ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Posts Tagged ‘მარიამი’

ერთი ჩვეულებრივი დღე

Posted by vekoo on აპრილი 17, 2015

ჩემი ერთი სტანდარტული დღის გრაფიკი

სადღაც 9 საათისკენ ან ცოტა უფრო ადრე იღვიძებს მარიამი, ლოგინშივე მიირმევს ბუნებრივ რძეს.

მე მინდა ავდგე , თავს მივხედო, მოვწესრიგდე და ა.შ. მაგრამ როგორც წესი, არ მიშვებს და უნდა, რომ სულ მასთან ვიყო და ვეთამაშო ხოლმე.

ვცდილობ აჩო გავაღვიძო და მარიამი მას დავუტოვო, მაგრამ ძირითადად  მაინც ჩემთან უნდა და არაფერი გამოდის.

მე წუთებს ვითვლი 10-ს ნახევრამდე, რომ ძიძა მოვიდეს.

10-ს ნახევარზე მოდის ძიძა, ამ დროისთვის მე ვიცმევ, ოთახს ვაწესრიგებ და ელენიკოს ვაღვიძებ და 11-ს წუთებზე გავდივართ სახლიდან ან

1) მე , აჩო და ელენიკო და ერთად  მივდივართ ბაღში

ან

2) აჩო და ელენიკო და მე ცალკე

ან

3) მე და ელენიკო ბაღში და აჩო – ცალკე.

თუ სამივე ერთად გავდივართ, ელენიკოს მერე აჩის მივყავარ სამსახურში უკვე 12-ს ნახევრისკენ  და თვითონ გაუყვება გზას დედამისის სახლისაკენ, რათა დაისვენოს ძალიან დაღლილმა (ჩვენი ტარებით) და წესიერად ისაუზმოს  2 საათამდე – მერე კლინიკაში მიდის.

4-მდე მე სამსახურში ვარ, და ძირითადად უფრო ადრე გამოვდივარ ხოლმე და მივქრივარ ჩემი გოგოშკასაკენ – ხან ერთისკენ ბაღში და ხან მეორესკენ – სახლში.

და აი აქაა მთავარი მსოფლიოს მეცხრე საოცრება და შავი ხვრელი – სად მიდის ჩემი დრო სახლში, თუკი ის არ იხარჯება არც ოჯახისთვის საჭმლის კეთებაში და არც სახლის საფუძვლიანად დალაგებაში (?!).

აი, ამ კითხვაზე პასუხი მე უბრალოდ არ მაქვს.

მერე საღამოს ან ვსეირნობთ, ან იქვე მოლში გავდივართ. უფრო მოგვიანებით,  როცა აჩოც და ელეც ბრუნდებიან შინ, ისინიც შემოგვიერთდებიან ხოლმე და მთელი ოჯახი ერთად ვიკრიბებით.

ძილის წინ ვინაწილებთ ბავშვებს – მე მარიამს ვაძინებ და აჩო ელენეს უტარებს ძილისწინა პროცედურებს – ხელ-პირის დაბანა, კბილების გამოხეხვა, პიჟამოების ჩაცმა, მერე ჩაეხუტება და მამა-შვილი ერთად იძინებს : ))

მორჩა, ესაა ჩემი ტიპიური ორშაბათი-სამშაბათი-ოთხშაბათი-ხუთშაბათი-პარასკევი დღე.

ა, ხო, დამავიწყდა, როცა ღამე ყველას ძინავს, მე რატომღაც მაინც მეღვიძება და აუცილებლად აჩოსაც ვაღვიძებ, რათა დერეფანში შუქი გამორთოს ხოლმე 😀

შაბათ-კვირას რა ხდება თუკი დაგაინტერესებთ, მერე იმაზეც დავწერ პოსტს.

Advertisements

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , | 1 Comment »

2014 წლის შემაჯამებელი პოსტი

Posted by vekoo on თებერვალი 9, 2015

იანვარი – სულ რომ არაფერი გამოვიდეს, ვაპირებ ეს პოსტი მაინც გამოვაქვეყნო.
ჩვენ 2013 წლის პირველ წუთებში

და ესეც იგივე დროს 2014ში.

 

ამ დროს 7-8 თვის ორსული ვიყავი მარიამზე. ღამე ელენიკო ბებიას დავუტოვეთ და მე და აჩო მეგობრებთან გავერთეთ, სანამ პატარა მარიამი დაიბადებოდა თავისუფლების ბოლო დღეებს ვითვლიდით : ))

თებერვალი –

მარტი –  38+ კვირის ორსული 

10 მარტი – მე და ელენიკო მარიამის დაბადებამდე 1 კვირით ადრე:

და ესეც 2014 წლის 17 მარტი, დილით გაგუაში წასვლამდე

17 მარტს დაიბადა პატარა მარიამ ჩხიკვაძეისევ ისე ემოციურად განვიცადე ყველაფერი, როგორც ელენიკოს დაბადებისას, უფრო მეტადაც კი ვინერვიულე ოპერაციის დაწყების წინ. 

ექიმთან შეთანხმებული მქონდა, რომ აჩოს ისევ დაასწრებდა ოპერაციაზე, როგორც ელენიკოს დროს, მაგრამ “კარანტინი” დაემთხვა და მომიწია მარტო შევსულიყავი. წვეთოვანი რომ დამიდგეს სანამ შემიყვანდნენ, ისე ვნერვიულობდი ამაზე, როცა გამომიძახეს “ადექი, წამოდი საოპერაციოშიო”, ისეთი კანკალი ამიტყდა, შეეშინდათ ექიმებს და თვითონ გამოიძახეს აჩო ჩემს დასამშვიდებლად.

ჰოდა, ეხლაც ისევ ისე, როგორც 2012 წლის 21 ივნისს, ისევ თავთან მედგა, ჩემი ხელი ეჭირა და მამშვიდებდა. 

ხოდა, მერე მითხრა, გახსნილ მუცელშიც ჩავიხედეო. ასე რომ, ჩემი გულ-ღვიძლიც და ორგანოებიც ნანახი აქვს ამ ვაჟბატონს : ))

ესეც მარიამი სამშობიაროდან გამოყვანის დღეს 4 დღის.

 

ამაზე დიდი ბედნიერება რა შეიძლება იყოს, ვერ წარმომიდგენია – 2 დაიკო ერთადაა და ერთმანეთს როგორი სიყვარულით ექცევიან ❤


აპრილი – და ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება ამ 2 ქალბატონის გარშემო ტრიალებს : ))


15 აპრილი

და ჩვენ ოთხნი : ))
ელენიკოსთან ვცდილობ ძველებურად გავატარო დრო, თუმცა, სამწუხაროდ, ნაკლებად გამომდის, ამიტომაც ნელ-ნელა მამიკოს გოგო გახდა, რაც ძალიან მახარებს ❤

მაისი – ჩემი თვალებციმციმა გოგონა ❤


6 მაისს მარიამი გაქრისტიანდა – თამთამ და გიორგიმ მონათლეს







და ჩვენი ცხოვრება გრძელდება ასე 2 გოგონას თანხლებით:


პირველი ზიარება 11 მაისი:


და პირველი ბირჟაობაც 😀


21 მაისი – ელენეობა – გილოცავთ ყველა ელენიკოს

ივნისი –
1 ივნისი – ბავშვთა დაცვის დღე მზიურში
ელენიკოს დაბადების დღე მოვიდა – 21 ივნისს, დავპატიჟე პატარა ბავშვები და ვეცადე ჩემი შვილისთვის ეს დღე დღესასწაულს დამსგავსებოდა, გამოცდილება ნამდვილად მივიღე და მომავალ წელს უფრო დავხვეწ : D



ელენიკო და მისი მეგობრები – ბარბარე და ალექსანდრა : ))

ამასობაში მარიამჩიკიც გაიზარდა



არ მკითხოთ როგორ დავაძინე

 

ივლისი –

4 თვის ხდება ქალბატონი




ზაფხული განსაკუთრებულად ასეთი სიამეების გამო გვიყვარს, ზუსტად ვიცი 2015 წელს ბევრად უფრო კარგად შევიგრძნობ ამას 😀 

აგვისტო –

ვიყავით ბორჯომში და მოვინახულეთ რაბათის ციხე, მწვანე მონასტერი, სერაფიმ საროველის სახელობის მონასტერი



5 თვის მარიამჩიკი და ბაბუა

სექტემბერი-

8 სექტემბერი – ელენიკოს პირველი დღე ბაღში



და სექტემბრის ბოლოს მეც გავედი სამსახურში

ოქტომბერი- 

ნოემბერი-
ჩემი თოვლის პრინცესა

დეკემბერი- ელენიკოს პირველი ზეიმი ბაღში

ჩემი პირადი სნეგურაჩკა ❤

გაიზარდნენ გოგოები, უკვე შეიძლება მათი სადმე წაყვანა 29 დეკემბერი 2014

და 2014 წელს ასე ბედნიერად დავასრულებ, მშვენიერი გამოდგა ჩვენთვის : ))

Posted in მემორიზ, პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , , , , | Leave a Comment »