ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Posts Tagged ‘თმა’

ჯადოსნური ვარცხნილობა და ოპტიკური ლინზები

Posted by vekoo on დეკემბერი 30, 2010

დღეს თმა შევიჭერი, ლიკას სტილისტთან ვიყავი რუსთავში. ვინც ჯერ არ იცის, მე რუსთაველი ვარ, აქ დაბადებული და გაზრდილი.საერთოდ, უკვე კარგა ხანია რუსთავში არსად აღარ დავდივარ : (( სამწუხაროდ, ისეთი ცხოვრების წესი მაქვს, რომ ჩემ მშობლიურ ქალაქში მხოლოდ დასაძინებლადღა მივდივარ სახლში : D 

მაგრამ, დღეს თმა აქ შევიჭერი და პირდაპირ აღფრთოვანებული ვარ. ძალიან კარგად, ზუსტად ჩამიჯინა ელენემ თითოეული ღერი და +ისე ლამაზად დამივარცხნა, ჯერ ისევ აღფრთოვანებული ვარ

თან გასწორებაც მინდოდა თვითონ შემომთავაზა, რომ ამის მაგივრად  “ბუნებრივად” დაგვარცხნიო.  მე ყველანაირ ექსპერიმენტზე თანახმა ვარ საერთოდ, როცა ვხედავ, რომ პროფესიონალის ხელშია ჩემი თავი :დ

ხოდა, მეთქი, ელენე, როგორც გინდა ისე გამიკეთე შენი ფანტაზიით, გენდობი მეთქი ))

ხოდა, დამვარცხნა სულ 30 წუთში. ხელებში ვუყურებდი და თვალის გაყოლებას ვერ ვასწრებდი ისე ოსტატურად აკეთებდა ყველაფერს ^_^ თან 4 თვის ფეხმძიმეა ^_^ ვგიჟდები ორსულ ღიპუცებზე )))

იქიდან რომ გამოვედი, აჩო კაი ხანი თვალს ვერ მაშორებდა ისე მოეწონა ახალი ვარცხნილობა, ისეთი საყვარელი კომპლიმენტები მითხრა, დავდნი და დავიშაქრე პირდაპირ.

საუკეთესო ნამუშევარია რაც კი ოდესმე თმა დამივარცხნია [ეს ძალიან იშვიათად მომხდარა საერთოდ : D  იმიტომ რომ ძირითადად მარტო ვისწორებ ხოლმე ]

რაღაცა დაახლოებით ასეთი სტილის მინდა. სახეზე ძაან ყვირილს თუ არ დაიწყებს, ვიყიდი ^_^

ხო, იქიდან მერე ავერსის კლინიკაში წავედით. ესეც რუსთავში. იქ კაი 4 საათი  მაინც მომიწია ყოფნა ოფთალმოლოგთან : (( ეს ცალკე საკითხია და არ მინდა ბლოგზე დავწერო :დ

ხო, საახალწლოდ ახალი სათვალე უნდა მაჩუქოს საახალწლო აჩოკლაუსმა. ზომის დასაზუსტებლად შევედი კლინიკაში და საბოლოოდ ლინზები გადავწყვიტე )) ყოველ თვე მომიწევს ცვლა, მაგრამ მიყვარს სიახლე ))))))

ხო, დღეისათვის სულ ეს იყო . მერე სურაებს გადავიღებ და დავდებ თუ ვინმეს აინტერესებს როგორ მაქვს თმადა შემიფასეთ ^_^

უი, ხო და მთავარი, რისთვისაც ეს პოსტი დავწერე. მთელი თმის შეჭრა-დავარცხნა დამიჯდა სულ 10 ლარი. ყველა დამეთანხმებით, ძალიან იაფია სხვა ანალოგიურ სალონებთან შედარებით, მაგრამ ეხლა ელენე მარტო მუშაობს [2 თვეა, რაც ცალკე გავიდა და ცალკე გახსნა თავისთვის ] ამიტომ, ჯერ-ჯერობით ეს ფასებია და იმედია, არ მოუმატებს :დ

მე კი, მისი აქტიური კლიენტი გავხდები )) რუსთაველებს ვისაც გინდათ საკონტაქტო ინფორმაცია ელენასთან, მომწერეთ Fეისბუქზე ან მეილზე .

Advertisements

Posted in განწყობისათვის, ეს უნდა იცოდე, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , | 8 Comments »

როგორ დავკარგე 100 ლარი

Posted by vekoo on ივნისი 1, 2010

ყველას გილოცავთ ზაფხულის დადგომას.  მე კი არც ეცადოთ რომ მომილოცოთ ეს დღე, თავიდანვე კრეტინულად რომ დაიწყო : დილით დამეძინა და სიკვდილ–სიცოცხლის გადამწყვეტი საქმე გავმაზე : | თან დედაჩემს აგრესიულად ველაპარაკე ნახევრად მძინარე და რაებიც ვუთხარი ეხლა რომ ვიხსენებ, შაი …

ხოდა, რატო არ მიყვარს [ უკვე ] ეს დღე : დღეს პირველად დავკარგე ფული.  სპორტის სასახლესთან მაკდონალდსში აჩოს უნდა შევხვედროდი, მარშუტკიდან რომ ჩამოვედი ხურდები საფულეში ჩავიყარე და სავარაუდოდ ჩანთაში ჩავიდე. მერე კარგა ხანი  საფულე აღარ დამჭირვებია და დღის ბოლოს მეტროში გასატარებლად პლასტიკური რომ დამჭირდა, ჩანთა მოვიჩხრიკე და აღარსად მქონდა საფულე.

დავიჩხრიკე ჯიბეები, მაგრამ ჩემი წითელ კოპლებიანი ბლის კუნწულებით გაფორმებული საფულე აღარსად იყო : ((( ვერ ვიპოვე : ((( ზუსტად ასეთი იყო სურათი როგორიცაა . ეს პირველი შოკი რომ გადავიტანე, მერე დავფიქრდი რა მედო იქ .

მთავარი ნიუსი  წინ მქონდა : (( გამახსენდა, რომ იმ დღის ბიგ–ბენის 70 ლარი მედო, დღეს უნდა გადამეხადა თი–ბი–სი ბანკში და ჩემი 25 ლარი და დანარჩენი რკინის ლარიანები და ხურდები. მთლიანობაში 100 ლარი.

აი, ვერ ვხვდები სად ამომივარდა, სად ამომაცალეს ან რა მოხდა საერთოდ. ეხლა რომ ვუფიქრდები ვერც იმას ვიხსენებ თავიდან მარშუტკიდან რომ ჩამოვედი და ხურდები ჩავიყარე , მერე ნამდვილად  ჩავდე საფულე ჩანთაში თუ შემთხვევით ძირს ჩამივარდა : |  მერე “პატარა” ჭყლეტვაშიც მოვყევი და შეიძლება იქ ამომაცალა ვინმემ : |  ვერაფრით აღვიდგინე ზუსტად მოვლენები. მაგრამ ფაქტი ჯიუტია საფულე აღარ მაქვს და  ელემენტარული 5 თეთრიანიც კი აღარ მაქვს :დ

ხოდა, მომეშხამა მერე ხასიათი. “კაი ამბავში” ვაპირებდით მე და აჩო მერე წასვლას, მაგრამ აზრი აღარ ქონდა. ვერ გავერთობოდი ასეთ ნერვებზე. ფულთან ერთად პირადობა და პლასტიკურიც მივაყოლე. კიდეც კაი ბოლო 1 კვირაა საფულეში აღარ ვტენიდი ყველანაირ საბუთს , თორე ყველაფერი აღსადენი გამიხდებოდა : ბიბლიოთეკების საშვები და სხვა პლასტიკურები, რამოდენიმე აუცილებელი ვიზიტკაც სახლში მიდევს უჯრაში და გადამირჩა დაკარგვას.

ყველაზე მეტად იმაზე მეშლებოდა ნერვები, რომ ვერაფრით მივხვდი რა მოხდა ისე სულელურად შემომეკარგა . არ მიყვარს თავს იდიოტად რომ ვგრძნობ ხოლმე : | თან უკაპიკო იდიოტად : |  ამას + ხვალ უკვე გადახდილი ქვითარი უნდა მქონდეს ბიგ–ბენის და დედაჩემს უკვე მე–2–ედ გამოვართვი ამის ფული და ეხლა რომ მეთვა დავკარგე–მეთქი საშინლად მიტყდებოდა . ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, რას იფიქრებს ქალი.

ხოდა, ეხლა წუწუნით ვიჯერებ გულს, იმიტომ რომ დღეს ჩუმად ვიყავი და თვალზე სიმწრის ცრემლი მქონდა გაჩერებული  : დ

ხოდა, გამოჩნდა ჩემი თეთრ არა, მარა ბრონზისფერ რაშზე ამხედრებული ჭუკლი და მიხსნა საძულველი გასაჭირისგან.

არა, დღეს მივხვდი რა . ასეთ დროს მატერიალურ დახმარებაზე არანაკლებ საჭირო და სასიამოვნო, დასაფასებელია მორალური თანადგომა, ისე გამომიყვანა მდგომარეობიდან და მანუგეშა აჩომ, რომ დღის ბოლოს უკვე ბედნიერად ვგრძნობდი თავს. მერე საფულეში რაც ქონდა ფული სულ მომცა :დ დედაჩემისთვის იმის თქმას ისევ აჩოსთვის გამორთმევა ვარჩიე. რაც არ უნდა იყოს,  უკვე ასე თუ ისე საერთო ბიუჯეტი გვაქვს, სადაც მივდივართ და როგორც ვერთობით ყველგან ერთად ვართ და როგორც ჯვრისწერის დროს ამბობენ ხოლმე “ჭირშიც და ლხინშიც ერთადო”. ხოდა, ფული იმიტომ მაქვს, რომ დამჭირდება გამოვიყენოვო და ეხლა შენ გჭირდება და ჩემი და შენი რამ გაყოვო და საბოლოოდ ჯიბეში ჩამიკუჭა. ამ დროს ქუჩაში ვიდექით და უკვე გამხიარულებული ვიყავი ცოტა და მეთქი, ბიჭო, ამ ფულს რომ მიდებ  ჯიბეში, რას იფიქრებს ხალხი :დ ჯერ ელაპარაკა–ელაპარაკა გოგოს და  ბოლოს დაკერა და ფულიც აქვე გადაუხადა, მერე ჩაჯდნენ და წავიდენთქო :დ ნუ, ამაზე ხო ორივე გავხალისდით და მერე ლუდები და კიშკა ვიყიდეთ. ვიყიდეთ რაა, აჩომ იყიდა :დ 2 ბოთლი ლუდი სულ თვითონ დალია, თავის სახლთან სკოლის ეზოში ნაძვების ქვეშ ვიჯექით. მომეწონა ის ადგილი.

მერე იქიდან როგორც იქნა შევკერე აჩო და თმის შესაჭრელად შევედით იქვე სალონში და მე როგორც მინდოდა ზუსტად ისე შევაჭრევინე და ბოლოს ისე მომეწონა ჩემი და–აფ–დეითებული შეყვარებული, რომ მარტოს არსად გაგიშვებთქო ვკაიფობდი. არ მესმის რატო იზრდის ასე თმებს, მოკლედ ბევრად უფრო უხდება.

ხოდა, ძალიან გამიგრძელდა ეხლა სიტყვა და საბოლოოდ სახლში ნასიამოვნები დავბრუნდი :დ

პ.ს. დღის ბოლოს სტილისტისთვის რომ მიეცა იმის ფულიც აღარ დარჩა და მეკაიფებოდა, უკვე საფუძვლიანად დაიწყე ჩემი გატყავებაო :დ მერე რას იზავ ხო წარმომიდგენიაო :დ

ნუ, ჩემი სიცოცხლეა რა : )))

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , | 19 Comments »

სახლი ჩემში…

Posted by vekoo on იანვარი 10, 2010

ძალიან დაღილი დავბრუნდი, დაღლილი და დაქანცული, როგორც კაი 2 ღამე ნათევი მეწისქვილე, საფქვავს რომ ელოდება და დრო თვლემაში რომ გაჰყავს.

ჩემ სახლში ძილი მომენატრა, ჩემი საყვარელი საწოლი.

ადამიანური მომენატრა ყველაფერი.

პირველი, რაც სახლში მოსვლისას გავაკეთე, სააბაზანო დავიკავე და ლამის 2 საათი ვცდილობდი ადამიანური იერ-სახის დაბრუნებას.

რა კარგია კომფორტი, რა კარგია სისუფთავე, სითბო და რბილი საწოლი, თუნდაც სკამი, ცხელი საჭმელი.

სახის მოწესრიგება, თმის დავარცხნაც მომნატრებია, სუფთა კოლგოტი და თბილი ნასკები, სუფთა ჯინსები, რბილი წითელი ფუმფულა ჩუსტები, საყვარელი ჟაკეტი.

რა კარგია სახლი, რა კარგი !

ახლა უფრო ვაფასებ მას.

ჰო, წინა ღამეს “ჩაკრულო”-თი დავაგვირგვინეთ, 12-ზე დავიშალეთ “სახლებში”, თუმცა, მე მაინც არ მეღირსა ეგ ბედნიერება …უნდა ვაღიარო, რომ ის, რაც ბედნიერება არ ყოფილა, არც უბედურება იყო ( : D )

დავიკიდე უნივერსიტეტი: ხვალ მთელ დღეს სახლში გავატარებ, ჩემ ოთახს დავალაგებ, მოაკლდა რაღაც ჩემი ხელი ვატყობ.ყველაფერს ჩემ გემოზე გავაკეთებ, ჩემ ხასიათზე მოვიყვან.

ოთახში სიმყუდროვე უნდა იგრძნობოდეს, თავს მთლიანად უნდა ვგრძნობდე.

ეხლა Mashina Vremeni-ს Mesto Gde Svet-ს ვუსმენ.  გადმოსაწერი ლინკი

რაღაცნაირი თბილი სიმღერაა Read the rest of this entry »

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , , | 8 Comments »