ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Posts Tagged ‘მარშუტკა’

კაცობა-მორყეული კაცები

Posted by vekoo on იანვარი 20, 2011

პოსტი შთაგონებულია პირად მოტივებზე კიარადა, პოსტს სარჩულად უდევს პირადი გამოცდილება.

მგონია, რომ ბიჭებმა სულ დაკარგეს ბიჭობა .

აღარაფერს ვამბობ კაცობაზე და უბრალო ადამიანობაზეც კი .

ესე იგი, რა ხდება:

ახლახანს შემემთხვა 2 ისტორია, თანაც ორივე სულ რამდენიმე საათის შუალედით და კიდევ უფრო გამიმყარდა ვარაუდი, რომ ამ ცხოვრებაში ადამიანი ადამიანისთვის მგელია და ყველას თვითგადარჩენის ინსტიქტი ამოძრავებს.

ნაწილი I

დილა, 9 საათი და 25 წუთი, კოსტავას გამზირზე პეკინზე გადასასვლელთან მგზავრობის ლარიანს ვაწვდი მშობლიური რუსთავის სამარშუტო ტაქსის მძღოლს და თან ვფიქრობ ტაქსით ავიდე მაღლივში თუ კვლავაც მარშუტკით?

ჩამოვედი და პირველი თვალებში 2 ნომერი გამეჩხირა, – რადგანაც ვიცი, რომ ტაქსისთვის მიწისქვეშათი გზის მეორე მხარეს ტელევიზიასთან უნდა გადავიდე, მერე როდის დავიჭერ ცარიელ ტაქსს –  ამ დილაადრიან ყველას ხო სამსახურში აგვიანდება და ამიტომ ეგრევე მარშუტკაში ავდივარ და მხოლოდ მერე ვამჩნევ, რომ ის თბილისის სტანდარტებს არ ჩამორჩება (:დ), სადაც მგზავრობისას მარშუტკაში ფეხზე დგომის კულტურა მყარად ფესვგადგმულია და მეც სხვა რაღა დამრჩენია, 13 სანტიმეტრიანი ჩექმებით ისედაც 175 სანტიმეტრიანი გოგო 4ად ვიკეცები და ვცდილობ, წონასწორობა შევინარჩუნო და არ წავიქცე.

რა მოძრაობაა ქალაქში ყველამ კარგად იცით, რამოდენიმეჯერ კინაღამ სერიოზულად წავყირავდი.

და ბიჭებს , რომ კითხო კაი ბიჭებს და რჩეულ ჯელტმენებს ერთი არ უფიქრიათ ადგილი დაეთმო, მითუმეტეს 2მა ეგევე ფული მოიმარჯვა- მალევე ჩადიოდა.

მხარზე ჩამოკიდებული უზარმაზარი ჩანთა ისევ ერთმა გოგონამ გამომართვა ღიმილით და დამიკავა.

ვაჟას დასაწყისში ერთი ადგილი განთავისუფლდა და დავჯექი და მეც დავისვენე, გოგონას ზრდილობიანად მადლობა მოვუხადე და საგამოცდო საკითხების კითხვა დავიწყე.

ესეც ქალური სოლიდარობა და მამაკაცური პატივისცემა.

ნაწილი II

ვინც არ იცის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კოლოქვიუმებსა და გამოცდებს საგამოცდო ცენტრი ატარებს უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ბიბლიოთეკაში, მკაცრი წესრიგია და ჩანთებსაც იქვე დერეფანში სპეციალურ საკიდზე ვაბარებთ პერსონალს და ვიღებთ ჩვენ კუთვნილ ჩანთის ნომრის ბარათს. გამოცდის დასასრულს იქ უშველებელი რიგებია- დაახლოებით 3 000 სტუდენტს თავისი ჩანთა უნდა და არის ჭყლეტვა-წეწვა.

პირველად მოხდა ამ 4 წლის მანძილზე, რომ გამოცდაზე რაც შემხვდა ყველა , 3-ივე საკითხი და ამოცანა ვიცოდი და რასაც ქვია დავქარგე ნაშრომი. ამიტომაც მალე გამოვედი.

ჩავდივარ ჩანთის ასაღებად და ველოდები ჩემ 3კაციან რიგს, ჩემ წინ გოგოებმა აიღეს ჩანთები და მე რომ უნდა მივაწოდო ჩემი ჩანთის ნომერი, ამ დროს ვიღაცა პრიშიკებიანი ქერა მუტრუკი ამეტუზა და უტიფრად მიაჩეჩა თავისი ნომერი.

ოოოოო

ვერ მოვითმინე და ეგრევე ვაჯახე, რომ თუ არ იცის, აქ რიგია და კეთილი ინებოს და დაელოდოს როდის ავიღებ ჩანთას. მითუმეტეს, ჭყლეტვა არაა და ჩემს მერე მხოლოდ ის დგას.

“- მეც ვიდექი რიგშიო”. – არადა, თავიდან სულ 3 კაცი ვიდექით, ბოლო მე ვიყავი და ის ჩემს მერე მოვიდა ბოლოს. იმდენი შეგნება და ზრდილობაც არ ქონდა, რომ არათუ დაეთმო გოგოსთვის – ამითი სულ 5 წამს დაკარგავდა, მეტს მართლა არა- დაჟე გადამახტა და ჩემ წინ წავიდა.

რა არის, 5 წამიანი ჩანთის აღების პროცედურაა და ამის გამო გოგონას შენზე წარმოდგენა არ უნდა დააკარგვინო.

სულ დაკარგეს ამ ბიჭებმა გალანტურობის განცდა. ასე მგონია, ყველამ დაიკიდა ზრდილობა და ის იმის შეგნება, რომ მათ კაცი ქვიათ და კაცს კაცური ქცევა მართებს, და არა ჩემი მეზობელი იზოლდა დეიდასნაირი.

ნუთუ მარტო მაშინ უნდა გამოიჩინო ბიჭმა ზრდილობა, როცა გოგოს კერავ? როცა მისგან რამეს მოელი და გჭირდება, რომ თავი მოაწონო?

დასკვნა:

კაი, არც მე მექნებოდა პრეტენზია თვითონ მამრებს რომ არ ქონდეთ პრეტენზია წინადადებაზე გენდერული თანასწორობის შესახებ. მაგრამ საქართველოში მაცხოვრებელი კაცების პროცენტულად უდიდესი ნაწილი თავს ქალზე სრულფასოვან პიროვნებად მიიჩნევს.

ხოდა, თუ ასეთი სრულფასოვნები არიან, ელემენტარული შეგნებაა ხო რომ ჯუნგლის კანონი არ იყოს შენი ცნობიერების წყარო და გოგონას პრიორიტეტი მიანიჭო რიგ შემთხვევებში.

პ.ს. აჩოსთან რომ დავიჩივლე ვიღაც ბიჭებმა ნერვები მომიშალეს მეთქი, ეგრევე “აიჯაგრა” და ვინები იყვნენ, რა უნდოდათო.  – რა კარგია, რომ მე ვიპოვე მამაკაცი, რომელმაც იცის როგორ მოექცეს საპირისპირო სქესს, როგორ გაანებივროს და დაიცვას ქალი და მე მასთან ბედნიერი ვარ.

Posted in ამოხეთქა, ექსკლუზივი, პიკანტური რეალობა | Tagged: , , , , , , , , , , , | 8 Comments »

Charlotte Gainsbourg და რუსი ბაბუშკა

Posted by vekoo on დეკემბერი 12, 2010

პოსტის წაკითხვამდე ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, ეს ვიდეო ჩართეთ და თან მოუსმინეთ  ^_^ გმადლობთ ))

არ ვარ, მაგრამ თუნც მომაკარით შოვინისტის, რასისტის, კაცთმოძულისა და ატოლერანტულობის იარლიყი, ჩემ ზიზღს ვერაფერი დაფარავს გადაღრძუებული რუსი ბაბუშკების მიმართ. 

.

შესავლის მაგიერ : საერთოდ, წესრიგის დამცველი ნაკლებად, მაგრამ როცა საქმე ბაცილებსა და ბაქტერიებს ეხება, ჰიგიენის დამცველი ადამიანი ვარ. თუმცა, ეს ხელს არ მიშლის, რომ მოხუც ადამიანს, რომელიც ჰიგიენასთან აშკარად მწყრალადაა ხელი შევაშველო წამოდგომისას, როცა სხვები ზიზღით უვლიან გვერდით თუნცაც მაშინ, როცა ამას თვითნ არ მთხოვს.

BUT

ამას წინ 135 ნომერი სამარშუტო ტაქსით მივდიოდი მაღლივში. ჩემთვის ვიჯექი ფანჯარასთან ერთადგილიან სკამზე , Charlotte Gainsbourg-ს ვუსმენდი და შემოდგომის მწველი მზე, მუსიკა, შარლოტას მშვიდი ხმა და გარეთ შემოძარცვული გარემო ისეთ ჰარმონიაში იყო ერთმანეთთან, მოსიარულე მანქანები და ხალხი უცხოპლანეტელები მეგონა და მათზე დაკვირვებას ვაწარმოებდი. თან სეზონისთვის უჩვეულოდ ისე სასიამოვნოდ თბილოდა, ლამის სიამოვნებისგან კრუტუნი დამეწყო და იქვე ჩამძინებოდა.

ამ იდილიაში ვარ და უცებ სააკაძის მოედანზე გაჩერდა ჩემი კოსმიური ხოლმალდი და ჩემი დასაჯდომი ადგილის გამო გვერდულად ვხედავ ყავისფერებში გამოწყობილ მოხუც ქალს,  რომელიც გაჭირვებით ადგავს [მგონი] ორივე მოტეხილ ფეხს, წვალობს და ძლივს ამოდის თავის გადასარჩენად. 

შინაგანი ემოციების გამო პოზიტივით ვიყავი გაჟღენთილი და მხოლოდ სიკეთის კეთება მინდოდა

გაუაზრებლად მომივიხედე – თავისუფალი ადგილი თუ არ იქნებოდა, მე დავუთმობდი. ამ დროს ვიღაც ღვთისნიერი ამოსვლაში დაეხმარა და ისიც იქვე მძღოლთან პატარა სკამზე მოკალათდა და Fail : |

ისეთი, ისეთი , ისეთი საზიზღარი წიკვინა რუსული ხმით დაიწყო ლაპარაკი, უცებ დამაბრეხვა მე9 ციდან ცოდვილ დედამიწაზე : ((

მე გვერდიდან ყურებაში ვერ დავინახე მისი დაჭმუჭვნული რუსი სახე. არა, რასისტი არ ვარ, მაგრამ მაღიზიანებს, როცა მახსენდება, რომ აი ამ ქალს მთელი თავისი მახინჯი ცხოვრება საქართველოში აქვს გატარებული. ვინ იცის რამდენი ჩვენგანის ბაბუა თუ პაპა ხერხავდა ყოველ დილა-საღამოს.
რამდენთან იყოფდა ბინძურ სარეცელს.
ახალგაზრდობაში როგორი “მოთხოვნა” იქნებოდა მასზე და ერთი სიტყვით, როგორი წარსული ექნებოდა . 

ნუ, მე როლებში შევიჭერი და ვერავინ დამარწმუნებს, რომ ეს ასე არ იქნებოდა!

ხოდა, კეთილი არ ინება და არ ისწავლა ქართულად მეტყველება.

საშინელებაა როცა ვხედავ, რომ უბნის კუთხეში “სემიჩკის” გამყიდველ მოხუც ქალსაც ყველა რუსულად ელაპარაკება, ჩემ ძმას რუსი ექიმი ყავდა – იმასაც რუსულად ვეკონტაქტებოდით და უამრავი ასეთი შემიძლია გავიხსენო. არადა ზუსტად ვიცი, რომ ის გარემოვაჭრე თუ არა, წიოწ თამარა საქართველოშია დაბადებულ/გაზრდილი და უკვე 60 წელზე მეტისაა და ქართული ჯერ ისევ არ იცის სათანადო დონეზე.

რატომ ვართ ქართველები ასეთი მეტიჩრები, რომ ჩვენ საკუთრებებს ვაკნინებთ და ფეხქვეშ იატაკის ტილოსავით ვეგებით მავანთთ.

ჩემს წარმატებულ უფროს მეგობარს, რომელიც უცხოურ ფირმაშიც მუშაობს, ყავს ფრანგი თანამშრომელი, რომელმაც ინგლისურიც იცის. მაგრამ მხოლოდ იმიტომ არ ელაპრაკება ინგლისურად, რომ “თუ ქართველმა ინგლისური ასე კარგად ისწავლა, ფრანგული არაფრითაა მასზე ნაკლები და ფრანგულიც ისწავლოსო”

ნუ, მესმის, მთლად ასეთი მიდგომაც არაჯანსაღია. მაგრამ ჩვენ ხომ ყოველთვის ერთი უკიდურესობიდან II უკიდურესობაში ვვარდებით და ოქროს შუალედს ვერასოდეს ვიცავთ.

აბა, ვინ ჩემი ფეხებია აწ უკვე ბინძური მოხუცი რუსი ბაბუშკა, რომ მარშუტკაში ამოსული პრიკაზებს არ იძლეოდეს და ისიც რუსულად არ წიკვინებდეს გამყინავი ხმით.

დაბერდა და ეხლა აღარაფერი შეუძლია და თავს გვაცოდებს, არადა იყო/იქნებოდა დრო ზევიდან უყურებდა ქართველ გოგოებს და ეხლა მათ შვილებს დახმარებას თხოვს. 

იმ დღეს ნელიკო რაღაც სტატიას განვიხილავდით ფბ-ზე . და გაუკვირდა, რატო ხარ ასეთი სასტიკი, ბავშვმა მაინც რა დაგიშავაო. მაგრამ ასეთი ვარ და მორჩა. :დ

ხო, კიდე მინდა ბევრი კაცი ვიყო – ბევრი ენა ვიცოდე და ამ სიმღერას ვმღეროდე ^_^

P.S. რუსულის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ გააჩნია სად და როდისა, თუმცა, უკვე ქართველები საღამოს წვეულებაზეც კოქტეილის კაბის მაგივრად დაეხეული ჯინსებით დადიან  😐

Posted in ამოხეთქა, პიკანტური რეალობა | Tagged: , , , , , | 6 Comments »

"ქალი კალთაში მეჯდა"

Posted by vekoo on ივნისი 1, 2010

“–რომ გადახვალ , გააჩერე”.

“– შესახვევთან გააჩერე”.

“–ორის აიღე და ერთი მეტროსთან ჩამოვა”.

“– ვაჟას უდგება?”

ვაჟასაც ალბათ, უდგება . ეს და  სხვა  უამრავი  ფრაზაა ცნობილი რაც სამარშუტო ტაქსებთან ასოცირდება, “ჩვენებურად” თუ ვიტყვი, მარშუტკებთან.  ახლახან სალო წერდა ისტორიას  “ქალი გამოვიდა საღალატოდ” , რომელიც მარშუტკაში ვითარდებოდა .

დღეს ნაყოფიერი დღის მერე : დ სახლში ვბრუნდებოდი, ტრადიციულად წინ ვზივარ ხოლმე მძღოლის გვერდზე, ფანჯარასთან და  ნახევარ გზაზე მძინავს . ღამის 10 საათი ხდებოდა, იმ მონაკვეთზე ლამპიონები კანტი–კუნტად ანათებდენენ.

ქალი და კაცი ამოვიდნენ, ქალი ესე 25 წლის, კაცი – 30 . ფანჯრიდან შევათვალიერე და არ მომწონს ასეთი ჩაცმული გოგოები. დღესაც ამას ვამბობდი აჩოსთან, ვერ ვიტან როცა მაღალ გოგოს დიდი ტრაკი აქვს და ზაფხულში ბრეტელებიანი მაიკა, მოტკეცილი  ჯინსის შარვალი და “შპილკები” აცვია. ეს სამოსი კიდე იმიტომ მეზიზღება, რომ ეს მაიკა ზევით ადის და მთლიანი ხორცი უჩანთ წელზე და მუცელზე და მეზიზღება რატომღაც.  მაღლებზე მუცლის გამოჩენა  საძაგლობად მეჩვენება. დადიან და დაიკუზებიან ჯორ–ცხენებივით.

ნუ, ლეთ ით ევეი,  გადის რამოდენიმე წუთი , მძღოლმა მანქანა გააჩერა, 10 ლარიანი მიაწოდეს .

“რამდენის?”

“–რამდენსაც აიღებ, აიღე”.

მძღოლმა უკან გახედა და

“–ორნი მოდიხართ და რამდენი უნდა ავიღო”.

და მერე ეს  კაცი პასუხობს .

“– მთელი გზა კალთაში მეჯდა და რამდენსაც აიღებ აიღეო” .

ვიფიქრე ბავშვთან ერთადაათო. რატომღაც, მაინც გავიხედე უკან და ის კაცი და ქალი შემრჩა “ხელთ” .

P.S. მძღოლი პატიოსანი იყო და 1 კაცის აიღო. საინტერესოა  ის ქალი რამდენს აიღებდა? : D

Posted in განწყობისათვის, პიკანტური რეალობა | Tagged: , , , | 14 Comments »

პროვოკაციული პოსტი

Posted by vekoo on აპრილი 23, 2010

დღეს პირველად მომიწია მარტოს სახლში წასვლა.

ახლახანს დავწერე პირადი პოსტი ჩემი და აჩოს “1 წლის იუბილესთან” დაკავშირებით,  უკვე მეორე წელი მიდის რაც ერთად ვართ და მთელი ამ დროის განმავლობაში ერთი დღეც არ ყოფილა, რომ სახლში მარტო წავსულიყავი.

სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, რა საქმეც არ უნდა მქონოდა და რომელ საათზეც არ უნდა წამოვსულიყავი, ყოველთვის პატიოსანი მეგზური მყავდა გვერდით.

მთელი ერთი წლის განმავლობაში დღე არ ჩაგდებულა, რომ გვერდით მჯდომების მზერა არ დამეკიდებინა და  მარშუტკიდან ხელი არ დამექნია აჩოსთვის, რომელიც ჩვეულად იდგა და მელოდებოდა ხოლმე შუქნიშანთან გზის მეორე მხარეს.

და დღეს მე არ  “ამინთია” სიბნელეში მობილური მარშუტკიდან ფანარივით , არც მოსახვევთან მდგარა აჩო …

დღეს მე მარტოს მომიწია სახლში წასვლა  : ((

თავზე საყრელად მაქვს სამეცადინო, ამ კვირას საღამოს 6ზე შუალედური გამოცდა მაქვს “შრომის ეკონომიკაში” , მერე დილით ორშაბათს კიდე 2 გამოცდა მაქვს სხვადასხვა საგნებში და გიჟი დღეები მელის. მინდოდა  გზაში მაინც წამეკითა რამე, მაგრამ ვერ შევძელი.

დღეს წვიმდა, წვიმაში მგზავრობა მიყვარს,  ფანჯრიდან ვუყურებდი რა ხდებოდა გარეთ და მიხაროდა, რომ დღეს პირველად  კარგა ხნის მანძილზე, სახლში ღამის 10 საათზე არ მივდიოდი, არ მაგვიანდებოდა  არსად …  მინდოდა მეკითხა, მაგრამ  თვალები  ეკ.პრინციპების ნაცვლად ქუჩაში დასველებულ სამანქანე ნომრებს უფრო კითხულობდნენ.

დღეს მე სახლში მარტო წავედი… და ასე გაგრძელდება ყოვეველ დღევანდელ დღეს …

Posted in პიკანტური რეალობა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , | 9 Comments »