ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Posts Tagged ‘კაცი’

ქალის როლი კაცის ცხოვრებაში – ანუ ვინ რას იმსახურებს

Posted by vekoo on ივლისი 20, 2010

ყველა კაცს ეტყობა ქალის ხელი, ვინც მის ცხოვრებაში ყოფილა. გინდა არ გინდა ეს სიმათლეა და ამაში “Sweet November”-ის ყურების მერე კიდევ უფრო დავრწმუნდი .

ამ სტატიას მე რომ არ ვწერდე და კრიტიკოსის თვალით ვკითხულობდე, ვიტყოდი : ” რა იცი, ყველა კაცი შენ ხომ არ გაგიცვნიათქო…”

-ჰო, არ გამიცვნია, მაგრამ შეუძლებელია შენ სულში , შენ ტვინსა და გონებაში არ დაილექოს ის, რაც ოდესმე მომხდარა და რასაც სუსტი სქესი ქვია.

აქ ვიცი აჩო შემეკამათება : – ” რა მნიშნველობა აქვს ვინ ან რა იყო, მთავარია მას რა ადგილი ქონდა კაცის ცხოვრებაშიო” . ხო ასეა აჩო, ამ აზრზე ხარ ხო?

მე კი ვთვლი, რომ რა ადგილიც არ უნდა ქონდეს ქალს კაცის ცხოვრებაში, იყოს დედა, და, მამიდა თუ მეზობელი, ჟინის დამცხრობი ქალი, შეყვარებული, საცოლე თუ უბრალოდ ის ქალი, ვისაც საკუთარ ვაჟიშვილობას “ჩააბარებს” კაცი, მაინც ილექება მისი გავლენა ტვინის ხვეულებში, ეს გავლენა ზოგჯერ დიდია, ზოგჯერ პატარა, ზოგჯერ კი – საერთოდ შეუმჩნეველი . და მისგან განთავისუფლება თვითმკურნალობას მოითხოვს. (ელემენტარული მაგალითი : მას, ვინც მხოლოდ როსკიპ დიაცებთან მეგობრობს, მერე პრობლემები აქვს ხოლმე პირად ცხოვრებაში …)

განსხვავება ე.წ. აღზრდის სტილშია, აღზრდა კი ჩვენი, ქალების კისერზეა ))

მაგალითი #1 : რატომ არიან აღიარებული ბრიტანელი მამაკაცები მსოფლიოში ყველაზე ჯენტლმენებად? ალბათ იმიტომ, რომ ბრიტანელი ქალბატონები ამას მიჩვეულები არიან და ეს მოლოდინი თანამედროვე ჯელტმენებს ასტიმულირებს მუდმივად თავაზიანობისაკენ.

მაგალითი #2 : ზოგი კაცი, განსაკუთრებით სოფლებში, სადაც ქალს ჩამორთმეული აქვს ყველანაირი უფლება,მათ ეპყრობა ზუსტადაც რომ ცხოველივით. მაგრამ ზუსტად იგივე კაცები უცხო და რაფინირებულ მანდილოსნებთან უკვე იცავენ ეთიკის ნორმებს.

ასე რომ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული გოგოებო, მომავალო ქალბატონებო და საქალბატონეებო, თუ როგორ მოგვექცევა სასურველი მამაკაციც და უბრალო გამვლელიც ქუჩაში.
ხომ გაგიგიათ ერთი ქართული ხალხური ანდაზა: “ქვევრს რასაც ჩასძახებ, იგივეს ამოგძახებსო”.

ასე რომ, გადახედეთ თქვენს განვლილ თუ ახლანდელ ცხოვრებას და თუკი თვლით, რომ რომელიმე მამაკაცი თქვენს ცხოვრებაში არასათანადოდ გაფასებდათ, არასათანადო ყურადღებას გაქცედათ ან სულაც არასათანადოდ გაკმაყოფილებდათ ( : D ) ამაში თვითონ ყოფილხარ დამნაშავე, იმიტომ რომ ვინც რისი ღირსია იმას იმსახურებს : D

Advertisements

Posted in განწყობისათვის, ეს უნდა იცოდე, ქალი და მამაკაცი, ჩემი ბლადუნი | Tagged: , , , , , , , , | 12 Comments »

მეუსაქმურე

Posted by vekoo on ივლისი 17, 2010

Alanis%20Morisette%20-%20One.mp3

კიდე რისი დროა? მმმ , ნეტა, რას იტყოდნენ ამ დროს უსაქმური კაცები …
კაცები : ) ფართო მცნებაა : D
დიდი ხანია კაცები ორად გავყავი : შენ და ისინი ; ) გირჩევ შენ და ვუარყოფ მათ. [ მე კი ვისაც ვუარყოფ არასოდეს, არასოდეს ვუბრუნდები ]
შეგეშინდა? მოიცა, დავფიქრდები … მეც მეშინია .
დავფიქრდი . ა, თურმე ფიქრისც შემძლებია , – მიკბენს შურიანი ))
ფიქრი კი, სხვა რამე- არა . რა სხვა რამე? ყველაფერი, რაც უნდა შემეძლოს.
ხოდა, მე ჟანეტი მიყვარს, ჩემი ჟანეტი, ჩემი ფრანგი გოგო ♥
კიდე რა მიყვარს? კიდე ცაში ღრუბლებზე სირბილი და ტბაში ბანაობა მიყვარს. : ))
გაგიკვირდა? მეც მიკვირს ამას რომ ვწერ .
ჩემი დილის მეგზური კბილის ჯაგრისი და ეპილატორია . და მერე მთელი დღე რა კარგია ოთახებში ფეხშიშველა ტანტალი … ♥
მიყვარს ფეხშიშველა, შენ მიყვარხარ .
თუმცა, ეხლა სიყვარულის დრო არაა. უსაქმურობის დროა !

პირადი ბლოგები, ბლა ბლა ბლა, არადა სხვა რამეზე წერაც არ შეიძლება …

  • “და მე სიყვარულს დავეძებ ყველგან,
    გაზაფხულიდან გაზაფხულამდე,
    როს აფეთქდება მთრთოლვარე ყლორტი
    და სუსხავ ძალას დაკარგავს მთვარე!”

ვწერდი 15 წლისა. ხოდა, ვიპოვე ეს სიყვარული და ერთი თხოვნა მაქვს :
მეუსაქმურე , აჩო …

Posted in მომავალი გროსმაისტერის ვნებანი, პიკანტური რეალობა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , | 2 Comments »

"ქალი კალთაში მეჯდა"

Posted by vekoo on ივნისი 1, 2010

“–რომ გადახვალ , გააჩერე”.

“– შესახვევთან გააჩერე”.

“–ორის აიღე და ერთი მეტროსთან ჩამოვა”.

“– ვაჟას უდგება?”

ვაჟასაც ალბათ, უდგება . ეს და  სხვა  უამრავი  ფრაზაა ცნობილი რაც სამარშუტო ტაქსებთან ასოცირდება, “ჩვენებურად” თუ ვიტყვი, მარშუტკებთან.  ახლახან სალო წერდა ისტორიას  “ქალი გამოვიდა საღალატოდ” , რომელიც მარშუტკაში ვითარდებოდა .

დღეს ნაყოფიერი დღის მერე : დ სახლში ვბრუნდებოდი, ტრადიციულად წინ ვზივარ ხოლმე მძღოლის გვერდზე, ფანჯარასთან და  ნახევარ გზაზე მძინავს . ღამის 10 საათი ხდებოდა, იმ მონაკვეთზე ლამპიონები კანტი–კუნტად ანათებდენენ.

ქალი და კაცი ამოვიდნენ, ქალი ესე 25 წლის, კაცი – 30 . ფანჯრიდან შევათვალიერე და არ მომწონს ასეთი ჩაცმული გოგოები. დღესაც ამას ვამბობდი აჩოსთან, ვერ ვიტან როცა მაღალ გოგოს დიდი ტრაკი აქვს და ზაფხულში ბრეტელებიანი მაიკა, მოტკეცილი  ჯინსის შარვალი და “შპილკები” აცვია. ეს სამოსი კიდე იმიტომ მეზიზღება, რომ ეს მაიკა ზევით ადის და მთლიანი ხორცი უჩანთ წელზე და მუცელზე და მეზიზღება რატომღაც.  მაღლებზე მუცლის გამოჩენა  საძაგლობად მეჩვენება. დადიან და დაიკუზებიან ჯორ–ცხენებივით.

ნუ, ლეთ ით ევეი,  გადის რამოდენიმე წუთი , მძღოლმა მანქანა გააჩერა, 10 ლარიანი მიაწოდეს .

“რამდენის?”

“–რამდენსაც აიღებ, აიღე”.

მძღოლმა უკან გახედა და

“–ორნი მოდიხართ და რამდენი უნდა ავიღო”.

და მერე ეს  კაცი პასუხობს .

“– მთელი გზა კალთაში მეჯდა და რამდენსაც აიღებ აიღეო” .

ვიფიქრე ბავშვთან ერთადაათო. რატომღაც, მაინც გავიხედე უკან და ის კაცი და ქალი შემრჩა “ხელთ” .

P.S. მძღოლი პატიოსანი იყო და 1 კაცის აიღო. საინტერესოა  ის ქალი რამდენს აიღებდა? : D

Posted in განწყობისათვის, პიკანტური რეალობა | Tagged: , , , | 14 Comments »

მონადირე ქალი თუ კაცი? და მხეცი? = D

Posted by vekoo on იანვარი 8, 2010

თვრამეტი წლის ქალიშვილმა უნდა იცოდეს მარტივი ჭეშმარიტება – მამაკაცები უნდა დასდევდნენ ქალს და არა  – პირიქით.

არც ერთი ჭეშმარიტად თავმოყვარე ქალი უფლებას არ მისცემს საკუთარ თავს, უკან აედევნოს მამაკაცს და საშუალება მისცეს მმისი გრძნობებით ითამაშოს. მაგრამ, ჭეშმარიტმა ქალმა ისიც იცის, რომ ამის გაკეთება აშკარად არ შეიძლება, თუკი ქალი ოსტატურად შენიღბავს ზრახვებს და საწადელს ისე მიაღწევს, მამაკაცი დარწმუნებული იქნება, რომ მან მოინადირა ქალი და არა პირიქით.

პრინციპი  ”მამაკაცი მონადირეა, ქალი კი მისი ნადავლი”, არ უნდა დაირღვეს. მამაკაცს მოსწონს როცა ნადირობს, მიეცით მას ამის საშუალება. მოიქეცით ისე, როგორც იქცევა ველური მხეცი, რომელსაც კვალში მონადირე ჩასდგომია. დაიმალეთ, გაიქეცით, იეშმაკეთ, მაგრამ ძალიანაც ნუ მოინდომებთ, ისე არ დაიმალოთ, რომ მან ვეღარ გიპოვოთ.

ახლა ფილოსოფიურ ჭრილში გადავიტან მსჯელობას:

ამბობენ კაცი მონადირეოა, თუ ასეა მაშინ ნადირობის ობიექტი ძირიტადად ქალი უნდა იყოს, და თუ ასეა თვალების ცეცება თუ თვალფთურის skill- ორივეს თანაბრად უნდა ჰქონდეს განვითარებული, მონადირეს იმისთვის რომ სასურველი მოინადიროს, მოსანადირებელს იმისთვის რომ მონადირე შეარჩიოს და ვიღაც დაუბანელმა არ ამოიდოს იღლიაში (არ ვიტყვი როგორში).

ქალი თითქოს იპარავს როცა ასე იყურება, რადგან სხვისი თვალიერება მაინც არაა მისი ბუნებრივი პოზა, უფრო საკუტარი თავის სარკის წინ თვალიერებისთვის შეუქმნა შემქნელს. კაცი კი იტაცებს და არ იპარავს ასეთი მზერის დროს (თუ არ ჩავთვლით მორცხვ კაცებს, რომელიც ცივილიზაციის ნაყოფია, კაცის პირველსაწყისთან მორცხვობას ცოტა აქვს საერთო).

ალბათ, საინტერესო იქნება თუ გეტყვით, რომ ჯერ კიდევ ძველი ბერძნებიდან მოდის მამაკაცის, როგორც ნადავლის სახე. თურმე, მაშინაც ყოფილან ფრიად ემანსიპირებული მანდილოსნები. საინტერესოა “ნადირობის სცენები” და მისი ახსნა – მონადირე მისდევს კურდღელს, სადაც კურდღელი ახალგაზრდა ჭაბუკის სიმბოლოა, რომელსაც არა აქვს “უფლება” დაუმორჩილებლობის – აი, თურმე საიდან “გამოიქცა “ფლეი ბოის” კურდღელი. ქალებიც ყოფილან მონადირეები 😀

ფილოსოფიური ტრაქტატივია რა…

ერთგვარი სტერეოტიპიცაა, რომ კაცი უნდა იცავდეს ქალს. მრავალი სტერეოტიპი აადვილებს ცხოვრებას, მაგრამ დროდადრო ვხვდები ( ჩემს გარშემომყოფთა მაგალითებიდან), რომ ეს სტერეოტიპები იმსხვრევა.

ამ მხრივ ძალიან საინტერესოა ფილმი “გაიქეცი ლოლა გაიქეცი”. ფილმში კაი ტიპი ებმება შარში, სრულიად უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდება და მისი შეყვარებული ძვალმსხვილი ლოლა შუასაუკუნეების რაინდივით შეუპოვრად იღწვის მის დასახსნელად პრობლემებიდან.თუმცა ტენდენცია სრულიად ასეთიც არაა.

აშკარაა რომ მოდაში სულ უფრო და უფრო შემოდის ქალები ვიწრო თეძოებით და მოკრძალებული მკერდით: კიარა ნაითლი, ნიკოლ კიდმანი, ჰილარი სვონკი, ქეით ბლანშეტი. ეს ალბატ ცხოვრების ტემპის დაჩქარებით არის გამოწვეული და ნათელია, რომ ქალმა როგორც იქნა გააღწია სამზარეულოდან და საქარგსაქსოვ საკერავიც გააგდო ხელიდან. მაგრამ ამასთან სულ უფრო აშკარად გამორჩეული ადგილი რჩებათ ქალებს ქალური გარეგნობით: სკარლეტ იოჰანსონი, ქეით ვინსლეტი.

ყველა თეორია და რჩევა გასათვალისწინებელი და მისაღებია, სანამ ნამდვილად არ შეგიყვარდებათ. როცა სიყვარული მოდის, გონება გულის ტყვეობაში ექცევა და ძნელია სიტუაცია შენს სასარგებლოდ მართო. არავინ გეუბნებათ, რომ საერთოდ არ უნდა შეიყვაროთ, მაგრამ ეცადეთ ამ სიყვარულში თავით არ გადაეშვათ, თორემ შესაძლოა კისერიც მოიტეხოთ.

ურთიერთობის დაწყებისას ყველა მამაკაცი თეთრ ცხენზე ამხედრებული უფლისწულია, მაგრამ ხშირად ეს მხოლოდ მირაჟია, რომელიც მალევე  ქრება. იმედგაცრუებიდან სასოწარკვეთამდე კი ნახევარი ნაბიჯია. შეიყვარეთ _ ამას ვერავინ აგიკრძალავთ, მაგრამ მოახერხეთ ისე, რომ ბედნიერებისაკენ სავალი გზა ეკლებით მოფენილი არ იყოს. რათქმა უნდა მამაკაცმა თქვენგან სითბოც უნდა იგრძნოს, მაგრამ თქვენი დაკარგვის შიშიც უნდა ქონდეს. ცოტას თუ აეჭვიანებთ, ეს თქვენს ურთიერთობას მხოლოდ წაადგება.

და ბოლო, რამაც ამ პოსტის წერა გადამაწყვეტინა: რაც არ უნდა იყოს, რამდენიც არ უნდა იწუწუნოთ კაცებმა თქვენზე დაკისრებული მოვალეობების გამო, სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვერასოდეს გაიგებთ იმ ტკივილს, რასაც სერიოზულ შეხვედრაზე მიმავალს “კოლგოტზე” თვალის წასვლა ქვია ( 😉 )

ჰო, პ.პ.ს. სულ ცხელ-ცხელი ინFო მაქვს გოგოებისთვის, გავიგე დახეული კალგოტკები შემოდის გაზაფხულიდან მოდაში, ასე რომ, არ ჩაყაროთ მათში ხახვი, ნიორი კაკალი, თხილი da ნუ გადაყრით მათ 😀

და ბოლოს, მცირე გადახვევა მათთვის, ვისაც შეუძლებლად მიაჩნია მონადირის ამპლუის მორგება:

შეუძლებელია – ეს მხოლოდ და მხოლოდ ხმამაღალი სიტყვაა, რომლის უკანაც იმალებიან ”პატარა” ადამიანები. მათთვის უფრო ადვილია იცხოვრონ და შეეგუონ, ვიდრე მოძებნონ საკუთარ თავში ძალა, რომ რაიმე შეცვალონ.

შეუძლებლობა – ეს არ არის ფაქტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ მოსაზრებაა.

შეუძლებლობა – ეს არ არის განაჩენი. ეს გამოწვევაა.

შეუძლებლობა – ეს არის შანსი გამოავლინოთ საკუთარი თავი.

შეუძლებლობა – ეს არ არის მარადიული.

შეუძლებელი – შესაძლებელია!

მოინადირე, რათა დატკბე მიღწეულით 😉



Posted in Uncategorized | Tagged: , , , | 5 Comments »