ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Posts Tagged ‘მაღლივი’

თარიღი – და როგორ მოვედით ქორწილამდე ☀

Posted by vekoo on ივნისი 30, 2011

უჭუკლესი ჭუკლი ბლოგინგის აქტიურ რეჟიმში გადავიდა. ყველაფერი კი ერთმა საინტერესო და მნიშნველოვანმა დღემ გამოაცოცხლა.

ყველა მკითხველს მხოლოდ ერთი რამ აინტერესებს: როდისაა ქორწილის თარიღი.

მოდი, ცოტა შორიდან დავიწყებ:

Daisypath Anniversary tickers

ყველაფერი 2 წლის, 2 თვისა და 2 დღის წინ დაიწყო – ასე ამბობს ჩემი სტიკერი .

ზუსტად მახსოვს სამშაბათი იყო , ისე რა შუაშია, მაგრამ 1990 წლის 15 მაისს მეც სამშაბათ დღეს დავიბადე :დ

2009 წლის 14 აპრილს კი მე და აჩო პირველად შევხვდით ერთმანეთს. როგორც უბრალოდ ნაცნობები ისე არა, უკვე ორივეს მოგვწონად ერთმანეთი , მაგრამ ლაივში არცერთს არ გვყავდა ერთმანეთი ნანახი :დ ტიპიური XXI საუკუნე

აუ, ეხლაც ძალიან მაგრად მახსოვს ყველაფერი იმ დღეს. ლექციაზე ვიყავი და რომ დამიმთავრდა მაღლივში უნდა დამხვედროდა. მე-6 სართულზე დავიბარე :დ  ნუ, მოგვიანებით უკვე თვითონაც მიხვდა რატო მეექვსეზე :დ – იმ პერიოდში მთელ მაღლივში მხოლოდ მეექვსეზე იყო დიდი სარკე, მეც გულმოდგინებით ვიპრანჭებოდი და ვტკბებოდი სარკეში ჩემი თავით :დ სადაც დამპატიჟა არსად არ გავყევი, – რაღაცნაირი კომპლექსები : D

ის ადგილი დღეს რელიქვიაა :დ კიბეებთან მოაჯირზე მელოდებოდა, მეც გამოვკუსკუსდი და კაი ნაცნობივით გადავკოცნე-მოვიკითხე.

მერე დაბლა ჩამოვედით და იქვე შემოგარენში ჩემთვის ე.წ. ‘სადრაკონეთში’ წავედით და იქ ვმასლაათობდით…. ნუ, ძირითადად მე ვაქტიურობდი, ამიტომ იმ დღეს რაღაცნაირი თავშეკავებული მეჩვენა აჩო ქცევებში :დ მეგონა მორიდების მომენტი იყო და სახლამდე რომ მივდიოდით ვუთხარი:

-‘შებოჭილი ნუ ხარ, გაიხსენი-მეთქი’

-‘შებოჭილი არ ვარ, მაგრამ კაი, განახებ გახსნასო’ :დ

და როგორც კი გადმოვედით ტაქსიდან იქვე მებრდღვნა და ჩამეხუტა :დ მეც ნაგლად ვუპასუხე ‘გახსნაში ეგ კი არ მიგულისხმიათქო’ და უცებ
გამიშვა ხელი :დ

აუ,ეხლა ძაან მაგრად ვკაიფობ რომ მახსენდება ყველაფერი :დ

მერე იქვე ნინი დამხვდა, მანქანით იყო და ერთგან მივდიოდით ჯგუფელები.

-‘ხვალაც ხო გნახავო?’ – დამშვიდობებისას ისე ეშმაკურად  მკითხა აჩომ მეთქი ეეეეეეეეეეე :დ საყვარლობა იყო.

იქიდან მე და ნინიმ სხვებსაც გავუარეთ _ მაშინ ნინო თავისი მერსედესით იყო :დ ჯერ კიდევ დაუმტვრეველით :დ და ყველანი მელიქიშვილზე ზვიკისთან წავედით .

ბლა ბლა ბლა გვიან საღამომდე იქ ვიყავით, ნინო ადრე წავიდა და წამოსვლისას ფეხით უნდა ჩამოგვესეირნა გმირთა მოედნამდე.

პირველი კორპუსთან ვარაზისხევზე გადმოსასვლელთან შუქნიშანზე რომ გადავდიოდით თაცამ დაიძახა ე, აჩოვო :დ  პირველი კორპუსის ეზოში სალოთაოდ იყო დარჩენილი ჩელესთან :დ

მერე მეც  უცებ დავინახე აჩოც შუქნიშანზე ჩვენ მხარეს გადმოდიოდა . ხოდა, მაშინ წარმოიშვა პირველად ის ლეგენდარული ტერმინი ‘საყვარლად დაკრუგა’.

როგორც კი შეგვამჩნია აჩომ ‘რეზკად დაკრუგა’ და მაშინ კიდევ ერთხელ ვნახე, უკვე ისე ახლობელი და თბილი იყო ჩემთვის, გაშვება აღარ მინდოდა.  მაგრამ ამდენი ხანიც ვეღარ ვიდგებოდით იქ ისე, თან ბავშვები მელოდებოდნენ, ამიტომ აჩო რუსთაველისკენ გაუყვა გზას და მე ბავშვებს გავყევი ….

მაშინ პოლ ენდ შარკის ლურჯი ფერის კურტკა ეცვა, ძალიან მიმზიდველი მომეჩვენა :დ ამიტომაც ის კურტკა 2 წლის მერე დღემდე მიყვარს და მახსოვს.

აი, ასეთი წვრილმანი დეტალები ახსოვს ჩემ მეხსიერებას.

აქედან დაიწყო ჩვენი გზა და მოვედით დღემდე.

ჩვენი ქორწილი 31 ივლისაა დანიშნული, წლის ყველაზე ცხელ და მხურვალე დღეს :დ

                Daisypath - Personal pictureDaisypath Wedding tickers

დღეს იქამდე ზუსტად 1 თვე და 1 დღეღა დარჩა. ☀

ახლა აჩო ჩემი ნაწილია და  თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, ყველაფრით ჩემია.

Advertisements

Posted in ახალი ოჯახი, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, მემორიზ, ქორწილი, ყველაფერი ჩემზე, წარსულის ქრონიკები | Tagged: , , , , , , , , , | 8 Comments »

ფორმალური ანგარიში

Posted by vekoo on აპრილი 27, 2011

ბლოგზე სულ ვწუწუნებ პოსტები მომაკლდა მეთქი, ძირითადად სულ მიმდინარე მოვლენებზე ვწერ, იმიტომ რომ ჩემ ცხოვრებაში ბევრი რამე იცვლება, რაც გრძნობების კუთხესთან არაა დაკავშირებული.

უკვე 2 დღეა გავედი ბანკში სტაჟირებაზე, ხელმძღვანელში გამიმართლა და ძალიან გამოცდილი კადრი შემხვდა– ლაშა. ეს 2 დღე გუშინ და დღეს მთელი ის პერიოდი, რაც იქ ვარ მასწავლის და მიხსნის თითოეულ დეტალს რასაც აკეთებ. შედეგად უკვე გუშინვე შემეძლო რაღაც საკითხებში კლიენტების დამოუკიდებლად მიღება.

უჰუუ , რა კარგი შეგრძნებაა, როცა  შემიძლია მოქალაქეების მატერიალურ დახმარებას ^_^  შეხება მაქვს ყველანაირ ოპერაციასთან, რაც ბანკში ტარდება.

და მე ყველაზე მეტად  სესხების გაცემის პროცესი მომწონს :დ ნუ, ყველას ხო აქვს თავისი კრიტერიუმი :დ

ძირითადად კლიენტებს მეც თანამშრომელი ვგონივარ, ალბათ იმიტომ, რომ წესდებიდან გამომდინარე საერთოდ შევიცვალე ჩაცმულობის სტილი   – ოფიციალური, შავ–თეთრი მკაცრი სამოსი პლიუს სათვალეები რაღაცნაირად უკვე შემიყვარდა :დ

დილის 10–ს ნახევარზე ბანკის გახსნისას მივდივარ, ვესწრები ინკასაციას, მერე ვაკვირდები ყველაფერს, რაც უკვე ვიცი უშუალოდ ვმონაწილეობ იმ ოპერაციებში, რაც არ ვიცი იმას ვსწავლობ და დღის მეორე ნახევარში კი 4 საათისთვის ჭავჭავაძეზე სათაო ოფისში ტრეინინგებზე მივდივარ.

ხვალ საღამოს დამატებით დამიბარეს სალაროს ინსტრუქციებზე, ზოგადად ვიცი რაზეც ისაუბრებენ  – კუპიურებზე და მათ დამცავ, საიდენტიფიკაციო ნიშნებზე.  ამასთან დაკავშირებით  ელ–ვერსია მაქვს და თუ ვინმეს აინტერესებს, შემიძლია გაგიზიაროთ : )) – ეს ინფორმაცია კონფიდენციალური არ არის ; )

დღეს პირველი ტესტირების შედეგები იყო და მე ჩემი თავით ზედმეტად აღფრთოვანებული დავრჩი: 1 საათიან გამოყოფილ დროში ნახევარი საათი რა თქმა უნდა, დავიგვიანე :დ და რადგანაც მეჩქარებოდა სწრაფად–სწრაფად დავწერე ყველაფერი და 15 წუთი კიდე დრო დამრჩა ნაშრომის ჩაბარების მერე. ამიტომ მეგონა, რომ სიჩქარის გამო მაინც ვიწვნევდი დაგვიანების შედეგს. მაგრამ არაა :დ

ჯგუფში საუკეთესო შედეგი იყო 1 შეცდომა, შემდეგ მოდიოდნენ 3 შეცდომიანი ბავშვები და მეც მათ შორის ვიყავი :დ აი, გმადლობ, დედა, მამა, ასეთი რა ნიჭი დამანათლეთ :დ სამივე იდენტური შეცდომები იყო, 1 ტიპის ქეისზე, კერძოდ კონვერტირებაზე – მე დავწერე უკვე მიღებული შედეგი და უნდა დამეწერა მთლიანი ოპერაცია როგორ მივიღე : ((

როგორც პერიოდი, რთული დრო მაქვს ეხლა ეს 1–2 კვირა:   მაღლივშიც 5 გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი და 6 ტესტირება კიდე იქ. და დღეები სულ ერთმანეთს ემთხვევა : (( ხვალაც  2–ივეს წერა მიწევს  და ჯერ არაფერი წამიკითხავს .  ჭეშმარიტი ბლოგერი ვარ :დ ისე მიყვარს ჩემი ბლოგი მნიშვნელოვან დროსაც კი მას ვახარჯავ :დ

ეს ყველაფერი ჩემი მომავლისათვის კარგია, მაგრამ აქვს უარყოფითი მხარეებიც:

  1. აჩო და კიდე აჩო. იმიტომ რომ დრო ფაქტიურად აღარ მრჩება .

  2. “კვალიფიციურ ბუღალტერთა კურსებს”  ვეღარ ვესწრები : ( 1 მაისს უნდა მოვრჩენილიყავი, მაგრამ 1 კვირა გადაიწევაო და მე დასწრებას სავარაუდოდ, ძალიან იშვიათად მოვახერხებ.  კიდეც კაი, საფინანსო განყოფილებაში მაინც მოვრჩი  სტაჟირებას).

ჰო, ნუ დღეისათვის სიახლეები  მარტო ისაა [ თუ არ ჩავთვლით იმას, რომ შენობაში დავიკარგე :დ  რომელიმე პოსტში ამაზეც მოვყვები, მარა ჩემი ბრალი არ ყოფილა, ლიფტია დამნაშავე :დ ]

ხვალ კი, ეჭვიც არ მეპარება, ორივე გამოცდას ფანტასტიურად დავწერ !

ჩემ თავს ასე რომ ვამხნევებ ხოლმე, ყოველთვის გამომდის და ვაღწევ მიზანს.

დღის ბოლოს კი როგორი გვიანიც არ უნდა იყოს, მაინც მაქვს გამოყოფილი დრო განტვირთვისათვის.

Posted in ექსკლუზივი, ივენთ-განხილვა, ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური | Tagged: , , , , , , , , , , , , , , , | 3 Comments »

კაცობა-მორყეული კაცები

Posted by vekoo on იანვარი 20, 2011

პოსტი შთაგონებულია პირად მოტივებზე კიარადა, პოსტს სარჩულად უდევს პირადი გამოცდილება.

მგონია, რომ ბიჭებმა სულ დაკარგეს ბიჭობა .

აღარაფერს ვამბობ კაცობაზე და უბრალო ადამიანობაზეც კი .

ესე იგი, რა ხდება:

ახლახანს შემემთხვა 2 ისტორია, თანაც ორივე სულ რამდენიმე საათის შუალედით და კიდევ უფრო გამიმყარდა ვარაუდი, რომ ამ ცხოვრებაში ადამიანი ადამიანისთვის მგელია და ყველას თვითგადარჩენის ინსტიქტი ამოძრავებს.

ნაწილი I

დილა, 9 საათი და 25 წუთი, კოსტავას გამზირზე პეკინზე გადასასვლელთან მგზავრობის ლარიანს ვაწვდი მშობლიური რუსთავის სამარშუტო ტაქსის მძღოლს და თან ვფიქრობ ტაქსით ავიდე მაღლივში თუ კვლავაც მარშუტკით?

ჩამოვედი და პირველი თვალებში 2 ნომერი გამეჩხირა, – რადგანაც ვიცი, რომ ტაქსისთვის მიწისქვეშათი გზის მეორე მხარეს ტელევიზიასთან უნდა გადავიდე, მერე როდის დავიჭერ ცარიელ ტაქსს –  ამ დილაადრიან ყველას ხო სამსახურში აგვიანდება და ამიტომ ეგრევე მარშუტკაში ავდივარ და მხოლოდ მერე ვამჩნევ, რომ ის თბილისის სტანდარტებს არ ჩამორჩება (:დ), სადაც მგზავრობისას მარშუტკაში ფეხზე დგომის კულტურა მყარად ფესვგადგმულია და მეც სხვა რაღა დამრჩენია, 13 სანტიმეტრიანი ჩექმებით ისედაც 175 სანტიმეტრიანი გოგო 4ად ვიკეცები და ვცდილობ, წონასწორობა შევინარჩუნო და არ წავიქცე.

რა მოძრაობაა ქალაქში ყველამ კარგად იცით, რამოდენიმეჯერ კინაღამ სერიოზულად წავყირავდი.

და ბიჭებს , რომ კითხო კაი ბიჭებს და რჩეულ ჯელტმენებს ერთი არ უფიქრიათ ადგილი დაეთმო, მითუმეტეს 2მა ეგევე ფული მოიმარჯვა- მალევე ჩადიოდა.

მხარზე ჩამოკიდებული უზარმაზარი ჩანთა ისევ ერთმა გოგონამ გამომართვა ღიმილით და დამიკავა.

ვაჟას დასაწყისში ერთი ადგილი განთავისუფლდა და დავჯექი და მეც დავისვენე, გოგონას ზრდილობიანად მადლობა მოვუხადე და საგამოცდო საკითხების კითხვა დავიწყე.

ესეც ქალური სოლიდარობა და მამაკაცური პატივისცემა.

ნაწილი II

ვინც არ იცის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კოლოქვიუმებსა და გამოცდებს საგამოცდო ცენტრი ატარებს უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ბიბლიოთეკაში, მკაცრი წესრიგია და ჩანთებსაც იქვე დერეფანში სპეციალურ საკიდზე ვაბარებთ პერსონალს და ვიღებთ ჩვენ კუთვნილ ჩანთის ნომრის ბარათს. გამოცდის დასასრულს იქ უშველებელი რიგებია- დაახლოებით 3 000 სტუდენტს თავისი ჩანთა უნდა და არის ჭყლეტვა-წეწვა.

პირველად მოხდა ამ 4 წლის მანძილზე, რომ გამოცდაზე რაც შემხვდა ყველა , 3-ივე საკითხი და ამოცანა ვიცოდი და რასაც ქვია დავქარგე ნაშრომი. ამიტომაც მალე გამოვედი.

ჩავდივარ ჩანთის ასაღებად და ველოდები ჩემ 3კაციან რიგს, ჩემ წინ გოგოებმა აიღეს ჩანთები და მე რომ უნდა მივაწოდო ჩემი ჩანთის ნომერი, ამ დროს ვიღაცა პრიშიკებიანი ქერა მუტრუკი ამეტუზა და უტიფრად მიაჩეჩა თავისი ნომერი.

ოოოოო

ვერ მოვითმინე და ეგრევე ვაჯახე, რომ თუ არ იცის, აქ რიგია და კეთილი ინებოს და დაელოდოს როდის ავიღებ ჩანთას. მითუმეტეს, ჭყლეტვა არაა და ჩემს მერე მხოლოდ ის დგას.

“- მეც ვიდექი რიგშიო”. – არადა, თავიდან სულ 3 კაცი ვიდექით, ბოლო მე ვიყავი და ის ჩემს მერე მოვიდა ბოლოს. იმდენი შეგნება და ზრდილობაც არ ქონდა, რომ არათუ დაეთმო გოგოსთვის – ამითი სულ 5 წამს დაკარგავდა, მეტს მართლა არა- დაჟე გადამახტა და ჩემ წინ წავიდა.

რა არის, 5 წამიანი ჩანთის აღების პროცედურაა და ამის გამო გოგონას შენზე წარმოდგენა არ უნდა დააკარგვინო.

სულ დაკარგეს ამ ბიჭებმა გალანტურობის განცდა. ასე მგონია, ყველამ დაიკიდა ზრდილობა და ის იმის შეგნება, რომ მათ კაცი ქვიათ და კაცს კაცური ქცევა მართებს, და არა ჩემი მეზობელი იზოლდა დეიდასნაირი.

ნუთუ მარტო მაშინ უნდა გამოიჩინო ბიჭმა ზრდილობა, როცა გოგოს კერავ? როცა მისგან რამეს მოელი და გჭირდება, რომ თავი მოაწონო?

დასკვნა:

კაი, არც მე მექნებოდა პრეტენზია თვითონ მამრებს რომ არ ქონდეთ პრეტენზია წინადადებაზე გენდერული თანასწორობის შესახებ. მაგრამ საქართველოში მაცხოვრებელი კაცების პროცენტულად უდიდესი ნაწილი თავს ქალზე სრულფასოვან პიროვნებად მიიჩნევს.

ხოდა, თუ ასეთი სრულფასოვნები არიან, ელემენტარული შეგნებაა ხო რომ ჯუნგლის კანონი არ იყოს შენი ცნობიერების წყარო და გოგონას პრიორიტეტი მიანიჭო რიგ შემთხვევებში.

პ.ს. აჩოსთან რომ დავიჩივლე ვიღაც ბიჭებმა ნერვები მომიშალეს მეთქი, ეგრევე “აიჯაგრა” და ვინები იყვნენ, რა უნდოდათო.  – რა კარგია, რომ მე ვიპოვე მამაკაცი, რომელმაც იცის როგორ მოექცეს საპირისპირო სქესს, როგორ გაანებივროს და დაიცვას ქალი და მე მასთან ბედნიერი ვარ.

Posted in ამოხეთქა, ექსკლუზივი, პიკანტური რეალობა | Tagged: , , , , , , , , , , , | 8 Comments »

ეროვნული ციებ-ცხელება კოტრიალი მდელოზე

Posted by vekoo on ივლისი 3, 2010

ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი

ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელება დაიწყო .

ლიტარატორმა უკვე გაგვაცნო როგორია ჰამაკში ნებივრობა სასოფლო უნივერსიტეტში და ძველი წინაპრების კვალზე დამდგარი გოგო-ბიჭების ხეებზე ცხოვრება .

მე კი განახებთ რა სარგებლობა მოაქვს მაღლივის წინ მწვანედ აბიბინებულ ბალახზე ფეხშიშველა კოტრიალს ან თუნდაც, როგორ ხდება გამოცდის დამთავრების მოლოდინში ნაჩხუბარი მშობლების შერიგება. Read the rest of this entry »

Posted in ეს უნდა იცოდე, ექსკლუზივი | Tagged: , , , | 19 Comments »

ქუჩაში რომ მიცნოთ …

Posted by vekoo on მაისი 23, 2010

“რევოლუცია მოდის – ანუ ქუჩაში რომ შემოგხვდეთ” თავიდანვე ისეთი შემართებით დაიწყო მარიმ ეს პოსტი , რომ როცა დამტაგა, მეთქი რა უნდაა? ? ?

ძალიან მეზარება ეს დღები პოსტვა და წარმატებით ვიცილებდი მარის შემოტევებს ბოლო 3 დღე, მაგრამ სინდისიც კარგი საქონელიაო უთქვამთ დიად სტანდარტებს, ამიტომ მეც დავახასიათებ თავს.

ვაგრძელებ თამაშს: “ქუჩაში რომ შემოგხვდეთ”

დავიწყოთ იმით, რომ ქუჩებს 2 კატეგორიად ვყოფ: ჩემი უბანი და ყველა სხვა დანარჩენი ქუჩა. ჩემ უბანში რომ შემხვდეთ?  აქაც 2 ვარიანტია: ან ველოსიპედზე ვიჯდები და ან უნიში მივდივან/უნიდან მოვდივარ.  ყველა ვარიანტში მარტო ვარ ფეხით დავდივარ სწრაფად, ველოთი კი ნელა, რადგან ამ დროს ფრენით ვტკბები :დ

მეორე კატეგორიაა უბნის გარეთ, დღის პირველ ნახევარში შეგიძლიათ მიხილოთ თსუ–ს მაღლივ კორპუსში, ლექციებზე თქვენ ვერ მნახავთ და იქვე ე.წ. “სადრაკონეთში” თუკი 2 ასე მოპოზიორე გოგო იხილეთ, ერთი აუცილებლად მე ვიქნები :დ  მიყვარს სურათების გადაღება, მაგრამ არა ერთი და იგივე ბლა ბლა ბლა დაჭერილი პოზები. :დ

სხვა ყველა დანარჩენ 100–დან 97 შემთხვევაში  ვარ აჩოსთან ერთად, ასე რომ თუკი სადმე თვალი მოკარით ძველ ფორუმელ აჩელას მაღალ გოგოსთან წელზეხელმოხვეულად მოსიარულეს, ეს მე ვიქნები და მიცნობდეთ :დდდდ

აჩო და მე

მშრალი დახასიათებაა, მაგრამ დანარჩენი რომ მიცნობთ მერე იყოს პირადად :დ

ვტაგავ  kevana-ს და გოგონას იასამნისფერი სათვალეებით – LiLaC–ს

Posted in და–ტაგ–ულ–ებ–ი, ექსკლუზივი, პირადი სურათები, სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , | 11 Comments »