ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Posts Tagged ‘კლინიკა’

ერთი ჩვეულებრივი დღე

Posted by vekoo on აპრილი 17, 2015

ჩემი ერთი სტანდარტული დღის გრაფიკი

სადღაც 9 საათისკენ ან ცოტა უფრო ადრე იღვიძებს მარიამი, ლოგინშივე მიირმევს ბუნებრივ რძეს.

მე მინდა ავდგე , თავს მივხედო, მოვწესრიგდე და ა.შ. მაგრამ როგორც წესი, არ მიშვებს და უნდა, რომ სულ მასთან ვიყო და ვეთამაშო ხოლმე.

ვცდილობ აჩო გავაღვიძო და მარიამი მას დავუტოვო, მაგრამ ძირითადად  მაინც ჩემთან უნდა და არაფერი გამოდის.

მე წუთებს ვითვლი 10-ს ნახევრამდე, რომ ძიძა მოვიდეს.

10-ს ნახევარზე მოდის ძიძა, ამ დროისთვის მე ვიცმევ, ოთახს ვაწესრიგებ და ელენიკოს ვაღვიძებ და 11-ს წუთებზე გავდივართ სახლიდან ან

1) მე , აჩო და ელენიკო და ერთად  მივდივართ ბაღში

ან

2) აჩო და ელენიკო და მე ცალკე

ან

3) მე და ელენიკო ბაღში და აჩო – ცალკე.

თუ სამივე ერთად გავდივართ, ელენიკოს მერე აჩის მივყავარ სამსახურში უკვე 12-ს ნახევრისკენ  და თვითონ გაუყვება გზას დედამისის სახლისაკენ, რათა დაისვენოს ძალიან დაღლილმა (ჩვენი ტარებით) და წესიერად ისაუზმოს  2 საათამდე – მერე კლინიკაში მიდის.

4-მდე მე სამსახურში ვარ, და ძირითადად უფრო ადრე გამოვდივარ ხოლმე და მივქრივარ ჩემი გოგოშკასაკენ – ხან ერთისკენ ბაღში და ხან მეორესკენ – სახლში.

და აი აქაა მთავარი მსოფლიოს მეცხრე საოცრება და შავი ხვრელი – სად მიდის ჩემი დრო სახლში, თუკი ის არ იხარჯება არც ოჯახისთვის საჭმლის კეთებაში და არც სახლის საფუძვლიანად დალაგებაში (?!).

აი, ამ კითხვაზე პასუხი მე უბრალოდ არ მაქვს.

მერე საღამოს ან ვსეირნობთ, ან იქვე მოლში გავდივართ. უფრო მოგვიანებით,  როცა აჩოც და ელეც ბრუნდებიან შინ, ისინიც შემოგვიერთდებიან ხოლმე და მთელი ოჯახი ერთად ვიკრიბებით.

ძილის წინ ვინაწილებთ ბავშვებს – მე მარიამს ვაძინებ და აჩო ელენეს უტარებს ძილისწინა პროცედურებს – ხელ-პირის დაბანა, კბილების გამოხეხვა, პიჟამოების ჩაცმა, მერე ჩაეხუტება და მამა-შვილი ერთად იძინებს : ))

მორჩა, ესაა ჩემი ტიპიური ორშაბათი-სამშაბათი-ოთხშაბათი-ხუთშაბათი-პარასკევი დღე.

ა, ხო, დამავიწყდა, როცა ღამე ყველას ძინავს, მე რატომღაც მაინც მეღვიძება და აუცილებლად აჩოსაც ვაღვიძებ, რათა დერეფანში შუქი გამორთოს ხოლმე 😀

შაბათ-კვირას რა ხდება თუკი დაგაინტერესებთ, მერე იმაზეც დავწერ პოსტს.

Advertisements

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , | 1 Comment »

News-ასორტი ახალ ბლოგზე

Posted by vekoo on იანვარი 16, 2011

გუშინ დავწერე საერთო განწყობაზე, სხვისი პირით ლაპარაკი არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ გამომივიდა .

აი,რა მჭირდებოდა საახალწლო განწყობის შესაქმნელად : ))

შესაფერისი გარემო და მორთულობა, ხალხი , ადგილი და ტანსაცმელი ))

პ.ს. რა საყვარელი საყურე უკეთია ქერათმიან გოგონას საჭესთან …

ეს პირველი პოსტია ამ ბლოგზე. ხო, ანუ ახალ მისამართზე გადმოვედი რიგი მიზეზების გამო ))
უკვე მეორე დღეა დღეში 2 პოსტს ვწერ, ეს აისახა ბლოგის რეიტინგზეც, კომენტარების რაოდენობასა და ახალი მკითხველების შემომატებაზეც. რა ვქნა, ცხელ-ცხელი დღეები მაქვს და რომ არ ვპოსტო, არ შემიძლია :დ

ჰო, წამლებს ვსვავ რაღაცა ვიჭყიპები, 2 დღე კლინიკაში ლამის შემომაღამდა ბიუროკრატიული წესების გადამკიდე. საბოლოო დიაგნოზი იყო : “საკვებზე ალერგია” . ასეა რა, ზომა-წონა უნდა ვისწავლო ყველაფერში :დ

აუ, ლინზებზეც ვწერდი ბლოგზე , Read the rest of this entry »

Posted in ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური | Tagged: , , , , , | 1 Comment »

ჯადოსნური ვარცხნილობა და ოპტიკური ლინზები

Posted by vekoo on დეკემბერი 30, 2010

დღეს თმა შევიჭერი, ლიკას სტილისტთან ვიყავი რუსთავში. ვინც ჯერ არ იცის, მე რუსთაველი ვარ, აქ დაბადებული და გაზრდილი.საერთოდ, უკვე კარგა ხანია რუსთავში არსად აღარ დავდივარ : (( სამწუხაროდ, ისეთი ცხოვრების წესი მაქვს, რომ ჩემ მშობლიურ ქალაქში მხოლოდ დასაძინებლადღა მივდივარ სახლში : D 

მაგრამ, დღეს თმა აქ შევიჭერი და პირდაპირ აღფრთოვანებული ვარ. ძალიან კარგად, ზუსტად ჩამიჯინა ელენემ თითოეული ღერი და +ისე ლამაზად დამივარცხნა, ჯერ ისევ აღფრთოვანებული ვარ

თან გასწორებაც მინდოდა თვითონ შემომთავაზა, რომ ამის მაგივრად  “ბუნებრივად” დაგვარცხნიო.  მე ყველანაირ ექსპერიმენტზე თანახმა ვარ საერთოდ, როცა ვხედავ, რომ პროფესიონალის ხელშია ჩემი თავი :დ

ხოდა, მეთქი, ელენე, როგორც გინდა ისე გამიკეთე შენი ფანტაზიით, გენდობი მეთქი ))

ხოდა, დამვარცხნა სულ 30 წუთში. ხელებში ვუყურებდი და თვალის გაყოლებას ვერ ვასწრებდი ისე ოსტატურად აკეთებდა ყველაფერს ^_^ თან 4 თვის ფეხმძიმეა ^_^ ვგიჟდები ორსულ ღიპუცებზე )))

იქიდან რომ გამოვედი, აჩო კაი ხანი თვალს ვერ მაშორებდა ისე მოეწონა ახალი ვარცხნილობა, ისეთი საყვარელი კომპლიმენტები მითხრა, დავდნი და დავიშაქრე პირდაპირ.

საუკეთესო ნამუშევარია რაც კი ოდესმე თმა დამივარცხნია [ეს ძალიან იშვიათად მომხდარა საერთოდ : D  იმიტომ რომ ძირითადად მარტო ვისწორებ ხოლმე ]

რაღაცა დაახლოებით ასეთი სტილის მინდა. სახეზე ძაან ყვირილს თუ არ დაიწყებს, ვიყიდი ^_^

ხო, იქიდან მერე ავერსის კლინიკაში წავედით. ესეც რუსთავში. იქ კაი 4 საათი  მაინც მომიწია ყოფნა ოფთალმოლოგთან : (( ეს ცალკე საკითხია და არ მინდა ბლოგზე დავწერო :დ

ხო, საახალწლოდ ახალი სათვალე უნდა მაჩუქოს საახალწლო აჩოკლაუსმა. ზომის დასაზუსტებლად შევედი კლინიკაში და საბოლოოდ ლინზები გადავწყვიტე )) ყოველ თვე მომიწევს ცვლა, მაგრამ მიყვარს სიახლე ))))))

ხო, დღეისათვის სულ ეს იყო . მერე სურაებს გადავიღებ და დავდებ თუ ვინმეს აინტერესებს როგორ მაქვს თმადა შემიფასეთ ^_^

უი, ხო და მთავარი, რისთვისაც ეს პოსტი დავწერე. მთელი თმის შეჭრა-დავარცხნა დამიჯდა სულ 10 ლარი. ყველა დამეთანხმებით, ძალიან იაფია სხვა ანალოგიურ სალონებთან შედარებით, მაგრამ ეხლა ელენე მარტო მუშაობს [2 თვეა, რაც ცალკე გავიდა და ცალკე გახსნა თავისთვის ] ამიტომ, ჯერ-ჯერობით ეს ფასებია და იმედია, არ მოუმატებს :დ

მე კი, მისი აქტიური კლიენტი გავხდები )) რუსთაველებს ვისაც გინდათ საკონტაქტო ინფორმაცია ელენასთან, მომწერეთ Fეისბუქზე ან მეილზე .

Posted in განწყობისათვის, ეს უნდა იცოდე, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , | 8 Comments »