ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Posts Tagged ‘თსუ’

თსუ–ს თვითმმართველობას მაგისტრებისთვის ბანკეტის ფული არ აქვს ?

Posted by vekoo on მაისი 23, 2011

პოსტი აგებულია უნივერსიტეტის თვითთმმართველობის წევრთან პირად საუბარაზე, რომელმაც ვინაობის გამჟღავნებისგან თავი შეიკავა!

ერთადერთი ნათელი წერტილი მე–4 კურსელი სტუდენტებისთვის წლის ბოლოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი წვეულებაა, სადაც ძირითადად რედისონში იკრიბებიან სტუდენტები და ერთად ზეიმობენ ბაკალავრიატის დახურვას.

2011 წელს კი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს დიდი შანსია, რომ ამის საშუალება აღარ მიეცეთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ

  • ფაკულტეტის თვითმმართველობას ბანკეტისათვის სახსრები არ აქვს/ არ ემეტება.

  • ბანკეტზე დასადები 100 ლარი ყველას არ აქვს , ამიტომ ყველა არ წამოვა.

ნუ, ჯერ კიდევ გასარკვევია ამ ე.წ. “100 ლარის” ამბავი, რადგანაც პოსტის წერის მომენტში მე არ ვფლობ უტყუარ  ინფორმაციას რეალურად ნამდვილად იკრიბება თუ არა სტუდენტებისგან ფულადი სახსრები და კონკრეტულად რამდენი, და სამწუხაროდ, არც სტატისტიკური მონაცემები დადებულა სადმე თუ რამდენი კურსდამთავრებული ესწრებოდა გასული წლების დამამთავრებელ წვეულებებს.

ფაქტი კი ფაქტად რჩება და მწარე რეალობაა, რომ დიდი შანსია 2011 წლის ჯავახიშვილის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  კურსდამთავერებულებზე უნივერსიტეტმა არ იზრუნოს.

ბუნებრივია, 750 კაცი წვეულებაზე ვერ/არ წამოვიდოდა, მაგრამ ის კონტიგენტი, რომელიც ელოდებოდა ამ დღეს, მოწოდებული ინფორმაციით გაოგნებულია.

შემეხო თუ არა ეს პრობლემა მე?

ჯავახიშვილის მმართველმა წრეებმა ერთი ვითომ “კეთილი” საქმე გაუკეთეს სტუდენტებს: ჯგუფები დაშალეს და ყოველ სემესტრში მინიმუმ     180 (6*30) ახალ ჯგუფელთან აქვთ სტუდენტებს შეხება, რაც “ძველებურად” დაახლოების შანსს კატასტროფულად ამცირებს. მაგრამ მე მაინც მოვახერხე და შევინარჩუნე ძველი ჯგუფელები და ჩვენ ერთობლივად ვაპირებთ ვიქირაოთ კერძო ბინა თბილისის შორიახლოს და აუცილებელი მოთხოვნაც გვაქვს: ის აუცილებლად აუზით უნდა იყოს!

ასე რომ პოსტი გამოწვეულია არა პირადი დისკომფორტით, არამედ მაღელვებს ყველა თანაკურსელის ბედი.

იმედია, თვითმმართველობის წარმომადგენლები გამოეპასუხებიან მიმართვას და ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ მიმდინარე საკითხზე,  იქამდე კი მე იმედს ვიტოვებ, რომ თუკი ელემენტარული ქუჩის კალათბურთის დღეების ჩასატარებლად თვითმმართველობას შეუძლია გამოყოს 5000 ლარამდე,  არც ბაკალავრებთან შეირცხვენს პირს.

მე კი მოგმართავთ თითოეულ მკითხველს:

თუკი ვინმეს გაქვთ ინფორმაცია სად შეიძლება ჯავახიშვილის თვითმმართველობის ბიუჯეტისა და ხარჯთაღრიცხვის გაცნობა, მომაწოდეთ ეს ინფორმაცია.

ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით უკეთესი პოსტის გამოცხობა შეიძლება.

Posted in ეს უნდა იცოდე, ექსკლუზივი, პიკანტური რეალობა, უნივერსიტეტი {მაღლივი}, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , | 1 Comment »

თსუ – სირცხვილია!

Posted by vekoo on თებერვალი 17, 2011

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ჩემი უნივერსიტეტია და ყოველთვის ვცდილობდი მისი პრესტიჟის დაცვას.თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა უკვე მეც აღარ შემიძლია თვალების დახუჭვა აქ გამეფებულ ანარქიაზე.

  • ვისაუბრებ კონკრეტულად ჩემთვის ასე კარგად ცნობილ “ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე”.

  • გამეფებული სრული ბიუროკრატია არავისთვის არ წარმოადგენს სიახლეს, – სამდივნოში მიდიხარ, კათედრაზე გაგზავნიან, კათედრიდან ისევ სამდივნოში, იქიდან 708-ში, 708-დან 509-ში , იქიდან კანცელარიაში, კანცელარიიდან დეკანთან. დეკანს ვინ დაეძებს, მისი მდივანი რა თქმა უნდა, დაკავებულია და ვერ მიგიღებს. მიდიხარ ისევ სამდივნოში, თავზე ახურავ ფურცლებს და ეუბნები, რომ რადგან მდივანია, მისი პირდაპირი მოვალეობაა თსუ-ს ხარვეზების გამოსწორებაში დაგეხმაროს და შეიძლება რაღაც გამოგივიდეს.

ეს იდეალური წყობაა, გუშინ ვიყავი მაღლივში IV კურსის სამდივნოში და დავრწმუნდი, რომ ზევით აღწერილი სიტუაცია მხოლოდ მოგონებათღა დარჩა და ახლანდელი მდგომარეობა ბევრად უფრო მძიმეა – მდივანი შეიცვალა, ვიღაც ახალი და გამოუცდელი დანიშნეს და სამწუხაროდ, ის იმაშიც კი ვერ ერკვევა თუ რა ხდება, როცა სტუდენტს უნდა წინა სემესტრის საგნის არჩევა.დაახლოებით ასეთი საუბარი გაიმართა:

“- წინა კურსის საგნის არჩევა მინდა და რა უნდა ვქნა, ეგრევე ავირჩიო ბაზაში?
– არ ვიცი ზუსტად, მგონი განცხადება უნდა დაწერო დეკანის სახელზე. ისე კი, ჯობია II კორპუსში ჩახვიდე და იქ გაგარკვევენ ყველაფერში. კი, კი იქ ჩადი. “

შოკი განვიცადე :დ აქამდე არასოდეს დამჭირვებია II კორპუსში მისვლა რამე საგანთან დაკავშირებით. ყველაფერი მარტივად ხდებოდა, თუ ბაზაში ისედაც ჩანს საგანი აირჩევ.
დააბრუნონ ძველი მდივანი, ახალმა მდივანმა new tab-ის გახსნაც კი არ იცის ბრაუზერში : – მე ვთხოვე, კათედრის ნომერი მომეცითქო და ვერ გამოვალ ეხლა აქედან, რაღაცები შემყავსო და აირევაო o_O  სასწრაფოდ გავეცალე, იქნებ გადამდებია გაუნათლებლობა…

საგნების არჩევა – ტუტორები

რაც შეეხება უშუალოდ საგნების არჩვას: დანიშნულნი არიან ე.წ. ტუტორები, რომლეთა პირდაპირი მოვალეობაა სტუდენტების გარკვევა საგნებში და არჩევისას დახმარება.
წინა სემესტრში მეც ვისარგებლე მათი “მომსახურებით” და ძვირფასი განათლებული ტუტორი სულ სხვა ფაკულტეტის ისეთ საგანს მთავაზობდა ასარჩევად, არასოდეს რომ არ დამჭირდებოდა ჩემ ფაკულტეტზე. : |
მადლობა ღმერთს, მე მასზე მეტად ვერკვევი სწავლების ტექნიკურ საკითხებში და მისი რჩევა არ გავიზიარე, თორე ეხლა მექნებოდა დამატებითი სემესტრი გასავლელი.

წელს თავად შევარჩიე რა საგნები უნდა გავიარო და აქაც პრობლემები შემექმნა : |

  1. მიუხედავად იმისა, რომ ახალი სემესტრი უკვე დაწებულია და სემესტრული რეგისტრაციაც დაიწყო, წინა სემესტრის ზოგიერთი საგნის ქულა ჯერ კიდევ შეუტანელია ბაზაში (ნაშრომები ჯერ არ გაუსწორებიათ) , ამის გამო ბაზა არ მაძლევს საფაკულტეტო სავალდებულო საგნების არჩევის უფლებას, – წინაპირობა არ გაქვს გავლილიო.                                                                                                                                  რა ვქნა, ერთადერთი ისღა დამრჩენია, ველოდო როდის ინებებენ ლექტორები ნაშრომების შესწორებას “ეკონომიკურ პოლიტიკაში”, რომ შეიტანონ საბოლოო ქულა. – იქამდე, რა თქმა უნდა, შეივსება სასურველ ლექტორებთან ადგილები და ჩემნაირ დაზარალებულ სტუდენტს საღამოს 5 საათიან ჯგუფებშიღა დაგვრჩება ადგილი 😐

  2. წმინდა პროგრამულ დონეზეც შეცდომებია – ბაზა ვერ/არ აღიქვამს განმეორებით  გავლილ/ჩაბარებულ საგნებს და მათ მაგივრად I-ად გავლის დროს მიღებულ (ჩაჭრილ) შეფასებას ითვალისწინებს. სხვანარიად ვერ ვხსნი რატომ მიწერს ერთ კონკრეტულ საგანზე წინაპირობები არ გაქვს გავლილიო, როცა აშკარად ჩაბარებული მაქვს ორივე წინაპირობა.

  3. კვლავაც პრობლემები – ელექტრონულ ბაზაში ხარვეზებია! სრულად არაა შეყვანილი სავალდებულო საგნების ჩამონათვალი.

    ამის გამო, მე 3 სავალდებულო საგნიდან და 2 მოდულის საგნიდან მხოლოდ 1 საგანი მაქვს არჩეული : |

    რას ვიზავ, ეს რეალობაა და ველი როდის გამოსწორდება პრობლემები.

    ხვალ მაღლივსაც მივაკითხავ, – ჩემ თავს ისევ მე უნდა ვუშველო!

პ.პ.ს. დავამატებ, რომ ვარ “აღრიცხვა, ანგარიშგება- აუდიტის” მოდულზე, უკვე 4 წელია ვსწავლობ “ერთი მწვანე წიგნით”, ისეთი საოცარი წიგნია, რომ შიგნით იტევს სხვადასხვა საგნების მასალებს აგერ უკვე 4 წლის მანძილზე.
და როგორც გავარკვიე, მაგისტრატურაშიც კი გამომადგება.
ნუ, რა არის ეს? დაცინვაა უნივერსიტეტისა და ცოდნისა. როგორ შეიძლება ერთი და იგივე მასალა გადაღეჭო სხვადასხვა საგნებში და პლიუს მაგისტრატურაშიც იგივე წიგნით ასწავლო სტუდენტებს?

თქვენი არ ვიცი და მე კი საბოლოოდ ამიცრუვდა თსუ-ზე გული და ერთი სული მაქვს როდის დავხურავ ბაკალავრიატს. მაგისტრატურის აქ გავლაზე კოშმარულ სიზმრებშიც კი არ ვოცნებობ!

Posted in ამოხეთქა, ექსკლუზივი, ივენთ-განხილვა, პიკანტური რეალობა | Tagged: , , , , , , , | 38 Comments »

ქუჩაში რომ მიცნოთ …

Posted by vekoo on მაისი 23, 2010

“რევოლუცია მოდის – ანუ ქუჩაში რომ შემოგხვდეთ” თავიდანვე ისეთი შემართებით დაიწყო მარიმ ეს პოსტი , რომ როცა დამტაგა, მეთქი რა უნდაა? ? ?

ძალიან მეზარება ეს დღები პოსტვა და წარმატებით ვიცილებდი მარის შემოტევებს ბოლო 3 დღე, მაგრამ სინდისიც კარგი საქონელიაო უთქვამთ დიად სტანდარტებს, ამიტომ მეც დავახასიათებ თავს.

ვაგრძელებ თამაშს: “ქუჩაში რომ შემოგხვდეთ”

დავიწყოთ იმით, რომ ქუჩებს 2 კატეგორიად ვყოფ: ჩემი უბანი და ყველა სხვა დანარჩენი ქუჩა. ჩემ უბანში რომ შემხვდეთ?  აქაც 2 ვარიანტია: ან ველოსიპედზე ვიჯდები და ან უნიში მივდივან/უნიდან მოვდივარ.  ყველა ვარიანტში მარტო ვარ ფეხით დავდივარ სწრაფად, ველოთი კი ნელა, რადგან ამ დროს ფრენით ვტკბები :დ

მეორე კატეგორიაა უბნის გარეთ, დღის პირველ ნახევარში შეგიძლიათ მიხილოთ თსუ–ს მაღლივ კორპუსში, ლექციებზე თქვენ ვერ მნახავთ და იქვე ე.წ. “სადრაკონეთში” თუკი 2 ასე მოპოზიორე გოგო იხილეთ, ერთი აუცილებლად მე ვიქნები :დ  მიყვარს სურათების გადაღება, მაგრამ არა ერთი და იგივე ბლა ბლა ბლა დაჭერილი პოზები. :დ

სხვა ყველა დანარჩენ 100–დან 97 შემთხვევაში  ვარ აჩოსთან ერთად, ასე რომ თუკი სადმე თვალი მოკარით ძველ ფორუმელ აჩელას მაღალ გოგოსთან წელზეხელმოხვეულად მოსიარულეს, ეს მე ვიქნები და მიცნობდეთ :დდდდ

აჩო და მე

მშრალი დახასიათებაა, მაგრამ დანარჩენი რომ მიცნობთ მერე იყოს პირადად :დ

ვტაგავ  kevana-ს და გოგონას იასამნისფერი სათვალეებით – LiLaC–ს

Posted in და–ტაგ–ულ–ებ–ი, ექსკლუზივი, პირადი სურათები, სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , | 11 Comments »

შენ ვეკო არა ხარ? : ))

Posted by vekoo on მარტი 17, 2010

“– შენ ვეკო არა ხარ?” – ეს იყო კითხვა, რომელმაც მე გუშინ შემარცხვინა.

დიაღ, დიაღ, შემარცხვინა ასე ვთქვათ გადამლაშებულად, – დიაღ კი ჩემი მორიგი კრეტინული ახლანდელი აკვიატებაა, რატომღაც დიახ–ის დაწერის დროს მომაფიქრდა.

ადრეც ვუცვნივარ “სხვას”, ადრეც მიმხვდარან მე ვინ ვარ, მაგრამ შემდეგ ეს ფაქტი ასე არასოდეს განმიცდია:

არ ვიცი ეს “ვაი პოპულარობა” საიდან მოვიდა : დდ  ალბათ, ფორუმებიდან და ბლოგიდან  …

მაგრამ სიტყვები :

“-სააან, შენ ხარ ხო? (sun_waitin) ” ,

“-ვეკოოოო, გიცანიი ” ,

“-ვეკო, მე (ფორუმელის სახელი) ვარ ”

ასე ნაცნობია ჩემთვის. ზოგს მეც ვცნობდი, ზოგს – ვერა.  მაგრამ ეს შემთხვევითი ურთიერთბა ყოველთვის “ჭირი იქა, ლხინი – აქა”–ს პრინციპით მთავრდებოდა და მართლა “მიცვნია თუ ვერ მიცვნია”–ს უარყოფითი ატმოსფერო არ შეუქმნია ჩვენთვის.  ძირითადად კი, საუბარს გავუბავდი და მერე მართლა ვხვდებოდი ვინ იყო ის კონკრეტული პიროვნება : ))

გუშინ კი, ასე აღარ გამომივიდა  : ( სულ რომ არ მოველოდი ისეთ სიტუაციაში მიცნო ერთმა  ფორუმელმა და

“–ვეკო შენ ხარ ხო?” – ოოოო, რა ცუდი, იყო, ვუყურებდი და ვერაფრით ვხვდებოდი ვინ იყო, არადა გაბადრული სახით მოვიდა, ძალიან თბილად და ყურებამდე გახეული პირით  მიყურებდა, მიღიმოდა და აი, დიდი ხნის უნახავ მეგობარს რომ შეხვდები , ალბათ ისე გრძნობდა თავს : დ მე კი უბედური “საერთაშორისო ეკონომიკა2″–ის ქსეროქსს ვიღებდი და თავში სულ სხვა რამე მიტრიალებდა. სად გაქრა ამ დროს ჩემი მოხერხებულობა ვერაფრით გავიგე. ერთბაშად გამოვთაყვანდი :დ და უტაქტობის მწვერვალი გამოვავლინე :დ

ამას მე სხვაში ვერ ვიტან და მე თვითონ მომივიდა, – ვერ გიცანი მეთქი .

არა, რა პრობლემა იყო ეს რომ მეთქვა, მაგრამ ისე ცდილობდა თავისი თავის გახსენებას, ისე ძალიან  …

“– აი, იასამნისფერი ავატარი რომ მაქვს . “

“– სად გაქვს, ბლოგზე ? ბლოგერი ხარ?”

“– არა, არა რა ბლოგი ( ისე შეიცხადა, მგონი ზუსტად არც იცოდა ეგ რას ნიშნავდა :ს ) , ფორუმზე”.

“– რომელ ფორუმზე, ევაზე? “ – ეგრევე ჩემი მშობლიური ქალების ფორუმი გამახსენდა .

” – არა, არა . ” – ვიგრძენი უკვე სკეპთიციზმი შეერია მის ხმას , რომ მე ყველაფერი რიგზე მქონდა ტვინში.

“– აბა, სად, თსუ–ზე?” .

“– ჰოო, ჰოო .” – გაუხარდა, გონია, რომ მივხვდი ვინცაა : ))  “ფბ–ზეც მყავხარ მეგობრებში : )) “

“– ა, შენ მარიშკა არ ხარ? ” . ( მარი ვარო მითხრა ) .

“– არა, რა მარიშკა 😐  მარიშკა არა … “ – ცოტაც და იტირებდა მეგონა ისე შეეცვალა სახე და განწყობა, შელახული ტანსაცმელივით იყო, ჩაცმა რომ გიტყდება. გაუტყდა თვითონაც …

რა მტარვალი ვარ , ღმერთო ჩემო .

რა გამოძიება მოვუწყვე, უბრალოდ მომეკითხა და მერე თვითონ გამახსენდებოდა ვინც იყო …  : ((

სულ ავუცრუე გული ჩემზე ვხვდები, თან მარტოები არ ვიყავით, ქვეყნის ხალხი იდგა იქ და ვხვდები, გაუტყდა, მეც მაგრად შემრცხვებოდა მის ადგილას, მაგრამ რაღაც მეეჭვება ვინმესთან ასეთი ტექსტით მივიჭრა.

სახლში მოსულმა  ფბ ჩავრთე, მოვძებნე ვინც იყო . მართლა იასამნისფერ ფონიანი ავატარი ქონდა, მერე მივხვდი ვინც იყო . თსუ–ზეც დავსირჩე მარი და 11 გვერდი ამომიგდო : ))

არა, როგორ გინდა 11*20=220 მარიში , რომლებსაც  მარი–ს სხვადასხვა ინტერპრეტაციით ქვიათ სახელები, ყველა დაიმახსოვრო და გაიხსენო.

სახელების თვალიერებისას  ყველაზე საინტერესო ეს იყო :   mariamiiiiii , mariami99999, mariiiiiiiiii, ნეტავ, როგორ ახერხებს ხოლმე ნიკის აკრეფას ამდენი ი–ები რომ აქვს :დდდ

Marikaolfis – ნეტა, მარიოფლის ოფლიანობა აწუხებს თუ? …

მე მაპატიოს მარშალამ რომ რაღაცნაირად ამ სიაში მოყვა :დდდდდდდდ

და ბოლოს,  ცნობადობა უმეტეს შემთხვევაში ყველას ერთ +სს უწერს საკუთარ თავში, ისეთებიც მინახავს, მერე ეს თავში რომ ავარდნიათ და ზევიდან უყურებენ სხვებს, აი, ზუსტად ამიტომ გამიტყდა მე ის გოგო რომ ვიცანი, ეგრე არ ეფიქრა …

და ფოტო განწყობისთვის

Posted in ექსკლუზივი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , | 15 Comments »