ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Posts Tagged ‘ელენე’

ერთი ჩვეულებრივი დღე

Posted by vekoo on აპრილი 17, 2015

ჩემი ერთი სტანდარტული დღის გრაფიკი

სადღაც 9 საათისკენ ან ცოტა უფრო ადრე იღვიძებს მარიამი, ლოგინშივე მიირმევს ბუნებრივ რძეს.

მე მინდა ავდგე , თავს მივხედო, მოვწესრიგდე და ა.შ. მაგრამ როგორც წესი, არ მიშვებს და უნდა, რომ სულ მასთან ვიყო და ვეთამაშო ხოლმე.

ვცდილობ აჩო გავაღვიძო და მარიამი მას დავუტოვო, მაგრამ ძირითადად  მაინც ჩემთან უნდა და არაფერი გამოდის.

მე წუთებს ვითვლი 10-ს ნახევრამდე, რომ ძიძა მოვიდეს.

10-ს ნახევარზე მოდის ძიძა, ამ დროისთვის მე ვიცმევ, ოთახს ვაწესრიგებ და ელენიკოს ვაღვიძებ და 11-ს წუთებზე გავდივართ სახლიდან ან

1) მე , აჩო და ელენიკო და ერთად  მივდივართ ბაღში

ან

2) აჩო და ელენიკო და მე ცალკე

ან

3) მე და ელენიკო ბაღში და აჩო – ცალკე.

თუ სამივე ერთად გავდივართ, ელენიკოს მერე აჩის მივყავარ სამსახურში უკვე 12-ს ნახევრისკენ  და თვითონ გაუყვება გზას დედამისის სახლისაკენ, რათა დაისვენოს ძალიან დაღლილმა (ჩვენი ტარებით) და წესიერად ისაუზმოს  2 საათამდე – მერე კლინიკაში მიდის.

4-მდე მე სამსახურში ვარ, და ძირითადად უფრო ადრე გამოვდივარ ხოლმე და მივქრივარ ჩემი გოგოშკასაკენ – ხან ერთისკენ ბაღში და ხან მეორესკენ – სახლში.

და აი აქაა მთავარი მსოფლიოს მეცხრე საოცრება და შავი ხვრელი – სად მიდის ჩემი დრო სახლში, თუკი ის არ იხარჯება არც ოჯახისთვის საჭმლის კეთებაში და არც სახლის საფუძვლიანად დალაგებაში (?!).

აი, ამ კითხვაზე პასუხი მე უბრალოდ არ მაქვს.

მერე საღამოს ან ვსეირნობთ, ან იქვე მოლში გავდივართ. უფრო მოგვიანებით,  როცა აჩოც და ელეც ბრუნდებიან შინ, ისინიც შემოგვიერთდებიან ხოლმე და მთელი ოჯახი ერთად ვიკრიბებით.

ძილის წინ ვინაწილებთ ბავშვებს – მე მარიამს ვაძინებ და აჩო ელენეს უტარებს ძილისწინა პროცედურებს – ხელ-პირის დაბანა, კბილების გამოხეხვა, პიჟამოების ჩაცმა, მერე ჩაეხუტება და მამა-შვილი ერთად იძინებს : ))

მორჩა, ესაა ჩემი ტიპიური ორშაბათი-სამშაბათი-ოთხშაბათი-ხუთშაბათი-პარასკევი დღე.

ა, ხო, დამავიწყდა, როცა ღამე ყველას ძინავს, მე რატომღაც მაინც მეღვიძება და აუცილებლად აჩოსაც ვაღვიძებ, რათა დერეფანში შუქი გამორთოს ხოლმე 😀

შაბათ-კვირას რა ხდება თუკი დაგაინტერესებთ, მერე იმაზეც დავწერ პოსტს.

Advertisements

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , | 1 Comment »

2014 წლის შემაჯამებელი პოსტი

Posted by vekoo on თებერვალი 9, 2015

იანვარი – სულ რომ არაფერი გამოვიდეს, ვაპირებ ეს პოსტი მაინც გამოვაქვეყნო.
ჩვენ 2013 წლის პირველ წუთებში

და ესეც იგივე დროს 2014ში.

 

ამ დროს 7-8 თვის ორსული ვიყავი მარიამზე. ღამე ელენიკო ბებიას დავუტოვეთ და მე და აჩო მეგობრებთან გავერთეთ, სანამ პატარა მარიამი დაიბადებოდა თავისუფლების ბოლო დღეებს ვითვლიდით : ))

თებერვალი –

მარტი –  38+ კვირის ორსული 

10 მარტი – მე და ელენიკო მარიამის დაბადებამდე 1 კვირით ადრე:

და ესეც 2014 წლის 17 მარტი, დილით გაგუაში წასვლამდე

17 მარტს დაიბადა პატარა მარიამ ჩხიკვაძეისევ ისე ემოციურად განვიცადე ყველაფერი, როგორც ელენიკოს დაბადებისას, უფრო მეტადაც კი ვინერვიულე ოპერაციის დაწყების წინ. 

ექიმთან შეთანხმებული მქონდა, რომ აჩოს ისევ დაასწრებდა ოპერაციაზე, როგორც ელენიკოს დროს, მაგრამ “კარანტინი” დაემთხვა და მომიწია მარტო შევსულიყავი. წვეთოვანი რომ დამიდგეს სანამ შემიყვანდნენ, ისე ვნერვიულობდი ამაზე, როცა გამომიძახეს “ადექი, წამოდი საოპერაციოშიო”, ისეთი კანკალი ამიტყდა, შეეშინდათ ექიმებს და თვითონ გამოიძახეს აჩო ჩემს დასამშვიდებლად.

ჰოდა, ეხლაც ისევ ისე, როგორც 2012 წლის 21 ივნისს, ისევ თავთან მედგა, ჩემი ხელი ეჭირა და მამშვიდებდა. 

ხოდა, მერე მითხრა, გახსნილ მუცელშიც ჩავიხედეო. ასე რომ, ჩემი გულ-ღვიძლიც და ორგანოებიც ნანახი აქვს ამ ვაჟბატონს : ))

ესეც მარიამი სამშობიაროდან გამოყვანის დღეს 4 დღის.

 

ამაზე დიდი ბედნიერება რა შეიძლება იყოს, ვერ წარმომიდგენია – 2 დაიკო ერთადაა და ერთმანეთს როგორი სიყვარულით ექცევიან ❤


აპრილი – და ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება ამ 2 ქალბატონის გარშემო ტრიალებს : ))


15 აპრილი

და ჩვენ ოთხნი : ))
ელენიკოსთან ვცდილობ ძველებურად გავატარო დრო, თუმცა, სამწუხაროდ, ნაკლებად გამომდის, ამიტომაც ნელ-ნელა მამიკოს გოგო გახდა, რაც ძალიან მახარებს ❤

მაისი – ჩემი თვალებციმციმა გოგონა ❤


6 მაისს მარიამი გაქრისტიანდა – თამთამ და გიორგიმ მონათლეს







და ჩვენი ცხოვრება გრძელდება ასე 2 გოგონას თანხლებით:


პირველი ზიარება 11 მაისი:


და პირველი ბირჟაობაც 😀


21 მაისი – ელენეობა – გილოცავთ ყველა ელენიკოს

ივნისი –
1 ივნისი – ბავშვთა დაცვის დღე მზიურში
ელენიკოს დაბადების დღე მოვიდა – 21 ივნისს, დავპატიჟე პატარა ბავშვები და ვეცადე ჩემი შვილისთვის ეს დღე დღესასწაულს დამსგავსებოდა, გამოცდილება ნამდვილად მივიღე და მომავალ წელს უფრო დავხვეწ : D



ელენიკო და მისი მეგობრები – ბარბარე და ალექსანდრა : ))

ამასობაში მარიამჩიკიც გაიზარდა



არ მკითხოთ როგორ დავაძინე

 

ივლისი –

4 თვის ხდება ქალბატონი




ზაფხული განსაკუთრებულად ასეთი სიამეების გამო გვიყვარს, ზუსტად ვიცი 2015 წელს ბევრად უფრო კარგად შევიგრძნობ ამას 😀 

აგვისტო –

ვიყავით ბორჯომში და მოვინახულეთ რაბათის ციხე, მწვანე მონასტერი, სერაფიმ საროველის სახელობის მონასტერი



5 თვის მარიამჩიკი და ბაბუა

სექტემბერი-

8 სექტემბერი – ელენიკოს პირველი დღე ბაღში



და სექტემბრის ბოლოს მეც გავედი სამსახურში

ოქტომბერი- 

ნოემბერი-
ჩემი თოვლის პრინცესა

დეკემბერი- ელენიკოს პირველი ზეიმი ბაღში

ჩემი პირადი სნეგურაჩკა ❤

გაიზარდნენ გოგოები, უკვე შეიძლება მათი სადმე წაყვანა 29 დეკემბერი 2014

და 2014 წელს ასე ბედნიერად დავასრულებ, მშვენიერი გამოდგა ჩვენთვის : ))

Posted in მემორიზ, პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , , , , | Leave a Comment »

2013-ს რივიუ

Posted by vekoo on იანვარი 15, 2014

ცოტა კი დამიგვიანდა, მაგრამ 2013 წელს შევაჯამებ.

ზამთარი 2013 წელი.

დავდექი თხილამურებზე, თან ისე, რომ სეზონის ბოლოს უკვე საკმაოდ კარგად ვსრიალებდი.  2013 წლის ზამთარში ულამაზესი დღეები მაქვს გატარებული გუდაურში, – თითქმის ყოველ შაბათ-კვირას ელენიკოს დედაჩემს ვუტოვებდი და ჩვენ მივდიოდით თოვლიანი მწვერვალების “დასალაშქრად”.

გაზაფხული 2013 წელი.

ამ დროს უკვე მეტისმეტად შემაწუხა ორსულობიდან შემორჩენილმა ზედმეტმა 18მა კილომ და სინდისმა და დავიწყე კალორიების თვლა, დღეში საშუალოდ 1000-1200 კალორიის მიღების შემდეგ ყოველ კვირა უპრობლემოდ ვიკლებდი 1 კგ-ს. ამ შემართებამ 2 თვე გასტანა  და ამ 2 თვეში 10 კილომდე დავიკელი წონაში.  მერე უკვე ისე მომეწონა -10კილოიანი მე და პლიუს ამას, ახალი ჰობი გამომიჩნდა, რომ მოვდუნდი, თუმცა კი ორგანიზმი მაინც განაგრძობდა კლებას ზომიერად კვების ხარჯზე.

1 წელში “შემოლაგებულ ცხიმებს” რომ მოვერიე, გადავწყვიტე 4 წლის განმავლობაში განუხორციელებელი მიზანი ამესრულებინა და ისევ მივადექი მართვის მოწმობის ტესტებს. დაახლოებით 2-3 კვირაში ყველა ტესტი ჩავიკითხე ბოლომდე , 4 გაკვეთილი პრაქტიკაზეც გავიარე და 6ივე ელემენტი შევისწავლე, მე-5 “კანტროლკაც” დავარტყი გაკვეთილად და საბოლოოდ მაისის ბოლოს სანატრელი მართვის მოწმობაც ჩემი გახდა.

გამოდის, გაზაფხული ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის.

ზაფხული 2013 წელი.

აგვისტოში მე, აჩო, ელენიკო და სანდრო წავედით ზღვაზე თამთასთან. დიდი მადლობა ჩემს უსაყვარლეს მეგობარს თავის სახლში დაპატიჟებისთვის, რომ არა თამთა და მისი ნათესავებ-მეზობლები, ალბათ უფრო კოშმარული “დასვენება” გამოგვივიდოდა.  ჩემი რჩევა იქნება: არასოდეს წახვიდეთ 1 წლის ბავშვთან ერთად დასასვენებლად, თუკი დამხმარე არ გყავთ თან. მე გამიმართლა, რომ თამთასთან ვიყავი და ეზოში ყველა ელენიკოს ეფერებოდა და იტოვებდა და უვლიდა, ამ დროს კი მე დღეში 3 განსხვავებული სახეობის საჭმელს ვუკეთებდი . დასვენება არ გამომივიდა, მაგრამ მაინც კარგი დრო ვატარეთ ერთად.

უფრო დავუახლოვდი თამთას და მოგონებად უუუუამრავი სასიამოვნო ფოტო-მოგონება შემომრჩა.

ა, ხო, ივნისში დავიწყე სამსახური ერთ-ერთ ორგანიზაციაში ბუღალტრად. ამ დროიდან უკვე 2 შპს-ს მთავარი ბუღალტერი ვარ ^_^

შემოდგომა 2013 წელი

შემოქმედებითი ღწვის პერიოდი აღმოჩნდა ჩემთვის, შევისწავლე კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საბუღალტრო პროგრამა და ჩემს თავში დავიჭირე, რომ ოპა, დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია და გონებრივ-გამოცდილებითი რესურსებიც უკვე საკმაოდ დამიგროვებია.

ზამთარი 2013 წელი.

პრინციპში, უკვე იწურება ეს დრო და 2014-ია და მე 2 თვეში ახალ ბაიას ველოდები.

ელენიკოს მალე დაიკო ეყოლება ❤

Posted in მემორიზ, პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , | Leave a Comment »

მე და ელენე

Posted by vekoo on ოქტომბერი 23, 2012

ძალიან საინტერესო და სასიამოვნო ამბის მოლოდინში წელი ისე მიიწურა, მე ნიუსები არ დამიდია. როცა მნიშვნელოვანი რამე ხდება კი საწერად ვეღარ ვიცლი. ამიტომ გადავწყვიტე, უბრალოდ ავდგე და დავპოსტო რა ხდება ახლა.

ახლა ელენეს ძინავს, ჭუპი-ჭუპი ვქენით, იქამდე კი არომატული ზეთებით დავუმასაჟე ფუმფულა ფექუცები, მერე ცხელ წყალში ჩავსვი და ვაბანავე. მარტო წევს ხოლმე თავის აბაზანაში – ჩემი ხელის მოკიდების გარეშე და ამ დროს ფანტასტიურად ერთობა : ხან ხელ-ფეხს ადგაფუნებს წყალში და პირი ყურებამდე აქვს გახეული, ხანაც გაიტვრინება და ნაზად ლივლივებს წყალზე.

ფანტასტიური ბავშვია, მარტო ვზრდი და დედა-შვილი მთელ დროს ერთად ვატარებთ. ეხლა ნაბანავებს უცებ ჩაეძინა და გვერდზე მიწევს ქალბატონი.

ძალიან მომეჩვია ელენე, ჩემ გარეშე მგონი ვეღარ ძლებს, მაგრამ 1 არც თუ ისე სასიამოვნო რაღაც ისწავლა: ბოლო 2 ღამეა ჩემ გარეშე აღარ იძინებს, ჩემთან იწვა და ხელის მოკიდების და ჩახუტების გარეშე ეგრევე ფუთფუთს იწყებდა და წრიალებდა საწოლში. მთელი ღამე იძულებული ვიყავი ამასთან ჩახუტებულს დამეძინა , არადა რა სანუკვარი იყო ამ დროს მეორე გვერდზე გადმოტრიალება : D

გუშინ წინ 4 თვის გახდა გოგო. ხვალ-ზეგ განმეორებით აცრაზეც წავიყვან, წინა აცრა ფანტასტიურად გადაიტანა, ველოდებოდი სიცხის მატებას, ჭუჭყუნს და ა.შ. მაგრამ საერთოდ არ ქონდა რეაქცია, ალბათ ფასის დამსახურებაა 150გელა გადავიხადეთ : D

გიჟი მშობლები ვართ მე და აჩო, ძალიან გვიყვარს ჩვენი გოგო, არაფერი ჯობია ელენეს გვერდზე წამოგორებას და ამასთან თამაშს.

ასე თამაშ-თამაშში მინი გადაკოტრიალებაც ისწავლა :დ

ისე საყვარლად ღუღუნებს ხოლმე, ესეც ბონუსად ვიდეო 3 დღის წინ ღამე ძილის წინ გადაღებული .

Posted in ახალი ოჯახი, პირადი სურათები, ყოველდღიური | Tagged: , , , , , | 4 Comments »

ჩემი გოგო, ჩემი ელენე ♥

Posted by vekoo on სექტემბერი 8, 2012

ელენე ჩხიკვაძე

ნამდვილი უჭუკლესი ჭუკლი – ელენე  დაიბადა.

2012წლის 21 ივნისს ზუსტად 3-ს 15წუთზე ვეკო დედიკომ და აჩო მამიკომ ერთად მოავლინეს ქვეყანას პატარა ანგელოზი.

მას მერე ვეხუტებით, ვეფერებით და ვკოცნით.

მას მერე ვუღებთ და ვინახავთ თითოეულ მნიშვნელოვან წამს დაბადებიდან და ჭიპლარის მოჭრიდან დაწყებული [ 😀 ] და დამთავრების გარეშე დღევანდლამდე გაგრძელებული.

ჩემი ერთ-ერთი ფობია იყო, რომ შვილი არ მეყოლებოდა, მაგრამ აჩიკომ ამაშიც საპირისპიროში დამაჯერა და ყველაზე ტკბილი, სანუკვარი სიზმარი ამიხდინა – ჩემი გოგო ჩემთანაა.

2თვე ნახევრისაა უკვე.

ხო ყველზე ძალიან მიყვარს ამ ქვეყანაზე ჩემი პატარა ანგელოზი, მაგრამ მასზე აქ საუბარს რაღაც ვერ ვახერხებ , გადავეჩვიე ბლოგვას და მგონია სიტყვების კორიანტელი ყალბი გამოჩნდება.

ყველაზე ტკბილია, ყველაზე სასურველი ჩემი გოგო ჩემთვის.

ჩემი თვალებბრიალა გოგონაა ♥ ყველაზე, ყველაზე, ყველაზე საყვარელი.

ესეც ჩვენი ოჯახი

(¯`·´¯).·´
`·.,(¯`·´¯) 
(¯`·´¯).·´
` ·.,.·´:

პ.ს. ზევით ვთქვი, გადავეჩვიე მეთქი ბლოგვას, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წელი თვეში 1 პოსტს თუ ვწერდი და ბოლოს 29 მაისს მაქვს დაწერილი პოსტი , მაინც მყავს გუგლის გამოგზავნილის გარდა ნამდვილი ვიზიტორების ოდენობა ბლოგზე და სულ ახალი და ახალი უცნობი ხალხი იწონებს ბლოგის ფეიჯს ფეისბუქზე. ასე რომ მე უბრალოდ უფლება აღარ მქონდა მინიმუმ მოხსენებითი ბარათი მაინც არ დამეტოვებინა ერთ დროს ჩემს ძალიან საყვარელ საიტზე ♥

ალბათ, თუკი კვლავაც დავინახავ, რომ ვიღაცას აიტერესებს რას ვწერ, კიდე გავგრძელდებით…

ესეც ბონუსი ფოტო ჩვენგან:

Posted in ახალი ოჯახი, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , | 3 Comments »

ჯადოსნური ვარცხნილობა და ოპტიკური ლინზები

Posted by vekoo on დეკემბერი 30, 2010

დღეს თმა შევიჭერი, ლიკას სტილისტთან ვიყავი რუსთავში. ვინც ჯერ არ იცის, მე რუსთაველი ვარ, აქ დაბადებული და გაზრდილი.საერთოდ, უკვე კარგა ხანია რუსთავში არსად აღარ დავდივარ : (( სამწუხაროდ, ისეთი ცხოვრების წესი მაქვს, რომ ჩემ მშობლიურ ქალაქში მხოლოდ დასაძინებლადღა მივდივარ სახლში : D 

მაგრამ, დღეს თმა აქ შევიჭერი და პირდაპირ აღფრთოვანებული ვარ. ძალიან კარგად, ზუსტად ჩამიჯინა ელენემ თითოეული ღერი და +ისე ლამაზად დამივარცხნა, ჯერ ისევ აღფრთოვანებული ვარ

თან გასწორებაც მინდოდა თვითონ შემომთავაზა, რომ ამის მაგივრად  “ბუნებრივად” დაგვარცხნიო.  მე ყველანაირ ექსპერიმენტზე თანახმა ვარ საერთოდ, როცა ვხედავ, რომ პროფესიონალის ხელშია ჩემი თავი :დ

ხოდა, მეთქი, ელენე, როგორც გინდა ისე გამიკეთე შენი ფანტაზიით, გენდობი მეთქი ))

ხოდა, დამვარცხნა სულ 30 წუთში. ხელებში ვუყურებდი და თვალის გაყოლებას ვერ ვასწრებდი ისე ოსტატურად აკეთებდა ყველაფერს ^_^ თან 4 თვის ფეხმძიმეა ^_^ ვგიჟდები ორსულ ღიპუცებზე )))

იქიდან რომ გამოვედი, აჩო კაი ხანი თვალს ვერ მაშორებდა ისე მოეწონა ახალი ვარცხნილობა, ისეთი საყვარელი კომპლიმენტები მითხრა, დავდნი და დავიშაქრე პირდაპირ.

საუკეთესო ნამუშევარია რაც კი ოდესმე თმა დამივარცხნია [ეს ძალიან იშვიათად მომხდარა საერთოდ : D  იმიტომ რომ ძირითადად მარტო ვისწორებ ხოლმე ]

რაღაცა დაახლოებით ასეთი სტილის მინდა. სახეზე ძაან ყვირილს თუ არ დაიწყებს, ვიყიდი ^_^

ხო, იქიდან მერე ავერსის კლინიკაში წავედით. ესეც რუსთავში. იქ კაი 4 საათი  მაინც მომიწია ყოფნა ოფთალმოლოგთან : (( ეს ცალკე საკითხია და არ მინდა ბლოგზე დავწერო :დ

ხო, საახალწლოდ ახალი სათვალე უნდა მაჩუქოს საახალწლო აჩოკლაუსმა. ზომის დასაზუსტებლად შევედი კლინიკაში და საბოლოოდ ლინზები გადავწყვიტე )) ყოველ თვე მომიწევს ცვლა, მაგრამ მიყვარს სიახლე ))))))

ხო, დღეისათვის სულ ეს იყო . მერე სურაებს გადავიღებ და დავდებ თუ ვინმეს აინტერესებს როგორ მაქვს თმადა შემიფასეთ ^_^

უი, ხო და მთავარი, რისთვისაც ეს პოსტი დავწერე. მთელი თმის შეჭრა-დავარცხნა დამიჯდა სულ 10 ლარი. ყველა დამეთანხმებით, ძალიან იაფია სხვა ანალოგიურ სალონებთან შედარებით, მაგრამ ეხლა ელენე მარტო მუშაობს [2 თვეა, რაც ცალკე გავიდა და ცალკე გახსნა თავისთვის ] ამიტომ, ჯერ-ჯერობით ეს ფასებია და იმედია, არ მოუმატებს :დ

მე კი, მისი აქტიური კლიენტი გავხდები )) რუსთაველებს ვისაც გინდათ საკონტაქტო ინფორმაცია ელენასთან, მომწერეთ Fეისბუქზე ან მეილზე .

Posted in განწყობისათვის, ეს უნდა იცოდე, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , | 8 Comments »