დანადგარი.უბრალოდ ვუყურებ სივრცეს და ვარ ასე ჩემთვის.მართლა საათობით შემიძლია ასე ჯდომა.(რატომღაც, ის მიტყდება ხოლმე გვიან საღამოს იქიდან რომ ვბრუნდები და ხალხი მხვდება, ხო ვიცი არაა, ჭორიკნებითაა სოფლები (( და არამრტო)) სავსე – “ამხელა გოგოს მარტოს იქ რა უნდოდა ამ შუაღამესო ” იტყვიან, მაგრამ იმდენად დიდია ჩემში ლამაზი ხედების , გაშლილი სივრცის სიყვარული, რომ მაპატიე და მაგარი მკიდია უკვე ვინ რას იტყვის.ზოგჯერ, წავსულვარ და რვეული წამიღია და ფანქარი ან შავი კალამი, – მიყვარს შავი კალმით წერა.ჩემ აზრებს ვწერ ხოლმე, მერე ძირითადად მარტო ერთხელ ვკითხულობ და ასე, რჩება ისტორიას გახუნებულ ფურცლებზე დაწერილი ჩემი სიტყვები.მრისხანების დაძლევაშიც მეხმარება ჩემი საყვარელი ადგილი. იქ მივდივარ და ყველაფერი ცუდი მავიწყდება. სამწუხაროდ – კარგიც. როცა იქ ვარ ყველაფერი ამქვეყნიური უკვე ამაო მეჩვენება.ქვეყნიერებაზე მარტო მე და ის მთები ვართ ჩემ წინ რომ გადაშლილან.

ციოდა ახლა სოფელში როცა ვიყავი, თან ტალახი იყო და იქ ვერ ავედი.

სამაგიეროდ, ეკლესიაში ვიყავი. ესეც ეზო :

დაუმუშავებელი სურათია და მაინც რა სიმშვიდეა მასზე აღბეჭდილი.

სულ საფლავებითაა ეზოც და ეკლესიაც შიგნით სავსე.      ტაძარში ეხლა ზევიდან ხალიჩებია გადაფარებული და  მლოცველები ზევიდან დგანან. როგორი შეგრძნებაა შენ  ქვეშ რომ ძვლებია ხომ გამოგიცდიათ? : )))

ეს ყველაზე კარგად შემონახული საფლავი იყო და  ამიტომაც, მეც ის გადავიღე

დიმიტრი ნიკოლოზის ძე ფარნიშვილი – რა იცოდა ამ საცოდავმა თუ ბედნიერმა, რომ მისი სამარხი ინტერნეტშიც მოხვდებოდა.

ასეა, დროც იცვლება და რაც ერთ დროს შეუძლებლად მიაჩნდათ, ეხლა პატრა ბავშვსაც კი ეჯერება.

ესეც ჩვენი ეკლესიის სამრეკლო :

ჯერ ისევ რეკონსტრუქციის პროცესშია, ულამაზეს ჩუქურთმებს აკეთებენ ზედ.

ჰო, ყველაზე მთავარი დამავიწყდა:

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის მიმდებარე სურათებია ეს ყველა.

ბოლოს, სიცივისაგან გათოშილს რა ჯობია სოფლის სახლში დაბრუნებას, სადაც ყველაფერს სიძველის სუნი ასდის.

უკვე საღამოც მოსულა…

მივუჯექი “ფეჩს” და სითბოთი გართული ყველაფრის ავ-კარგიანობაზე ვფიქრობდი.

ესეც ჩემი თბილი ბუხარი:

მის გვერდით ისე უცებ ჩამეძინა , რომ ვერაფერი გავიგე, რომ გამომეღვიძა 8 საათი ხდებოდა და მე კი ღამის 1 მეგონა. ისევ მეძინებოდა.

გამიშალეს სითბოში ლოგინი და ტკბილად დამეძინა კვლავაც.

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , | 5 Comments »